შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (5)


14-10-2016, 15:06
ავტორი casas
ნანახია 2 173

კარებზე გაბმულმა ზარმა, იძულებული გახადა აბანოდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდნილიყო და გიჟივით გაეღო კარები.ასეთ დროს ყოველთვის ეშინია და ჰგონია,რომ ვიღაცას სასწრაფოდ სჭირდება და კარს თუ მალე არ გააღებს რაღაც ცუდი მოხდება.

-ვიცოდი,რომ უცებ გააღებდი-კარის გაღება და სანდროს გაკრეჭილი სახის დანახვა ერთი იყო.

-ხომ იცი,რომ ასეთ დროს მეშინია.რატომ სარგებლობ ჩემი სისუსტით?-დაფეთებულმა უთხრა და თავში მაგრად წამოარტყა ხელი

-ერთი დღე იქნეება მაგ ხელებს მოგაჭრი-სახის მანჭვით დაემუქრა და ნატკენი ადგილი დაიზილა

-ერთი დღე იქნება და კარს აღარ გაგიღებ-ხელის ქნევით გააფრთხილა ნენემ და კარი ნელა მიხურა

-ეგღა მაკლია კიდევ,ისედაც აღარ გახსოვარ-წაეწუწუნა და სავარძელში გაწვა

-ასეთია დატვირთული ქალის გრაფიკი-თავმომწონედ უთხრა და ტუჩი ოდნავ ჩატეხა

-აი ამიტომ მიყვარს თავისუფლება და ჩემს გემოზე სიარული-გაიჯგიმა და ვაშლი ჩაკბიჩა

-თავისუფლება კი არა უსაქმურობაა სანდრინიო ეგ,უსაქმურობა-წაკბინა და გვერდით მიუჯდა

-რა მენაღვლება,ფული მაკლია თუ დროს ტარება?-უდარდელა კაცის ხმით უთხრა

-როდემდე გეყოლება მამაშენი,მის ადგილას სახლიდან გაგადებდი-პატარა ბავშვივით დატუქსა

-სანამ მყავს და მაქვს საშუალება წამოდი სადმე გავიაროთ-სწწრაფად წამოაგდო ფეხზე და საძინებელში შეაგდო

-გეკითხა ჩემთვისას მაინც,რავიცი-გაბრაზებულმა შეუღრინა და გარდერობი გამოაღო

-ვიგრძენი,რომ გინდოდა-გაეკრიჭა და ოთახიდან გამოვიდა

-ღლაპი-თავისთვის ჩაიდუდღუნა წერეთელმა და სასურველი სამოსი გამოიღო.ყოველთვის ასე მოიხსენიებს ხოლმე სანდრინიოს,როცა გაბრაზდება.არადა ძალიან ხშირად უშლის ნერვებს.სულ აბრაზებს.მაგრამ მერე ისე საყვარლად შემოირიგებს ხოლმე,ყველანაირი წყენა და სიბრაზე ავიწყდება.ასე კარგად,რომ არ იცნობდეს სანდროს ალბათ დიდი ხნის წინ ეყოლებოდა მოკლული.მაგრამ უყვარს და მორჩა.როგორც საკუთარი ძმა ისე.ხშირად კი დადის ჭორები,ხან რას ამბობენ და ხან რას,მაგრამ თვითონ ხომ იციის რაც არიან ერთმანეთვისთვის და არ აქვს მნიშვნელობა ხალხი რას ფიქრობს.რაც არ უნდა გააკეთო,მაინც ყველაფერს თავისებურად გადახარშავენ და იმას იტყვიან რაც თვითონ აწყობთ. "ენას ძვალი არ აქვს"ო ზუსტად ქართველი ხალხის ენებზეა ნათქვამი.
ძალიან მოკლე,ერთიანი შავი კაბა გადაიცვა.ფეხზე ოდნავ მაღალი,წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო,თმა მხრებზე დაიყარა და სარკესთან ერთი-ორი დატრიალების მერე უკვე სანდრინიოს მანქანაში იჯდა და კლუბში მიდიოდა.სანდრომ მანქანა პირდაპირ კლუბის წინ გააჩერა.ჯერ თვითონ გადმოვიდა,მერე ჯელტმენურად ნენეს გაუღო კარი და გადმოსვლაში დაეხმარა.

-ოხ,როგორი კარგი გაზრდილი ხარ შე ოხერო-ენის მოჩლიფვით უთხრა და თმა ოდნავ აუჩეჩა.სანდრომ კი დაუბრიალა თვალები,მერე უცებ სტაცა ხელი და კლუბისკენ გაარბენინა.შიგნით შესულებს საშინელი აურზაური დახვდათ.მუსიკა ბოლო ხმაზე ღრიალებდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.ირგვლივ სულ სიგარეტის და სასმლის სუნი ტრიალებდა.ყველა თავის სტიქიაში იყო და ცდილობდნენ ბოლომდე დაეხარჯათ ენერგია.ან ცეკვისგან ან კიდევ,მაგის მეტი საშუალება რა არის,მონდომება თქვი თორე.სახედამანჭულმა მოავლო კლუბს თვალი და ღრმად ამოისუნქა.ყველაზე მეტას ხმაურიან გარემოს ვერ იტანს.არ არის მისი სტილი და მორჩა.უფრო მშვიდი და წყნარი ადგილი ურჩევნია ხოლმე დასასვენებლად.მაგრამ 21-ე საუკუნეა და როგორც ბევრ სხვა რამეში,ახლაც ცდილობს ფეხი აუწყოს დროს.როცა ყველა მისი მეგობარი კლუბში მიდიოდა გასართობათ,იძულებული იყო თვითონაც მათთან ერთად წასულიყო.თანდათან თითქოს მიეჩვია კიდეც ბოლო ხმაზე აწეულ მუსიკას და ქანცის გაწყვეტამდე ცეკვას,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაითავისა.სწორედ ამიტომაც არის,რომ არა სანდრინიო ან მისი რომელიმე სხვა მეგობარი,კლუბში ფეხს თავისით არაფრის დიდებით არ შედგამს.ფიქრებიდან ვიღაცამ გამოაკვლია,უცებ რომ დაეტაკა და სწრაფად გააქცუნა სადღაც.აზრზე რომ მოვიდა თავისი მეგობრები შენიშნა მაგიდასთან რომ ისხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.

-ამას ვის ხედავ ჩემი თვალები-აწიკვინდა ანო და ხელი დემონსტრაციულად გაშალა

-თქვენ ჩემი ტელეფონის ნომერი დაგავიწყდათ?-თვალებმოჭუტულმა უთხრა წერეთელმა

-გირეკავდით და არ იღებდი,რა ჯანდაბად გინდა ეგ ტელეფონი თუ სულ უხმო რეჟიმზე უნდა გქონდეს?-თვალებისბრიალით დაუყვირა თეკომ

-სამაგიეროდ კარი მაქვს სულ ღია-ირონიულად უთხრა და ამით მიახვედრა,რომ გამოვლაც შეგეძლოთო

-ნუ იბღუსები,მთავარია ახლა აქ ხარ-ჭიქა შეაჩეჩა ანომ და თვალით ანიშნა დალიეო.ოდნავადაც არ უყოყმანია,პირდაპირ მიიყუდა და ბოლომდე დალია.ახლა ცოტა სითამამე ნამდვილად არ აწყენდა.მითუმეტეს აქ გასართობად არის მოსული და პრუწკვას არ დაიწყებს.კარგადაც დალევს,კარგადაც იცეკვებს და თუ საჭირო იქნება ერთ კარგ მაჩოსაც გაიცნობს. ჰმ,კარგი მაჩოს ხსენებაზეე დარბაზს მოავლო თვალი და მოცეკვავე წყვილების დანახვისას ტუჩი ოდნავ ჩატეხა.მერე რა,რომ მეწყვილე არ ყავს.წავა და მარტოც მშვენივრად იცეკვეს.სულაც არ ჭირდება მამაკაცი იმისთვის,რომ კარგად გაერთოს.ნელი ნაბიჯებით წავიდა საცეკვავო მოედნისკენ და თეძოს ქნევით შეერია მოცეკვავეებს.ხმამაღალმა მუსიკამ იმდენად ჩაითრია,სრულიად მოსწყდა გარესამყაროს და მუსიკის რითმებში ჩაიკარგად.ნაზად აყოლებდა ტანს თითოეულ ნოტს და ამით იმხელა სიამოვნებას ღებულობდო,უნდოდა მთელი ღამე ასე მდგარიყო და უბრალოდ ეცეკვა.არც მაშინ განძრეულა თეძოზე ვიღაცის მხურვალე ხელები რომ იგრძნო.არც მაშინ ეს ვიღაცა უკნიდან მთლიანად რომ აეკრო.არც მაშინ ცალ მხარეს რომ გადაუწია თმა და კისერში მხურვალე კოცნის კვალი დაუტოვა.ნაზ მოძრაობებს აგრძელებდა და მამაკაცის ძლიერ ხელებში მომწყვდეული თავს დაცულად გრძნობდა.თავი მის ყელში ჩაერგო მამაკაცს და მის სურნელს ისრუტავდა.ოდნავ ხელის მოჭერა იგრძნო თეძოებზე და სიამოვნებისგან დაბალ ხმაზე ამოიკვნესა.ნელი მოძარობით შეატრიალა ბიჭმა მისკენ და ჭინკებათამაშებული თვალებით დააკვირდა ბაგეებზე.ნენე გაოცებული უყურებდა მასზე ერთი თავით მაღალ დემეს,რომელიც აქტიურად აკვირდებოდა მის გამობრუცულ ტუჩებს და მძიმედ სუნთქავდა.მარჯვენა ხელი ფრთხილად შეახო ლოყაზე,მარცხენა კი წელზე უფრო მჭიდროდ მოუჭირა.აუჩქარებლად გაადაატარა თითი ბაგეებზე და მისი თმების სურნელი შეისუნთქა..ამხელა ემოციას ვერცერთმა ვერ გაუძლო.ნაზად შეუცურა თმებში ხელი და მოწყურებულივით დაეწაფა გოგონას ბაგეებს.მთლიანად ერთმანეთით აივსენ.არ არსებობდა ირგვლივ არაფერი და არავინ.გარდა ძლიერი ვნებისა რომელსაც ეს ორი განიცდიდა.კოცნიდნენ მთელი თავდავიწყებით და მხოლოდ ერთმანეთს გრძნობდნენ.არ ფიქრობდნენ არაფერზე.არც იმაზე რა შედეგები მოყვებოდა ამ კოცნას.იყვნენ მხოლოდ იმ მომენტისთვის ბედნიერები და ერთმანეთით ბოლომდე სავსე.მხოლოდ ჰაერის უკმარისობამ აიძულა გაჩერებულიყვნენ.ნენე რაღაცის თქმას აპირებდა,დემემ ტუჩზე თითი რომ მიადო და აიძულა გაჩერებულიყო.შემდეგ წამიერი კოცნა დაუტოვა ბაგეზე და ისე სწრაფად გაუჩინარდა,როგორც მოვიდა.დატოვა ასე გაოგნებული და ნასიამოვნები წერეთელი.თვალებისცეცებით მოავლო მთელ დარბაზს თვალი,მაგრამ სასურველი სილუეტი ვერსად დაინახა.გული ეტკინა,საშინლად ეტკინა.არ მოეწონა დემეს საქციელი.არც ის მოეწონა ასე მოულოდნელად რომ გამოჩნდა და აკოცა.მართალია თვითონ კოცნა ძალიანაც მოეწონა და კიდევაც დიდი სიამოვნებით გაიმეორებდა,მაგრამ თვლიდა რომ დემეს საქციელი მის მიმართ ნამდვილად ცუდი იყო.არ გავდა ჩამოყალიბებული მამაკაცის საქციელს.18 წლის ბიჭუკელასავით იქცეოდა.რომელმაც არ იცის რა უნდა ცხოვრებიდან.აი ნენემ კი იმ წამიდან რაც დემეს ტკბილი ბაგეები იგრძნო,ზუსტად იცის რაც უნდა და ვინც უნდა.მთელი ცხოვრება დემეს გვერდით ყოფნა და მისი ვნებიანი კოცნა უნდა.ეს ალბათ სულაც არ არის ერთი კოცნით შეყვარება.სულ თავიდან უყვარს ბაბლუანი.რაც პირველად შეეხო აი მის მერე.მხოლოდ მისი სითბო რომ იგრძნო სწორედ მის მერე.უბრალოდ არ აღიარებდა.საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა.მაგრამ მთავარია ახლა აღიარა.ხომ აღიარა,რომ ნენე წერეთელს თავდავიწყებით უყვარს დემე ბაბლუანი! სწორედ ის ბაბლუანი რომელიც სულ ამწარებდა,ის ბაბლუანი რომლის შესახებაც თითქმის არაფერი იცის და რომელმაც ასე უნამუსოდ მოპარა პირველი კოცნა და მერე დამნაშავესავით მიიმალა.
ბაბლუანზე ფიქრებში იყო გართული და თან გოგონებისკენ მიდიოდა,რომლებიც ხელებს უქნევდნეენ და თავისკენ უხმობდნენ.ნენემ მათ დანახვაზე სიცილით გადააქნია თავი და სწრაფად გაჩნდა გოგოებს შორის მომწყვდეული.ინტერესიანი თვალებით შეჰყურებდნენ და ნენესგან ყველაფრის თქმას ელოდნენ

-ჰე ეხლა ამოიღე ხმა,კიდევ დიდხანს გელოდოთ?-მოთმინება დაკარგულმა დაუყვირა ანომ და ხელი წინ აუფრიალა

-ანუ თქვენც დაინახეთ და არ მომლანდებიაა?-ინტერესით ჰკითხა გოგოებს და თვალები დაქაჩა

-რა მოგლანდებია,შენ სულ გაგიჟდი ხო?-გაოცებულმა უთხრა თეკომ და თმა აუჩეჩა

-დემე ბაბლუანი აქ მართლა იყო და მართლა მაკოცა?-კიდევ ერთი სულელური შეკითხვა დასვა

-ეს გოგო მგონი ვერ არის-თავი გადააქნია ანომ და თეკოს თვალით რაღაც ანიშნა

-არა ნენე,არაფერი არ მოგლანდებია.მართლა მოვიდა დემე ბაბლუანი და ამდენი ხალხის წინაშე შენი მოწიწებით შენახული პირველი კოცნაც "აგახია" - ხმამაღლა გადაიკისკისა თეკომ და მეგობრის რეაქციას დააკვირდა

-თავხედი ბიჭუკელა ეგ-ვერ მოითმინა და მთელი ბოღმა გოგონებთან ამოანთხია

-დაიწყე გისმენთ.რა,სად,როდის,როგორ და ბოლოს რატომ გაკოცა?-ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ანომ და განაბული დაელოდა

-განა მე ვიცი რამეე?აი ასე უბრალოდ მოვიდა და მაკოცა-მხრების აჩეჩვით უთხრა გოგოებს და ტუჩებზე ხელი გადაისვა

-კი მაგრამ მანამდე თუ რამე არ ყოფილა,გიჟი ხომ არ არის დაგეტაკოს და ასე გაკოცოს?-ინტერესით ჰკითხა თეკომ

-როგორც ჩანს გიჟია და თან ჩამოუყალიბებელი.მოვიდა მაკოცა და წავიდა.თითქოს რამე სამარცხვინო ჩაიდინა-გაცხარებული საუბრობდა

-მოწონხარ-დიდ ხნიანი ფიქრის მერე სიტყვით გამოვიდა ანო

-შენ ეგა თქვი,აბა ისე მართლა ქალის უნახავი ხომ არ არის მაინცდამაინც ნენეს რომ ეცა-დაეთანხმა თეკოც

-დემე ეგეთი ცანცარა არ არის.ალბათ მიზეზი აქვს ასე რომ იქცევა,მაგრამ რომ მოსწონხარ ეგ ფაქტია.პირველივე შეხვედრის მერე ეტყობა-დაასკვნა ანომ და მისი აზრის განსამტკიცებლად თავის ქნევას მოჰყვა

-და შენ? შენ თუ მოგწონს?-კითხა შეუბრუნა თეკომ

-არ ვიცი,ახლა მხოლოდ სიბრაზეს ვგრძნობ.არა იმის გამო რომ მაკოცა,არამედ იმის გამო რომ ასე აუხსნელად დამტოვა.მაგრამ კოცნა რომ მომეწონა ეგ ფაქტია-ჩაიცინა და ქვედა ტუჩი კბილებისქვეშ მოიქცია

-ნუ იქცევი გოიმივით.რა აეხსნა.უნდოდა და გაკოცა.რა არის ამაში ან ცუდი და ან ასეთი საგანგაშო.მთავარია გესიამოვნა და დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა-ჭკუის დარიგება დაუწყო ანომ

-არა,რაღაცების ახნას არც მე ვითხოვ.უბრალოდ ცოტა სხვანაირად შეეძლო მოქცევა-თავის მართლება დაიწყო ნენემ

-არ გინდა რა.ნუ გააფუჭებ ყველაფერს ამ ზედმეტი კითხვებით.დატოვე ყველაფერი ისე როგორც არის-მეგობრულად ურჩია ანომ და თვალი ჩაუკრა

-ხომ ხედავ ბედმა კარზე მოგიკაკუნა,მართალია ჯერ ერთხელ გაკოცა,მაგრამ ეს ერთი და სხვა მრავალი-კისკისით უთხრა თეკომ და ზურგზე ხელი დაჰკრა ვაჟკაცურად.

-მეტკინა შე ველურო-სიცილით შეუბღვირა ნენემ და გოგონებს ხელი გადახვია

-გაგისკდა სიყვარულის ბუშტი?-ქვემოდან ამოხედა ანომ და ლოყაზე აკოცა

-უბრალოდ ხომ იციით,რომ ძალიან მიყვარხართ-სევდიანი ხმით უთხრა და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა გოგონები

-ჩვენ თუ დემე?-სიცილით გამოაჯავრა თეკომ

-დემე-დაუფიქრებლად უპასუხა და გოგოების გაოცებულ მზერას,რომ მოჰკრა თვალი,სწრაფად გადაასწორა ნათქვამი-თქვენ რა თქმა უნდა,რა კითხვაა

-კარგი გაჩერდი ახლა.არ გვეწყინება.ოღონდ შენ კაცი შეგიყვარდეს და ხმას როგორ ამოვიღებთ-გამოაჯავრა ანომ

-კარგი გვეყოს კაცებზე საუბარი.აბა შევავსეთ ჭიქები გოგონებო დაა ვსვამთ ბოლომდე-დაიყვირა თეკომ და სასმლით სავსე ჭიქა თვალის დახამხამებაში გამოცალა.თეკოს ანომ მიბაძა,ანოს ნენემ და ასე ერთმანეთის მიბაძვაში სათვალავიც კი აერიათ რამდენი ჭიქა დალიეს.ბოლოს სადღერძელოები,რომ შემოაკლდათ მეორე კრუგზე წავიდნენ და ისევ თავიდან გაიმეორეს ქართული სუფრის ლაზათიანი ტრადიციები.საბოლოოდ კი ისეთი მთვრალები გამოვიდნენ კლუბიდან,რომ არა იქვე შემთხვევით გაჩენილი სანდრინიო,რომელიც თურმე გოგოსთან ერთად ყოფილა გასართობად წასული,ალბათ სახლსაც ვერ მიაგნებდნენ და ასე სამარცხვინო მდგომარეობაში გაათევდნენ კლუბის საკმაოდ ცივ კარებზე აყუდებულები ღამეს,ან თუნდაც ასფალტს ჩაეხუტებოდნენ კიდევ უფრო მონდომებით.



№1  offline წევრი nestanuka13

ძალიან ძალიან მომწონს კარგი ისტორია და ველი ყოველთვის

 


№2  offline წევრი kiko

ვაიმე აკოცააააა

 


№3  offline წევრი casas

smile აკოცაა..მადლობაა დიდი

 


№4  offline წევრი nestanuka13

ასეთი ცოტა ნახვა და კომენტარი? არადა ძალიან კარგად წერ და კარგი ისტორიაა

 


№5  offline წევრი casas

nestanuka13
ასეთი ცოტა ნახვა და კომენტარი? არადა ძალიან კარგად წერ და კარგი ისტორიაა

მადლოობაა დიდიი :* მე მაინც კმაყოოფილი ვარრ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent