შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდრების თამაში 1თავი


14-10-2016, 22:32
ავტორი zia-maria
ნანახია 4 780

---ახლოს ნუ მოხვალ მანქანასთან, ვერ ხედავ, რომ ძვირადღირებული ავტომობილია? -დახეულ ძონძებში ჩაცმულ ახალგაზრდა ბიჭს მიმართა, კლასიკურ ფორმაში გამოწყობილმა, მისივე ასაკის ბიჭმა.
---მშია და ეგებ, ცოტა რამ გამოიმეტო, უსახლკარო ადამიანისათვის.- უთხრა ნელა, მორცხვად და წყნარად უცნობმა.
---ესღა მაკლია, შენ გიწილადო ჩემი ნამუშევარი.- ირონიულად დაუბრუნა პასუხი და ტანზე პიჯაკი შეისწორა. უცებ დატრიალდა და მანქანის კარები გაუღო, მის წინ მდგარ უფროს. გაბრაზებულმა უფროსმა, ჯერ მისი პირადი მძღოლი შეათვალიერა და შემდეგ იქვე მდგარ მაწანწალას გახედა. ხელით მიხურა გამოღებული მანქანის კარი და თან მძღოლს უთხრა.
---აჩიკო თავისუფალი ხარ. აქედან მე თავად წავალ, როდესაც ისწავლი, უბრალო ადამიანს როგორ უნდა მოექცე ქუჩაში და ისწავლი ღარიბების შეწყალებას, გაუგებ ადამიანს და მის თვალებში ჩამდგარ ტკივილს შენს ტკივილად შეიცნობ, მაშინ შეიძლება კიდევ დავფიქრდე და რამე სამუშაო გიშოვო ჩემს ბანკში.- უთხრა წყნარად და ღიმილით, მაგრამ სახე მკაცრი ჰქონდა და ხმა მტკიცე. -ახალი სამუშაო ეძებე, ჩემთან აღარ მუშაობ, ხვალ მობრძანდი და კონპენსაციას მიიღებ.- შემდეგ მიუბრუნდა, იქვე მდგარ ძონძებში ჩაცმულ ბიჭს და ხელი ჩამოართვა.- მე თორნიკე ვარ გაბუნია, წამოდი გამომყევი.
თორნიკემ წაიყვანა მაწანწალა და რესტორანში შეიყვანა. იქ შესული ასეთ ფორმაში უცნობი, რომ დაინახეს გარეთ გაგდება დაუპირეს, მაგრამ თორნიკემ ხელით შეაჩერა დაცვა და უთხრა
-წყნარად.ჩემთან არის და მოუტანეთ ცხელი წვნიანი.- უცნობი გაოცებული უყურებდა თორნიკეს და არა ნაკლებად გაოცებული იყო, იქ მყოფი საზოგადოება.
მოუტანეს უცნობს საუკეთესო კერძები და თორნიკემ აცადა დანაყრება და შემდეგ ეცადა საუბარი აეწყო მასთან, რადგან უცნობს ეტყობოდა არ იყო უბრალო ადამიანი.
-სახელი არ გითქვამს, რა გქვია? ვინ ხარ? უცნობს გაეღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა.
---ვინ ვარ? უკვე აღარავინ. მე მხოლოდ სახელი და გვარი შემომრჩა ჩემი. რევაზი (რეზი) გაბრიჩიძე. რეზის მეძახდა ადრე მეგობრები, რომლებიც საკმაოდ ბევრნი მყავდნენ, ახლა კი აღარავინ, აღარაა ჩემს გვერდით. თუმცა არც მიკვირს, მესმის მათი, ვის უნდა ჩემისთანა არაფრის მქონე და უსახლკარო ვის უნდა მეგობრად ყავდეს?- თქვა სევდიანად რეზიმ.
---რა მოხდა შენს ცხოვრებაში? ვინ იყავი წარსულში და რატომ იქეცი ასეთად? დაინტერესდა თორნიკე რევაზის ცხოვრებით, წარსულით და თავად პიროვნებამ დააინტერესა. ამ ადამიანის თვალებში ძალიან დიდი ტკივილი იკითხებოდა..
---კარგი ცხოვრება მქონდა, მშობლების დედისერთა ნუგეში ვიყავი, უმაღლესი განათლება მივიღე ბიზნესის მართვის განხრით. ჩემი ბიზნესი წამოვიწყე სრულიად ნულიდან. მოდელების სააგენტო მქონდა. იქ ერთი გოგო მყავდა დამხმარედ და თანდათან ამ ჩვენმა ყოველდღიურმა ცხოვრებამ, უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს და უბრალო თანამშრომლობიდან, ადგილი ჩემს გულშიც დაიკავა. უკვე იმ ზომამდე ვიყავით, უნდა დავქორწინებულიყავით. ყველაფერზე ბრმად ვენდობოდი. იმდენად დიდი იყო ჩემში მისდამი გრძნობა, აღარც ვეკითხებოდი ხელს რაზე ვაწერდი. ყველა მისი სიყვარულით ნათქვამი სიტყვა ყალბი აღმოჩნდა და ასე დამტოვა ერთ დღეს ქუჩაში ყველაფრის გარეშე. წამართვა ყველაფერი და დავრჩი ყველაფრის გარეშე. მშობლები სოფელში მყავს, რომლებთანაც ვეღარ მივდივარ, ერთი და მყავს და ის, არ არის საქართველოში, არ იცის ჩემი ასეთი მდგომარეობა, მხოლოდ ის იცის, რომ დავკარგე ყველაფერი სიმართლეს კი ვერ ვეუბნები.
--ნაცნობი თემაა. აი მეც, მაგ პრობლემაში ვარ ახლა. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელიც მომწონს, მაგრამ ვერ გავერკვიე ჯერ, მე მოვწონვარ თუ ჩემი სახელი და სიმდიდრე.- რეზის ჩაეცინა და მორიდებით უთხრა.
---თუ საიდუმლო არ არის, რას საქმიანობ?
---ბანკის პრეზიდენტი ვარ, ასევე ვეწევი ქველმოქმედებას, მაგრამ ჩემს სახელს არ ვაჩენ ჯერ-ჯერობით, ასე მირჩევნია მშვიდად ყოფნა.- რეზის ჩაეცინა და უთხრა.
---დავიჯერო ქალს რომელსაც ხვდებით, თქვენ არ გიცნობთ და არ იცის ვინ ხარ, რა საქმიანობას ეწევი? კარგი რა, რას გამოაპარებ ქალებს, მითუმეტეს ისეთ ქალებს, ვინც ნადირობს მდიდარ და ფულიან მამაკაცებზე. უბრალოდ შეხედეთ თქვენს საათს რომელიც ხელზე გიკეთიათ, ის ხომ არაჩვეულებრივი ბრენდის საათია, სულ მცირე 400$ მაინც ღირს ან თქვენ კოსტიუმს ის იტალიური ფირმაა და 500-600$ მაინც ღირს სულ მცირეს ვამბობ. ერთი შეხედვით შეგხედა, რომ საკმაოდ შეძლებული ხარ და ფულიან სასიძოს თვალი დაგადგა.- თორნიკე დაფიქრებული იჯდა და რეზის სიტყვებს აანალიზებდა, მიხვდა რომ მისი თითოეული ნათქვამი სიტყვა მართალი იყო და გაეცინა, ეს ადამიანი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა, რასაც არ ელოდა. რეზის შეხედა გაღიმებულმა და თითები აათამაშა მაგიდაზე. რეზი ხან თორნიკეს უცქერდა ხან მაგიდაზე მოკაკუნე თითებს, რომლებსაც უკვე საშინლად ვერ იტანდა, აღიზიანებდა ის ხმა, კაკუნის დროს რომ გამოცემდნენ.
---რეზიკოო მე შენთან შემოთავაზება მაქვს.-უთხრა ღიმილით თორნიკემ და არ წყვეტდა თითების კაკუნს. გაბრაზდა რეზი და უთხრა.
---თუ ძმა ხარ, ეს თითები გააჩერე და გარკვევით ამიხსენი რას მთავაზობ.
---ჩვენ უნდა ვითამაშოთ და ადგილები გავცვალოთ. მეტი არაფერი არ შემეკითხო.- თანდათან აგიხსნი ყველაფერს და შენც თავად მიხვდები ახლა ადექი და წამომყევი.
თორნიკემ გადაიხადა დანახარჯი და რეზისთან ერთად დატოვა რესტორანი. ჯერ სახლში მიიყავანა, აბანოში შეუშვა და მისი ტანსაცმელი მისცა, ძველები კი ნაგვის ყუთში მოისროლა. შემდეგ სალონში წაიყვანა, სახეზე წვერი დაბალზე დაუყენა, თმები კი გრძლად დაუტოვა. გამოაწყო საკმაოდ ბრენდულ ტანსაცმელში და ერთი სიტყვით, საოცრარი პიროვნება შერჩა ხელში, ქუჩის მაწანწალასთან განსხვავებით, ზედმეტად სიმპატიურიც კი. მთელი ამ დროის განმავლობაში რეზი გაოცებული უყურებდა თორნიკეს რადგან ვერ გამოიცნო, რა ქონდა ჩაფიქრებული. შემდეგ კი გაუბედავად შეეკითხა.
---მაშ ასე, მე მზად ვარ, მაგრამ არ ვიცი ჯერ რა უნდა გავაკეთო, რას მთავაზობს ჩემი ბოსი? უნდა გითხრა, რომ ყველაფერზე თანახმა ვარ რასაც მეტყვი, მაგრამ იმედია იმ ქალბატონის მოკვლას არ მთავაზობ თორნიკე.- თორნიკემ გაოცებულმა შეხედა და შემდეგ ხმამაღლა გადაიხარხარა გემრიელად და სიცილით უთხრა რეზის
---ვგავარ ისეთ ადამიანს, ქილერობა რომ შემოგთავაზო? არა რეზიკო მე არავინის მოკვლას არ გიკვეთავ, არც ძალიან უსაშველო საქმეს არ გავალებ. შენ დღეიდან ჩემს გვერდით ხარ, ჩემთან ერთად დადიხარ და გარეთ მე ვარ, შენი მძღოლი. ახლა რეზის გაეცინა ღმამაღლა და თორნიკეს უთხრა.
---ნუ მაცინებ თორნიკე მე შენი მძღოლი? მეღადავები ხომ?
---არა არ ვგლახაობ, მართლა გეუბნები. მოდი ასე ვქნათ ჩვენ გავითამაშოთ ,,მდიდრების თამაში''. გარეთ შენ ხარ ის ვინც ვარ მე ბანკში და მე შენი მძღოლი, რაა აქ გაუგებარი.
---თორნიკე მალე დავიწვებით.ისევ სიცილით უთხრა რეზიმ.
---ნუ იცინი და მომისმინე.-შეუბღვირა თორნიკემ.


საღამო მშვიდობისა... ისევ დაგიბრუდით ჩემო კარგებო, მომენატრა ის განცდილი ემოციები თქვენი კომენტრბისგან რომ ვიღებდი... წაიკითხედ და თქვენი აზრი გამიზიარეთ...



№1 სტუმარი Sali

Dzan saintereso da saxaliso iqneba gagrdzele

 


№2  offline მოდერი zia-maria

Sali
Dzan saintereso da saxaliso iqneba gagrdzele

მადლობა საყვარელო,ხვალ საღამოს დაიდება მეორე თავი. kissing_heart

 


№3  offline წევრი davinna

Vaauu dzalian sainteresoa da gansxvavebuli..dzalian momewona male dade ra shemdegii da gazarde tavebi..velodebi moutmenlaad

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

საინტერესო დასაწყისია... მეც ისე შემართებით და მოუთმენლად ველი... ყველა მოვლენა შენს მკითხველტან ერთად უნდა ავიარო, მართლა არ გავასწრებ...

 


№5  offline მოდერი zia-maria

davinna
Vaauu dzalian sainteresoa da gansxvavebuli..dzalian momewona male dade ra shemdegii da gazarde tavebi..velodebi moutmenlaad

kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart როგორ მახარებს თქვენი თბილი სიტყვები.მადლობა საყვარელო.

terooo
საინტერესო დასაწყისია... მეც ისე შემართებით და მოუთმენლად ველი... ყველა მოვლენა შენს მკითხველტან ერთად უნდა ავიარო, მართლა არ გავასწრებ...

kissing_heart kissing_heart kissing_heart მიყვარხარ და ჩემი დიდი სტიმული ხარ,უშენოდ აი ეს ვარ 0.ხვალ საღამოს აქ ხარ ამ დროს,თორემ მკითხველს შემოვასევ შენთან. smile smile

 


№6 სტუმარი Tatia

Saxalisoa velodebi shemdeg tavs

 


№7  offline მოდერი zia-maria

Tatia
Saxalisoa velodebi shemdeg tavs

kissing_heart მადლობა.

 


№8 სტუმარი Nino kvirikashvilii.

Gamarjobaa chemoi cakvarelo..pirvell rigahi gilozavv dgevandell dgecc mozametobacc.milioni gagitenocc..
Gilozavv icevv chvencc gverditt dabrunebacc mixaria koveli sheni novelicc chanaxaticc tu motxrobicc zakitxvaa..
Zaliann momezona ec axalii motxrobazz .
Vatkobb cituaziiicc zvlileba da rolebicc gazvla bevr caintereco ciyrprisscc gvpirdebaa..zaliann momzoncc cixaruloo da gulicc fanzkalitt velii momdevnoo tavebcaxx..ufali shegeziocc ..

 


№9  offline წევრი isterichka123

kaia gagrdzele

 


№10  offline მოდერი zia-maria

Nino kvirikashvilii.
Gamarjobaa chemoi cakvarelo..pirvell rigahi gilozavv dgevandell dgecc mozametobacc.milioni gagitenocc..
Gilozavv icevv chvencc gverditt dabrunebacc mixaria koveli sheni novelicc chanaxaticc tu motxrobicc zakitxvaa..
Zaliann momezona ec axalii motxrobazz .
Vatkobb cituaziiicc zvlileba da rolebicc gazvla bevr caintereco ciyrprisscc gvpirdebaa..zaliann momzoncc cixaruloo da gulicc fanzkalitt velii momdevnoo tavebcaxx..ufali shegeziocc ..

kissing_heart kissing_heart kissing_heart მადლობა ნინო.მადლობა,რომ დროს პოულობ და აზრს მიზიარებ.არ დააგვიანდება მეორე თავს.

isterichka123
kaia gagrdzele

kissing_heart მადლობა გაიხარე.

 


№11 სტუმარი Guest maia

magari sityvebia gamoyenebuli magram guli damwyda rom damtavrda.

 


№12  offline მოდერი zia-maria

Guest maia
magari sityvebia gamoyenebuli magram guli damwyda rom damtavrda.

ეს ჯერ არ დამთავრებულა,მეორე თავიც არის დადებული,ხვალ მესამე დაიდება.ჯერ ადრეა ამის დასრულება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent