შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (9 თავი)


15-10-2016, 13:21
ავტორი terooo
ნანახია 3 895

დრო სწრაფად მიმეპარება, იმდენად სწრაფად რომ გააზრებასაც კი ვერ ვასწრებ, მე კი აქ ყოფნის დრო ნელ-ნელა მიმცირდება, აქედან წასვლა კი არ მინდა, მოვალეობები მიხმობს უნდა წავიდე, მაგრამ ჯერ მაინც მაქვს დრო, დრო რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის. დრო რომელიც ჩემს მეხსიერებაში მარადისობა დარჩება.
მართლაც ჩამოვიდნენ ნაინას მეგობრები, ორი ბიჭი და სამი გოგონა, ერთი ვერ წამოვიდაო ყველას გული დაწყდა. მაგრამ ერთი ყავდათ ზე სწერვა, მამიკოს გოგოშკა, რომელიც ცდილობდა ბარბი ყოფილიყო, რომ დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე.
- ,,ესეთები როდისმე გადაშენდებიან?“- ყურთან ვიგრძენი მისი ჩურჩული და ირონიული ღიმილი სახეზე.
-ალბათ მაგათაც თავიანთი დანიშნულება აქვთ- ახლაც ვგრძნობდი მის სუნთქვას სახესთან
-ყველაფერში როგორ ცდილობ გამოსავალი იპოვო?- სახე დაასერიოზულა იაგომ.
-არ ვცდილობ, უბრლოდ ყველა ადამიანი რაღაც მიზნით იბადება, ყველას აქვს რაღაც დავალება შესასრულებელი ამ წუთისოფელში, ყველა ერთნაირად ძლიერი ან სუსტი ვერ იქნება, რადგან შეუძლებელი გახდება ურთიერთსაპირისპიროს გარჩევა ერთმანეთისგან.
-როგორც ყოველთვის გამაოცე მარიამ- მითხრა და კვლავ თავისუფლად გამიღიმა.
-გაოცება არაფერ შუაშია, ამას წამიერი დაფიქრებაც კი ეყოფა.
-მართალი ხარ, აღარ გედავები, უდავოა, ახლა მე მასსა და შენს შორის პარალელს რომ ვავლებ სწორ იმ ყველაფრს დამსახურება რომ თქვენ ორივე ძალიან განსხვავებული ადამიანები ხართ, მითუმეტეს ქალბატონები, აი, ისეთები იმიტომ არსებობენ რომ შენნაირებს უფრო მეტი ფასი ჰქონდეთ.- მითხრა და შუა ეზოში ნახევრად დამუნჯებული დამტოვა.
-მარიამ მოხვედი- კიბეებზე ნაინამ ჩამოირბინა, - მიხარია რომ მოხვედი, მე ვერ გამოვედი სტუმრები ვერ მივატოვე, წამო ჩემები უნდა გაგაცნო- როგორც ყოველთვის ნაინა ახლაც უშრეტ ღიმილს, სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას ასხივებდა.
ნაინას მეგობრები რომ ჩამოვიდნენ, მეც მიმიწვია მან.
-ჩემს მეგობრებს გაგაცნობ და თან ლაშქრობის მარშუტი გავიგოთო.- იაგომ მომაკითხა, თითქოსდა ვეჩვეოდი მის გვერდით ყოფნას, მაგრამ ის სიცივის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. გზაში საუბარი გამიბა და ვერც კი მივხვდი ისე შევედით მის ეზოში, ისე დამტოვა ნახევრად რობოტის მდგომარეობაში გაოცებულ-გაკვირვებული. რეალობას კი ნაინას ხმამ დამაბრუნა.
საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა, ნაინასა და იაგოს დედ მამა ისეთები იყვნენ როგორც შვილები, ღიმილიანები და თბილები, იაგო არც ერთს არ გავდა, გამახსენდა ნაინა რომ მითხა ,,ის ბაბუას ასლია და მისი ადგილი უპირობოდ დაიკავაო“. მომეწონა ნაინას დედა, საოცრად თბილი და უშრეტი ენერგიის პატრონი, მუდამ მომღიმარი ქალბატონი ნატალია.
-დედა- იაგომ დაუძახა, იმდენი სითბო, სიყვარული და პატივისცემა იყო ამ ერთ სიტყვაში, რომ ვინატრე ჩემს შვილსაც ისე დაეძახა ჩემთვის დედა, თუ კი ოდესმე გავხდებოდი, როგორც იაგო მიმართავდა ამ წამს.
აი, კიდევ ერთი რამ, უდაო პატივისცემა, ის დედას ეძახდა და არა სახელს, ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტი სიტყვის თქმის უფლება ჰქონდა, ყველაზე პატივისცემით ეპყრობოდა, ის ამ ქალის წინაშე უძლური იყო, ახლანდელმა ახალგაზრდა თაობამ კი ეს ყველაფერი დავივიწყეთ, დედებს, მამებს, ბებია ბაბუებს, ჩვენზე გაცილებით უფროსებს უკვვე სახელით მივმართავთ, ეს კი ეს ხომ ჩვენს ქვეცნობიერში იმდენადაა გამჯდარი რომც მოვინდომოთ ვეღარ გადავეჩვევით.
იმ წამს ერთი მიზანი დავისახე, ჩემი შვილი არასდროს დამიძახებდა და მომმართავდა სახელით, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ჩვენს გარშემომყოფებს, არ მივცემდი უფლებას მასზე უფროსის სტატუსი დაეკნინებინა. რომ მეტი პატივისცემა გამოევლინებინა სხვების მიმართ.
-გაგიკვირდა ხომ?- სუფრასთან ჩემს გვერდით იაგო იჯდა და თბილი გამოხდვა ჰქონდა. უცებ მივხვდი რასაც მეკითხებოდა.
-კი, გულახდილად რომ გითხრა ველოდი კიდეც, აქ ხალხი ჩემს გაოცებას ახერხებს.
-შენს თვალებში სევდა დავინახე, მოხდა რამე?
-არა, უბრალოდ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, შენმა ერთმა სიტყვამ კი ამაფორიაქა.
-რატომ?- ცდილობდა თვალებში ეყურებინა და იქ ამოეკითხა რაღაც, თან ცდილობდა დავებნიე.
-ეგეთი სახე ნუ გაქვს, ჩემზე არ მოქმედებს ხომ იცი?- ჩუმად გავუღიმე, რამდენჯერმე თვალი მოვკარი ნაინა როგორ გვიყურებდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-როგორი?- რამდენიმე ჭიქა ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი და სასწაულად სიტყვა უხვი იყო ახლა.
-თითქოს ჩემი დაბნევა გინდა რომ მერე რაღაც ისეთი მათქმევინო, მაგრამ რა გინდა რომ გითხრა ვერ ვხვდები.
-ჰოო- სასიამოვნოდ გაუნათდა სახე, ჯერ ტუჩის კუთხე ჩაუტყდა, ცდილობდა არ გაღიმებოდა, მაგრამ ბლოდ ნათელი მოედო მტელ სახეზე, თვალების ფერი შეეცა და შავიდა, თაფლისფერი გაუხდა.- ჯერ ვერ გეტყვი
-გიხდება ღიმილი- უნებურად ვუთხარი, ჯერ უფრო გაეღიმა მერე კი წამის მეათასედში, ისევ ის მკაცრი და სახე შეკერილი იაგო იჯდა ჩემს გვერდით.
ჭიქები შეავსო, მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ მხოლოდ მე და სტუმრები ვიყავით მაგიდასთან, ნაინას და იაგოს თუ არ ჩავთვლით, იმდენად გამაბრუა იაგომ ვერ გავიგე სხვების გასვლა ოთახიდან.
-იაგო, ჩვენ მეტს ვეღარ დავლევთ- უთხრა ერთმა სტუმარმა ნუცამ- დილით ადრე უნდა ავდგეთ თან საკმაო მანძილი უნდა გავიაროთ და
-კარგი არ გაძალებთ- ოდნავ გაეღიმა- იყოს ნება თქვენი
-გოგოებო ხომ დაისვენებთ?- ნაინამ გოგოებს გაუღიმათ- ძამიკო შენ მარიამი გააცილე კარგი?
-რა თქმა უნდა ჩემო დედოფალო- რევერანსი გაუკეთა დას, როგორ მაოცებდა დღეს, სასწაულად განსხვავებული იყო, ვერ დავაბრალებ ალკოჰოლს, რადგან მინახავს რამდენი დაულევია, მაგრამ ასე არასდროს არ ყოფილა.
-ხანდახან როგორ ბავშვობ- აკისკისდა ნაინა.
-ნება მიბოძეთ მარიამ- თვალები შუბლს ზემოთ ამივიდა და მერე კეფაზე გადამივიდა, როდესაც ხელი გამომიწოდა და ადგომაში მომეხმარა.
-იო, მეც გავაცილებ მარიამს- ეს ერთ ერთი გოგო იყო, როგორ არ მომეწონა თავიდანვე, ეს ის სწერვა იყო მოსვლისას მე და იაგომ შეფასებები რომ გავცვალეთ.
-მაკუნა არა დარჩი, დაიღლები, ისედაც ძლივს დგახარ ფეხზე- ღიმილით უთხრა ნაინამ და მალულად ჩაუკრა თვალი ძამიკოს, მაგრამ მარიამს ხომ ვერ გამოაპარებდა- წამო გოგოები დავაძინოთ და მერე მე და შენ უნდა ვიჭორაოთ.
-ხვალამდე გოგოებო- მარიამი დაემშვიდობა გოგონებს.
-რამდენიმე საათში შვხვდებით მარუსი- კართან ნაინას ღიმილიანი ხმა დაეწია.
ისევ იმ გზას გავდიოდით მე და ის, ამჯერად არავის მზერა არ გვაცილებდა, უბრალოდ მხოლოდ მე და ის ვიყავით.
-ხვალ თავისუფლად ჩაიცვი- ჩუმად, მზრუნველი ხმით დაიწყო- ვიცი არ გჭირდება ამის თქმა მაგრამ მაინც, ისე რომ კომფორტულად იყო და რამე თბილიც წამოიღე, იქ ღამითაც მოგიწევს დარჩენა.
-ღამით?- მხოლოდ ეს ერთი სიტყვა დავიმახსოვრე
-რა იყო გეშინია- მის ხმაში იმედგაცრუების ნაპერწკალი გამოისმოდა.
-არა, მეხუმრები- პატარა ბავშვი ვიყავი ამ წამს, ლამის ხტუნვა დავიწყე- ერთი ღამით კი არა მტელი კვირა შემიძლია მთაში ვიყო.
-მერე გაუძლებ მთას, სიცივეს, წვიმას, ნისლს, ცივილიზაციის არ წვდომას?
-იმედებს მიცრუებ მარგიანო.
-ოჰ ეს გვარით მომართვა რა იყო ახლა? ანუ გაძლებ?
-კი რა თქმა უნდა. მთა ჩემი სიყვარულია, ცოლობას რომ მთხოვდეს აუცილებლად მასზე დავქორწინდებოდი.- ღიმილით ვუთხარი.
-ხანდახან მგონია რომ სულ მთლად ბავშვი ხარ, რომელიც ცხოვრებას არ შეუკრთია ჯერ კიდევ.
-ვარ კიდეც- ისევ ღიმილით ვუთხარი- სული ბავშვის მაქვს- შემდეგ კი დავსერიოზულდი და ისე ვუთხარი- თუ შევძლებ მუდამ ბავშვურობა შევინარჩუნო, მაშინ ამ ცხოვრების ლაფში აღარ გავისვრები, არ გავხვდები მათსავით ბინძური.
-რატოომ ბავშვურობა?
-ბავშვები ყველაზე სუფთა არსებები არიან, მათ ცოდვები არ ამძიმებთ ჩვენ კი, ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვკარგავთ ამ ყველაფერს, ძალიან ვცდილობ მაგრამ უკვე ვეღარ ვუძლებ, რომ არ მინდოდეს მაინც მეხებიან და მსვრიან.
-საინტერესოა, იყო მუდამ ბავშვი და უმწიკლოდ სუფთა.
-ნაინას მეგობრები როგორ არიან? უფრო სწორად კურსელები?- საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე უცებ.- ის ხომ საზღვარგარეთ სწავლობს?
-თავიდან ხომ აქ იყო, წავიდა მაგრამ ურთიერთობა მაინც გააგრძელეს.
-მაკა როგორ აღმოჩნდა მათთან.?
-ერთ-ერთის ბიძაშვილია, ერთი გოგო ვერ წამოვიდა და მის მაგივრად ჩაეკვეხა.
-საინტერესო და სასაცილოც კია- გამეღიმა.
-მარიამ მოვედით- საუბარში ისე გავერთეთ ვერც კი გავიაზრე რომ უკვე ნელი დეიდას რკინის კართან ვიდექით.
-ხვალამდე მარგიანო.
-სხვები გვარით მომართვას ვერ მიბედავენ და ვერც ვერავინ უნდა გაიგოს ეგ.
-მესმის მარგიანო- ღიმილით ვუთხარი და კარს ვაღებდი საფეთქელთან კოცნა რომ ვიგრძენი.
-რჩევა გაითვალისწინე, ადრე გამოგივლით- მითხრა და წავიდა.
მე ... მე როგორ ვიყავი? არ ვიცი, არ მახსოვს, მხოლოდ ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე, ბანაობისას, ვახშმობისას, ძილის წინ, საწოლშიც, ყველგან მის სუნთქვას ვგრძნობდი და მაგიჟებდა.
ნელი დეიდას უკვე გაემზადებინა ჩემთვის ჩანთა სადაც ყველა ის ნივთი იდო რაც დამჭირდებოდა, აი ისე იყო ყველაფერი ჩალაგებული როგორ დედა გაუმზადებდა საკუთარ შვილს. უზადო სითბო და სიყვარული ვიგრძენი მისი, იმაზე მეტი ვიდრე აქამდე მიგრძვნია. სამზარეულოში შევიპარე და უკნიდან ჩავეხუტე, მონატრებული დედის სითბო ვიგრძენი და ხელები მოვხვიე.
-რაო ჩემო გოგონა, ოჯახი მოგენატრა?- ჩემს ხელებს გადაუსვა ხელები.
-მადლობა ნელი დეიდა- ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახს მივაშურე.- ძილი ნებისა.
-მშვიდ ღამეს გისურვებ ჩემო გოგონა.

***

მიიწევ წინ და გგონია რომ გზა არასოდეს დასრულდება, მიზანთან ასე შორს და ამავე დროს ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ, მიწას დავყურებ, გარშემო არემარეს, მაგრამ მაღლა მთის წვერს არ ვუყურებ, მეშინია რაც უფრო მივუახლოვდები , მით უფრო გაიქცევა ჩემგან, მაშინებს ეს სიახლოვე მასთან, მინდა ის ყველაფერი ვიგრძნო რასაც ამბობენ, რასაც გადმოსცემენ, რაც წიგნებში წამიკითხავს, რაც ფილმებში მინახავს, რასაც მიყვებიან, არ მინდა ეს როგორც ყველა დანარჩენი მითი იყოს, მოგონილი და ოდნავ შელამაზებული ამბავი, როგორც ამბობენ გამოგონილი რეალობა.
თვალი მაინც გამექცა, მაინც ავხედე მდუმარედ უტყვ მთას, მეგონა რომ გაქრებოდა, იმდენად საოცნებოდ მიმაჩნდა მე ეს ადგილი, მე მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მეგონა ხელს გავიშვერდი და მის ფერდობს შევეხებოდი, მის მწვერვლს, ახლოდან კი სულ სხვა დამხვდა, ნანახმა გამაოგნა, მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ყველაზე დიდი სანახაობა წინ მელოდა, ახლა უკვე აღარ მეშინოდა, ჩემი ოცნება იქ მელოდა, იქ იმ მაღალ მთაზე. მივიწევდი წინ და თითოეული გადადგმული ნაბიჯი დაღლილობის მაგივრად უფრო მაძლიერებდა, უფრო ღრმად სუნთქვის საშუალებას მაძლევდა და უფრო და უფრო მაახლოებდა მასთან. მე მას დავიპყრობდი, აი რა მაძლევდა ძალას, როგორც იქნა მეც გადავთელავდი ამ მთის ფერდობებს, მაგრამ მაინც რაღაც ვერ იყო რიგზე, რაღაც გულს მიღრნიდა. მეგონა რომ მაინც რაღა მოხდებოდა და სასწაულს ჩემი თვალით ვერ ვიხილავდი.
-ხომ არ დაიღალე? გინდა დავისვენოთ?- მომესმა ხმა, რომელმაც რეალობაში დამაბრუნა.
-არა, განვაგრძოთ გზა- მთას ავხედე, მეგონა რომ იქ აღარ დამხვდებოდა, ღმერთო რა სულელი ვარ, ეს ხომ საუკუნეეებია მყარად ურყევად დგას, ჩემი ხილვა რას შეცვლიდა? ,,გაქრებოდა“ ეგო გამომეხმაურა რომელიც დამცინოდა.
-მალე ავალთ, სხვები დაიღალნენ და დავისვენოთ, ნუ ღელავ ცოტაც და ავალთ- მაცდურად მიღიმოდა იაგო.- არ ვამბობ რომ დაიღალე მაგრამ შენი შეუდრეკელობა მაოცებს.
-აქ ყოფნა, ჩემთვის იმდენად... იმდენად... არ ვიცი სწორად როგორ წარმოვთქვა ეს, მაგრამ, ეს ჩემი ოცნება იყო, მენახა ჩემი თვალით.- ვუყურებდი მას და ვიცოდი რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, როგორადაც არ უნდა წარმართული ჩემი აქ ყოფნის პერიოდი ზუსტად ვიცოდი რომ მის პოვნას არასოდეს ვინანებდი, არ ვინანებდი იმას რომ მე ის ვიპოვე, ყველა წიგნი ჯანდაბაში მოვისროლე, ყველა საავტორო უფლება და სტატუსი, მთავარი იყო რომ ის ჩემს გვერდით არის და იქნება.
-ეი, თქვენ მანდ ზევით- ნაინას კისკისის ხმა მესმოდა,- რაო პირველები უნდა ავიდეთ მთაზეო
-ეშინია მთა არ გაექცეს, - ასეთი იაგო არასოდეს მინახავს, ასეთი ღიმილიანი და თავისუფალი.
-მარიამ მოიცა, მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩუმად ვეტყვი და არ გაიქცევა.- ეს იაგოს ბიძაშვილი იყო გიორგი, რომელიც ყველას ამხიარულებდა და გზაში მოწყენის საშუალებას არ გვაძლევდა.
-იყოს, ნახე უკვე შევუყვარდი, როგორ მიღიმის- ვანიშნე მთაზე რომელიც გარშემო ნისლს იფანტავდა და თითქოს გვეუბნებოდა, მოდით გულში ჩაგიკრათ ყველას დაგიტევთო.
-აუ იო, - ეს მაკუნა იყო კურსელის ბიძაშვილი, ალბათ ცოტა სვეცკიც, იაგოს თვალებს უხამხამებდა, ათას რამეს იგონებდა რომ იაგოს მისთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ რატომღაც ეს უკანასკნელი ყურადღების ნაცვლად აიგნორებდა.
-მაკა, ჩვენ ხომ შევთანხმდით უკვე რომ მხოლოდ სახელით მომმართავდი, არ მომწონს როდესაც შემოკლებითი ფორმებით მთლიან სახელს აკნინებენ- ამბობდა იაგო, წყნარად მშვიდად, არანაირი სიმკაცრე, მაგრამ ისეთი სახით, რომ სჯობდა ეცემა იქვე ან კლდიდან გადაეგდო.
-კარგი- სადაც იყო ტირილს დაიწყებდა მაკა
-აბა მითხარი რა გაინტერესებდა- ოდნავ დაუთბა ხმა მაგრამ სახე ისევ ისეთი შეუვალი ჰქონდა.
-ისა და, -გაიპრანჭა, გაინაზა, გრძელ ფრჩხილებ თვალი გადაავლო, თმები შეისწორა და ყოველივე ამის შემდეგ კითხა- იქ უნდა დავრჩეთ ხომ? და სად უნდა დავიძინოთ?
-მწყემსებთან კარავში- სრულიად მშვიდად უპასუხა.
-აააააააა- კივილი მორთო უცებ მაკუნამ- იქ იმ, იმ, იმ,- ვერ გაეგო რა უნდა ეთქვა- ცხვრებთან?
ყველას სიცილი აუვარდა, გიორგი ხარხარებდა, ნაინა კისკისებდა, იაგოს ჩუმად ჩაეღიმა დანარჩენები კი, ვაიმე, ნუცა თეკლას წყალს ასხამდა მოსულიერდიო.
-ეს ნამდვილად თქვენიანია?- ჩუმად ვკითხე ნაინას როდესაც მდელოზე ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი, რამდენიმე წუთიერი შესვენებისას.
-კი ნახევრად, მაგრამ აგვეკიდა- მანაც ჩურჩულით მიპასუხა- სულ ესე იქცევა, იაგოზე აბოდებს მგონი თუ აკვიატებად ექცა ვერ გავიგე- ჩუმად გამოაპარა თვალი ჩემსკენ.
-ნაინა, რატომ მიყურებ ეგრე?- ღიმილით ვკითხე
-შენ და არ ეჭვიანობ?- მორცხვად მკითხა, ასეთი ნაინა ჯერ არ მინახავს, ღიმილ შეპარული, დარცხვენილი რომელიც თითებს იმტვრევდა ლამის.
-ვისზე უნდა ვიეჭიანო?- მართლა გამიკვირდა.
-მარიამ- უცებ წამოენთო მაგრამ, ხმადაბლა განაგრძო ალბათ ჩხუბი- შენ გგონია ვერ ვხედავ როგორ უყურებთ ერთმანეთს? ან ის როგორ გიყურებს? მე ვამჩნევ, ერთხელას არ უკითხავს ჩემთვის, სხვებზე არაფერზე ვამბობ როგორ ხართ ხომ არ დაიღალეთო, შენ კი ყოველ ხუთ წუთში გეკითხება ხომ არ დავისვენოთო? და შენ ამბობ რომ არ ეჭვიანობ?
-მარიამ ის უბრალოდ ყურადღებას იჩენს ჩემს მიმართ- ღიმილით ვუთხარი- ნელი დეიდამ ისე ჩააბარა ჩემი თავი, უკვე მიკვირს ხელი აყვანილი რომ არ დავყავარ ან საძილე ტომარაში ჩასმული და ზურგზე მოკიდებული.
-მარიამ მისი თვალები სიხარულს ასხივებენ- არ ნებდებოდა ნაინა.
-ჩემო საყვარელო, ის აქ თავიუფალია, ისეთ ადამიანებთაანაა რომელთანაც არ შეუძლია დაძაბული იყოს და არ იფიქროს ვინ როგორ ვერდიქტს გამოუტანს, ან კიდევ მან რა უნდა გააკეთოს.
-მარიამ, ის უბრალოდ არ იღიმის, ბედნიერებას ასხივებს.
-ნაინა, კარგი რა გთხოვ- არ მინდოდა ოდნავი იმედის ნაპერწკალიც რომ გაჩენილიყო ჩემში, ვიცოდი, მისი სიყვარული დამშლიდა, შემცვლიდა, ისეთი ვეღარ ვიქნებოდი როგორიც ადრე, ვიცოდი ვერ გავუძლებდი, მასთან ჭიდილს ვერ დავიწყებდი, მე კი არც თუ ისე ბევრი რამ ვიცოდი მასზე. უბრალოდ საკუთარ თავს ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი.
რაც უფრო მაღლა ავდიოდით იაგოს სახე უფრო და უფრო იღუშებოდა, უფრო მეტი ტკივილი ეხატა სახეზე, პატარა ბუჩქნარიდან ბილიკმა ხშსირ ტყეში გაგვიყვანა, სასწაული იყო, მიდამო ედემის ბაღს გავდა, ველური მცენარეებით შემოსაზღვრული, რამდენიმე ასწლოვანი ხე, ხეების ქვეშ კი მაგიდა და სკამები ხისგან გამოთლილი, წინ მივიწევდი და ვგრძნობდი როგორ მიცემდა გული, ფეხები უკან მრჩებოდა, პატარა ტრიალი მინდორი, წყარო წყაროს თავზე კი ხე... ლამაზად გატოტილი, თვალი ავაყოვე და ტკივილმა შემძრა, გული გამიჩერდა, ბაშვებისკენ მივბრუნდი, მას ვეძებდი თვალებით, მას თავი დაეხარა, ხელები დაემუშტა და მაქსიმალურად იკავებდა თავს. იმ წამს იმდენად დაუცველი მეჩვენა მინდოდა მოვხვეოდი და დამეცვა, ყველა ტკივილი გაუშიშვლდა უნებურად. მას ისევ ტკიოდა, უსაზღვროდ.



*******
მოგესალმებით აბა როგორ ხართ? ახლაც რომ მითხრათ რომ ეს პატარა თავია, გავგიჟდები ორი დღეა ძალებს ვიკრებ რომ როგორმე დავჯდე და კლავიატურას თავი არ ვურტყა.
ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასებები..
გელოდებით...
თქვენი ვირუსიანი ტეროოო



№1  offline აქტიური მკითხველი tamo1804

პატარა ნამდვილად არ იყო და ისეთი გემრიელია, ლოდინადაც ღირდა :)) ისე ნუ მომკლავ, იაგოს საიდუმლო არ გამაგებინო :* ეს სწერვა მოაშორე მალე, თორე მე დავაგორებ ამ მთიდან :დ მომკალი თუ გინდა, მაგრამ მაინც შესანიშნავ წყვილად მესახება მარიამი და იაგო :) ნაინა... ნათელი სხივია, ყველაზე სუფთა და ხალასი, ალბათ იდეალურიც და შეუფერებელი ამ სამყაროსთვის :))) ჩემი ნაწილი როდიდან უნდა დაიწყო?? :( როგორც ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები, თითოეული სიტყვა ისეთი სისათუთით გაქვს შექმნილი (და არა დაწერილი) პირდაპირ ხვდება გულში და სულში :)) მიყვარხარ მე შენ ძალიან :*

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

tamo1804
პატარა ნამდვილად არ იყო და ისეთი გემრიელია, ლოდინადაც ღირდა :)) ისე ნუ მომკლავ, იაგოს საიდუმლო არ გამაგებინო :* ეს სწერვა მოაშორე მალე, თორე მე დავაგორებ ამ მთიდან :დ მომკალი თუ გინდა, მაგრამ მაინც შესანიშნავ წყვილად მესახება მარიამი და იაგო :) ნაინა... ნათელი სხივია, ყველაზე სუფთა და ხალასი, ალბათ იდეალურიც და შეუფერებელი ამ სამყაროსთვის :))) ჩემი ნაწილი როდიდან უნდა დაიწყო?? :( როგორც ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები, თითოეული სიტყვა ისეთი სისათუთით გაქვს შექმნილი (და არა დაწერილი) პირდაპირ ხვდება გულში და სულში :)) მიყვარხარ მე შენ ძალიან :*

მადლობა ჩემო საყვარელ ყველა შენი სიტყვისთვის, რომ გეტქვა პატარააო იცოდე მართლა შევასრულებდი მუქარას.
რაას ერჩი მაკუნას ახალისებს ცოტა ისტორიას.
აუ ძალიან გთხოვ ხომ იცი რომ აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, წინასწარ ვერაფრს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ,,ისტორიის გარდა აქ ყველაფერი გამოგონია, ჩემი ფანტაზია. შენ ხომ მაინც იცი რომ ეს ჩემი ისტორიაა მხოლოდ ჩემი, გამოგონილი ამბებითა დალეგენდებიტ...
მართალია, ნაინა საოცრებააა, ვეძებ მაგრამ ზუსტად ნაინა ვერსად ვიპოვე, უბრალოდ ნაზავია, იაგო კი ნამდვილია, მარიამიც, წარმოიდგინე მაკუნაც კი.
შენი ნაწილი კი მალე უნდა დავიწყო, ბევრი რამ შეიცვალა იტორიაში, იმდენად რომ შენმა თავებმა გადაინაცვლეს.
ვქმნი ალბათ კიდეც, (გავკადნიერდი) მთელ სულსა და გულს ვდებ მასში.
და მეც ძალიან მიყვარხარ

 


№3  offline მოდერი zia-maria

kissing_heart ტერო ვკითხულობ და პირველად ვაკომენტარებ.ძალიან მომწონს და უფრო მიმზიდველი ის არის,რომ ჯერ საიდუმლოს ვერ ჩავწვდი მის სიღრმეზე.იაგო და მარიამი ძალიან მომწონს,მათთან ერთად ნაინას პერსონაჟიც,მაგრამ ეს მაკაა თუ მაკატერინე დროზე ჩამოაშორე ამ სიხალისით სავსე სამეგობროს.ასე რომ,ველოდები შემდეგ თავს.უდავოდ საინტერესო ისტორიაა,დიდი საიდუმლოებებით სავსე.

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

zia-maria
kissing_heart ტერო ვკითხულობ და პირველად ვაკომენტარებ.ძალიან მომწონს და უფრო მიმზიდველი ის არის,რომ ჯერ საიდუმლოს ვერ ჩავწვდი მის სიღრმეზე.იაგო და მარიამი ძალიან მომწონს,მათთან ერთად ნაინას პერსონაჟიც,მაგრამ ეს მაკაა თუ მაკატერინე დროზე ჩამოაშორე ამ სიხალისით სავსე სამეგობროს.ასე რომ,ველოდები შემდეგ თავს.უდავოდ საინტერესო ისტორიაა,დიდი საიდუმლოებებით სავსე.

მზიაჩკა დიდი მადლობა.. ყველგან არის მაკას მსგავსი ადამიანები და რატომ უნდა გავაქრო, იქებ მიხვდნენ ზოგიერთები რომ ჩვეულებრივი ადამიანებივით..
მადლობა შენ ჩემო საყვარელო...
საიდუმლო მართლაც დიდი და მძიმეა

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა ძაან
--------------------
ლანა

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

La-Na
ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა ძაან

დიდი მადობა ჩემო საყვარელო, ისე მახარებ ყოველ თავში შენი ერთგულებით...

 


№7 სტუმარი Nacka

Ox davdevito? Vicyeb kitxvas

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Nacka
Ox davdevito? Vicyeb kitxvas

ოხ, ვნახეთოო?... მიდი გელოდებიიი

 


№9 სტუმარი mariami

აუუ კინაღამ ავტირდიი მალე დადე რაა ეს ისტორია აი ძალიან მიყვარს არ ვიცი რა ვთქვა როცა ვასრულებ ხოლმე ერტი საათი გაშტერებული ვუყურებ ბოლო სიტყვას აი ისეთია რომ არ გინდა დამთავრდეს და დაუსრულებლად იკითხო მთელი გულით ველი ახალ თავს და ძაან გთხოვ ისე ნუ დაიწყებ ახალს არ მითხრა რა დაინახა მარიამმა და რა ჭირს იაგოს მოკლედ ამ ისტორიამ იმდენი კითხვები გამიჩინა როო არ ვიცი რაა მაგარი და განსაკუთრებული ხარ ველოდები ახალს heart_eyes kissing_heart

 


№10 სტუმარი Nacka

Teroo ici iqet migyavs istoria chven ro vicit d xo? Kargi tavi gamovida momecona ,ox iago iago rogor gyidis tvalebi .tero vpiqrob zapxulze yazbegshi ki ara svanetshi unda cavidet misi silamazit davtkbet

Ise axcet svanet ase mgonia mosalocat me ki ara shen iyavi eseti shegrdzneba mashin ar mkonda roca svanwtis viyavi shen ragac sxva tvalit damanace

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

mariami
აუუ კინაღამ ავტირდიი მალე დადე რაა ეს ისტორია აი ძალიან მიყვარს არ ვიცი რა ვთქვა როცა ვასრულებ ხოლმე ერტი საათი გაშტერებული ვუყურებ ბოლო სიტყვას აი ისეთია რომ არ გინდა დამთავრდეს და დაუსრულებლად იკითხო მთელი გულით ველი ახალ თავს და ძაან გთხოვ ისე ნუ დაიწყებ ახალს არ მითხრა რა დაინახა მარიამმა და რა ჭირს იაგოს მოკლედ ამ ისტორიამ იმდენი კითხვები გამიჩინა როო არ ვიცი რაა მაგარი და განსაკუთრებული ხარ ველოდები ახალს heart_eyes kissing_heart

მარიამ... მარიამ მარიმ.....
მარიამ გამაგიჟე გადამრიე, აი, ყველა გრძნობა ერთად ამიშალე, სურვილი იმისა რომ უფრო უკეთესად ვწერო და გაგახარო...
კი აუცილებლად დავწერ იმას თუ რა დაინახა მარიამმა...
იაგოს რაც ჭირს რამდენიმე თავში იქნება...
აი რომ წწერ რამდენად განსხვავებული ხარო... ამ სიტყვებმა სასწაული ცვლილება მოახდინა ჩემში...

Nacka
Teroo ici iqet migyavs istoria chven ro vicit d xo? Kargi tavi gamovida momecona ,ox iago iago rogor gyidis tvalebi .tero vpiqrob zapxulze yazbegshi ki ara svanetshi unda cavidet misi silamazit davtkbet

Ise axcet svanet ase mgonia mosalocat me ki ara shen iyavi eseti shegrdzneba mashin ar mkonda roca svanwtis viyavi shen ragac sxva tvalit damanace


აუ გთხოვ, იმედები ნუ გექნებათ, არ ვიცი როგორ დავწერ, რა იქნება შემდეგ , როგორ განვითარდება მოვლენები...

ჰო, ის სადაც არ ყოფილხარ, სადაც არ გინახავს შენი თვალით აღწერო ის ყველაფერი ძნელია მაგრამ მგონი რაღაც გამომდის

 


№12 სტუმარი Nacka

Gamogdis tan rogor

 


№13  offline წევრი tatalia

პატარაა თქო როგორ გითხრა არ არის.
მაგრამ რავქნა,რომ არ მყოფნის (((((
ტკბილზე ტკბილი ხელები გაქვს ისე გემრიელად წერ.
ოქრო ხარ ოქროო

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

tatalia
პატარაა თქო როგორ გითხრა არ არის.
მაგრამ რავქნა,რომ არ მყოფნის (((((
ტკბილზე ტკბილი ხელები გაქვს ისე გემრიელად წერ.
ოქრო ხარ ოქროო

მადლობა ჩემო საყვარელო, აქამდე რომ არ გამოჩნდი ვიფიქრე სად წავიდა ხომ არ დამივიწყათქო...
მადლობა, შენ ჩემო ტკბილო...
ჩემი ბაჯაღლო ოქრო ხარ

Nacka
Gamogdis tan rogor

ოჰ, ჩემი იმედიიიი

 


№15  offline მოდერი Maiaabuladze

ეხლა წავიკითხე ცხრავე თავი ერთად და ძაან ჩამითრია ❤ მომეწონა ძაან... ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად ❤

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

Maiaabuladze
ეხლა წავიკითხე ცხრავე თავი ერთად და ძაან ჩამითრია ❤ მომეწონა ძაან... ველოდები შემდეგ თავს სულმოუთქმელად ❤

მადლობააა

 


№17  offline წევრი Salivan

ძალიან საინტერესოა. სიამოვნებით ვკითხულობ.

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

Salivan
ძალიან საინტერესოა. სიამოვნებით ვკითხულობ.

დიდიიი მადლოობააა

 


№19 სტუმარი cisartyela

ფანჯარა მაქვს და იმის მიუხედავად რომ ახლა კონსპექტი მეჭიროს შენს სვანის ბიჭს დავყურებ თავზე..
ძალიან მაგარი ხარ ჩემო გოგო

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
ფანჯარა მაქვს და იმის მიუხედავად რომ ახლა კონსპექტი მეჭიროს შენს სვანის ბიჭს დავყურებ თავზე..
ძალიან მაგარი ხარ ჩემო გოგო

ვიცი მჯერა შენ მაგას გააკეთებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent