არ მოკვდები (თავი 12)
ანის ენა ჩაუვარდა, არ შეეძლო დანამდვილებით ეთქვა რომ უყვარდა. -გეღადავე რატო უნდა გეკითხებოდე გიყვარვარ თუ არა მაინც არ დაგიჯერებდი რადგან სიყვარული არ არსებობს უკვე დარწმუნებული ვარ. -ა... დიტო ვიცი რო არ გიღადავია. -არა ვიღადავე. რა შენ გიყვარვარ?-ისევ გაიცინა დიტომ -არა ეს ხომ სისულელეა-ძალით გაცინება სცადა ანიმ -აბა მომიყევი წესიერად რატიზე, ლაზარეზე,ალექსზე როგორც ვხედავ ზედმეტად ბევრთან ყოფილხარ-დიტოს ეტყობოდა რომ ამ ყველაფერს ეჭვიანობა ალაპარაკებდა და ვერც ამჩნევდა იმდენად გაწითლებულიყო სიბრაზისგან სახეზე, ანის გაეცინა -ჩემი შეყვარებულისავით ლაპარაკობ -იქნება და ვარ კიდეც -ხარ? -რავი -იყავი რა. შენ მაინც სიყვარულის გარეშე ხარ ხალხთან და -შენ არა და არ დაგაძალებ -მე ვერ მო... -არ მიფიქრია ეგ შენზე მართლა ნაზი არსება მემგონი არსად არ მინახავს -ნაზი? -ხო ნაზი. ნაზი ხარ ვერ წარმოვიდგენ შენზე რო ნარკომანი იქნები -და იქნება ეს ჩემი სინაზე კაიფისგან მოდის? -თუ ეგრეა ესე იგი სულ კაიფში ხარ? -ვღადაობ უბრალოდ ვთქვი. -ანუ ერთად ვართ -როგორც გინდა -მარტო ჩემი ხარ და სხვისი არავინ. -ისე ლაპარაკობ გეგონება ეხა სახლში რომ მივიდე კართან თაყვანისმცემლები დამხვდებიან -მართლა ანი -კაი გავიგე. მაგრამ როგორც გითხარი -ვიცი, მარა მოვა დრო და შენთითონ შემეხვეწები. ეხლა მარტო ჩემი ხარ-დიტომ მისკენ მიიზიდა და ანის ჩახედა თვალებში ანი გაშტერდა და დიტოს ისევ გაეცინა-ეჰ რა ოპტიმისტი და ამავდროულად ნეგატიური ადამიანი ხარ ანი. -შენ ესე მაგრა გევასება ადამიანების ნერვებზე თამაში? -მარტო შენზე, რეაქციები გაქ საოცარი. შეილება წამებში ამოვიკითხო რას ფიქრობ. -დებილი ხარ! ქვა -ნწ ნწ ნწ შეყვარებულს როგორ ელაპარაკები-დიტომ ნეკნების ოდნავ ქვემოთ მოკიდა ხელი და ისე აიყვანა ხელში -ააა მეღუტუნება დამსვი -ბოდიში მოიხადე -ბოდიში-ანი სიცილს ვერ წყვეტდა დიტომ დასვა. -სახლში მეჩქარება -ესე მალე? -ლიკა ამდენი ხანი ვერ შეაჩერებს ანდროს -კაი მიდი სიყვარულო -ისე დამაჯერებლად ამბობ ამას რომ ლამის დავიჯერო რომ გიყვარვარ-გაეცინა ანის მაგრამ ამჯერად დიტო იდგა უემოციო სახით -გაგიყვანო? -არა აქვეა ჩემი სახლი დებილო ანი წავიდა სახლში რომ ავიდა ნიკა და მისი ორი ძმაკაცი დახვდა. -ვაა ანი-წამოვიდა ყველაზე მაღალი მას გიო ერქვა ანის ბავშვობიდან იცნობდა, მაღალი ქერათმიანი და ზედმეტად სტრაშნი ტიპი იყო. ანის პატარაობაში მისი უფრო ეშინოდა ვიდრე მისი ძმების. გიო გადაეხვია მერე მეორე წამოვიდა. მას ერეკლე ერქვა, შედარებით უფრო დაბალი მაგრამ ისიც ქერათმიანი იყო, ცისფერთვალება გოგოების ოცნება და უსიმპატიურესი სახე პლანეტაზე. ისიც მიესალმა და მერე ორივე დაჯდა. -ანალიზების პასუხები როდის იქნება(ნიკა) -ხვალ-ანიმ ქურთუკი გაიხადა და ჩამოკიდა საკიდზე. -მე აქ ვიქნები სულ ტაკ შტო არც იფიქრო სახლიდან გასვლა-ნიკა კართან მივიდა და გასაღები გამოაძრო მერე ჯიბეში ჩაიდო. -ვაიმე გავიგე-ანი სამზარეულოში გავიდა და მაცივარი გააღო. სუპი დახვდა როოგრ არ უნდოდა იმ მომენტში ეხლა იმ საზიზღრობის ჭამა არადა როგორ შიოდა დილიდანვე არაფერი არ უჭამია. იცოდა ეხლა ამით კიდე აუშლიდა ნერვებს ძმებს გული რომ წასვლოდა მაგრამ აი ნიკას გაბრაზება კი ნამდვილად უნდოდა. გამოიღო და ცოტა წვენი დაისხა თეფშზე მერე ისიც რაკოვინაში გადაასხა ვითომ დაამთავრა ბოლომდე. მერე ქვაბი ისევ შედო. ცოტახანში გიორგი გამოვიდა. -აბა მომიყევი ერთი რას შვები-თან სიგარეტს ეწეოდა -რავი... არაფფეერს -რა კარგად მახსოვს ჩემ დანახვაზე პატარაობაში სახლში შერბოდი ხოლმე აუ რა სანახავი იყო. მე ხო შენზე 5წლით დიდი ვარ და ესე 10ის იქნებოდი. რაღაცაზე ცუდად მოიქეცი და გარეთ გამოიქეცი რა სახლში აღარ მინდაო გამოგიცხადებია და ყველა შენ გეძებდა მე ვეხმარებოდი მაშინ შენ ძებნაში ნიკას და რო დაგინახე შენკენ წამოვედი შენ კიდე უკან სახლში გაიქეცი აუ რა საკაიფოდ მირბოდი ცვეტში...-სიცილს ვერ წყვეტდა გიორგი -ეხლაც მივრბივარ როცა არ მომწონს რაღაც -გაქცევით კი გაიქცევი მაგრამ პრობლემებს და ამათ რამდენად დაემალები არ ვიცი. -შენ ფილოსოფოსიც გამხდარხარ უკვე. -აბა რა. სხვა? შეყვარებული? -გარანტია რო არ იტყვი? -ესე იგი კი. ვინ? მითხარი წინასწარ შენი ძმების მაგივრად მივბეგვავ -არ შეილება მისი მიბეგვა -რატო ავადაა? ესე იგი კი. ნელ-ნელა გამოვიცნობ. სკოლიდან არაა. ესე იგი... სად შეილება გაგეცნო სულ სააავადმყოფოში დადიოდი. ექიმი შეგიყვარდა? არა ის ავად არაა. ნიკა ვინმე საავადმყოფოში იყო ანის მეგობარი? -კი ვიღაც დიტო -კაი მადლობა. ბინგოო. დიტო, რატოა ავად? -შერლოკ კაი რა -ანი რა უნდა ვუთხრა ხო არ გაგიჟდი, მაინტერესებს პროსტა დასავით მიყვარხარ -მეყოფა ისედაც 4ძმა მყავს -6 მე და ერეკლე სად წაგვიღე -დედაჩემს საქმე არ ჰქონდა-გაეცინა ანის -არ გამოჩენილა? -ეტყობა ამ სახლს რამე რო დაბრუნდა? ვიცხოვრებდი აქ რო დაბრუნებულიყო? მამაჩემი ვიპოვეთ -ეგ ვიცი მომიყვა. კაი წავედი -კაი გიო ისევ შებრუნდა ოთახში. ანის მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე. ,,იმედი მაქვს ვინმე ტიპს არ ნახავ ეხა სანამ მე მგონია რო სახლში ხარ,, ,,იქნება და სახლში ვნახო?’’ ,,ვინ შენი ძმები? :დ’’ ,,მათი ძმაკაცები?’’ ,,O.O -.- ’’ ,,კაი ვიღადავე მიყვარხარ’’ -ჯანდაბა!!!!! ნიკა, გიორგი და ერეკლე გამოვარდნენ ოთახიდან. -რა მოხდა გოგო?!!(ნიკა) -არაფე.რ...ი რაღაც შემეშალა მესიჯში და.(ანი) -აუ ანი რა გამიხეთქე გული(ნიკა) სამივე ისევ შებრუნდნენ ოთახში. აი ის მომენტი როცა იცი რო მესიჯი გაგზავნილია და ვეღარ დააბრუნებ უკვე დააჭირე გაგზავნას ხელი და დაგერხა. რას მიწერ შემეშალაო? ,, დაგეჭირა თუ მაღადავებ?’’ ,,რავი ხო თქვი შეყვარებულები ვართო ხოდა მოგწერე როგორც შეყვარებულები წერენ’’ ,,მეც მიყვარხარ მაშინ. კაი წავედი მამაჩემმა და ნინომ ტვინი წამიღეს’’ ანიმ შვებით ამოისუნთქა. მერე გავიდა ის იყო ოთახში უნდა შესულიყო რომ ნიკამ დაუძახა. -მოდი დაჯექი ჩვენთან რა გინდა ოთახში-ეს უმეტესწილად იმიტომ უთხრა რომ ანდრომ მისი გაკონტროლება დააბარა და ოთახში რო გასულიყო ალბათ მოწევდა და ნიკას ეზარებოდა ყოველ 5წუთში მისი შემოწმება ანიც ჩამოჯდა და მათთან ერთად დაიწყო ფეხბურთის ყურება, ცოტახანში ჩუმად გამოართვა ლუდის ბოთლი ერეკლეს. ისევე გამოართვა ნიკამ. -კაი რა ანი ქალებს არ უხდებათ დალევა ვაბშე. მერე სუნიც აგივა რათ გინდა -ცოტა რააა -ანდრო მომკლავს გადი გაგიჟდი. სხვა დროს აი ოპერაციის მერე გპირდები მოგცემ -ოპერაციის მერე ვაბშე თუ ვიცოცხლე-ჩუმად ჩაიბურტყუნა ანიმ მაგრამ ნიკამ მაინც გაიგო. თავი შეატრიალა ანისკენ, ხელი გადახვეული ჰქონდა მარა მოაშორა და გაკვირვებულმა შეხედა -რეებს ბოდავ გოგო, ყველაზე ადვილი ოპერაციააო სანდრომ -ხო... -რა ხო, ნუ ხარ ესეთი ნეგატიური. -მართლა რეებს ბოდავ ანი(ერეკლე) -ჩვენზე დიდიხანს უნდა იცხოვრო, თაობა გამოასწორო-გაეცინა გიორგის და მოიყუდა ლუდის ბოთლი -ხო კაი კაი. როცა ფეხბურთი დამთავრდა ფილმი ჩართეს ,,дети из 90-их’’. -ფილმი მაგარია მარა ბანძურად არის გადაღებული ტო(გიორგი) -მეც მაგრა დამევასა შინაარსი მაგრამ ვერ თამაშობს ზოგი მაგრა.(ერეკლე) ანი ლამის ატირდა ბოლოში. -მაგარი კინოა რა ესეთი მეგობრობა პროსტა....(ნიკა) -შენი და ლამის ატირდა ბოლოში-გაიცინა გიორგიმ -აუ რა დამპალი ხარ რაა-მაშინვე შეეცვალა სახე ანის. -მიდი ანი ძილის დროა-თავზე ხელი გადაუსვა გიორგიმ ანიმ შემთხვევით ხელი აკრა და ლუდი მაიკაზე გადაასხმევინა -შენთვის კიდე ბანაობის დროა(ანი) -ოოო, ეს არ უნდა გექნა-თმებში პოპკორნი ჩააყარა გიორგიმ ანის -აუ მოიცა ვიცი ეხა რასაც დაიწყებთ და გეყოთ რა(ნიკა) ორივემ ნიკას გადახედა. ორი წუთით გაჩერდნენ ერთმანეთს მიაშტერნდნენ. მერე ორივემ ბალიშები ესროლეს ნიკა და ერეკლეს. -.... ააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!-ერეკლე წამოხტა და ბალიშის რაკუნი დაუწყო ორივეს თავში ისე რო ლამის წაიქცნენ უკნიდან კიდე ნიკამ დაიწყო იგივეს კეთება. ცოტახანში ლუდი,პოპკორნი და ბალიშის ბუმბულები ყველგან ეყარა. ამდენი ჩხუბის მერე ზოგს დივანზე და ზოგსაც სავარძელზე ჩამოეძინა. ლაშა რომ შემოვიდა ძლივს შეიკავა სიცილი, ნიკას ერეკლეზე ეძინა, გიორგის ცალი ფეხი მაგიდაზე ედო ცალი არ ჩანდა და თავი იატაკზე, ანი იწვა მხოლოდ დივანზე წესიერად. ლაშა მივიდა და ხელში აიყვანა ლუდის სუნი რო იგრძნო საშინლად გაბრაზდა ეგონა დალიაო. მაინც არ გააღვიძა და გაიყვანა ოთახში და საწოლში ჩააწვინა. მერე გავიდა სამზარეულოში და გაახსენდა რომ ძილის წინ მისთვის წამალი უნდა მიეცა, აიღო წამალი და წყალი გავიდა ანის ოთახში. საწოლის წინ ჩაიკუზა და ანი ნელა შეანჯღრია. ნახევრად ნამძინარევმა ანიმ რაღაც ჩაიბურტყუნა -ჰაა -ან, წამალი გაქ დასალევი და ისევ დაიძინე -რომელი საათია -ღამის 3. მიდი რა -აუ რას მიარტყი თავი ხვალ სკოლ.... ხვალ სკოლა მაქ და არც მიმეცადინიააა!-ანი მაშინვე წამოხტა -შშშ, გააღვიძებ ამათ. -აუ ეხავე უნდა ვიმეცადინო -ესე გვიან? -1საათში მოვრჩები და მაშინვე დავიძინებ გპირდები -კაი. დალიე? -არა ვიჩხუბეთ ყველაფრით და ყველას იგივე სუნი ასდის. მომე წამალი და ვიმეცადინო უნდა ლაშამ წამალი მისცა და გავიდა ოთახიდან. ანი მაშინვე მაგიდასთან დაჯდა და მეცადინეობა დაიწყო იმდენი ჰქონდა რომ დილის 7მდე ვერ დაამთავრა. იფიქრა ეხლა დავიძინებო და დაწვა. 1საათში ანდრო შევიდა და ფარდები გადაწია ანიმ ვამპირისავით წამოიკივლა. -რა მოხდა რა გაკივლებს -მზეე -აა-გაეცინა ანდროს და ფარდები დახურა-ადე რა სკოლაში დაგაგვიანდება. -ჩემი შავი სათვალე მანდ დევს მომაწოდე რა -პახმელიაზე ხარ? -არ დამილევია გუშინ გიოს გადავასხი შემ... მოიცა გიო კიდე აქაა? -კი ძინავს -ერეკლე? -კი მაგასაც ძინავს -ნიკა? -ეგეც -აუ კბილის პასტა მომე დროზე -აუ ანი კაი რა ბავშვი ხარ -კი მიდი რა გავერთობით შენც ქენი მიდი რაა -კაი ხო წამო დროზე სანამ გაიღვიძეს ანიმ შავი სათვალე გაიკეთა და ჯერ ლაშას ოთახში გავიდნენ. -ლაშა, ლაშა გაიღვიძე -მე არ მაქ სკოლა ანი დამანებე -არა მოდი რა ესენი გავპასტოთ -და მერე დამაძინებთ? -ხო ლაშა ადე ეხა -ანდრო შენც? უიმეე, რა დილა გამითენდა ვდგები ხო. მომეცით კბილის პასტა-ლაშაც წამოდგა და სამივე მისაღებში გავიდა. ანი გიორგის მიადგა და მთლიანი ზურგი გაუპასტა. ანდრომ მთლიანი სახე გაუპასტა ნიკას ლაშამ კი ერეკლე. -აუ რო გაიღვიძებენ ვიდეო გადაუღე რა სკოლაში მეჩქარება(ანი) -კაი მიდი ჩაიცვი ყავას გაგიკეთებ ისეთი სახე გაქ გეგონება ღამე გაათენე(ანდრო) ანი გავიდა და გამოიცვალა.მუქი ლურჯი სვიტრი ჩაიცვა, შავი მოტკეცილი შარვალი ჩაიცვა, კეტები ამოიცვა და ისევ შავი სათვალე გაიკეთა. მერე სიგარეტის კოლოფი ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩადო და გავიდა სამზარეულოში. ყავა უკვე მაგიდაზე ედო რაღაც შოკოლადის პეჩენიებთან ერთად. წინ 10ლარიანიც ედო.ლაშა ისევ დასაძინებლად წავიდა. -ჭამე მეერე რამე სკოლაში(ანდრო) -კაი მადლობა.-ანიმ ყავა დალია -მეცადინეობა დაგავიწყდა ღამე?(ანდრო) -ხო და გავათენე -ბოთე. -როგორაა ლიკა? -იქ დარჩა დღეს მისი მშობლები ავლენ. ჰაერი მინდა სუფთაო და დარჩა. -ანდრო ძაან უნდა მაგას გადასვლა მართლა ვეღარ ძლებს გადადით რა -და შენ აქ დაგტოვო? სოციალური სამსახურიდან რომ მოვიდნენ და შეგამოწმონ თქვენ სამნი და მეურვე აღმოჩნდება თქვენთან ერთად არ ცხოვრობს? -ხო მაგაზე არ მიფიქრია. -რა ვქნა ეხა ლიკას ხუშტურებზე ვერ ვივლი, ქორწილის მერე შეილება თაფლობის თვე გვქონდეს მაქსიმუმ 1-2კვირა და მერე ალბათ ბავშვი რო დაიბადება გადავალთ და შენც წაგიყვანთ,მაშინ ლაშა 21ის იქნება შეილება უკვე მარტო იცხოვროს მარა მაინც მივხედავ და ნიკა 19ის... ნიკას რამე მოვუფიქრებ. -ქორწილი მალე გექნებათ? -როგორც კი ფეხზე დადგები უკვე დაწყებული გვაქ მომზადება მარა აი თარიღი არ დაგვინიშნავს. -ზეგ მაწვენენ ხო? -ხო. იქამდე ეცადე ყველა გამოცდა მოასწრო -კაი წავედი მე -შენთითონ წახვალ? -ხო ანი რო გავიდა ეზოში დიტოს მანქანა დახვდა, ისიც იქვე იდგა და როგორც ჩვეულებრივად ეწეოდა. ანის დანახვაზე ისევ ის ღიმილი გამოესახა სახეზე. ოდნავ უფრო ცინიკური. -პახმელიაზე ხარ? -არა, ღამე გავათენე და მზე თვალებს მტკენს -აჰა და მე კიდე კაიფში ვარ სიგარეტისგან -არ ვხუმრობ -არც მე. დაჯექი სკოლაში გაგიყვან -ეხლა უნდა დამიდარაჯდე რო არცერთ ბიჭს არ მივეკარო? -შენ კლასში 3შენი ყოფილია და ბოდიში რო არ გენდობი -ხო სამართლიანია ანი მანქანაში ჩაჯდა. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -მანქანაში მოწევა ნწ ნწ -რა იცი ეს შენ ნწ ნწ -გადააგდო სიგარეტი -შენი ნერვების მოშლა-გაეღიმა დიტოს -კლასში ხო არ შემომყვები? -არა, ქიმიაზე მივდივარ -რაა? რატო -რა რატო კიბო მაქ-გაეცინა დიტოს -ეს სასაცილო არაა. უარესად ხარ? -რა მნიშვნელობა აქვს -ჩემთის აქ -კაი გეყო შეყვარებულის როლის თამაში -არ ვთამაშობ. მაინტერესებს -ხო უარესად ვარ. მალე მოვკვდები მერე რა -რა მერე რა დიტო ამაზე ესე როგორ ლაპარაკობ-ანის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. დიტომ მანქანა გააჩერა. -კაი ხო არ დავფიქრდი მაპატიე. აუ ანი არ იტირო რა ეხლა არ გამაგიჟო ანიმ დიტოს აკოცა, დიტომ ოდნავ უკან დაიხია. -პახმელიაზე ხარ და არ იცი რას აკეთებ-გაეცინა -არ ვარ პახმელიაზე ვიცი რასაც ვაკეთებ. დავიჯერო შენ არ გიყვარვარ? -.... ანიმ მანქანის კარი გააღო და გადავიდა. დიტო გაეკიდა. -მოიცა სად მიდიხარ -დიტო ოდნავ მაინც თუ მცემ პატივს არ გამომყვე -სკოლა მეორე მხარესაა -არ მივდივარ სკოლაში დამანებე თავი დიტო გაჩერდა და ანიმ გზა გააგრძელა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.