შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთხეველთან. (მეოთხე თავი)
დილით 6-საათზე გამაღვიძა ბუდელნიკის ხმამ, პირველი დღე ისე მიხაროდა თითქოს სკოლის მოსწავლე ვიყავი და სკოლისთვის ვემზადებოდი, ისე პირველ დღეს მაინც სულ სხვა „მუღამი“ აქვს. აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი, მოკლე შავი კაბა და მაღალ ქუსლიანი წითელი ფეხსაცმელი ჩავიცვი, წითელი ტყავის ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი. მანქანა აივნის ქვემოთ პარკინგზე იყო. პ.ს ისე ჯიპები მომწონს, ადრე BMW-X5 მყავდა, მაგრამ შემდეგ მამამ ოქროს დაბ დღეზე შავი BMW-E60 მიყიდა, ეს მოდელი უზომოდ „დამევასა“. ჩავჯექი და წავედი უნიში. მივაპარკინგე მანქანა, და ავედი ზემოთ. მივესალმე კურსელებს, ყველა თავის სტიქიაში იყო. -Hallo Leute. ჩემს ერთ ესპანელ მეგობარ გოგოს რაისას მივუჯექი გვერდით. ლექციების შემდეგ სახლში წავედი, ღამის 11-საათზე Nightlife Club-ში ვიკრიბებოდით. სახლში ასვლამდე თიკას შევუარე, ისიც ახალი მისული იყო სახლში. -აუ თიკ „ძმურად“ ყავა გამიკეთე რაა.. -ახლავე ჩემო ღვთაება, მომიყევი შენ აბა დღემ როგორ ჩაიარა? -უჰ კარგად გოგო, პირველი დღე ხომ იცი სკოლაშიც კი კარგი იყო. ორივეს გაგვეცინა ამ სიტყვებზე, არადა ორივე „შკოლნიკები“ ვიყავით ერთ დროს. მე და თიკა კლასელები და ბავშვობის დაქალები ვიყავით, თუმცა აქ სხვადასხვა უნიში ჩავირიცხეთ, მაგრამ მეზობლებად მაინც დავრჩით. -შენ როგორ გაატარე თიკუ დღევანდელი დღე? -კარგად გოგო, მარა არაფერი დაგვიგეგმავს დღეს და სახლში უნდა ვიჯდე სამწუხაროდ. -უიი...არ გინდა დღეს ჩემთან ერთად წამოხვიდე? Nightlife Club-ში მივდივარ კურსელებთან ერთად, ქართველებიც იქნებიან ნუ ვინც არიან ჩემს კურსზე. წამოდი, სახლში რა უნდა აკეთო, თან ხვალისთვის არ მგონია სამეცადინო გქონდეს. -გოგო მოვიფიქრებ, ისე კარგი აზრია ხომ იცი. ყავას ვსვავდით და თან ვჭორაობდით. -წავედი გოგო, ავიდე სახლში ჩემებს უნდა დავურეკო, ტელეფონიც დამიჯდა, მგონი გუგა ნერვიულობს რომ აღარ ვწერ. მოიფიქრე შენ და წამოდი რა უეჭველი, ვიგუგუნოთ დღეს. -კაი გოგო, ცოტახანში მოგწერ ზუსტ პასუხს. ავედი სახლში, ჩემებს ველაპარაკე, მერე აივანზე გავედი ყურსასმენები გავიკეთე და გუგას დავურეკე ვაიბერში. -დღეს კურსელებთან ერთად კლუბში მივდივარ, სავარაუდოდ თიკაც წამოვა. -ცუდია! -რა არის ცუდი ნუ გადამრიე... -ასეთ რამეებზე საშინლად ვეჭვიანობ, აი უჩემოდ არ მინდა ასეთ ადგილებში რომ იარო. -დაიწყე უკვე? მინდა გითხრა რომ მე თავისუფალ ცხოვრებას ვარ დაჩვეული, არ და ვერ ავიტან ასეთ შეზღუდვებს, ეს ახლავე მინდა იცოდე. თან ევროპაში გაზრდილი ხარ და არ მესმის ეს რა წიკებია ? -არაფერს არ გიშლი, ცუდად გაიგე შენ ჩემი ნათქვამი, უბრალოდ არ მინდა უჩემოდ რომ წახვიდე. კაი ვსო მოვრჩეთ ამ თემის განხილვას, მომწერე ხოლმე იქედან. -მოგწერ აბა რას ვიზავ, ნუ ეჭვიანობ. შენ არ გაქვს დღეს გეგმები? -მეც მივდიოდი მარა „სასტავი“ არ მომეწონა და გადავიფიქრე წასვლა. გუგას რომ გავუთიშე, ცოტახანში თიკამ მომწერა მოვდივარ და ჩამომიარეო. 10-საათი იყო სახლიდან რომ გავედით, ჩემი მანქანით მივედით კლუბამდე. კარგ დროს ვატარებდით, იმდენი ვიცეკვე იმდენი რომ „გადავიწვი“, თან გუგას ვწერდი. ღამის 4-საათამდე ვიყავით მე და თიკა, მეტი ვეღარ გავქაჩეთ, გვეძინებოდა და წამოვედით სახლში. გადიოდა დღეები, მე და გუგა ყოველ დღე ვლაპარაკობდით, ვმესიჯობდით. ვატყობდი როგორ ვუახლოვდებოდი დღითი დღე, მსიამოვნებდა მისი ყურადღება. დრო მალე გავიდა, სექტემრის 25-ში მამა ჩამოდიოდა, 26-ში კი გუგას ჰქონდა ოქროს დაბ დღე. გუგას დედ მამამ დამპატიჟა დაბ დღეზე მამაჩემითურთ, არც თიკა დავიწყებიათ. მე რომ არ წავსულიყავი არ გამოდიოდა, აი დიმა კი არ ვიცი რას იზავდა. -დიდი მადლობა ნატა ალეკო ჩემი და მამას დაპატიჟებისთვის, მე და თიკა აუცილებლად ჩამოვალთ, აი მამა კი არ ვიცი რას იზავს...ბევრი საქმეები დაუგროვდა აქეთ 3-თვეა არ ყოფილა, თუმცა ვეცდები რომ დავითანხმო. 25-ში მამას აეროპორტში დავხვდი მანქანით. ვაიჰ მისმა დანახვამ ისე გამახარაა ბედნიერებისგან დიდი ხმით ვტიროდი. აეროპორტიდან მამას რესტორანში წავედით, რაღაც საქმეები ჰქონდა და მალევე დავბრუნდით სახლში. -მამ ხვალ გუგას დაბ დღეა, გუგასებმა შენთან ერთად დამპატიჟეს, ხომ ხვდები მე უეჭვეი უნდა წავიდე, შენ რას იზავ? -მე დღეს გვიანობამდე მიწევს მამ რესტორანში ყოფნა, ხვალ გამოვნახავ დროს და წავიდეთ, მეც წამოვალ სხვა თუ არაფერი ოჯახს გავიცნობ და მე ჩემს სათქმელს ვიტყვი. თიკაც მოდის ალბათ ხო? -კი მამ, თიკაც მოდის..აუუ რაა მაგარია, იცი როგორ „გამისწორე“? აი ძალიან. მე გავალ აივანზე გუგას დავურეკავ. გავედი დავურეკე გუგას და მასაც ძალიან გაუხარდა, ცოტახანში თიკას დავურეკე. -თიკ ხვალ მამაც მოდის, მანქანით წავალთ, დილით 12-სთვის გავალთ, იქამდე არ სცალია მამას და.. -კაი ნუცი, მაგ დროისთვის მზად ვიქნები. მიდი ახლა აღარ მოგაცდენ მოისურვილე მამიკო, მოგვიანებით ამოგივლი. დღეს 26-სექტემბერია, დილიდან დავიწყე გამზადება, გრძელი შავი კაბა და მაღალი ფეხსაცმელი ჩავიცვი, თმები სალონში გავიკეთე. მამაც „ჩავზმანე“, თიკას ჩავუარე და წავედით. გზად საჩუქრების საყიდლად გავჩერდით. თიკამ შანელის სუნამო უყიდა, მე ისეთი რამის ყიდვა მინდოდა სულ რომ თან ეტარებინა, ვიცოდი საათები მოსწონდა და 300-ევროიანი საათი შევარჩიე, მამას ვერ გაეგო რა ეყიდა, ბოლოს რადგან ოქროს დაბადების დღე ჰქონდა ოქროს საკმაოდ ძვირად ღირებული სამაჯური უყიდა. აიი ჩავედით München-ში, 6-საათი იყო, რესტორანში 8-ზე მივდიოდით, ამიტომ პირდაპირ გუგასთან სახლში მივედით, გადმოვედით მანქანიდან და კარზე დავაზარუნე. კარი გუგას დედამ გაგვიღო. -ნუციი...მოდით საყვარელო, როგორ ხარ? ნატამ სახლში შეგვიპატიჟა, ხმაურზე გუგა და ალეკო გამოვიდნენ. -ვაა ჩამოხვედი ნუცი? გუგა ჩამეხუტა, მათ მამა გავაცანი და მისაღებში შევედით. დიდები ერთად დასხდნენ, მე გუგა და თიკა ერთად. ნატამ ყავა გაგვიკეთა, მამამ კი გაუშვა თავისებური „ბაზარი“. -გუგა ეს ჩემგან. მამამ საჩუქარი ამოიღო და გუგას გადასცა. -დიდი მადლობა დიმა, რატომ შეწუხდით....თან ეს ხომ... -არაფრის, არა რა შეწუხება. ნუცამ რომ მითხრა შენც დაგპატიჟესო, გუშინ ყველანაირი საქმე გადავდე და წამოვედი, ძალიან მინდოდა შენი და შენი ოჯახის გაცნობა, თან ვიცოდი ოქროს დაბადების დღე გქონდა და ამიტომ გადავწყვიტე ასეთი რამის ყიდვა. თიკამაც აჩუქა სუნამო, ბოლოს მე ამოვიღე ჩანთიდან საათი და მივაწოდე. -გუგა მინდა რომ სულ თან ატარო. მოვიდა ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა მადლობის ნიშნად. -დიდი მადლობა ჩემო პატარა. თავის ძველი საათი მოიხსნა და ჩემი ნაჩუქარი საათი გაიკეთა. ყავას ვსვავდით და ვსაუბრობდით. მამაჩემმა და გუგას მამამ საერთო ბევრი ნახეს, „დაჟე“ საერთო ძმაკაციც კი აღმოაჩინეს. საღამოს 8-საათზე რესტორანში წავედით. ერთ ერთ ყველაზე Fashion რესტორანში ვიყავით, გუგას კურსელები ქართველები და რამდენიმე იქაუირები იყვნენ, სულ დაახლოვებით 30 ვიყავით. ყველაზე მაგარი დრო გავატარეთ, მე და გუგამ აჭარული, რაჭული, მთიულური და კიდევ რაც კი ქართული ცეკვები არსებობს ყველაფერი ვიცეკვეთ. პ.ს საქართველოში 13-წელი ვცეკვავდი, გუგაც სანამ გერმანიაში წამოვიდოდა მოცეკვავე იყო. დავიპყარით ქართველებმა რესტორანი, მაგრად „ვიგუგუნეთ“. გუგას თხოვნით ვალსი ჩართეს, ყველა დავწყვილდით, მამაჩემმა გუგას კურსელი ბრაზილიელი ესმე „დაითრია“, თან ფოტოებს ვუღებდი და „ვეღადავებოდი“ მაკოს უნდა გავუგზავნო სახლში აღარ მიგიშვას თქო. ცეკვის დასრულების შემდეგ ცოტახნით გარეთ გავედი ჰაერზე, მალე გუგაც გამოვიდა. -ნუცი რა გჭირს, ხომ არ მოიწყინე? -არა გუგა, კარგად ვარ. აი ძალიან კარგად ვარ. გუგა ჩამეხუტა. -იცი რაღაც მინდა გითხრა... უცებ შეცბა და თვალი თვალში გამიყარა, მისმა მწვანე თვალებმა მომნუსხა უცებ.. -მოხდა რამე ნუცი? -კი მოხდაა....მინდა იცოდე რომ ძალიან შეგეჩვიე, ჩემში აუხსნელი გრძნობა ხარ, ჯერ ვერ გეტყვი მიყვარხარ თქო, რომ გითხრა მოგატყუებ, თუმცა ძალიან მომწონხარ. დღეს შენთვის განსაკუთრებული დღეა, ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ აქვს ადამიანს ოქროს დაბ დღე, სწორად დღეს მინდოდა ამის თქმა...მინდა დღეიდან შენი შეყვარებულის სტატუსი მქონდეს. -ვახ „ჩემი“ მართლა? გუგას სახე გაუბრწყინდა, თვალები აუციმციმდა, უცებ ხელში ამიყვანა შემდეგ დამსვა ხელები წელზე მომხვიდა და მორიდებით მკითხა. -ნუც შეიძლება გაკოცო? მე უცებ შევკრთი, ზუსტად იგივე კითხვა დამისვა პირველად ლევანიმ, მანაც ასე მკითხა. მაშინ მე მას ვერაფერი ვუპასუხე და თავის თავს თვითონ გასცა პასუხი, დუმილი თანხმობის ნიშანიაო და მაკოცა. გუგამაც ანალოგიურად მკითხა, თუმცა მას პასუხი აღარ დავუგვიანე. -კი, შეიძლება. ნაზად შემახო თავისი ლამაზი ტუჩები, დავხუჭე თვალები და....ისევ ლევანი წარმომიდგა, ისევ ძველი დრო და მისი კოცნა წარმოვიდგინე, ეს ყველაფერი უკვე გულს მიკლავდა. მალევე გავაჩერე გუგა. -კარგი გვეყო, შეიძლება ვინმე გამოვიდეს და „ტეხავს“, მოდი შევიდეთ კაი? -კაი შევიდეთ, მინდა ყველამ გაიგოს რომ ამ წუთიდან ჩემი შეყვარებული ხარ. გავიღიმე, წინააღმდეგობა არ გამიწევია, დაე გაეგო ყველას.....გუგამ ხელში ამიყვანა და ისე შემიყვანა რესტორანში. იქ მყოფებს თითქოს არც გაჰკვირვებიათ, გუგა მიკროფონთან მივიდა და დიდი ხმით გამოაცხადა. -ხალხოო იცით მე დღეეს რა ბედნიერი ვარ? ეს წუთია ნუცამ თანხმობა მითხრა, დღეიდან მე და ის შეყვარებულები ვართ, იმედი მაქვს უფლის მადლით მალე ჩემი მეუღლის სტატუსიც ექნება. ღიმილიანი და არც ისე ბედნიერი სახით ვუყურებდი ხალხის ემოციებს და მოლოცვებს, მამაჩემმა და თიკამ შემატყეს რომ ბოლომდე კარგად ვერ ვგრძნობდი თავს, მაგრამ არცერთს აარ შეუმჩნევია. გუგას დედა მოვიდა ორივეს გვაკოცა, გუგას მიკროფონი გამოართვა და თავისი სათქმელი თქვა. -ზუსტად ვიცი დღეს ჩემი შვილისთვის რა ბედნიერი დღეა, მინდა ყველას მადლობა მოგიხადოთ აქ მოსვლისთვის, მისი და ჩვენი დაფასებისთვის, მინდა კიდევ უღრმესი მადლობა გადავუხადო ნუცის მამას დიმას, მადლობა დიმა აქ მობრძანებისთვის და კიდევ იმისთვის რომ ასეთი კარგი შვილი გაზარდეთ შენ და შენმა მეუღლემ, იმედია მასაც მალე გავიცნობთ. თქვენ დღეს ჩემს ბიჭს საკმაოდ ბევრი საჩუქარი აჩუქეთ, მე და ჩემმა მეუღლემაც გადავწყვიტეთ ნუცისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა და აი ეს ბეჭედი ვუყიდეთ. ნუცი ნუ მიიღებ ამ ბეჭედს დანიშვნის მსგავსად, უბრალოდ მიიღე ისე, როგორც უბრალო საჩუქარი, ჩემი სურვილია რომ სულ თან ატარო. ნატამ გახსნა შეფუთული ბეჭედი და მარჯვენა თითზე გამიკეთა. -უღრმესი მადლობა ნატა ალეკო, ძალიან ლამაზია. მომწონს და გპირდებით რომ სულ ვატარებ. ბეჭედი მართლა ძალიან მომეწონა, თიკა გაოგნებული გვიყურებდა, მეც გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, მოვლენების ასე უცებ განვითარებას არ ველოდი. რესტორანში გვიანობამდე ვიყავით, გამთენისას დავიშალეთ. სტუმრები სახლებში წავიდნენ, ჩვენ კი გუგასთან დავრჩით. მე და თიკას ისევ ჩვენს ოთახში მოგვიწია დაძინება, მამასაც გაუმზადეს ოთახი. მეორე დილით მისაღებში ვისაუზმეთ, ვილაპარაკეთ და შუადღეს 2-საათი იქნებოდა რომ წავედით. კარებში გასვლისას მამა თავისებურად დაემშვიდობა გუგას და მის მშობლებს. -კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი კარგი დახვედრისთვის, საუკეთესო ხალხი ხართ, საერთოდ იშვიათია ასე მომეწონოს ვინმე, თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ ჩემი მოწონება. გუგა შენ ხარ ძალიან მაგარი კაცი, გუშინ ნუცამ რაღაც ნაბიჯი გადმოდგა შენსკენ, მე როგორც მისი მამა თავს უფლებას მივცემ და ჩემი შვილის თავს ჩაგაბარებ, შენ იცი, გაუფრთხილდი იცოდე, მისი წყენის უფლებას არავის მივცემ, აი ამას დედაშენის და მამაშენის თვალწინ გეუბნები. და კიდევ, ჩემი თხოვნა იქნება არაფერში არ ააჩქარო. -მადლობა თქვენ აქ ჩამოსვლისთვის და დაფასებისთვის, ყველაფერი გასაგებია დიმა, მე ისედაც არ ვაჩქარებ, რაც შეეხება მიხედვას, დამიჯერეთ ყურადღება აწი უფრო არ მოაკლდება. -ნუცი ხედავ დღეიდან მე ვიღებ შენზე პასუხისმგებლობას, გპირდები ყველაფერი კარგად იქნება. გუგა ჩამეხუტა და დამემშვიდობა. ნატამ და ალეკომ კიდევ ერთხელ მადლობა მოგვიხადეს და წავედით. Brüssel-ში გვიან საღამოს ჩავედით. სახლში შესვლისთანავე დედამ დარეკა Skype-ში. -ჩემო სიხარულებო როგორ ხართ აბა? -კარგად დეე, შენ როგორ ხარ? -რავიცი არამიშავრს, მეორე დღეა ვეღარ ვისვენებ ისე მაინტერესებს როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ... მაკას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ვაიბერში გავუგზავნე ფოტოები. ვუთხარი რომ გუშინდლიდან გუგას შეყვარებული გავხდი და ვანახე გუგას დედ მამის ნაჩუქარი ბეჭედი. -ეს რა არის დაგნიშნეს? დედაჩემს თვალები გაუფართოვდა. -ნატას თქმით ეს უბრალოდ საჩუქარია და უნდათ რომ სულ ვატარაო. -და დანიშვნა სხვა რამე კი არ არის მამ... საუბარში დიმაც ჩაგვერთო, დედაჩემმა ახლა დიმას დაუწყო გამოკითხვა როგორი ოჯახიაო და ა.შ. -ოჯახი არაჩვეულებრივია მაკა, საოცარი ხალხი არიან. გუგასაც აშკარად ეტყობა რომ გიჟდებბა ნუცაზე, მომწონს ამ ბიჭის ასეთი კაცური საქციელები, თუმცა მე ისევ ნუცა მადარდებს, არ მინდა ამ ყველაფერმა გონება დაუბინდოს და ეს ყურადღება რაც მოდი ვაღიაროთ და ახლა მას ასე ძალიან სჭირდება, არ მინდა ამ ყველაფრის გამო ნუცა უცებ ასე ვთქვათ „ავარდეს“ და რაღაც პერიოდის შემდეგ მიხვდეს რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და... -კაი დიმა აღარ გააგრძელო, კარგ ხასიათზეა ბავშვი და ნუ ჩააშხამებ. დედაჩემმა მამა გააჩუმა, კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ. -დეე მე გავალ ჩემს ოთახში, შენ და მამამ ილაპარაკეთ. Gute Nacht. -კაი ნუცი, მიდი ძილინებისა. გავედი ოთახში, ცოტახანს კომპიუტერი ჩავრთე და Face-ში შევედი. ოპპპ....გუგას მოვუთაგივარ გუშინდელ ფოტოებზე, მთავარ ფოტოზე ასეთი წარწერა ჰქონდა „ნუცი ჩემი ცხოვრება ხარ, მიყვარხარ“. ნუ კომენტარებში თავისი მეგობრები უწერდნენ თუ როგორ ვუხდებოდით ერთმანეთს, ზოგი ულოცავდა და ა.შ. შემდეგ მესიჯები გავხსენი, ერთ ერთი ჩემი დაქალი ნინის მესიჯი დამხვდა. -ნუც წეღან ვნახე ვიღაც გუგა ბერიკაშვილმა რომ მოგთაგა ფოტოებზე, ნუ წარწერებიდან გამომდინარე მივხვდი რომ თქვენ მეგობრებზე მეტი ხართ, ამას პლიუს რამდენიმე ფოტოში მამაშენი და თიკაც „იჩითებიან“. იცი რა მაინტერესებს? როდის აპირებდი ჩემთვის ამ ახალი ამბის თქმას? იქნებ რომ გათხოვდებოდი მაშინ? ნინის ამ შეტყობინებამ ძალიან იმოქმედა, აზრებს ვალაგებდი რა მიმეწერა. -იცი ნინ ვფიქრობდი ყველაფრის მოყოლას, თუმცა ვერ გავბედე, სიმართლე გითხრა ჩემებმა და თიკამ იციან მხოლოდ, დღეს რომ გუგას ფოტო არ აეტვრითა ასეთი წარწერით სავარაუდოდ ვერავინ ვერ გაიგებდა...შენ რაც შეგეხება ვერ გავბედე და ვერ მოგიყევი, რის გამოც ათჯერ და ათასჯერ მოგიხდი ბოდიშს. ჩემთვისაც რთული იყო შენთვის ასეთი რამის დამალვა. ახლა გვიანია, უნდა დავიძინო ხვალ უნიში მივდივარ, გპირდები ხვალ დაგირეკავ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვები. ნინი იმ დროს გასული იყო ფბ დან, გუგას ძილინებისა ვუსურვე და დავწექი. მეორე დღეს სასწავლებელში წავედი, დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა. სახლში მისვლისთანავე კომპიუტერთან დავჯექი და ნინის დავურეკე. -ნინ როგორ ხარ? ჩემი პატარა ნიაკო როგორ არის? -კარგად ვარ, შენ როგორ ხარ ნუცი? ნიაკო ბაღშია. -უჰ რავიცი, ცოტა დავიღალე უნიში, ისე კარგად ვარ. დავიწყე ჩემი ამბების მოყოლა, ნინი ისე გაფაციცებით მისმენდა, სიტყვა არ გამორჩენია, რომ დავასრულე ყველაფრის მოყოლა მხოლოდ ერთი კითხვა დამისვა. -ნუცი ჩემი ბიძაშვილი ლევანი აღარ გიყვარს? -რომ გითხრა არა თქო დამიჯერებ? -არა! ვერ დაგიჯერებ, მაგრამ მინდა შენგან გავიგო. -ისევ მიყვარს, თუმცა დღითი დღე ვხვდები რომ ასე ყოფნა უაზრობაა....შენც ხომ კარგაად იცი ნინ რომ საერთოდ 2-წელზე მეტია აღარ გამოჩენილა, არ ვიცი სად არის, რას აკეთებს ან საერთოდ ყავს თუ არა ვინმე. არაფერი აღარ ვიცი გესმის? როდემდე ველოდო მას, დავიღალე საშინლად დავიღალე. -შენი მესმის ჩემო გოგო, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება „აბაროტის“ გამო ნუ იქნები გუგასთან, გუგას არ გაჰყვე თორემ დამიჯერე მთელი ცხოვრება ინანებ...მე ვიცი რომ როდესაც შენ და ლევანი ერთმანეთს შეხვდებით თქვენ ისევ ერთად იქნებით, შეიძლება უიმისოდ კიდევ წლები იყო, მაგრამ აქამდე როგორც გაძელი ახლაც გააგრძელე ისევ ისე ცხოვრება...გუგას შეეშვი დამიჯერე, დაელოდე ლევანის გამოჩენას , ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე თქვენ ისევ ერთად იქნებით...! -გისმენ და მგონია რომ „მეღადავები“, მე ლევანის დაბრუნების იმედი დიდი ხანია დავკარგე ნინი, მან მიმატოვა და წავიდა. ამიტომ მართლა აღარ ვაპირებ ოცნების კოშკების აგებას, ცხოვრება გრძელდება, ვიღაცები მიდიან ვიღაცები მოდიან...ლევანი წავიდა, მე ის უკვე გამოვიგლოვე, ახლა კი ახალ ცხოვრებას ვიწყებ გუგასთან ერთად. ნინისთან კიდევ ბევრი ვისაუბრე, ხან ვკამათობდით ხან ერთმანეთის აზრებს ვეთანხმებოდით და ასე. -ნუცი წავედი ახლა ნია უნდა გამოვიყვანო ბაღიდან, შეგეხმიანები მერე მოგწერ. -კაი ჩემო გოგო, დამიკოცნე ჩემი მეტიჩარა გოგო. ნინისთან საუბარმა ცოტა არ იყოს დამაფიქრა, მაგრამ გულში იმასაც ვხვდებოდი რომ ლევანის ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა. სანამ მეცადინეობას დავიწყებდი ცოტახანს ფბ-ში შევედი, კამერით გადაღებული ჩემი და გუგას ფოტო ავტვირთე ასეთი წარწერით „შენ ყველაზე კარგი ხარ“ და გუგა მოვთაგე. ცოტახნით გავჩერდი სმს-ებს ვკითხულობდი, სულ რაღაც 15-წუთში ჩვენმა ფოტომ 100-ზე მეტი ლაიქი მოაგროვა. კომენტარებისგან და კითხებისგან მობეზრებულმა გამოვრთე კომპიუტერი და წიგნებს მივუჯექი. საღამოს მამა მოვიდა, რესტორნიდან საჭმელები მოიტანა, თიკას დავურეკე და დავპატიჟე, ვივახშმეთ, ცოტა წავიჭორავეთ მე და თიკამ. -ნუციიი რაა დრო გასულა გოგო, წავედი მე, არ მიმეცადინია. -მე სახლიდან არ გავსულვარ დღეს და მოვრჩი სწავლას, მიდი გოგო წადი ისწავლე 12საათია. -კაი წავედი და ხვალ გნახავ, კარგად დიმა. გკოცნი ნუც. გავაცილე თიკა, მამას ძილინებისა ვუსურვე და დავწექი. ლეპტოპი საწოლში ჩავიდგი და ფბ გავხსენი. ოპპპ.....შეტყობინებებში ნაცნობი სახელი და გვარი გამოჩნდა, ლევანი ღვინიაშვილი. საკუთარი გულის ცემის ხმა მესმოდა, ტანში გამცრა, მაკანკალებდა, მესიჯს ვეღარ ვხსნიდი, ბოლოს ძალები მოვიკრიბე და წავიკითხე. -ნუცა როგორ ხარ? პრინციპში ფოტოებიდან გეტყობა რომ კარგად ხარ, განსაკუთრებით პროფილის ფოტოდან გეტყობა ძალიან მაგრად ყოფნა. იცი მე ვერაფერს მოგთხოვ, ვხვდები აღარ მაქვს უფლება, მაგრამ მაინც გეტყვი ჩემს სათქმელს. მე კარგად მახსოვს ჩვენი ბოლო საუბარი, მას შემდეგ 2-წელი და ცოტა მეტი გავიდა, ამ წლების განმავლობაში არ გამოვჩენილვარ, ალბათ ამ ფაქტის წინაშე დადგომას ველოდი. გახსოვს ადრეც გეუბნებოდი სხვასთან რომ დაგინახო ვერ ავიტან თქო, დღეს ამ ფოტოს დანახვამ „ამჭრა“, მე არ ვიცი ისევ გიყვარვარ თუ არა, უბრალოდ გთხოვ ჩემს დასავიწყებლად სხვასთან ნუ იქნები, ამით ისევ საკუთარ თავს ავნებ. მე არ მაქვს უფლება ტყუილი იმედები მოგცე, მე რუსეთში ვარ, შენ ბელგიაში, ზუსტად მანძილის გამო დავშორდით, ახლაც მანძილი გვაშორებს....შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, უბრალოდ კარგად დაფიქრდი, თუ შენს გულს არ უნდა მარტო იმიტომ ნუ იქნები მაგ „ტიპთან“ რომ მე მატკინო გული, მე ისედაც ბევრი მივიღე ცხოვრებისგან. იცი ნუც ოდესმე აუცილებლად შევხვდებით მე და შენ, ოდესმე აუცილებლად მომეცემა შენთან პირისპირ საუბრის საშუალება და ყველაფერს აგიხსნი, იმედი არ მაქვს რომ გამიგებ, თუმცა მე მაინც გეტყვი ყველაფერს. წარმატებები ნუცი, შენი კარგად ყოფნა სულ გამიხარდება, უბრალოდ მინდა სინამდვილეში იყო კარგად და მინდა რეალურად იყო ბედნიერი და არა ჩემი ან ვინმეს დასანახად. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, უფალი გფარავდეს, კარგად. მისი მოწერილი რამდენჯერმე გადავიკითხე თვალცრემლიანმა, დღეს მისი ბიძაშვილი ნინი მწერდა, ახლა კიდევ ეს გამოჩნდა. ლევანის გამოჩენამ რაღაც არაამქვეყნიური გრძნობა გამიჩინა, არ ვიცოდი რა იყო ეს, მაგრამ მთელ სხეულში დამიარა. უცებ გავაანალიზე მისი მოწერილი და გული მეტკინა, სიბრაზისგან ყელში ბურთი მეჩხირებოდა, აქამდე სად იყო? სანამ გუგა გამოჩნდებოდა მე ხომ მის დაბრუნებას და მის თუნდაც ერთ მოკითხვას ამდენი წლები ველოდი, ახლა რატომ გამოჩნდა? ძლივს მივიღე რაღაც გადაწყვეტილება და....ვფიქრობდი რა მიმეწერა, დავალაგე აზრები და მივწერე. -სწორად მიხვდი ლევანი, კარგად ვარ, ძალიან კარგად. შენ როგორ ხარ? გეტყობა შენც კარგად ხარ, რუსი „ნაშების“ გარემოცვაში შეუძლებელია ცუდად იყო. ჰოო, რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას შენ დიდი ხანია აღარ გაქვს მასში ჩარევის უფლება, ასე რომ შენი რჩევა დარიგებები შენთვის შეინახე გასაგებია? შენ შენს ცხოვრებას მიხედე, შენთვის აზრი არ მიკითხავს მე ვისთან და როგორ ვიქნები. და კიდევ...მე არც შენი და არც სხვების მოსაჩვენებლად არ ვარ ბედნიერი, ეს გულიდან მოდის. რა, არ შეიძლება მეც ვიყო კარგად? თუ უფლება არ მაქვს? ჰოო...მე უშენოდ ცხოვრება ვისწავლე, მე სხვისი სიყვარული ვისწავლე, ეს შენთვის უცხოა ხო? გირჩევია შეეგუო ამ ფაქტს, სავარაუდოდ მალე ჩემი ქორწილის ფოტოებსაც ნახავ და მერე უკეთ დარწმუნდები იმაში რომ სამუდამოდ დაგივიწყე. შენ კარგად იცი შენი კარგად ყოფნა ყველაზე მეტად მე გამიხარდება, უფალი გფარავდეს შენც, შეგიძლია აღარ შეიწუხო თავი მოკითხვებით, მითუმეტეს რჩევებისგან. კარგად იყავი. ვწერდი ამ მესიჯს და თან ცრემლები მცვიოდა, გული მტკიოდა, ეს სიტყვები სიბრაზემ უფრო დამაწერინა, გული სულ სხვა რამეს მკარნახობდა, მინდოდა მიმეწერა თუ როგორ მენატრებოდა, თუ როგორ ვიყავი მთელი ეს დრო, მინდოდა მეთქვა რომ გუგაში სწორად მის თავს ვხედავდი, მინდოდა მეთქვა როგორ მენატრებოდა მისი ერთი ჩახუტება და მოფერება...გული მეწვოდა თვითეული ყალბი სიტყვის დაწერაზე, მაგრამ მორჩა, მე მის გამო აღარ ვაპირებდი ტირილს, მორჩა საბოლოოდ უნდა გამომეგლოვა და დამევიწყებინა. ცრემლები მოვიწმინდა გავთიშე Face, ცოტახნით გუგას ვწერდი და დავიძინე. ლევანიმ შეტყობინება წაიკითხა, თუმცა პასუხი არ დაუბრუნებია. ამან უფრო მეტად გამაცოფა, მივხვდი რომ მისთვის არაფერს აღარ ვნიშნავდი, იმასაც მივხვდი რომ რაც მომწერა მოვალეობის მიზნით მომწერა, ამ ფაქტმა უფრო მეტად გამიჩინა გუგასთან დაახოვების სურვილი. მამა 2-კვირის შემდეგ გავაცილე, რაღაცნაირად დავცარიელდი სახლში შემოსულს დიმკა რომ აღარ მხვდებოდა. დღეები და თვეები გადიოდა, თითქმის ყოველ Wochenende-ს ერთად ვატარებდით მე და გუგა, უფრო მეტად დავახლოვდით, მეტი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. ზამთარიც დადგა, უნიში დაგვითხოვეს. მე და გუგამ „იქაური“ შობის გატარება პარიზში გადავწყვიტეთ. 24-დეკემბერს დილით წავედით საფრანგეთში 2-დღით. სასტუმროში 2-ოთახი ავიღეთ, რათქმაუნდა ცალ ცალკე ვაპირებდით დაძინებას. ამოვალაგეთ ტანსაცმელი და გარეთ გასეირნება გადავწყვიტეთ. ღამის პარიზი ულამაზესია. უამრავი ფოტო გადავიღეთ, ერთ ერთი სელფი მაშინვე ავტვირთე ფბ-ში წარწერით „მიყვარხარ“. ამ ფოტომ და მასზე გაკეთებულმა წარწერამ ყველა „გამოაშტერა“, მალე ჩემი დაქალი ნინის შეტყობინებაც მივიღე. -იცი, დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არჩევანი გააკეთე და გუგა აირჩიე, თუმცა კარგად გიცნობ და ვიცი გულში ბოლომდე არ ეთანხმები შენს არჩევანს. თუმცა მე მინდა მაინც ბედნიერება გისურვო, ჩემთვის მთავარია კარგად იყო. როცა მოახერხებ მომიყევი შენი ამბები, ჰო მართლაა, კარგ დასვენებას გისურვებ(თ)..... პასუხის მიწერა ვერ მოვახერხე, გუგამ ხელი ჩამჭიდა, მეორე ხელში ბევრი წითელი ბუშტი ეჭირა, ეიფელის წინ დამაყენა და მითხრა. -ნუცი მოდი ერთად გავუშვათ ბუშტები, სურვილი ჩაიფიქრე და აუცილებლად აგიხდება. -ხმამაღლა ვთქვა თუ გულში? -შენ როგორც გინდა, მე ხმამაღლა უნდა ვთქვა. -მეც ხმამაღლა ვიტყვი, დასამალი რა მაქვს...მარა მიდი ჯერ შენ გითმობ, თქვი. -იცი რა ნუც? ცოვრებაში ყველა ოცნება ამსრულებია, არ არსებობს ჯერჯერობით ჩემთვის ისეთი რამ, რასაც ვერ მივწვდები. დღეს კი უფალს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ, არასოდეს წამართვას შენი თავი, მინდა სულ ჩემს გვერდით გხედავდე, ეს არის ჩემი სურვილი, ნატვრა და ოცენბა. ახლა შენი ჯერია. -იცი გუგა მეც იგივეს თქმა შემიძლია, ცხოვრებაში ბევრი რამ მქონია და მაქვს, ბევრიც დამიკარგავს...თუმცა დღეს მე ყველა დანაკარგს წარსული დავარქვი! ახლა მეც მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, მინდა შენს გვერდით ვიყო, მინდა ერთად ავიხდინოთ ოცნებები. -დამიჯერე ნუცი ასეც იქნება! მე და გუგამ ერთად გავუშვით ბუშტები ცაში, გუგას ჩავეხუტე, ცოტახანში ხელები მოვაშორე და.... -რაღაცის თქმა მინდა... -რახდება ნუცი...მითხარი აბა. -შემიყვარდი! არ ვიცი ეს სიტყვა რამ მათქმევინა, არადა გულში სიყვარულს ვერ ვგრძნობდი, უბრალოდ გუგას კარგი ადამიანობა მიყვარდა, მე ის როგორც ადამიანი ისე მიყვარდა, თუმცა იმასაც ვფიქრობდი რომ მალე როგორც საყვარელი ადამიანი ისე შემიყვარდებოდა, ალბათ ამან გადამაწყვეტინა „მიყვარხარ“ სიტყვის თქმა. გუგას თვალები უფრო მეტად გაუბრწყინდა, უსიტყვოდ ჩამეხუტა და მაკოცა. -ძალიან, ძალიან გამახარე ნუცი, მიყვარხარ მეც! დიდი ხანია შენგან ამ სიტყვას ველოდი. უცებ გუგამ ხელში ამიტაცა და სასტუმრომდე ასე მატარა, ნომერშიც ხელში აყვანილმა შემიყვანა, აი ისე, ფილმებში რომ არის ხოლმე, ქორწილის დღეს ხელში აყვანილი რომ შეჰყავთ პატარძლები. დღეს რაღაც განსხვავებული დღე იყო, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოვიშორე გუგას ეს სიტყვა რომ ვუთხარი, ვიცოდი დიდი ხანი ელოდა ამას. მე მისი ბედნიერება უფრო მიხაროდა, რადგან ის ამას იმსახურებდა. დივანზე დავსხედით, გუგამ კალთაში ჩამისვა და მაკოცა, ისეთი გრძობით მკოცნიდა და მეფერებოდა, მთელს სხეულში ატანდა მისი ყოველი შეხება. ყოველი მისი შეხება ლევანის მახსენებდა, ლევანის მოფერება და კოცნა დღესაც ისევე ცხადად მახსენდებოდა როგორც მაშინ. გუგა არ გავაჩერე, ვიცოდი ზედმეტებში არ გადავიდოდა, ის უბრალოდ მთელი გრძნობით მეფერებოდა. გვიანი იყო, მე ჩემს ოთახში გავედი, გუგა თავის ოთახში შევიდა და დავიძინეთ. მეორე დღეს ნიცაში წავედით, სასწაული ქალაქია. ყველაზე მაგარი ორი დღე გავატარეთ საფრანგეთში და 26-დეკემბერს ბელგიაში დავბრუნდით, საღამო იყო, გუგა სახლში აღარ გავუშვი და ჩემთან დავტოვე. თიკასაც დავურეკე და იმ დღისით ისიც ჩემთან დარჩა. დედა და მამა ახალწელს ბელგიაში ჩამოდიოდნენ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, განსაკუთრებით დედა მყავდა მონეტრებული. 30-დეკემბერს შუადღეს აეროპორტში დავხვდი მაკას და დიმას და სახლში წამოვიყვანე მანქანით. მე და გუგამ ახალი წლის გატარება ოჯახებით იტალიაში, Rom-ში გადავწყვიტეთ. თიკას თავისი დეიდაშვილი ჰყავდა სტუმრად და მასთან ერთად პარიზში წავიდა, ჩვენ კი 31-ში დილით რომში გავფრინდით. დედამ გაიცნო გუგა და მისი მშობლები, ახალწელს გარეთ შევხვდით ულამაზეს რომში, ეს იყო ყველაზე მაგარი ახალი წელი ჩემთვის. ჩემი მაკო და დიმა გვერდით მყავდა, გუგაც ჩემთან იყო, ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, აღარ მინდოდა მის გარეშე თუნდაც ერთი დღე მეცხოვრა. ფოტები გადავიღეთ მე და გუგამ მშობლებთან ერთად და ავტვირთეთ ფბ-ზე, ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, კომენტარები შეტყობინებები. „უი ნუცი ჩამოგივიდნენ დიმა და მაკო“? „ნუცი ხომ არ გათხოვდი“? „საყვარელი წყვილი ხართ“ და მსგავსი რაღაცები, წაკითხვა აღარ მინდოდა, უბრალოდ რამდენიმე ფოტო კიდევ დავამატე და გამოვედი. დედაჩემი აღფრთოვანებული იყო გუგათი, ნატა და ალეკოც ძალიან მოეწონა. ნატასთან უამრავი საერთო ნახა. გვიანი იყო, ჩემები სასტუმროში ავიდნენ, ყველას ერთ 5-ოთახიან ნომერში ვიაყვით. მე და გუგამ ცოტახნით მარტო დარჩენა და გასეირნება გავდავწყვიტეთ, ბევრი ვისეირნეთ, რამდენიმე ქართველიც გავიცანით, უამრავი ფოტოები გადავიღეთ. სასტიმროში გამთენისას დავბრუნდით. რომში 3დღე გავჩერდით. 3-იანვარს ჩვენ ბელგიაში გუგა და თავის მშობლები კი გერმანიაში დაბრუნდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.