შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -7-


16-10-2016, 12:00
ავტორი sopiko
ნანახია 1 894

[თავი 7]
ნიცა ცისფერ ფინჯანს წინ მიდებს და ფეხებმოკეცილი ჯდება სკამზე. ვხვდები, ახლა მე უნდა დავიწყო და მან მომისმინოს. მის ადგილას ყოფნა არ მსიამოვნებს. ალბათ მეც ასე მოვჩერებოდი იმ დღეს. ლოყები მივარდისფერდება. მეექვსეკლასელ ლეას ვგავარ, რომელიც დედამ სკოლიდან გამოპარაში გამოიჭირა.
-ხო, კარგი, თუ გინდა ნურაფერს მეტყვი.-უხალისოდ მრთავს ნებას და ფინჯანს თავისკენ იწევს.-ჩაიზე კი უარის თქმა მოგიწევს.
-ოჰ, ნიცა, ვერც კი ვხვდები რა უნდა მოგიყვე. ლეას სძინავს?-საძინებლისკენ ვაპარებ თვალს.
-კი, სძინავს. აბა, ვინ იყო ის კაცი?-თემის შეცვლას არ მარგებს და.
-დედასთან იყავი? მე ვაპირებ გასვლას ხვალ.-ვცდილობ ის ხერხები გამოვიყენო, რომლებიც შიოს გამო უკვე დაზეპირებული მაქვს.
-დედასთან არ ვყოფილვარ და ხვალ გამოგყვებით მე და ლეა. ის კაცი ვინ არის? გუშინ რომ რაღაც კითხვების დასმა დამიწყე, მიზეზი ალბათ ისაა, არა?-გუშინდელი დაკითხვა ახსენდება ნიცას და მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს.
-ის კაცი ჩემი ქმარია.-ყელში ამომდის ამდენი ბლუყუნი და სიმართლეს აღარ ვუმალავ.-სანამ რამეს მეტყვი, მინდა დაგამშვიდო, რომ ფიქტიურად დავქორწინდით, ამას კი მთელი რიგი მიზეზები აქვს.
-ესე იგი ასე.-საკმაოდ მშვიდად იღებს ამ ახალ ამბავს ნიცა, რასაც ნადვილად არ ველოდი.-მიზეზების გამხელა ხომ შეიძლება?
-შეიძლება, ოღონდ მთავარია ამ ღამის გათევაზე თანახმა იყო.-მისი მოდუნებული ხელებიდან ფინჯანს ვიღებ და ცბიერად ვიღიმი.
-შესანიშნავი იდეაა.-თვალებს მიპაჭუნებს ის და პირზე ხელაფარებული კისკისებს.

ირმის ნახტომი ბედისწერად არა, მაგრამ ბედის ირონიად ნამდვილად მექცა. მგონი ამ ამბავს ბოლომდე გახსნა არ უწერია. ყოველი ნაბიჯი ჩემთვის საბედისწერო ხდება. ყოველი დღე მაინც შიოსთან, გაბოსთან, თათასთან, ნინოსთან და ცალწარბასთანაა კავშირში. ჩემი რუტინა უფრო და უფრო იცვლება და ძველებურ ყოვედღიურობას კარგადაც ჩამოვშორდი. კრავს ვგავარ, რომელიც ცხვრის ფარას ჩამორჩა და ახლა უმისამართოდ დაეხეტება. მგელს ხვდება და რადგან გარშემო სხვა არავინაა, ისევ მას ირჩევს თანამგზავრად. ამ შემთხვევაში მგელი შიოა, რომელიც არც კი ვიცი, რას მიპირებს, მაგრამ დაუფიქრებლად ვარ ჩაჭიდებული მის ხელზე.
დალაგებული ცხოვრება არც არასდროს მქონია. დაბადებიდან მუდამ ლაგების პროცესში ვიყავი. ვაწესრიგებდი ჩემს ფიქრებს, ღირსებებს, სუსტ წერტილებს და ადამიანებს ჩემ ირგვლივ. სულ რაღაცას ვფირტლავდი, ვიღაცას ვიღაცით ვანაცვლებდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თითოეულ დასაწყისს დასასრულს ვუძებნიდი. მგონი ძალიან გამიგრძელდა ირმის ნახტომით ცხოვრება. მოვიდა დრო დამთავრდეს ჩემში ეს უცნაური ხანა. რადგან მე მიჭირს წერტილის დასმა, ეს გარემოებებმა უნდა განაპირობოს, მაგრამ თითქოს ყველამ ერთად შეთქმულება მომიწყო. მოწყენილობამ აჯანყება დაიწყო და თავიანთი მოთხოვნის შესრულებას ითხოვს. არ ვიცი, როდემდე გავექცევი მის შესრულებას, მაგრამ ჯერჯერობით ვუძლებ. ერთ დღესაც, როცა შიოს სუნთქვა მომეფრქვევა, ვეღარ შევტრიალდები და თავს იმით ვერ დავიმშიდებ, რომ შევძელი. ხო, ასეთი მეთოდები აღარ გამივა და მერე საკუთარ მოქსოვილ ქსელებში თავად გავებმევი.
დილას ასეთი პესიმისტური ფიქრებით რომ დაიწყებ, შეუძლებელია იმედი გქონდეს, უკეთესად გაგრძედებაო. მით მეტეს თუ თეასნაირი დედა გყავს და მას უნდა აუხსნა, რომ ისეთ მამაკაცთან მოაწერე ხელი, რომელსაც ის არ იცნობს და თანაც ფიქტიურად. აქოთქოთდება მეგრულად. მართალია რაც გათხოვდა თბილისში ცხოვრობს და მეგრულადაც ირგვლივ თითქმის არავის ელაპარაკება, მაგრამ მეგრული მაინც არ დავიწყებია და როცა ბრაზდება, ქართულში მეგრულ სიტყვებსაც ურევს.
პატარა ლეას უკვე გაღვიძებია და დედიკოს თავზე აზის. ბავშვი ჩემკენ გადმომყავს და დაბალ ხმაზე ვეთამაშები წეროებს. თავიდან მორცხვობს, მაგრამ თამაშის დროს იხსნება. დასასრულს რომ მიგებს, გახარებული ყურში მეჩურჩულება, მოგიგე, დეიდაო, და მეც სითბო მეღვრება გულში.
-ნიცა, ნიცა, გესმის? დეიდა დამიძახა.-იმდენად გახარებული ვარ, რომ მის გაღვიძებას აღარ ვერიდები.
-მერე რა? დეიდა არ ხარ მისი?-ნამძინარევი ხმით მეკითხება და ბალიშს აჭყლიტავს ცხვირს.
-სამი დღეა ერთმანეთი გავიცანით და არც ერთხელ დეიდა არ დაუძახია, ნიცა. გაიმეორე, რა, ლეა.-ვთხოვ ლეას, რათა დედამისს დავუმტკიცო, რომ მართლა დამიძახა.
-არა!-ჯიუტად აცხადებს ქალბატონი.
-აი, ამას ჰქვია დეიდა და დისშვილი. ზედგამოჭრილი ლეა დეიდა ხარ, დედიკო.-გამოფხიზლებული ნიცა შვილს ეფერება და ზლაზვნით დგება საწოლიდან.-აუ, გუშინ ნეტავ, რომელ საათზე დავიძინეთ...
-იქნებოდა ასე ხუთი. შენ რა გიჭირს, აქამდე გეძინა და მე რვაზე უკვე გამეღვიძა.-ცივ იატაკს შიშველ ტერფებს ვახებ და რამდენიმე წამით ისევ ზევით ვწევ. სიცივეს რომ ვეგუები, ზმუილით ვიმართები და სკამზე გადაკიდებულ ფუმფულა, ვარდისფერ ხალათს ხელს ვტაცებ. მასში ვეხვევი თუ არა, სააბაზანოსკენ მივეშურები, მაგრამ კარი დაკეტილი მხვდება, იქიდან კი უკვე ისმის ნიცას ღიღინი.
უსაქმოდ რომ არ ვიყო და დასაც დავეხმარო, ლეას საბავშვო საღამურებს ვხვდი და კოპლებიან ელასტიურ შარვალს და თბილ, კრემისფერ ყელიან ბლუზას ვაცმევ. ბავშვი თან ღუღუნებს და მიყვება, თუ როგორი ტანსაცმელები დატოვა სახლში. სახლის ხსენებაზე გონებაში იმას ვაანალიზებ, თუ რა გადაიტანა ნიცამ საქართველოში რომ გამოიპარა. ერთ-ერთ ერთად გათენებულ ღამეს მომიყვა, რომ როცა მიხვდა კობასთან თანაცხოვრებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, შავი დიღისთვის გადანახული ფულით ბილეთი იყიდა და მაშინ, კობა რომ სამსახურში იყო, საქართველოში თვითმფრინავით გამოფრინდა. როგორც კი კობამ გაარკვია, სად იყო ის, ნიცას უკან გამოყვა. აქ განქორწინდნენ და კობაც აღარ წასულა უკან. ნიცას გარეუბანში ბინა უქირავებია და მხოლოდ თვეების შემდეგ გაუბედავს ჩემთან დაკავშირება. მშობლები გაფრთხილებული ყოლია, ლეას არაფერი უთხრათო, მათაც მისი მითითება ზუსტად შეასრულეს.
ამასობაში ნიცას ჩუსტების ფრატუნიც მესმის. ვთანხმდებით, რომ რამდენიმე დღეში იმ ბინას დავცლით და ნიცა ან ახალს იგირავებს ჩემთან ახლოს, ანდაც საერთოდ აქ გადმოვა. ლეა ტაშს უკრავს და კისერზე მეკიდება. მგონი ის დღე მოვიდა, როელზეც ჩემი და მელაპარაკებოდა. ლეამ მიმიღო და მეც ყველანაირი შიში მიქრება.
სამივე სრულ მზადყოფნაში რომ ვართ, მშობლებთან მივდივართ. ლეა უკვე იცნობს ბებიას და პაპას და მათთან წასვლა ძალიან უხარია. ამბობს, რომ ბებია სათამაშოების ყიდვას შეპირდა და ფანტაზიორობს, თუ როგორ ისეირნებს მასთან ერთად. მე და ნიცა თვალებში შევციცინებთ და სადაც კი წვიმის გუბეებს დავინახავთ, ორივე ხელს ვკიდებთ ლეას და ვახტუნებთ. წესით აღარაფერზე უნდა ვფიქრობდე, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის აბჟუილდება ჩანთაში მობილური და როდის დაეწერება მის ეკრანზე ''ირემმა შეცდომა დაუშვა''. წამებითაც კი ვერ ვივიწყებ მას. არ შეიძლება ცას ჩამოვწყდე და ნარნარად დავეშვა დედამიწაზე? ამის სურვილი მაქვს კი? მაქვს, მაგრამ არ მსურს, რომ ეს სურვილი ასრულდეს.

მშობლების მონახულება და მათთვის იმის თქმა, რომ ქალიშვილი ფიქტიურად უთხოვდებათ, მშვიდობიანად არ ივლის, თუმცა სპეცრაზმი საჭირო არ არის, რაც შედარებით კარგია. კიდევ კარგი გვერდით ნიცა მიზის, რაღაცებს მისწორებს, დედის დაყოლიებას ცდილობს, ლეას იმისთვის იყენებს, რომ სიტუაცია გაანეიტრალოს, თორემ მარტო ვერაფერს გავხდებოდი. აი, რას ნიშნავს, როცა გყავს და, როცა ზედ გეფოფრება, გიცავს და გეხმარება. ყველაზე საამო გასაგონი კი შუა ომში გაჟღერებული ''დეიდა'' არის, რომელიც ენერგიით მავსებს და თავსაც უკეთესად ვიმართლებ.
საბოლოოდ დედა ვერაფერს ხდება. მამა თავზე ხელს მისვამს და მეუბნება, შენ უკეთ იცი, როგორ უნდა მოიქცეო. დარწმუნებულია, რომ ისეთს არაფერს ჩავიდენ, ჩემ გამო რომ შერცხვეს ანდაც ვინმეს წინაშე თავის დახრა მოუწიოს. თეა ქმარს უბღვერს, მაგრამ წასვლისას შუბლზე მაინც მკოცნის და მეხვეწება, ის კაცი მაინც გამაცანი, ვინც შენი ცოლად მოყვანა თუნდაც ფიქტიურად ისურვაო. არაფერს ვპირდები, მაგრამ ეს აზრი ჭკუაში მიჯდება. ტელეფონი კი დუმს, რაც ჩემს აფორიაქებას იწვევს.
დღეს თათასთან ვაპირებდით წასვლას. რატომ არ მირეკავს? რამე ხომ არ მოხდა? ხომ არ მასულელებდა? გუშინდელი შემთხვევა ხომ არ არის მიზეზი? საფეთქლები ისე მიფეთქავს, ტკივილს უკვე ვეღარ ვუძლებ. სახლში მისული გამაყუჩებელს ვსვამ და ტახტზე ზურგზე ვწვები. არც ეს მშველის. ხელში მობილური მაქვს ჩაბღუჯული და თავს ძლივს ვიკავებ, რომ შიოს არ დავურეკო. ვითომ რატომ არ შეიძლება ერთხელ მაინც მე ავკრიფო მისი ნომერი? იქნებ ისიც ამას ელოდება? ლეა, ზედმეტები მოგდის! ის კაცი შენი არავინაა, ვერაფერში დაავალდებულებ და შენი საქმე არაა, სადაა და რას აკეთებს.
უძილობისგან თვალები მეხუჭება, ხელში ნივთი ბჟუილს რომ იწყებს. აღების ღილაკთან ერთად სხვებსაც ვაჭერ თითს და წუთიერად მეორე მხრიდან არაფერი მესმის.
-შიო... ჯანდაბა! ნუთუ გამეთიშა? ახლა რა ვქნა?-ვწუწკუნებ და ლამისაა ავტირდე.
-რა ქნა და აღიარე, რომ დილიდან ჩემზე ფიქრობ.-მესმის ნაცნობი ხმა და ხელებში დენი მივლის.

^^^
აიმეე, თქვენ არ იცით, როგორ მიყვარს ამის შემდეგი თავი...
აი, ამან კი იმისთვის შეგვამზადა...
ველი თქვენს შეფასებებს, თორემ მართლა გავბრაზდები და შემდეგს დავდებ საუკუნის მერე :დ
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი Shokoladi :D

სოფიკო .... როგორ ველოდი ახალ თავს... როგორ გამიხარდა <3 რა კარგი ხარ რომ იცოდე.... მმმმმ... ვგიჟდები შენზე <3 <3

 


№2  offline მოდერი sopiko

Shokoladi :D
სოფიკო .... როგორ ველოდი ახალ თავს... როგორ გამიხარდა <3 რა კარგი ხარ რომ იცოდე.... მმმმმ... ვგიჟდები შენზე <3 <3

მადლობა, შოკოლადო heart_eyes
დემეტრე ლუკა,
დიდი მადლობა blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent