შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიცოცხლე არ გყოფნის სიყვარულისთვის


16-10-2016, 19:44
ავტორი planeta
ნანახია 1 464

იცით საიდან დაიწყო ჩვენი სიყვარული?კარგით მოგიყვებით.მწვანე ბალახი ახალი აბიბინებული იყო ნუ გაზაფხული იყო...გარშემო ყვავილების ისეთი ტკბილი და თბილი სურნელი ტრიალებდა სიყვარულს მოგანდომებდა.ბალახი ისე ბიბინებდა სიცოცხლეს მოგანდომებდა...ბალახზე ვიწექი ვტკბებოდი მზის სხივების ნაზი და ანცი თამაშით ჩემს სახეზე...ვიღიმოდი,ვიღიმოდი ისე როგორც არასდროს,და მინდოდა სიცოცხლე ისე როგორც არასდროს არავის...მინდოდა ჩემს თავს გველივით შემოხვეული საბურავი მომეხსნა მაგრამ არ შემეძლო...განა იმიტომ რომ მრცხვენოდა არამედ იმიტომ რომ მტკიოდა ის რომ მე სხვას ვტკიოდი,განსაკუთრებით დედას და მამას.მზის სხივები მომეფარა აღარ მანათებდა დაიჩრდილა და თვალები გავახილე,ოო ღმერთო მგონი ნაადრევად მოვკვდი და ანგელოზს ვხედავ...ჩემს ანგელოზს.სხივები ისე ანათებდა სამოთხეში მეგონა თავი,მისი თეთრი კბილები და ზღვასავით ლურჯი თვალები ისე ანათებდა მეგონა მალე თვალს მომჭრიდა...
-დიდხანს უნდა მიყურო?-სიცილით მითხრა და ჩემს გვერდით დაწვა
-მგონი ერთმანეთს არ ვიცნობთ მაგრამ უარს არ ვიტყოდი შენს გაცნობაზე-სიცილით ვუთხარი მეე
-ვაუ მეფლირტავები თუ პაემანს მინიშნავ?
-შენ რომელი გირჩევნია-ისევ ეშმაკურად ვუღიმოდი
-მე ორივე-ორივეს გაგვეცინა
-ტატო ფილფანი 19 წლის
-მელანო ახვლედიანი 17 წლის
-აუ რა მაგარი სახელია მელანო,აი წარმოთქმაც რომ გსიამოვნებს ისეთი მ-ე-ლ-ა-ნ-ო -ეშმაკურად მიციმციმებდა თვლებს და მეც წამით დამავიწყდა ჩემი თავი
-ბებიას ერქვა მის საპატივცემულოდ მქვია
-ბებიაშენიც თუ შენსავით ლამაზი ქალი იყო სახელი სწორად შეურჩევიათ
-ლამაზი?მე?რასისულელეა...ადრე შეიძლება მაგრამ ახლა?არანაირად-ხმაჩამწყდარმა ვთქვი
-როგორი სულელი ხარ?ნუთუ ვერ ამჩნევ როგორ ბრწყინავს შენი მწვანე თვალები და როგორ ბზინავს შენი წითელი ტუჩები?-თითქოსდ გაბრაზებით მითხრა
-მაკოცებ?-ისე მოულოდნელად ვკითხე მეც კი გამიკვირდა ის კი გაოცებული მიყურებდა
-გინდა რომ გაკოცო?-ჭინკებათამაშებული მიყურებდა
-რათქმაუნდა-მეც რ ჩამოვრჩი კეკლუცში და უცებ ვიგრძენი მხურვალე და სავსე ბაგეების შეგრძნება,ეს ჩემთვის პირველი და საოცარი შეგრძნება იყო ცოტახანში მომშორდა და მითხრა
-ეს აშკარად პირველი იყო-ღიმილით მითხრა
-საიდან მიხვდი-გაოცებულმა ვკითხე
-პირველი_გაწითლდი მეორე_დაიბენი და მესამე_ტუჩებს ისე აცმაცუნებდი მეგონა ზაზუნას ვკოცნიდი-ამაზე ორივეს ხარხარი აგვიტყდა
-საზიზღარი ხარრ-ვუთხარი ვითომ გაბრაზებულმა
-მადლობა ქალბატონო მელანოო,სადმე ხომ არ გაგვესეირნა?
-მაინც სად?-ვკითხე დაინტერესებულმა
-გინდა ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო?
-კი ძალიან-გახარებული გავყევი,მივდიოდით და ნელა ვსერნობდით არვიც რა მემართებოდა მაგრამ მასთან ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს.ყველაფერი მავიწყდებოდა მხოლოდ მის ლურჯ ტვალებსა და საოცარ ღიმილს ვუყურებდი.ოცნებებში წასულმა ვერც შევნიშნე როგორ მივედით დანიშნულების ადგილას.წინ რომ გავიხედე ნამდვილი სილამზე დამხვდა მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანდა.მზე ჩადიოდა მისი სტაფილოსფერი სხივები სითბოთი და სიყვარულით ავსებდა ქალაქს მასზე მიხუტებული ვიდექი და ვტკბებოდი ამ ხედით.ცოტათი სემცივდა და დამაბუსუსა რადგან ნაადევად გამოვიზაფხულე,მხოლოდ შორტი და თხელი მაისური მეცვა,ტატომ თავისი მოსაცმელი მომახურა,საოცარი სითბო და სურნელი ვიგრძენი
-კარგი სუნი გაქვს მომწონს-დაუფარავად გავანდე ჩემი ფიქრები
-მადლობა-ღიმილით მითხრა და იქვე ჩამოვჯექით
-მომიყევი რამე შენზე- ინტერესიანი მზერა მივაპყარი
-მე ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი-ჩაფიქრდა
-რაც გაქვს მოსაყოლი ის მომიყევი
-ტატო ფილფანი 19 წლის „ფულიანი მამიკოს ბიჭი“ რომელსაც შვილი საერთოდ არ აინტერესებს.მიყვარს ხატვა და სიმღერა-ახლა შენი ჯერია
-მელანო ახვლედიანი 17 წლის დედისერთა განებივრებული გოგო.მდგომარეობა შესამჩნევი.მიყვარს ცეკვა და პიანინოზე დაკვრა,სხვათაშორის ბევრ შეჯიბრებში გამიმარჯვია
-ვა შენ ყოჩაღი გოგო ყოფილხარ
-ხო ვიყავიი...წავიდეთ კარგიი თორემ დედა ინერვიულებს.წამოვედით...ქალაქი სასიამოვნო სურნელით იყო გაჟღენთილი,ტატომ სახლამდე მიმაცილა,როგორ არ მინდოდა გზა დამთავრებულიყო მინდოდა მასთან ერთად მეარა...მეარა შეუჩერებლივ
-მოვედით-ავხედე და გავუცინე
-შენი ნომერი ჩამაწერინე-ტელეფონი მომაწოდა და მეც ჩავუწერე ჩემი ნომერი
-კარგად...უი კინარამ დამავიწყდა აი შენი მოსაცმელი
-არა არ მინდა ეგ შენ დაიტოვე-მიყურებდა და მიღიმოდა მომაჯადოვებლად.ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე ჩემზე თითქმის ორი თავით მაღალ ბიჭს
-ნახვამდის.სახლში ემოციებით დატვირთული შევედი.დედას არ გამოპარვია ჩემი სიხარული მეც ხელი ჩავკიდე ოთახში შევიყვანე და ყველაფერი მოვუყევი ის კი გახარებული მისმენდა,მას ხომ ჩემი სიხარული ახარებდა,მერე შუბლზე მაკოცა ტკბილი ძილი მისურვა და წავიდა.ტელეფონზე ესემესი მომივა და რომ წავიკითხე გამიხარდა
-ძილინებისა მწვანეთვალება,შეხვედრამდე <3
-ძილინებისა ვარსკვლავის ბიჭუნავ-ის მართლაც ვარსკვლავის ბიჭი იყო ანათებდა და ასხივებდა,გარშემო ყველაფერს სიყვარულით ავსებდა.მასზე ფიქრებში ჩაძირულს ისე მომეპარა ძილი ვერც გავიგე.

მეორე დღეს მისმა ზარმა გამაღვიძა
-დილამშვიდობისა მწვანეთვალებავ
-დლამშვიდობისა-ვუთხარი ნამძინარევი ხმით
-უი გაგაღვიძე?ბოდიში რაა-აშკარად დაეტყო ხმაში შეწუხება
-არაუშავს,დღეს რა გეგმები გაქვს
-არაფერი და თუ გცალია კახეთში მინდა დაგპატიჟო ჩემს მეგობრებთან ერთად ორი დღით მივდივართ
-აუუ კიი მაგარიაა,მაგრამ შენს მეგობრებთან არ ტეხავს?
-ვაიმე არა რა სისულელეა იქ ჩემს სახლში მივდივართ ტბასთან ახლოს
-აუ რა მაგარიაა ვეტყვი დედას დაა აუცილებლად წამოვალ-აღტაცებულმა ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი
-კარგი მაშინ ორ საათში გამოგივლი
-კარგი ნახვამდის-უცებ ავდექი მოვწესრიგდი მშობლების ოთახში შევვარდი და გახარებულმა ვუთხარიი ჩემი გადაწყვეტილება ისინიც რათქმაუნდა დამთანხმდნენ...უფლებას მაძლევენ დარჩენილი დრო როგორც მე მინდა ისე გავატარო.ბარგი ჩავალაგე და ტატოს შეტყობინების მოლოდინში ტელეფონს მოუსვენრად დავყურებდი.და აი მოვიდა შეტყობინებაც
-გელოდები-გახარებულმა ავიღე ჩანთა დედას და მამას ვაკოცე და უცებ ჩავირბინე სადარაზოს კიბეები
-გამარჯობა-მის წინ ავესვეტე და გადავკოცნე
-მეგონა ლოდინი თუ მომიწევდა-სიცილით მითხრა და მანქანის კარები გამიღო
-თმის დაბარცხნა და მაკიაჟი არ მჭირდება ამიტომ დროც არ მჭირდება-სიცილით ვუთხარი მაგრამ ჩემი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ აშკარად არ მოეწონა.გზაში ათას თემაზე ვილაპარაკეთ დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე შუადღისას უკვე კახეთში ვიყავით ულამაზეს სახლში ტბასთან ახლოს რომელიც ამ სეზონზე განსაკუთრებით ლამაზი იყო.ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა და ბიბინებდა...ნამდვილი სამოთხე იყო.
----------------
ალბათ გიკვირთ არა ასე უცხო ბიჭს რომ ვკოცნი შემდეგ მასთან ერთად დასასვენებლად მივდივარ და მშობლები არაფერს მეუბნებიან?ხო ეს იმან განაპირობა რომ მე უკვე ერთი ექვსი თვეა ვებრძვი ჩემს სიკვდილს ლეიკემიას.ქიმიაზე უარი ვთქვი რადგან ჩემს დარჩენილ ცხოვრებას ამით ვიტანჯავდი.მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა რასაც არ გავაკეთებდი საერთოდ ან ამ ასაკში მაინც.


გამარჯობა ... ჩემს წინა ისტორიას მოყვა ძალიან დიდი კრიტიკა(ვიმეორებ დაწერილია ორი თუ ერთი წლის წინ)მაგრამ მე ვცდილობ გავიტვალისწინო ყველაფერი და ველი თქვენს შეფასებებსს




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent