შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 6)


17-10-2016, 14:08
ავტორი Salivan
ნანახია 3 784

- ძალიან სასურველი ხარ!- ბრალდებასავით გაისმა რამდენიმე საათის წინ ანდრიასგან მოსმენილი სიტყვები. - რაც მოხდა მხოლოდ ჩემი ბრალი არ არაა. ძალიან ლამაზი ხარ, ზემგრძნობიარე და მიმზიდველი. თავს მაკარგვინებ. ახლაც კი
!... წამოდი დროზე ჩაწექი წყალში თორემ საშინლად დაგემჩნევა ეს ნაწიბურები კანზე და მეც ცოდო ვარ. მოვკვდი კაცი ასეთი სხეულის უმოქმედოდ ყურებით. წყალში ჩამსვა და მოპირდაპირე მხრიდან ჩაწვა თვითონ. ვანა იმხელა იყო თითქმის საერთოდ არ ვეხებოდით ერთმანეთს და ეს ცოტათი მამშვიდებდა.
- მგონი გადავკეტე და ინსტიქტები მამოძრავებდა მხოლოდ. აღარ შეგეხები გპირდები, მანამ სანამ შევძლებ თავის გაკონტროლებას. - მშვიდად განმიცხადა და ცხელი წყალი მოუშვა. მაინც როგორი თავდაჯერებული და უტეხია. არც კი რცხვენია. მის სიტყვებზე ვბრაზდები მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე.
- ძალიან ცივია - იმას ვამბობ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს და აკწკაწებულ კბილებს ვერ ვიმორჩილებ.
- ცოტაც და გავთბებით. - მიპასუხა გაღიმებულმა და ცხელი წყალი უფრო დიდი ნაკადით მოუშვა.
-სოფელში მართლა მარტო შენ და თინა ბებო ცხოვრობთ? - მკითხა ინტერესით. ნეტა სად ქონდა ამდენი ლაპარაკის თავი. ვიყინებოდი, მაგრამ ის დაჟინებული მზერით მიყურებდა და პასუხს ელოდა.
- სოფლებში - ვუპასუხე შეწუხებულმა და ხელები მოვიხვიე.
- მოიცა სკოლაში არ გივლია? - გაოცებული სახით დამაკვირდა.
- ბებო მასწავლიდა, რომ იცოდე ფილოლოგია.დღემდე მიტარებს გაკვეთილებს. რუსულიც კი მან მასწავლა. ინგლისურს თვითონ შევეჭიდე მაგრამ მარტოს ძალიან გამიჭირდა. ასე რომ საკმაოდ ნაკითხი და განათლებული ველური ვარ. - გესლიანად დავამთავრე მონოლოგი და შევუღრინე.
- ბოლოს რა წაიკითხე? - მისვამს მორიგ კითხვას და მეც გაბეზრებული ვპასუხობ.
- გეილ ფორმანის "მე აქ ვიყავი". - რომ იცოდე თბილისში ყოველ ჩამოსვლაზე პროდუქტებსა და ტანსაცმელთან ერთად 6-7 ცალ გონების საზრდოსაც ვყიდულობდით. ბებო ეძახის ასე წიგნებს. საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა მაქვს. ძალიან მიყვარს კითხვა განსაკუთრებით ზამთარში, ბუხართან. სიჩუმესა და სითბოში. - ვატყობ რომ ლაპარაკის გუნებაზე მოვდივარ, კიდურებიც მითბება და ვხვდები ცხელი წყალი რომ მაცოცხლებს. - თავიდან ბებო ყიდულობდა წიგნებს და საუკეთესე კლასიკური ნაწარმოებების კოლექცია მაქვს, რათქმაუნდა წაკითხული. ბოლო სამი წელია ჩემით ვარჩევ წიგნებს და სულ თანამედროვე ბესთსელერებს ვყიდულობ. და თუ რამე ვიცი თანამედროვე ცხოვრებაზე ამ წიგნებისა და ტელევიზიის დამსახურება.
შუბლშეჭმუხნული მიყურებს და თავს აქეთ-იქით იქნევს.
-ანუ აქამდე არავინ გყოლია? შეყვარებულს ვგულისხმობ.
- ამდენი ლაპარაკის მერე შეიძლებოდა ეს კითხვა დაგესვა? - გაოგნებული ვეკითხები და მაინც ვპასუხობ კითხვაზე.- იქ ხეებს, ციყვებს ან მგლებს თუ შეიყვარებ, თორე კაცის და საერთოდ ადამიანის ჭაჭანება არაა.
- მე პირველი ვარ ანუ? იმას ვგულისხმობ, ვინც ასე ახლოს მოვიდა შენთან. - მოურიდებლად მეკითხება და მე თვალწინ მიდგება ანდრიას კოცნა და მისი თბილი შეხება.
- ანუ არა ვარ პირველი. - ჩემზე დაკვირებით დასკვნა გამოაქს. - კი მაგრამ წეღან არ მითხარი .... აა ანდრია ხომ? - ბრაზიანი სახით მიყურებს და მსაყვედურობს. - იცი ძალიან მგრძნობიარე ხარ. ჩემს შეხებაზე რომ არ გქონოდა ისეთი რეაქციები თავს უფრო მოვთოკავდი. რა ვიცოდი ასეთი გამოუცდელი თუ იყავი. არ გავდი სიმართლე გითხრა. ალბათ მარტო ცხოვრების და ბუნების ბალია ასეთი გახსნილი და შეუნიღბავი რომ ხარ. თან ანდრიას მიმართ თქვენი გადამეტებული ყურადრება ცუდად მენიშნა. გამაგიჟე თინია ამ ერთ დღეში. სულის მოთქმაც კი არ მაცადე, პირდაპირ აივანზე გამოაჭერი პირსახოცით და კიდევ მე ნუ დამადანაშაულებ.არ შეიძლება ეგრე, მომავლისთვის მაინც გაითვალისწინე. ახლაც წკუიდან გადაგყავარ მაგ გაბუტული ტუჩებით და ბრაზიანი თვალებით.- ოხვრით დაასრულა ლაპარაკი და თავი უკან გადააგდო.
-ანდრია მოგწონს? - ჩუმად შემეკითხა. "კი-მეთქი" მეც ჩუმად ვუპასუხე.
- მე? - დამისვა მოსალოდნელი კითხვა და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა
- შენ მაშინებ.
- ხომ ხვდები რომ ამის მერე ანდრიასთან ვერ იქნები. - ხელს ვანის კიდეზე დაატარებს და გამომცდელი თვალებით მიყურებს. მისი სიტყვები გულს მიწურავს, ანდრიას წარმოვიდგენ და სხეულიც მეჭიმება. რა მელის წინ? "ღმერთო დამეხმარე" ვჩურჩულებ გულში და თმებს კარგად ვიფარებ.
მოურიდებლად წამოდგა, მაგრამ მე თვალების დახუჭვა მაინც მოვასწარი. მისი ჩაცინების ხმა მომესმა. ნაბიჯების ხმა აღწევდა ჩემს სმენამდე, მერე კი მისი სუნთქვა მხარზე ვიგრძენი და გვერდით გავჩოჩდი.
- ადექი თინია და გამოდი. სახეს უნდა მივხედოთ.- თვალებს ვახელ ის კი გასული მხვდება. ვცდილობ უხმაუროდ ამოვიდე და სწრაფად ჩავიცვა. თუმცა არაფერი მაქვს ჩასაცმელი და პირსახოც შემოხვეული გავდივარ საძინებელში. ოთახი ჩაბნელებული მხვდება. ოდნავ ანათებს იქაურობას კედლის ბრა. სანდრო სარკის წინ დგას, მხოლოდ შარვალი აცვია და სახესა და მკლავებზე მაზს ისვამს.
- მოდი - მეძახის და გვერდზე დგება, სკამზე მიმითიტებს და მეც იქეთკენ მივიწევ.
- ჯერ რამე ჩასაცმელი მომეცი- ვეუბნები და ნასროლი მაისურის დაწერას ძლივს ვასწრებ.
- აქ დაჯექი და ჯერ სახეს მივხედოთ. - სკამს მიჩოჩებს და თან მელაპარაკება. - ეს მაზი ინდოეთიდან გამომიგზავნა მეგობარმა. ნამდვილი სასწაულმოქმედია. - მითითებულ ადგილზე ვჯდები და თვალებს ვხუჭავ. წამის შემდეგ მისი თითები მეხება და ვკრთები.
- მშვიდად თინია. - მომთხოვნი ხმით მელაპარაკება და მეორედ მეხება, და მეც მეორედ ვკრთები. - ნუ მაღიზიანებ, წყნარად იჯექი.- იღრინება უკვე და მესამედ მადებს ლოყაზე მაზიან თითს. ისევ ვხტები და თავს გვერდით ვწევ.
- მეთვითონაც გავაკეთებ - სარკისკენ ვბრუნდები და მაზის წასმას ვიწყებ.
- რა გავაკეთო მითხარი ახლა მაინც ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. მაგრამ მაცლი? - მიყურებს გაღიზიანებული და ტელეფონს იღებს.
- აუფეთქებია ანდრიას ტელეფონი- უცნაური ღიმილით მაცქერდება და კითხვას მისვამს - გინდა წაგიყვანო იქ? მასთან?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ .
- ვერ გაიგე არა წერან რაც გითხარი? აწი დაივიწყე ანდრია. ის აღარც მიგიღებს. თავს ნუ დაიიმედებ. - ცეცხლივით ვენთები ამ სიტყვების მოსმენისას მაგრამ თავს ვიკავებ. ერთი სული მაქვს ამ ბინიდან მშვიდობიანად გავაღწიო და ბებოს დავუბრუნდე სასწრაფოდ.
- ესე რომ იწყენ და თავს ხრი შენი ჩახუტების სურვილი მიტანს. ძალია საყვარელი ხარ ყველაფერთან ერთად. ველური, მოურჯულებელი და საყვარელი, მაგარი ტანდემია. იცი რაღაც მინდა ვცადო თავიდან და მენდობი?- მეკითხება და ცბიერი ღიმილით დამყურებს ზემოდან.
- არა რათქმაუნდა - გაოცებული და გაღიზინებული ვპასუხობ და წარბაწეული შევყურებ. მგონი ვერ არის. ვენდობი კი არა ჩემი ნება რომ იყოს 100 მეტრზეც არ მოვუშვებდი .
- დავაშავე - დანანებით აქნევს თავს - არ უნდა მეკითხა. -ამატებს სწრაფად, იხრება და კოცნას ცდილობს. ხელებით ვაკავებ და გულზე ვაწვები. ვცდილობ თავიდან მოვიშორო მაგრამ არ გამომდის. ორივე ხელზე მეჭიდება, ზურგს უკან მიჭერს და ისევ ტუჩებს უბრუნდება.
- შენ არ მითხარი აღარ ვიძალადებო? ხომ შემპირდი რომ ჩემი სურვილის წინააღმდეგ არ შემეხებოდი. - მის მოძალადე ტუჩებს შორის ძლივს ამოვთქვი სიტყვები და ისიც შეჩერდა.
- შენ ვფიქრობ კიდევ დიდხანს მალოდინებ, მე კი მეტად აღარ შემიძლია თავის შეკავება. ასე რომ აკრძალული კოცნები თავად უნა მოვიპოვო.- ლაპარაკში მაყენებს და კედელს მაკრავს. - ეს ყველაფერი ჩემია და არ ვაპირებ დათმობას. - დაამთავრა თუ არა ოცნებ ისევ ტუჩებზე დამაცხრა. კედელს მიბჯენილს გასაქანს არ მაძლევდა. მკოცნიდა ფრთხილად და ნაზად. მაგრამ ეს ცემთვის მაინც ძალადობა იყო. არ მინდოდა მისი შეხება ის კი მაიძულებდა და სურვილის ასასრულებლად არანაირ ტკივილს არ ერიდებოდა. ყველანაირად ვაიგნორებდი მის კოცნას, ფერებასა და ჩურჩულს. ხესავი ვიდექი და ველოდი როდის შემეშვებოდა.
- გაცერდი გთხოვ - ამოვიძახე ბოლოს განადგურებულმა და განტავისუფლებული სახე მივაბრუნე. - სემეშვი ალექსანდრე რა ვერ გაიგე არ მინდა შენთან. დამანებე თავი.
- მერე ვინ გითხრა რომ მე მინდა შენთან? მე შენ მინდიხარ. ერთი კვირა და დაუბრუნდები შენს განდეგილ ცხოვრებას, არ გინდა სასიამოვნოდ მოსაგონარი გაიყოლო თან?
- ესაა სასიამოვნოდ მოსაგონარი? ძალადობ და მამცირებ. ეს უნდა გავიხსენო ბედნიერად?- ვყვირი გაღიზიანებული და თავიდან ვიშორებ აბეზარ ბიჭს.
- თინია მეტად აღარ გაგიმეორებ, ცემს ძმაზე მეტად სიტყვა არ დაგცდეს და შეეშვი მასზე ფიქრს. ეგ დახურული თემაა. შენთვისვე ჯობია არაფერი გაიგოს იმაზე რაც ჩვენს შორის ხდება.
- გაგიჟდი ხო? არაფერიც არ ხდება ჩვენს შორის და არც არასდროს მოხდება. შემეშვი და სახლში წამიყვანე.
- მიდი აბა გარისკე და უთახი ანდრიას ერთი სიტყვა მაინც თუნდაც ამ ბინაში ყოფნაზე. იცი ღამე სანდროს ბინაში გავატარე მაგრამ მე მაინც შენ მომწონხართქო და ნახავ რასაც მიირებ შედეგად. შენ ანდრია ცემსავიტ თბილი და ალერსიანი ხომ არ გგონია? მაცადე ახლა მხოლოდ კოცნა მინდა შენი, ზედმეტებში არ გადავიჭრები. - ისევ ჩემსკენ მოიწევს მაგრამ გვერდზე ვხტები და საშინელი ხმით ვემუქრები - კიდევ ერთ ნაბიჯნს გადმოდგამ ჩემსკენ და საშინელებას ცავიდენ. ალექსანდრე გპირდები ნამდვილ თინიას გაგაცნობ. კიდევ ერთი ნაბიჯი. -გიჟივით ვიქნევ ხელებს და ტუმბოდან მინიატურულ ვაზას ვირებ.
- კარგი ხოო დაწყნარდი. - ხელებს მაღლა წევს და საწოლზე წვება. - შენ რა გიჟი ყოფილხარ. დღეს აქ ვრჩებით, ამ სახით უკან ვერ დაბრუნდები. დავიძინოთ და ხვალ ადრიანად დავბრუნდეთ სახლში.
ვაზას მჭიდროდ ვიკრავ გულზე, სავარძელში ვჯდები და ფეხებზე ხელს ვიხვევ. ძალა გამოცლილი ვარ, თავი გვერდზე მივარდბა. ალექსანდრეს შევყურებ და ვრწმუნდები რომ მისგან საფრთხე არ მელოდება. სავარძლის საზურგეს ვეყრდნობი და ალბათ წამებში ვითიშები.
დილით საწოლში მეღვიძება, ზეწარში გახვეულს. წამოდგომას ვცდილობ მაგრამ მთელი სხეული მტკივა. ხმადაბლა ვვოხრავ და ალექსანდრეს ხმაც ისმის საპასუხოდ.
- აბაზანაში ვარ.- თუ გინდა შემომიერთდი. ზეწარს ვიხვევ და მასტა გავდივარ. სახეზე წყალს ვისხამ და მის საუბარს საერთოდ ვაიგნორებ. უკან დაბრუნებული სხეულს ვიფუთავ და სახეზე ისე იმ მაზს ვისვამ. მართლაც სასწაულმოქმედი ყოფილა ჩემთვის ვფიქრობ და გაპრიალებულ სახეზე ხელს ვიტარებ.
თორმეტ საათზე სახლში ვბრუნდებით. ყველაზე მეტად ბებოსთან შეხვედრა მიჭირს. სახლში მგონი არავინაა. ბებოს ვეხვევი და ვკოცნი.
-სად იყავი ბებო აქამდე? - მეკითხება მკაცრად და დაჟინებით მიყურებს.
-ქალაქი დავათვალიერებინე თინა ბებო, ახლა მცხეთიდან მოვდივართ- ჩემს მაგიერ ეპასუხება სანდრო და მეგობრულად მიღიმის. პასუხად ბებოსგან საყვედურს ვისმენ "ამას გასწავლიდი, მთელი ღამე სახლში არ მოხვიდე და ქუჩა-ქუჩა იხეტიალეო?" მე სირცხვილისგან მგონი ვიწვი, ოთახიდან გამოვრბივარ და კიბეებთან ანდრიას ვეფეტები. ოღონდ ახლა არა, გაკივის გონება და დაბნეულმა არ ვიცი რა ვქნა. მორიდებულად ვუღიმი ანდრიას და გვერდს ვუვლი, ქვემოდან მისი და ალექსანდრეს საუბარი მომესმის. მაგრამ კიდევ უფრო ვუმატებ სიჩქარეს ოთახში შევრბივარ და აბაზანაში ვიკეტები. როგორმე უნდა ჩამოვირეცხო ეს სირცხვილი. მთელი საათი ვიხეხავ ტანს და ისევ მარიტას ძახილი მაფხიზლებს. ვიცვამ საძინებელში შევდივარ და მთელი ძალით ვეხვევი მარიტას. საწოლზე მაწვენს გვერდით მიწვება და მის თბილ ხელებში გატრუნულს ისევ მეძინება.
ოთხ საათამდე მძინავს. მარიტას კაკუნი მაღვიძებს. ოთახში შემოსული ბარათებს მირის საწოლზე და საყიდლებზე მიმარბენინებს. მასთან გატარებული ყოველი წუთი ბედნიერებით მავსებს და საუკეთესო ხასიათზე მაყენებს. უამრავ რამეს მყიდულობს და ყველაფერზე არგუმენტად "აუცილებელიას" მეუბნება. ექვსისკენ ღია ბარში შევდივართ და მის მომლოდინე მეგობრებს ვუერთდებით. ნახევარს მათგან ვიცნობ და ხალისიანად ვესალმები. დანარცენს მარიტა მაცნობს. ერთ-ერთი ბიწი სახელად გიგი სკამს მოარბენინებს, მის გვერდით იდგამს და მეპატიჟება. მარიტას შევყურებ, მხრებს ვიცეჩავ და გიგის გვერდით ვთავსდები. მართალია კითხვებით მოსვენებას არ მაძლევს და აშკარაა მოვწონვარ. მაგრამ მაინც სასიამოვნოდ ვატარებ დროს და მალევე ვტოვებთ ყველანი ერთად ბარს. გზაში გიგი ერთ-ერთ მაღაზიაში შერბის და უკან უზარმაზარი ჩალისფერი ფრიალა ქუდით ბრუნდება. ჩემთან მოდის და ქუდს თავზე მახურავს. "შენს კულულებს ძალიან მოუხდებაო". მის საქციელზე მეღიმება და მადლობას ვუხდი. ბავშვები უუს ძახილით გამოხატავენ ემოციებს და გიგის არჩევანს უქებენ ოღონდ რისას ვერ ვხვდები.
მოულოდნელად მარიტა ყველას გვაჩერებს "იდეა მაქვსო" გაყვირის და ყველას ჩვენთან ეპატიჟება სახლში საღამოს 9 საათზე. გიჟია ეს გოგო. "თინიას სასახელო წვეულებაა" ხელს უქნევს ყველას და ტაქსიში მტენის.
სახლში მისული განკარგულებებს იძლევა და ეზოს წვეულებისთვის აწყობს. მერე ოტახში ქარბობალასავით მივარდება და ჩემს შერჩეულ გრძელ ვარდისფერ კაბაზე ძალიან სერიოზული სახით მიქნევს თავს.
- ეს დეკოლტე ყველას გააგიჟებს- აცხადებს გაიმებული და ლამაზ თმისსამაგრს მოარბენინებს ოთახიდან. მაწყობს, მალამაზებს, თმებს ლამაზად მილაგებს მხრებზე და ტუჩებზე ვარდისფერ პომადას მისვამს. სარკეში ჩემს თავს ვაკვირდები და გაოცებული უკან ვიხევ, ჩემს წინ საკმაოდ გამომწვევ კაბაში გამოწყობილი მიმზიდველი გოგონა დგას. ნუთუ ეს მე ვარ? კარგად ვათვალიერებ საკუთარ თავს და ჩემს უკან სარკეში ანდრიას გამოსახულებას ვამჩნევ.
- რა ხდება აქ?- ოდნავ ჩახრიწული ხმით კითხულობს და თვალს მავლებს ზემოდან ქვემოთ. - ეს ტყის ნიმფა რატომაა პატარძალივით გამოწყობილი? - გაღიმებული აგრძელებს კითხვების დასმას და წინიდან მიდგება. ჩემს შემყურეს თვალები უფართოვდება და ტუჩები ეხსნება. მორიდებულად შევყურებ და თვალს ვერ ვწყვეტ. შავ პერანგსა და შარვალში საოცრად მიმზიდველია. ხელებს ვმუშტავ და მარიტასკენ ვბრუნდები.
- სად ხარ შენ აქამდე? რამდენჯერ დაგირეკე ადრიანად მოდითქო ანდრი?- ებუზღუნება ძმას და ლოყაზე კოცნის. შემდეგ ჩემსკენ ბრუნდება და გაცინებული აგრძელებს ტიკტიკს. - ჩვენი თინია ისე მოეწონა გიგის რომ, მგონი დრესვე წაიყვანს და რავი მეც გადავწყვიტე მზადყოფნაში დავახვედრო- კისკისებს ქალბატონი და ოთახიდან გადის.
- ხოო?- ზედმეტად "მხიარული" სახით მისვამს შეკითხვას ანდრია და თავზე გიგის ნაჩუქარ ქუდს მახურავს.- უხდება შენს ლამაზ კულულებს- მიღიმის და ლოყაზე მეალერსება- კარგი არჩევანია.
- ეს საჩუქარია- თითქმის ურჩულით ვპასუხობ.
- ვისგან?- მეკითხება და ჩემს კულულს თითით ეთამაშება.
- გიგისგან- ვაგრძელებ ჩურჩულს და უქუდოდ ვრჩები.
- არაფერში გჭირდება. თან ასე უკეთესად გიცანს სახე და შენი ლამაზი ტუცები.- იხრება და წინ სიცარიელე ხვდება. ოთახის სხვა კუთხეში გავრბივარ და გაბუტული სახით ვუყურებ.
- კარები ღიაა და არ შეიძლება ასე ანდრია. არასწორად ვიქცევით- ვაგრძელებ ბურტყუნს და თან თითებს ვიმტვრევ.
- რა გჭირს თინია? მოხდა რამე? რა დასჯილი ბავშვივით დგახარ მანდ. კარგი, თუ ასე იძაბები მაშინ გავალ და ქვემოთ დაგელოდები. მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ასე რატომ ხარ.- ინტერესით მაკვირდება თვალებში და მერე ოთახიდან გადის.
საღამოს დაძაბული ვატარებ. სამი მამაკაცის მზერა მაწუხებს და სად გავიქცე არ ვიცი. ალექსანდრე მარიტას და ლიკას აწვალებს,თან წამდაუწუმ ჩემსკენ აპარებს მზერას. გიგი თავს დამტრიალებს მაგრამ მოახლოების საშვალებას არ ვაძლევ. ანდრია კი, ანდრია თვალს არ მაცილებს სასმელს სვამს და აბეზარი გოგონებისგან თავის დახსნას სცდილობს. ნუთუ შეიძლება ახალგაზრდა გოგოები ასეთი უთვმოყვარეები იყვნენ. კაცს არ უნდიხარ, არ გეძახის, არ აინტერესებ და მაინც ყელზე ეკიდები. ანდრია დაახლოებით შვიდი გოგოს გარემოცვაში შეწუხებული სახით დგას და მაიცნ პასუხობს მათ კითხვებს. აწვდის რასაც ისინი თხოვენ და თან მე არ მაცილებს თვალს. ვერ ვხვდები რატომ მაგრამ მგონია რომ სპეციალურად არ მოდის ჩემთან. მაკვირდება, ჩემს ყველა ქცევასა და მზერას აკვირდება. მეც საშინლად ვიწყენ, ვითომ ბარისკენ მივდივარ კარებში ვძვრები და ბებოს ოთახს ვაფარებ თავს. ვეხვევი და ჩვენს სოფელზე ვფიქრობ. იქაური სიმშვიდე და სიმყუდროვე მახსენდება. როგორ სჭირდება ახლა ჩემს აფორიაქებულ სულს იქ ყოფნა. ყველა პრობლემას მოვაგარებდი იქ.
თითქმის ჩაძინების პირასა ვარ ოთახის კარი რომ იღება დ ვიღაცის გახშირებული სუნთქვა რომ მესმის. ვიწევი და კარისკენ ვიხედები, იქ კი აღელვებული ალექსანდრე მხვდება.
- გეძებდი- მეუბნება ხმადაბლა - მტელ სახლში, მეგონა წახვედი. წამოდი დავიძინოთ. უკვე ყველას ძინავს.მკვდარი საათია სახლში.
გვერდით ბებო კრთება თითქოს ეღვიძოს. ვაკვირდები და მის სუნთქვას ვაყურადებ მაგრამ მშვიდი ფშვინვა მესმის. ვდგები და ალექსანდრეს ცაბნელებულ დერეფანში მივყვები. კიბეებს მობილურით მინათებს და კარებთან მისულს ძალით მიმათრევს შიგ. კედეგზე მაკრავს და კაბას ზემოთ ექაცება. დაიწყო ისეევ. უკვე ყელში მაქვს მისი საქციელები. აღარ დავეძებ ოღონ მოვიცილო და სახეში სილას ვაწნი. ამაზე გიჟდება ტომარასავით მიკიდებს მხარზე და უკანალზე ხელების რტყმით საწოლისკენ მიმათრევს. ზედ მახეთქებს და თვითონაც ზედ ამოდის.
- ხომ არ იცი ანდრია და ლილიანა სად წავიდნენ წვეულებიდან ?- გასაღიზიანებლად მისვამს კითხვას და თან მიღიმის.
- არ ვიცი და არც მაინტერესებს, მთავარია შენ გახვიდე აქედან და მეტი არაფერი მინდა. კივილით ავიკლებ აქაურობას თუ სასწრაფოდ არ მომშორდები და გაბრძანდები აქედან. - ვემუქრები და თან სწოლიდან ვაგდებ.
- შენათან ერთად ძილი მინდა. გუშინ ისეთი თბილი იყავი, ისეთი ლამაზი რომ რა გამაძლებინებს ამაღამ უშენოდ?- მეკითხება გულუბრყვილო სახით და ჩემს მოქნეულ ხელს სიცილით იცილებს.
-გადიმეთქი ალექსანდრე რა ვერ გაიგე.- აბაზანის კარს ვარებ და თავით ვანიშნებ მიბრძანდეს.
- კარგი ხო, რა მოსაწყენი გოგო ხარ- ბებუზღუნება პატარა ბავშვივით და გასვლისას თმაზე მქაჩავს. მის ამ შტერულ საქციელზე მეცინება და კარებებს ვკეტავ ყველა მხრიდან.
საწოლში ვწვები მაგრამ ვერაფრით ვისვენებ. ძილი არ მეკარებს. საათი ოთხს უჩვენებს რომ ქვედა სართულიდან ხმაური მესმის. ვდგები ხალათს ვიცვამ და ჩუმად მივიპარები ბნელ დერეფანში. ბებოს მინდა დავხედო, სინამდვილეში კი მაინტერესებს ხმაურის მიზეზი ანდრია ხომ არ არის. ხელის ცეცებით მივუყვები და ასე ბრმად ვაგნებ კიბეებს. მოაჯირს ვეჭიდები და მკლავებს ვშლი. ცალი ხელით კედელს ვეხები რომ წონასწორობა სევინარჩუნო. უჩუმრად ჩავდივარ კიბეებზე. უფფ რა ცივია ქვა, ახლა მახსენდება რომ ფეხშიშველი ვარ და სკუთარ უყურადღებობაზე ვბრაზდები.
"ერთი საფეხური" ვითვლი გონებაში "ორი" ... "სამი" ... "ოთხი" ... "ხუთი საფეხური" ... "ექვსი" და ვიღაცის თბილ სხეულს ვასკდები. "ვაის" ჩურჩულით ვიცხადებ შეშინებული დ ერთი საფეხურით უკან ვიხევ.



№1  offline წევრი Salivan

ბოდიში ბავშვებო შეცდომებისა და დაგვიანებისთვის. კომპიუტერს არ მიმაკარეს. არც თხოვნამ გაჭრა და არც შოკოლადის ტორტმა. მსხვერპლი ვარ!
მომენატრეთ ეს დღეები, თქვენი ვარაუდები მომენატრა. თინიაზე ზრუნვა და მისი მომავლის განჭვრეტა მომენატრა. თქვენი მხარდაჭერა იმდენს ნიშნავს ჩემთვის რომ იცოდეთ, სულ ღიღინ-ღიღინით დავბეჭდე ეს თავი. იმიტომ რომ ვიცი აუცილებლად მეტყვით თქვენს მოსაზრებას და დაიცავთ ჩემს ობოლ გოგოს. მიყვარხართ ყველანიი
პატივისცემით სალი

 


№2 სტუმარი ketis

ოხ ოხხხხ როგორ გელოდეოდიიიი მიდი დადე რა დგეს კიდევ არაა ესე ცოტა საკმარისი:(

 


№3  offline წევრი In ga

Dzaan kai iyo momewona dzaan momwons aleqsandre,andro ufro tbili da sayvarelia, aleqsandre ki dzlieri da amitom momwons ase dzaann da minda rom tinia da aleqsandre ertad darchnen... male dade

 


№4 სტუმარი კიკი

ვერ ვიტან ალექსანდრეს. ეს მოუცილებელი ჭირი ვინ არის? არ გამაგიჟოთ ხალხო ანდრიაა რბილი? არ გახსოვთ როგორ დაახასიათა ვაჟბატონმა ანდრია. მე კიდევ ველოდები როდის მიხვდება ანდრია და გაუერთიანებს ალექსანდრეს იმ მაცდურ ცხვირ-პირს. აი ასე მე ანდრიას და თინიას მხარეს ვარ. მაგარი გოგო ხაააააააარრრრრრ. ოღონდ დროზე დადე რა

 


№5 სტუმარი Guest Nano

Oh shenze dzalian nawyeni var ,ai dzalian, sad xar genacvale? :D ramdeni xania gelodebi, sul dagviviwye :-( arada istoria mainteresebs, . . .istoriis kitxvisas saocar siamovnebas vigeb. . . Male dade axali tavi, gtxooovv !! Gabutuli var , :p

 


№6  offline წევრი Salivan

ketis
ოხ ოხხხხ როგორ გელოდეოდიიიი მიდი დადე რა დგეს კიდევ არაა ესე ცოტა საკმარისი:(

მეტი სიახლის დადება არ შემიძლია, დღეში მხოლოდ ერთი. თორემ სიამოვნებით :) მპუა

In ga
Dzaan kai iyo momewona dzaan momwons aleqsandre,andro ufro tbili da sayvarelia, aleqsandre ki dzlieri da amitom momwons ase dzaann da minda rom tinia da aleqsandre ertad darchnen... male dade

ვეცდები ყ ელანაირად რომ არ გალოდინოთ. მადლობა მხარდაჭერისთვის.

კიკი
ვერ ვიტან ალექსანდრეს. ეს მოუცილებელი ჭირი ვინ არის? არ გამაგიჟოთ ხალხო ანდრიაა რბილი? არ გახსოვთ როგორ დაახასიათა ვაჟბატონმა ანდრია. მე კიდევ ველოდები როდის მიხვდება ანდრია და გაუერთიანებს ალექსანდრეს იმ მაცდურ ცხვირ-პირს. აი ასე მე ანდრიას და თინიას მხარეს ვარ. მაგარი გოგო ხაააააააარრრრრრ. ოღონდ დროზე დადე რა

კიკი თქვენს კომენტარს მოუთმენლად ველიხოლმე. მადლობა საყვარელო, როგორი ქომაგი ხართ სიყვარულის.

Guest Nano
Oh shenze dzalian nawyeni var ,ai dzalian, sad xar genacvale? :D ramdeni xania gelodebi, sul dagviviwye :-( arada istoria mainteresebs, . . .istoriis kitxvisas saocar siamovnebas vigeb. . . Male dade axali tavi, gtxooovv !! Gabutuli var , :p

ოღონდ შემირიგდი და ხვალვე დავდებ ახალ თავს. ვერ ავიტან ჩემი მკითხველები გაბუტულ მდგომარეობაში კითხულობდნენ ისტორიას. :))) ხვალვე!!!

 


№7 სტუმარი natia

Dedaa axla guli maqvs cudad. Imaze unda vidarso andriam ar gaigos tore mere dagupulia cveni gogo.

 


№8 სტუმარი Guest Nano

Dagelodebi xval :-* mikvarxar

 


№9  offline აქტიური მკითხველი select

Salivan
ბოდიში ბავშვებო შეცდომებისა და დაგვიანებისთვის. კომპიუტერს არ მიმაკარეს. არც თხოვნამ გაჭრა და არც შოკოლადის ტორტმა. მსხვერპლი ვარ!
მომენატრეთ ეს დღეები, თქვენი ვარაუდები მომენატრა. თინიაზე ზრუნვა და მისი მომავლის განჭვრეტა მომენატრა. თქვენი მხარდაჭერა იმდენს ნიშნავს ჩემთვის რომ იცოდეთ, სულ ღიღინ-ღიღინით დავბეჭდე ეს თავი. იმიტომ რომ ვიცი აუცილებლად მეტყვით თქვენს მოსაზრებას და დაიცავთ ჩემს ობოლ გოგოს. მიყვარხართ ყველანიი
პატივისცემით სალი

არაუშავს მე აქ ახალი ვარ და დღეს წავიკითხე ყველა ერთი სული მაქ როდის დადებ ახლა მეც ტინიასთან ერთად განვიცდი ეს ალექსი მართლაც რომ საზიზღარია მაგრამ ახლა ანდრეასი მეშინია რომ გაიგოს რას იზამს მოკლედ მაგრად ვარ ჩაფიქრებული და მალე დადე რა ველოდები ახალ თავს კარგად წერ heart_eyes heart_eyes

 


№10 სტუმარი mtvaro svani

eg gogo normaluria saertod?imis mere rac gauketa rogor dayveba?saertod am saxlshi rogor cherdeba?kargi raa

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra sazizgaria aleqsandre nervebs maglejs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent