შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვრო სიყვარული! (სრულად)


17-10-2016, 19:04
ავტორი მარიამო))))
ნანახია 4 978

დრო ზოგჯერ გვაშორებს ადამიანებს, ხან კი გვახვედრებს.. დროის სისასტიკისგან არავინ არ ვართ დაზღვეულები.
დრო ხან იქით - ხან კი აქეთ წაგვიყვანს.
დრო თეატრია - ჩვენ კი მისი პერსონაჟები ვართ.
ჩვენი ცხოვრებია ასეთია, მუდმივად ვთამაშობთ.
ზოგი კარგად ზოგიც ცუდად.
ქარი ისევ ქრის და მზეც ისევ ანათებს!
თბილისში კი კვლავ ხმაურია, სწორედ ეს მიყვარს მასში.
ახლა თბილისის ქუჩებს მივუყვები და ვფიქრობ რამდენი წელი გავიდა..
მე ისევ აქ ვარ.
ვერ ვიტყვი რომ ისევ ისეთი, თუმცა ისევ ის მარიამი.
ისევ იმ სევდიანღიმილიანი.
მივუყვები და ვფიქრობ, თუმცა არც კი ვიცი რაზე ან ვისზე.
თუმცა ამ ადგილზე სულ ის მომენტი მახსენდება როცა მას პირველად შევხედე, არც იმაზე მიფიქრია ცოტა მორიდებული ვყოფილიყავი და არც იმაზე რომ შეიძლებოდა მარცხნიდან ან თუნდაც მარჯვნიდან მომავალ მანქანას გავეტანე,არა!
პირდაპირ გადავჭერი გზა და ჩავეხუტე!
ეს სასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში!
თუმცა ამ ცხოვრებაში ყველაფერი იფერფლება და ყველაფერი მთავრდება! (ამაზე არავინ არ შემედაოთ!)
ყველაფერი ჩემი ბრალია! ჩემი უაზრო და დიდი ტყუილით თითქოს შევაჩერებდი მის წასვლას, არა რაც მართალია მართალია ის ჩემთან იყო დიდი ხნით, მაგრამ ბოლოს მაინც ჰომ წავიდა...
აბა რა იქნებოდა კაცს რომ წლობით მოატყუებ წავა აბა რას იზამს, თუნდაც ძალიან უყვარდე წავა, გაიჯახუნებს კარებს და წავა უკან მოუხედავად..
ნამუსის ნატამალიც აღარ მქონდა შერჩენილი, ჩემი თავი მძულდა. იმდენს მივაღწიე თავი შევაყვარე და ბოლოს გავანადგურე.
ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, თითქოს ჩემთვის არც არაფერი მომხდარიყო, თუმცა არავინ არ იცის, მხოლოდ ღმერთმა იცის რა ხდებოდა ჩემს გულში.თითქოს გულის ყველა ნაწილი სათითაოდ დაიშალა, თითქოს ჩემი გული ხედ გადაქცეულიყო და თითოელი ფოთოლი სათითაოდ გაცვენოდა.
ღმერთო თავს არ ვიმართლებ! ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ, ჩემი საყვარელი ადამიანი საბედისწეროდ მოვატყუე და ცხოვრების ამდენი წელი,10 წელი სანაგვეში მოვუსროლე.
მე ის მიყვარს!
სიგიჟემდე მიყვარს!
არ ვიცი,
რატომ,
რისთვის
თუმცა სასწაულად მიყვარს!
ახლა მე ისევ მივუყვები იმ ადგილს სადაც პირველად შევეხე მის სხეულს, მის მწვანე თვალებს და წითელ ტუჩებს
და
ვიხსენებ იმ დღეს როცა სიმართლე ვუთხარი,
ახლაც მახსოვს როგორ აემღვრა მისი მწვანე თვალები ცრემლებით.
ვიხსენებ და ჩვენს სიმღერას ვუსმენ.
მივდივარ,და მახსენდება 4 წლის წინ როცა ეს ქვეყანა დავტოვე რა უბედური ვიყავი, ახლა როცა ისევ ამ ქუჩას მივუყვები, იმ ტანჯვის შემდეგ რაღაც შეიცვლება ვიცი.


მივუყვები ქუჩას და ვხედავ,
ზუსტად იმავე ადგილას, როგორც მაშინ ის ისევ იქ დგას.
ნუთუ დამთხვევაა,
ვფიქრობ გონებაში.
თუმცა არა ის იქ,
ზუსტად იმ ადგილას ის მე ისევ მელოდება!
არც ახლა არ მიფიქრია რომ შესაძლოა მანქანა დამეჯახოს,
არა!
გავიქეცი, გიჟივით და კვლავ მის თბილ სხეულში ავღმოჩნდი.
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
ყველაფრის მიუხედავად მას მე ვუყვარდი!
მხოლოდ ორი სიტყვა მითხრა და ქუჩას, ჩვენ საყვარელ ქუჩას გავუყევით,
-უსაზღვროდ მიყვარხარ!

მართალია ამ ისტორიის ნახევარი ბურუსითაა მოცული, თუმცა ვფიქრობ მაინც მოგეწონებათ :)))



№1  offline მოდერი zia-maria

anguished უნდა ვაღიარო,რომ მართლაც ბურუსითაა მოცული.

 


№2 სტუმარი Guest მარიამო))))

zia-maria
anguished უნდა ვაღიარო,რომ მართლაც ბურუსითაა მოცული.

და დამეთანხმებით ალბათ, ზუსტად ამაშია ისტორიის ხიბლი :))))

 


№3  offline წევრი mimimimo

არ მომეწონა, როგორც ისტორია.
ისტორია - არ იყო.
ჩანახატი იყო.
როგორც ჩანახატს - არა უშავს.
მაგრამ მაინც ემოცია აკლდა.

 


№4  offline წევრი Mirranda Qavtaradze

მგონი რომ ჩანახატს უფრო გავდა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent