შემოდგომის შვილები 6.
შემოდგომის კიდევ ერთი პლიუსი იცით რაარის?სითბო...ბევრი სითბო საყვარელი ადამიანებისგან. ისინი გეხუტებიან, გეფერებიან და გათბობენ. დივანზე ჩაფიქრებულს კარზე ბრახუნი მაფხიზლებს და უხალისოდ ვაღებ კარს. გაღიზიანებული თუკა შემოდის და უკან ნიკუშა მოყვება - რაგჭირთ? ვკითხულობ ურცხვად თითქოს და არ ვიცოდე რაც ხდება - შენმა დაქალმა თავი რაღაცას ნამდვილად მიარტყა ანერვიულებული ნიკა გადაპარსულ თავზე თითებს იტარებს და სიგარეტს უკიდებს - ნიკა აქ ვეწევით - ხო ხო მაპატიე აივანზე გადის და კარს კეტავს, თუკა კი გვერდით მიჯდება და მეხუტება - მაპატიე რა ხომ იცი ნიკუშა როგორიც არის - ვიცი, ბოდიშს ნუ მიხდი საუბარს ვაგრძელებ მოჩვენებითი მხიარულებით და დაქალს ვთხოვ ჩემს გამო ნუ ეჩხუბება ნიკოლოზს, ვარიგებ ერთმანეთს და მალევე მარტო ვრჩები. ისევ ჩემი ოთახისკენ მივიწევ და გული მეკუმშები იქ მისი სუნი, რომ აღარ მხვდება. მინდა სიგიჟემდე მინდა ახლა, ამ წამს მისმა გამაბრუებელმა სუნმა ამიწვას ნესტოები და ცრემლებამდე მისული მატრასზე ორად ვიკეცი. მცივა. მცივა, მაგრამ გათბობას შეგნებულად არ ვრთავ მე სხვანაირად მცივა გესმით სხვანაირად. დიდ შარში გავყავი თავი და აი ამიტომ სცივა ჩემს სულს. დილით სხვა დღეებთან შედარებით თბილად ვიცვამ და უნივერსიტეტისკენ ვიღებ გეზს, ჩამოვდივარ თუ არა დაბლა ისევ ვამჩნევ ლევანს და მეღიმება, თუმცა შეუმჩნევლად. გვერდს ვუვლი და არ ვიმჩნევ - გუშინ მომესალმე მაინც მესმის მისი გაბრაზებული და თან ღიმილიანი ხმა და მეც ვიღიმი, მისკენ ვბრუნდები და სახეს ვასერიოზულებ მოჩვენებითი გაბრაზებით - ლევან ? - ნინა? მპასუხობს ისიც ზუსტად ჩემნაირად და ხელებს იჯვარედინებს პატარა ბავშვივით - რა გინდა ლევან? - რატომ გიყვართ ქალებს ყველაფერზე სახელის დარქმევა?რა უნდა მინდოდეს დილით მიმყავხარ უნივერსიტეტში მეტი არაფერი ნინა მიღიმის და კორპუსიდან მამაჩემი ჩამოდის ჯერ გაბადრული, შემდეგ კი სახე ეცვლება და კითხვის ნიშნიანი სახით მიყურებს, ღმერთო იმდენი ექსპერიმენტი ჩავატარე იმდენჯერ მომიწია სახლში ჩხუბი თუნდაც ტატუს, თმის, პირსინგის გამო და მაინც ვერ შეეჩვივნენ ამ ტრადიციულ მშობლობას ეს ხალხი. თვალებს ვატრიალებ და მამაჩემს ვანიშნებ, რომ ისეთი არავინ არის, თუმცა დედაჩემს ვერ ვცდები - ვაიმეეე ეს მაგარი მანქანა სევ აქ დგას გაყვირის ბედნიერი და სირცხვილისგან სად წავიდე არ ვიცი - უი ჩუმდება დედა, როცა ლევანს ამჩნევს - მე თამუნა - ლევანი ხელს ართმევენ ერთმანეთს და მამას სიგნალის ხმა აფხიზლებს დედას და მანქნაისკენ გარბის თან ჩუმად მეჩურჩულება - შენთან თუ იყო ვერ თქვი? მერე ხმამაღლა მეძახის - ნინა აბა კი წაგიყვანდით, მაგრამ ... თან კისკისებს და მამასთან ერთად უჩინარდება. რატომ ვარ დედისერრთა მეტყვის ვინმე?გაბუსხული ლევანს მივშტერებივარ - გინდა, რომ მთელმა სამეზობლომ გაიგოს ვირაც ბიჭი, როგორ მაკითხავს დილაადრიან?ჩემებს ისედაც ჩემი შეყვარებული გონიხარ მემგონი ახლა მართლა ვბრაზობ - შენნაირ გოგოს არამგონია გადარდებდეს მეზობლები ნინა ჩემსკენ მოიწევს და წინ მესვეტება შავი თვალები უელავს, პატარა ცხვირთან გაჩენილ ჭორფლებს ვამჩნევ და მეღიმება. სქელს ტუჩებზე ენის წვერს ატარებს და ისე მიღიმის ვიბნევი. - სულ ასე თხლად, რატომ დადიხარ? მეჩურჩულება და მარცხენა ხელს მკლავზე მისვამს, მარჯვენათი კი თმას მიწევს და ოდნავ ეხება ჩემს ლოყას. ვხედავ სასიამოვნოდ ეხუჭება თვალები და კბილებით ქვედა ტუჩს იჭერს. იმდენად ვიბნევი თავადვე ვეუბნები - წავიდეთ ლევან თითქოს ოცნებიდან რეალობას უბრუნდება, წელზე ხელს ნაზად მხვევს და მანქანისკენ მიბიძგებს. გზაში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ Tomcraft - Loneliness დაბალ ხმაზე ჩართული მელოდია არღვევს მომაკვდინებელ სიჩუმეს. ისევ ბავშვების სახეები, ისევ ჩემზე ჭორაობა და ისევ ლიკუნას სახე. გადმოვდივარ თუ არა უკვე გულის რევის შეგრძნებას ვგრძნობ ამდენ ჭორიკანას, რომ ვუყურებ და გააზრებას ვერ ვასწრებ ლევანი ისე მკიდებს ხელს ხელზე და ტუჩებთან მიაქვს ჩემი ხელი საკოცნელად, ძალაუნებურად მეხუჭება თვალები და გულის ფეთქვას ვგრძნობ. ხალხის ყვირილს მოვყავარ გონს და ლევანი სწრაფად მიშვებს ხელს სადღაც მთელი ძალით გარბის და მეც უკან მივყვები. უნივერსიტეტის უკან სანის ვამჩნევ ათასი კაცი ეხვევა და ეკითხება როგორ არის, ლევანი სასწრაფოდ მივარდა ბრბოს და მეც უკან გავყევი, მანქანას ბოლი ასდიოდა ყველაფერი დამავიწყდა ლევანზე სწრაფად მგონი მე მივედი მასთან და მოვეხვიე.თუმცა ინსტიქტურად ლევანმა გამწია და სანის სახე ხელებში მოიქცია. - შეჩე მა რა გჭირს ჰა ?რამე მოგივიდა?გტკივა რამე?სასწრაფოს დაუძახეთ ეკითხება ლევანი და თან ანერვიულებული ყველაფერს უთვალიერებს, სანი კი იცინის და ეხუტება თან ჩახლეწილი ხმით ეუბნება - რა უნდა მომსვლოდა, მსუბუქი ავარიაა - ღმერთო დიდებულო მერამდენი ავარიაა მერამდენე? ნერვიულობა ბრაზში გადასდის და გაყვირის, სანის სახეზე ღიმილი არ იცვლება ლევანისაზე კი ბრაზი, მანამ სანამ თეთრ პერანგზე სისხლს არ ამჩნევს - სანიიიი გაყვირის და პერანგის გახევას უწყებს - კარგად ვარ ლევან კარგად ნეტა რა გეშველებოდა უჩემოდ არ აცდის პერანგის გახსნას და ეხუტება ძმაკაცს. ვუყურებ ორივეს და ვხვდები, რომ ძალიან დიდ შარში ვარ, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ და ახლა მ ე ვხდები მათი დაპირისპირების მიზეზი და წამით ჩემი თავი სიგიჟემდე მძულს. სანი ამჩნევს ჩემს სახეს და ტუჩის კუთხეს შეუმჩნევლად ტეხს. ვიბნევი. მასთან სულ დაუფიქრებლად ვიქცევი, ახლაც დაუფიქრებლად გავიქეცი და ჩავეხუტე, კიდევ კარგი, რომ ლევანს არ მოუქცევია ყურადღება. სანის მზერაზე მაჟრჟოლებს და სწრაფად ვტოვებ იქაურობას. - როგორ არის? მეფეთება გზაში ერთი გოგო - კარგად არაფერია მეორე მესამე მოყვება და ყველა ერთად მაყდება - ეტკინა რამე ?როგორ არის? მათ ნერვიულობაზე ვფიქრდები და ვასკვნი, რომ იმისდამიუხედავად იციან სინამდვილეში ვინც არის, გოგოები მაინც ჭკუას კარაგვენ მასზე. უკან ვაბრუნებ თავს და სანიზე შემოხვეულ გოგონას ვამჩნევ კისერზე ხელები მაგრად მოუჭერია და ყურთან კოცნას უტოვებს თან "მომტირალი"სახით ეჩურჩულება რაღაცას. ახლა დიდი სიაამოვნებით მივალ და მაგ გოგოს სახეს ჩამოვუღებ, ღმერთო ახლა გავგიჟდები როგორ ეტმასნება ზედ - ასე ფართოდაც არ გინდა ეჭვიანობის სცენები კისკისებს ელენა და ვკრთები - ელე გული გამისკდა - ლევანმა მოგიყვანა, სანი მოგწონს ჰა იტყვი რაგჭირს? - გაორების პროგრესში ვარ ელე, არ ვიცი ნუ მკითხავ. ვდუმდებით და შენობაში შევდივართ, ლექცია უღიმღამოთ იწყება, წვიმს...უაზროდ წვიმს და შემოდგომისგან გახუნებული ბოლო, ყვითელი ფოთოლიც, მოწყვეტით ვარდება ხიდან ძირს. კარის ბრახუნის ხმაზე ვუბრუნდები რეალობას და ხელში ლევანი მრჩება - ლევან რახდება? კითხულობს ლექტორი - რახდება პატივცემულო და ომია ომი ისეთი სერიოზული სახით ამბობს ლამის ყველა ვიჯერებთ და მერე თვითონ როხროხებს - რა უნდა ხდებოდეს ექსკურსია და მთელი ამბები პატივცემულო, ბავშვებო აბა ჩალაგდით მივდივართ კოჯორში. წამოვიშალეთ და გარეთ გასვლა დავიწყეთ, ბოლოს მივდიოდი წელზე ხელი რომ შემომხვია ლევანმა და ცარიელი აუდიტორიის კარი დაკეტა. - სად გამეპარე კარებზე მიმაკრა და სტაფილოსფერ თმას ნაზად შეეხო - არ გავპარულვარ არ გეცალა ლევან მისი მოშორება ვცადე, თუმცა უშედეგოდ. - ჩემი მეგობარი იყო ცუდათ ბოდიში უყურადღებოდ, რომ დაგტოვე უბრალოდ გული გამისკდა გესმის? მეჩურჩულებოდა ყურთან - ძალიან მიყვარს და მეგონა მოკვდა, ისეთი ხიფათაა. აუცილებლად გაგაცნობ გიჟდებიან ქალები მასზე. თვალი ჩამიკრა და კარი გამოხსნა, მისი სუნთქვისგან გაბრუებულმა ძლივს გავიკვლიე გზა - გარეთ დაგელოდბი მანქანით წაგიყვან მომაძახა და გარეთ გავიდა, სასწრაფოდ მჭირდებოდა საპირფარეშო, მეორე სართულზე ავირბინე და წყალი შევისხი სახეზე. სანი ჩემში სხვანარად შემოდის, ლევანი კი უბრალოდ მაბნევს არ ვიცი არაფერი ვიცი გარდა იმისა, რომ ორივეს უნდა შევეშვა. - გაიყინები ბოხმა ხმამ შემაკრთო და სიგარეთ მოკიდბული სანის თვალები შევნიშნე . ახლა მისი ლაჟვარდისფერები გაშავებულიყო და უპეები ჩაწითლებულიყო. ახლაც არ დავფიქრებულვარ ისე მოვეხვიე და მისი სურნელი შევისუნთქე - კარგად ხარ ? ვკითხე თბილად და უფრო ძლიერად მივეკარი, თუმცა ხმა არ ამოუღია. ხელიც კი არ მოუხვევია ჩემთვის, ამან ცოტა დამაბნია და განზე გავიწიე - გტკივა რამე>? ისევ დუმდა, მე კი გაგიჟებულმა აღარ ვიცოდი რა მეთქვა - სტაფილოსფერი სხვაფერი მეგონა, თურმე ისიც შავი, თეთრი, ლურჯი და მწვანეა. სხვა დანარჩენი ფერებივით მითხრა ძალიან მშვიდად და სიგარეტის კვამლი სახეში მომაბოლა. - რამოხდა ? ხმა ამიკანკალდა და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. იქვე ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა თვალებში ჩამაშტერდა. - მესმის, რომ ჩემთან ვერ იქნები ვერასდროს გასაგებია თვითონაც უჭირდა საუბარი და მეც გაკვირვებული მივშტერებოდი. - ყველაფერი მესმის, არც გთხოვდი არასდროს გაგეწირა ჩემთვის ყველაფერი, პირიქით. უბრალოდ ისე რატომ იქცევი, როგორც უკანასკნელი ქალი ნინა? მშვიდად განაგრძობდა საუბარს და უკვე პიკზე ვიყავი, რომ არ მეყვირა. - რა?არაფერი მესმის სანი ხმას ავუწიე - რატომ მაინცდამაინც ლევანი ნინა? ღრმა ნაპასი დაარტყა და კვლავ ჩემს თვალებში ჩაიძირა. ხმა ვერ ამოვიღე, არადა შემეძლო თავის მართლება. დავმუნჯდი და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. - გეკითხები ნინა? დავინახე მის თვალებში იმედგაცრუება დავინახე და მეტკინა, ძალიან მეტკინა ის რომ მეც ვატკინე - მითხარი სხვა ქალებით შენც რაღა ჩვენ ორს დაგვეჩალიჩე ნინა? რაფიდან ჩამოვიდა და ჩემთან ახლოს მოვიდა,ძალიან ახლოს იდგა თვალები დავხუჭე და გავირინდე. - სტაფილოსფერო შენ მხოლოდ ფერი ხარ, მხოლოდ ფერი თმაზე შემეხო და გაუჩინარდა, კარებთან რიგი იდგა მათ შორის ელენაც შევნიშნე გებადრული - გიორგიც მოდის, აუ იც.. სიტყვა გაუწყდა, როცა შემამჩნია განადგურებული - რა გითხრა? - საშინლად მოვიქეცი ელე საშინლად. კინაღამ ტირილი დავიწყე, თუმცა ვინ გაცადა, ლევანი შემოვარდა და გოგონებმა მოჩვენებითი პანიკა ატეხეს, მან კი დააიგნორა - ნინა რახდება?რამდნი ხანია გელოდები ?გტკივა რამე? სახეზე ხელს მისმევდა და გაფართოებული თვალებით მაკვირდებოდა - არა. არა ლევან - ძლივს ამოვილუღლუღე - არ მინდა ესქკურსია სახლში მინდა - არავიტარ შეთხვევაში წამოდი რა გაერთობი აი ნახავ პასუხის გაცემა არ მაცადა, მკლავში მწვადა და გარეთ გამათრია - მოხვალ ნინა ხასიათე, ელენა შენ ჩვენთან დაჯდები ? ელენამ გოგოებისგან შეწუხებულ გიორგის გადახედა, რომელსაც საერთოდ არ ახსოვდა ელენე და გაბარზებული ჩვენს მანქანაში ჩაჯდა, ლევანმა უკანა კარი გამიღო და მეც იქ მოვთავსი, ტავად კი მძღოლის გვერდით დაჯდა და ღვედი შეიკრა. - აი მოვა და წავალთ ახლავე არ მოიწყინოთ სახეზე ფერები გადამივიდა და ელენას ხელი მოვუჭირე, როდესაც საჭესთან სანი დაჯდა და სარკიდან გადმოგვხედა - გამარჯობათ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მანქანა დაძრა - გაიცანით გოგოებო ჩემი სიყვარული და სიცოცხლე სანი, ესენი ნინა და ელენა არიან ელენას წარდგენისას სანის თვალი ჩაუკრა და მხარზე დაარტყა ხელი ლევანმა, თუმცა სანის წარბიც არ შეუხრია. - გაიცინე გაგიჟდა გოგო გადაუჩურჩულა ლევანმა სანის, ესეც დააიგნორა მან. ლევაანი მთელი გზა იცინოდა და თვალს არ მაცილებდა, სანის კი ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა ნატალის ვწერდი პარალელურად და რჩევებს ვიღებდი "რა მიხვედრ აუნდა მაგას ოქრო?სანი მოგწონს გიჟდები მასზე, უბრალოდ ლევანი ბიჭია იმენა ბიჭია და მაგიტომ ხარ გაორებული" ელაა ჩემი ბავშვობის დაქალი კი საპირისპიროს ამტკიცებდა "სანის განსხვავებულმა იმიჯმა მოგხიბლა, თორემ როგორც მამაკაცი ხომ ხედავ ლევანი მოგწონს" ბოლოს თავს დავაჯერე, რომ ლევანი მომწონდა და არა სანი. თუმცა არც ერთთან ვაპირებდი ურთიერთობას, სანის გამოკვეთილი ყბები დავაიგნორე, რომელიც მაშინ ეკვეთებოდა კიდევ უფრო მეტად, როდესაც გაბრაზებული ძვლებს აჭერდა ერთმანეთს და ვეცადე დამეძინა. მანქანა გაჩერდა და ბიჭები გადავიდნენ - როგორ ხარ ? მკითხა ელენამ მზრუნველად - საშინლად არ დავუმალე და ცრემლები გადავყლაპე. - ვიცი ახლა რა დღეშიც ხარ, მაგრამ გაუძელი რა იქნებ გადახვიდე ამ უნივერსტეტიდან ან არ ვიცი ნინა, ნუ გეშინია ჩამეხუტა და ჩემს მხარეს კარი გაიღო, სანი ჩემსკენ მოიწია და კოკა-კოლა მომაწოდა ხოლო ელენას მხარე ლევანმა გააღო. ორიოდე წუთის წინ გავლებული აზრი,რომ ის კი არა ლევანი მომწონდა ჯანდაბაში გავუშვი, როგორც კი მისი სურნელი შეიგრძნო ჩემმა ფილტვებმა. გული საშილად ამიჩქარდა და შემთხვევით ჩემი ხელი, ფერადი ნახატებით მორთულ თითებზე შევახე. - მადლობ პასუხი არ გაუცია საჭესთან ადგილი დაიკავა და გზა განვაგრძეთ. დანიშნულების ადგილამდ ხმა არავის ამოგვიღია, ხანდახან მზრუნველად თუ გამომხედავდა ხოლმე ლევანი და თვალებით მეკითხებოდა რამე ხომარ მინდოდა, გაწითლებული სანის გავხედავდი ის კი ვითომ არ იმჩნევდა საჭეს ძლიერად ჩაბღაუჭებოდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. - როგორც იქნა ზმორებით გადმოვედით მანქანიდან და შევამჩნიეთ, რომ პირველები ჩვენ მივედით, რადგან დანარჩენები ავტობუსით მოდიოდნენ. სახლი უზარმაზარი იყო, ამაზე დიდი კი თავად ეზო ჰქონდა, ლევნმა გასაღბი ამოიღო და წინ წარგვიძღვა - სახლი შენია? გაოცდა ელენა - დაგავიწყდათ მგონი გურამ თავართქილაძის შვილივილი, რომ ვარ მაინც იამპარტავნა ლევანმა და სახლში შევედით. - ცივა დავიწუწუნე და ორივე წამებში წამოიჭრა - ეხლავე ავანთებ ბუხარს - შეშას მოვიტან ერთი ბუხრისკენ წავიდა, მეორე შეშისკენ. მალე სანი პლედით ხელში შევნიშნე მხრებზე მომაფარა და ანთბულ ბუხარს მიუჯდა, ელენა გიორგის დასახვედრად გავიდა. ლევანი კი ოთახებს აღებდა ბავშვებითვის და პარალელურად გათობას რთავდა ყველგან. მიხაროდა ჩემზე გაბრაზებული მაინც, რომ ზრუნავდა ჩემზე და ახლაც ის გრძობა მეუფლებოდა სახეზე შევხებოდი. - ისე არ არის ყველაფერი, როგორც გგონია დავიჩურჩულე და გავირინდე - არ მაინტერესებს ნინა, დავივიწყე უკვე ეს ამბავი არ მინდა ლევანთან ურთიერთობა გაიფუჭო მოსწონხარ თან სერიოზულად, სიე არა როგორც სხვები. სასმელი მოსვა და ბუხარს მზერა გაუშტერა - მე არ მომწონს - ხო როგორ არა ირონიით ამოიჩურჩულა, ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. - შენ მომწონხარ შენ იდიოტო ფეხზე წამოვიჭერი და ისე, რომ არ დავფიქრებულვარ მივახალე. იქიდან გამოვვარდი და ზევით გავიქეცი, არც მე ვიცოდი სად მივდიოდი. პირველივ ეოთახში შევვარდი და კარი გადავკეტე. - ღმერთო ჩემო ამოვიჩურჩულე და შემოვბრუნდი ნახევრად შიშველ ლევანს შევასკდი და წამოვიყვირე - ეს ჩემი ოთახია პატარა, მაგრამ შენ თუ გსურს ჩვენი იყოს ქამრისკენ გააპარა ხელი ლევანმა და წამოვენთე - უბრალოდ ოთახი ამერია სახელურს დავეჯაჯგურე, თუმცა ლევანმა არ გამიშვა დამიჭირა და მიმიხუტა - რა გემრიელი სუნი გაქვს რა გემრიელი იმეორებდა და სახეზე ნაზად მეხებოდა, არ მსიამოვნებდა არაფერი მსიამოვნებდა მისი, ხელი უხეშად გავაშვებინე - შემეშვი მეთქი და მაცადე კარის გაღება ისე უკმეხად მივუგდე თავადაც გაუკვირდა, კარი გავხსენი თუ არა გაოცებული სანი შემრჩა ხელში ჯერ მე ამათვალიერა მერე ლევანი და გულნატკენად ჩაეცინა - ქალები! ოხ ეს ქალები ეშმაკებს ტყუილად კი არ ეძახიან ქალებს. წარმოთქვა ირონიულად და ლევანს თვალი ჩაუკრა. - ისე არ არის როგორც გგონია ვეცადე ამეხსნა, ლევანი დავაიგნორე. მას კი გაეცინა - ნინა რას უხსნი?ეს ჩემი ძმა არის განა უცხოა ისედაც იცის, რომ არაფერია დამამშვიდა ლევანმა, მაგრამ მას არ ვუსმენდი სანის ჩაშავებულ გუგებს ვუყრუებდი და ვხვდებოდი როგორ ვტკენდი. საშინლად ვაწამებდი ადამიანს, რომელიც მემგონი მიყვარდა. გამარჯობათ ტკბილებო და თბილებო <3 არ გაკიცხოთ ნინა ძალიან, უბრალოდ არეული და გაორებულია. ველოდები თქვენს აზრს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.