შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულია ბედნიერება 2


18-10-2016, 17:59
ავტორი Mirranda Qavtaradze
ნანახია 1 342

გააფთრებული გაეცალა სახლს და წამში აღმოჩნდა სადარბაზოს შესასვლელთან.თვალებიდან ცრემლები ღვარღვარით სცვიოდა,ცდილობდა თავის შეკავებას მაგრამ ამაოდ.ჯედელს მუშტები დაუშინა და მთელი ძალითა და ღონით ურტყა იქამდე,სანამ ტკივილი არ იგრძნო.ხელები,გული ერთდროულად ეწვოდა ტკივილისაგან,ერთიანად ტეხდა და ანადგურებდა ეს ფაქტი,მამაკაცი რომელიც დედის გამო ადრე სიკვდილსაც გაბედავდა,დღეს სკამიდან ადგომასაც არ იკადრებდა.
ვინ იცის მის გულსა და გონებაში,ჩამალულ კუთხეებში სადაც ჩახედვა თვითონაც უჭირს,რამხელა ტკივილია ჩაბუდებული.ობობის ქსელებში გაბლანდული,დაგორგოლავებული და ერთ ნერვთან დაქვავებული..
დღე რომელიც ბედნიერებით სავსე უნდა ყოფილიყო,კოშმარად გადაექცა.

სახლში გამოკეტილ ანასტასიას უამრავი კითხვა აწვებოდა ტვინში,ღელავდა ძმის გამო რადგანაც იცოდა კარგს არაფერს მოიმოქმედებდა ამის შემდეგ.დადიოდა წინ და უკან,ბოლთას სცემდა და აღელვებული იხედებოდა შიგადაშიგ ფანჯარაში.
მეტის ატანა გაუსაძლისი გახდა,ჩაიცვა და გასწია გარეთ.
ავიდა ოთხ სართულიანი სახლის ბოლოს ართულამდე,რკინის ლამაზ კარებზე დააკაკუნა და ნერვიულად ფეხის წვალება დაიწყო.
-ანა?-შეწუხებული სახით დამდგარი ანა მეგობრის ნუგეშის მოლოდინში,მისი კარების წინაშე სასოწარქვეთილი გამოეცხადა,ეს ის ანასტასია აღარ იყო სიცოცხლით სავსე,მისი თვალებიდან სინათლე რომ მოდიოდა.მარიამი გაიწია და სახლში შეუშვა ანასტასია,კარი კი ფრთხილად მიხურა.ერთმანეთის პირისპირ ისხდა ორი შეცბუნებული გოგონა,რომელთას საუკუნე ერთმანეთზე არაფერი აღარ გაეგოთ.სიჩუმე მარიამმა დარღვია როდესაც ანასტასიას აცრემლიანებული ლამაზი მწვანე თვალები შენიშნა
-ანასტასია რამე მოხდა? რატომ მოხვედი -ცერად გახედა გოგონამ და წამოდგა
-კი მარიამ მოხდა,შენ კი ერთადერთი ხარ ვისთანად მიმესვლევინებოდა-გაოგნებულმა გოგონამ ახლა ანასტასიამდე მიავლაუფრო გაბედულად შეძლო,მის წინაშრ დაიხარა და ხელებში მოიქცია ჯერ კიდევ გაყინული ანასტასიას სახე
-რა მოხდა?
-მარი მესმის რომ იმ ყცელაფრის შემდეგ რაც ჩვენ ორს შორის მოხდა,უბრალოდ ....-ქვითინი უნებურად წასკდა გოგონას და თავი ჩაქინდრა დამნაშავედ.მარიამმა ცრემლები მოწმინდა და თვალებზე მომდგარი ცრელების ზღვა შეაკავა,რათა არ დაძაბულიყო სიტუაცია უფრო მეტად.
-არა ანა გაჩუმდი,არ გინდა მეტის გაგრძელება,მესმის და ბოდიშს ვიხდი შემს წინაშე მეც-შემოეხვია მონატრებულ მეგობარს და მისი მონატრება ერთბაშად მოითავა.
ანასტასიამ ყველაფერი მოუყვა რაც მის ცზოვრებაში მოხდა,ნოლო დღეების მანძილზე.მარიამმა ბრაზი ვერ დამალა,გაცეცხლებული წამოდგა და ცინიკურა იცინოდა.შემდეგ კვლავ დაჯდა და მთელი სერიოულობით დაიწყო ლაპარაკი
-ანასტასია მინდა რაღაც შემოგთავაზო,უარს არ მივიღებ-ჩაეცინა ეშმაკურად
-აბა გისმენ
-დღეს ჩემთან მეგობრები ვიკრიბებით,მას მერე რაც არ მინახიხარ ბევრი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან,ბევრიც ახალი შეემატა,ამიტომ მინდა გაგაცნო ყველა მათგანი.
ანასტასიამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ღრმად ჩაისყნთქა,დრო იყო აღარ ეფიქრა იმ საზიზღრობაზე რაც გადახდა თავს.ფეხზე წამოდგა და დაემშვიდობა მეგობარს,დაპირებ რომ საღამოს კვლავ შეხვდებოდნენ.


სახლის კარებთან მდგარი ლაშა ელოდა მომავალ ანასტასიას მომღიმარი სახით,ამ
უკანასკნელა რომელიც
მივიდა სახლის კარამდე შეხსნა შესასვლელი და დადუმებული ძმა შეუშვა პირველ რიგში.
უცნაურად ჩუმად იქცეოდა ლაშა,რაც არასდროს ჩვევია.ანასტასიამ
დიდხანს უყურა ასე წინ და უკან მოსიარულე ძმას,შემდეგ კი მოუთმენლად მაინც კითხა
-სად იყავი?-შეჩერდა მის წინაშე მისი ძმა და საკუთარი განადგურებული ხელები დის წინაშე სავსავით გაშალა.-ეს...ეს რა უბედურება ქენი ლაშა?-გოგონას სხეულში დიდმა შიშმა გაიარა,უყურებდა მის წინაშე დამხობის ძმას და გული ეწვოდა.არც ისე დიდხანს ისხდნენ ასე,ლაშა წამოხტა და გაღიმებული სახით მოიცვა ტყავის კურტკა
-მე ჩემს მეგობრებთან მივდივარ,მეორე გასაღები ჩამაბარე -ანასტასია უსიტყვოდ წამოდგა და ხელის გულებში ჩაუდო გასაღები.

საღამო როგორღაც გავიდა უაზრო გმინვაში,დრო იყო მარიამთან წასვლის.წყალი გადაივლო და ლამაზად გამოეწყო,შემდეგ კი ტაქსითი გაემართა მეგობრის სახლისკენ.შესვლის თანავე ყველა იქ მყოფმა ადამიანმა მისენ მიიხედა,ცოტა უხერხულად იგრძნო თავი მაგრამ არ შეიმჩნია
-გაიცანით ანა,ჩემი ძალიან დიდი ხსნის მეგობარი-ყველა მისკენ გაემართა,ასეთ თბილს დახვედრას ნამდვილად არ ელოდა .
მალევწ გაიხსნა შებოჭილი ანასტასია მათ წინაშე,და თავოსუფლად დაიწყო ლაპარაკი და ქმედება.თითქოს ყველა მათგანს ძალიან დიდი ხანი იყო რაც იცნობდა..
საღამო მშვიდად გადიოდა მათთვის,საუბარსა და გართობაში.

-გელა დამშვიდდი-ჯერ კიდევ ვერ ინელებდა გელა გარტმულ მუშტს
-გელა დაწყნარდი?-ვინიკურად გახედა მაკას და მის თვალებში წამოთ ზიზღმა გაიელვა
-ბავშვები არიან ხომ იცი,ალბად ვერ შეიკავა თავი ვეღარც ლაშამ...რაღაც მხრივ მესმის მათი-მწუხარედ წაილუღლიღა ქალმა და წამოდგა ისიც,ხელები კისერზე შემოხვია და აკოცა.მაგრამ დიდხანს ამ კოცმამაც არ გასტანა,ხელები მოიშორა ქალისი და უეცრად წამოიყვირა
-ამას ასე არ დავტოვებ!-შეშინებული მაკა ახლაღა ხვდებოდა,რამხელა პრობლემის წინაშე იდგა ოსიც და მისი შვილებიც.რადგან გელა არ იყო მაცი რომელიც ერთ ან ორ დღეში ივიწყებდა წყენას.
გელამ აიღო ქურთუკი და კაშნე,სახლიდან შურდულიბით გავარდა და მარტო დატოვა საყვარელი ქალი.

-აიღე ყურმილი,დროზე აიღე-გზად მიმავალი გელა ურრკავდა ნაცმობ მეგობარს,რათა ჯავრი მალევე ეყარა მისი დახმარებით ლაშაზე.
-გისმენთ-დაბალი,მამაკაცური ხმა ქონდა,მშვიდი და აუღელვებელი
-სად ხარ გიგა?-კბიმებს შორის ცრიდა თვითოეულ ნათქვამ სიტყვას
-სახლში რა იყო
-მოვდივარ შენთან სახლშია,არსად არ წახვიდე.
მალევე ამოყო თავი გიგას უზარმაზარ სახლთან თავი,სწრაფუ ნაბიჯით დაიძრა და კარზე დააკაკუნა.დამხმარე ქალმა გააღო კარი,გაცოფებული გელა კი ისე გაიჭრა წინ ვერც შეამჩნია როგორ გაჰკრა მხარი,თავისზე ბევრად დიდ ქალბატონს.
გიგა საკუთარ ოთახში სავარძელში ჩავარდნილი
უცდიდა,მისი დანახვის თამავე წამოდგა ფეხზე და ხელი ხელზე ჩამოარტყა.
-ხო მშვიდობაა ამ დროს რამ შეგაწუხა-ისევ ჩაესვენა სავარძელში და მდგარ მეგობარს ანიშნა თვებით რომ დამჯდარიყო.
-მოკლედ ჩემო ძმაო შენ და შენი ჭკვიანური აზრები მჭირდებით რა
-კაი მაგრამ რა მოხდა,ამიხსენი გარკვევით-მშვიდი სახით შეყურებდა აფეთქებულ ძმაკაცს.გელამაც ყველაფერი მოუყვა მომხდარზე და გეგმოს შესახებაც.გიგა სახე შეშლილი წამოიჭრა
-გაჰიჟდი ხო?-დაიყვირა და მაგიდას დაკრა ხელი ძლიერად
-არა გიგა,სისხლი
მიდუღს გესმის ჩემი?
-შენ შენს შეყვარებულს უღალატე თავისივე დედასთან,ახლა მთხოვ რომ
გავანადგუროთ შენი ყოფილიც და მისი ძმაც?-ჩაიცინა გულგრილად-ესა დვილი არ იქნება,პირდაპირ ვერ შევეჭრები და ვერ გავუმწარებ სიცოცხლეს-სიმწრით წარმოთქვა გიგამ.
-არა არა გიგა,არც უნდა მოკვდნენ მათთვის ცოტაა ეს..უნდა დატანჯო ორივე გესმის??უნდა დატანჯო-გელასს სახეზე ადვილი იყო
სიძულვილის პოვნა.
-მე მომიწევს შენს სმშეყვარებულს დავუახლოვდე-უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა გიგამ და ლოგინზე დაჯდა..

ანასტასია უსაზღვროდ ბედნიერი იჯდა ახალ
მეგობრებს შორის,როცა შეამჩნია რომ ერთი მათთაგანი თვალს არაფრის დიდებით აცილებდა.შერცხვენილმა
გადაუჭურჩულა მარიამს
-თვალს არ მაცილებს გიორგი-ღიმილი გადაეფინა სახეზე
მარიამსაც და ეშმაკურად გახედა მეგობარს.
გიორგიზე დიქრებში წასულს ,ახლა. თავად გიორგი შეეჭრა და გამოაფხიზლა
-რაზე ფიქრობ?-გაუღიმა და მარჯვენა ლოყა ხაეხხვლიტა,გოგონა სანთელივით დადნა მის წინაშე
ისეთი სინპათიური იყო.
-არაფერზე,უბრალოდ ჩავფიქრდი-მანაც გაუღიმა
-უბრალოდ არ ფიქრობენ,მაგრამ დაივიწყე -წინ მიიხედა ბიჭმა და კიდევ გაიცინა,გაშტერებული ანასტასია იჯდა და მოჩერებოდა .
დრო მალე გავიდა,ისე რომ არავის შეუმჩნევია ეს.ანას წასვლის დრო იყო,როდესაც მარიამი მივიდა მასთან თხოვნით
-ანა გთხოვ-მომუდარე თვალებით შეხედა გოგონას
-რას მთხოვ
-ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად-სახე ვაუნათდა მარიამს საუბრის დროს
-ხომ იცი ლაშაა ჩამოსული მარიამ,ვერ შევძლებ-თავი უიმედოდ გადააქნია და ნაძალადევად გაუღიმა.
-გთხოვ,უნივერსიტეტში განაგრძობ სწავლას ჩემთან ერთად,ჩვენს მეგობრებთან ერთად და...-გიორგისკენ გაიხედა ეშმაკჯრად-გეყოს იმ
ბიჭზე ფიქრი რომელმაც დედის ტოლა ქალთან გიღალატა-ანასტასიას მის სახის შემყურე არ შეეძლო მეტის მოთმენა და ისიც
დათანხმდა.
გოგონები ერთად წავიდნენ ანას სახლისკენ,ლაშას ყველაფერი უთხრეს და ისიც უპრობლემოდ დათანხმდა,უფრო მეტი სიხარულით კიდეც .ჩაალაგეს ბარგი და მარიამის
სახლში გადაინაცვლეს..


მარიამთან გადასვლის შემდეგ ორი კვირა გაფრინდა,ანასტასია დაუბრუნდა უნიბერსიტეტს და ძველ ნაცნობებს.ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა მის
ცხოვრებაში.

თებერვლის სუსხიანი დილა იყო,გოგონები ჩათბუნულები გაემართნენ უნივერსიტეტისკენ.
მისულებს მეგობრების დიდი ტალღა შეხვდათ
-ახალი ამბავი გაიგეთ გოგოებო?-სიცილით წამოიყრანტალა ნათიამ და თვალი შორს მდგარ მამაკაცს მგააყოლა
-რა მოხდა?-ინტერესით იკითხა. მარიამმა
-დღეიდან ახალი ლექტორი გვეყოლება
-რომელია აბა ?-ანასტასიამ თბალების ხეცება დაიწყო
-აი იქ რომ დგას სიმპათიური ახალგაზრდა,გიგა ქვია -სიცილით მოიშმუშნა გოგონა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent