ალბათ
...და აი დაიწყო ამინდი უჟმური, მაგრამ საყვარელი ჩემსავით. ის სიცივე, წვიმა და ტალახი რომელიც სახლიდან გასვლას არ განდომებს. თუმცა როგორც უკვე ავღნიშნე, ეს ამინდი მე მგავს და ვერანაირი გიჟური ქარი ვერ შემაჩერებს, რადგან მეც გიჟი ვარ. ჩემი ნამუშევარი დრედები? არა..! ამას აფრიკულ ნაწნავებსაც ვერ დავარქმევდი. მოკლედ რაღაცნაირად, ფერადი თმები, ნაცრისფერი ბუგები, ადიდასის სპორტულები და სამხედროების ფორმის ფერის ნაირი პალტო. ნუ აჰამ, გეთანხმებით აბსოლიტურად უგემოვნო და შეუხამებელი ჩაცმულობაა, თუმცა იცით?! არც მადარდებს. ისე, ერთ-დროს მეც მინდოდა ჯარში წასვლა, თემებს ვწერდი ამის შესახებ, რომ არა იარაღის და ასე შემდეგ რაღაცეების გამო არამედ მინდა ვიმსახურო, ვდებატობდი და ვამტკიცებდი რომ ქალი ისეთივე ძლიერი და თავისუფალია თავის არჩევანში როგორც კაცი. თუმცა საბოლოოდ რა?! თავისუფალი არა მარტო არჩევანში არამედ ყველაფერში გავხდი. ვცხოვრობ სადღაც, თუ არ ვცდები ადრე ყრუ-მუნჯების სკოლა იყო. ჩემი ბინა სულ რაღაც 20 კვადრატია, აქვე მაქ სააბაზანო სამზარეულო. მართალია ცოტა არა კომპაქტურია ხანდახან სუნების მიმოცვლა, მაგრამ რას ვიზავთ.... და მგონი ჯობია იმაზე ვილაპარაკო რაც უფრო საინტერესოა... გავედი გარეთ, ჯიბეში მთელი 50 თეთრი მაქ და რა თქმა უნდა 2 ღერი სიგარეტი ვიყიდე. წინსტონის თეთრი, პატარა ჯოხები. მმმ, როგორ ვერ ვიტან ესე მალე რო იწვებიან. მასზე დამოკიდებული ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვიყავი, თუ არ ვცდები მე-7 კლასიდან. ისე, ტყუილებშიც უკვე განსწავლული ვარ, თან როგორ ლაკონურად ვიტყუები... ჰაჰ, მე თვითონვე მეცინება ჩემ თავზე. მაღაზიის გვერდით ოთხსართულიანი შენობებია ჩამწკრივებული, შევედი იმ სადარბაზოში სადაც პირველ სართულზე, ვიღაც მოხუცი ცხოვრობს, გამოდის ქართულად მეჩხუბება და ბოლოს აყოლებს „ო ბოჟე მოი, ო ბოჟე, ია უჟე ნი ზნაუ შტო მაგუ ძელაც“ თითქოს რუსობას იბრალებს. მე კი მას უბრალოდ ვუღიმი და ვაგრძელებ ერთი ნაპასი, ორი და ასე შემდეგ. ცოტას ვახველებ, ცხვირს ხელთათმანით ვიწმინდავ, შემდეგ ვდგები და უბრალოდ ავტობუსით დავბოდიალობ. მიყვარს ხალხის ყურება. ადრე ვატარებდი მაღალ, შავ ფეხსაცმელს, ნაცრისფერ შარვალსა და კოსტუმს თეთრი პერანგით. და რისთვის?! რომ შევსულიყავი ამ წყეულ სასახლეში და უფასოდ დამადლებულ ინგლისურ დებატებზე ისე მესაუბრა თითქოს გაეროს სამიტზე მჯდარიყავი. ისე ხო, ღარიბი ადამიანის ფონზე რომელიც ქუჩის მაწანწალას გავს, ნუ ბევრად არა თუმცა საკმარისზე მეტი ვიცი. ისე სამსახურიც მაქ. 10 ლარიანი. მთელი დღე დავდივარ და რაღაც დებილურ ფლეიერებს ვარიგებ. იმისთვის რომ დღის ბოლოს ძაღლივით ერთი კუპიურა გადმომიგდონ. თვის ბოლოს 250 ლარამდე მიგროვდება თუმცა როგორც ყველა ჭეშმარიტი მოქალაქე, გადასახადებს მეც ვიხდი. ნუ მოკლედ სულ ვფიქრობ, ვფიქრობ და აი ისევ ვფიქრობ. თავი ამტკივდა და ღმერთო თუ გაქვს ცოტა წამალი დახმარების სახით გთხოვ უბრალოდ მომეცი. ეხლაც ვზივარ გიმნაზიის წინ სკამის საზურგეზე და ფეხები დასაჯდომზე მაქ შემოწყობილი. ვუყურებ როგორ გამოდიან ჩანთანი „თიინ“ ბავშვები, ცოტა არ იყოს მცხვენია ერთ დროს მეც მათნაირი რო ვიყავი. თუმცა რო დავფიქრდე იცი არა, სულ ვცდილობდი იმაზე მეტი ვყოფილიყავი, ვიდრე ვიყავი. ხანდახან მასწავლებელიც კი ვეგონე, მე ეს გრძნობა სიამაყეს მგვრიდა. 14 წლის ასაკში მაგარი ნაშა ვიყავი, და მგონი 7 თუ 8 ბიჭისთვის ისე მქონდა ნაკოცნი როგორც ცივ ნაყინს ცხელ ზაფხულში სიამოვნებით რო ტლანკავ. რო მახსენდება გული მერევა არა ცემ საქციელებზე, არამედ ჩემზე რადგან ყველას ნატქვამი მიყვარხარს მჯეროდა, თუმცა მათგან პირში ენის ტრიალის მეტს ვერაფერს ვიღებდი. სკამიდან ჩამოვხტი, ჩემ უკანასკნელ ღერს მოვუკიდე და გაუყევი რუსთაველის გამზირს. ფილარმონიასთან რაღაც მაგარი შენობაა და დავინახე ვიღაც კაპიშონიანი როგორ იდებდა ჯიბეში „არ მოწიოთ, მოწევა კლავს“ პატარა, საყვარელ კოლოფს. მივედი და ვკითხე -ალბათ ჰეი, ან გამარჯობა, ნუ დიალოგის დაწყება კარგად არ გამომდის უბრალოდ შეგიძლია ორი ღერი სიგარეტი მომცე? -მაგარი თმებია, (მითხრა და თან იმ შავ, პრიალა მანქანას მიეყუდა რომელიც მის უკან იდგა, თან ჯიბიდან კოლოფი ამოიღო) -ჰაჰ მადლობა, (მას ხელი გავუწოდე თუმცა რად გინდა კოლოფი ურნაში გადააგდო) -რა?! სერიოზულად?! ეხლა მართლა მადლობა. თან ისე კარგი იქნება მაგ მანქანას თუ სიგნალიზაცია ჩაერთვება, და შენ დაგიჭერენ (ახლა კაპოტს მუშტების რტყმა დავუწყე, ის კი უბრალოდ იცინოდა. ამ დროს ვიღაც კოსტუმიანი მოვიდა და ამ ბიჭს უთხრა -ნუ კარგი იქნება, ეს ვიღაც მანქანას თუ არ გამიფუჭებს. ნიკოლოზ შენ არა მარტო მართვა არამედ დაცვაც გევალება მგონი. -დიახ, ბოდიშით სერ (შემდეგ ღიმილშემშრალმა კოსტუმიანს კარი გაუღო, თვითონაც ჩაჯდა. მე მანქანას ცივად გავეცალე და მანამ სანამ წავიდოდნენ იმ უცნობმა ფანჯრიდან მომაძახა -მაგარი თმებია (და აი ისინიც წავიდნენ, დავრჩი ისევ ამხელა ქალაქში მარტო, მოწევა ძაან მინდოდა მაგრამ, ისეთი თავმდაბალიც არ ვარ სანაგვეში ძრომიალი დავიწყო. მერე დავფიქრდი და მეც ამ წუთას ხომ ნაგავი ვიყავი ამ ვიღაც მდიდარი იდიოტის თვალში. რატო ვაძლევ ამის უფლებას. და აი სწორედ ამ დღიდან გადავწყვიტე მოწევისთვის თავი დამენებებინა.) სახლში დავბრუნდი. ისევ ის საშინელი სუნი მაგრამ თბილი სითბო. ფეხზე გახდა დამეზარა მაგრამ რა როგორ დასვრი უკვე ჭუჭყიან იატაკს?!. საწოლზე წამოვწექი და ჩემი ფოსფორისფერი ბურთით დავიწყე თამაში. ერთხელაც ვეღარ დავიჭირე, და ეგრევე ჩემ დბეილ თავს მოხვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.