შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთხეველთან. (მეშვიდე თავი)
ლევანის მხარზე თავი დავადე, ყურსასენები მოვირგე და ჩამეძინა, მხოლოდ თვითმფრინავის დაჯდომამ გამომაღვიძა. -ძილისგუდა გაიღვიძე? -აუუ კიი....უკვე ჩამოვედით? -კიი, უკვე ჩამოვედით. აეროპორტიდან ტაქსით Sealife Family Resort Hotel-ში წავედით. ლევანის წინასწარ ჰქონდა 10-დღით ნომერი დაჯავშნული. ტაქსიდან ჩანთები გადმოვალაგეთ და ზემოთ ავედით. დაღლილი მისაღებში დივანზე მივესვენე, ლევანიც გვერდით მომიჯდა, არცერთს არ გვჯეროდა ყველაფერი რომ გადავლახეთ და ისევ ერთად რომ ვიყავით, ეს ხომ მართლაც სასწაული იყო. ბედნიერი ვიყავი მასთან ყოფნით, თუმცა იმასაც ვხვდებოდი რომ საკუთარი ბედნიერება სხვის, ანუ გუგას უბედურებაზე ავაგე. ეს რომ მახსენდებოდა სულ ცუდ გუნებაზე ვდგებოდი. -ნუც ხომ გშია? -უჰ რავიცი, ყველა შეგრძნება მაქვს დაკარგული, ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ დღეს. -არაუშავრს გადაგივლის და დაგიბრუნდება შეგრძნებებიც, შენ ის მითხარი ნომერში შევუკვეთოთ თუ დაბლა შევჭამოთ. -საშინლად დაღლილი ვარ, დღეს არსად გასვლის თავი არ მაქვს, ჯობია ისევ ნომერში შევუკვეთოთ. -კაი ჩემო სიხარულო. 20-წუთში შეკვეთა მოგვიტანეს, შევჭამეთ და ცოტაოდენი დავლიეთ. -ლევანი ახლა მჯერა სასწაულების, ასეთი რაღაცები მეგონა მხოლოდ ფილმებში ხდებოდა, დედას ვფიცავარ ვერასოდეს ვიფიქრებდი ოდესმე მსგავსი რამ მე თუ გადამხდებოდა. ტაძარში შესვლისას იმდენ ხალხში შენ გეძებდი, გნატრულობდი, მიდნოდა მოსულიყავი, მაგრამ საბოლოოდ გადამეწურა იმედი რომ ვერ დაგინახე. აი მერე კიი....შემდეგ შენ უკეთ იცი რა რეაქციებიც მქონდა. იცოდე არასოდეს აღარ გაბედო ჩემი მიტოვება გესმის? ვეღარ გადავიტან! -ჩემო სიხარულო, რომ გავიგე ნუცა თხოვდებაო ჭკუიდან „ავიჭერი“, კედელს ხელებს ვურტყავდი ნერვიულობისგან. შეუძლებელი გავაკეთე და დღეს შენს გვერდით ვარ, დღეს ნამდვილად სასწაული მოხდა. მადლობა უფალს რომ დროულად მოგისწარი და სამუდამოდ არ დაგკარგე. -ლევანიიი... -ჰაუუ.. -ძალიან მენატრებოდი, მიყვარხარ! -მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო სიყვარულო. ლევანიმ ხელში ამიყვანა, საძინებელში ასე გამიყვანა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა. 6-წლის შემდეგ პირველად მაკოცა, სულში გულში და მთელს სხეულში დამიარა მისმა ვნებიანმა კოცნამ, მის ყოველ შეხებაზე ვკრთოდი, ძვლებიც კი მტკიოდა ისე მსიამოვნებდა მისი ყოველი შეხება, მისი კოცნა.....ის მომენტებში ისევ ისეთი უხეში იყო, მე მასში ეს უხეშობა მომწონდა ადრეც.. -ნუცი მზად ხარ? -კი, მზად ვარ შენი გავხდე და სამუდამოდ მხოლოდ შენი მერქვას. მან ახლა უკვე ნაზად გააგრძელა მოფერება, ნელი მოძრაობით კაბა გამხადა, თვითონაც გაიხადა, ორივე ტრუსის ამარა დავრჩით. ტრუსიც ნელი მოძრაობით გამხადა და გაიხადა თვითონაც. -ნუცი ცოტა გეტკინება, მაგრამ მოდუნდი კაი? -კაი ლევანი. უცებ ვიგრძენი რაღაც მაგარი და.....სიამოვნებისგან და რაღაც უცნაური შეგრძნებისგან სახე შემეცვალა. -გეტკინა ნუც? -ცოტა, მარა არაუშავრს.. მსიამოვნებდა მისი შეხება, მე ხომ ამდენი წლის ლოდინის შემდეგ ისევ მასთან ვიყავი. ეს სასწაული იყო, ნამდვილი სასწაული. ისე ნაზად მეხებოდა თითქოს ფაიფურის თოჯინა ვყოფილიყავი და ეშინოდა რაიმე არ მტკენოდა. მომწონდა მასთან სექსი, მე ის ბავშვობიდან გიჟური სიყვარულით მიყვარდა, ყოველი მისი შეხების დროს ტანში მბურძგლიდა. მთელი ღამე ერთმანეთის ალერსში გავატარეთ, თითქოს იმ წლების ანაზღაურებას ვცდილობდით.მან ყველანაირი იარა მომიშუშა, მისი შეხება, მისი კოცნა ჩემთვის ანტიბიოტიკივით იყო, მე მისით და მისი სიყვარულით ვიყავი შეპყრობილი. არაჩვეულებრივი 10-დღე გავატარეთ ანტალიაში, ზუსტად 10-სექტემბერს დავბრუნდით საქართველოში. ლევანის რუსეთში დიდი ბიზნესი ჰქონდა, 1-წლის უკან თბილისში ვაკეში 5-ოთახიანი გარემონტებული სახლი უყიდია, თუმცა მე ეს არ ვიცოდი. სახლში რომ ჩავედით ლევანისებიც ჩემთან დაგვხვდნენ, ძალიან მოვწონდი და ვუყვარდი ყველას, რათქმაუნდა გახარებულები იყვნენ ჩვენი ერთად ყოფნით. გუგა თავისებთან ერთად გერმანიაში დაბრუნებულა, მას მხოლოდ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვებია დედაჩემისთვის, რომელიც მაკამ ლევანის გარეშე გადმომცა, თუმცა ჯერ ვერ გავბედე მისი გახსნა და წაითხვა, შევიტანე ჩემს ოთახში და კარადაში ჩავდე. ახალ სახლში ვაკეში გადავედით სადაც მხოლოდ ლევანის დედა-ლელა ცხოვრობდა. ლევანის სამი და ჰყავდა, სამივეს თავიანთი ოჯახები ჰქონდათ, მამა დაღუპილი ჰყავდა. ჩემი ოცნება იყო დედამთილთან ერთად მეცხოვრა, პ.ს ჩემს მეგობრებს უკვირდათ და მეუბნებოდნენ, -ალბათ პირველი ხარ ვისაც ასეთი რამ უნდაო. ჩემს სიყვარულს 28-სექტემბერს ჰქონდა ოქროს დაბადების დღე. სულ რაღაც 18-დღე იყო იქამდე დარჩენილი, ყველაფრის მზადებას შევუდექით. მე და ლევანი ერისიონში მივედით საქორწილოდ ცეკვების სასწავლად. ჯვრისწერა ბეთანიის ტაძარში გადავწყვიტეთ, მინდოდა 30-აგვისტოსგან ყველაფრით განსხვავებული დღე ყოფილიყო, ამიტომ ხელის მოწერა სიღნაღის მაგივრად თბილისში დავგეგმეთ. მე და ლევანის დიდი სამეგობრო გვყავდა, ბევრი საერთო ბევრიც ისე...800-კაციანი ქორწილი გადავიხადეთ. კაბა სულ სხვა სტილის ვიყიდე, თმა, მაკიაჟი, იმ დღისგან რადიკალურად განსხვავებული ვიყავი. დღეს 28-სექტემბერია, ჩვენი ქორწილი და ჩემი სიყვარულის დაბადების დღე, ჩემი ბიჭი დღეს 28-წლის გახდა. მე სულ სხვანაირი ნუცა ვიყავი, ბედნიერება ნამდვილად გულიდან მოდიოდა. მოკლე დროის მიუხედავად, ლევანიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყველაზე მაგარი ქორწილი ყოფილიყო. ჯვარი ბეთანიაში დავიწერეთ, იქ პირველად ვიყავი, მართლაც შესანიშნავი ადგილი ყოფილა. ხელის მოწერის შემდეგ მთელ თბილისს გონკებით და სიგნალებით ვუვლიდით. საღამოს 7-საათზე რესტორან ბარაკონში მივედით, დარბაზის გაფორმებამ მოლოდინს გადააჭარბა, სასწაული იყო. ერისიონიდან გვყავდა რამდენიმე მოცეკვავე მოწვეული, მართლაც დაუვიწყარი ქორწილი გვქონდა. უცებ სინათლე გაითიშა და კედელზე ეკრანი ჩაირთო, ჩემს მეგობრებს ჩემი კომპიუტერიდან ფოტოები გადაუწერიათ, ჩემი და ლევანის შეყვარებულობის დროინდელი და ანტალიაში გადაღბული ფოტებით სლაიდი გაუკეთებიათ. თვალზე ცრემლი მომადგა, ყველა ფოტოს თავისი ახსნა ჰქონდა, ყველა რაღაცას მახსენებდა. ბავშვებს მადლობა გადავუხადე და ლევანის ჩავეხუტე. -ძალიან მიყვარხარ ლევანი, მადლობა დღევანდელი დღისთვის, მადლობა იმისთვის რომ არსებობ და ჩემს გვერდით ხარ. -მადლობა შენ ჩემო პრინცესა, შენ ყველაზე კარგი ხარ. მეც მთელი გულით მიყვარხარ. შესანიშნავად ჩაიარა ყველაფერმა, ქორწილის ბოლოს ფრანები და ფეიერვერკები გავუშვით. ლევანიმ თავის ძმაკაცთან ერთად ბიზნესი წამოიწყო, ეკონომიურად კარგად ვიყავით, ჩემებიც არ გვაკლებდნენ არაფერს. მე და ჩემს ბიჭს ლამაზი და თბილი ოჯახი გვქონდა, დედამთილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, საკუთარი მშობელივით მყავდა, მასაც მაკოს მსგავსად დედას ვეძახდი. გუგასთან გადაღბული ყველა ფოტო და ვიდეო ფლეშკაზე მქონდა გადაწერილი და დედასთან მქონდა ჩემს ოთახში, გამოგიტყდებით და ხანდახან მახსენდებოდა ხოლმე, ყოველ მის გახსენებაზე გული მიმძიმდებოდა, თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი მის მიმართ, ის ჩემან ასეთ გულის ტკენას არ იმსახურებდა, მისი წერილის წაკითხვას ვერ ვბედავდი, მეშინოდა ისეთი რამ არ ამომეკითხა რაც უფრო მეტად მატკენდა გულს, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი ოდესმე მაინც მომიწევდა მიი წაკითხვა. ერთ საღამოს კალენდარს გადავხედე, დღეს უკვე 12-ოქტომბერია, ოპაა.....მე ხომ 5-ში ველოდებოდი.....ვაიჰ, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა, ზუსტად 1-კვირაა გადამიცდა, ჰოო, გადამიცდა! ნუთუ........სახე გამიბრწყინდა, ჯერ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ჩემში უცებ დედობრივმა ინსტიქტმა გაიღვიძა, თუმცა ამის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს, ჩუმად ჩავედი აფთიაქში და ორსულობის ტესტი ვიყიდე. 13-ში ჩემი დედამთილის დაბადების დღე იყო, სახლში უნდა აგვეღნიშნა, 30-მდე სტუმარს ველოდით. ღამე გვიანობამდე ვფუსფუსებდით მე და ლელა, 2-საათი იქნებოდა რომ დავიძინეთ. ძლივს დამეძინა, ერთი სული მქონდა გათენებულიყო, ტესტი გამეკეთებინა და გამეგო მართლა ორსულად ვიყავი თუ არა. მეორე დილით ადრე გამეღვიძა, ლევანის ისევ ეძინა, ჩანთიდან ამოვიღე ტესტი და საპირფარეშოში შევედი. ხელის კანკალით გავიკეთე ტესტი, ერთი ხაზი გაწითლდა, რამდენიმე წამში მეორე ხაზიც გაწითლდა....გული ამიჩქარდა, ვერ ვიჯერებდი, მეორე ტესტიც მქონდა ნაყიდი, მეორემაც დადებითი მიჩვენა. ორივე ტესტით ხელში ოთახში გავიქეცი და ლევანი გავაღვიძა. -ლევანიი, ლევანიი.. -ჰოო ნუციი.. -გაიღვიძეე ჩქარა. შეშინებული წამოფრინდა საწოლიდან. -რა გჭირს ნუც, ხელში რა გიჭირავს? -მეე...მეე გადამიცდა და ტესტი გავიკეთე. ლევანიმ გაიღიმა და უსიტყვოდ ჩამეხუტა. -ნუცი შენ რაა.... -კი ჩემო სიყვარულო, ორსულად ვარ ორსულად, მალე მამიკო გახდები, მე კი დედიკო. ხმაურზე ჩემი დედამთილი შემოვიდა. -რახდება ბავშვებო რა გიხარიათ? -დეე მე დღეს ყველაზე მაგარი სიურპრიზი გაგიკეთეთ იუბილეზე....იცით 9-თვეში შვილიშვილს გაჩუქებთ. ლელამ სიხარულისგან ტირილი დაიწყო, მოვიდა და ორივეს ჩაგვეხუტა. -ვაიმე ჩემო სიხარულებო, როგორ გამახარე ნუცი შენ არ იცი. გილოცავთ შვილო, მართლა ყველაზე კარგი საჩუქარი გამიკეთა ბებოს სიყვარულმა. უფალმა სულ ასეთი გახარებულები და ბედნიერები გამყოფოთ. ასეთი ბედნიერი დღე გაგვითენა ჩვენმა პატარამ, ჩემებს დავურეკე და ვახარე ეს საოცარი ამბავი, მაკა და დიმა ჭკუაზე არ იყვნენ, ლევანით თავის დებს დაურეკათ და ამცნოთ ძმიშვილის ამბავი. საღამოს სტუმრები მოვიდნენ, ამ დღეს ორ ამბავს ავღნიშნავდით, ჩემი დედამთილის იუბილეს და ჩვენი პატარას არსებობას. დეკემბრის ბოლოს ვიყავი სქესის გასაგებად, ტყუპები გვყავდა, ექომ გოგო და ბიჭი აჩვენა. ჩემი და ლევანის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბედნიერი ახალიწელი გავატარეთ, 3-თვის ვიყავი, მუცელი უკვე შესამჩნევლად მქონდა გაზრდილი, ადვილი ორსულობა მქონდა, კარგი ბავშვები იყვნენ დედიკოს არ აბრაზებდნენ, თუმცა გუნებაობა მქონდა სასწაული. შუა ზამთარში მარწყვი და ათასი სასწაული რაღაცები მინდებოდა, დღითი დღე მეზრდებოდა მუცელი. ლევანი ისე მივლიდა როგორც პატარა ბავშვს, არაფერს გვალკებდა მე და ჩვენს პატარებს. გადიოდა კვირები, თვეები. საკეისრო 30-ივლისს დამინიშნა ჩემმა ექიმმა. უკვე 9-თვის ვიყავი, იმხელა მუცელი მქონდა ვეღარ დავდიოდი, ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.