შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ცეცხლის ალში (5 ნაწილი)


26-06-2015, 16:32
ავტორი magdagoderidze
ნანახია 2 073

კაი ლიკამ გააღო,უკან ჭინკებ აცეკვებული შემოვიდა და ლევანიც მოყვა.სულ არ ჩანდა ლევანი დათვში.ყავისფერი დათვით ჩემსკენ წამოვიდა და გამიღიმა,ისე სასაცილოდ იჭყიტებოდა და იცინოდა მისი შეჭმა მოგინდებოდა.
–ნიტა ვერ დაგიბრუნე მაგრამ _სიცილნარევი ხმით მიჩურჩულა ყურთან,ცეცხლი წამეკიდა სიცი ტუჩები რომ ვიგრძენი ბიბილოზე.სანამ გამცილდებოდა ლოყასა და ტუჩის გასაყარზე მხურვალე კოცნა დამიტოვა.აზრზე რომ მოვედი დათვი გულზე მყავდა მიხუტებული და ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა ყველაფერი,ისე ვიყავი დაბნეული ლევანის კოცნით ,სულ ცოტათი რომ ჩემს ტუჩებს შეეხო.დათვი კიდე უფრო მაგრად მივიხუტე გულზე და შეუმჩნევლად ლევანის სურნეი შევისუნთქე,რომ შერჩენოდა.ლიკას ვთხოვე დათუნიას ოთახში გატანა და სუფრას მივუჯექი.ის დღე ზედმეტად ბედნიერი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა ჩემთვის.ლევანიც ზედმეტად ბედნიერი და ლაღი იყო.
–შენ იცი ნატ ახალი ამბავი?_სიცილით მომიჯდა გვერდით ნინა
–რა ამბავი?_დაინტერესებულმა ვიკითხე,არ გამომპარვია როგორ დაეჭიმა ყელზე ძარღვი ლევანს და გაღიმებულმა ვკითხე გაკვირვების დასაფარად მეორედ.
–ისეთი არაფერი,ლიკუნა აპირებს თავიდან ჩააბაროს_დაბნეულმა სიცილით მახარა,გამიკვირდა ძალიან რადგანაც ვიცოდი რომ ლიკას ძალიან უყვარდა თავისი მომავალი პროფესია.რამდენი იწვალა და ისწავლა საერთაშორისო ურთიერთობებზე რომ მომხვდარიყო ა ეხლა ვერ გამეგო რა დაემართა და რატომ შეიცვალა აზრი.
–მართლა?_გაკვირვებულმა ვკითხე მოცინარს
–ხო რა,_დაიბნა ლიკა
––რატომ?ძაიან გინდოდა მაგაზე მოხვედრა მახსოვს_მეც საშინლად დავიბენი და გავოცდი მისი პასუხით.
–თბილისში მინდა თან გადმოსვლა და დაფინანსება_სიცილნარევი ხმით მიპასუხა,მე საშინლად გამიხარდა მისი ეს გადაწყვეტილება,აღარც გაკვირვება იყო არსად და არც აბნეულობა.რომ წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა ლიკუნა თუ თბილისში მეყოლებოდა,გეგმებს გეგმებზე ვაწყობდი და ყველაფერს წინასწარ ვხედავდი რაც პირველად უნდა გაგვეკეთებინა.
–ესე ბოლოს რა გამიხარდა აღარ მახსოვს,ეს გადაწყვეტილება ძალიან მომწონს და მახარებს_ბედნიერს ღიმილი როგორც იტყვიან ყურებამდე გამეხა.
–ხო თან ვიღაც–ვიღაცები უნდა გავიცნო_თვალის ჩაკვრით დაასრულა საუბარი,ვერაფერს რომ ვერ მივხვდი გაოცებუმა გავხედე.პასუხადმხოლოდ თვალის ჩაკვრა მივიღე.სანამ მშობლები დაბრუნდებოდნენ ყველაფერი დავალაგეთ.ჩვენ იმდენად არა როგორც ბიჭებმა.სუფრს ალაგება ლევანს მოუწია,გარეცვა და გამშრალება კი ირაკლის და ლუკას.სიცილით ვადევნებდით თვალს და ვიდეოებს ვიღებდით.საქმეს რომ მორჩნენ ბიჭებივიდეოების ნახვა მოისირვეს ,ზედ პორიბაც დაეს რომ რაც არ უნდა მოსწონებოდათ არ წაშლიდნენ ძალიან ბევრი იცინეს და ერთმანეთს დასცინოდნენ.
მალევე დაბრუნდენნ მშობლებიც,ზუსტად იმ დროს ბავშვები დაშლას რომ აპირებდნენ.დედამ საჭმლის გაკეთება ლიკას მიაწერა რადგანაც იცოდა რომ არ მიყვარდა მისი კეთება,მამიდამ კი მე.რომ გაარკვიეს რომ ორივეს მიგვიძღოდა წილი ძალიან გაუკვირდათ.დედას და მამას გადაეწყვიტათ რომ ქუთაისში რამდენიმე დღით დავრჩენილიყავით.იდეით მოხიბლულმა ლიკას თვალი ჩავუკარი და მასთან ერთად ოთახისკენ წავედი.
–იქნებ რაიმე გამოვიდეს,კარგია რომ რჩები_გახარებულმა ლიკამ ლოყები დამიკოცნა და საწოლზე წამოწვა_ისე დათვი კი არის კარგი მაგრამ,წითელი რომ იყოს უკეთესი იქნებოდა_ყურზე დაქაჩა და გვერდით მიიქვინა,ნუ კარგია დათვია რას ერჩიეს ვერ ვხვდები.მერე რა წითელი რომ არ არის,მთავარია წითელთავამ მაჩუქა.
-მე ესეც ძალიან მომწობს_მუცელზე დავისვი დიდი დათვი და ცხვირზე საჩვენებელი თითი დავკარი.

-მასე შენ ლევანიც კი მოგწონს_ენა გამომიყო ლუკამ

-მადლობა შეხსენებისთვის,სულ არ მახსოვდა_სიცილით ვუპასუხე მოხარხარეს და ცხვირზე თოთი მოვუჭირე.

-შეშვი რა ჩემს ცხირს_გაბრაზებულმა დამიღნირა და ოთახიდან გავიდა.
ძალიან გამიხარდა ლევანის ეს საქციელი,შეიძლება ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს ესეთი რაღაც მაგრამ ჩემთვის ბევრ რაიმეს ნიშნავს და იმედს მიღვრის გულში.რატომ მაინც და მაინც ლევანმა მაშინ,ხომ შეძლო ლუკას ან ირაკლის ეჩუქებინა?ესეიგი სხვა რაღაც არის და ლიკა მართალია.ან მართლაც უბრალოდ მეგობრულად მაჩუქა და ტყუილ უბრალოდ ვცდილობ თავი დავიმშვიდო. დღის ნახევარი ამაში ფიქრში გავლიე,ძალიან მაინტერესებს ლევანის გრძნობები და დათვის ჩუქების მიზეზი.ოთახში ჩავიკეტე და ყველაფრის გაანალიზება დავიწყე.ტელეფონის ზარმა მომიყვანა გონს.

-პრივეტ ნატუშკი,როგორ ხარ?_სიცილნარევი ხმით მკითხა თორნიკემ.მე ჯერ კიდევ სანახევროდ ფიქრებში ვიყავი.

-ხო,კარგად შენ ?_მოვიკითხე დაბნეულმა და კისერი დავიზილე,გამშეშებოდა ამდენი ხნის განმავლობაში ერთ პოზაში ყოფნით.

-რა გჭირს,რა დაბნეული ხარ?_გაუკვირდა თორნიკესაც ჩემი დაბნეულობა

-არაფერი,რა არის ახალი?

-ძან დაღლილი ვარ,სამსახურში ადრე მომიწია გასვლა_ხმაზე ეტყობოდა რომ მართლაც ძალიან იყო დაღლილი

-ცუდია,ხელოსანმა რა ო?_მოვიკითხე მისი მოტო

-ძნელად შესაკეთებელი არ არის მაგრამ ნაწილი აქვს დაზიანებული და მის ჩამოსვლას ველოდები,დღეს გავაგზავნე განცხადება.

-კარგია თუ გადარჩა,ძალიან მომწონს_გავუმხილე ჩემი გრძნობა მისი მოტოს მიმართ

-მეც ძალიან მომწონს და მიყვარს_სიცილით მითხრა,

-ჰოო?არ ვიცოდი ეგ მე_ირონიული სიცილით დავუბრუნე პასუხი _ნახე ის გოგო?_ეხლაღა გამახსენდა მისი მონაყოლი.ვიღაც გოგო არის და უნდა დაკეროს,თავს იფასებს და არ მიშვებს ახლოსო.

-რა ველაპარაკე ღადაობ?შეყვარებულთან ერთად გამეჩითა,ტიპი ისეთი დებილი იყო თან ვაფშე რომ არ შეფერებოდნენ_თავისებურად ამიხსნა ყველაფერი და ბევრიც მაცინა.მის ამ სიტყვებს ვიცოდი ხელებსაც რომ დაუმატებდა და რომ წარმოვიდგენდი სიცილისგან მუცელი მტკიოდა .

-კაი რაია სიმონ,მართლა ეგრე იყო ძამია თუ მატყუებ?_ჩემთვის ყველაზე სასიამოვნე ენაზე ვუპასუხე.დიდად ვერ ვისწავლე ეს ქუთაისური ენა მაგრამ რაც ვიცი ვიცი კარგად და რა ჩემი ბრალია.

-ეგი ვინა დაია,მართლა ხო მართლა_ქუთაისული კილოთი მიპასუხა თოკამ.ისე იხდებოდა ქუთაისელებისთვის დამახასიათებელი კილო და აქცენტი რომ რავიცი .

-შენ შემთხვევით ქუთაისიდან ხომ არ ხარ?_ვკითხე ეჭვით,რადგანაც ძალიან კარგი აქცენტი ქონდა

-არა რა ქუთაისელი,მაგარი ქალაქია,ძალიან მიყვარს და მაგიტომ ცოტა რაღაცები ვისწავლე ქუთაისლებისგან

-ხო,ძალიან მაგარი ქალაქია და ძალიან თბილი და კარგი ადამიანები ცხოვრობენ აქ_სიყვარყულით გავიხსენე აქაური ხალხი და მათი გამოხატული სიყვარული და სითბო.

-გეთანხმები,ეხლა უნდა წავიდე სამუშაო მაქვს,შეგეხმიანები თუ არ გეძინება

-მეძინება,პაკა და არ იცუღლუტო შენა_სიცილით გავუთიშე ტელეფონი,ამდენი ფიქრისგან თავი ამტკივდა და ძილიც მომერია.სჯობს დავიძინო,ჯერ კი არის ადრე მაგრამ ეხლა თუ არ დავიძინე შემდეგ მთელი ღამე არ დამეძინება.

სიზმრებშიც კი ლევანი მეწვია,ამჯერად დათვის გარეშე...


ჯერ ვაგვიანებ ხო ვაგვიანებ და მერე რა პატარას ვდებ...კი ვარ ღირსი მუქარის ასრულების მაგრამ რა ჩემი ბრალია სიზარმაცე თუ არის ჩემთან და მუზა არა...
პირობა ავასრულე და შემდეგ თავს სულ სულ მალეე მოვახერხებ რომ იყოსს...თუ არადა სიკვდილი მართლა აღარ ამცდება




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent