შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეხვედრა (3)


19-10-2016, 00:18
ავტორი aNuGi
ნანახია 5 566

- რა მალე მოხვედი - ღიმილით ეგებება ნაცნობი ჭაღარაშეპარული სილუეტი და ხელებს ფართოდ შლის, ისიც ჩქარი ნაბიჯებით მიიწევს მისკენ და მთელი ძალით ეკვრება გულში გახარებული. - ძალიან მომენატრე შვილო!
- მეც, ძალიან, უკეთ ხარ უკვე?
- რა თქმა უნდა, ძლივს ვიპოვე დრო რომ მენახე, იმდენი საქმე გვაქვს რომ აღარ ვიცი უკვე..
- თუ რამე დახმარება გჭირდება ხომ იცი..
- შენი ჩარევა საჭირო არ არის, თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა ეგრევე გეტყვი და დაადექი თავზე, ისე თითქოს ვიღაცამ ჩაუშვა ისინი, იცი ყოველ ჯერზე მათი სახის ხილვა ამ შემთხვევაში, ზედმეტად სახალისოა, ჩემთვის ერთგვარ ჰობად იქცა მათი საზიზღარი მიზნების ჩაშლა! - ჩაიცინა მამაკაცმა და იქვე სავარძელში ჩაჯდა ვისკით სავსე ჭიქით ხელში.
- არც კი ვიცი შენ რომ არ იყო ჩემს ცხოვრებაში რა მეშველებოდა - ამოიოხრა და მის მოპირდაპირედ დაიკავა ემილიმ ადგილი
- მე აუცილებლად ვიქნებოდი შენს ცხოვრებაში ემილი, ხომ იცი, შენთვის ყველაფერს გავაკეთებ!
- ვიცი, ვიცი
- მოკლედ შენთან ორი შემოთავაზება მაქვს
- გისმენ, მოხდა რამე?
- დიმიტრისთან ერთად ხელშეკრულებას უნდა მოაწერო ხელი, მე ვიზრუნებ რომ იქ არანაირი დარღვევა არ იყოს, პირადად გადავუმოწმებ მაგას გპირდები
- მთავაზობ რომ ფილფანის კომპანიასთან გავაფორმო ხელშეკრულება? კი მაგრამ მერე ხომ ყველა იფიქრებს რომ შევურიგდი მათ?
- იფიქრონ, ვნახოთ ვინ წამოიჭიმება, ჩემს გარეშე მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებენ ეგეც ხომ იცი, მაინტერესებს ვის რისი უკანალი აქვს - ირონიულად ჩაიცინა კაცმა
- მოგყვები, ბოლომდე გამოვყვები ყველაფერში გენდობი ათასი პროცენტით - გაუღიმა - მეორე საქმე რა გქონდა მამა? - იმხელა სითბოთი წარმოთქვა ეს სიტყვა რომ კაცს მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა.
- ემილი - საგრზნობლად შეეცვალა ხმა - მინდა რაღაც შემოგთავაზო ოღონდ ძალიან გთხოვ ისტერიკებში არ ჩავარდე!
- მითხარი
- თავიდან უნდა გააკეთოთ ტესტი შენ და დიმამ
- რა? რა საჭიროა?
- საჭიროა!
- გთხოვ მამა..
- მე ვიზრუნებ ყველაფერზე, შენ უბრალოდ სისხლს მოიტან მეტი არაფერი გევალება, მხოლოდ ერთი შანსი მიეცი შენთავს!
- იგივე პასუხი რომ იყოს მერე? - საწყლად ამოიხავლა
- ყველანაირად ვიზრუნებ რომ შენი თვალთახედვიდან გაქრეს, გპირდები
- ის გოგო უყვარს? მისი საცოლე? - თვალები ცრემლებით აევსო
- არ ვიცი, არასდროს საუბრობს მასზე
- კარგი, ჩავაბარებ სისხლს!
- ძალიან კარგი, მიდი ახლა სახლში დაბრუნდი მალე, შეიძლება ნაცნობები მოვიდნენ დაახლოებით 2 საათში, მაგრამ რა იცი რახდება ემილი? იქნებ ვიღაცას ზედმეტად ადრე მოუნდეს ჩემი ნახვა, სახლში თუ არ დავხვდები, მომძებნიან და დაეჭვდებიან ვერსად რომ ვერ მიპოვიან
- კარგი - თბილად გაუღიმა და კიდევ ერთხელ მოეხვია - დიდი მადლობა!
- შენ ჩემი დაკარგული ქალიშვილის ადგილი დაიკავე ჩემო გოგო, შენ რომ არა დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი, ყველაფერი რისი საშუალებას არ მომცა მან შენში ჩავდე და მინდა რომ მაქსიმალურად ბედნიერი იყო, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ დაიმახსოვრე ემილი! - სევდიანი მზერა მიანათა და კარებამდე მიაცილა.

***

განერვიულებული ძლივს მართავდა მანქანას ძალიან უჭირდა ასეთ სიტუაციაში ჰყოფნა, გრძნობდა რომ ახალ ეტაპზე გადადიოდა და ეს ყველაფერი საშინლად აფრთხობდა ყველაზე მეტად იმის ეშინოდა რომ მისი სიმართლე გამჟღავდებოდა და შაკოზე ყველაფერს გაიგებდა მთელი საქართველო, ვერ გადაიტანდა ამ ტკივილს ვერ გადახარშავდა იმ ხელებს, რომლებიც მისკენ იქნებოდა გაშვერილი დამცინავად ან აგდებულად.
სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ბავშვი წამოიყვანა ბებიასგან. არაფერი აუხსნია ისე, უხმოდ ჩაჯდა მანქანაში და სახლის გზას დაადგა.
- დედიტო მოქდა ლამე?
- არა დე
- დე დიმა ლოდის მოვა ჩემთან?
- ხვალ დავურეკავ დე და ვეტყვი რომ მოვიდეს, თუ ეცლება აუცილებლად - თავზე ხელი გადაუსვა ბავშვს მთელი სითბოთი და მანქანიდან გადმოვიდა.
- რა მაგალია! - მხიარულად შესძახა პატარამ, დედას შესცინა და სირბილით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას.
როგორც კი შაკო დააწვინა და მძინარე დაიგულა, ეგრევე გადარეკა და დიმიტრის ნომერი მოიძია.
- გისმენთ - ნამძინარევი, დაბოხებული ხმით უპასუხა დიმამ მობეზრებულად და დაელოდა პასუხს - გისმენთ! - შედარებით ხმამაღლა წარმოთქვა
- დიმა ემილი ვარ
- ემილი? რა მოხდა? - იგრძნო როგორ აუკანკალდა ხმა მამაკაცს და ჩაეღიმა
- არაფერი, არ მეგონა თუ გეძინა და.. - იქვე სავარძელში ჩაჯდა მოწყვეტით ემილი და უფრო მჭიდროდ მიიკრა ყურთან ტელეფონი
- მითხარი რა ხდება
- გახსოვს, კონტრაქტზე რომ მითხარი? იმ დღეს..
- კი როგორ არ მახსოვს ემილი, პასუხს მეტყვი?
- ჰო - ამოიოხრა - თანახმა ვარ!
- მართლა? - გულწრფელი სიხარული იგრძნობოდა დიმიტრის ხმაში
- ჰო, მართლა
- კარგი, ხვალ მოვალ რესტორანში აუცილებლად და შევთანხმდეთ ყველაფერზე - “საყვარელო ვინ არის?” გაისმა ქალის წრიპინა ხმა და ტელეფონშიც იგრძნო ემილიმ როგორ დაიძაბა დიმა
- კარგი მე გავთიშავ - უხერხულად იგრძნო თავი - არ მინდოდა ამ დროს შემეწუხებინე
- არა, მოიცადე, არასწორად გაიგე ემი
- დიმა! დამშვიდდი, ეს ხომ ძველი დრო არ არის? მესმის რომ საცოლე გყავს, გაგებით ვეკიდები, ნუ გეშინია ისტერიკებს არ მოგიწყობ, ჯერ ერთი შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ არის, მეორეც არანაირი უფლება არ მაქვს!
- ემი..
- ემილი! - მკაცრად წარმოთქვა - ნახვამდის, დიმა!
პასუხის გაცემა ვერ მოასწრო ისე გათიშა ტელეფონი, გამწარებულმა იქვე მიაგდო და საძინებელ ოთახში გავარდა ჩქარი ნაბიჯებით.
- არ იტირო, არ იტირო, არ იტირო - საკუთარ თავს ხმამაღლა ამხნევებდა თან ხელპირს იბანდა გამწარებული, უკვე ვეღარც იაზრებდა მერამდენეჯერ ისხამდა წყალს სახეზე, მაგრამ ამაოდ. ემოციების მოთოკვა ვერაფრით ვერ შეძლო.
გაბრუებულმა ბოლოს ცივ საწოლში შეწვა ტუჩებ დაბრეცილმა და მჭიდროდ ჩაიკრა გულში ბალიში ისე თითქოს ცდილობდა მასზე ენთხია მთელი ბოღმა, რაც დაუგროვდა, მაგრამ ამაოდ, არაფერი გამოსდიოდა. იმაზე ძლიერი იყო ემოციები ვიდრე ეგონა.

***

უჩვეულოდ დიდხანს ეძინა დილით ქალბატონს, ფრთხილად გადაბრუნდა მეორე მხარეს ღიმილით, სიამოვნებდა ასე გემრიელად რომ შეძლო გამოძინება, მაგრამ როგორც კი მამაკაცის მძიმე სუნთქვა მიეფრქვია სახეზე ეგრევე ჭყიტა თვალები.
- შენ აქ რას აკეთებ დიმა? - გაოცებულმა ძლივს ამოიკივლა
- რა გაკივლებს გოგო? - თავი წამოყო შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა დიმამ საწოლიდან.
- რითი წევხარ? ეს რა არის? - გადაიკისკისა ემილიმ, მამაკაცი მონუსხული უყურებდა და თვითონაც ეპარებოდა ღიმილი.
- აუ რავიცი, გავაღვიძებ მეთქი ვიფიქრე და მე ჩამძინებია
- მერე ასე ადრე რამ წამოგაგდო?
- ო, რავიცი, ვეღარ მოვითმინე მოვედი! - ჩაიბუზღუნა და გაიკრიჭა
- სულელი! - თავი გადააქნია სიცილით და საწოლიდან წამოდგა.
- ეგეთ ფორმაში დიმიტრის არ გამოვეცხადებოდი! - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია დიმამ
- პირველად მხედავ საცვლებში?
- არა, მაგრამ რთულია თავის შეკავება ამდენი ხნის მერეც კი
- თუ გინდა ვიდეოს გადავიღებ ინსტაგრამისთვის, საინტერესო იქნება არა? “როგორ ყლაპავს ბატონი დიმიტრი ნერწყვებს ემილის დანახვისას” - ხელები გადააჯვარედინა და ნიშნისმოგებით გახედა, დიმა დენდარტყმულივით შექანდა და საწოლიდან წამოდგა.
- რა საჭიროა?
- აბა რას დამდგარხარ აქ? მიდი დროზე ჩადი და ჩამოვალ მალე! - ხელით კარებზე ანიშნა
- გეუბნები, ჩემს ნერვებზე თამაშობ შენ რა! - ბურტყუნებდა და თან კარებში გადიოდა
- რამდენს ლაპარაკობ - მობეზრებულად გადაატრიალა თვალები
- მე კი არა შენ რამდენს ლაპარაკობ - მობრუნდა და შემოვიდა ოთახში, უცებ გაჩნდა ემილისთან ძალიან ახლოს - ვერ აჩერებ მაგ ენას მოკლედ!
- რა ვთქვი? - ფულწრფელი გაოცება დაეტყო ხმაში ემილის
- ის რომ ჩუმად ხარ მთელი ეს დროა და არაფერს არ ამბობ, ამოიღე შექალო ხმა! - გაეკრიჭა და კარებში გაუჩინარდა.
- რა ეშველება? - უფრო თავის თავს დაუსვა ეს კითხვა და სააბაზანოში შევარდა.

***

- დედიტო ნაქე ვინ მოვიდა ცვენთან?
- კი დე, ვნახე - თბილად გაუღიმა პატარას და ლოყები დაუკოცნა - ბაღში არ აპირებ შენ წასვლას?
- შენ გელოდებოდი დედიტო - გაეკრიჭა და თავის სათამაშოს დაწვდა - დიმა ბიძია, სენ წამოქალ ბაგსი?
- მე არ მჭირდება ბაღი პატარა ვაჟკაცო, მე დიდი ვარ
- მეც ვიქნები მალე დიდი ვოტ
- აუცილებლად დე - გაეცინა პატარას დიდგულობაზე
- ისე დე სენ საიდან გაიგე ლო დიმა მოვიდა? - ინტერესიანი თვალები შეანათა
- დილით დამახტა და გამაღვიძა დე
- ისე ლოგოლც მამიტო აკეთებდა სადგაც ლო იკავით? - ორივეს ფერები გადაუვიდა სახეზე, ის დღეები გაახსენდათ ქობულეთში რომ ისვენებდნენ.

- გაიღვიძე! - ნახევარ საათიანი უშედეგო ძახილის, ყვირილის, ჩხუბის შემდეგ ვერაფერი მოიფიქრა დიმამ და გამოქანებულზე დაახტა საწოლზე
- აა! - კივილით შეძრა იქაურობა - გაგიჟდი შე ცხოველო? ნორმალური თუ ხარ?
- აბა ვერ გაგაღვიძე - პატარა ბავშვივით აუფახულა თვალები დიმამ
- მერე ნორმალური ადამიანი ამ დროს წყალს ასხამს, ან ქვაბებს ურახუნებს, შენ კიდევ დამახტი! აუ!
- გატკინე რამე? - შეშფოთდა
- არა, კი არ მატკინე მემგონი მომტეხე, რამხელა ხარ სარკეში იხედები საერთოდ? - შეუბღვირა და ძლივს წამოდგა
- ჩემი რა ბრალია, შენ ხარ სუსტი, მე კი არ ვარ მსუქანი - ენა გამოუყო პატარა ბავშვივით და გაბრაზებულმა შებრუნდა
- კარგი რა დიმა, უკვე 2 კვირაა აქ ვართ და ნუ მიბრაზდები - უკნიდან მიეპარა და მთელი ძალით მოეხვია
- აბა რატო მეჩხუბები ყოველთვის ყველაფერზე?
- მეტკინა და ხომ უნდა გამოვხატო არა ემოცია?
- ჰო ჰოო - ამოიბურტყუნა და თვითონაც მოხვია ხელები, მთელი ძალით იკრავდა უკვე საყვარელ სხეულს.

***

მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა დიმამ მკლავში რომ ჩაავლო ხელი, ბავშვს გაუღიმა
- ახლავე მოვალთ მე და შენი დედიკო პატარავ - და ძალით გაათრია მეორე ოთახში გაავებულმა
- რა დაგემართა?
- რა მოუყევი ბავშვს?
- რა მოვუყევი?
- როგორ გაღვიძებდი მე თურმე დასასვენებლად რომ ვიყავით!
- შენ გგონია მარტო შენ მაღვიძებდი ეგრე? თუ რა ხდება? - ხმას აუწია ემილიმაც
- შეუძლებელია, როგორ შეიძლება ორივემ ერთნაირად გაგაღვიძოს ადამიანი, ჩემნაირს ეძებდი თუ რა არის?
- რა გინდა დიმა? რასაც მინდა იმას მოვუყვები ჩემს შვილს
- შემთხვევით ისიც ხომ არ ჰგონია რომ ჩემი შვილია? - ირონიულად ჩაიცინა - შენ გგონია, რომ მოხვიდე და გამომიცხადო შენი შვილიაო მაგას დაგიჯერებ? ვინ იცის ჩემს მერე რამდენთან - სიტყვის დამთავრება არ აცალა ისე გაუქანა და სახეში ლეწა მთელი ძალით რაც შეეძლო
- არც გაბედო! - თითი გამაფრთხილებლად აუწია - არც გაბედო გესმის! - კივილზე გადავიდა - ჩემი შეურაწყოფა, მეყოს, მეყოფა შენს გამო რაც ავიტანე, ადამიანის გამო, რომელიც არ იმსახურებდა, ტკივილის მეტი არაფერი მოგიტანია და ლაჩრულად გაიქეცი აქედან. უკან არც მოგიხედავს, არ გიფიქრია რა მდგომარეობაში ჩავვარდი და მამტყუნებ შვილი რომ მყავს? ვინ მამტყუნებს შენისთანა ლაჩარი კაცი? რომელმაც გაიქცა და ახალი საცოლე იშოვა, როგორ მოხდა ნეტა? როგორ ამბობდი? “შენს გარდა ვერავის ვერ შევიყვარებ ემი, ერთადერთი ხარ”, შენი ყველა ტყუილი გამოაშკარავდა, შენგან მეტს არაფერს არ ველოდებოდი, ასეთი კაცი მოდის ჩემთან და მადანაშაულებს ბ*ზობაში? ვინ მიგდიხარ საერთოდ? - გაავებული იქნევდა ხელებს აქეთ იქეთ
- ემილი, დაწყნარდი - იღრიალა და ხელები გაუკავა უფრო და უფრო უდგებოდა თვალებში ბრაზი - მერე შენ არ იყავი სხვასთან? ხომ გააჩინე შვილი? რატომ არ დამელოდე ასე თუ გიყვარდი?
- იმიტომ რომ… - სიტყვა შუაზე გაუწყდა, თვალები აუცრემლიანდა და ზურგით დადგა მისკენ, ვერ შეძლო დამთავრება, რამდენიმე წუთის წინ ის სიტყვები რომ არ ეთქვა დიმას, აუცილებლად ეტყოდა. მაგრამ ვერ აიტანდა მისგან ასეთ დამოკიდებულებას, არ მისცემდა საშუალებას პატარასთვის დაეცინა ან უხეშად მოქცეოდა. ისედაც მთელი ძალით ცდილობდა რომ მამის სიყვარული როგორმე შეევსო, იცოდა შეუძლებელი იყო მაგრამ რა ექნა.
- იმიტომ რომ რა?
- შემიყვარდა - ყველაზე დიდი ტყუილი თქვა მთელი ცხოვრების განმავლობაში
- ვინ არის საერთოდ ის? გამაგებინე არსად რატომ არ არის მასზე ინფორმაცია
- ასე მინდოდა!
- მე მინდა რომ გავიგო ვინ არის, რატომ მიგატოვა?
- ქალიშვილი რომ არ აღმოვჩნდი მაგიტომ - ტყუილს ტყუილზე ამატებდა და გრძნობდა როგორ ებერებოდა დანაშაულის გრძნობა.
- რომელი საუკენეა? - გადაიხარხარა დიმამ - ქალიშვილობის გამო? ღადაობ?
- ხო - უკმეხად მიუგო, აბა რა ეპასუხა არ იცოდა, არასდროს უფიქრია თუ დიმა ამის გარკვევას მოინდომებდა.
- გაგიჟდება კაცი, შენ თუ შეგიყვარდა, მე რატომ არ მაქვს უფლება ქალი მიყვარდეს?
- იმიტომ რომ არ გაქვს გასაგებია? - კბილებს შორის გამოსცრა
- მიზეზი არ გაქვს ვატყობ კარგად, სხვათაშორის მალე ქორწილი გვაქვს აუცილებლად ჩაგწერ საპატიო სტუმრებში!
- სულმოუთქმელად დაგელოდები!

***

- იცხუბეთ? - ცრემლიანი თვალები მიანათა პატარამ ორივეს
- არა დე, რატომ უნდა გვეჩხუბა?
- არ ვიჩი მე, იშე გავალდა აქედან დიმა ბიძია და თან გაგიკოლა
- რა არის შაკო? რა გატირებს? დიდი ბიჭი არ ხარ შენ? - ხმა გაუმკაცრდა ემილის
- დიდი ვარ - წამოიძახა ბავშვმა უცებ და შეკრული შუბლიც გახსნა
- ხოდა ნუ ტირიხარ, დიდი ბიჭები არ ტირიან იცოდე
- შენ რომ ტილიქალ ქოლმე დე?
- როდის ტირის შენი დედიკო შაკო? ის ყველაზე ძლიერი ქალია ან შეიძლება შენი მამიკო ენატრება პატარავ - დაიხარა დიმა და ბავშვს მიეფერა ღიმილით
- ჩემი მამიტო ენატლება, დავინაქე ლოგოლ ქონდა სულათი ცაქუტებული და ისე ეძინა
- შაკო - მკლავში ხელი მოკიდა და მისკენ შეაბრუნა პატარა - სურათი ნახე?
- არა
- შაკო!
- არა, სენთავს ვფიცავალ ალ მინაქია მე, მინდოდა მაგლამ ველ გავბედე გამომელთმია
- ყველაზე კარგი მყავხარ შენ დე! - გულში ჩაიკრა პატარა და კისერში აკოცა
- რატომ უმალავ ბავშვს?
- შენ ვინ გეკითხება! - შეუღრინა
- კარგი ხო, წამოდი საქმეზე ვილაპარაკოთ!
ემილიმ ეგრევე ძიძას დაუძახა პატარა დაუტოვა და გაბრაზებულმა გაემართა კაბინეტისკენ.

***

ისევ იმ კაბინეტში შევიდნენ ორივე, ჯერ ემილი შემდეგ დიმა მიჰყვა.
- პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ძალიან გთხოვ რა!
- ხელშეკრულება მოვიტანე
- ზაზამ შეამოწმა?
- რა თქმა უნდა, ჯერ მას შევამოწმებინე და შემდეგ წამოვედი შენთან - ტუჩის კუთხეში გაეღიმა დიმას თან საბუთები ამოალაგა პაპკიდან.
- კარგი - შეყოყმანდა ემილი, ტელეფონი აიღო და ესემესი გააგზავნა
“შეამოწმე?”
“ჰო, ნუ ღელავ” - ეგრევე მოუვიდა პასუხი, ისე თითქოს ელოდებოდა ემილი როდის მიწერდა. ამოისუნთქა და სავარძელში უფრო კომფორტულად მოეწყო ქალბატონი.
- მომეცი პასტა და მოგიწერ ხელს დიმა
- ასე მენდობი? - გაოცება დაეტყო ხმაში
- ხო - გაუღიმა და საბუთები გამოართვა ჩვეული მკაცრი გამომეტყველებით - სად მოვაწერო?
- აი აქ - მიუთითა რამდენიმე ადგილზე - მზად არის დიმა - უცნაური მზერა გაუსწორა
- მადლობა - გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა და წასასვლელად მოემზადა
- მიდიხარ?
- ჰო - უფრო და უფრო ებზარებოდა მამაკაცს ხმა ამიტომ მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა. იგრძნო ემილიმ და გაშვება არჩია თორემ აუცილებლად შესთავაზებდა რაიმე სასმელს.
- ნახვამდის - უკან გაჰყვა და ღიმილით მიაცილა კარებამდე.
იქამდე უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა მისი მანქანა.

***

- ბატონო ზაზა მოვედი - ფართო ღიმილით შევიდა დიმა განათებულ კაბინეტში, რომლის ცენტრში მედიდურად იჯდა ფილფანი და საბუთებს ჩაჰკირკიტებდა გამწარებული. დიმიტრის ხმის გაგონებისას თავი აწია, საპასუხოდ გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.
- ჩემი ყოჩაღი ბიჭი მოსულა როგორც იქნა - გადაეხვია და ანიშნა დამჯდარიყო, თვითონაც დაიკავა ადგილი და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.
- გავაფორმეთ ხელშეკრულება, თქვენმა ადვოკატებდა შეამოწმა, თქვენს შემდეგ მაგრამ ვერანაირი დარღვევა რომ ვერ იპოვეს გამომიშვეს, თუმცა ის რაც ეშმაკურად გვაქვს ჩადებული მაგას ვერ მიხვდნენ, რამდენიმე დღეში აუცილებლად მიაკითხავენ ამ საბუთებს თვითონ გადავცემ სასამართლოს - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
- როგორ მაინტერესებს ეგ გოგო რისთვის იბრძვის ასე? - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა
- ალბათ თავისი შვილისთვის - უდარდელად აიჩეჩა მხრები
- ეტყობა, ყოველ შემთხვევაში დიდი მადლობა დიმა - კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი მამაკაცმა და კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვიდნენ სიცილ-სიცილით.

***

მეორე დილით სწრაფად წამოდგა ემილი, ბავშვი ბაღში მიიყვანა და საავადმყოფოსკენ დაადგა გზას.
როგორც იქნა მორჩნენ და სისხლი ჩააბარა, ზუსტად იმ ექიმთან, რომელთანაც “მამამისმა” დაუბარა.
მკაცრი მზერით გამოვიდა საავადმყოფოდან სწრაფი ნაბიჯებით და მანქანაში დაიკავა ადგილი.
ახლა ყველაზე მეტად უჭირდა რადგან იცოდა 3 დღეში მათი ბედი გადაწყდებოდა, იცოდა რომ თუ დადებითი პასუხი არ იქნებოდა, შეძლებდნენ ერთად ყოფნას, მაგრამ ჯერ იმ კატოს მოუვლიდა ასეთი მწარე ტყუილისთვის.
ძლიერად ჩააფრინდა საჭეს და სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს.

***

3 დღის შემდეგ

მალევე გავრცელდა ამბავი ფილფანისა და სიხარულიძის შერიგების შესახებ, ყველაფერი მათზე წერდა და გაცხარებით განიხილავდნენ მათი ხელშეკრულების ამბებს.
კმაყოფილი შეავლეს სიახლეებს თვალი მაგიდასთან მსხდომებმა და ჭიქა ჭიქაზე მიაჭახუნეს.
- კიდევ ერთხელ გეუბნები მამა რა! შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა?
- არც არაფერი - კმაყოფილ მზერას ავლებს ემილის მამაკაცი და ვისკს ოდნავ “წრუპავს”, ორივეს ეღიმება - გამოგვივიდა!
- ძლივს, აწი რა იქნება? შემდეგი ეტაპი?
- სავარაუდოდ ყველაფერს გაგიყინავენ და სახლს ჩამოგართმევენ, შემოწმებაზე მოვლენ მალე
- რანაირად, ყველაფერი შაკოზე გადავაფორმე რამდენიმე დღის წინ შენი თხოვნით
- ვიცი - კმაყოფილს ჩაეღიმა
- რამე დარღვევა ხომ არ არის?
- არა, აქციებიდან 20%ს იღებ მხოლოდ შენ, დანარჩენი შაკოს ანგარიშზე ირიცხება და 18 წლის რომ გახდება უფლება ექნება გამოიყენოს!
- ანუ იმასაც ვერ მივიღებ ხო?
- სავარაუდოდ, თუმცა აგერ არ გყავარ მე? დაგეხმარები ყველანაირად! - წინ იწევა მამაკაცი და ისევ ივსებს ჭიქას
- იმედი მაქვს მალე ჩაივლის ყველაფერი - ამოიოხრა ემილიმ
- პასუხები მოვიდა - ისე უეცრად “ატაკა” კაცმა რომ ვერც გაიაზრა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა
- ამ ეიფორიაში სულ გადამავიწყდა ეგ..
- არაუშავს, აი გახსენი - გაუწოდა ჯერ კიდევ საგულდაგულოდ დალუქული კონვერტი
- არც კი ვიცი..
- ნუ ყოყმანობ! დროზე - სიბნელეშიც კი საკმაოდ გამოჩნდა მამაკაცის თვალების ბრიალი.
ერთი ამოისუნთქა ღრმად და კონვერტის გახსნა დაიწყო, იგრძნო როგორ აუოფლიანდა ხელის გულები და გული აუჩქარდა. ახლა იმ ზღვარზე იყო, რომელიც ან სამუდამო უბედურებაში გადაადგებდა ან სამუდამო ბედნიერებას მოუტანდა. ვერც კი გაიაზრა ისე გაშალა წერილი, ჯერ სახელი და გვარები ჩაიკითხა, შემდეგ სისხლის ჯგუფები, ყველაფერი ნაწილ-ნაწილ დაკვირვებით ამოიკითხა და პასუხამდე ძლივს ჩავიდა.

ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ, ველოდები კომენტარებს და ბოდიში შეცდომებისთვის <3



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

მართლა ინტრიგანი ხარ ახლა გაწყვეტა იქნებოდა? რა მოითმენს შემდეგ თავამდე არ მალოდინო იცოდე მალე დადე. ძალიან მაგარია.

 


№2  offline წევრი მეDina

აუ კარგი რა რა "ბოროტი" ხარ რა სად შეწყვიტე... ♡
--------------------
☆NaT☆

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმე რა ძალიაან კარგიაა ♡♡♡

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე.

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

მაგარია ძაან.საინტერესოა რა ხდება.ერთი სული მაქვს გავიგო
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი tatalia

ძალიან კარგია, უბრალოდ დიმიტრის და ემილის ურთიერთობა არ მომწონს ღამით იგებს საცოლე ყავს და დილით ისე ექცევა თითქოა არაფერი.
საწოლში აწვენს, თბილად ესაუბრება და რავიცი ცოტა უცნაურია.
დიმას კიდე სულარ ეტყობა, რომ ეგ ქალი ოდესმე უყვარდა.
წარმატებები )♥

 


№7  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი კომენტარები და ასეთი შეფასება <3

tatalia
ძალიან კარგია, უბრალოდ დიმიტრის და ემილის ურთიერთობა არ მომწონს ღამით იგებს საცოლე ყავს და დილით ისე ექცევა თითქოა არაფერი.
საწოლში აწვენს, თბილად ესაუბრება და რავიცი ცოტა უცნაურია.
დიმას კიდე სულარ ეტყობა, რომ ეგ ქალი ოდესმე უყვარდა.
წარმატებები )♥

არასწორად გაიგე, საწოლში არ ჩაუწვენია, დიმიტრიმ გაეხუმრა ეგრე, მამაკაცის ემოციებზე ცოტა ადრეა ლაპარაკი, ყველაფერი გამოჩნდება გპირდებით <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რაღაცეები ვერ გავიგე და ვერ მივხვდი მაგრამ შემდეგ თავს ველი აბა

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ააა.. მამობილი ყოფილა...
ერთი სული მაქვს როდის ჩავალ ბოლოში.. პატარა კომენტარებს გიწერ.. ბოლოს ვიქნები გულუხვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent