შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექიმი დეტექტივი 16


20-10-2016, 11:30
ავტორი NA NO
ნანახია 1 812

აშკარად გამიხარდა დემეტრეს ნახვა. მგონი მომენატრა კიდეც... იქნებ მასაც მოვენატრე, ახლა რომ ჩამეხუტოს ალბათ აქვე წამივა გული. თითქოს დრო გაიწელა, ჩემსკენ მომავალს გზა არ დაელია
-ჩემი ნახვა ასე თუ გეწყინებოდა რას ვიფიქრებდი ლილი ადგილიდან არ იძვრი
-აჰ, არა რა მეწყინაა? უბრალოდ ცუდად ვიფრინე. რა ჩახუტებაზე ვოცნებობდი მე უბედური მოშორებით გაჩერდა. არც კი მომიკითხა და უცნაურად მომღიმარი მომაშტერდა
-დიდი ხანი კი გვალოდინე, ნიტამ ვეღარ გაუძლო ლოდის და ჩაეძინა
-შენ საიდან აღმოჩნდი აქ?
-ნიტამ მთხოვა აეროპორტში გამიყვანეო, მას მანქანა გაუფუჭდა და... წამოდი, წამოდი მაგ ჩანთას მე წამოვიღებ
ჩემი და ნიტრას შეხვედრა მგონი საუკუნის შეხვედრათა სიაში ნომერ პირველი იყო. არც მესმის ეს გოგო რატომ მიყვარს ასე და ვერც ის გავიგე მთელი გზა მას რა ატირებდა, ან მე რატომ ,,ვიჭაჭებოდი“ მის ტირილზე. სიმართლე რომ ვთქვა ნიტა არის ადამიანი, რომელთანაც არანაირი საზღვრების და დოგმების დადგენა არ მიწევს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ორივემ ვიცით თუ როგორები ვართ სინამდვილეში. ადამიანები არ იცვლებიან არასდროს და არავისთან, უბრალოდ რაღაცეების გადაფასებას იწყებენ და სხვა კუთხით უყურებენ სამყაროს ამა თუ იმ ფრაგმენტს. აი ნატასთან კი არც არაფრის გადაფასება არ მჭირდება, შეიძლება მომენტებში ისეთი სისულელე გავაკეთოთ ხუთი წლის ბავშვსაც შეშურდეს ჩვენი.
სახლამდე ისე მიგვიყვანა დემეტრემ ჩვენი გაჩუმების მცდელობები არ შეუწყვეტია, თუმცა არცერთი არ ვუგდებით ყურს. მასთან საერთოდ არ ვგრძნობდი იმის უხერხულობას რომ ჩემი შინაგანი სამყარო ასე ნაწილ ნაწილ გადმომელაგბინა და მას წინა სავარძლიდან ეცქირა ჩემი გაშიშვლებული სულისთვის... იყო რაღაც მასში გაუცნობიერებლად რომ შემოუშვებდი შენს სამყაოსში.
დედასთან მოსიყვარულებას რომ მოვრჩი ნიტა ოთახში შევაგდე და თან ბარგის ამოლაგება დავიწყე. ალბათ ეს ჩემი ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი საუკეთესო ჩვევაა ის რომ რაც არ უნდა დაღლილი ვიყო არასოდეს ვტოვებ ჩემოდნებს ამოულაგებელს, იმ დღესვე უნდა მივუჩინო ადგილი ყველა ნივთს. ბებიაჩემის ჩვევები ალბათ მემკვიდრეობით მერგო და მასსავით ავადმყოფურად ვარ მიდრეკილი სისუფთავისა და წესრიგისკენ.
-აი ახლა ქალბატონო მომიყვები, როდის გახსნეს ჩემი კორპუსის ქვემოთ ავტო სერვიზი?
-რა ავტო სერვიზი ლილი?
-აბა შენს მანქანას აქ რა უნდა?
-გოგოო! რას მეუნები ნორმალურად ამიხსენი, მგონი არ იყავი ჯერ გამოსაწერი საავადმყოფოდან, ფეხებმორთხმული ნიტა თვალების აქეთ-იქეთ ატრიალებს და პირღია მომჩერებია. არა ნამდვილად სასაცილოა ეს გოგო
-დემეტრეს როდესაც ვკითხე შენ აქ რატომ დამხვდითქო, ასე მითხრა ნიტამ მთხოვა წამომეყვანა, რადგან მანქანა გაუფუჭდაო
-უიმე ეგ სულ დამავიწყდა
-რა დაგავიწყდა?
-ხო კაი არაფერი, შენ ხო კაცი ვერაფერს გამოგაპარებს. არაფერი არ მითხოვია მე. თვითონ უნდოდა დაგხვედროდა და ამ მანქანის სხვაგან გადაყენება სულ გადამავიწყდა
-ჰმ, შენც კაი ბოთე ხარ რა
-დემეტრეზე არ ბრაზდები რომ მოგატყუა?
-რა მომატყუა? მომატყუა და მომატყუოს... ასეთ ტყუილებს ავიტან როგორმე
-ლილი დემეტრეს არასერიოზულად ნუ უყურებ, არ არის ცუდი ადამიანი
-მერე ვინ გითხრა, რომ არასერიოზულად ვუყურებ?
მთელი ღამე თეთრად გამათენებინა ნიტამ. არაფრით არ მომეშვა სანამ ბერნარდების ოჯახზე და კევინის მკვლელობის დეტალებზე არ მომაყოლა. ამას რომ კითხოთ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდე ამერიკაში, თორემ ერთ მშვენიერ დღეს პიტერი ან ყელს გამომჭრის ან ნაკუწებად ამჩეხავს.
დილით ჯეიმს ვესაუბრე და დემეტრეც ვუხსენე. აშკარაა მასაც რომ მოსწონს დემეტრე. ხელიდან გასაშვები კაცი არ არისო მეუბნება. ეგ მეც ვიცი მაგრამ მარტო ჩეი ინიტიაცივა ურთიერთობას არ ააწყობს. აშკარაა, რომ ისევ გაუჩნდა სიმპატიები ჩემს მიმართ. ნეტავ ადრე გამეცნო, ახლა ალბათ სტაჟიანი წყვილი ვიქნებოდით. ნამდვილად სასაცილო ვარ. რამე საქმით თუ არ დავკავდი სისულელეებით გამოვიჭედავ თავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent