შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარულის ფობია მემართება (3)


9-05-2016, 23:29
ავტორი Natta
ნანახია 4 326

- დადა აქ მოდი. ( ალექსანდრე )

ფიქრებიდან ალექსანდრეს ხმამ გამომარკვია და მათკენ წავედი.

- ნიტა გაიცანი ეს ჩემი ბავშობის ძმაკაცია დადა. ( ალექსადნრე )

ნიტამ შემომხედა და გამიღმა, მინდოდა მეთქვა რომ სასიამოვნო იყო მისი გაცნობა, მაგრამ ერთ ადგილას გავშეშდი, ვერაფრის თქმა მოვახერხე და ალექსანდრეს გადავხედე.

- წავედით.

ალექსანდრეს პასუხს აღარ დაველოდე და სწრაფად წავედი მანქანისკენ.

- ლენა სად არის? ( ნიტა )
- არ იცის დღეს, რომ აპირებდი ჩამოსვლას. ( ალექსანდრე )
- რატომ არ უთხარი? ( ნიტა )
- რავიცი სიუპრიზის პონტში მინდოდა, მოულონელად უფრო გაუხარდება შენი დანახვა. ( ალექსანდრე )

მათ საუბარს ვუსმენდი, მანქანამდე ისე მივედი ხმა არ ამომიღია, ამ დროის განმავლობაში საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ნიტაც ჩვეულებრივი გოგო იყო და ჩემს ასეთ რეაქციაზე მხოლოდ ღადაობა შეიძლებოდა, კარები გავუღე და ვანიშნე ჩამჯდარიყო, ჩემი ასეთი საქციელი ესიამოვნა, მაგრამ გოგოების უმეტესობა ხომ იცით ეცადა ეს არ შეემჩნია.

- ნიტა ბავშობის სიყვარულზე რა აზრის ხარ?

ამ კითხვას არ ელოდა და დაბნეულმა შემომხედა, მის ასეთ რეაქციაზე გამეცინა და ალექსანდრეზე მინიშნებით თვალი ჩავუკარი.

- რა? მოიცა, არ არსებობს. ( ნიტა )
- რა არ არსებობს? ( ალექსანდრე )
- შენ რა ლენა ისევ გიყვარს? ( ნიტა )

ალექსანდრეს გაეღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დახარა.

- ჯერაც არ გითქვამს ხო? ( ნიტა )
- არა არ მითქვამს და საერთოდაც არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი ნიტა. ( ალექსანრე )

ალექსანდრეს ასეთ პასუხზე ნიტას მივხედე ჩემი დამაბნეველი ღიმილით.

- ცვეტში იგრუზება.
- ჩემი ალექსანდრე, ბევრი კი არ არის მისნაირი. ( ნიტა )
- მისნაირი? რას გულისხმობ?
- რას და პირველ სიყვარულს დღემდე არ ღალატობს და ლანაზე ისევ ძლიერად არის შეყვარებული. ( ნიტა )

ნიტას ასეთი პასუხი ბანალურად მომეჩვენა, პასუხი აღარ გავეცი და მუსიკას ბოლომდე ავუწიე.

- Stupid. ( ნიტა )
ალექსანდრეს ნიტას კომენტარზე გაეღიმა.
- ინგლისური იცის. ( ალექსანდრე )
- აბა რატომ იყო რეაქცია 0 ? ( ნიტა )

ნიტამ პასუხის მოლოდნიში მე შემომხედა.

- ეგ სიბრაზემ გათქმევინა, გაბრაზებულზე ნათქვამი სიტყვები კი გულიდან არ მოდის აქედან გამომდინარე საერთოდ არ განვიცადე შენი ნათქვამი, რადგან დარწმუნებული ვარ დამშვიდებულ მდგომარეობაში ბევრად უკეთესად შემაფასებ.

ნიტა ჩემს ასეთ პასუხს არ ელოდა და ალექსანდრესკენ გადაიხარა.

- შენი ძმაკაცი ძალიან ჩამოყალიბებული ადამიანია. ( ნიტა )
- ჰაჰა კარგი გეყოფათ, ჯერ ახლა არ გაიცანით ერთმანეთი. ( ალექსანადრე )

ალექსანდრეს უაზრო გამომეტყველებით შევხედე და მივანიშნე, რომ უაზრობას ბაზრობდა, შემდეგკი სიჩქარეს მოვუმატე და სიმღერას ავყევი, სულ რაღაც თერთმეტ წუთში უკვე ალექსანდრეს სახლთან ვიყავით.

- ბიჭო შენ არ ამოხვალ? ( ალექსანდრე )
- არა, საქმეები მაქვს.
- კარგი, მერე შეგეხმიანები. ( ალექსადნრე )

ნიტა გაღიმებული გვადევნებდა თვალს, ელოდებოდა, რომ რაიმეს ვეტყოდი მაგრამ ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვამჩნევდი - ეს ჩემი ერთერთი დამახასიათებელი ქცევაა, რომლის საშუალებითაც გოგოები ზედმეტად იბნევიან და ჩემი ასეთი საქციელის ახსნას უაზროდ ცდილობენ.
ალექსანდრეს დავემშვიდობე და მანქანა სწრაფად დავძარი, ნიტა და ალექსანდრე კი სახლში ავიდნენ.

- ჩვენები სახლში არიან? ( ნიტა )
- არა, ყველა საღამოს ბრუნდება სახლში ასე, რომ შეგიძლია ცოტახანს დაისვენო. ( ალექსადნრე )
- ლენას არ ვუთხრათ, რომ ჩამოვედი? ( ნიტა )
- აბა რა უნდა ვქნათ, შენ დაურეკავ? ( ალექსანდრე )
- არა არა, შენ დაურეკე და უთარი, რომ რაღაც საქმე გაქვს და სახლში ელოდები. ( ნიტა )
- მასე მგონი დაიბნევა და შეეშინდება. ( ალექსანდრე )

ნიტას ალექსანდრეს ასეთ პასუხზე გაეღიმა.

- გადამეტებული ზრუნვაც არ არის კარგი ალექსანდრე. ( ნიტა )
- კარგი კარგი. ( ალექსანდრე )

ალექსანდრემ ნიტას ოთახი აჩვენა სადაც შეეძლო მოწესრიგება, თვითონ კი ლენას დაურეკა და ცოტახნის შემდეგ კმაყოფილა განაცხადა, რომ შვიდ წუთში მასთან იქნებოდა.

- ალექსანდრე იცოდე ძალიან ძალიან გავბრაზდები თუ ჩემს აქ ყოფნაში ლენას არ ეტყვი, რომ გიყვარს. ( ნიტა )
- კარგი რა, შეენც ტო? ( ალექსანდრე )
- „ტო“ და „ კარგი“ არ ვიცი მე, ეს გაფრთხილება იყო. ( ნიტა )

რამდენიმე წუთში კარებზე ზარი გაისმა - ეს ლენა იყო, რომელიც მარტო არ ჩანდა.



№1 სტუმარი ani

მალე დადე რა სჰემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent