შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი (თავი 8)


20-10-2016, 17:07
ავტორი Salivan
ნანახია 3 242

არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი მიწაზე, მაგრამ როგორც კი შევძელი წამოვდექი, სახლში მივბრუნდი და ბებოს ფეხებთან დავემხე.
- წავიდეთ ბებო სოფელში გთხოვ.- ამოვიტირე მთელი გულით- გთხოვ ბებო, არ შემიძლია აქ ყოფნა. ჩემი სახლ-კარი მომენატრა ბე. წავიდეთ და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც შენ გინდა. დავბრუნდეთ სახლში გემუდარები- საცოდავად ამოვიტირე და ბებოს დამჭკნარი თითები დავუკოცნე.
- კარგი, გაემზადე!- ბრძანებს მოულოდნელად და წვალებით დგება. - დღესვე მივდივართ.
- მე მხოლოდ ჩემი ნივთები მომაქვს- ვაცხადებ მტკიცედ და ზემოთ ავრბივარ. ძველ ნივთებს ვაგროვებ, ზურგჩანთაში ვტენი და მარიტას ნაჩუქარიდან მხოლოდ იმ სპორტულებს ვიტოვებ რაც ახლა მაცვია. კიბეებზე ჩავდივარ და სახლს ვაყურადებ, სიჩუმეა. სახლი ცარიელია. ეს მიხარია კოდეც.
ბებოს ნივთების სწრაფად ვაგროვებ, ჩემს ზურგჩანთაში ვტენი და უკანმოუხედავად ვტოვებ სახლს.
ექვს საათში სანატრელი ჰაერი ჩავისუნთქე და მივხვდი რომ სიმშვიდეს და ბედნიერებას ისევ აქ ვიპოვიდი. ეს ადგილი იმდენად წმინდა და ჯანსაღია რომ ვერც ბოროტება და ვერც ზიზღი აქ ვერ იარსებებს. რატომღაც ვგრძნობდი რომ ნამდვილი სიყვარული, ბედნიერება და ოჯახი ზუსტად იმ სოფელში მელოდა რომელიც ერთი შეხედვით ხელის გულზე დაგეტეოდა.
ბებოს გავხედე და მივხვდი რომ სიარულს ვეღარ შეძლებდა, გასავლელი კი დიდი იყო. ამიტომ იქვე მდგარურმიან კაცს თხოვნით მივმართე, წინააღმდეგობის მიუხედავად ცოტა ფული მივეცი და ჩემი ზღაპრული სოფლისკენ მიმავალ გრძელ გზას დავადექით.
ერთ საათში ჩემს ლამაზ ეზოში ვიდექი და სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი. ფეხსაცმელწბი გავიხადე, წინდებიც მის გზას გავუყენე და ფეხშიშველმა შემოვირბინე ჩემი ეზო-კარი. დაღლილ ბებოს მივხედე,საწოლი გავუშალე, დაღლილი ხელ-ფეხი დავუთბილე და ბუხარში ცეცხლი დავანთე. ჩაიდანი კოჭაზე დავკიდე და სანამ წყალი გაცხელდებოდა ეზო მოვაწესრიგე. ბებოს ცხელი ჩაი გავუმზადე და მისაყოლებელიც მივართვი.
თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. ხასიათზეც მოვედი და უამრავი რამის გაკეთებაც კი მოვასწრე. მოგვიანებით როცა ვიბანავე და სახლის კარები გადავრაზე. სიმარტოვის შიშმა შემიპყრო. საძინებელში შევარდი, საბანში გავეხვიე და თავი დავარწმუნე რომ უნდა დამეძინა. მაგრამ ამაოდ. მთელი ღამე თავიდან ვერ ვიგდებდი ანდრიას გადაფითრებულ სახეს და მის ჩაწითლებულ თვალებს. თავში გამუდმებით მისი სიტყვები მიტრიალებდა. მის სახეს კი ალექსანდრეს ირონიული ღიმილი ცვლიდა და მისი მუქარა. რა იქნებოდა აწი...რა მელოდა აწი...პასუხი არ მქონდა და იმედი მითუმეტეს რომ ძველებური მშვიდი და უდარდელი ცხოვრება დამიბრუნდებოდა. მთელი ღამე შამფურივით ვტრიალებდი და შედეგად დილით გალახული ავდექი. ხელ-ფეხს ძლივს ვამოძრავებდი. თუმცა დილის სუსხმა თავისი ქნა და ბოლომდე გამომაფხიზლა.
ბებოს შევუხედე, ისევ ეძინა. ჩავიცვი, ცოტა წავივარჯიშე და ცეცხლი დავანთე. მთელი კვირა მუხლჩაუხრელ შრომაში გავატარე. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის რომ დავღლილიყავი და დაწოლილს ძილი მღირსებოდა მაგრამ ამაოდ. ყოველ ღამეს ანდრიას თვალებთან მიწევდა ბრძოლა და ყოველ დილით დამარცხებული ვდგებოდი. ბებია არაფერს მეუბნებოდა. მხოლოდ მასწავლიდა, რჩევას მაძლევდა და ბევრს მეფერებოდა. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ბალახების ჩაის ვასმევდი, ხახვის ნაყენს ვუმზადებდი, რაც გამეგო და არ გამეგო ყველაფერს ვაკეთებდი რომ ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა მისი მდგომარეობა. თუმცა კარგად ვიცოდი რომ ვერაფერსაც ვერ ვუშველიდი.
სოფელში დაბრუნებიდან ათი დღე იყო გასული, ეზოში ვიჯექი და ვკერავდი. თან სოფელს ვავლებდი თვალს და მის სილამაზეს ღიმილით ვიბეჭდავდი გონებაში. მარიტა მენატრებოდა, მისი ლამაზი და ნათელი თვალები. მისი ხალისი და სითბო მაკლდა. ის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო იმ დღეების მოგონებებიდან. მისი ჩახუტება ახლა წამალივით იქნებოდა ჩემთვის. ბოლოჯერ ვუყრი ნემსს ძველ კოფტას და ისევ ვავლებ სოფელს თვალს რომ მის ორღობეში მოძრავ შავ მანქანას ვამჩნევ. ნემსი ხელიდან მივარდება და ვეხზე ვდგები. ვიცი ვისი მანქანაცაა და გული საგულედან მივარდება. ხელსაქმეს ჯანდაბაში ვისვრი და გიჟივით გავრბივარ ეზოდან. დაღმართს ქვემოთ მივუყვები და აფრიალებულ კაბას ხელით ვიჭერ. წინ ვიყურები და უკვე ვხედავ მის თვალებს. ზუსტად ჩემს ფეხებთან გააჩერა მანქანა და სავარძელს მიეყრდნო. ადგილოდან ვერ ვიძროდი. ისეთი დაღლილი სახე ქონდა, შეშუპებული თვალები და გაფერმკრთალებული ტუჩები, რომ კიდევ უფრო დამნაშავედ ვიგრძენი თავი. მინდოდა კარრბი გამომეღო, კალთაში ჩავხტომოდი და მთელი ძალით მოვხვეოდი...მაგრამ ამის მაგიერ ვიდექი ძეგლივით და მის მოქმედებას ველოდი.
ნელა გამოაღო კარი და მძიმე ნაბიჯებით გადმოვიდა.
- გამარჯობა- მომესალმა ცივად და გვერდი ამიარა. ყველა ჩემი იმედი და მოლოდინი სადღაც გაქრა. საშინელებაა როცა ადამიანს რომელი შენთვის ასე ძვირფასია არაფრად უღირხარ. "აბა რა გეგონა?!" დამცინის ქვეცნობიერი და მეც თავჩახრილი მივყვები უკან.
- ბებო როგორაა?- მეკითხება უკანმოუხედავად.
- ცუდად- ვპასუხობ გაპარული ხმით.
- შენ?- ოდნავ აბრუნებს თავს და ისე მეკითხება.
- მეც-ვეღარ ვიკავებ ცრემლებს და გატეხილი ხმით ვპასუხობ.
- ალბათ ხვდები რატომ ვარ აქ?- დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი ლითხვა და გაჩერდა.
- კი.
ჩემს წინ იდგა, ზურგით ჩემსკენ და გარემოს აკვირდებოდა. მის ზურგს შევცქეროდი და ვხვდებოდი რომ მის იქით სხვა გზა და ხსნა არ არსებობდა.
- ალექსანდრე წავიდა- მითხრა და სწრაფად შემობრუნდა. მის მოძრაობაზე შევცბი და სწრაფად ავხედე. მის აფორიაქებულ თვალებს წავაწყდი და გავშეშდი. როგორ მომნატრებია მისი ჭრელები ახლა მივხვდი. არ ვიცოდი რა მექნა ამიტომ თავი უბრალოდ დავუქნიე. ალექსანდრემზე იმ ღამის შემდეგ არც მიფიქრია. მისი მდგომარრობა კი საერთოდ არ მადარდებდა. მთელი ორი წუთი ანდრია გამომცდელად მიყურებდა, არ ვიცი რას ეძებდა ჩემს თვალებსა და სულში მაგრამ ფაქტია მზერას არ მაცილებდა.
- მელოდი?- მკითხა მოულოდნელად და მეც სიმართლე ვუპასუხე.
- არა.- ალექსანდრეს სიტყვები გამახსენდა და თავჩახრილმა დავამატე - არ დამიმსახურებია.
- შენს გამო არ ჩამოვსულვარ- მპასუხობს ცივად და მიღიმის.
- ვიცი რატომაც ჩამოხვედი, მაგრამ მაინც არ იყავი ვალდებული- ჩუმად ვეპასუხები და საპასუხოდ მრისხანე მზერას ვიღებ.
- შენ თუ ვერ ხვდები მაშინ მე გეტყვი რომ ბებიაშენი სიცო ხლის ბოლო დღეებს სითვლის. ერთი რამ გთხოვა ამდენი წლის განმავლობაში და შენ მისი შესრულება არ შეგიძლია შენივე უპასუხისმგებლობის გამო. როგორ ფიქრობ იმაზე უკეთესს რას გააკეთებ, ვიდრე ამ ბოლო დღეების გალამაზებაა? ეს ყველაფერი კი- ხელით ჩვენს ირგვლივ წრეს ხაზავს - დროებითია და მხოლოდ თინა ბებოს გამო.
ამ ლაპარაკში სახლსაც მივუახლოვდით. ანდრია ადგილზე დატრიალდა, გარემოს ხარბად მოავლო თვალი და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
- აქაურობა როგორ დატოვებს? ეს სამოთხე ქალაქში ცხოვრებას როგორ ანაცვალეს?- იკითხა გაოგნებულმა და ჩემი ამდენი წლის ფიქრები ხმამაღლა გაახმოვანა.
- ახლა სადაა ბებო? ამ სახლშია?- მკითხა სევდიანად.
- ძირითადად წევს. ძალიან უჭირს ადგომა, ჭამაც კი. მეშინია მის გამო- ძლივს დამშვიდებული სახე ისევ მომეღრიცა და ცრემლებიც გადმომცვივდა.
- დამიჯერე იმაზე უკეთესს ვერაფერს გავუკეთებთ ვიდრე ამას ეს გარემო აკეთებს. მაგრამ მაინც წავიყვან ექიმთან როცა ჩავალთ თბილისში და ყველაფერს ვიზამ მისი გამოკეთებისთვის.- სევდიანი ღიმილით ამოილაპარაკა და ჭიშკარს დაეყრდნო.
- მადლობა- ამოვიჩურჩულე მის ზურგთან და ბებოს ხმაზე ადგილზე შევხტი.
- ჩამოხვედი ბებო? -სახლიდან გამოვიდა. ეს ჩემი საწოლს მიჯაჭვული ბებო მკვირცხლი ნაბიჯებითმოიწევდა ჩვენსკენ და თან ქოთქოთებდა.- რამდენი გვალოდინე რომ იცოდე. შენს ლოდინში ღამეებს ათენებდა ქალბატონი. ბოლოს ორი დღე იმას ვლოცულობდი მის ჩამოსვლამდე არ განვუტევო სულითქო. რა გჭირს ბებია?- ახლა მე მომწვდა- ასე ხვდებიან საქმროს შვილო, მაგი გასწავლე მეშენ? რას დააყენე ამხელა კაცი კარებში. ჩამოდი ბებო და მომიყევი თქვენი ამბები.ძაან ხომ არ გაბრაზდნენ ასე დაუმშვიდობებლად რომ წამოვედით?
- სიმართლე გითხრათ ვერ გაიგეს თქვენი ასე ნაჩქარევად წასვლის მიზეზი, მაგრამ წყენჯთ არავის სწყენია.- თბილად გაუღიმა და გულში ჩაიკრა ბებო. უკვე ენატრებით. დედას განსაკუთრებით. მარიტა კი ძალით გადავსვი დღეს მანქანიდან. აქ მომყვებოდა.
- მასე ჯობია ბებო. ჯერ ერთმანეთში შეთანხმდით შენ და ჩემი გოგო და მერე შევიყაროთ ყველა ერთად.- ამ სიტყვებზე ანდრიამ გამომხედა და ნაძალადევად გამიღიმა. გამაგიჟა მისმა თვალებმა, შექმნილმა სიტუაციამ და საერთოდ ჩემმა მდგომარეობამ. მეტად ვეღარ შევძლებდი თავის შეკავებას, არც მყოფნიდა ძალები ტირილის შესაკავებლად. ადგილს მოვწყდი და ტყეს შევაფარე თავი. მივრბოდი, მაგრამ მეც არ ვიცოდი სად. მთავარია მის თვალებს მოვრიდებოდი. აზრების დაწყობა მჭირდებოდა და გონს მოსვლა. მის გვერდით ეს არ გამომდიოდა.
ვიცოდი რომ ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე. ჩემი სიჩუმით და უმოქმედობით. მაგრამ ვერ ვბედავდი თავის მართლებას. ვერც სიმართლის თქმას ვერ ვბედავდი. არ ვიცოდი ანდრიამ რა იცოდა ან ჩემს ნაამბობს როგორ მიიღებდა. ამიტომ ჩუმად ვიყავი და არც ვაპირებდი რამის თქმას. ჩემი გამოუცდელობით და გახსნილობით ალექსანდრეს გადათელვის უფლება მივეცი, თავის და სახელის გადასარჩენად კი ვერაფერი გავაკეთე.
ახლა კი ჩემი უმოქმედობის და სისულელის შედეგს ვიმკიდი. იმ კაცის სიყვარული უნდა დამებრალებინა რომელიც მართლა მიყვარდა. ხო, ანდრია მიყვარდა. ამაში დასარწმუნებლად თეთრად გათენებული 10 ღამე დამეხმარა. უნდა მემსახიობა და ღიმილის ნიღაბი მომერგო, როცა შეიძლებოდა რომ ნამდვილად ბედნიერი ოჯახი მყოლოდა. ახლა კი მის გამოწვდილ ხელს უნდა მოვჭიდებოდი, მაშინ როცა ვიცოდი რომ მე მისთვის არავინ ვიყავი და ვერც ვერასდროს გავხდებოდი.
ამ სირბილში ჩემს საყვარრლ ადგილსაც მივაღწიე. მთის წვერზე ვიდექი და სოფელს ზემოდან გადმოვყურებდი. სახლისკენ მივბრუნდი, ის ყველაზე ახლოს იყო. ეზოში ანდრია იდგა, მარტო. მოულოდნელად ხელი ასწია და შორიდან მომესალმა. მხედავდა და მიხმობდა. ბებო მოვიძიე თვალებში და ვერსად დავინახე. " ალბათ სახლში და საჭმელს აკეთებს" საკუთარ საქციელზე გავბრაზდი და სახლისკენ გამოვქანდი. ტყეში უკვე ბნელოდა და ცხოველებიც იღვიძებდა. ხის ტოტს შევახტი და როგორც ბებო იტყოდა "მაიმუნურ ყოფას" დავუბრუნდი. სახლის წინ რომ ჩამოვხტი ხიდან წინ გაოგნებული ანდრია დავინახე. ისეთი სახით მიყურებდა რომ სიცილი ვერ შევიკავე.
- არაა შენი ადგილი აქაა. რა გინდა შენ ქალაქში- იცინოდა თვითონაც და აღფრთოვანებული თვალებით მიყურებდა.- მართლა ველური ხარ. მოურჯულებელი- დასძინა ჩუმად და თავი ჩახარა. მისმა სიტყვებმა ალექსანდრე გამახსენა და ბრაზი მომერია. საპასუხოდ შევუბღვირე და გვერდი ავუარე.
- მოიცა! ერთი რამ უნდა გავარკვიოთ. დღეიდან ყველას წინაშე, განსაკუთრებით კი ბებოს, ჩვენ წყვილი ვართ. ერთმანეთი რომ ძალიან მოსწონთ და თითქმის უყვარს კიდეც. ეგეთი გამოხტომა განმეორდება კიდევ ერთხელ და ამ ფარსს იქვე დავასრულებ იცოდე. შენ არ იცი რის ფასად მომიწია მე აქ ჩამოსვლა. ცოტა ტვინი დაატანე შენს საქციელებს დ ბებიაშენის ნერვიულობას შეეშვი.- ცივად წამომიყენა მოთხოვნა და წინ გამიძღვა.- და კიდევ, ფეხზე ჩაიცვი და ხეზე მაიმუნივით ხტუნვას შეეშვი. ჩემს საცოლეს ეს არ შეეფერება.
"კარგი მეთქი" თავი მორჩილად დავუქნიე და შებრუმებულს ენა გამოვუყავი.
- მაგ ენას რომ ამოგაცლი, მერე ალბათ ყველა დაისვენებს.- პატარა ბავშვივით დამტუქსა და ეზოში გახევებული დამტოვა.
საიდან დამინახა?! შევეკითხე ქვეცნობიერს და სამზარეულოს ფანჯრისკენ გამექცა თვალი. "მინა" მიპასუხა გონებამ. მაკვირდება?! ისევ ვეკითხები გონებას და მის სიტყვებს ვუკვირდები.მართალია ჯობია ჩემი საქციელების კონტროლი ვისწავლო. ბებოს გულისთვის მაინც მმართებს დაჭკვიანება და დადინჯება. დროა გავიზარდო. დროა ცხოვრება ვისწავლო...

გთხოვთ ნუ გამიბრაზდებით. მეტი ვეღარ შევძელი. დამინდეთ და ნუ მიმატოვებთ. მომდევნო თავს ორჯერ უფრო დიდს დავდებ. გკოცნით და გეფერებით
პატივისცემით სალი



კარგი იყო,მაგრამ მომიტევე და იქედან წამოსვლის სცენა რაღაცნაირი იყო, ნაჩქარევად დაწერილი.ცოტა განავრცე ხოლმე. ველი გაგრძელებას

 


№2 სტუმარი Mariami

Aii umagresiaa dzalian momwons da male dade tavebi gazarde ra mecotava

 


№3  offline წევრი miss intriganka

ძაან მაგარი იყოიცი როგორ გელოდებოდი,ძაან კაი თუ წავიდა ალექსანდრე გადაშენდეს საერთოდ ამპალი ეგ ჩემ თინდრეას რო ასე მოექცა ამას არ ვაპატიებ დამპალი ეგ გელოდები იცოდე და იქნებ 12ის მერე ადო❤️❤️❤️❤️ამყევით ბავშვებო
მე-ჩვენ ვართ ვიინ?
თქვენ-თინდრეააა!!

მე-ჩვენ ვართ ვიინ?
თქვენ-თინდრეააა!!

მე-ჩვენ ვართ ვიინ?
თქვენ-თინდრეააა!!
ვსო დგეიდან ოფიციალურად თინდრეაა თინას და ანდრეას წყვილი❤️❤️❤️
--------------------
be somebody who makes others feel like a somebody♡♡♡

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო ჩემო კარგო,მაგრამ იმედია სიმართლეს მალე გაიგებს ანდრია
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი Mirranda Qavtaradze

ხან ახლანდელ ხანაც წარსულ დროში წერ ისტორიას ძალიან მეცა თვალში :/

 


№6  offline წევრი თეონა.უ

როგორ ველოდიიი.წარმატებები ჩემო გოგო, ცოტა მალე დადე ახალიი

 


№7 სტუმარი mtvaro svani

zalian kargia.andria rim cudad eqceva nervebi meshleba ra magis bralia.ra ar gadaitana im damplis gamo.au minda sherigdnen ra ase damcireba gamosdis andrias da codoa

 


№8 სტუმარი კიკი

ვაიმეეე ჩემო მთვარის შუქო ახლა წავიკითხე ბოლო ორი თავი და კინაღამ კომაში ჩავვარდი. სურვული გამიჩნდა რომ ამხელებით ახლა რომ კომენტარს ვწერ ალექსანდრე მომეხრჩო და მომეგუდა.
ძალიან შემეცოდა თინა ბებია. ასეთი სიკვდილისთვის არ მემეტება. რა უიღბლო ქალი ყოფილა.
გული მისკდება თინიას მომავალზე ფიქრისას. გემუდარები ნუ გაათელინებ ანდრიას. იმ გველგესლამ რაც აკადრა ისიც ეყოფა. როგორი პატიოსანი და სუფთა ადამიანია რომ იმაში თვლის თავს დამნაშავედ რაშიც საერთოდ არ არის დამნაშავე. დაინდე თინია გთხოვ.
კიდევ ერთხელ ვაღიარებ რომ ანდრია უნიკალირი კაცია. მაინც ჩავიდა, მაინც დაინდო. მოდი სიმართლე ვთქვათ მარტო ბებოს გამოც ხომ არ არის იქ? ნუ მე მჯერა რომ მხოლოდ ეგ მიზეზი არა აქვს. გთხოვ არ დაუკღგო ანდრიაა ეს ღირსებები და არ დააშორო ჩემი ორი ცალი სიყვარული. მიყვარხარ სალიიი.

 


№9  offline წევრი Salivan

სხვანაირი დედამიწელი
კარგი იყო,მაგრამ მომიტევე და იქედან წამოსვლის სცენა რაღაცნაირი იყო, ნაჩქარევად დაწერილი.ცოტა განავრცე ხოლმე. ველი გაგრძელებას

ხო მართლაც გადარბენაზე დავწერე და ნუ გამიბრაზდებით. მინდოდა რომ ახალი თვაით გამეხარებინეთ.

Mariami
Aii umagresiaa dzalian momwons da male dade tavebi gazarde ra mecotava

დავდე უკვე :)

miss intriganka
ძაან მაგარი იყოიცი როგორ გელოდებოდი,ძაან კაი თუ წავიდა ალექსანდრე გადაშენდეს საერთოდ ამპალი ეგ ჩემ თინდრეას რო ასე მოექცა ამას არ ვაპატიებ დამპალი ეგ გელოდები იცოდე და იქნებ 12ის მერე ადო❤️❤️❤️❤️ამყევით ბავშვებო
მე-ჩვენ ვართ ვიინ?
თქვენ-თინდრეააა!!

მე-ჩვენ ვართ ვიინ?
თქვენ-თინდრეააა!!

მე-ჩვენ ვართ ვიინ?
თქვენ-თინდრეააა!!
ვსო დგეიდან ოფიციალურად თინდრეაა თინას და ანდრეას წყვილი❤️❤️❤️


ჩემი გოგო ხარ შეენ!!!! თინდრეა!!! დავედე ახალი თავიიიიიი

Mirranda Qavtaradze
ხან ახლანდელ ხანაც წარსულ დროში წერ ისტორიას ძალიან მეცა თვალში :/

ხო ავირიე სიჩქარეში, როგორც იტყვიან მოცქარეს მოუგვიანდესო ისე დამემართა. გავაფუჭე თავი

mtvaro svani
zalian kargia.andria rim cudad eqceva nervebi meshleba ra magis bralia.ra ar gadaitana im damplis gamo.au minda sherigdnen ra ase damcireba gamosdis andrias da codoa

არა არ ამცირებს. პირიქით ზრუნავს და იცავს. მისი მიზეზები აქვს რომ ასე ექცევა. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანაში. მადლობა კიდევ ერთხელ რომ კითხულობ და აზრს გამოხატავ

კიკი
ვაიმეეე ჩემო მთვარის შუქო ახლა წავიკითხე ბოლო ორი თავი და კინაღამ კომაში ჩავვარდი. სურვული გამიჩნდა რომ ამხელებით ახლა რომ კომენტარს ვწერ ალექსანდრე მომეხრჩო და მომეგუდა.
ძალიან შემეცოდა თინა ბებია. ასეთი სიკვდილისთვის არ მემეტება. რა უიღბლო ქალი ყოფილა.
გული მისკდება თინიას მომავალზე ფიქრისას. გემუდარები ნუ გაათელინებ ანდრიას. იმ გველგესლამ რაც აკადრა ისიც ეყოფა. როგორი პატიოსანი და სუფთა ადამიანია რომ იმაში თვლის თავს დამნაშავედ რაშიც საერთოდ არ არის დამნაშავე. დაინდე თინია გთხოვ.
კიდევ ერთხელ ვაღიარებ რომ ანდრია უნიკალირი კაცია. მაინც ჩავიდა, მაინც დაინდო. მოდი სიმართლე ვთქვათ მარტო ბებოს გამოც ხომ არ არის იქ? ნუ მე მჯერა რომ მხოლოდ ეგ მიზეზი არა აქვს. გთხოვ არ დაუკღგო ანდრიაა ეს ღირსებები და არ დააშორო ჩემი ორი ცალი სიყვარული. მიყვარხარ სალიიი.

როგორ ველოდი შენს კომენტარს ხომ არ იცი. მადლობა საყვარელო. ზუსტად ახასიათებ ცემს გმირებს და მიხარია რომ მათ ასე კარგად ხედავ. ახალი თავი უკვე დავდე, იმედი მაქვს გასიამოვნებ. გკოცნი და გეფერები

 


№10  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra utvibo gogoa gmerto chrmo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent