შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ყვავილი


20-10-2016, 18:57
ავტორი Mirranda Qavtaradze
ნანახია 2 110

შენი გასვლაა-თავი შემოყო გამოსაცვლელ ოთახში მამაკაცმა და თქმისთანავე გაბრუნდა უკან.სარკის წინ ჩემს თავს ვუყურებ და ჯერაც არ მჯერა,ასე როგორ მოხდა რომ აქამდე მოვედი?სახეზე კიდევ ერთხელ ვივლებ ხელს,ვიღებ წითელ ტუჩსაცხს და ნაზად ვანაწილებ ბაგეებზე,კმაყოფილი სახით ვდგები ვისწორებ კოლგოტს და ბიუზჰალტერს,ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავდივარ რადგან მეტი ეფექტი შევქმნა სანახაობრივი,ჩემი საქმეც ხომ სწორედ ეს არის ”მეტი ეფექტი”..
დაბალი სინათლით განათებულ სცენაზე გავდივარ და შევყურებ ჩემს წინ მდგარ მამაკაცებს ”მიდი ლამაზო” მესმის შეძახილები,შეუდრეკავად ველი მუსიკის ხმას,მაგრამ ისინი ორჯერ უფრო მეტად ელიან ამ სანახაობის დაწყებას..
მუსიკის ხმა ყურებში მწვდება,შიგნით გონებამდე აღწევს,გულს გადაეცემა და ვიწყებ მოძრაობების კეთებას.აქეთ იქიდან მესმის სტვენის ხმები,მაგრამ ყურადღებას აღარ ვაქცევ.
ეს ხომ სულელი კაცების ადგილია,ან მიტოვებული კაცების ანდაც საერთოდ კაცების რომლებიც ოჯახის ფულს ამაში ხარჯავენ..
მუსიკა ჩერდება და ვჩერდები მეც,ოვაციები და შეძახილები ისმის,თავს ვხრი და მათ წინაში ვიხრი ქედს სცენიდან კვლავ ნელი,უდარდელი ნაბიჯებით მივემართები.
-შეჩერდი-მეძახის უფროსი და მეწევა,მხარზე ხელს მადებს და თავისკენ მატრიალებს.-როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყავი ჩემო ველურო ყვავილო-თმაზე მისვამს ხელს და ვნებიანი თვალებით შემომყურებს,ეტყობა მზად არის ახლავე ამ წამსვე გამიფინოს მაგრამ არა! მისი ბობოქარი და ყოვლის მთქმელი თვალები წამით ქვრება.უხმოდ ვდგავარ მის წინაშე ნახევრად შიშველი და უემოციო სახით ვუყურებ,ველი როდის განმათავოსუფლებს და გამიშვებს ჩემს ოთახში-შეგიძლია წაბრძანდე-მიშვებს ხელებს და კვლავ სასურველი თვალებით,ჩემს ოთახში შესვლამდე დგას შემდეგ კი გეზს იღებს და ბრუნდება უკან..
-მოდიი დაჯექი აქ,ძალიან ლამაზად გამოხვედი-მიღიმის და ანთებული თვალებით მომციცინებს კაროლინი.
-მადლობ საყვარელო კაროლინ-ვუღიმი და სავარძელში ვეფინები,თბალებს ვხუჭავ და ვიღიმი,რატომ რა მიზეზით არ ვიცი არც მე .გოგონები მზადებას არ წყვეტენ,ზოგი თმას იკეთებს,ზოგი მაკიაჟს ზოგიც ემზადება საზარელი ღამისთვის..”ღმერთო კიდევ კარგი მხოლოდ ვცეკვავ” ვფიქრობ გულში და მსხვერპლს ცალ თვალს ვაპარებ,მეღიმება კვლავაც.
-რაო ჩვენმა სინპატიურმა?-გვერდით მიჯდება ჩემზე ბევრად უფროსი ანჟელა და ფეხს ფეხზე იდება,თითებზე დიდრონი კლანჭბითა და ხაშავებული თვალებით.
-არაფეერი,მოეწონა გამოსვლა-ნოკლედ ვცემ პასუხს
-არ გეჩვენება ჩემო ლამაზო რომ მოწონხარ?-წუთით ვდუნდები და სიცილს ვტეხ,გოგონები მორბიან ჩვენთან და დგებიან მოსასმენად ჩემი სიცილის მიზეზისა.-რას მეუბნები ანჟელ,ეს ხონ სისულელეა?თაანაც ცოლი ყავს-თვალს ვუკრავ და ვიწევი წინ
-აუფ ცოლი-გადაიხარხარა გულუანად-რას მელაპარაკები,ამიტომაც ზის დღე და ღამე აქ არა?-თავს ვაქნევ და ვჭუტავ თვალებს .
-გავიგე ახალი გვყავს-ეჭვიანად გადავხედე ყველა მათგანს მაგრამ ვერავინ შსვამჩნიე უცხო.
-ხო ეგრეა-პასუხს მცემს ულამაზესი ლილიანა,ჩემზე ორიოდე წლით დიდი
-აბა სად არის?
-არ ვიცი უფროსთან იჯდება კაბინეტში-უკმაყოფილოდ ჩაქინდრა თავი.”ნეტავ რა გაუეირდა ასეთი” ვფიქრობ და გული მწყდება ახალ გოგონაზე,აქ ხომ ბუზიც არ ფრინდება ნებით!
-კონკია -თავს ყოფს კვლავ დაცვა და ”ღამის” გმირს იხმობს,ისიც დგება და უთქმელად მიყვება..
აქ ბევრნი ვართ,ზოგი რას აკეთებს ზოგიც რას,მაგრამ არცერთ ნაბიჯსვამართლებ ჩვენსას..მაგრამ რა გავაკეთოთ თუ კი არც იქით გვიშვებენ,აღარც აქეთ..?

როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს,აქ ყველა ჩვენგანი გულწრფელი და კეთილია.
ადამიანები რას არ ამბობენ ჩვენზე,გამწარებული დედაკაცები რომლებსაც სახლიდან გამოვარდნილი ქმრები აქ ეგულებათ.
ყოველ შემთხვევაში ცეკვას არ
მივიჩნევ ”მეძავობად”,თუნცა ”სადაც წახვალ იქაურ ქუდს იფარებ”მაეთლაც..
აქ ხან ერთი დღე,ხან რამდენი დღე ვართ გადაბმულად,მაგრამ ვალდებულები ვართ!

ნახევარ საათში შემოდის ლილიანა და უმან მოყვება უფროსი ახალი გოგონათითურთ.
ლილიანი სკამზე ჯდება და კუთვნულს ითვლის თითებით,უფროსი კი შუა გულში დგება და გოგინას იყენებს გვერდით..
-გაუცანით ლუსი-ყველამ ერთმანეთს გადახედა-ეს გოგონა იქნება თქვენთან ერთად და თუ შეიძლება კარგად მოეპყარით-გამჭვალ
მზერას მაპარებს და იღიმის,ვხვდები ჩემი იმედი დიდი აქვს.ტოვებს ლუსის და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გადის,ვათვალიერებ ლამაზ ახალგაზრდა ლუსის და შთაბეჭდილებების ქვეშ ვექცევი ”ულამაზესია ღმერთმანი”,ტუჩის კუთხეს ვტეხ და ვდგები
-ლუსი-შეცბუნებული ტრიალდება და ლამაზ ღიმილს მჩუქნის,ხელს ვუწვდი
-მაშა-მართმევს ხელს და თავს მიკრავს ზრდილობიანად.

-მაშინკა-ვხვდები მეძახის საცეკვაოდ-ჩემი დროა-ვეუბნები ლუსის და ოთახიდან გავდივარ.
ყოველ ჯერზე სხვადასხვა სანახაობები იმართება,სამარცხვინოა მაგრამ ასეა ნამდვილად.
ვცეკვავ და მთელი ყურადღება გადამაქვს ამ ცეკვისკენ,ვიწევი მიმზიდველად ზევით და თვალს მამაკაცების ქარცეცხლს ვავლებ.ეს ვინ არის,გაკვირვებული ვაგრძელებ მოძრაობების კეთებას,თვალს კი არ ვაცილებ შორს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს.ფიქრში დრო იწურება და მუსიკა ჩერდება,დაცვა მდგება გვერდში და გავყავარ სცენიდან,თვალები უკან მრჩება.

-მაშა-წინ უფროსის ცოლი მიდგება და მაჩერებს
-გისმენ-თვალს თვალში ვუყრი,ვხვდები დიდად არვეპიტნავები მაგრამ ატანა უწევს ჩემი ცხადია
-შენ და ბაჩოს სშორის რა ხდება-სიცილს ვერ ვიკავებ და სახეზე ვიფარებ ხელს
-მეხუმრები ხო??-კისკისით ვამბობ და მხარე ვკრავ ხელს მამაკაცივით-არ მეცინება მე-სერიოზულად მომჩერებია და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის
-მისმინე გრეტა,მე და ბაჩო ბაჩო და მე,ისევე ჟღერს როგორც ცა და დედამიწა-ვიღებ სერიოზულ სახეს და ვუვლი გვერდს,მხარს ვკრავ და ნასიამოვნები სახით ვაგრძელებ გზას.ვგრძნობ ნჟავედ მკიდებს ხელს ხელზე,ვტრიალდები მისკენ კვლავ
-მაშა!-მიყვირის-შენ თავი ვინ გგონია მეძავო-ტვინში მასხავს მოთმინების სისხლი,ვიღიმები და მარჯვენა ლოყაში გამაგრებულ მუშტს ვურტყამ.
-მეძავი?-ვყვირი ბოლო ხმაზე ყველამ კარგად რომ გაიგოს და მითუნეტეს ბაჩომ-მეძავი ვის დაუძახე ქუჩის ლეკვო-მინდა მოხემული ძალები მასზე დავხარჯო მაგრამ დაცვა მაკავებს..ოთახიდან გოგონები გამორბიან და ჩვენს შორის დგებიან,აი გამლჩნდა ”ნაჩუკი” ბატონიც..გრეტა უეცრად უმანკო სახეს იღებს და მიაკენ მიიმართება,ბაჩოს მზერა ჩემსკენ უჭირავს..
-იმ ნაგავმა რა დამიძახა გაიგონე საყვარელო??-შეჭმუხნული სახით აგრძელებს,მე კი ვუყურებ შორიდან.ბაჩო აშვებინებს ხელებს და ჩემსკენ მოწმართება,ნასიამოვნები სახე კი ნამდვილად არ აქვს
-ბატონო...-არ მამთავრებინებს საუბარს და პირზე მაფარებს დოდრონ ხელს
-გაჩუმდი და წამომყევი-თვალს ვაპარებ გრეტას მიმართულებით,დიდი მწვანე თვალებით მგესლავს.
ბაჩოს კაბინეტში ორნჯრჟ ვდგავართ მე და ბაჩო,არ ვიცი რა ვთქვა,ველოდები როდის ამოიღებს ხმას
-მაშა რა ხდება თქვენს შორის?
-ეჭვიანობს-თვალებს ვატრიალებ და მარჯვენა წარბს ვწევ.
-შენზე?-გულიანად სიცილი აღმოხდა,გაკვირვებული ვდგავად და ვუყურებ..
კარებზე კაკუნის ხმა გაისმა,შემოდის ვიღაც ჯერ მხოლოდ ნაბიჯების ხმას ვისმენ.ვიღაც წინ მიდგება,ბაჩოს გვერდით იკავებს ადგილს,ურცხვად ვაყოლებ ქვევიდან ზევით თვალს და ვშეშდები
”ეს ის ბიჭია ვინც წეღან მომხვდა თვალში”
თვალს არ მაცილებს და ისიც შემომყურებს ინტერესის თვალით
-ბატონო მე გავალ-ვტრიალდები და დარცხვენილი ვეცლები კაბინეტს..საგრიმიოროში შევდივარ და ტანსაცმელს ვავლებ ხელს,წასვლას ვლამობ
-ჩემო ლამაზო ყვავილო -ვიღაც მეხება მხარზე,შეშინებული ვტრიალდები,ჩემს წინ ის უცმობი მამაკაცი აღმოჩნდა
-უკაცრავად?-იცინის და თეთრ კბილებს მაყრის თავზე
-ვიცი ასე შენი ბატონი გეძახდა-სახე მეცვლება
-მოკვდა ბაჩო?-თვალებს ვჭყიტავ
-არა საიდან მოიტანე
-გეძახდაო და...-მიახლოვდება და ხმა მიწყდება ვგრძნობ,როგორ მინდა მიწა გასკდეს და ჩამიტანოს მეც.
-და...-ისევ გამიწყდა ხმა,ნერწყვს სიმწრით ვყლაპავ და ყელში მეჩხირება.აშკარად საკოცნელად იწევს ჩემსკენ,იხრება და მკოცნის..
მოიცა....
-ეს ...ეს....-სახეზე ხელს მისვამს ნაზად თითქოს დიდი ხანია შეყვარებულია ჩემზე
-რა მოხდა ყვავილო-არ ვიცი რა ვთქვა და ენაჩავარდნილი ვდგავარ მის წინაშე..
-მეე..ეს ...ეს პირველია და სხვანაირს ველოდი,სხვა სიტუაციაში-ამოვილუღლუღე
-ოჰო-თვალებში მიყურებს დაჟინებით-დღეს ჩემთვის იცეკვებს ჩემი ველური ყვავილი?-ფიქრებიდან გამოვდივარ,ეს რა ესმით ჩემს ყურება ღმერთო
-მე?-თითქოს სხვა იდგეს ჩემსა და მის გარდა აქ
-ხო შენ-გარკვევით მეუბნება და ხელებს უშვებს ქვევით,ახლავა მოვეგე გონს..
წკაპ და გაქრა..
ეს ყველაფერი სიმარი არის თითქოს,კიდევ გაოგნებული ვჯდები და სარკეში ვიყურები..
გოგოები ვარდებიან ერთიანად ოთახში
-რა უნდოდა????-ყველა მაყრის კითხვებს
-იცი ვინ იყო ეს??-კაროლინი სახეშეშლილი მიდგება წინ
-ასეთი ვინ იყო-ვითომც. არაფერი ისე ვეკითხები .საათს ვაპარებ თვალს,ჩემს
გამოსვლამდე ორი საათია..
-კაი ეგ დაივიწყეთ,ლილიანა შენ რომ იყავი ასული მამაკაცთან წეღან..-ლილიანამ იხედება ჩემსკენ და იღიმება
-ნუ იკითხავ მაშა,ერთი სიცოცხლე დავამთავრე,ბავშვი მეზობელთან მყავს -თავს ხრის დ ცრემლების შეკავებას ცდილობს,ძალს აღარ ვატან და ვჩუმდები..
სულელივით მეფიქრება იმ უცნობზე,მაკოცა და მისი სახელიც არ ვიცი.ნერვები სასტიკად მეშლება და მინდა დავბრუნდე ისევ იმ დროში,დიდი სიამოვნებით გავაწნიდი სილას.სისულელეა მაგრამ,ვიცი და ვგრძნობ რომ ეს შეხვედრა უკანასკნელი არ არის და გეგმებს მეორე შეხვედრისთვის ვაწყობ.

12:45
დროა გავიდე.
სცენაზე დიდი შემართებით გავდივარ და ვიღიმი,სცენის ქვემოთ მჯდარ მამაკაცს ვამჩნევ და მისკენ მივიწევ,მუხლებზე ვაჯდები და სახეს მისი სახიაკებ ვწევ,თვალები კი სხვაგან გამორბის.ვუყურებ ამ
მამკაცს და ცივი ოფლი ნათლად ასხამს,წელებზე მხვევს ხელებს და უცბად ვიღაც მექაჩება უკნიდან.

-გოგო-მიყვირის ისევ ის..ახლა უკვე შენობის გარეთ
-მაშა-სახელს ვუსწორებ და ვიღიმი გამომწვევად,აშჯარად სხვაგვარი მაშა დგას ახლა მის წინაშე და ამას ამჩნევს თვითონაც.
-ოჰჰ ქალბატონო მე ბოდიში-წარბებს წევს და ტაშს მიკრავს,შორიდან მომავალ
მანქანებს ვამჩნევ და თვალებს ვჭუტავ.ამ რეგვენს მომღიმარი აქვს სახე
-მე ილია -ხელს მიწვვდის და ინსტიქტურად ვართმევ ხელს
მეც,მანქანები ჩერდებიან ჩვენს ირგვლივ
-ილია ეს რა არის?-ვკითხულობ გაკვირვებით და ყველა მანქანიდან ფოტოგრაფები ხტებიან.
-მოიცა მოიცა-სახეს ვმანჭავ და მათკენ ვიწევ დასარტყმელად,მეტი რა უნდათ ამათც.ილია კი მიჭერს
-გოგო ველური ხარ ?-მიყვირის და ხელში მიტაცებს,ფეხებს მთელი ძალით ვიქნევ
-დამსვი რეგვენო,მე თქვენ გაჩვენებთ სეირს-მოშორებით მსვავს და თვალებ გადიდებული მიგურებს.



№1  offline წევრი kiko

საინტერესოა

 


№2 სტუმარი Guest kiko

1 ნაწილი ეს არის?არუნდა დააწერო??ვერ გავიგე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent