ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 4
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე მომავალი ჟურნალისტი გახლავარ და მეც მაქსიმალურად ოფიციალური ტანსაცმელი ავარჩიე. თეთრი საროჩკა მოკლე მინი იუპკა და მაღალ ქუსლიანები ჩავიცვი, ჩემი საყვარელი ჩანთა ავარჩიე თმები მაღლა ავიწიე და უნივერსიტეტისაკენ გავეშურე. ბევრი ვირბინე ამა თუ იმ კორპუსში, გამიჭირდა რადგან პირველად ვიყავი ამ ქალაქში, უეცრად ნაცნობს მოვკარი თვალი, ის დამეხმარა თორემ ისევ უთავბოლოდ სირბილი მომიწევდა აქეთ-იქით. -როგორ ხარ ნია? რომელ ფაკულტეტზე ხარ? -ჟურნალისტიკაზე მე მარიამი ვარ და არა ნია. - კარგი რა ნიი აღარ მოგბეზრდა მეც ჟურნალისტიკაზე ვარ, გიოც ჩვენთან ერთადაა, ანი მეტრეველიც ჩვენთანაა. - კარგია, გიორგის ვიცნობ მეზობლები ვართ, მაგრამ ანი ვინაა? - რომ ნახავ მიხვდები ვინცაა. - კარგი, არ დავაგვიანოთ გთხოვ რა. -ნუ ნერვიულობ აი 1205-ში ვართ. - კარგი წამო შევიდეთ. ოთახში შევედით და როგორც ყოველთვის ლექტორის წინ დავჯექი. -ნია, არ გამაფრენინო მთელი 12 წელია უკანა მერხებს ვერ მოგაშორე და რა დაგემართა? რა გჭირს? გავხედე გოგონას, რომელიც მიღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა, მისი სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე.ლამაზი სახის იყო კუნოსა ცხვირით ლამაზი ტუჩები და ლურჯი თვალები ჰქონდა უნაკლო ღიმილი და უნაკლო სხეული ქერა დალალები კი მკერდზე ჰქონდა ჩამოყრილი.ძალიან მომეწონა ეს გოგონა ალბათ ესეც ნიას მეგობარი იყო, დიდი სიამოვნებით დავუმეგობრდებოდი. -პრივეტ. -წამო უკან დავჯდეთ, ნია ბევრი რამ უნდა ამიხსნა მე მაინც რატომ არ მითხარი სიკვდილის გათამაშებას, რომ გეგმავდი. -მისმინე ანი მე ნია არ ვარ, მე მარიამ... საუბარი მოხუცმა მამაკაცმა შეგვაწყვეტინა, რომელმაც წამის მეასედში მოგვავლო ყველას თვალი საუბარი დაიწყო. - თუ შეიძლება საკუთარი ადგილები დაიკავეთ ბავშვებო, პირველ რიგში გავიცნოთ ერთმანეთი.მე დავით ბაგრატიონი ვარ, ჩვენ შევისწავლით საგანს, რომელიც საინტერესოა და დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებით ამ საგნით.მე თქვენი ლექტორი ვარ საერთაშორისო ურთიერთობები კი საკმაოდ საინტერესო საგანია კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, მთელი ლექცია ყურადღებით ვუსმენდი. იმდენად საინტერესო იყო ბატონი დავითის ლექცია ვცდილობდი, რომ არცერთი სიტყვა არ დამეკარგა, მის შენიშვნებს ბლოკნოტში ვიწერდი. დასვენებაზე ლუკამ და ანიმ სტუდკაფეში წამიყვანეს. -ნია იქნებ მიამბო რა ხდება არასოდეს არაფელს არ მიმალავდი რაში დაგჭირდა თვითმკვლელობის გათამაშება, იცი შენები როგორ ნერვიულობენ დედაშენი, მამაშენი ბებიაშენზე, რომ არაფერი აღარ ვთქვა, მეც შემეშინდა. იცი გიორგი, როგორ განიცდიდა ლამის ჭკუიდან შეიშალა ისე ინერვიულა შენზე ჩვენც განვიცდიდით შენ კიდევ... - რაზე ჭორაობთ გოგონებო აი თქვენი ზაკაზი. - საიდან იცოდი რომ რძიანი ყავა მიყვარდა? - მეც მიყვარს ნიი დაგავიწყდა. - ახლა ორივემ მომისმინეთ მე მარიამ ბერიძე ვარ და არა ნია, გვარიც კი არ ვიცი ვინაა ნია ნუთუ ასე ვგავართ ერთმანეთს. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე ვარ მარიამ ბერიძე 18 წლის ახლახანს გადმოვედი ქუთაისში საცხოვრებლად. - და აქამდე სად ცხოვრობდი, მოიცა გამოვიცნობ ბათუმი... -თბილისში ვცხოვრობდი ლუკა ვხედავ, რომ ჩემი არ გჯერა მოიცა ჩანთიდან საფულე ამოვიღე და მათ პირადობა გავუწოდე გაოცებული მიყურებდნენ. - იცი როგორ გავხართ ერთმანეთს ტყუპებივით ხართ. - არ ვიცი მე არასოდეს არ მინახია ეს გოგონა რაც აქ ჩამოვედი ყველა მის სახელს მეძახის. - მარტო ცხოვრობ მარიამ? -ხო დედა ახლახანს გარდაიცვალა, ქუთაისშიც მაგიტომ ჩამოვედი აქ დაიღუპა. - ვწუხვარ, არ ვიცოდი მარიამ. - არაუშავს. - ანი ნია რამდენი წლის იყო? - ნია გიორგაძე18 წლის იყო, სამწუხაროდ გარდაიცვალა, მშობლებთან საბერძნეთში მიფრინავდა, როცა მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა და ზღვაში დაიღუპა. გვამი ვერ ვიპოვეთ, თუმცა კი გადარჩენით შეუძლებელი იყო გადარჩენა, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია, ამიტომ გვეგონე ნია. სამწუხაროა, მე აქ ახალი ვარ და სიმართლე, რომ გითხრათ დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი თქვენთან. - მეც, მარიამ ძალიან მომეწონე. -ლუკას მეც ვემხრობი. - კარგი გოგონებო სადმე წავიდეთ გავისეირნოთ. - ლექცია, რომ გვაქვს ბატონი დავითის ლექციას მე ვერ გავაცდენ, არ მინდა, ძალიან მომეწონა ეგ პიროვნება, სხვა დროს, რომ წავიდეთ. - კარგი რა მარ წავიდეთ, ქალაქსაც დაგათვალიერებინებ. - ლუკა მისმინე მართლა არ მინდა ლექციის გაცდენა, ისიც არ მინდა, რომ ჩამოვრჩე, იქნებ სტიპენდია დავინიშნო. - კარგი, კარგი, მაშინ მაგ ფულით სადმე მაგარ პონტში გამჩითავ. - კარგი გპირდები. დიდი სიამოვნებით დავესწარი ბატონი დავითის ლექციას და დაღლილი სახლისკენ წამოვედით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ. სახლში მივედი, მივირთვი. სახლი დავალაგე დღევანდელი საკითხები ამოვაკონსპექტე და საწოლზე წამოვწექი, დაძინებას ვაპირებდი, როცა ტელეფონმა დარეკა, გამიკვირდა ასე გვიან რატომ მირეკავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.