შეხვედრა (5)
კარებზე ზარი აღვიძებს და ძლივს ითრევს ტანს რომ ქვემოთ ჩავიდეს, უკმაყოფილოდ ფრუტუნებს - ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეს! - ჭუჭრუტანაში იყურება მაგრამ ვიღაცას აშკარად ხელი აქვს აფარებული, ეგრევე ერკვევა და გამწარებული მუჭს ურტყამს კედელს მთელი ძალით. - ვიცოდი, ვიცოდი რომ მიჩივლებდა, მოვიდნენ! - უღონოდ ხავის და კარებს ფრთხილად აღებს. გაოცებისგან თვალები შუბლზე ადის კარებში პოლიციის მაგივრად გეგას, ვაჩეს და სოფიოს რომ მოკრა თვალი სიხარულისგან კივილი დაიწყო. - აქ რას აკეთებთ? - სურპრიზიი - სამივე ერთად გადაეხვია და ლოყები სათითაოდ დაუკოცნეს. - როდის ჩამოხვედით? არ მჯერა.. ვაიმე… როგორ.. რანაირად… აქ… - დაბნეული ლუღლუღებდა და თან ცრემლები სდიოდა - როგორ მენატრებოდით! - გვაპატიე რა ემილიკო, გთხოვ რა! - ცხოვრებაში პირველად ხედავდა ვაჩეს ცისფერ თვალებს ასე აწყლიანებულს - ძალიან ცუდად მოვიქეცით! - ეგ მეორეჯერ არ გაიმეოროთ სისულელეა, ვიცი რომ დიდ რისკზე წავედი და ჩემთვის კარგი გინდოდათ! შემოდით, შემოდით! - გზა დაუთმო მეგობრებს. - რა კარგად მოწყობილხარ! - სად რჩებით? - სასტუმროში - ღიმილით გადმოხედა გეგამ - აქ ყველაფერი გავყიდეთ.. - რატომ? თქვენი ამბავი დიდი ხანია არ მომსვლია, რა მოხდა? - იმ ა*ვარმა, არ გახსოვს? მის შვილს უყვარდა დიმა.. - ჩაიღრინა ვაჩემ - მახსოვს - მწარედ ჩაეცინა ემილის - რა დამავიწყებს! - დედიტო ეშენი ვინ ალიან, ჰა? - ბაჯბაჯით მოდის შაკო და კაბაზე ქაჩავს ემილის. - ესენი დე, შენი ბიძიები არიან, სოფიოს ხომ იცნობ? - ჩოფიო ჩემი ჩოფიო - ხელს იშვერს მისკენ და სოფიოც ღიმილით იყვანს პატარას - როგორ მომენატრე შე პატარა მაიმუნო - ლოყებს უკოცნის ატიკტიკებულს და გულში იკრავს. - გამარჯობა - ხმის ამოღებას ვაჩე ბედავს და მის წინ იმუხლება - მე ვაჩე ვარ, ეს გეგაა - საკო, შასიამოვნოა! - ვაჩეს გაწვდილ ხელს მის პატარა ხელს აგებებს და იკრიჭება - ჩემთვისაც პატარავ! - ხელში აჰყავს და მომდევნო წუთებში იმდენად არიან თამაშში გართულები რომ ირგვლივ ვერავის ვერ ამჩნევენ. - სასწაული ბავშვია რა! - ღიმილით ჯდება ემილის წინ სავარძელში - ნამდვილად! - მადლობა - მკრთალად იღიმის - სერიოზულადაა საქმე! - რატომ რა ხდება? რაღაცას მოგიყვებიო რომ მითხარი, აბა გისმენ! - თავი წამოყო სოფიომ. - მოკლედ გეტყვით, მე და დიმა ნათესავები არ ვართ, ეს ყველაფერი იმ კაცის გაჩალიჩებული იყო, აი რამდენიმე წამის წინ რომ ახსენე - რაა? - სამი გაფართოებული, გაოცებული და გაბრაზებული თვალები ემილისკენ იყო მიმართული წამში. - ხო, ეგრეა.. გავარკვიე შემთხვევით ჩემმა მამობილმა დამეხმარა! - ეს შენი მამობილი გაგვაცანი ვინ არის ერთი რა, ძალიან მაგარი ვინმეა! - ეშმაკურად იღიმის სოფიო, ბიჭები ჯერ კიდევ შოკში მყოფები მზერას ორმაგად ვერ უსწორებენ ემილის. - კარგით რა, გეყოფათ! - იცინის ემილი - ბოდიში რა… - ფეხზე დგება ვაჩე და მის წინ იმუხლება - გვაპატიე! - გაპატიეთ, რატომ არ გესმით? გაპატიეთ! - ძალიან გვიყვარხარ! - კიდევ ერთხელ ისმის ამ დროს ზარი და ზანტად დგება სავარძლიდან ემილი - მეც მიყვარხართ, მოვალ! - ღიმილით მიდის კარებისკენ და დაუფიქრებლად აღებს, თვალები შუბლზე ასდის ზღურბლზე მდგომ დიმას რომ ხედავს. *** - არ შემომიშვებ? - ჩვეული მომაჯადოვებელი ღიმილით უმზერს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი - აქ.. რას.. აკეთებ? - უკან ხედვით ეკითხება ემილი და მზერას ძლივს უსწორებს - რა ხდება, ვინმე ისეთი გყავს, რომელიც არ უნდა ვნახო მე? - დაინტერესებული კარის ჩარჩოს შორდება და ემილის უკან ტერიტორიას თვალებმოჭუტული ათვალიერებს - ნუთუ? - არა, არავინ - ლუღლუღებს - მართლა? - გამჭოლ მზერას აპყრობს და ცდილობს მის თვალებში ამოიკითხოს პასუხი - მატყუებ! - საიდან მოგაქვს? - შენი თვალები მეუბნება! - ოსტატურად უვლის გვერდს და ნელნელა შედის ოთახში - სულ მაინტერესებდა ვინ იყო ემილ - სიტყვა შუაზე უწყდება ხელებგაშლილ დიმას და გაოცებისგან თვალები შუბლზე ასდის - თქვენ? - დიმა? - ღიმილით დგება გეგა და მისკენ მიიწევს - აქ რას აკეთებ? - როდის ჩამოხვედით? - სასიამოვნოდ გაკვირვებული სათითაოდ ეკვრის ორივეს და მთელი ძალით ურტყამენ ზურგზე ხელს ერთმანეთს. - დღეს და ემილისთან გამოვიქეცით! - რა თქმაუნდა, თქვენი საყვარელი რძალუკა ყოველთვის პირველი დგას რიგში! - უკმაყოფილოდ ფრუტუნებს და ცდილობს ისეთი სახე მიიღოს თითქოს ეწყინა. - კარგი რა დიმა, ბავშვობის ძმაკაცები ვართ! რას მოგვატყუებ - წარბებს ათამაშებს გეგა და მის გვერდით იკავებს ადგილს - შაკო სად არის? - იქაურობას ათვალიერებს დიმა და ბოლოს ემილის უსწორებს უცნაურ მზერას. - დაიძინა უკვე! - მოკლედ პასუხობს და იმ წამს შემოსულ სოფოს უბრიალებს თვალებს - გოგო შოკში ვარ რა ეს რა გვითხარი, აი ნერვიულობისგან ტორ.. დიმა? - თეფში ხელიდან უვარდება და ნამსხვრევები წამში იფანტება აქეთ-იქეთ იატაკზე - აქ საიდან? - ჩვენ თანამშრომლები ვართ! - ამაყად აცხადებს და მონატრებულ დაქალს მთელი ძალით იკრავს გულში - მომენატრე! - მეც ძალიან - დაბნეული ლუღლუღებს და თვითონაც ხვევს ხელებს. - აბა რას შვებოდით? - რავიცი.. დალევას ვაპირებდით! - ახალი იდეეით აღფრთოვანებული იძახის ვაჩე და ტაშს უკრავს. - გაქვს რამე? - ვის ეკითხები, არ გადამრიო, ცნობილი ლოთია კარგი რა გეგა! - თავში მსუბუქად ურტყამს. - მართალი - მხარს უბამს ემილიც - მე რომ კაცი ამას მკითხავს! სამარცხვინო! - ცხვირს იბზუებს და იქვე მდგარ კარადას გრაციოზული მოძრაობით აღებს - აი ეს მესმის! - თვალებაციმციმებული გეგა ღიმილით მიდის კარადისკენ და სასურველ ბოთლებს დაკვირვებით ათვალიერებს ცდილობს საუკეთესო ამოირჩიოს. - იმდენი კარგია, ვერც კი ვხვდები რომელი ავიღოთ! - ერთით დავიწყოთ და დანარჩენებზე გადავიდეთ, ოთახების მეტი რა მაქვს თქვენ მთავარია იქამდე მიაღწიოთ! - ეს ტახტიც ძალიან რბილია მინდა გითხრათ - ხელით სინჯავს სოფიო ირგვლივ ტერიტორიას - ჩემს გულში ზიხარ - ჰაეროვან კოცნას უგზავნის ვაჩე და აჭარხლებულ გოგოზე ხარხარებს. - ნუთუ ვერაფერს ვერ ხვდება ეს ვაჩე? - ყურში ეჩურჩულება გამწარებული გეგა თითქოს ჩუმად და უხერხული ღიმილი აქვს აკრული სახეზე ემილის - ესმით! - ცდილობს რაც შეიძლება გარკვევით უთხრას - აარჩიე სასმელი? - თემის გადატანას ცდილობს. - აი ესენი - რამდენიმე ბოთლს მიყოლებით ერთიმეორის მიყოლებით ალაგებს. - ოქეი, ახლავე ყველაფერს მივხედავთ! - დიმ, ხო დალევ? - სიცილით უყურებს გეგა გაოცებულ დიმიტრის, ირგვლივ ყველას ისეთი გრძნობა აქვს თითქოს თინეიჯერობის ასაკში დაბრუნდნენ და იგივე გიჟური ღამის გატარებას აპირებენ, მაგრამ არცერთი არ იმჩნევს დიმას გარდა. - ჰო ვარ - დაბნეული აქეთ-იქეთ იყურება და ფეხზე დგება, ისიც მაგიდის ირგვლივ მდგარ სკამზე ჯდება. - ზაკუსკა სად არის? - მოვიდა! - სოფიო ღიმილით შემოდის და ირგვლივ სხვადასხვა სახის ძეხვეულს და პურს აწყობს. - ო, ეტა პრეკრასნა! - ხელებს ერთმანეთზე უხახუნებენ და თვალს უკრავენ ერთმანეთს. გონის დაკარგვამდე სვამენ და ძველ ამბებს იხსენებენ, თვალცრემლიანი ოდნავ შეზარხოშებული ემილი სუფრას ტოვებს და თავის საყვარელი აივნისკენ მიიწევს. თითებს შორის მოქცეულ სიგარეტს ჯერ კარგად აკვირდება, ათამაშებს, შემდეგ ტუჩებს შორის იქცევს და ფრთხილად უკიდებს, ღრმად ქაჩავს ნაპასს და თვალებს ხუჭავს. ტუჩის კუთხეში ღიმილი უკრთის რაღაცას დიდი სიხარულით იხსენებს. - დიმ, დიმ! გეყოფა გთხოვ, აღარ შემიძლია ამდენი სირბილი რა - დაღლილი ხელებით მუხლებს ეყრდნობა და ცდილობს მშვიდად ისუნთქოს. - მაშინ მითხარი რომ დამარცხდი და თავისუფალი ხარ - სიცილით მირბის მისკენ და დაღლილ სხეულს მკლავებში იქცევს. - არც იოცნებო! - ენას უყოფს და ბოლო ხმაზე კისკისებს. - რა ჯიუტი ხარ - ხელებში მომწყვდეულ აფართხალებულ სხეულს თავზე კოცნის - მაინც არ მნებდებით ხო ქალბატონო ემილი? - არა, არც კი გაიფიქროთ! - ამაყად იჯგიმება და რამდენიმე ცდის მერე თავს ინთავისუფლებს - ხომ გეუბნები ვერ დამიჭერ მეთქიი! - ყვირის და გზისკენ მიდის უეცრად ყველაფერი ჩერდება და მანქანის დამუხრუჭების ხმა იქაურობას აყრუებს, შეძრწუნებული სახეებით ყველა გზისკენ არის შებრუნებული და რამდენიმეს სუსტი კივილიც ცდება ბაგეებიდან. გაოცებული დიმა ჯერ თვალებს სწრაფად ახამხამებს და მერე მთელი ძალით გარბის გზისკენ. - ემი, ემიიი - ბოლო ხმაზე ღრიალებს და ცდილობს შეგუბებული ბრბო როგორმე აქეთ-იქეთ გადაწიოს - ემი, კარგად ხარ? - ქვემოთ დავარდნილ თვალებცრემლიან გოგოს ვარდება და გულში იკრავს - ემი, ემი, როგორ შემაშინე - მთელი სხეულით ცახცახებს, ოდნავ უკან წევს მის თავს და თვალებში უყურებს - ამოიღე ხმა ხომ კარგად ხარ! - უკვე ღრენაზე გადადის - კარგად … ვარ - ნაწყვეტ ნაწყვეტ ძლივს უყრის სათქმელს თავს და ნელნელა დგება - მე ძალიან დიდი ბოდიშით მე არ … - დაბნეული ბიჭი ლუღლუღებს და თან თმებს იჩეჩავს - აუ! მართლა არ მინდოდა! - არაუშავს - მშვიდი ხმით წარმოთქვამს და დიმას ხელს ეყრდნობა - როგორ თუ არაუშავს? რამე რომ დაგმართნოდა? - ხელების ცახცახს ვერაფრით ვერ იმშვიდებს დიმა. - მეც მივრბოდი დიმ, მეც ხომ არ ვიყურებოდი არა გზაზე? მისი რა ბრალია - გამამხნევებლად უღიმის და ხელზე მსუბუქად უჭერს. - მე საავადმყოფოში წაგიყვანთ - არაა საჭირო, მანქანით ვართ ჩვენც! - მკაცრად ეუბნება დიმა და ემილის ხელში იყვანს - გტკივა რამე? - მზრუნველად დაყურებს მის მკლავებში განაბულ არსებას. - არაფერი, სახლში წავიდეთ! - სად, ჩემთან თუ შენთან? - თვალებს ჭუტავს და ისე ეკითხება - ოხ დიმა, კარგი რა სულ მაიმუნობდე შეიძლება? - კარგი კარგი! - მხრებს იჩეჩავს, სწრაფად ათავსებს მანქანაში და დიდი სიჩქარით წყვეტს მანქანას ადგილიდან. - მოკლედ, შენი ფიქრების მტერი ვარ რა! - ხითხითებს დიმა ემილის ზურგს უკან - არ მითხრა, არაფერს არ აცდი ადამიანს რა! - კარგი ახლა, მაგაზეც ნუ გამიბრაზდები, რაზე ფიქრობდი? - გახსოვს კინაღამ მანქანამ რომ გამიტანა? - ნახევარი ტანით ბრუნდება მისკენ და იცინის - რა სახე გქონდა - ნუ მახსენებ - საგრძნობლად იძაბება დიმა - ნახევარი სიცოცხლე მომაკლდა! - კარგი ერთი, იმ ბიჭს ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, ალბათ ფიქრობდა პირველი სად დამარტყამს ეს ცხოველიო! - უნდა დამერტყა! - კბილებს შორის სცრის და მისი ხასიათის ცვლილება ემილის უფრო ახალისებს - ნუთუ ბრაზდები? არც კი მჯერა - კისკისებს და თან წონასწორობის შეკავებას ცდილობს მოაჯირზე დაყრდნობით - წლებით შემდეგაც იგივენაირი გამომეტყველება გაქვს! - რა თქმა უნდა, ემოციები ცხოვრობენ ჩემში და თითოეული მოგონების გახსენებისას შესაფერისი ემოცია მაქვს, იმაზე რაზეც ვბრაზდები ვერ გავიცინებ, გახსოვს შენ ხიდან რომ ჩამოვვარდი? - წარბაწევით უყურებს, კარგად ხედავს როგორ ეყინება სახეზე ღიმილი ემილის და წარბებს კრავს - წლების მერეც იგივენაირი გამომეტყველება გაქვს! - მის სიტყვებს უმეორებს და ხითხითს იწყებს. - ყოველთვის ასეთი საზიზღარი ბიჭი იყავი! - დრომ ვერაფერი დამაკლო! - აუტანელო! - ენას უყოფს - კარგი რა, დღეს არ გვინდა ჩხუბი დღეს მაინც! - შეუმჩნევლად უცურებს წელზე ხელს და მის გულზე იკრავს - როგორ მენატრებოდი - ემილის თმებში ჩურჩულებს და ღრმად ისუნთქავს ჰაერს - როგორ.. - არ გინდა დემე… - ძლივს ხავის მის მკლავებში მომწყვდეული და მიუხედავად სიტყვებისა ხელზე ძლიერად ებღაუჭება - რა არ მინდა? - დიმა.. - შენ გინდა რომ გაგიშვა თუ ასე მყავდე? - ალკოჰოლმორეული ყურში ვნებიანად ეჩურჩულება და იქვე კოცნის, გრძნობს როგორ აკანკალებს სასურველ სხეულს და სიამოვნებისგან ეღიმება. - ასე გყავდე - ჩურჩულებს და გრძნობს როგორ უსველებს ცრემლები ლოყებს - მეც მენატრებოდი დიმ! - ჩუ, არაფერი თქვა - ლოყას კოცნით მიუყვება და სასურველ ტუჩებსაც მალევე ეპატრონება - ჩემი სიტკბო - ზედა და ქვედა ტუჩს მოწყურებულივით უკოცნის და ვერაფრით ჩერდება - დიმა! - გთხოვ, ძალიან გთხოვ - ლუღლუღებს და სასურველ საქმიანობას განაგრძობს. - დიმა, სირცხვილია, დაგვინახავენ! - შუალედებში ძლივს ასწრებს სიტყვის თქმას ემილი. - დაგვინახონ, აღარაფერს დავეძებ - თმებში ხელს უცურებს და უფრო ახლოს ქაჩავს - თუ უნდათ დამწვან ასეთი საქციელისთვის, ოღონდ ახლა შენ ჩემს მკლავებში ასე გასუსული იყო და ჩემს ნებას მოყვებოდე - ტუჩებიდან კისერზე გადადის და ყველა წერტილზე უტოვებს სველ კოცნებს - რა ტკბილი ხარ! ვერც კი ხვდება ემილი როგორ ჩნდება საძინებელში და შემდეგ მხოლოდ საყვარელი ადამიანის შეხება ახსოვს სხეულზე, სიამოვნების მორევი და როგორ იყო აკრული ბედნიერებით გაჯერებული მეორე ნახევრის სხეულზე. *** დილით სოფიოს კივილმა შეძრა ყველაფერი ირგვლივ, დაფეთებულები წამოვარდნენ საწოლიდან და ქვემოთ მოიყარეს თავი. - რა ხდება გოგო? - აჯუჯღუნდა ვაჩე - მართლა რა არის ამ დილაუთენია? - აყვა გეგაც და თავზე ხელი მიიჭირა - გამისკდა თავი! - რა მოხდა სოფიო? - საინფორმაციო - ძლივს ამოილუღლუღა, მერეღა შეამჩნიეს რომ ფერი არ ედო სახეზე და ნერვიულობისგან ტუჩები სულ დაეჭამა ასე იცოდა როდესაც ნერვიულობდა. - რა საინფორმაციო სოფიო? - ხელიდან აართვა პულტი და უკან გადაახვია - გაჩერდით, აქედან მოუსმინეთ “დღის შემდეგი სიახლე გახლავთ შოკის მომგვრელი ამბავი ცნობილი ბიზნესმენის ემილი სიხარულიძის და ზაზა ფილფანის კომპანიის გენერალური დირექტორის ბატონი დიმიტრის შესახებ, გუშინ საღამოს ისინი აივანზე დააფიქსირეს ჯერ მხოლოდ საუბრობდნენ, შემდეგ კი ჩვენი ერთ-ერთი ჟურნალისტის კამერამ კარგად დააფიქსირა მათი ჩახუტება და კოცნა, რამდენიმე წუთის წინ კი ინფორმაცია მოგვაწოდეს რომ ისინი არამარტო საყვარლები, არამედ ნათესავებიც არიან, საბუთად კი გვაქვს დნმ-ის ანალიზი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიკეთეს სანამ დაშორდებოდნენ, აი თურმე რას მალავდა ყველასთვის საპატივცემულო და მისაბაძი ქალბატონი!” ეკრანზე კარგად იკვეთება მათი ფოტოები და ბოლოს დნმ-ის პასუხები, რომელიც მართლაც რამდენიმე წლის წინ არის გაკეთებული. გაოგნებულ დიმას ხელიდან პულტი უვარდება და მისი დაცემის ხმაზე ყველა მას დაჰყურებს. - არ მჯერა - კანკალით ამბობს სოფია და იქვე ჯდება - ეს ვინ გააკეთა? როგორ გაიგეს? - დაზაფრული ხან ერთს უყურებს ხან მეორეს. - ვიცოდი რომ ეს ამბავი ოდესმე გასკდებოდა! - ოხრავს ემილი და მის გვერდით მოწყვეტით ეშვება. - ეს ამბავი? გესმის მაინც რა ხდება ემილი? - ანჯღრევს გეგა - ყველაფერი დაგენგრევა! - რა გავაკეთო გეგა? - ცრემლიან თვალებს ანათებს - ვის ჰქონდა დნმ-ის პასუხები შენს გარდა? - დიმას.. არა? - დენდარტყმულივით ქანდება დიმა მისი სახელის გაგონებაზე, გაუგებარ მზერას აპყრობს იქ მყოფთ და სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს იქაურობას ისე რომ უკან არც იხედება. - რატომ არ ამბობ სიმართლეს ემილი? თქვი! - ვერ ვიტყვი.. - რატომ? - გაავებული დგება სოფია - ერთი მიზეზი მაინც თქვი რატომ არ უნდა უთხრა სიმართლე! - იმიტომ რომ მას სხვა ჰყავს! - ზოგჯერ მგონია რომ ჭკვიანი კი არა მაგარი სულელი ქალი ხარ - აქამდე ჩუმად მყოფი ვაჩე იღრინება - კარგით, ვთქვი, აწი რა აზრი აქვს მეტყვით? - აქვს, ყველაფერი გამოსწორდება! უნდა თქვა! - ფეხზე აგდებს აქეთ-იქედან მდგომი სოფიო და გეგა ემილის და საძინებლისკენ უბიძგებს. *** მაშინაც კი, როდესაც მე ფული არ მქონდა, კაპიკიც, დილიდან საღამომდე ვმუშაობდი რომ შენთვის თვის ბოლოს რაიმე მეყიდა ან თუნდაც.. საჩუქრები მომერთმია, მე მჭირდებოდა ეს, რომ შენი ღიმილი და გაბრწყინებული თვალები მენახა.. და მაინც… რა ცოტა გყოფნიდა შენ ბედნიერებისთვის, მაშინ როდესაც შენი კურსელები/მეგობრები ბევრად მეტს ითხოვდნენ. როდესაც იჯექით და გიყვებოდნენ რომელ დღეს რომელი მანქანით მოაკითხეს და რომელ რესტორანში ისხდნენ, შენ ამბობდი თუ როგორ მოგიტანე გვირილების კონა და ძალიან ბევრი ვისეირნეთ სუსხიან ამინდში. რადგან მე სხვადასხვა მანქანით მოკითხვა კი არა ერთის ყიდვის საშუალებაც არ მქონდა. შენ ასეთი იყავი, ყოველთვის, უშუალო და განსხვავებული. არ გაინტერესებდა რითი მოგაკითხავდი, იქნებოდა ეს მარშუტკა, ავტობუსი თუ ვიქნებოდი ფეხით, შენ მაინც ყოველთვის თვალები გიციმციმებდა ჩემი დანახვისას. მაშინაც კი, როდესაც კინოში ვერ მიმყავდი და ვერც პიკნიკზე მივდიოდით რადგან არ შემეძლო, შენ ყოველთვის ღიმილით მპასუხობდი რომ “არაუშავდა”. არადა მე ხომ ვიცი რომ “უშავდა” თანაც როგორ. გახსოვს? მე დღემდე მახსოვს, როგორ მიყიდე ახალი ფეხსაცმელები და ძალით გადამაყრევინე ისინი, რომლებსაც ძირი აღარ უვარგოდა და გამუდმებით წყალი შედიოდა, იმ დღეს ჩემი ჩამქრალი თვალების დანახვისას მიხვდი როგორ მაწყენინე და მთელი იმ დროის განმავლობაში პირველად მაკოცე შენი ინიციატივით ტუჩებში, იმისთვის რომ შემოგერიგებინე, მე კიდევ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს და ვინ იცის რამდენი დღე ვერ გიყურებდი თვალებში. მე ყველაფერი მახსოვს და ახლაც როდესაც ჩემი სიამაყე პიკს აღწევს, მივდივარ კარადასთან და ზუსტად ის ფეხსაცმელები გამომაქვს, რომელიც ღიმილით დამაკავე მაშინ ხელში და ვხვდები რომ არაფერი შეცვლილა ახლაც, წლებმაც ვერ დააკლო იმდროინდელ ჩემს გრძნობებს ვერაფერი. *** - შენ გააკეთე არა ეს? - ყელში წვდა საკმაოდ მაღალ სხეულს და კედელს მიანარცხა - თქვი რისთვის! მადლობა ბავშებო ვინც კითხულობთ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია, შემდეგ თავში დავასრულებ სავარაუდოდ, ძალიან არ მინდა რომ გავწელო, ველოდები კომენტარებს და ბოდიში შეცდომებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.