ლალე (1)
რა ლამაზი სახელია ლალე... ალბათ ბევრისთვის ძალიან უცხო, ზოგისთვის კი ძალიან ნაცნობიც. როცა პატრონიც ისეთივე ლამაზია, როგორც სახელი, ეს უკვე სულ სხვა აბსტრაქციაა. საოცარი თვალები აქვს ამ გოგონას... ყველა თვალებში, რომ გამოარჩევ აი ისეთი. თითქოს ოკეანეში ჩაიძირები, როცა თვალებში ჩახედავ. თვალები, რომლებიც საოცრად ლამაზი, მაგრამ მუდამ სევდიანია. პატარა ცხვირი და მარწყვივით ტუჩები აქვს ამ ხელოვნების ნიმუშს. ტანი ცნობილი მექანდაკის მიერ იდეალურად შექმნილ სკულპტურას მოგაგონებთ. რა ლამაზია და ამავდროს რა სევდიანი ლალე... ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სილამაზით და ამის გამო ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ ოცი წლის ისე გახდა, შეყვარებულიც კი არ ჰყოლია. სიყვარული რა არისო რომ ეკითხებოდნენ, ეცინებოდა და ამბობდა, რომ ზღაპრების არ ჯეროდა. მას საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი... მამა ორი წლის იყო, როცა დაეღუპა და დედამ თავისი ერთადერთი შვილი სრულიად მარტომ გაზარდა. ანასტასია (ლალეს დედა) რუსი გახლდათ წარმოშობით, რომელიც ნიკოს (ლალეს მამას) მოსკოვში სწავლის დროს შეუყვარდა და საქართველოში ჩამოიყვანა. ნიკო დედისერთა იყო... მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა, სანამ ლალე გაჩნდებოდა. ანასტასიას კი თავის მშობლებთან არანაირი კონტაქტი არ ქონდა. მოკლედ, ანასტასია და ლალე მარტო ცხოვრობდნენ ნიკოს დატოვებულ ერთოთახიან ბინაში. ანასტასია ერთ-ერთ ცნობილ დიზაინერთან მუშაობდა უკვე კარგა ხანია, ამიტომ ლალეც არ უჩიოდა ტანსაცმელების ნაკლებობას და ხანდახან მოდელის პროფესიასაც ითავსებდა, როცა ოჯახში ფული იყო საჭირო. იყო პერიოდები ,როდესაც პურის ფულიც არ ჰქონდათ, მაგრამ ორივეს ერთმანეთის სიყვარული აძლიერებდა. ლალე 100% გრანტით იურიდიულზე სწავლობდა. სექტემბერში უნივერსიტეტიც დაეწყო და უკვე მესამე კურსზე იყო. პირველ კურსზე ლეა გაიცნო, რომელიც მისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟი იყო. ერთი შეხედვით ლეა ერთი მდიდარი, გატუტუცებული გოგო, რომელიც მამიკოს ფულების ხარჯვის გარდა არაფერს აკეთებდა. ლალეს მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარდა ლეა და მასთან ბევრ საერთოსაც ნახულობდა, რადგან ლეა სინამდვილეში სულ სხვანაირი იყო, არ არსებობდა ლალეს რაიმე ეთხოვა და მას არ შეესრულებინა. მოკლედ ეს ორი ერთმანეთს საოცრად ავსებდნენ. ერთ დღეს ლეამ მანქანით გამოუარა ლალეს და ახალი კლუბის გახსნის შესახებ უთხრა: -კარგი რა ლე, ხო იცი კლუბებს ვერ ვიტან. -ყველა იქნება გოგო იქ, შენ აზრზე არ ხარ რაზე ამბობ უარს. გთხოვ დღეს წამოდი და მერე, რაც გინდა ის მთხოვე... უთხრა და საცოდავი სახე მიიღო. -ხო კარგი წავიდეთ, ოღონდ ასეთ “ვიდზე“ ვერ წამოვალ. -ჩემს გარდერობში არქეოლოგიური გათხრების ჩატარების დრო მოვიდა... გაიცინა ლეამ და გაზს დააჭირა. ბევრი არჩიეს... ბოლოს ლეამ არჩევანი მოკლე კრემისფერ კაბაზე და ამავე ფერის მაღლებზე შეაჩერა. სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილმა თავის თავს თვალი ჩაუკრა. რაც შეეხება ლალეს, მან ადიდასის მოკლე თეთრი კაბა და ამავე ფირმის ბოტასები ჩაიცვა. როგორ უხდებოდა მის დაზაგრულ, გრძელ ფეხებს ეს მოკლე, თავისუფალი კაბა. ერთმანეთს კმაყოფილებმა შეხედეს და მოემზადნენ წასასვლელად. როცა შევიდნენ, უზარმაზარი კლუბი სულ ბუშტებით იყო სავსე. მუსიკაც ისეთი იყო, ეგრევე ცეკვას რომ მოგანდომებდა. -დღეს აქ ამ ყველაფრის მფლობელი ბატონი გიორგი იმყოფება... თქვა ლეამ და თვალებით მისი ძებნა დაიწყო. -ვინაა ბატონი გიორგი?...სიცილი ვერ შეიკავა ლეას რეაქციაზე. -აი ბატონი გიორგი...ანიშნა მაღალ, საოცრად სიმპატიურ ბიჭზე ლეამ. -რა გეშველება შენ...უმატა სიცილს. -წავალ ვნახავ, შენ აქ დამელოდე არსად წახვიდე, იმედია ესენი...კუთხეში მდგომ ბიჭებზე ანიშნა არ შეგჭამენ სანამ მე მოვალ...თვალი ჩაუკრა და გაიქცა გიორგისკენ. -ოხ ლეა, როდის უნდა გაიზარდო...ჩაილაპარაკა და შებრუნდა, რათა ბართან მისულიყო დასალევად, უცებ კი ვიღაცას შეასკდა. თვალი ააყოლა და ჭაობისფერ მოციმციმე თვალებზე შეაჩერა მზერა. -პირდაპირ თქვი რამდენი გინდა...თქვა საოცარი ხავერდოვანი ხმით უცნობმა. -უკაცრავად ვერ გავიგე...არ უჯერებდა ყურებს, ნუთუ მოესმა. -რამდენი გინდა თქო რა ვერ გაიგე...ისეთი სახე მიიღო თითქოს,რაღაც სერიოზულ ბიზნეს გარიგებას სთავაზობდა. -უზრდელი...მობრუნდა ლალე და ეცადა თავი შეეკავებინა, მიმუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გაწონასწორებული იყო, ის რაც ამ ბიჭმა აკადრა ყველანაირ ზღვარს ცდებოდა. -რა მითხარი?...ხელი იდაყვზე მოუჭირა ბიჭმა და ძალით შეაბრუნა თავისკენ. -როგორ ბედავ ასე ლაპარაკს ან საერთოდ ვინ ხარ ასე რომ მელაპარაკები?...ვეღარ ჩერდებოდა ლალე. -არ გინდა ახლა თავის გაშტერებები, ვიცი შენნაირი ვითონ ანგელოზები. მეორე სხვას ეკიდება კისერზე... ანიშნა ლეაზე, რომელზეც გიორგის ჰქონდა ხელი გადახვეული. უცებ ყველაფერი გაჩერდა. ნუთუ ლალემ ეს მართლა გააკეთა თუ მოეჩვენა. ხელი აეწვა, კიდევ კარგი მუსიკის ხმა იყო, თორემ ეს ხმა ყველაფერს გადაფარავდა. პირველად ცხოვრებაში ლალემ ბიჭს სახეში ხელი გაარტყა. გამოფხიზლებულს ისე შეეშინდა, სანამ ბიჭი აზეზე მოვიდოდა, ლეასთან გაიქცა. -ლეა წავედით ჩქარა...ხელი სტაცა ლეას და გასასვლელისკენ მიათრევდა. -რა ხდება?...გაოცებული იკითხა ლეამ. -წავედით და გზაში აგიხსნი. -ხო კარგი...მიბრუნდა გიორგის, რომ დამშვიდობებოდა,ამ დროს სიმღერა გაჩერდა და ვიღაცის ყვირილის ხმა მოესმა: -გიორგი ეგ ალქაჭი...ლალეზე ანიშნა-ჩემთან ჯაბინეტში,ეხლავე...თქვა და გაუჩინარდა ხალხში. ლეა დაიბნა ჯერ ლალეს შეხედა,მერე გიორგის.გიორგიმ ხელი მოკიდა ლალეს და კაბინეტისკენ წაიყვანა. -გიორგი რას აკეთებ? გაუშვი ლალეს ხელი ეხლავე...უკან მიჰყვა ლეაც. -არ ვიცი შენმა დაქალმა ასეთი რა გააკეთა,მაგრამ თუ ეხლა ისე არ გავაკეთებთ, როგორც ის ამბობს სამივე შარში ვიქნებით...თქვა გიორგიმ და კაბინეთის კარი გააღო,შემდეგ კი ლალეს ანიშნა შედიო. ეს უკვე ყველანაირ ზღვარს გადასცდა. გაბედულად შევიდა კაბინეტში და მრისხანე სახე მიიღო ლალემ. მისი შიში სადღაც გამქრალიყო, ამოისუნთქა და არც კი შეუხედავს წინ მდგომზე ისე თქვა: -შენ რანაირი ადამიანი ხარ საერთოდ? ადამიანობა ერთი პროცენტითაც არ გაგაჩნია? გოგოს, რომელსაც არ იცნობ ასეთ რაღაცას ეუბნები და მერე კიდევ ამდენ ხალხში უყვირი ბოლო ხმაზე, ალქაჭს უწოდებ. ერთი წამითაც არ ვნანობ ხელი რომ გაგარტყი, სიამოვნებით გავიმეორებდი...მიიწია მისკენ ისე, რომ არ შეუხედავს. ხელი ჰაერში რომ გაუშეშდა მხოლოდ მაშინ აიხედა ზემოთ და დაინახა მისი ჭაობისფერი თვალები. ეს თვალები ეხლა მრისხანების მაგირვრად, ინტერესით იყვნენ სავსენი. -პირველი ხარ ვინც ხელი გამარტყა...თვალებს არ აშორებდა ლალეს.-შენი აზრით რა უნდა გიქნა?...ისეთი ინტერესით აკვირდებოდა,თითქოს მისგან სერიოზულ პასუხს ელოდაო. -შეიძლება პირველი ვარ, მაგრამ უკანასკნელი ნამდვილად არ ვიქნები. შენნაირ უზრდელს მიკვირს, როგორ არ გაარტყა ვინმემ აქამდე. შენ ხარ ერთი ტუტუცი...უცებ სიტყვა გაწყდა, თავბრუსხვევა, მგონი გაითიშა, ლალე დაუბრუნდი სამყაროს, კივის მეორე მე. თვალებს ახელს და ტუჩებზე ისმევს ხელს. ისინი ისეთი ცხელია, თითქოს ცეცხლით დაწვესო. ამ დროს ირონიული სიცილის ხმა აფხიზლებს. ცრემლი, ერთიმეორე ერთმანეთს მოზდევს და სახე სულ უსველდება. სიცილის ხმა უკვე აღარ ისმის. -ეხლა არ მითხრა, რომ ეს შენი პირველი კოცნა იყო, მაინც არ დავიჯერებ... თქვა და თვალებში ჩახედა. რამხელა სევდაა ამ თვალებში, გაიფიქრა ბიჭმა და უცებ კარის ხმამ მოიყვანა აზრზე. -ბატონი დათო მოვიდა და თქვენს ნახვას ითხოვს...თქვა გიორგიმ და გავიდა. -არაკაცი ხარ...მიახალა ლალემ, ცრემლები მოიწმინდა და ოთახიდან გავარდა. -ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს ალქაჯო... ჩაილაპარაკა თავისთვის გეგამ და გაეღიმა. კაბინეტიდან გამოვარდნილს ლეა დახვდა წინ შეშფოთებული სახით. -რა მოხდა ლალე? -წავიდეთ გთხოვ, გზაში აგიხსნი. დატოვეს კლუბი... ლალემ ყველაფერი უამბო ლეას, ის კი გაშტერებული უსმენდა და ვერ გაეგო ის ბიჭი ვინ იყო ან რატომ ეშინოდა მისი გიორგის ასე. ერთი კვირა გავიდა. ლალეს ეს ამბავი თითქმის აღარ ახსოვდა, რადგან მთლიანად სწავლაში იყო ჩაბმული. ორშაბათს, საშინელი წვიმა და ქარი იყო. ლალე უნივერსიტეტისკენ მირბოდა და თან ნახეევრად სველ თმებს, რომელსაც ქარი უწეწავდა თვალებიდან იშორებდა. უეცრად, მანქანის დამუხრუჭების საზარელი ხმა მოესმა. რეზინის სუნმა ცხვირი აუწვა. გაშტერებული იდგა, სანამ რეზინის სუნი ნაცნობი სუნამოს სუნდა არ შეცვალა. აიხედა და ისევ მისი ჭაობისფერი თვალები დაინახა. ორივემ ერთდროულად თქვა "შენ". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.