შეხვედრა (დასასრული)
- მე გავაკეთე და არ მრცხვენია ამისი, არასდროს არ შემრცხვება, რადგან სხვებისგან განსხვავებით ინცესტი არ მქონია არასდროს - დამცინავი მზერა მიაპყრო და იგრძნო დიმამ როგორ მოაწვა გაბრაზება ვენებს მთელი ძალით. - შე ნაბი*ვარო! - მოქნეულმა მუშტმა ირაკლის ტუჩი გაუხეთქა - რისთვის გააკეთე ეს? - იმისთვის რომ სამაგიერო გადამეხადა შენზე, მთელი ცხოვრება ცდილობდი ჩემზე უკეთესი ყოფილიყავი, ყოველთვის პირველი იყავი ყველაფერში და უკანა პლანზე მტოვებდი, სწორედ ამიტომ დაგარტყი სუსტ წერტილზე! - გადაიხარხარა და ტუჩიდან წამსკდარი სისხლი თითების მოიწმინდა. - შენი დედას შევე*ი შე ნაბო*ვარო! - ალბათ ვერც ვერავინ გააშველებდა რომ არა დროზე შემოსული ზაზა ფილფანი, რომელიც არ დაიბნა და ეგრევე დიმიტრის მივარდა რომ როგორმე გამოეყვანა. - გამიშვით! - დაჭრილი ლომივით ღრიალებდა დიმა და ისევ ირაკლისკენ იწევდა - მოვკლავ! - დაწყნარდი დიმა, დამშვიდდი - ძლიერად შემოხვეულ ხელებს არაფრის დიდებით არ უშვებდა ზაზა და ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა. - გამიშვით, გთხოვთ - ამდენი ემოციისგან გადაღლილმა ოდნავ მოდუნდა და ტონიც შეურბილდა - გთხოვთ! - ამით ვერაფერს უშველი, ირაკლი წადი აქედან! - მკაცრად მიმართა და კარებისკენ ანიშნა გაავებულმა. მანაც გამარჯვებულის ღიმილით დატოვა კაბინეტი. - საიდან აქვს ამას ის საბუთები? - ცივად შეუშვა ხელი ზაზამ და თავისი ადგილისკენ დაიძრა. - ჩემი სახლის გასაღები მთხოვა დღევანდელი საბუთები სჭირდებოდა, არც მიფიქრია - გაავებული იღრინებოდა და ხელებს მუშტავდა ძლიერად რაც შეეძლო. - დამშვიდდი! გამოვასწორებთ ყველაფერს. - რანაირად? - მოვიფიქრებ რამეს. *** გახსოვს პირველად ჩემთან რომ მიგიყვანე სახლში, როგორ დაიმორცხვე? ისეთი აწითლებული გქონდა ლოყები რომ ძლივს ვიკავებდი სიცილს. ცდილობდი ყველაფერი სწორად გაგეკეთებინა რასაც კი შეეხებოდი და უარესად აფუჭებდი ყველაფერს. მე მეცინებოდა შენ კიდევ მიბღვერდი. გაბრაზებული კრავდი შუბლს და ზედაც არ მიყურებდი, რა საყვარელი იყავი მაშინ ვერც კი წარმოიდგენ! ძალიან მენატრება ის დღეები რომლებიც პარკებში სეირნობის დროს გავატარეთ, მე და შენ.. არავინ იყო ირგვლივ, ისე ციოდა რომ ვერავინ ბედავდა გარეთ გამოსვლას, ჩვენ კიდევ ნახევრად ჩაბნელებულ პარკში ერთმანეთის სუნთქვით ვტკებოდით და შენს მარწყვივით ტუჩებს ვინ იცის მერამდენედ ვუსინჯავდი გემოს. როგორ მიყვარდი.. როგორ არანორმალურად, ჩემი ჰაერი იყავი, იყავი? ხარ, დღემდე.. ისევ ისე, არაადამიანური სიყვარულით მიყვარხარ! ემი.. მე და შენ… შენამდე სად ვიყავი და სად მოვედი, ვერც კი წარმოიდგენ როგორ შემცვალე, ადამიანად მაქციე… მჭირდები! მენატრები! მიყვარხარ! *** - ემილი? - მიშველე… - საწყლად სრუტუნებს და მის მკლავებში ვარდება - მამა მიშველე! - დამშვიდდი ჩემო პატარავ, რაიმეს მოვიფიქრებ, აუცილებლად დამთავრდება ძალიან მალე ყველაფერი - მა, თქმა ვერ მოვასწარი, რა გავაკეთო? მეუბნებიან უთხარი სიმართლეო, მე კიდევ მეშინია, ამ ამბების ფონზე არ იფიქროს რომ ყველაფერს ვაყალბებ რა ვქნა? - უნდა უთხრა - ნაზად უსვამს თმაზე ხელს და გულში იხუტებს - უნდა უთხრა ემილი, დროა უკვე. - რომ ვერ გაიგოს? - შენ ხომ შენსას გააკეთებ პატარავ? შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ არა? რამდენი რამე გადავიტანეთ. - მართალი ხარ, უბრალოდ ძალიან მიჭირს იმის გააზრება რაც მოხდა, ან საიდან გაიგეს? - გავარკვიე ეგ უკვე და საკმარისად მოხვდება იმ ახ*არს - თვალის გარსი ჩაუწითლდა მამაკაცს და ფეხზე წამოხტა. - რანაირად მიაგნო? როგორ გაიგო კიმაგრამ? - არ ვიცი, მაგრამ გეფიცები უკვე საკადრისი პასუხი გასცეს, ცოტაც და ყველაფერი ჩაწყნარდება - დიმა რას შვება ხომ არ იცი? - ვიცი, ძლივს გავაშველეთ იმ უბედურს, თვითონ მიხვდა ვისაც ექნებოდა საბუთები - თავი გადააქნია და იქვე მდგომი ვისკით სავსე ჭიქა ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა. - უნდა უთხრა ემილი! თუ გინდა რომ ყველაფერი გადაარჩინო ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტია! - ბატონო - აქოშინებული შემოვარდა ოთახში მდივანი და მათ წინ უხერხულად აიტუზა - რა ხდება? - მკაცრად გახედა აღელვებულ გოგონას მამაკაცმა. - ახალი ამბებია, ქალბატონ ემილიზე და დიმიტრიზე საუბრობენ. - ჩართე - კბილებს შორის ცრის და იქვე სავარძელში თავსდება. - მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, რას გვეტყვით ამ ბოლოს დროს გავრცელებული ამბების შესახებ? ნუთუ მართალია რომ თქვენ და ემილი სიხარულიძეს გქონდათ ინტიმური ურთიერთობა მიუხედავად იმისა რომ ნათესავები ხართ? - გაუჩერებლად წიკვინებდა გოგო და უარესად უშლიდა ნერვებს მათ. - მოგესალმებით - უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა - დიახ მართალია რომ მე და ემილი სიხარულიძეს გვქონდა არა მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა, არამედ ჩემი საცოლეც კი იყო გარკვეული პერიოდი. - და თქვენზე ის ფაქტი საერთოდ არ მოქმედებდა რომ ნათესავები იყავით? - აღშფოთებას ვერ მალავდა წამყვანი და აქეთ-იქეთ დაბნეული აცეცებდა თვალებს. - მერე რატომ გგონიათ რომ ეს ყველაფერი მაშინ ვიცოდით? - როგორ, თქვეს რომ… - მე გკითხეთ რა თქვეს მეთქი? - არა.. - მაშინ გეკითხებით რატომ გგონიათ რომ ჩვენ ამ ყველაფრის შესახებ ვიცოდით? - ესეიგი გინდა თქვათ რომ არ იცოდით? - დიახ. - მოკლედ უჭრის და სიგარეტს უკიდებს. - აქ მოწევა აკრძალულია - მე აქ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეზე ვარ და შენ მე რა წესებზე მელაპარაკები? - ოდნავ ხმას უწევს დიმა და უფრო ღრმა ნაპასს არტყამს - როგორ ფიქრობ ახლა მე მაგ რაღაცებისთვის მცხელა? - უკაცრავად, უბრალოდ. - გააგრძელე! - საიდან გაიგეთ? - კატომ, ჩვენმა ძველმა ნაცნობმა გამოგვიჩხრიკა ეგ ამბავი. - შაკოზე რაღას იტყვით? - ინტერესით ქაჩავს თვალებს ჟურნალისტი სახეზე ეტყობა ერთი სული აქვს როდის მოისმენს პასუხს. - შაკო ჩვენი საერთო შვილია და მე ვერაფერს ვხედავ ამაში საგანგაშოს! - წამით ყველას სუნთქვა ეკვრება განსაკუთრებით ემილის, რომელიც გაოცებული მიშტერებია ეკრანს და ყურებში ისევ “ჩვენი საერთო შვილია” უგუგუნებს. საიდან გაიგო?! - ის ინცესტის ნაყოფია! - ოდნავ იწევა გაავებული გოგო და ნაპერწკლებს ყრის. - მერე შენ რა? - გამომცდელად უყურებს დიმა, აშკარად ხალისობს შექმნილი სიტუაციით. - ის ძალიან დიდი ცოდვაა! - იღრინება ისევ გოგო. - ცოდვა შენ ხარ - მშვიდად პასუხობს - და შენისთანები. - რას მკადრებთ? - შენ რატომ აყენებ ჩემს შაკოს შეურაწყოფას? ვინ მოგცა უფლება? მადლობა თქვი აქვე რომ არ გახრჩობ და თავს ვიკავებ ისიც იმიტომ რომ ამხელა აუდიტორიაა! - ესეიგი თქვენი შვილია?! - რა ვერ გაიგეთ? ჩემი შვილია! - და თქვენ ამის არ გრცხვენიათ? - არა! შენებს რცხვენიათ შენი არსებობის? - არა, რა თქმა უნდა - უარესად აღშფოთდა გოგო - ხოდა ჩემი შაკოსი რატომ უნდა შემრცხვეს? - დედაჩემი და მამაჩემი ნათესავები არ ყოფილან! - მერე ვინ გითხრა რომ ჩვენ ვართ? - ნერვებზე თამაშს განაგრძობს დიმა თან სახეზე ეტყობა რომ ზედმეტად კმაყოფილია შექმნილი სიტუაციით. - ის დნმ-ის პასუხი? - ეგ რომ ყალბი იყოს მაგის შანსი არ არის? - მეორე სიგარეტს უკიდებს და ტუჩის კუთხეში ღიმილიც ეპარება - ამ საბუთს ასე ენდობა მედია? არაფერი მეთქმის. მე უფრო საფუძვლიანად გამოვიკვლევდი ამ ამბავს, თუ.. - თვალებს ჭუტავს და მისკენ ოდნავ იხრება, დაფეთებული გოგო კი ზურგით ეკვრის სკამს და შეშინებული თვალებს აფახულებს - თუ თქვენ რაიმე განსაკუთრებული შეკვეთა გაქვთ ემილი სიხარულიძის “ჩაძირვასთან” დაკავშირებით? - ამით რისი თქმა გსურთ რომ მოგვისყიდეს? - ეს რა გაკადრეთ! - ზუსტადაც, რა გვაკადრეთ! - კარგით, თქვენ თქვენი დამკვეთის ნომერი მომეცით და მე სიმართლეს გეტყვით, უფრო ღრმად გაგარკვევთ ამ საკითხში, თანაც დირექტორი პრემიასაც დაგინიშნავთ, თუ ჭკვიანად მოიქცევით! - სრული სიმშვიდით ეუბნება და ღიმილით უცქერს. - გათიშეთ კამერა! - გაკაპასებული გაყვირის გოგო და ფეხზე ხტება - როგორ ბედავთ? ვინ ხართ ასე რომ მელაპარაკოთ? გოგოს საქციელით გახალისებული დგება ფეხზე და სავიზიტო ბარათს ხელში უკუჭავს პირდაპირი მნიშვნელობით, კამერას თავს უკრავს და წელში გამართული გრაციოზული ნაბიჯებით გადის აუდიტორიიდან. - ეს რა იყო? - არ ვიცი, საიდან გაიგო? - ძლივს ხავის ემილი და სახეს ხელებში რგავს - მეგონა არაფერი იცოდა, როგორ გაიგო? - იქნებ უბრალოდ თამაშობს? - რანაირად? არა.. დიმა არასდროს აღიარებდა იმას რაშიც დარწმუნებული არ არის, ეს თვისება ბავშვობიდან მოყვება მას, შეუძლებელია, არარსებულია, მაგას ვერ მოიშლიდა, მითუმეტეს ასე სახალხოდ ვერ აღიარებდა! - მემგონი დროა დაილაპარაკოთ! - კარგი მამა, წავედი, სამსახურში მივაკითხავ! სწრაფად დგება და გაუაზრებლად ტოვებს შენობას, ფიქრებში გართული ვერც კი აანალიზებს ისე ჩერდება ზაზა ფილფანის კომპანიის წინ. - ჯანდაბა! - ხელს ძლიერად ურტყამს საჭეზე, ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ღრმად სუნთქავს და მანქანიდან გადადის. ეზოშივე უამრავი წყვილი თვალი მისკენ არის მიმართული, გაოცებულები ჩურჩულებენ, იცინიან, თითს იშვერენ მისკენ მაგრამ იმ მომენტში ნამდვილად არაფერი აინტერესებს, მშვიდად მიდის ლიფტისკენ და გაოცებულ მომსახურე პერსონალს ყურადღებასაც არ აქცევს. - რომელ სართულზეა დიმიტრი? - ბატონი დიმიტრი? - ჰო! ეგ - 10 - მადლობთ! - ბრუნდება და ისევ ლიფტისკენ იღებს გეზს. მშვიდად დგება შიგნით და მოთმინებით ელოდება როდის მიაღწევს მეათე სართულს. - იცით, ბატონმა დიმიტრმა გამაფრთხილა არავინ შემოუშვათო… - მისი მდივანის სიტყვები კარში ეწევა, მაგრამ უკვე შუა კაბინეტში დგას და აწყლიანებული თვალებით უმზერს მას. *** მე და შენ ყოველთვის ასე განსხვავებულად ავღნიშნავდით ჩვენი ერთად ყოფნის წლებს. შენ არასდროს მთხოვდი რესტორანს და მე გულმოკლული ყოველთვის ვცდილობდი რაიმეთი მაინც მესიამოვნებინე. შენ არასდროს იშორებდი ჩემს მიერ ნაჩუქარ უბრალო სამაჯურს და მეც ყოველთვის თან დამქონდა, გულის ჯიბით, შენი წერილები. მიყვარხარ თან როგორ, ნეტა ოდესმე დასრულდება ეს გრძნობა ჩემში? ვერ წარმომიდგენია გავიღვიძო და ვიგრძნო რომ შენ აღარ ხარ, ეს ვერასდროს მორჩება. რამდენი წელია ვეჭიდები უშენობას და ვერაფრით ვაჯობე. მე იმაზე სუსტი ვარ ვიდრე იმ წლებში, როდესაც ჯიბეში ხურდებს მიყრიდი და არაფრის გაკეთება შემეძლო. მაშინ მხოლოდ ეგ მეგონა, საშინელი და ყველაზე გაუსაძლისი ტკივილი, მაგრამ თურმე დგება წლები, როდესაც აღარაფერი გიკვირს და გირჩევნია ისევ შენს ჯიბეში ხურდების ჩხარუნი ისმოდეს და ყოველდღე უბრაზდებოდე საყვარელ ქალს, ვიდრე უამრავი ფული გქონდეს და მისი ერთი ღიმილიც კი სანატრებელი გაგიხდეს. არც კი მჯერა, როგორ შეიძლება ფული ბედნიერება იყოს უსიყვარულოდ? აი ვზივარ, ირგვლივ მიდევს ყველაფერი რაც კი მიოცნებია, მაგრამ გვერდს არ მიმშვენებ შენ, გულაცრუებული და გამწარებული დავაბიჯებ ყოველდღე კაბინეტში და ვცდილობ როგორმე მაინც შეგავლო თვალი წამით. არაფერი გამომდის, ვერ მოვდივარ, ვერ მოვალ შენამდე და ვრ მოგთხოვ რომ გავიქცეთ სადმე. მენატრები ემი.. არც კი ვიცი როდის გავხდი ასე გულცივი და ირონიული, შენ რომ აქ იყო ბევრად უკეთსი ვიქნებოდი ახლა.. მჭირდები… ერთხელ მაინც მოდი, ერთხელ მაინც გამიღიმე შენი თბილი და ლამაზი ღიმილით, ერთხელ მაინც მაგრძნობინე რომ ჩემი ხარ! მიყვარხარ! *** - ემი, გელოდებოდი - ღიმილით იწევა დიმა სავარძლიდან და მისკენ ნელი ნაბიჯებით მიიწევს - რა მალე მოხვედი! - დიმა… - ჩმაწართმეულმა ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და უფრო აუწყლიანდა თვალები - საიდან გაიგე? - რა გავიგე? - კაცს ღიმილი დაბნეულ მზერაში გადაუვიდა - შაკოზე - კიდევ უფრო ხმადაბლა დაიჩურჩულა ემილიმ. - რა გავიგე? - რაც მეტ პასუხს იღებდა მით უფრო იბნეოდა დიმა. - აი რაც თქვი.. იქ.. ტელევიზორში… - აბლუყუნდა ემილი და თითების ნერვიულად წვალებას მოჰყვა. - აჰ, ეგ? - ჩაეცინა მამაკაცს - რა გაგიკვირდა ვერ ვხვდები, აბა თავის მართლებას ხომ არ დავიწყებდი იმ სულელი გოგოს წინაშე? - რას ნიშნავს თავის მართლებას ხომ არ დაიწყებდი? - თვალებიდან იმ წამს გამოიხედა ემილიმ და იგრძნო როგორ დაუალა ბრაზმა მთელ სხეულში - შენ ეგ მხოლოდ იმის გამო თქვი რომ იმ სულელ გოგოს არ შეწინააღმდეგებოდი? - აბა რა გეგონა? რომ ჩემს შვილად ვაღიარე თუ რა? - გაკვირვება დაეტყო სახეზე. - შენ … - ოდნავ შებარბაცდა და იქვე მდგომ სავარძელს დაეყრდნო - გინდა თქვა რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო? - ვერ ვხვდები ემილი რა გინდა? - ოხვრით ჩაჯდა სავარძელში და თავი ხელებში ჩარგო - რომ დამეწყო ჩემი შვილი არ არის მეთქი, დაიწყებდი ეგრე რატომ თქვიო, ახლა ვთქვი ჩემი შვილია მეთქი და იგივეს ამბობ, რა გავაკეთო მითხარი შენ რომ კმაყოფილი დარჩე? - ვერ ვხვდები, როდის მერე იძახი იმას რაშიც დარწმუნებული არ ხარ? - შაკოსთვის ყველაფერს გავაკეთებ .. - რატომ? ვინ არის შაკო შენთვის? - ჩემი საყვარელი ქალის შვილია! - ოდნავ აუწია ხმას და ფეხზე წამოიჭრა - ის შენი შვილია და მაგიტომ! - კაი რა - ხელი აიქნია - როდის აქეთ? როდის გახდა ჩემი შვილი ასეთი მნიშვნელოვანი? - იმ დღიდან რაც გავიცანი ის! - ხო იმ დღიდან, იქამდე ვინ იყო შენთვის? არავინ, ხოდა დღეიდანაც ეგრე იქნება, არ დავინახო რომ საერთოდ 1 მეტრის რადიუსზე მაინც მიუახლოვდე, გაიგე? - ვერ ვხვდები რამ გადაგრია, მითხარი რა გჭირს? მოიცა! - წარბები შეჭმუხნა, ისე თითქოს რაღაც ძალიან სერიოზული გაიაზრა იმ წამს - უნდა წავიდე! - მოიცადე - მისმა მკაცრმა ხმამ აიძულა რომ ადგილზე გაყინულიყო, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მისკენ შეატრიალა - რა გინდა? - ხმა აუკანკალდა ემილის. - რა იგულისხმე? - სად? - რა იგულისხმე როდესაც მკითხე საიდან გაიგეო? - რა უნდა მეგულისხმა? - ვითომ დაბნეული მზერა მიიღო ემილიმ. - შენ სხვა რაღაც იგულისხმე ემილი! - გაბრაზებისგან თვალები უელავდა - შენ რა.. შაკო ჩემი შვილია? - საიდან მოიტანე? - მისი მარწუხებიდან თავის განთავისუფლება სცადა ემილიმ. - ემილი! - მომისმინე დიმა, რაღაცები გეჩვენება შენ .. - სიტყვის დასრულებაც ვერ მოასწრო ისე აუტყდა მამაკაცს სიცილი. - რა გაცინებს? - რატომ არ მითხარი აქამდე შაკო რომ ჩემი შვილია? - ერთიანად გაფითრდა ემილი და დაბნეული მზერით მიაჩერდა - რა? - ვიცი რომ ჩემი შვილია, მართლა, იმიტომ ვუთხარი იმ ჟურნალისტსაც ეგრე - ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე დიმას. - შენ რა, მომატყუე? ვერ ვხვდები რა თამაშს თამაშობ დიმა? - გაგულისდა და მისკენ წაიწია დასარტყმელად - ხო, მაინტერესებდა შენი რეაქცია, რატომ არ მითხარი მეთქი? - ხელები გაუკავა და იმდენად ახლოს დადგა მასთან რომ წამით ორივეს სუნთქვა შეეკრა. - შენ საიდან გაიგე? - არ ნებდებოდა ემილი და თან გამალებით ცდილობდა ხელების განთავისუფლებას. - გავიგე, გეკითხები რატომ არ მითხარი მეთქი? - იმიტომ რომ საცოლე გყავს, რომელიც აშკარად გიყვარს და ცხოვრებას ვერ დაგინგრევდით. - ძალაგამოცლილმა ჩამოუშვა ხელები და თავი დახარა. - რა სულელი ხარ ემი, რა სულელი - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია დიმამ - როგორ ფიქრობ ვინმე მყავს და ამას საჯაროდ არ ვაცხადებ? რა შემიშლიდა ხელს? - მოიცა იმ დღეს აბა ის ქალის ხმა .. - დავიჯერო ჩემი გიჟი ბიძაშვილი აღარ გახსოვს? - თავიდან აუტყდა სიცილი - ვაიმე, ნიტა იყო? - ბედნიერებისგან თვითონაც გაეცინა - მე კიდე რა აღარ ვიფიქრე.. - აბაა.. რას არ იფიქრებდი ეცი ტელეფონს მომაყარე “შენი სათქმელი” და გათიშე, სიტყვაც ვერ ჩავაკვეხე - მერე შეგეძლო მეორე დღესვე გეთქვა… - ცხვირი აიბზუა ემილიმ - მომწონდა ასე საშინლად რომ ეჭვიანობდი და თან არაფერს იმჩნევდი - საზიზღარი ხარ! - აბა, როდემდე აპირებდი ამის დამალვას? - თავდაპირველ თემას დაუბრუნდა. - არ ვიცი - ესეიგი ჩემი შვილია - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა - შენ თუ გაიქეცი რა ჩემი ბრალია, როგორ უნდა მომეწვდინა ხმა, როდესაც შენებსაც კი არ პასუხობდი - წაგესლა ემილიმ, იგრძნო როგორ მოუდუნდა ხელები დიმას და სიტუაციით ისარგებლა, ოსტატურად დაუსხლტა მკლავებიდან და იქვე კედელთან დადგა. - მე რა ვიცოდი ორსულად თუ დარჩებოდი? - ვაიმე, პატარა დიმა, არ იცი როგორ ორსულდებიან საერთოდ? - ემილი! - მკაცრად გადახედა - ლაოო? - გეყოფა! - იცოდე არც გაბედო ჩემი პატარას წართმევა თორემ - თითი გამაფრთხილებლად აუწია - თორემ? - განანებ, ყველაფერს დაკარგავ იცოდე, აბსოლიტურად ყველაფერს - მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ კარგი? ახლა ერთადერთი სურვილი მაქვს და რომ არ გავაკეთო ალბათ გული დამარტყამს - სწრაფად გადაჭრა მათ შორის მანძილი და ემილის სახე ხელებში მოიქცია, რამდენიმე წამი თვალებში უყურებდა, შემდეგ კი ძალიან ნაზად წაეტანა ბაგეებზე. - ჩემი გემრიელი გოგო - ნელნელა სინაზიდან და მომთხოვ კოცნაში გადავიდა და იქვე მაგიდაზე შემოსვლა - როგორ მენატრებოდი - ყელს უკოცნიდა და თან ბუტბუტებდა თავისთვის, ყელიდან გულმკერდზე გადავიდა და საროჩკა ნელა ჩაუხსნა - ჩემი ღვთაება - ვნებიანი მზერა შეავლო და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა - დი მ აგ ე ყოო ფა ! - ძლივს ამოიხავლა და უფრო მჭიდროდ მიეკრო - გეყოფაო და ნახე როგორ მეკვრის - ვნებისგან დახშული ხმით ამოილაპარაკა და კაბა ფრთხილად ააცურა წელისკენ - ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს ემი - მერე მხოლოდ გახშირებული სუნთქვა და სიამოვნებისგან გამოწვეული ხმები ისმოდა კაბინეტში. *** - მაინც არ მეუბნები საიდან გაიგე ხო? - ღიმილით უცქერს მასზე მთელი ძალით მოხვეულ სხეულს და ცდილობს მონატრება როგორმე ამოივსოს. - რა ჭორიკანა ხარ გოგო შენ - მის ცხვირს თითებს შორის იქცევს და მსუბუქად უჭერს, შემდეგ კი მოწყვეტით კოცნის. - კარგი რა მითხარი - პატარა ბავშვივით ბუზღუნს იწყებს ემილი. - არა - დიმაა! მე თუ გიყვარვარ მითხარი - ნიშნისმოგებით ეუბნება და სკამზე სწორდება - გელოდები ჰე! - შენი და კატოს საუბარი მოვისმინე - დამნაშავესავით თავს ხრის დიმა - შენ - სახე ელეწება ემილის - შენ რა კატოსთან იყავი? - ჰო … - გაპარული ხმით ძლივს ჩურჩულებს და სირცხვილისგან თვალს ვერ უსწორებს. - ოხ, გაიხსენეთ ძველი დრო? - ემი.. - ემი, რა ემი? - გაცხარებული დგება ფეხზე - შენ იქ იყავი, დამინახე როგორც ვიყავი და არაფერი თქვი? რატომ? - შემეშინდა.. - რისი შეგეშინდა დიმა? - იქ რომ მნახავდი, აღარ შემომხედავდი - და ახლა შემოგხედავ? - მაშინ ბევრად უფრო ცხელ გულზე იყავი ემი, შეიძლებოდა ისეთი გადაწყვეტილება მიგეღო რაც ძალიან ცუდი იქნებოდა.. - და შენ გგონია ახლა მივიღებ კარგ გადაწყვეტილებას? მეხუმრები დიმა? - აღშფოთებას ვერ მალავს ემილი და წინ და უკან დადის კაბინეტში - შენ გგონია რა, რომ ამას გაპატიებ? რომ ისევ მიგიღებ? რას ელოდები დიმა? იცი რა.. უნდა წავიდე! - ემი - მკლავში კიდებს ხელს და მისკენ ატრიალებს - მიყვარხარ ემი, ვიცი შეცდომები დავუშვი, მაგრამ მეც კი არ ვიცი როდის გამეყინა ასე სული და გული. შენ ჩემი ყველაფერი ხარ, ემოციებს ვერ გადმოგცემ მაგრამ ჩემზე კარგად იცი რასაც ვგრძნობ ახლა.. გთხოვ ხელახალი მარტოობისთვის ნუ გამწირავ ემი, ჩემი ერთადერთი იმედი ხარ, რაც აქამდე ვერ გითხარი, ახლა გეუბნები, წლების ჩარაზული გულის კარები ძლივს გავაღე სულ რამდენიმე დღეა და ისევ ნუ დახურავ, გთხოვ, მჭირდები გთხოვ.. - მის ხელი თავის ტორებში მოიქცია და შუბლთან მიიტანა, მომენტებში კოცნიდა კიდეც და გულში იკრავდა - ემი.. - დიმა.. - ემი მიყვარხარ! - ნახვამდის დიმა! - კარებს მთელი ძალით იჯახუნებს და სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს შენობას. *** არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე იმედგაცრუება. ძლივს ისევ იპოვეს ერთმანეთი და ისევ კატოს გამო დაკარგეს. იმდენად დიდ და მწველ ტკივილს გრძნობს მკერდის არეში რომ გადაადგილება უჭირს, მაგრამ საქვეყნოდ მისაბაძ და სამაგალითო ქალბატონს შუა გზაში წაქცევა არ შეშვენის, ამიტომ მაქსიმალურად აიგნორებს შინაგან ეიფორიას და ამაყად, თავაწეული მიაბიჯებს ზაზა ფილფანის კომპანიაში. - აქ არ გელოდი - ნაცნობი ხმა აკრთობს და უკან იხედება ოდნავი ღიმილით. - განა არ გითხარი რომ აქ მოვდიოდი? - წარბებს ზემოთ ქაჩავს და რაც შეუძლია ბუნებრივად უღიმის. - არ გელოდი, ასეთი მოწყენილი და იმედგაცრუები სახით, თორემ აქ რომ იყავი ეგ კი ვიცოდი - თვალებმოჭუტული ათვალიერებს ემილის. - კარგი რა, უნდა წავიდე, მერე დაგირეკავ! - ემილი, არ გინდა რა, ძალით ნუ გაირთულებ ცხოვრებას! - ყველაფერი იცოდი არა? - სიმწრით ეცინება ქალს. - მე ყოველთვის ყველაფერი ვიცი მა, ყოველთვის - სევდიანად უღიმის მამაკაცი, ბრუნდება და ლიფტისკენ მიდის. გაწბილებული ემილი კი რამდენიმე წამი უყურებს მის ზურგს, შემდეგ სწრაფად ბრუნდება და შენობიდან გადის. *** - დედიტო სად იკავი? - ფეხზე ეხვევა პატარა და ემილისაც უმალ აჰყავს ხელში - სამსახურში დე, მომისმინე - ლა მოქდა? - ერთად რომ დავისვენოთ სადმე მთაში რა აზრის ხარ? - მელე ბაგი, ან სენი სამსაქული? - დაბნეული აცეცებს ბავშვი თვალებს, ემილის ეღიმება და შუბლზე კოცნის - დე რამე რომ მიშლიდეს ხელს, ხომ არ გეტყოდი არა? წავიდეთ? - კიი - მხიარულად ურტყამს პატარა ხელებს ერთმანეთს და თავისი სათამაშოებისკენ მირბის - ოგონდ! ეშენი მომაქვს - რაც გინდა ის წამოიღე ჩემო პატარა - სიცილით ეთანხმება და მაღლა არბის ჩემოდნის ჩასალაგებლად. - ბებიკო რაშვები? - ნერვიულად მიმოდის ოთახში - რავიცი ბებია, რავქნა, შენ რას შვები? - მივდივართ მე და შაკო დასასვენებლად, სადმე შორს, რომ რამე არაფერი არ იცი კარგი? - იმ შენს მფარველს დაურეკე და უთხარი? - კი, ვუთხარი უკვე, მიყვარხარ ბებიკო! - ცრემლები ერევა და სასწრაფოდ თიშავს ტელეფონს. *** ფოტოს კარგად აკვირდება, ამოწმებს ზუსტად იმ სახლის წინ დგას თუ არა, ქალმა რომ უთხრა, ღრმად სუნთქვას და თამამად შედის ეზოში, პატარა შაკო სათამაშოებით ხელდამშვენებული მიჰყვება უკან და აღტაცებით ათვალიერებს უზარმაზარ გალავანს. - დედიტო ეს სასახლეა? - არა დე, უბრალოდ სახლია, დიდი გალავნით - და ლასი ჭილდება? - რომ დაგვიცვას - ღიმილით დაჰყურებს ზემოდან პატარას და ფრთხილად ატრიალებს სახლის კარებს. ზუსტად ისეთი ხვდება როგორიც უნდოდა, მყუდრო, მშვიდი და ნაკლებად გადატვირთული. შეშა შემოაქვს და ბუხარს ანთებს, ბუხრის წინ შაკოს სათამაშო ნოხს უფენს და მთელ თავის ავლადიდებას ზედ უყრის. გამხიარულებული პატარა კი კისკისით მიიწევს კუთვნილი ადგილისკენ. თვითონ ღიღინით ამოწმებს იქაურობას და უკვე საზღვრავს რომელ საძინებელში შევა, შაკოს კი მის გვერდით მიუჩენს ადგილს. პროდუქტებს დახლზე აწყობს და მის დახარისხებას იწყებს. გული ყელში ებჯინება მაგრამ არაფერს იმჩნევს, არ უნდა შაკოს მისი სისუსტე დაანახოს და მითუმეტეს როდესაც შეპირდა აღარ ვიტირებო. *** მშვიდად გადის 1 კვირა, არავინ ჩანს, მამამისი ზოგჯერ ეხმიანება და ატყობინებს ახალ ამბებს. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ბედავს რომ ტელევიზორი ჩართოს, კანკალით რთავს ქართულ არხებზე და თან ღრმად სუნთქავს. იმ წამს გაშვებული საინფორმაციო რაღაც ავარიის შესახებ ატყობინებს საზოგადოებას, მთელი გულისყურით უსმენს მაგრამ ნაცნობ სახელ და გვარს რომ ვერ აწყდება ჰაერის დიდ ნაკადს უშვებს ფილტვებიდან და თვალებს ხუჭავს. - რატომ მეგონა რომ ვინმე ნაცნობი იყო? როგორ შეიძლება ყოველთვის ცუდს ელოდებოდეს ადამიანი! - თავს უკმაყოფილოდ აქნევს და შემდეგ არხზე რთავს, სადაც ეკრანზე კატოს ფოტოა გამოსახული. ტელევიზორს უფრო უწევს ხმას და მომლოდინე მზერით აშტერდება. საინფორმაციო ზუსტად გადმოსცემს იმ ინფორმაციას, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა, ირონიულად ეღიმება, ესეც შენი სამაგიერო კატუსი. ძალიან კარგი ის ა*ვარი რომ გიჩივის და ნახევარი მილიონის დაბრუნებას გთხოვს, ახ, ვერშესრულებული საქმისთვისო. კისკისებს და ცეკვა-ცეკვით მიუყვება სამზარეულოსკენ გზას. *** მომდევნო ერთი კვირაც ისე გადის რომ არავინ არ ჩანს, გამალებით უყურებს ტელევიზორს, ახლა ხომ დიმა პირდაპირ ვარსკვლავებს ეთამაშება, ემილი გაქრა მათი თვალთახედვიდან და თავისუფლად შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც ასე ძალიან სურთ წლებია. საყვარელი კინოდან, საინფორმაციოზე რთავს და მშვიდად გაჰყურებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, ყოველ მეორე დღეს მაინც იმას აცხადებენ რომ “დაიკარგა ემილი სიხარულიძე” “მისი ადგილმდებარეობა უცნობია” “არავინ იცის სად იმყოფებიან ახლა ემილი სიხარულიძე და მისი ვაჟი შაკო სიხარულიძე”. ერთი და იგივე გამუდმებით და კმაყოფილი ღიმილით მომღიმარი ემილი ტელევიზორის წინ. გადართვას აპირებდა როდესაც ზაზა ფილფანის კომპაანის ერთ-ერთ თანამშრომელზე ინფორმაციას მოკრა ყური. სასწრაფოდ გადმორთო უკან და გაფაციცებით მიაშტერდა, ნუთუ დიმაზეა? ნეტა რამე დააშავა? ეკრანზე მის ფოტოს არ აჩვენებენ, მაგრამ ვიღაც ირაკლის სახელს მომაბეზრებლად ატრიალებს ეს გოგო უკვე და გაიძახის რომ ციხეში ჩასვეს ყალბი საბუთების შედგენისთვის. ეგრევე ტელეფონს იღებს და მამას ურეკავს. - მამა რა მოხდა? - ნერვიულად ჩაჰყვირის ტელეფონში და პასუხის მოლოდინში ინაბება. - არაფერი ემილი, რა უნდა მომხდარიყო? - ზედმეტად მშვიდი ჩანს. - აბა რა საბუთები? - ეგ იმის სამაგიერო იყო, რაც შენ გაგიკეთა. - რა გამიკეთა? - შენი და დიმას ამბავი რომ გაამხილა - ტელეფონშიც იგრძნობა როგორ ეჭიმება მამაკაცს მთელი სხეული ბრაზისგან. - კი მაგრამ ვინ არის? - არ ვიცი, დიმას ყოფილი კურსელი ყოფილა, მის წარმატებაზე დაბოღმილი და შენით იძია შური - ჩემით? - რა გჭირს შვილო? დიმას საყვარელი ქალით იძია შური, შენ გაგანადგურა და ამით დიმაც! - აა… - დაბნეული ლუღლუღებს - შენ არ ჩამოხვალ აქ? - ერთი საქმე დამრჩა მოსაგვარებელი და ჩამოვალ! - კარგი მა, მიყვარხარ! - მეც ემილი! - აშკარად სამაგიეროების კვირაა - თავისთვის ბურტყუნებს და შაკოს ოთახისკენ მიიწევს. *** საღამოს აივანზე არის მოკალათებული, ფეხები მოაჯირზე შემოწყობილი და თვალები დახუჭული აქვს. ზუსტად იმას იხსენებს, რამაც მისი მთელი ცხოვრება შეცვალა. სიბნელეში წინ და წინ მიიწევს, ძველ სახლში შედის, რომელსაც ეტყობა რომ დიდი ხანია არავის მოუვლია, აქა-იქ ადამიანის ფეხის ხმა ისმის, მაგრამ არ ეშინია. უკვირს, ვერაფრით ვერ ხვდება რატომ დაიბარა დიმამ აქ. ნელნელა ყველანაირი ფეხის ხმა წყდება, მისდა გასაკვირად როგორც კი ამ სახლს სცდება ოდნავ, შიგნით ძალიან კარგად მოწყობილი სახლი ხვდება ოთახებითურთ, ზუსტად იმ ფერის კარს ადგება, რომელიც წერილში ეწერა. ხელის კანკალით წევს სახელურს და შიგნით ჯერ თავს ჰყოფს და მერე მთელი ტანით შედის. - დიმა - იმეორებს რამდენჯერმე დაბალ ხმაზე მაგრამ არავინ ეპასუხება, უკვე გამობრუნებას აპირებს, ოთახის კუთხეში, სიბნელიდან რომ მაღალი სილუეტი იკვეთება და სწრაფად ფარავს მათ შორის მანძილს. - დიმა - ხდება ფულაფართხალებულს და მთელი ძალით ეკვრის საყვარელ ადამიანს - მეგონა აღარ მოხვიდოდი - მთელი საათია გელოდები - მთელ სახეს უკოცნის და ცრემლები მისით მიიკვლევენ გზას ლოყებზე. - მენატრებოდი - საწყლად კრუსუნებს ემილი და იქვე ლოგინზე მოწყვეტით ეშვება - დიმა.. ეს ყველაზე საშინელი კოშმარია ჩემს ცხოვრებაში! ძალიან მეშინია დიმა.. - არ ვიცი რა უნდა ვქნათ - თავზე ნერვიულად ისვამს ხელს და ოთახში მიმოდის - როგორმე ერთმანეთისგან შორს უნდა ვიყოთ ცოტახნით მაინც - დიმა მამიდაჩემი მაიძულებს რომ დნმ ტესტი ჩავიტაროთ, დადებითი პასუხი თუ - აკანკალებული პასუხს ვეღარ ამთავრებს და თავს ხელებში რგავს - რა იქნება? - ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ანგელოზო - შუბლზე კოცნის და მაგრად იკრავს გულში. - გავიქცეთ დიმა, გავექცეთ ყველას და ყველაფერს! - მოდი ამ საღამოს არაფერზე ვიფიქროთ, აქ მხოლოდ მე და შენ ვართ ხო? ვერავინ მოგვაგნებს, ძალიან გთხოვ - სახეს უკოცნის და ცდილობს როგორმე დააწყნაროს - გთხოვ ემი - შენი ვარ თავიდან ბოლომდე დიმ! - ხელებს ხვევს და თვითონაც მაგრად იხუტებს გულში. - ვერასდროს ვერ შეგელევი - ტუჩებს უკოცნის და ტუჩებიდან ყელზე გადადის - ჩემი ნარკოტიკი ხარ, რომელზეც მთელი ცხოვრება დამოკიდებული ვიქნები, ვერასდროს გადაგეჩვევი ჩემო ერთადერთო - ყელიდან მხრებზე მიიკვლევს მისი ტუჩები გზას - ემილი მიყვარხარ - ლუღლუღებს და უფრო მაგრად ეხვევა სუსტ სხეულს - ჩემი ბედნიერება ხარ! - გაგიჟებული, ვნებამოერული აცხრება ტუჩებზე და ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევს. *** კაბინეტის კარები მთელი ძალით შეგლიჯა და ჰალსტუხი სადღაც ჯანდაბაში მოისროლა გაავებულმა, ყველაფერი მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. ყველა მტერი თავის “ადგილზეა”, ახლა რა უნდა ქნას, ახლა როგორ უნდა მოიქცეს არაფერი არ იცის. მთელი 2 კვირაა უშედეგოდ ეძებს ემილის და შაკოს, მაგრამ ვერაფერი გაიგო, ერთადერთი ის იცის რომ საზღვარზე არ გადასულან, შესაბამისად ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა ქალაქში დაიქირავა კაცი რომ მოეძებნათ, მაგრამ ამაოდ. არამც თუ ემილის, არამედ კვალსაც სულ სულ პატარა ნაწილსაც კი ვერ მიაკვლიეს რომ ჩაეჭიდონ. - როგორ აორთქლდა ასე ეს გოგო არ მესმის! - გაავებულმა რამდენჯერმე ჩამოისვა სახეზე ხელი და ეცადა ოდნავ მაინც დამშვიდებულიყო, მაგრამ სუნთქვაც კი უჭირდა უკვე. რამდენიმე წუთი რაღაც ერთ წერტილზე ჰქონდა მზერა გაშეშებული, თვალის დაუხამხამებლად ცდილობდა მაგრამ ვერაფერი “ისეთი” მოსდიოდა თავში რასაც ემილის წასვლასთან დააკავშირებდა. საყვარელი და სანატრელი ქალაქი მხოლოდ საზღვარგარეთ იყო, აქ მსგავსი არაფერი ეგულებოდა, ან ეგრე რომც ყოფილიყო პირველი ხევსურეთში გაიქცეოდა, სადაც ყველაზე ადვილად მიაგნებდა დიმა. თუმცა აშკარა იყო ემილის არ უნდოდა რომ ეპოვა. ფეხზე წამოხტა, სისხლი უდუღდა, მუჭი ძლიერად დაარტყა მაგიდას და წამში ნივთების ნაწილი გაიფანტა იატაკზე. - ჯანდაბა! - მთელ ხმაზე იღრიალა, ემოცია იმ დონეზე აწვებოდა კისერში რომ ვერც იაზრებდა ისე ყრიდა ირგვლივ ყველაფერს - სად ხარ ემილი სიხარულიძე, როგორ ვერ მოგაგნებ როგორ, სად წახვედი ასეთ ადგილას გამაგებინა! მაგიდას ხელებით აწყვებოდა და ბოლო ხმაზე ქშინავდა კარი რომ გაიღო და ოთახში ზაზა ფილფანი გამოჩნდა, ჩვეული მშვიდი გამომეტყველებით. - ძალიან გთხოვთ, ოღონდ ახლა რა! არაფრის თავი არ მაქვს ნამდვილად - ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და თავი მაღლა აწია. - არც არაფერს ვაპირებდი, უბრალოდ მოგიკითხე, როგორ არის მეთქი - სად შეიძლება იყოს? - ეგ შენ გეცოდინება ყველაზე კარგად - უცნაური ღიმილით გაუღიმა, წამით შეყოვნდა და მერე კარები გაიკეტა. დიმამ დაბნეულმა მიმოიხედა, ვერ მიხვდა მისი ვიზიტი რას ნიშნავდა, ამაზე ფიქრიც კი არ უნდოდა, იქვე მდგომი ტახტისკენ წავიდა უცებ და ჩამოჯდა, ემოციებისგან დაცლილს თავი ჩაეღუნა და მთელი ძალით ცდილობდა რომ ცრემლები შეეკავებინა. - მენატრები - ძლივს ამოიჩურჩულა ერთი სიტყვა და თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა, ერთს მეორე მიჰყვა, ასე მწარედ და მთელი გულით ქვითინებდა ყველაზე ძლიერი კაცი. ცრემლები მუჭებით შეიმშრალა, საკუთარ თავს ვერ აპატია ასეთი სისუსტე, წამოხტა და ირგვლივ ყველაფრის ალაგება დაიწყო, ნელა მშვიდად და გააზრებულად აწყობდა ერთმანეთზე ნივთებს. ერთი ბოლო შტრიხიღა იყო დარჩენილი, დაიხარა რომ უნდა აეღო და იქვე ოთხად გაკეცილ ფურცელს მოკრა თვალი, გაუკვირდა, სასწრაფოდ იქეთ წავიდა და ხელში შეათამაშა. - ეს რა არის? - ჯერ კარგად დააკვირდა, შემდეგ ფრთხილად გადაფურცლა და თვალები შუბლზე პატარა წერილის დანახვისას. ზედ მისამართი ეწერა, ჩაეღიმა მიწერილ ფრაზაზე “ზაზა მამიკო დაიღალა თქვენი საცოდაობით” ჯერ სიცილი აუტყდა, მერე სიცილი ცრემლებში გადაუვიდა, ახლაღა მიხვდა რატომ შემოვიდა ზაზა ასე უცნაურად ოთახში. ეგრევე მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და ისე ჩაიქროლა კომპანიაში, მგონი ვერც ვერავინ გაიგო მისი გასვლა. *** ფიქრებიდან რაღაცის ჭრაჭუნა გამოიყვანა ემილი, დამფრთხალმა წამოიწია, თვალები მოისრისა და ოთახში შეიხედა, მაგრამ სიბნელისგან ვერაფერს ვერ ხედავდა. ფეხაკრეფით შევიდა და პატარა სანათი აანთო - არის აქ ვინმე? - ჩუმად, დაბალ ხმაზე იკითხა, მაგრამ ხმა რომ არავინ გასცა შეცბა უკან გამობრუნებას აპირებდა, ნაბიჯების ხმა რომ გაიგო და ვიღაცამ ჯერ უკნიდან მოეხვია, შემდეგ საყვირლად გამზადებულს პირზე ხელი ააფარა. - ჩუუ - ყურში ვნებიანად ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა, ემილიმ როგორც კი მისი საყვარელი სურნელი იგრძნო, ეგრევე გაიყურსა და წამში გაანთავისუფლა დიმამ. - შენ აქ საიდან? როგორ მომაგენი? - კარგი მამიკო გყავს! - შენ რა.. საიდან გაიგე? - წარბები შეკრა - ახლა მე უნდა გავიბუტო და გავიქცე, რადგან ამხელა კაცს ასე მასულელებდით? - შენ კი არა მთელ საქართველოს ვასულელებდით, რა გახდი - წარბები აათამაშა ემილიმ. - რატომ აკეთებდით ამას? - იმიტომ რომ ჩემი ადგილი არავის არ დაეკავებინა და თანაც უამრავი მტერი მყავდა, ზაზას ოცნება იყო რომ მის შვილზე გადაეცა ყველაფერი, მაგრამ.. მისი შვილი იმდენად ცუდ ადამიანებთან იზრდებოდა, ვერაფრით უშველა, მახსოვს მაშინ ახალი წასული იყავი, სახლიდან გამომაგდეს ჩემი ორსულობის შესახებ რომ გაიგეს, ბებია ფულს მიგზავნიდა, მაგრამ ძალიან ცოტა იყო იმ დროისთვის, თანაც ორნი ვიყავით. - ემი, თუ გინდა არ მოყვე საჭირო არ არის - შუბლზე აკოცა და თმაზე ნაზად მიეფერა. - არა მოვყვები, ერთ დღესაც, მშობიარობა რომ დამეწყო, საავადმყოფომდე ძლივს მივაღწიე, არავინ მყავდა, კიდევ კარგი ახლოს ვცხოვრობდი თორემ არც ვიცი - ღრმად ამოისუნთქა და მოწოლილი ცრემლები რომ შეეჩერებინა რამდენჯერმე დააფახულა თვალები - იმ დღეს მიიყვანეს ზაზას გოგოც საავადმყოფოში, ახლაც მახსოვს, ჩემი პატარა რომ შემომიყვანეს რა ბედნიერი ვიყავი, ხელში რომ დავიჭირე, ასე მეგონა ვარსკვლავებს ვეთამაშებოდი და სწორედ მაშინ დავინახე ზაზას სევდიანი მზერა, არც ვიცოდი ვინ იყო საერთოდ ან საიდან მეცოდინებოდა? გამოწერის წინა დღეს, ერთად უნდა გადაგვეხადა თანხა საავადმყოფოში, ძალიან ძვილი მომთხოვეს და ცრემლები წამსკდა, ბავშვით ხელში ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი, სწორედ მაშინ დაჯდა ჩემს გვერდით და ლაპარაკი გამიბა, მოვუყევი ჩემი ამბები და თავი დავხარე, დაწვრილებით, მეც არ ვიცი რატომ ვენდე ასე იმ დღეს, თვითონ მითხრა რომ შვილი ვერ გადაარჩინა, მაგრამ შენთვის მაინც შემიძლია ყველაფრის გაკეთებაო და ჯერ ფული გადამიხადა, მერე მომძებნა და კი იცი სანამდეც მომიყვანა მამამ. - ემი, არ ვიცი რა გითხრა მე - მთელი ძალით შემოხვია ძლიერი მკლავები. - აქ რატომ ჩამოხვედი? - მენატრებოდი, ვერ გავძელი, ხოდა ზაზამ დავიღალე მე თქვენი საცოდაობითო - სიცილით დააყოლა - საზიზღარი ხარ! - მიყვარხარ! - მეც მიყვარხარ! - ამოისრუტუნა და თვითონაც შემოხვია მკლავები. - ანუ შემირიგდი? - სიცილით დაკრა ცხვირზე თითი როგორც ყოველთვის. - შენი აზრით? - გამომცდელად გაუღიმა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. - ემი! ნუ გარბიხარ, მოდი აქ, გეყოფა ისედაც საშინლად მომენატრე ემიი! - უკან მისდევდა ჩქარი ნაბიჯებით და ტუჩებს სასაცილოდ კუმავდა. ძლივს დაეწია და მის მკლავებში მოაქცია - ხო ხარ ღირსი დაგსაჯო პატარა ქალბატონო? - გააჩნია როგორ დამსჯი - მისკენ წაიწია და ლოყა ლოყაზე გაუხახუნა - დავფიქრდები, ბევრი საშუალება მაქვს, გააჩნია შენ რომელი გირჩევნია პრინცესა - წარბები აათამაშა და მონატრებულ ბაგეებს მისწვდა. *** - შაკო დე… - ღიმილით შეაბიჯა საძინებელში და ჯერ კიდევ მულტფილმით გართულ პატარას ლოყები დაუკოცნა - რატომ არ გძინავს? - მუტლფილმს ვუკულებდი, ქოდა მაინტელესებდა და ლა დამაძინება? - სასაცილოდ გაშალა ხელი - ჩემი ჭკვიანი პატარა, დე გახსოვს? დაგპირდი მამიკოს მოგიყვან მეთქი ადრე.. - მაქსოვს, მომიკანე? - თვალები აუციმციმდა პატარას - მოგიყვანე დე… - შუბლზე აკოცა და დიმას ანიშნა შემოსულიყო. - ეშ დიმაა, მამიტო? - დაბნეული მზერა მიაპყრო ემილის შაკომ. - ეს არის შენი მამიკო ჩემო პატარავ! არ გაგიხარდა? - მამიტო ხალ სენ ცემიი დიმა? - წამოდგა საწოლშივე და მის კუთხეში მდგარ დიმას მიუახლოვდა - სენ - სახეზე ჩამოუსვა პატარა ბუთქუნა თითები - ცემი მამიკო - აკისკისდა, ოდნავ წამოიწია და მთელი ძალით მოხვია ხელები კისერზე - ცემი მამიკო აქაა! - ჩემი პატარა ვაჟკაცი! - ხელში აიყვანა დიმამ და მთელი სახე დაუკოცნა - მამას ბიჭი ხარ! - მე დედიტოს ბიწი ვაალ მამიტოს კი ალა - გაიჯგიმა პატარა და დედიკოს ანიშნა რომ მასთან მისულიყო - მოდი დე! ემილიც ცრემლიანი თვალებით დაიძრა მათკენ და ორივემ მთელი ძალით მოხვია ხელი, ერთმა აქედან, მეორემ იქედან და გულში ძლიერად ჩაიკრეს. - გვიყვარხარ დედიკო! დასასრული ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობდით, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებდა თქვენი კომენტარები, იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ, ველოდები შეფასებას და ბოდიში შეცდომებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.