შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცა თავისას არ კარგავს! -8-


22-10-2016, 00:13
ავტორი sopiko
ნანახია 1 953

[თავი 8]
ჩემს ორგანიზმში მომხდარი მოვლენა შუქის გათამაშებას ჰგავს. მაგიდაზე დადებულ რვეულს ვწვდები და ვინიავებ. ვცდილობ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ჰაერი შევისუნთქო, მაგრამ ის ერთად ცხვირის ნესტოებთან გროვდება და შიგნით აღარ შედის. აღიარება ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ ჩემი ამგვარი გამოპასუხება მის ნათქვამზე თანხმობის ნიშანი არ არის? კარებთან ატუზულ ნიცას ვხედავ და ვანიშნებ, რომ არაფერი მკითხოს.
-ხო, ვფიქრობდი. აბა, თათა როდამდე უნდა იყოს იქ?-უარყოფითი პასუხის თქმას ვერ ვბედავ და სიმართლეს რადიკალურად ვცვლი.
-რა სულელი ხარ, ლეა. რა რთული დასაჯერებელია, რომ ოცდათხუთმეტი წლის ხარ.-პათეტიკურად აღნიშნავს მამაკაცი.-ტყუილი მაინც შეგეძლოს. დარწმუნებული ვარ, ყურები გიხურს და აწითლებული გაქვს, თვალები კი შენს სულს ირეკლავს.
-უაზრობაა!-ცილს ვწამებ მის თეორიას.
-აი, ეს მესმის. თავს მესხმი, ლეა, თავი რომ დაიცვა?-მისი ჩაცინება ბოლოს მიღებს.
-არაფერი ასეთი. გეგმები შეიცვალა? ვერ მოაგვარე ოფიციალური მხარე? რა მიკვირს... ვიცოდი, რომ ამას ვერ შეძლებდი.-ეჭვქვეშ ვაყენებ მის შესაძლებლობებს.
-ლეა, შეგიძლია მნახო?-უცაბედად მაყენებს არჩევნის წინაშე და ანგარიშმიუცემლად მთხოვს ისეთ რაღაცას, რაზეც უარის თქმა არ შემიძლია.
-ვერ მივხვდი...-სულშეგუბებული ვლუღლუღებ.
-უბრალოდ ჩემთან მოდი. იცი, სადაც.-მის ხმას სიმტკიცე ეკარგება.
-შიო...
-დროებით, ლეა.
''ახლა გათიშავს.''-გაფიქრებას ვერ ვასწრებ, რომ ჩემი წინასწარმეტყველება ხდება.
წავიდე, არ წავიდე, წავიდე, არ წავიდე... წავიდე? ურთიერთსაწინაამღდეგო ფაქტები ნერვებს მიშლიან. დროებითო, ანუ დარწმუნებულია, რომ მივალ. მისი თავდაჯერებულობა ისედაც ზენიტშია, არ მაქვს უფლება უფრო განვადიდო. შიო ტყუილად არ მთხოვდა მისთან მისვლას. იმით დაინტერესდა, შევძლებდი თუ არა. არაფერი უბრძანებია, არაფერი გადაუწყვეტია. რაღაც ხდება. ამას ასე ვერ დავტოვებ. უნდა ვნახო.
ნიცას მოკლედ ვუხსნი ვითარებას და საშინაო ტანსაცმელს არც კი ვიცვლი, ისე გავდივარ სახლიდან. კიბეებზე ნინო მეჩეხება. მსუბუქად ვესალმები და კვლავ გავრბივარ. ასე არასდროს მოვქცეულვარ და ალბათ უკვირს ჩემგან უტაქტობა, მაგრამ... შიომ მას არ დაურეკა, ესე იგი რაღაც ისეთია, რაც მან არ უნდა იცოდეს. ღმერთო, რას იფიქრებს, რომ გაიგოს ვისთან მივდივარ...
ამ ბოლო დროს ტაქსებში ძალიან ბერ ფულს ვყრი. ახლაც პირველივე შემხვედრ მანქანას ვაჩერებ, არც კი ვეკითხები მძღოლს, რამდენად გამიყვანს დანიშნულების ადგილას და თანაც წინა სავარძელზე ვკალათდები. კიდევ კარგი მოლაპარაკე ტაქსისტი არ მხვდება. ჩუმად, თავისთვის ზის მთელი გზა და თანაც უაზრო სიმღერებსაც არ უსმენს. რადიო საერთოდ გამორთული აქვს. სრული სიწყნარე მჭირდება იმისთვის, რომ გავიაზრო, სად მივდივარ და რატომ. სულელი ვარ და იმიტომ კი არა, რომ ტყუილი არ შემიძლია. იმიტომ, რომ მხოლოდ კითხვებს ვსვამ და ყველას უპასუხოდ ვტოვებ.
-აქ შევუხვიო, ქალბატონო?-შესახვევზე მანიშნებს მძღოლი.
ქუჩას კარგად ვაკვირდები, რამე რომ არ ამერიოს. კარგი მახსოვრობის უნარი მაქვს და იმის აღდგენა, რა გზით გავყევი იმ დღეს ნინოს, არ მიძნელდება. მძღოლს ვეთანხმები და ღვედს ვიხსნი. აი, ერთი შესახვევიც და... საფულიდან ფულს ვიღებ და კაცს ისე ვუწვდი, არც ვეკითხები, რამდენი უნდა. ის არაფერს ამბობს. ესე იგი აკმაყოფილებს. მანქანიდან გადავდივარ და ისიც მაშინვე ტოვებს ტერიტორიას.
მესამე სართული, შუაში... მესამე სართული, შუაში... კარებზე არ ვაკაკუნებ, ისე ვწევ სახელურს. ღიაა. კარგად შეიარაღებული მეომარივით თამამად შევდივარ სახლში და ჩაბნელებული შემოსასვლელის დათვალიერების შემდეგ მისაღებში ვყოფ თავს. პირველი რაც თვალში მხვდება, უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმელები, დივანზე ნახევრად გადაფარებული გადასაფარებელი და გადაყირავებული მაგიდაა. შიო იატაკზე ზის და თავი საწოლზე აქვს მიდებული. აივნიდან შემოსული რბილი, სუსტი სინათლე ზუსტად მის სახეზეა მოფენილი. მის გვერდით ვიჩოქებ და თვალებზე ჩამოფხატულ თმებს გვერდით ვუწევ. ხელი ცხელი ოფლით მისველდება. მკლავზე ვაყოლებ თვალს და მის თითებში მოქცეულ ჭიქას ვხედავ, რომლის ძირშიც კიდევ არის ოქროსფერი სითხე. ვისკი თუა. გამოღებულ სერვანდში ვიწროყელიანი ბოთლი დევს. აქედან დაისხამდა. რატომ? რატომ დალია ამდენი? რატომ წევს იატაკზე? რა მოხდა? აი, რატომ მელაპარაკებოდა ასე... სჯობს ჩემით გამოძიებას შიოს ვკითხო, თუ რა მოხდა. იმედია ნასვამი მაინც გადამიშლის გულს.
-შიო... გესმის ჩემი?-სახე ახლოს მიმაქვს მასთან და ცივ ხელებს ლოყებზე ვუსვამ, რომ გავაგრილო.
-მოხვედი, ლეა? ჰმმ.. ვიცოდი, ასე რომ არ დამტოვებდი.-კმაყოფილებით აღსავსე მპასუხობს და ოხრავს.
-რატომ ჩაიგდე თავი ასეთ დღეში? რა მოგივიდა?
მენაბდეს თვალები უფართოვდება. ჩემს ხელს იჭერს და ტუჩებისკენ მიაქვს. მსუბუქად მკოცნის და მეც სწრაფად ვაცლი თითებიდან.
-შეცდომას უშვებ, შიო. ხვდები მაინც რას აკეთებ?-მთელი სხეული მიფეთქავს. ხმას ვერ ვიმორჩილებ. არ მაქვს ამდენი ღონე. ვერ ვერევი საკუთარ თავს, ის კი უფრო მიზიდავს და ამავდროულად უფრო მკლავს.
შიოს სახეზე ერთი ძარღვიც არ უტოკდება. ჩემკენ იწევს და კისერზე ხელს გველივით მისრიალებს. გული გაჩერების პირას მიდგას. მუცელში რაღაც მწყდება და ჩემს მოქმედებებს ვეღარ ვმართავ.
-გაჩერდი...-მაინც ვცდილობ მასთან ერთად საკუთარი თავის შეჩერებას და უკან ვხტები. შიო წონასწორობას ვეღარ იკავებს და თავს დივანის კუთხეს არტყამს. ვკივი. საფეთქელზე მიდებულ ხელს ვაშორებინებ და შეჭ....ტილ ადგილს ვხედავ, საიდანაც სისხლი მოდის.
-კარგი, რა, შიო... კარგი, რა...
ცრემლები ღვარად მიედინება. ჯერ ცხვირს უვლის გვერდს და ტუჩებში იკარგება. იქვე მიგდებულ რაღაც ნაჭერს ვიღებ და სისხლის მოშორებას ვლამობ. შიო ხელს მიკრავს, თითებით ჩემი ტუჩების კონტურს ხაზავს და ჩემკენ იხრება. დროც მაქვს და შესაძლებლობაც, რომ თავი გავწიო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. რა სიტუაციაშიც არ უნდა მომხდარყო ეს, მაინც ვერ გავაკეთებდი. ვერ ვასწრებ იმის აღქმას, რომ შიოს ვკოცნი, რადგან ის მშორება და ჩემ გვერდით გორდება.
ვტირი. სინანული არ ჰქვია ამას. წუხილს და სიამონებას ერთად განვიცდი. ალბათ ასეთი გრძნობა ეუფლებათ ხოლმე, როცა აკრძალულ ხილს გასინჯავენ და იმაზე ნერვიულობასთან ერთად, რომ გაფრთხილებას ყური არ უგდეს, მის გემოს ვერ ივიწყებენ. ფეხზე ვდგები, მაგრამ შიო მიჭერს. თავს ვაქნევ და ხელს ვაშვებინებ. კართან რომ მივდივარ, ვეღარც წინ ვდგამ ნაბიჯს და ვეღარც უკან. შიოს ასე ვერ დავტოვებ. ასეთ მდგომარეობაში ვერ წავალ მხოლოდ იმის გამო, რომ მაკოცა. გამოღებულ კარებს ვხურავ და მისაღებისკენ ვბრუნდები. შიო უკვე ფეხზე დგას.
-არ წახვალ?-მეკითხება და კედელს ეყრდნობა.
-ვერ წავალ.-ტუჩებს ვისველებ და ალკოჰოლის მძაფრ გემოს ვგრძნობ.
-მართლა?
-ხო.-ცრემლებს ვიწმენდ და მისკენ მივდივარ.-მოდი, დაწექი.
-იცი, ბავშვობაში როცა არ ვიძინებდი, დედა მეუბნებოდა, დაიძინე და არ წავალო, მაგრამ დილით რომ ვიღვიძებდი, არასდროს მხვდებოდა ჩემს ოთახში.-გაბრუებული იხსენებს ბავშვობის მოგონებას და აწმყოსთან აკავშირებს.
-მე დაგხვდები, გპირდები.-დაუფიქრებლად ვაძლევ პირობას და ლოგინისკენ მიმყავს.
ხო, მე აქ დავრჩები, შიოსთან, იმიტომ, რომ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია მოვიქცე.
განა მარტო ახლა? მე აქამდეც მასთან ვიყავი... მთელი არსებით.

მაგიდას ფეხზე ვაყენებ და დალაგებულ ოთახს გადაღლილი ვათვალიერებ. მგონი ყველაფერი თავის ადგილასაა. შეიძლება შიოს გაღვიძებას უნდა დავლოდებოდი და მის დაუკითხავად მსგავსი ცვლილებები სახლში არ მომეხდინა, მაგრამ თავს უფლება მივეცი, როგორც შიოს ცოლს, აქაურობა ოდნავ მაინც მომეწესრიგებინ. უკან ვიხევ, რომ დივანზე მივწვე, მაგრამ ფეხს რაღაცას ვკრავ და ხმაურზე შიოს ეღვიძება. ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანე საქმე ნორმალურად. მამაკაცი თავს წევს და თვალებს იფშვნეტს. ირიბად ვუმზერ სერვანდის დაკეტილ კარებებს, გადასწორებულ გადასაფარებელს და მაგიდასთან ლამაზად მიდგმულ ორ სკამს. დიდ გაკვირვებას შიოს ვერ ვატყობ. ალბათ არც ახსოვს რა მოხდა იმის შემდეგ, რაც ერთი ბოთლი სულ მთლად დაცალა, მეორე კი ნახევრად.
არ ახსოვს ის, რაც მე ყოველთვის მეხსომება. მის გონებაში წაშლილია ის წამები, როდესაც ერთმანეთს ვკოცნიდით. ნიკაპი მიკანკალებს. რატომ ასეთ დროს? რატომ მაშინ, როცა აზროვნება დაბინდული ჰქონდა? რატომ გამიმეტა იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ''ირემმა შეცდომა დაუშვაზე'' ჩვენი ამბორი გამახსენება?
-როდის მოხვედი?-ლოგინში წამოჯდომაა და ისევ ის გულგრილი და იდეალური სიმშვიდით მოცული შიო მევლინება.
-მაშინ, როცა ამ სამყაროში ირმის ნახტომი გაჩნდა.-უგემური ღიმილით ვპასუხობ და ჩანთას მხარზე ვიკიდებ.-წავალ.
-დაღლილი ჩანხარ, გამოუძინებელი. დარჩი ცოტა ხანს და მერე წადი.-ჩემს გამოუძინებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
-წავალ. ერთ დღეს აუცილებლად წავალ.-სახე მეშლება ამის თქმისას.
-რა გჭირს? რანაირად მელაპარკაკები?
-ალბათ იმის ბრალია, რაც ამ ბოლო დროს მოხდა... ფიქტიური ქორწინება, თათა... ეს ყველაფერი ხომ ერთ დღეს დასრულდება.-ჩემს მელანქოლიას გამართლებას ვუძებნი.
-ბევრი რამ გადამიტანია, ლეა, მაგრამ ვერაფრით გავხდი შენნაირი გამოუსწორებელი ადამიანი. მუდამ სხვას ეხმარები, პატიობ, ყვარობ, მერე კი ნანობ, რომ ყველაზე ნაკლებად საკუთარ თავზე ფიქრობ.-ასკვნის შიო და საწოლიდან დგება.-თუ წასვლა გინდა, წადი. მე ვერ დაგიჭერ.
უთქმელად მოვდივარ. რას ველოდი? ხო, თავი დავკარგეთ, საკმარისი ნებისყოფა არ აღმოგვაჩნდა, გრავიტაციას ვერ გავუძელით, მაგრამ არანაირი ''მე შენ გიპოვე'' და ''ხელს არასოდეს გაგიშვებ'' ჩვენ შორის არ იარსებებს. მე და შიო ცის სხვდასხვა მხარეს ვართ, განსხვვებული რაოდენობის ქიმები გვაქვს, ცისარტყელის სხვადასხვა ფერს გავასახიერებთ. სიცარიელეს ვგრძნობ. იმედი შემომელია. სილაღე შემომეძარცვა. რაღაც მომპარეს, მომაკლეს... რაღაც ძალიან მწირი, მაგრამ მაინც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დანაკლისი უჯრედებს მინგრევს. მკერდში თითქოს ქვა მიდევს და არა გული. მუცელი კი ისე მაქვს დამძიმებული, გეგონება ფრთებმოჭრილი პეპლების გამო წუხილს გამოხატავსო.
უახლოეს გაჩერებას ლასლასით ვუახლოვდები და ავტობუსიც ნახევარი საათის მერე მოდის. სკამები თითქმის თავისუფალია. ფანჯარასთან ვჯდები და მოწყენილი ვაყოლებ თვალს უკან ჩამორჩენილ ხეებს.

ჩანთაში ხელს უშედეგოდ ვაფათურებ. შიოსთან რომ წამოვედი, სახლში ნიცა და ლეა იყვნენ. გასაღებიც მათ დავუტოვე. ახლა სახლში არ არიან და ჩემი დაც ზარს არ პასუხობს. ვინ იცის, სად არის და როდის მოვა. მაძაგძაგებს, ცალკე სიცივის და ცალკე განცდილის გამო. ასე მგონია გავსკდები და კედლები ჩემი სისხლით შეიღებება. ფეხზე ძლივს ვდგავარ. კიბის საფეხურზე ვჯდები და მუცელზე თითებს ვიჭერ. ცუდად ვარ. ძალიან ცუდად. ეტყობა ემოციურმა დატვირთვამ ფიზიკურადაც ცუდად გამხადა. თვალები თავისით მეხუჭება. სადაცაა ჩამომეძინება ამ ცივ ქვაზე, ამ სუსხში და ასეთ სიტუაციაში. ჯიბეში ვიცურებ ხელს და მობილურს ვიღებ. ახლა მე უნდა დავრეკო შიოსთან. ახლა ის უნდა იყოს ჩემ გვერდით. მზერა მებინდება. რიცხვებს ვეღარ ვარჩევ და ნომრის აკრეფის მცდელობას თავს ვანებებ.
-უკაცრავად... თქვენ... კარგად ხართ?-მხარზე ვგრძნობ ხელის შეხებას და სიტყვებს გონებაში კარგად ვღეჭავ.
-დიახ, კარგად ვარ.-ვამბობ და ფილტვებს ჟანგბადით ვივსებ.
-ლეა... ეს შენ ხარ?-ნაცნობ ნოტს ვიჭერ ამ კითხვაში და თავს ნელა ვატრიალებ მისკენ. კისერი მიტკაცუნდება, მაგრამ ეს უყურადღებოდ მრჩება. რა თქმა უნდა, ჩემ გვერდით ხომ ის დგას, გაბო.
-გაბო, იცი...-ვიწყებ წინადადებას, მაგრამ გულში რაღაც მკენწლავს და ვჩერდები. თვალებს ვქაჩავ, რომ ამოსუნთქვის პროცესი განვახორციელო, მაგრამ არაფერი გამომდის. კიდევ რამდენიმე ბგერას ვუშვებ პირიდან და შეუძლოდ მყოფს უკან მივარდება თავი.

თეთრ ჭერს ძირეულად ვიკვლევ და ვისწავლი. ისე აყირავებული ვწევარ, სხვა ვერაფერს ვხედავ. ფეხები მაღლა მაქვს აწეული, თავით კი სადღაც ჩავვარდნილვარ. სისხლს რომ მოძრაობა დაეწყო, ასე სავარაუდოდ ამიტომ მომექცნენ. შუბლი გაყინული მაქვს. ხელს ვისვამ და სველ ცხვირსახოცს ვაწყდები. ისეთი რა მომივიდა, ამდენი რამ რომ დამჭირდა? საავადმყოფოში არ ვარ, ეს დანამდვილებით ვიცი, მაგრამ აბა, სად? სად ვიყავი ბოლოს? ირმის ნახტომი! გაბო! აი, თურმე, რა... ვეჭვობ, ნინოსთან ვიქნები. არა მგონია ნიცა ისე ზუსტად მოსულიყო და ჩემს გულის წასვლას დამთხვეოდა. გაბო ნინოს იცნობს, ის კი ჩემი კარის მეზობელია.
-გაბო, მოდი, მგონი გონს მოეგო.-მესმის ნინოს შეძახილი და ჩემს ეჭვებში ვრწმუნდები.
-ნინო!-ვეძახი ქალს, სანამ გაბო შემოვიდოდეს.-წამომაყენე გეხვეწები... მეტად უხერხულ პოზაში ვწევარ და ნამდვილად არ მსურს გაბომ ასეთ დგომარეობაში მნახოს.
ნინოც ქალია და ჩემი ესმის. კაბის ფრიალით მოდის ჩემთან და ლოგინში მასწორებს. ახლა უკვე ბალიში მაღლა მაქვს აწეული და თავიც კომფორტულად მიდევს და ფეხებიც.
-უკეთ ხარ, ლეა?-მზრუნველად მკითხულობს ოთახში შემოსული გაბო და საწოლის პირდაპირ დგება. ხელები ზურგზე აქვს გადაჯვარედინებული და სათნოებით და იდუმალებით მოცული ღიმილით მიღიმის.
-უკეთ ვარ და ეს შენი დამსახურებაა.-ღიმილით ვპასუხობ მეც, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვარ თავაზიანობის ხასიათზე.
-არაფერიც. ნინოს დამსახურებაა. მისი სწრაფი მოქმედება რომ არა, დაგკარგავდით.-ხუმრობს მამაკაცი, ნინო კი ამის გაგონებაზე ილეწება.
ახლა ორივე ერთმანეთს უყურებს. უხმოდ, მაგრამ მეტყველი თვალებით. ესენი ყურადღებას ჩემზე აღარც გადმოიტანენ. ნეტავ, უყვარდა გაბოს? ან იქნებ ახლაც უყვარს? ამგვარი რამ შიოზე რომ გამეფიქრა, გავაფრენდი, გაბო კი ამ მხრივ საერთოდ არ მანაღვლებს. ესეც შენი გამოუვალი მდგომარეობა. გამიგია, ეს ორი ერთმანეთისთვის არის შექმნილიო. დავიჯერო მე ახლა შიოსთვის ვარ შექმნილი? რა გვეტყობა ამის?
-ნინო, ნიცა ხომ არ მოსულა, თუ იცი?-მათ შორის მურმანის ეკალივით ვაყენებ ნიცას.
პასუხი უარყოფითია. ნებივრობის დრო აღარ არის. ნინოსა და გაბოს მადლობას ვუხდი და წასვლის წინ გეგმებს ვაწყობ. როგორმე გაბო უნდა დავიმარტოხელო და დაველაპარაკო. შესაძლებელია ცალწარბასგან წამოვიდა კიდეც, მაგრმ მანამდე რა მოხდა? დღეს აქ რა უნდოდა ან ვისთან იყო? აი, შტერობა! მართლაც გამოუსწორებელი დებილი ვარ. ოდესმე ჩემს მიერ დასმულ კითხვებს ერთხელ მაინც თავად ვუპასუხებ?
სახლში ვიგულებ თავს თუ არა, პირდაპირ საძინებლის გზას ვადგები, ლოგინზე ვეხეთქები და საყვარელ ბალიშს ტირილით ვასველებ.

ეს ამბავი რომ დაიწყო, ოქტომბრის გვიანი რიცხვები იყო, ახლა კი მალე ნოემბერი მიილევა. ფოთლები გაყვითლდნენ, გაწითლდნენ, გაყავისფერდნენ, გაერთიანდნენ და ერთად დაიწყეს ფრენა. მზემ თავი მოგვანატრა. ათასში ერთხელ თუ გამოყოფს თავს თეთრი, ფუმფულა ღრუბლებიდან და მერე ისევ გვემალება. სამაგიეროდ წვიმის და ატალახებული მიწის დანახვის სიამოვნება ყოველდღე გვაქვს. ისეთი სეზონი და ამინდებია, ჩემს საქმიანობას რომ უხდება. სახლში უნდა იჯდე, წიგნები თარგმნო, კროსვორდები ავსო, ჩაი დალიო და ნერვები დაიმშვიდო, მე კი ამ ყველაფრისთვის აღარ მცალია. უფრო სწორად ამის სურვილიც კი გამიქრა. მომწონს ეს მოულოდნელობებით მოცული დღეები, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რას მიქადიან ისინი. შემოდგომა პესიმიზმის ფერია, მე კი უნებურად გადავღებე ოპტიმიზმის ფერებით. წლების წინ შექმნილი საიმედოდ დაგმანული სივრცული ფიგურიდან გამოვედი და სხვების ტერიტორიაზე შევიჭერი. ალბათ ესაა ცხოვრების მუღამიც. როცა შენს სისუსტეებს ამჟღავნებ და ღირსებებს ივსებ, ორმოში ვარდები და მერე იქიდან ამოდიხარ, სიცივეში იყინები და მონატრებულ სითბოს უფრო ბედნიერი ხვდები... ისაა ცხოვრება, როცა მოულოდნელობას ელი! როცა არ იცი, რა მოხდება, მაგრამ იცი, რომ აუცილებლად მოხდება!
ირმის ნახტომმა ბევრი რამ მასწავლა. ეს გალაქტიკაა, რომელსაც უამრავი ადამიანი შეადგენს. არა მგონია მას როდესმე რომელიმე კომპონენტი მოაკლდეს, რადგან მერე ირმის ნახტომი ვეღარ იქნება. საქმე იმაშია, რომ მე მხოლოდ ორ მათგანს არ ვწყვეტ თვალს, საკუთარ თავსა და შიოს, რადგან თავად არ წარმომიდგენია უკვე ჩემი ცხოვრება შიოს გარეშე.
შუაღამის ორი საათია. ტუმბოდან მობილურს ვიღებ და შეტყობინებას ვკრეფ, მერე შიოს ნომერს ვირჩევ და ვაგზავნი.
''გაგახსენო?''-წითელ ჩარჩოში მოთავსებულია მხოლოდ ერთი სიტყვა.
მობილური გვერდით უნდა გადავდო, sms რომ მოდის.
''ის იყოს! გთხოვ...''-სანამ გავხსნიდე, მირბენს ფიქრებში და მგონი ასე სწრაფად არასდროს ამსრულებია სურვილი, როგორც ახლა.
''ისეთი არაფერი უნდა დაგავიწყდეს, მერე გახსენება რომ აუცილებელი გახდეს.''
ეს რას ნიშნავს? ნუთუ ახსოვს? გული ამოვარდნაზე მაქვს. ერთი ასოს მაგივრად მეორეს ვკრეფ, მეორეს მაგივრად მესამეს. სანამ პატარა რგოლი შეტყობინების გვერდით ტრიალებს, მგონი სუნთქვითაც კი არ ვსუნთქავ.
''ანუ გახსოვს?''
საპასუხო წერილი აღარ მომდის. იმედი მიქრება.
მის მიმართ არაფერს ვგრძნობ... არაფერს! არაფერს! არაფერს!
ვითომ?...

^^^
აბა, ვითომ? :დ
ღამე მშვიდობის!
იმედია ტკბილად დაიძინებთ, ოღონდ მანამდე შეფასებებს დამიტოვებთ (აქ ვიცინი)...
უყვარხართ სოფიკოს!



№1  offline წევრი mimimimo

არ მჯერა.
ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი თავი.
სად დაიკარგე ამდენ ხანს?
ასე აღარ დააგვაინო.
სოფიო, მიყვარხარ!

 


№2  offline მოდერი sopiko

mimimimo
არ მჯერა.
ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი თავი.
სად დაიკარგე ამდენ ხანს?
ასე აღარ დააგვაინო.
სოფიო, მიყვარხარ!

მარიამ, დიდი მადლობა heart_eyes
და საერთოდაც... მეც მიყვარხარ!
''დემეტრე ლუკა''ვ,
ხოდა მეც ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ყველა თავზე მხვდება შენი კომენტარი relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent