შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია!


22-10-2016, 19:20
ავტორი სალი-სალი
ნანახია 4 170

მეგობრობიდან სიყვარულამდე სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ვერც კი გაიაზრებ როგორ უცებ შეგიყვარდება „ის“. თავს აჯერებ რომ ამდენწლიან მეგობრობას უღალატე და სამყაროს სხვა თვალით უყურებ. შემდეგ აანალიზებ რომ სწორედ „ის“ არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მისთვის ბრძოლას იწყებ.

ოთახში გამწარებულები დავრბოდით მე და ლანა, ხან რას ვიცმევდით ხან რას მაგრამ ვერაფერი ვერ შევარჩიეთ. რასაკვირველია ჩემი გარდერობი სულ ჯინსებით და სპორტულებით არის გადატენილი. თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას და ამის გამო ჩემი თავის კმაყოფილი ვარ. დღეს ჩვენი ძმის ლაშას დაბადებისდღე არია, ლაშა ჩვენი არაბიოლოგიური ძმაა, სიმართლე გითხრათ ხუთნი ვართ და არცერთ არგვაკავშირებს არაფერი მეგობრობის გარდა თუმცა ერთმანეთს დებს და ძმებს ვეძახით. მოდით დავიწყებ ჩემით მე ვარ ვიკა ჩემია 20 წლის ვსწავლობ ილიას უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, ლანა წერეთელი ისიც 20 წლის და ისიც ილიას უნივერსიტეტში სწავლობს იურიდიულზე, ლაშა დარსალია 26 წლის, გიორგი (ჟორა) ბერიკიშვილი 23 წლის, ვაჩე არღვლიანი 25 წლის. მათ ერთად აქვთ წამოწყებული ბიზნესი. ჩვენ ერთი მთლიანი ოჯახი ვართ ყველასთვის საამაყო და სამაგალითო მეგობრები. ჩვენი „საძმოს“ კოდექსი მხოლოდ ერთი პუნქტისგან შედგება „გვიყვარდეს ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე“ ამით კი ყველაფერი ნათქვამია ერთმანეთი იმ დონეზე გვიყვარს მეტი რომ არ შეიძლება.

-ჯადოსნური სიტყვა რომ ვთქვათ მაინც არ გამოჩნდება რამე გენიალური კაბა?.უღონოდ ჩაიფრუტუნა ლანამ და საწოლზე დაჯდა.
-სეზამ გაიღე.
-დებილო კარადა ისედაც ღიაა.თავზე ხელი წამომარტყა.
-შენ რაღაც ხელი ძაან შემაჩვიე ხოიცი.თვალები გადავუბრიალე.
-მოიცა ერთი თუძმახარ რაა რადროს მაგის დროა.ფეხზე წამოდგა კარადასთან მივიდა და ტანსაცმელი გამოიღო.-არ მაინტერესებს ამ კაბას შენ იცმევ ამას კი მე.ცხვირწინ წითელი კაბა ამიფრიალა რომელიც 2 თვის წინ ვიყიდე თუმცა გვერდით გადავდე რადგან ზედმეტად ვულგარული იყო.
-აპაპაპაპ ბიძია მაგ არ დამანახო ქუჩის ქალივით ნუ გამომჭიმავ ჩემიძამიას დაბადებისდღეზე.ხელებით იქსი ვანიშნე.
-მორჩი ლაილაის ამას იცმევ და არც შემედაო თორემ გეფიცები ჩვენს 15 წლიან მეგობრობას დაგაფიცებ.ჩემთვის ფიცი მეტად მნიშვნელოვანია ამიტომ თავი დავუკარი და ტანზე მოვირგე.-მშვენივრად გაქვს გოგო რა არის ახლა ამაში ვულგარული.
-რა არის? რა არის და ის არის რომ ზურგი თითქმის არ აქვს წინ კი რაღაც გამოჭრილია ვიღაცას ძაღლის დაგლეჯილი ეგონება.
-სუსი ქენი და ახლა ფეხსაცმელი ჩაიცვი თორე აი მართლა რაღაცას ჩაგიტენი პირში და სუფრაზე გაგაგორებ გოჭივით.
-ვერგიტან.ენა გამოვუყავი და შავი მაღლები ფეხზე ჩავიკვეტე.მერე თვითონაც მოემზადა და სარკის წინ დატრიალდა.
-მომიდექი გვერდით.ძალით ამათრია და მის გვერდით დამაყენა.-გოგოები ვართ იმენა ჭიკ რა.თვალი ჩამიკრა და ხტუნაობა დაიწყო.
-შენ რაგაცინებს ერთი გამაგებინა რაგგონია ჟორჟიკა ასე შეგარჩენს მაგ ჰოთ გოგოობას?.
-აი ნახავ ჩემს ჟორას პირი ღია დარჩება და არცერთ გოგოსკენ არ გაეპარება თვალი.
-უხ შენ რახარ ვინც არ გიცნობს.თითი დავუქნიე და ტელეფონს დავხედე.-გისმენთ, დიახ დიახ ახლავე ჩამოვალთ, არა ბატონო როგორ გეკარდება ჩვენზე დაფარულად არავის ეცმევა.სიცილით ველაპარაკებოდი ვაჩეს. რამდენიმე წუთში სადარბაზოში გავკაკუნდით და ვაჩეს მხრებში ჩავაფრინდით.
-თქვენ გოგოთ ხოხართ ჭკუუააზზეე. პირდაღებულმა ამათვალიერა და სიტყვა ძლივს დაასრულა.
-ვართ ვართ.სიცილით ვუთხარით.
-შენ მოგკლავს გიორგი თან სერიოზულად.ჯერ ლანას მიუბრუნდა და მკვახედ გააბრთხილა.-შენ კი აი შენ კი გეფიცები.სათმქელი ვერ დაასრულა.
-ვიცი რომ შესანიშნავად გამოვიყურები ისევე როგორც ლანა.თვალი ჩავუკარი და მანქანაში შევხტი.პირდაპირი რეისით კარაოკე ბარში წავედით. ხალხი თითქმის არ იყო მოსული ამიტომ სიცილ ხარხარით შევედით ბარში და იქაურობა ცანცარით ავიკელით.-რალამაზი დღეაა რანათელი მზეაა იმიტომ რომ დღეს ჩვენი ლაშუკას დაბადების დღეააა. სიმღერით მივაჭერით მე და ლანა.საჩუქრები გადავულოცეთ შემდეგ კი თბილი ჩახუტებაც მივუძღვენით.
-ჩემი შოკოლადები ხართ ყველაზე გემრიელი შოკოლადები.ხელები გადაგვხვია და სათითაოდ დაგვიკოცნა ლოყები.
-ხო აბა უბრალო შეკოლადები გყავს და ჩვენ ბრალიანები ხო უნდა ვიყოთ კაცო.წვერზე წავეთამაშე და ლოყაზე მადიანად ვაკოცე.
-ჩემს შოკოლადს რა აცვია რა არის ეს მაინცდამაინც უნდა რომ ბოლომდე შევჭამო?.ჯიბეებში ხელჩაწყობილი გამოემართა გიორგი.
-ბრთხილად კბილი არავინ გაკრას.
-შენ ბიჭო ჩუ თორე კბილებს დაკარგავ.
-ლაშა ბაბუ იქნები მერე.
-ბერდები ლაშუ? 26 წელს მიუკაკუნე შე ცალტვინა შენა.
-გაგაცალტვინებ ეხლა მანდ არ მომიყვანო ბიჭო.წინ გადდაუხტა გიორგის.
-სტუმრები მოვიდნენ.მჭექარედ შესძახა ვაჩემ და ყველამ კარისკენ გავიხედეთ.ლაშა წინ გაიჭრა ჩქარი ნაბიჯებით და ათასფრად გამოწყობილ გოგონებს გადაეხვია რომელთა სახელებიც არც თუ ისე კარგად იცოდა მაგრამ ვის ანაღვლებდა ის ხომ ყველა გოგოს სასურველი მამაკაცია სახელს რა აზრი აქვს როცა ასე თბილად ეხუტება. ყველას ერთადერთს ეძახის თუმცა ისინი ხომ ასობით არიან. ბაბნიკია თანაც როგორი თუმცა ისეთი საყვარელია მის ამ გაქნილობას უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ. გიორგი ლანას მიუბრუნდა და გვარიანად დატუქსა რატომ ჩაიცვი ეს კაბაო არადა ისეთი არაფერი ეცა ასე რომ გადაირია. მე დებილივით ვიდექი და ვუყურებდი ჩემს ოჯახს რომელიც ასე ძალიან მიყვარს, თუმცა რაღაც გამომრჩა უფრო სწორედ ვიღაც ეს ვაჩეა. მკაცრი ბუნების ბიჭია მთასავითაა მაღალი ახოვანი შავგვრემანი და ლურჯთვალება. ვაჩე არღვლიანი მისი სახელი და გვარი ისეთი კარგი წარმოსთქმელია ხშირად მინდა ვიმეორო, მოგატყუებთ რომ გითხრათ ვაჩესთან ისე ვარ როგორც ლაშასთან და გიორგისთანთქო მას უკვე 5 წელია ვიცნობ და დღემდე რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაცას მალავს. მისი ერთი გამოხედვა და კითხვისნიშნების მთელი კოლონია მიტივტივებს თავში. მასთან თავშეკავებული ვარ არც ისე ვეხუტები როგორც ლაშას და გიოს და არც ისე ვესაუბრები როგორც სხვა მეგობრებს. ზუსტად ვერ გეტყვით რა არის ის ჩემთვის თუმცა ძმას კი ვუწოდებბ ხოლმე ხანდახან.
-მაინცდამაინც წითელი რატომ ჩაიცვი?! კილომეტრიდანაც რომ გამოიხედოს კაცმა შენ დაგინახავს.უკნიდან მომეპარა და მკლავში ხელი ჩამავლო.
-კარგი რა ვაჩე ამ ერთხელ არაფერი უჭირს.შევეცადე ძალიან არ დამეწუწუნა.
-როგორ არა უჭირს.
-შეხედე მათ თითქმის არაფერი აცვიათ.სხვა გოგონებზე მივუთითე.
-მერე შენ იმათ რას უყურებ შენც იმათნაირი ხარ? მგონი არა.არწყვეტდა მკაცრად საუბარს.
-რათქმაუნდა არვარ მსუბუქი ყოფაქცევის გოგონა და ძაან გთხოვ ეგ სიტყვა ლექსიკონიდან ამოიღე მეორედ ნუღაც იტყვი ჩემთან ერთად.
-რას ბოზს?.ირონიულად გადმომხედა და ზღვისფერი თვალები უფრო აკაშკაშდა.
-ვაჩე!.ხმამაღლა და გაბრაზებით შევძახე.
-ვიქტორია!.მანაც გაიმეორა.
-მოგხვდება იცოდე.
-ვისგან შენგან?.
-დიახაც.
-პატარა გათამამებული გოგო ხარ რაა.თავის ქნევა დაიწყო.
-თავი გამანებე. ხელი გავინთავისუფლე და ლანასთან მივედი.
-ვინ გაგაბრაზა ვინაო? ვაჩიკომ გაგაბრაზაო?.ენის მოჩლიფვით ლაპარაკობდა გიორგი.
-ოე ჟორა არავიში შეგეშალო.გაბრაზებულმა დავეჯღანე.
-ეგრე არ დარჩე შენი ჭირიმე თორე ვინმეს შეაშინებ.
-ნუდარდობ.ისევ გაბრაზებული გავბრუნდი და ლაშასთან მივედი.-ლაშუუ.დავიწუწუნე და ტუჩი გადმოვატრიალე.
-რაიყო ჩემო კნუწო.მანაც იმწუთასვე მიანება თავი გოგოებს.
-ნერვებს მიშლიან.გიორგიზე და ვაჩეზე მივუთითე.
-მოდი აქ. გვერდით ადგილი გაანთავისუფლა და მიმიჯინა.-მაგათ რას უყურებ ერთი უჟმური კლდეა მეორე დარტყმული იდიოტი მაგათ გამო იშლი ნერვებს?.
-ხო მაგრამ.თვალები დავახამხამე.
-ასერომ მუსიკაა ერთხელ გასძახა და მუსიკაც ჩაირთო, ფეხზე ამაყენა და ჩემთან ერთად ცეკვა დაიწყო. ბოლოს ჩვენი ხუთეული ერთად შეიკრიბა ვაჩეს გამოკლებით და ცეკვა დავიწყეთ. ის გვერდით იჯდა ყუმივით და სასმლით იჭყიპებოდა.ძალიან რომ დავიღალე ქოშინით გავედი გარეთ და კედელს ავეკარი სუნთქვა რომ შემენელებია.
-ნეტა რანაირად ძლებ მაგსიმაღლეებზე გამაგებინა.უკან გამომყვა ვაჩე.
-გათხოვებ თუგინდა და ნახე ადვილი სასიარულოა.
-არა ჩემი კეტები მირჩევნია.თავის კეტებს დახედა და ჩაეღიმა.
-მივხვდი.მართლა რომ დამეღალა ფეხები გავიხადე და გვერდით მივყარე.
-მეთქი რატოა ასეთი მაღალითქო.ირონიულად ჩაილაპარაკა და გრძელი საკამი მოაჩოჩა.-მოდი ჩამოჯექი დაიღლებოდი.ჯერ თვითონ დაჯდა მერე კი მე მიმისკუპა გვერდით.
-ასე მგონია ლოდი მადევს თითებზე.ფეხის თითები შეძლებისდაგვარად გავამოძრავე.
-ჩაიცვი რამე დაბლები კიარ მოგივა რამე.
-მაღლები უფრო ლამაზია.
-რაიყო ვინმეს ეპრანჭები?.
-ახალგაზრდა გოგო ვარ სირცხვილია შეყვარებული ხომ უნდა მყავდეს.
-რათგინდა შეყვარებული ხომიცი სანამ ჩვენ არ გავიცნობთ არ დავტესტავთ მანამდე ვერ ეღირსები ვერავის.
-ლანას რო ყავს.
-ლანას გიორგი ყავს გიო კი ჩვენი ძმაა.
-დავრჩი შინაბერა და ეგაა.
-გეშველება.
-უჰ მართლა?.
-ატვეჩაი ვარ.
-აუ ვაჩე რაა მე სერიოზულად გეუბნები.
-მეც სერიოზუად გეუბნები ძალიან მალე გეშველება.
-რაიყო ვინმეს გამაცნობთ?.
-გეშველებამეთქი რათგინდა ვინმეს გაცნობა.ხელი გადამხვია და შეეცადა ჩემი თავი მის გულთან ახლოს ყოფილიყო.-ჩემი გულისცემა გესმის?.
-არაა. ვერგავიგე როგორ ცემდა მისი გული.
-იმიტომ რომ მარტოა ახლა შენი მანახე.გულთან თავი დამადო.-არც შენი ისმის აი როცა მე და შენ ვიპოვით ჩვენს მეორე ნახევრებს ორივე რითმულად აძგერდება.
-რადალიე ამისთანა?.
-არაფერი.თავი გააქნია და აივნის მოაჯირს დაეყრდნო. თავი წინ გადაწია და მოიკუნტასავით.
-ცუდად ვთქვი რამე?.მივუახლოვდი და ხელი ხერხემალზე ჩამოვუსრიალე.
-შედი ლაშასთან ტორტს ჭრიან.მკაცრად ამოიფრუტუნა.
-ვაჩე.საყვარლად ამოვიკრუსუნე.
-შედი მეთქი სანამ გამოგაკითხა.
-ვაჩემეთქი.ტუჩები მოვკუმე და ისევ მას დაველოდე.
-უხ შე პატარა გათამამებულო თოოჯინა.უეცრად მოტრიალდა და მთელი ძალით ამიკრო სხეულზე. გაოცებისგან გავშრი, სუნთქვა შევიკარი და თვალები ვჭყიტე, ახლა მეთვითონ მესმოდა ჩემი გულისცემა, ყურებში რაღაც დახშული ხმამ დაიწყო რითმულად ჟღერა, ვერც ვერაფერს ვაკეთებდი უბრალოდ მასზე აკრული თითქმის ცოცხალმკვდარი ვკანკალებდი. წესით ასეთი შეგრძნება არ უნდა მქონოდა რადგან არაერთხელ ომხვევია თუმცა ასეთი სიძლიერით პირვლად ჩამეხუტა.
-ვაჩე უნდა შევიდე ლაშა გაიძახის ჩემს სახელს.
-მოიცა.ხელი ისევ ისე ჰქონდა მოხვეული.
-გამოეტიე შე დალოცვილო გელოდება კაცი.კარიდან გამომძახა ლანამ. მეც თავდახრით მოვცილდი ვაჩეს და კარისკენ დავიძარი ლანა კი ლაშასთან გავუშვი. სახელურს მთელი ძალით ვეჭიდებოდი რათა დავმშვიდებულიყავი. გულმა ვერ მომითმინა მისკენ შევტრიალდი რომ დამენახა რა სიტოაციაში იყო. მხრებჩამოყრილი იდგა და ისე იყურებოდა როგორც ნამდვილ გასვიანს შეეფერებოდა. მის ზღვისფერ თვალებს აქიდანაც ვხედავდი, ვხედავდი როგორ უნათებდა და როგორ ღელავდა, თითქის ტალღები მასში ელვისებური სისწრაფით ეხეთქებოდა უხილავ ბარიერს შემდეგ კი უსასრულობაში იკარგებოდა. ერთდროულად შიშის გრძნობამაც ამიტანა თუმცა ვიცოდი რომ ის ვაჩე იყო მე კი ვიკა, მეეც მასავით ამაყი ვარ თუმცა ის უფრო მტკიცე და ძლიერია, მე ვერ გავბედავდი ასე ჩავხუტებოდი მას მან კი გაბედა. მისმა თვალებმა გაბედა რომც არ მოსულიყო და ხელები არ მოეხვია მის მაგივრად მისი თვალები გააკეთებდა ამას, საიდუმლოებებით მოცული თვალები. ამ ფიქრში ვიყავი როცა მომიახლოვდა მე კი ხელი ძლიერად ამეწვა, მერეღა დავაკვირდი ბიჩხილებს ვარჭობდი ვენებთან, სისხლიც კი წამომივიდა ტკივილისგან ერთი ამოვიკრუსუნე და ისევ ვაჩეს ავხედე.
-ასეც ხდება ვიქტორია, თავს აჯერებ რომ ყველაფერი ასეა თუმცა მაინც ისე ხდება, მეკი აღარ ვაპირებ უმოქმედოდ ჯდომას, დინებას უკვე 3 წელია მივყვები დროა ბედი ჩემი ხერხებით შევცვალო ხელს კი ვერავინ და ვერაფერი შემიშლის.შუბლზე მომაკრო გავარვარებული ბაგეები და სიბნელეში გაუჩინარდა.
-ვიკა სადხარ, ვიკაა ვიკაა.ყველა ჩემს სახელს გაიძახოდა მე კი ჯერ გონზეც არ ვიყავი ისევ სახელურს ვეჭიდებოდი და შავ ფონს დიდი ინტერესით მივჩერებოდი. გამოსაფხიზლებლად კიდევ დამჭირდა რამოდენიმე წუთი ამიტომ ნელნელა მოვირგე მაღლები და ძლივს მივაღწიე იუბილარამდე. მხოლოდ ის ვიგრძენი როგორ გადამხვია ლაშამ ხელი, სანთლებისთვის სული არ შემიბერავს უბრალოდ ტუჩები გავამოძრავე ჩემი გაოცებული სახე ასე აშკარა რომ არ ყოფილიყო. ბოლოს თავი ძლიერად გავაქნიე და ჩემს თავს შემოუძახე „რა ჭირი გეტაკა ქალო გამოფხიზლდი“ ლაშასკენ მივბრუნდი და ძლიერად გადავეხვიე აი ისე როგორც ვაჩე მაგრამ ამ ჩახუტებამ რატომ არ იმოქმედა ისე ძლიერად? ალბათ ისე რთულად არის ჩემი საქმე ამის მერე ვეღარაფერს ვეღარ ვიგრძნობ ჩახუტებისას. ისევ გავიქარწ.... ეს ფიქრები და ბართან მივედი კოქტეილი შევუკვეთე და მაღალ სკალმზე შემოვსკუპდი.
-წეღან რა ჩახუტება აგიტყდათ შენ და ვაჩეს.გვერდით მომიჯდა ლანა.
-რა მე? ვაჩე?.დაბნეულმა ავაფახურე თვალები.
-შენ გოგო ცოტა ისე ხოარახარ რა დებილივით იდექი ტორტან ახლა კიდე „რა მე? ვაჩე?“ რა დაგემართა.
-არაფერი რა უნდა დამმართნოდა.თავი მოვიკატუნე ვითომც არაფერი ყოფილიყო.
-აბა ისე ხარ ვითომ... საუბარი შეწყვიტა.
-როგორ?.
-გაკოცა?.
-არა გოგო ხოხარ ჭკუაზე რა მაკოცა.
-აბა შვილო ერთმა ჩახუტებამ ასე თუ დაგადებილა კოცნა მთლად მოგკლავს.
-ლანა.
-მომიყევი ყველაფერი.
-არაფერია მოსაყოლი.
-რაგითხრა კართან რომ აგტუზა.
-გეტყვი დღეს ღამით ოღონდ ჩემთან წამო.
-შენ დღეს ლაშასთან მიდიხარ არ დაგავიწყდეს.
-აუ ხო მაშინ ხვალ გამო ლაშასთან და იქ მოგიყვები.
-კაი დუცი.ლოყაზე მაკოცა და თავის სატრფოს მიუბრუნდა.


ღრუბლიანი ამინდი ჩემთვის ისეთი საყვარელი რამაა. ამ დღეს ძირითადად გარეთ ვსეირნობ ან ვინმესთან ერთად ან კიდევ მარტო. ამჯერად მარტო მომიწია.თხელი მდოგვისფერი შარვალი თეთრი მაისური და შავი ჟაკეტი მოვიიცვი. ფეხზე შავი კეტები მოვირგე და გზას გავუყევი.კუსტბაზე ავედი და იქ დავიწყე სეირნობა.თითქმის არავინ იყო რადგან ყველას ეგონა გაწვიმდებოდა ამიტომ ყველანი სახლებში გაიკრიფენ და დავრჩი მარტო მე. ცივმა ქარმა დაუბერა და სულ ერთიანად ძვალ რბილში გაატანა. აკანკალებულმა ჟაკეტი მძლავრად შემმოვიხვიე და მოვიბუზე. მაინც არ გავთბი იმისდა მიუხედავად რომ თბილი ჟაკეტი მეცვა. რას არ მივცემდი ჟაკეტის ნაცვლად ვაჩე რომ ყოფილიყო. მისი ერთი ჩახუტება სხეულს კიარა სულს გამითბობდა, მაგრამ რა ვაჩე ის აქ არაა. გულში თითქოს ელვამ გამკრა. რაღაც უცნაური მემართებოდა ეს კი რას ნიშნავდა არვიცოდი. სახელოები წინ წამოვწიე რომ სიცივე არსაიდან მომკარებოდა თუმცა გულს რავუშველო? რატომ არის გაყინული როცა ჩემი ძმა ვაჩე არ არის ჩემს გვერდით. „ძმა“ როგორ არ მესიამოვნა ეს სიტყვა ადრე მომწონდა როცა ვაჩეს ძმას ვეძახდი მაგრამ ახლა რაღა მოხვდა? ნუთუ იმ ჩახუტებამ შეცვალა ყველაფერი. ღმერთო რა აურზაურია ჩემს თავში. ვგრძნობდი უკნიდან როგორ მომყვებოდა ვიღაც ამიტომ სწრაფად შევტირალდი იმ იმედით რომ ვაჩე იქნებოდა.
-ვაიმე უკაცრავად. ვიღაც კაცს ავეკარი და შეშისგან შევხტი.
-ეს დაგივარდათ. ხელში ათლარიანი ეჭირა. ჯიბე შევამოწმე და მართლა ჩემი ყოფილა, მადლობა გადავუხადე და ისევ გზას გავუყევი. კიდევ ვგრძნობდი რომ უკან მომყვებოდა ამიტომ შევტრიალდი და დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე.
-ეხლა რაღა დამივარდა?. მისკენ მივბრუნდი და გავშრი როცა ვაჩე დავინახე.
-ცხვირი.ქვემოთ მანიშნა და მეც დავიხედე, ამაზე ხმადაბლა ჩაიცინა და სახე ამაწევინა.
-ამ სიცივეში აქ რაგინდა მარტოს?.გვერდით ამომიდგა და გზა გააგრძელა.
-ხომიცი მიყვარს ამ ამინდში სეირნობა.მხრები ავჩეჩე და ტბას გავხედე.
-მარტო ხარ არ დაგავიწყდეს აქ კი ათასობით იდიოტი დადის.
-ახლა ხომ შენხარ.
-სულმე ხოარ ვიქნები.
-ჩემთავს მეთვითონ მივხედავ.
-როგორ არა.
-რა?.
-არაფერი არაფერი.ხელი გადამხვია და ახლოს მიმწია.მისი ეს ქმედება და ტანზე ეკლების დაყრა ერთი იყო.
-შენ არ გცივა? მოკლემკლავიანი რომ ჩაგიცვავს.
-აბა მათხოვე მაშინ შენი ჟაკეტი.
-ჰაჰა გამეცინა.უაზროდ გავეკრიჭე.
-წამო სახლში წავიდეთ.ხელით მანქანისკენ მიბიძგა.
-კარგი რა არმინდა სახლში, ლაშასთან წამიყვანე.
-კაი.თავი დამიკრა და მანქანა დაქოქა.
-ლანა მე და ვაჩე ლაშასთან მივდივართ შენ და გიოც წამოდით.ლანას გადავურეკე.
-შენ და ვაჩე? არ იცუღლუტოთ.ეშმაკურად გამომძახა ტელეფონში.
-შენ ეხლა ჩუ ბევრს ნუ ტლიკინებ წამოდი მალე.
-ხო კაი ქალო ერთი არ გამახუმრო.
-გელოდებით ეხლა.ტელეფონი გავუთიშე და სავარძელში მოვკალათდი.უეცრად წვიმა დაიწყო მსხვილი წვეთები იყო ამიტომ სულ ერთიანად დაასველა არემარე. სეტყვამაც დაცხო ამიტომ ვაჩემ ხეებს შორის შეაყენა მანქანა რომ არ დაზიანებულიყო.
-ამის დედა ვატირე ახლა მოუნდა სეტყვასაც რა დაწყება.ხელი რულს დაცხო და საზურგეს მიეყრდნო.
-კაი დაწყნარდი, რაიყო წვიმა რატო არ გევასება.
-წვიმა ხო მაგრამ სეტყვა არ მევასება.
-ეგ ხო , ეხლა სეტყვა რომ არ იყოს გადავხტებოდი მანქანიდან.
-ხოარ გაგიჟდი გოგო რა გადახტებოდი.
-რო გკითხონ წვიმა გიყვარს.
-ისე არა რო გარეთ გადავხტე და დავსველდე.
-აი აღარაა სეტყვა.
-გადი მერე გადახტი და დასველდი.
-მართლა გადავალ იცოდე.
-გადახვალ და ნახავ რასაც გიზავ.უხეშად გადმომხედა და ტონს აუწია.
-რაიყო ყურებს დამაჭრი?.ენა გამოვუყავი.
-წავედით.მანქანა დასაქოქად მოამზადა როცა ღვედი გადავიხსენი და გარეთ გავარდი. სირბილით გავუყევი გზას და სიცილი დავიწყე, ერთ ადგილას გავჩერდი და თავი მაღლა ავწიე. ცივი წვეთები უხეშად ეხებოდა გავარვარებულ სხეულს და ტანში მაციებდა.ჟაკეტი მხრებიდა გადავიწიე და სიცილი დავიწყე. მართლა პატარა ბავშვივით ვიქცეოდი მინდოდა ვაჩე გამებრაზებინა თუმცა წვიმით იმდენად გავერთე სულ გადამავიწყდა ვინ ვიყავი და რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ.
-ჩაჯექი მანქანაში.მანქანიდან გამომძახა.
-ნწუ.თავი გავაქნიე.
-ჩაჯექი მეთქი.ბოლო ხმაზე დამიყვირა.
-არა.თავი გავაქნიე და ისევ სირბილი დავიწყე.დავინახე როგორ გადმოვიდა მანქანიდან და გამომეკიდა მეც სირბილით შევარდი ტყეში და ხეს ამოვეფარე. ვცდილობდი კარგად დავმალულიყავი რომ არ ვეპოვე, თვალები ძლიერად დავხუჭე და ხეს რაც ძალი და ღონე მქონდა ზურგით ავეკარი. ზუსტად 5 წუთი ვიყავი ესე თვალები როცა გავახილე ვაჩე დავინახე ჩემს წინ იდგა და ხელები ჩემს ირგვლივ ჰქონდა შემოლაგებული.
-ჯანდაბა.ჩემთვის ამოვილუღლუღე და გაქცევა ვცადე თუმცა დამიჭირა და ისევ ხეზე ამაკრო.
-მაინც ხომ გიპოვე.ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-წავიდეთ შემცივდა.
-ახლა შეგცივდა? რომ გამორბოდი აბა რაზე ფიქრობდი?!.
-წავიდეთ.თავი დაბლა დავხარე და გაძრომა ვცადე თუმცა სწრაფი მოძრაობით ხელები ჩამავლო და მის სხეულზე ზურგით ამაკრო. -ვაჩე რა დაგემართა წავიდეთ.ცხელმა ლავამ ერთიანად გადამიარა სხეულზე როცა მისი ხელი ჩემს წელს შეეხო.შიგნიდან ვიწვოდი გარედან კი მციოდა.
-სულ გაყინული ხარ.ხელები ძლიერად მომხვია და მის სხეულში უკვალოდ ჩამფლო.
-ვაჩემეთქიი.უცებ გავნთავისუფლდი და ხელი ვკარი ისიც ინერციით ძირს დაეცა და მეც გამიყოლა. ორივე ტალახში ვიყავით ამოსვრილები, მისი სახე რომ დავინახე სიცილი დავიწყე თუმცა არცმე ვიყავი კარგ მდგომარეობაში. მანაც გაბრაზებულმა ტალახში გადამაწვინდა და ჩემს ზემოთ მოექცა.
-არც შენ ხარ მთლად სუფთა.ცხვირზე გასვრილი ხელი მომისვა.
-აუ ავდგეთ რაა.მხიარულად დავიწუწუნე.
-შენ დაიწყე ეს ამბავი რომიცოდე.
-ხო მაგრამ..
-კაი ადექი.ჯერ თვითონ ადგა მერე კი ხელი გამომიწოდა რომ წამოვეყენებინე.
-ამბოლოდროს შეიცვალე.ბოლო მოვლენებისგათვალისწინებით ეს მიტრიალებდა თავში და რომ არ მეთქვა არ შემეძლო.
-ისევ იგივე ვარ.სახე დაასერიოზულა და ისევ მჭექარე ხმით გასძახა.
-ჩემს მიმართ სხვანაირი ხარ.
-და მაინც რანაირი?.
-თითქოს გათბი, ასე არასოდეს მოქცეულხარ ჩემთანერთად ტალახში ისვრები და არც კი მეჩხუბები იმის გამო რომ პატარა სულელი ბავშვივით ვიქცევი.
-მაინცდამაინც უნდა გეჩხუბო? გამაგებინე.სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ და სიბრაზისგან ხელი მომუშტა.
-მე უბრალოდ გითხარი.დაბნეულმა თავი დაბლა დავხარე.თვალები ამიცრემლიანდა არმინდოდა ყველაფერი ასე მომხვდარიყო, მინდოდა ისევ ისეთი თბილი ვაჩე დაბრუნებულიყო წამის წინ რომ სითბოთ აღსავსე თვალებით მიმზერდა.
-ხოდა ჩაჯექი ახლავე მანქანაში და შენი ხმა არ გავიგონო!.თითი მანქანისკენ გაიშვირა.
-ნუ მეჩხუბები! შენ მე ვინ გგონივარ უბრალოდ რაღაც გითხაი არშეიძლება? რა გაყვირებს ამხელა კაცს!. რომ ვერ მოვითმინე ხმამაღლა დავუყვირე.
-მაინცდამაინც ძალით უნდა ჩაგტენო მანქანაში?!.ხელი დასარტყმელად წამოიღო თუმცა უმალვე დაიხია უკან, მეკი გაოცებული შევყურებდი მის გამოქნეულ ხელს ჩემი ლოყისთვის რომ იყო გამზადებული. ერთდროუყლად ჩაიღვარა სიცივე და შიში ჩემს სხეულში, ამაკანკალა თითქოს ახლა სხვა ვაჩე იდგა ჩემს წინ, ის ადამიანი არიყო რომელსაც მთელი 5 წელიწადი ვიცნობ, სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა და ქვედა ტუჩი კბილებსშორის მოვაქციე. სირბილით გავარდი მანქანამდე და ჩემი ადგილი დავიკავე.დიდიხანი ველოდებოდი როდის გამოადგავდა ფეხს ვაჟბატონი მაგრამ ამაოდ ბოლოს დავუსიგნალე და ისიც ფეთიანივით შეხტა მანქანისკენ წამოვიდა და მთელი სისწრაფით გააქროლა ლაშას სახლისკენ. სახლთან რომ მივედით სწრაფად გადავხტი და კარები შევგლიჯე ბავშვები გაოგნებული თვალებით მიყურებდნენ სულ დასვრილი რომ დამინახეს.
-ვაჩეს მოყავდი თუ ბულდოზერს?.უკბიილოდ გაიხუმრა გიორგიმ.
-მე მომყავდა. უკან ამომიდგა ვაჩეც და მაისური გადაიძრო.
-ლაშუ ჩემი ტანსაცმეები სადაა ხოარიცი?.მორცხვად ვკითხე.
-შენს ოთახშია კარადაში დევს რამდენიმე ხელი.
-კაი მე ავალ წყალს გადავივლებ.სირბულით ავარდი მეორე სართულზე სააბაზანოში შევარდი და შხაპი მივიღე. გამოსვლისას პირსახოცი მოვიხვიე და ისე შევედი ჩემს ოთახში. კარადა გამოვაღე და სასურველი ტანსაცმელი გამოვიღე.(საერთოდ ლაშასთან მართლაც რომ დაბადებიდან ვეგობრობ ჩემი და მისი ოჯახი ახლო მეგობრები არიან ამიტომ როდესაც დავიბადე ლაშაც საავადმყოფოში იმყოფებოდა და ჩემს გაჩენას დიდი ოვაციებით ელოდებბოდა, დროთა განმავლობაში გავიზარდეთ თუმცა იყო ცუდი პერიოდი როცა ლაშას ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდა მე კი შესაფერისი დონორი ვიყავი, ამიტომ ახლა ჩემი ლისტვინით მოძრაობდ :დ. წლები გავიდა და დადგა კიდევ ერთი რთული მომენტი ლაშას დედა დაეღუპა ამიტომ ის ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა ნარკოტიკებით ვაჭრობდა და მისი მომხმარებელიც გახდა თუმცა მე არ შევეშვი და მასთან ერთად ეს პრობლემაც გადავლახეთ ახლა კი ყველაფერი კარგადაა მე და ის და ძმა ვართ ის ჩემთვის იმდენად ძვირფასია რომ მისთვის თავს დაუფიქრებლად გავწირავ. ოთახს რაც შეეხება ლაშასთან ხშირად მიწევს ხოლმე დარჩენა ამის გამო მან საკუთარი ოთახი გამომიყო სადაც უმეტესწილად ვცხოვრობ). სარკესსთან მივედი, თმიდან პირსახოცი ჩამოვიხსენი და თმის ვარცხნა დავიწყე. ანარეკლიდან ვხედავდი როგორ იღებოდა ჩემი ოთახის კარები და არ შევიმჩნიე თმა წინ გადმოვიშალე და მხრების დაზელვა დავიწყე. -შემოპარვა არ არის აუცილებელი.ვიცოდი რომ ვაჩე იყო ამიტომ თმა ისევ უკან გადმოვიყარე და მისკენ მივტრიალდი.-გინდა რამე?.მკვახედ შევანათე მწვანედ მოელვარე თვალები.
-დღეს ცუდად მოგექეცი.ხმადაბლა დაიწყო საუუბარი.
-არმინდა ამაზე საუბარი.გვერდი გავუარე და ჩემს გადაფენილ ტანსაცმელს ხელი გადავუსვი.
-ცუდად მექცევი.
-შენც. წამიერად გავხედე და საწოლზე წამოვჯექი.
-ვიქტორია!.
-გისმენთ.ირონიულად გავხედე.
-ჩემი ხარ!.
-არა საყვარელო გვარი გეშლება მე ჩემია ვარ.
-არა არ მეშლება შენ ჩემი ხარ.თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.


მოგესალმებით ჩემო საყვარლებო, ესეიგი ეს ახალი მოთხრობა უეცრად შევთხზი და ამიტომ მომინდა გამოქვეყნება, დიდ იმედს ვიქონიებ რომ მოგეწონებათ, შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით და რავი ველოდები თქვენგან შეფასებას.



№1 სტუმარი Guest Nano

Gaagrzele <3 imedia meore tavi ufro kargi iqneba <3 gelodebi

 


№2  offline წევრი marqetele

Kargi iko ❤male dade shemdegi tavic

 


№3 სტუმარი anibanii

კაი იყო გააგრდზელე რაა kissing_heart kissing_heart

შემდეგიცც მალეე დადეე რაა ვერ ვითმენ relaxed heart_eyes

 


№4  offline წევრი სალი-სალი

ძალიან დიდი მადლობა არ მეგონა თუ მოგეწონებოდათ <3 შემდეგ თავს აუცილებლად დავდებ <3

 


№5 სტუმარი კიკო

უფრო მალმალე რო დადოთ არ შეიძლება ან შუა გზაში როარ მიატოვოთ ისტორიები?ერთი ვერ ცავიკიტხე ბოლომდე რაა

ეს ჟარგონული სიტყვები არ არის ლამაზი გოგოასგან,მიტუმეტეს დაქალების დიალოგი არ მომწონს ძან სოფლუშკობენ,იმედია დახვეწავ შემდეგ თავებს შინაარსი კარგია,მაგრად 6 უახლოესი მეგობარი 4 ერმანეთი უყვარს ჯობდა უფრო ლაითი მეგობრები დაგეწერა ლამის დედმამიშვილები მეგონეთ

 


№6  offline წევრი Viktoria

Dzalian momewonaaaa es istoriaaaa ragacnairad vachem erti chemtvis dzvirpasi pirovneba gamaxsenaaaa. Kargia rom damtavrebuli gaqvssss mivyvebi da yvelas ertianad wavikitxavvv <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent