გრძნობების ექსპრესია (თავი მესამე)
გრძნობების ექსპრესია (თავი მესამე) 9 სექტემბერს ლევანის დაბადების დღე იყო, მესტუმრიშვილის. მე და ანიმ ლუტეციაში შევიარეთ პეკინზე, და იქიდან ქავთარაძემდე სულ ფეხების მტვრევით ავლაგდით. ლევამ იმის მაგივრად, რომ სუნამოსთვის მადლობა გადაეხადა, დაბღვერილი დაგვხვდა:ამდენ ხანს სად იყავით, ვერ „ვიხოდებით“ უთქვენოდო. ლევანი - ჩვენი ბავშვობის მეგობარია. რაც ჩემი თავი მახსოვს, იქიდან მახსოვს ლევანი, ანი, თამო , შაკო და სესე(ჩვენ შევარქვით ასე, თორემ ისე სალომე ქვია) ნახევარ საათში უკვე ისეთი გაბრუებულები ვიყავით ყველა, ერთმანეთის სახელები აღარ გვახსოვდა. მერე, კარი გაიღო და აი, ასე უბრალოდ.. სანდრო შემოვიდა. ორ ბიჭთან ერთად. ერთი ჩემი უბნელი იყო, მეორეს ვერ ვცნობდი. სანდრომ პატარა ყუთი მიაწოდა, მგონი საათი იდო. ზუსტად მახსოვს, ლევა ამაზე ორი კვირა ლაპარაკობდა, ხუთიათას დოლარიანი საათია, უბრალო არ გეგონოთო. ღადაობდა, თავის ჭკუით. სანდროს არც გამარჯობა უთქვამს, არც გაგიმარჯოს. „როგორ ხარ?-ზე“ ხომ ზედმეტია საუბარი. ნანუკა ზედგინიძე დაუჯდა გვერდით და მთელი საღამო იმის ყურებაში გავატარე, როგორ ეკიდებოდა სანდროს ზედ, დაბერილი და დაპრუწული ტუჩებით. -რა სჭირს ამას? მხარი გაკრა სესემ ანის. ჩუმად სანდროზე და ნანუკაზე ვანიშნე. ორივეს ჩაეცინა. -ვიღაცას ვიღაცა მოსწონს.. ჩამისისინა ყურში თამუნამ და ჩემი მზერის დანახვისას, მალევე გაჩუმდა. -ცეკვა შეიძლება? გვერდითა მაგიდიდან მოვიდა ჩემთან დათუნა კაპანაძე. ჯერ სანდროს და ნანუკას გავხედე,მერე დაუფიქრებლად დავუქნიე თავი. როგორც კი ნელი სიმღერა ჩაირთო, მაშინვე შევერიეთ მოცეკვავე ხალხის ბრბოს. -ძაან ლამაზი ხარ, ქეთუს! გამიღიმა. ორი წელია დათუნას ვუყვარვარ. მე კი უკვე რამდენჯერ მაქვს უარი ნათქვამი, აღარც კი მახსოვს. ის კი, თითქოს არც იმჩნევს და თავისას მაინც არ იშლის. ისე, არ არის ცუდი ბიჭი. შესახედავადაც კარგია, და ზრდილობითაც. ოჯახებითაც ვმეგობრობთ. თუმცა უფრო მეტი, არასდროს ყოფილა ჩვენს შორის და არც იქნება. -მადლობა, მეც გავუღიმე. -ცოტახნით წაგართმევ პარტნიორს! თვალებს არ დავუჯერე, ასათიანი რომ დავინახე ჩემს წინ. დათუნამ სიმწრისგან გაიღიმა, ხელზე ნაზად მეამბორა და თავის მაგიდას დაუბრუნდა. -ცოტა კიდევ უფრო მოკლე კაბა ჩაგეცვა, უფრო ბევრი მოვიდოდა! ხელი წელზე შემომხვია ასათიანმა და დათუნაზე მანიშნა. -კარგი მანერების გრძელი სიიდან, შენთვის რომ რაიმე ესწავლებინათ, არ იქნებოდა ურიგო! ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე და კიდევ უფრო დავკმაყოფილდი, როდესაც მის მზერას წავაწყდი. -შენთვისაც უნდა ესწავლებინათ, როგორ უნდა ელაპარაკო შენზე უფროსს.. ხელი ოდნავ ქვემოთ ჩააცურა და უფრო მომიახლოვდა. მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთს. -თავხედი ხარ! ვცადე მომეშორებინა, თუმცა მისი ძლიერი მკლავებიდან, ვერ გავთავისუფლდი. -და შენ სიგიჟემდე მოგწონს ეს სითავხედე. -არც იოცნებო, -უკვე ვვოცნებობ! სიცილით მითხრა და სიმღერა დაიწყო. ხელები მხრებზე შემომხვია და ისე თბილად მიმიხუტა, არ ვიცი მაშინ რა ვიგრძენი. მაგრამ გეფიცებით, დღესაც ვგრძნობ მის სითბოს, მის სურნელს, როცა ასე ძალიან მაკლია და მენატრება.. *** -ქალბატონო, გაიღვიძეთ, ჩამოვფრინდით! თავზე ფორმაში გამოწყობილი გოგონა მადგას, და ისე დამჭყავის, თავი ბებიაჩემთან ოლღასთან მგონია, სამტრედიაში. -გმადლობთ, წყნარი ხმით ვეუბნები და ვცდილობ გონს მოვიდე. არ მჯერა რომ უკვე თბილისში ვარ! ჩემს თბილისში.. ქალაქში სადაც დავიბადე, გავიზარდე, გავატარე ჩემი ცხოვრების უბედნიერესი და ულამაზესი დღეები. იყო ცუდიც, იყო ცრემლებიც, ტკივილი და დარდიც, რომელიც ჯერ კიდევ მჭამს და მაწამებს. აეროპორტიდან უკვე გამოვდიოდი, წივილ-კივილი რომ ატყდა. ბუშტები, შუშხუნები, ბედნიერი შეძახილები და გაუთავებელად ყურში მოხვედრილი „ჩემი სახელი“ ყველა იქ იყო.. თვალებს ვერ ვუჯერებდი. ჩემს წინ იდგნენ ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლის მანძილზე ყველაზე ბედნიერი გამხადეს. ჩემს წინ იდგა - ჩემი ბავშვობა! *** ოცდარვაში თბილისობას კარზე ზარმა დარეკა. -მე გავაღებ! თავი გამოყო დედაჩემმა სამზარეულოდან. რამდენიმე წუთის შემდეგ, კვლავ დედაჩემის ხმა მომესმა: -ქეთა, მოდი აქ სასწრაფოდ! ისეთი ხმა ქონდა, ნერვიულობის ტალღამ გადამიარა, ხომ მშვიდობაა-მეთქი. სწრაფად გავედი, და , არ იყო მშვიდობა! საოცრება იყო, შოკი და პანიკა. მრგვალ ყუთში საყელო-გამობმული პომერანიული შპიცის ჯიშის ლეკვი იჯდა, რომელიც იმდენი ხანია მინდოდა, რომ უკვე ოცნებაც შეუძლებელი იყო, მასზე. მთელი სახლი ავიკელი კივილისგან. დედაჩემი გაგიჟებული იყო, ვისი საჩუქარია, და რას მიმალავო. წარმოდგენაც არ მქონდა, ვისგან იყო,თუმცა იმდენად მინდოდა ეს ძაღლი, დიდად არც დავინტერესებულვარ. საყელოზე წერილი იყო: „ვიცოდი რომ გინდოდა. იმედია მოგეწონება, ვიფიქრე სახელსაც დავარქმევ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვიფიქრე და შენზე იყოს! გკოცნი..“ ორი კვირა გამოშტერებული დავდიოდი. თავიდან დათუნა მეგონა, მაგრამ „ტეხნიკურად“ გადავამოწმე და დავრწმუნდი, ეგ არ იყო. მთელი სადაქალო მაგას ვარკვევდით, მაგრამ უშედეგოდ.. მაგის მერე იყო რაც იყო, ჩემს დაბადების დღეზე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.