შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- გამარჯობა, ცოლად გამომყვები? ( 6 )


23-10-2016, 14:26
ნანახია 4 456

დღეები ნელა გადიოდა და ჩემი მდგომარეობაც უარესდებოდა.
იმ საღამომ გული მატკინა.
მომკლა.
გამანადგურა.
მას შემდეგ ვცდილობ ჩემი ცხოვრება ისევ ისეთი გამეხადა, როგორიც ადრე იყო. მაგრამ უშედეგოდ !
გადავწყვიტე ნიკა ისევე უცბად გამექრო ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა.
მისი ნომერი წავშალე, სოციალური ქსელიდანაც ამოვშალე, ყველა ფოტო წავშალე, ყველა ნივთი გადავყარე რაც მისი ნაჩუქარი იყო ან რაც მის თავს მახსენებდა. მინდოდა ჩემი გონებიდანაც გამექრო.
რაც უფრო მეტად ვცდილობდი მის დავიწყებას, მით უფრო მეტად ვფიქრობდი მასზე და უფრო მიყვარდებოდა.
ყველაზე მეტად კი ის ფაქტი მაგიჟებდა, რომ არც ცდილობდა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებას, უბრალოდ მოვეკითხე როგორც მეგობარი ან უბრალოდ ძველი ნაცნობი.
ქუჩაში გამვლელებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე მე.
თითქოს ვეჩვევი, რომ მისთვის არაფერს ვნიშნავ მაგრამ მაინც მიჭირს დავიწყება.
ჩემ თავს არ ვგავარ !
არასდროს გადავსულვარ ჩემ სიტყვას ! არასდროს ! როცა ვინმესთან ურთიერთობას დავასრულებდი არაქვს მნიშვნელობა ბიჭი ოყო გოგო თუ მშობელი იქ წერტილს ვსვამდი !
და რაც არუნდა მომხდარიყო იმ ადამიანს არ დავუბრუნდებოდი. ზესაც არ შევხედავდი.
ჩემი სიტყვა ჩემთვის კანონი იყო.
რაც, როგორც არ უნდა მდომებოდა თუ საჭირო არ იყო არ გავაკეთებდი. წესი იყო წესი !
ეს სხვებთან, ყველასთან.
მაგრამ ნიკასთან ასე არ ან ვერ ვარ.
ჩემი წესები და სიამაყე ნამსხვრევებად იქცევა ხოლმე, როცა საქმე მას ეხება.
მოუხედავად იმისა, რომ ვცდილობდ საერთოდ გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან, რომ მომწეროს ან დამირეკოს, გული ამიფანცქალდება და სიხარულით ვუპასუხებ.
მაგრამ სხვასთან ასე არასდროს მოვიქცეოდი. მაგრამ ნიკა ნიკაა.
ნიკასთან არაფერი გამომივა, მე არ შემიძლია მისი უარყოფა. ვერ შეველევი.
ადამიანი ავად რომ არის და დღე-დღეზე სიკვდილს ელის, მასე ვარ.
სიკვდილზე ფიქრსაც ვერ ვბედავ მაგრამ ამდენ ტანჯვას მირჩევნია საერთოდ აღარ ვიყო.
თითქოს რაღაცას ველი, ვიცი რომ რაღაც მოხდება და ყველაფერი დასრულდება. დასრულდება ცუდად.
არვიცი რა მჭირს რატომ ვარ ასე.
ჩემთვის ეს ყველაფერი უცხოა.


***
ხდება ხოლმე, როცა ადამიანი თავისი ქცევით და სიტყვებით, სისტემატიურად კლავს ჩვენში ყოველივე კარგს, იმას რასაც მის მიმართ ვგრძნობდით.
იმ საღამოს ასე ჩაკლა ნიკამ ჩემში ის კარგი რასაც მასზე ვფიქრობდი! არმინდოდა მასზე ცუდი მეფიქრა, რადგან ის კარგი იყო. რატომღაც ვცდილობდი მისი ქცევისთვის გამართლება მომეძებნა. მერე გაბრაზება თითქოს მავიწყდებოდა და საშინელი სურვილი მიჩნდებოდა მისი ხმის გაგონების და მასთან ყოფნის. საკუთარ თავს ვებრძოდი რამე სისულელე არ გამეკეთებინა, რომ მერე არ მენანა. მაქსიმალურად ვცდილობდი ცდუნებისთვის გამეძლო.
სწრაფად ვიწყებდი ცუდზე ფიქრს გონებაში ძალიან ვბრაზობდი ნიკაზე, მაგრამ გულის სიღრმეში მისი გახსენებისას საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა ! ყველანაირი ბრაზი მავიწყდებოდა და ყველაფრის მიუხედავად სიხარულით ვივსებოდი.
რა მჭირდა? რა ხდებოდა ჩემ თავს?!

***
ოქტომბრის პარასკები საღამო იყო. წვიმა არ წყდებოდა. წვიმდა კოკისპირულად, გაუთავებლად, და მომაბეზრებლად! ისე ასხამდა, რომ ირგვლივ არაფერი არ ჩანდა. ტროტუარზე წყლის გუბეები იდგა. ეს იყო ნებისმიერ სხვა წვიმაზე უფრო ძლიერი წვიმა , რომელიც აქამდე ნანახ ყველა წვიმას დაგავიწყებდათ ! მსხვილი და გამჭვირვალე წვიმა, გადაღებას არ აპირებდა.
ფანჯარასთან ვიჯექი ყავის ფინჯნით ხელში და იქიდან ამომავალ ცხელ ორთქლს ხელით ვფანტავდი და ხელზე სასიამოვნო სითბო მეფინებოდა.
წვიმის ხმა ბევრად დრამატულ ელფერს ძენდა ისედაც დრამატულ ჩემ ცხოვრებას. წვიმის რახარუხი სასიამოვნოდ ჟღერდა და განაბული ვუგდებდი ყურს. ვფიქრობდი არაფერზე ან ვერაფერზე. მომავალი ფსიქოლოგი ქალი ვიყავი უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული. ცანცარა ტასოსგან არაფერი აღარ დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვე გავიდა, მაინც ვერ ვივიწყებდი ნიკას.
რთულია, როცა ქუჩაში მიმავალი ყველგან მის სახეს ეძებ, ყველგან მის სილუეტს ხედავ, მაგრამ ხვდები რომ გელანდება. და იცი, რომ რეალურად იქ სადაც შენ ეძებ, ის არასდროს არ იქნება.. მას შემდეგ ნიკაზე აღარაფერი გამიგია, აღარც მინახავს, ალბათ ასე უკეთესი იყო.
იყო ასეთი ნოსტალგიური, წვიმიანი საღამოები, რომელიც ოქტომბერს ძალიან უხდებოდა ! მაშინ იჩენდა ხოლმე მონატრება თავს და ღიმილნარევი სახით ვუყურებდი ხოლმე ჩვენ ძველ ფოტოებს.
ფანჯარა დავხურე და სამზარეულოში "აწ"ცარიელი ფინჯანი შევიტანე.
- ტასო როგორ ჩაიარა დღემ?
მკითხა დედაჩემმა და სათვალე მიხსნა.
- რავი დამღლელად, მაგრამ კარგად.
- მოგწონს ლექტორები?
- რავიი კი..
- დაძინებას აპირებ?
- ჯერ არა წყალს გადავივლებდა მერე დავწვები
- კაი დედიკო მიდი..

"დედიკო"-ო დიდი ხანია ეს სიტყვა აღარ გამიგია, დიდი ხანია დედაჩემს ჩემთვის ასე არ მოუმართავს, უჩვეულოდ "მეთბილა" ეს სიტყვა.
ადრე არ მიკვირდა მსგავსი სიტყვები და თბილი საუბარი დედასთან მაგრამ ახლა? როდის შეიცვალა ყველაფერი?! პასუხი ისედაც ნათელია.
დიდხანს ვიყავი შხაპისქვეშ და ვფიქრობდი იმაზე, რომ არაფერზე არ მეფიქრა. ფიქრი ყოველთვის მჩვევია. ყოველთვის ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ასე არა.
თითქოს წყალმა დაღლილობა მომაშორა და მხიარულ გუნებაზე დავდექი. რათქმაუნდა ასე არ იყო. მხიარულ გუნებაზე არ ვიყავი, მაგრამ ბევრად უკეთესად ვგრძნობდი თავს.
ოთახში ფეხშიშველი შევედი და მაშინვე დავწექი სველი თმით. საბნიდან მხოლოდ ტელეფონის სინათლე მოჩანდა, რომელიც სახეზე მანათებდა.
ტელეფონმა ხელში დაიბჟუილა და უცხო ნომრიდან გამოგზავნილმა
- როგორ ხარ?-მა
გული ამიჩქარა და ავფორიაქდი.
ჯერ ვფიქრობდი ვინ იყო, არმინდოდა "ხმამაღლა" მეფიქრა, რომ შეიძლება ნიკა ყოფილიყო, მაგრამ გონებაში იმ აზრმა გამიელვა, რომ ნიკა იყო!
ფიქრებს შევეშვი და მესიჯი წავშალე.
"ფეისბუქის" ფანჯარას უაზროდ ავყვებოდი-ჩავყვებოდი. ბოლოს მომწყიმდა, ტელეფონი საწოლზე მივაგდე და გადავბრუნდი.
რამდენიმე წუთში ისევ განათდა ეკრანი და ახლა დაიწრიპინა.
- ტასო?!
გულმა ვერ მომითმინა, პასუხი მაინც გავაგზავნე.
- ვინ ხარ?
- ნიკა
პასუხმა გამაოცა, გამაოგნა, განმაცვიფრა, გამაშტერა და მრავალი ასეთი სიტყვა. ხელი ამიკანკალდა, ცოტახანს ეკრანს მივშტერებოდი, საოცარი შეგრძნება მქონდა, მეგონა სიზმარში ვიყავი. წვეთი ტელეფონის ეკრანს, რომ დაეცა. მივხვდი ვტიროდი სიხარულისგან თუ ტკივილის გამო ვერ გავიგე. ხელები ისე მიკანკალებდა ასოებს ძლივს ვწერდი.
- მადლობა კარგად)) შენ?
- მნახავ?
წაკითხულმა კიდევ უფრო გამაოცა, მესიჯის წერა დავიწყე ვაპირებდი მიმეწერა "რატომ?", მაგრამ წერის პროცესი ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა. ნიკა რეკავდა.
ორმაგად ავფორიაქდი. ავცახცახდი, ყელი გამიშრა, უცნობი გრძნობა დამეუფლა, კანკალით გავუსვი თითი სენსორს და ტელეფონი ყურთან მივიტანე.
- ტასოო
ნაცნობი ხმის გაგონებაზე, რომელიც საოცრად მონატრებოდა ჩემს ყურთასმენას, გამაჟრიალა და სადღაც უსასრულობაში აღმოვჩნდი. თითქოს დავფრინავდი. სასიამოვნო ხმა ჰქონდა და ამავდროულად სევდიანი.
ხმა ძლივს ამოვიღე. დაბალი ტონით ვუპასუხე
- გისმენ
და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე
- რაშვები?
- ვწევარ.
- მნახავ?
- რატო როდის
-ახლა.. ნახვა მინდა.. როგნახავ აგიხსნი
- ახლა?
- ჰო ახლა.. ახლაა ან არასდროს. გთხოვ შენი ნახვა მინდა. ახლა ! ჩამოდი ათწუთში სადარბაზოსთან დაგელოდები.
- კაი.
ტელეფონი გავთიშე, წამიერად დავფიქრდი იმაზე რაც უნდა გამეკეთებინა და სიხარულით ყვირილი მომინდა. მინდოდა მეწივლა მეკივლა ხმამაღლა მეყვირა ნიკას სახელი. შოკირებული ვიყავი.
სწრაფად ამოვიცვი შარვალი და პიჟამაზე სქელი ჟაკეტი მოვიცვი, სველი თმა ხელით ავიჩეჩე, ვარდისფერ უგებში გავუყარე ფეხი და ოთახიდან გავვარდი
- ეეიი საით?
- დედა გთხოვ ახლა არაფერი მკითხო ძალიანგთხოვ ამოვალ და გეტყვი ოღონდ ახლა არა.
სწრაფად მივაყაარე და სიტტყვის თქმაც არ ვაცადე ისე დავეშვი კიბეებზე.
სისწრაფეში ვერც კი მოვიფიქრე სარკეში ჩამეხედა და გულს მიღრღნიდა ფიქრი ცუდად გამოვიყურებდი თუ კარგად.
ბოლო კიბეზე შევჩერდი, რიცა ნიკა დავინახე.
ბოლოს ამ ადგილას შეხვედრა ცუდად დასრულდა. ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი ისე არ იქნებოდა და მაინც მეშინოდა.
-ტასო
ჩუმად თქვა. კიბეებიდან ჩავედი და ცოტა მოშორებით გავჩერდი.
ცოტახანს გაუნძრევლად იდგა, მერე ინერციით, სწრაფად წამოვიდა და ჩამეხუტა. ღმერთო !
საუკუნის ჩახუტება იყო !
ვერც კი გადმოვცემ რა ვიგრძენი.
თითქოს თავიდან დავიბადე.
სამყარომ არსებობა შეწყვიტა.
დრო გაჩერდა.
მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
ჩვენ ორნი !
სასწაული იყო მონატრებულზე ჩახუტება.!
ამდენი ხნის შემდეგ.
ამდენი ტანჯვა მარტო ამ ერთი ჩახუტებისთვის ღირდა.
ნაცნობი სუნი, რომ ვიგრძენი მივხვდი ყველაფერი ცხადად ხდებოდა.
ცალი ხელი წელზე ჰქონდა შემოხვეული, ცალით თმაზე მეფერებოდა.
ბედნიერების ზენიტში ვიყავი !
ყელში ნაზად ვაკოცე, მერე ლოყაზე.
დიდხანს ეხებოდა ჩემი ტუჩები მის ლოყას. ოდნავ ამოსული წვერი სახეს მიჩხვლეტდა, მაგრამ ესეც კი სასიამოვნო იყო.
ორივე ხელი ჟაკეტის ქვეშ მომხვია და სახე ჩემი სახის პორდაპირ მომიტანა.
შუბლზე მაკოცა, მერე ლოყაზე, ყელში, მერე ტუჩის ზემოთ და შემომხედა.
- მენატრებოდი
- მართლა?
- მართლა.
- მე.. ნიკა...
- ვიცი ! და მეც მიყვარხარ.
თუჩის კუთხეში გამეღიმე და თავი ყელთან მივადე.
- ტასო ამდენი ხანი რომ არ... მენატრებოდიი.. ძალიან... და კაროჩე ძალიან მიყვარხარ. იმის გამო რომ..
- არგინდა..
ხელები ლოყებზე მივადე.
- მომენტს ნუ გავაფუჭებთ ახსნებით.
- რამდენი რამე მაქ იცი სათქმელი? ახლა როდავიწო ალბათ კაიხანი ვერ მოვრჩები.. თანნ ბოდიში მაქ მოსახდელი..
- კი ბოდიში მართლა გაქვს მოსახდელი.
გავუცინე და ლოყაზე ვაკოცე.
- მაგრად მივქარეთ ორივემ
- ჰოო.. მაგრამ დღეს არა რა.. არგვინდა არაფრის გარჩევა და ახსნა.. სხვადროს... დღეს არა..
- სველი თმით რატო ჩამოხვედი გაცივდები
- არ ჩამოვსულიყავი აბა?
- ქუდი დაგეხურა
- ქუდებს ვერვიტან.
- არ გცივა?
- უკვე აღარ.
მივეხუტე და ხელები შემოვხვიე.
- ტასო მართლა გაცივდები
- გავცივდე.
- ადი სახლში
- გაგიჟდი? როგამაგდო მაინც არ ავალ..
- გოგო გაცივდები რას არ ახვალ.
- აუ ჩუუ რაა.. ნუ აფუჭებ ყველაფერს. დამაცადე ბედნიერებით ტკბობა.
- ბედნიერებით ტკბები ანუ?
- კი
- რომელი ბედნიერებით?
- შენით.
- ჩემით?
- შენ ხარ ბედნიერება.
- ეგ ხო ისედაც ვიცოდი.
- ვიცოდი რო იცოდი
- მეც ვიცოდი რო შენც იცოდი
- მიყვარხარ.
ყელში ვაკოცე და კიდევ უფრო მაგრად ჩავეხუტე.
ნიავი სველ თმას მიწეწავდა და ყელში სასიამოვმოდ მიბერავდა მაციებდა. მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი.
ახლა ვიგრძენი რა ყოფილა ნამდვილი ბედნიერება !
ბედნიერება არც ფულშია, არც მანქანაში, არც ფუმფულა ლეკვში, არცლამაზ ტანსაცმელში და არც ძვირადღირებულ ნივთებში.
ბედნიერება ნიკაშია!
ბედნიერება არის ნიკა !
- მეც ! სიცოცხლეზე მეტად.
- მგონი მართლა გვიანია და ჩემი წასვლის დროა.
- მგონი გაცივდები.
უკან დავიხიე და ჩემი წვრილი თითები თავის ხელის გულებში მოიქცია.
- გაცივებას არდავეძებ
- მგონი მართლა ჯობია წახვიდე, სულ გაყინული ხარ.
- არ მინდა ასვლა.
- არც მე მინდა.
- რა არ გინდა?
- შენი ასვლა.
- ჰოო.. არც მე..
- კაი მიდი წადი
- ესე ვიდგებოდი მთელი ღამე შენთან ერთად.
- ჩემი ნება რო იყოს აქ არ ვიქნებოდით.
- აუუ. წავედი ჰო.
ნაბიჯი უკან გადავდი, მერე ხელი მომკიდა ჩამეხუტა და ბევრჯერ მაკოცა !
- დაგირეკავ ხვალ და წავიდეთ სადმე. ოღონდ ერთი საათით არა ! მთელი დღე.
ჩვენ ორი !
- კარგი..
- ტკბილი ძილი
- ეჭვი არ შეგეპაროს რო ტკბილად დამეძინება.
- მიყვარხარ.
- მეც



№1 სტუმარი Tako

vaaa raxan eseni ertad arian raga momklavs

 


№2  offline მოდერი tsn

თბილი თავი იყო და არ მინდა, რომ რაიმე ცუდი მოხდეს ♥

 


№3  offline წევრი Ucnobigogo

აუ მალე რო არ დადო მოგკლავ smile smile heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ რა მაგარი იყო მალე დადე შემდეგი თავი და რამე ცუდი არ მოხდეს რა
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№5  offline წევრი davinna

dzalian momwons es istoria.. Es saswaulad tbili,tkbili tvi iko da nu agvianeb shen uuh. ho da tavebi gazarde patraa es :D

 


№6 სტუმარი A

Moutmenlad veli gagrdzelebas..... utbilesi da ulamazesi tavi iyo

 


№7 სტუმარი Mariam

Vaimerakaiiiko

 


№8 სტუმარი nia

Zaaan magariaaa male Dade shemdegi

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა ტკბილი იყოოო ♡

 


№10 სტუმარი მაარი

ააუუუ შეემდეეგიიი თაავეებიიი მაალეეე დაადეე რაააა

 


№11 სტუმარი Guest bubu

meshvide tavi aris dadebuli?

 


№12  offline წევრი ucnobi_18

Auurakarrgiia...❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent