შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა (თავი 5)


23-10-2016, 23:35
ავტორი loveblee
ნანახია 1 851

ბარში რომ შევიდნე ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. მათი თცალები ერთმანეთს რომ შეხვდებოდნენ აიდა მაშინვე მოაშორებდა თვალს და სხვა რამეზე გადაიტანდა ყურადღებას მაგრამ ეს სხვარამე დიდხანს არ გრძელდებოდა. ბარიდან ღამის სამ საათზე წამოვიდნენ. ყველა ძალიან ნასვამი იყო. ბექამ დეა ხელით აიყვანა სახლში. ცოტნე კი აკოსთან, ევასთან და აიდასთან დარჩა ღამე. მისი მშობლები არ იყვნენ რამე და ეშინოდა ცუდად არ გამხდარიყო. აიდა და ევა როგორც კი შევიდნენ ოთახებში მაშინვე დაეძინათ. აკო და ცოტნე ცოტახანს ისხდნენ და შემდეგ ისინიც გადაეშვნენ სიზმრების სამყაროში. გოგოებმა რომ გაირვიძეს პირველი საათი იყო. ორივე ერთდროულად ადგა და გავიდა სამზარეულოში. აკო და ცოტნე მაგიდასთან ისხდნენ. აკო მობილურზე ლაპარაკობდა და დებს საჩვენებელი თითით ანიშნა, დამელოდეთო. გოგოებმა ცოტნე გადაკოცნეს და ერთი ერთს მიუჯდა და მეორე მეორეს. აკო რომ ლაპარაკს მორჩა, თავის გვერდზე მჯდომ ევას ლოყაზე მაგრად აკოცა.
-როგორ გეძინათ ციყვებო?_აკომ ევას პატარა ცხვირზე თითი დაკრა და სახე დაუჭყანა.
-რავიცი მე ღამე ცუდად გავხდი მაგრამ უკეთ ვარ ეხლა.
-შენც ცუდად ხომ არ გახდი?_აიდას შეხედა აკომ.
აიდამ თავი უარყოფითის ნიშნად დაუქნია და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
-მოკლედ ჩვენ მივდივართ, მალე მოვალთ, გაიგეთ?!_აკო მაგიდიდან წამოდგა და ევას თმები აუჩეჩა. აკოს ცოტნეც აყვა და გასასვლელისკენ გავიდა.
-დედა სად არის?_იკითხა აიდამ.
-დედა ბაკურიანშია, სასტუმროს საქმეზე და ზეგ ჩამოვა. ჭკვიანად იყავით.
გოგოებმა ბიჭებს უბრალოდ გაუღიმეს და გააცილეს. ორივე ოთახებში შევიდნენ. მოწესრიგდნენ, შემდეგ ისაუზმეს და მისაღებში დივანზე დასხდნენ. აიდამ ევას მუხლებზე თავი დაადო და წუწუნი დაიწყო.
-თუ ვერ სვამ რაღას იჭიმები რაა?_აიდამ თავის თავზე თქვა და შუბლზე ხელი დაადო?
-ვაიმე რა დავლიე, ისე ცუდად ვიყავი რამე მე მეგონა მოვკვდებოდი.
-გინდა გავისეირნოთ?_აიდამ თავი წამოყო და დას მომღიმარი სახით შეხედა.
-კაი, თან დეას მივწერ._ევამ მობილური ამოიღო და დეას მიწერა.
[ევა: გოგო სკვერთან შეგვხვდი რა?? :P]
-სკვერში გავიდეთ ხო? არ იქნებიამ ბევრი ბავშვები ამ დროს.
-კაი._აიდაც დაეთანხმა და ოთახში შევიდა რომ ფეხსაცმელები ჩაეცვა.
[დეა: კარგი, თხუთმეტ წუთში მანდ ვარ:P]
ევაც გაემზადა და გარეთ გავიდნენ. სკვერისკენ რომ მიდიოდნენ გზაში ნიკა დაინახეს რომელიც სიგარეტით ხელში ძმაკაცებისკენ მიდიოდა. ნიკას ძმაკაცებმა ევასკენ თავით მიანიშნეს და მანაც გამოიხედა. ევამ თვალი აარიდა და დასთან ერთად სკამზე ჩამოჯდა. ნიკა გოგოებისკენ წამოვიდა. სანამ მათ მოუახლოვდა სიგარეტი გადააგდო და ევას გვერდზე მიუჯდა. აიდა მიხვდა რომ ზედმეტი იყო და ცოტა მოშორებით სხვა სკამზე ჩამოჯდა და მობილურში ჩაძვრა.
-ნიკა რა გინდა?_ევა ნიკას მიუბრუნდა და ტვალებში ჩახედა.
-ნუ მელაპარაკები ეგრე ტო._ნიკას სიბრაზე შეეპარა ხმაში.
-შენი თოჯინა არ ვარ!
-ზუსტადაც რომ ჩემი თოჯინა ხარ!_ნიკამ ევას ხელები ძლიერ შემიხვია.
-გამიშვი! დამანებე თავი!_ევამ წვალების შემდეგ ძლივს დაიხსნა თავი.
-ევა მომისმინე, მარტლა არ მჭირდები გასართობად, რატომ ვერ გაიგე? მილიონი გოგოა და ნამდვილად არ გამოგეკიდებოდი შენ!
-ხო და ნუ გამომეკიდები რაა, არავინ გეხვეწება!
-აუ რატო შეჭამე ტვინი ტო?_ცოტახანს პაუზა გააკეთა ნიკამ._მოკლედ თავს არ დაგანებებ და ჩემი იქნები ბოლოს. _ნიკამ ევას ხელი ჩაავლო და თავის მანქანისკენ წაიყვანა.
-რას აკეთებ გამიშვი! ხო არ გაგიჟდი!_ევა ყვიროდა მაგრამ ხელი ვერ გააშვებინა.
-ნუ ფართხალებ ტყუილად!_ნიკა პატარა ბავშვივით მიათრევდა. აიდამ დაინახა ნიკას როგორ მიყავდა ევა. თავიდან უნდოდა წამომხტარიყო და ერთი კარგად ეცემა მაგრამ მერე თავი დაანება. დეა რომ მოვიდა აიდამ ყველაფერი უთხრა. შემდეგ კი სხვა თემაზე დაიწყეს ლაპარაკი.
ნიკა მანქანას ელვის სისწრაფით ატარებდა. ევას ხელები ტყავის სავარძელზე ისე ქონდა მოჭერილი ხელები რომ კინაღამ ტყავი ფრჩხილებით გაჭრა. ნიკამ მანქანა რაღაც მიტოვებულ სახლთან გააჩერა. ევა ფრთხილად გადმოვიდა მანქანიდან და ნიკას მიუდგა რომელიც ძველ სახლს უყურებდა. ძველ სახლს არა, უფრო მოუვლელს.
-ეს რა ადგილია?_ევამ ჩუმად იკითხა ისე რომ სახლისთვის თვალი არ ,ოუშორებია.
-ეს ჩემი მშობლების სახლი არის._ნიკამ თავი დახარა_ან იყო._ჩუმად თქვა ბოლო ორი სიტყვა.
-სად არიან შენი მშობლები?_ევამ ნიკას შეხედა.
-აღარ არიან.
-მაპატიე არ უნდა მეკითხა.
-მოკლეს._ევას ხმა აღარ ამოუღია._ფულის გამო როგორ შეუძლია ადამიანს ადამიანი მოკლას.
ევას ცრემლი წამოუვიდა._ხუთი წლის ვიყავი. იმის მერე დეიდაჩემი მზრდის. დედაჩემის ტყუპის ცალია._ნიკას ოდნავ გაეღიმა._მაგრამ ის დედას საერთოდ არ გავს. ძალიან განსხვავებულია.
-მოდი თემა შევცვალოთ._ევამ ნიკას მხარზე ხელი დაადო.
-ალბათ მშობლებთან რომ გავზრდილიყავი ასეთი არ ვიქნებოდი. ადამიანებს გულს არ ვატკენდი. ხშირად ვხვდები რომ ცუდად ვიქცევი მაგრამ ისე მომაწვება ტკივილი გულთან მინდა რომ ყველა ისე დაიტანჯოს როგორც მე ვიყავი. ნეტა არ დამემახსოვრებინა ჩემი მშობლების სახე. უფრო ადვილი იქნებოდა შეგუება._ნიკამ ღრმად ამოისუნთქა და ისევ სახლს შეხედა._აქ არავინ მომიყვნია, შენს გარდა. მშობლებმა დეიდაჩემს უთხრეს, რომ გავიზრდებოდი ჩემთვის ამ სახლზე ეთქვა. ალბათ იცოდნენ რაც მოუვიდოდათ. დეიდაჩემმა ოთხი წლის წინ მითხრა ამ სახლზე. მინდოდა შენთვის დამემტკიცებინა რა ძვირფასი ხარ ჩემთვის._ნიკამ ევას შეხედა. ევას კი მისთვის თვალი არ მოუშორებია. ტიროდა და თან იღიმოდა._დიდი ხანია რაც შენს მიმართ სხვანაირად ვგრძნობ, უბრალოდ არ მინდოდა შენც ისე გტკენოდა ჩემგან როგორც ბევრს ვაწყენინე. ხშირად მინდოდა შენთან ყოფნა, საუბარი, ჩახუტება, მაგრამ მერე მომაწვებოდა გაბრაზება და ისევ ჩემს ცუდ მხარეს გამოვავლენდი._ნიკას ამ სიტყვების შემდეგ რამდენიმე წუთი იდგნენ ერთ ადილა, შემდეგ ორივე მანქანისკენ წავიდნენ.
-გინდა კაფეში შევიდეთ და ნაყინი ვჭამოთ?_ნიკამ ევას კითხა და საჭეს მიუჯდა.
-სიამოვნებით._ ევამ ნიკას გაუღიმა და მის გვერდით ადგილი დაიკავა.
ევა რომ სახლში მივიდა ღამის პირველი საათი იყო. ნასიამოვნები სახით შევიდა სამზაეულოში სადაც დეა და აიდა დაინახა.
-ოჰ, მოხვედი ქალბატონო?_კითხა დეამ და ევა გადაკოცნა.
-ისეთი საყვარელი იყო._ევა სკამზე ჩამოჯდა და ღიმილიანი სახე ფანჯარას გაუსწორა.
-რა მოხდა ასეთი?_სიცილით იკითხა აიდამ.
ევამ სახლი მოათვალიერა და აიდას კითხა.
-აკო არ მოსულა?_წარბები შეკრა ევამ
-არ მოსულა, მაგას ველოდები, გასაღები არ აქვს.
-კი მაგრამ ხო თქვეს რომ მალე მოვალთო, რომელი საათია?_ევამ საათს შეხედა._დაურეკე გოგო, დამჯდარი მაქ მე ტელეფონი. აიდამ აკოს ნომერი მოძებნა და დარეკა. ზარი შედიოდა მაგრამ მობილრს არავინ იღებდა.
-არ იღებს._შეშინებულმა თქვა აიდამ და თავიდან გაუშვა ზარი ძმასტან. არც ეხლა არ აიღო. დეამაც ნერვიულობა დაიწყო და მან თავის ძმასთან გაუშვა ზარი მაგრამ არც ის პასუხობდა. ცოტნეს კი მობილური გათიშული ქონდათ.
-ვაიმე სად არიან? ყოველთვის პასუხობს აკო მობილურს და არასდროს იგვიანებს. რა ჭირთ?_ევა სკამიდა გიჟივით წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო.
-გამახსენდა!_დიდი ხნის ფიქრის შემდეგ აიდამ შემოჰკივლა.
-რა გაგახსენდა!_ევამ და დეა აიდას მივარდნენ.
-წყნეთი.
-რა წყნეთი გოგო!_ევამ აიდას კითხა.
-დღეს აკო ვიღაცას ეუბნებოდა, წყნეთშიო თუ რაღაც ეგეთი.
-დეა, შენების მანქანით უნდა წავიდეთ._ევა დეას მივარდა._ამერიკული მართვის მოწმობა ხომ გაქვს?
-კი მაქვს._დეამ თქვა და გიჟივით გავარდნენ გოგოები იმ წამსვე სახლიდან. დეა ჩუმად შევიდა თავის სახლში რომ არავინ გაეღვიძებინა, გასაღები აიღო და დაბლა ჩავიდა. დეა მანქანას გიჟივით ატარებდა. წყნეთში რომ ავიდნენ ევა გიჟივით შევარდა სახლში რომელიც ნუცამ აკოს დაბადების დღეზე უყიდა.
-ვაიმეეე!_ევას შეშინებულ ხმაზე სამივე იმ ოთახში შევარდა საიდანაც ევას ხმა მოესმათ.

---------------------
ბევრი არ კითხულობს და მგონია რომ არ მოგწონთ :/ ველოდები თქვენს შეფასებას <3



№1  offline წევრი amaru14

ნუ იფიქრებ ასე ბევრი არ აკომენტარებს მაგალითად მე ძალიან მომწონს და შემდეგ ტავს ველი

 


№2 სტუმარი nia

Zaaan kaiaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent