შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ გართობა (თავი 2)


17-10-2016, 00:31
ავტორი loveblee
ნანახია 2 138

-რა გემრიელია._ილუკმებოდა ევა და თან კოკა-კოლას სვამდა.
-ჰო გოგო, თან როგორ მშიოდა._აიდაც გემრიელად მიირთმევდა თავის სენდვიჩს.
-აქ ყოფილან._მოესმათ აკოს და ცოტნეს ხმ. ბიჭებმაც აიღეს კოკა-კოლა და გოგოებს შეუერთდნენ.
-გეძებდით._თქვა ცოტნემ.
-დღეს არაფერი მიჭამია და მეთქი ეხლა მაინც შევჭამოთქო._პირგამოტენილი ბლუყუნებდა ევა.
-ჯერ გადაყლაპე რასაც ჭამ და მერე ილაპარაკე._გააჯავრა ცოტბემ ევას ხმას.
-შენ ნუ შეეჩვიე ჩემ დაცინვას თორე წამოვიდა._ხელი აწია ევამ ჰაერში დასარტყმელად.
-ვაიმე ნუ დახოცავთ ერთმანეთს ძალიან გთხოვთ._თქვა აიდამ და ენა გამოყო.
ცოტნეს მობილურზე ზარი შემოვიდა. ცოტნემ მობილური ჯიბიდან ამოიღო და დახედა. სახელი ნატუკა რომ წაიკითა ხმა გამოურთო და ჯიბეში დააბრუნა.
-ვინ იყო?_იკითხა ევამ.
-ნატუკა იყო. თვითონ დამშორდა და რაღას მირეკავს.
-უპასუხე იქნებ რა უნდა._ხელით ანიშნა ევამ მობილურისკენ.
-კაი ევა რა ვუპასუხო. დაიწყებს მერე რაღაც უაზრობებს და არ მაქ ამის ნერვები ეხლა.
ცოტახანს კიდევ ისხდნენ სანამ არ გამოაცხადეს რომ თვითმფრინავი დაჯდა. ოთხივე იმწამსვე წამოხტა და მგზავრების გამოსასვლელისკენ წავიდნენ. დიდი ხანი არ იყო გასული კარებიდან დეა რომ გამოვიდა. ევა და აიდა გიჟებივით გაიქცნენ მეგობრისკენ.
-დეააა._ყვიროდა ორივე ერთდროულად.
-ჩემი გიჟები როგორ მომენატრეთ._დეაც მათნაირად გახარებული იყო. გამოსასვლელიდან ბექა ძალიან დინჯად გამოვიდა ჩანთებით ხელში და ცოტნესკენ და აკოსკენ წავიდა.
-ვა ბექაა, როგორ ხარ ტო?_აკო გადაეხვია ბავშვობის მეგობარს და ჩანთები გამოართვა.
-კარგად შენ როგორ ხარ?
-რავიცი ვარ რა. ვოტნე გახსოვს?_ცოტნესკენ მიუთითა აკომ.
-კი როგორ არა._ბექა ცოტნესთან მივიდა დახელი ჩამოართვა.
დეა, ევა და აიდა ბიჭებთან მოვიდნენ.
-ბექა, ეს არის ევა თუ გახსოვს._დეამ ევაზე აჩვენა. ბექამ ევას ხელი ჩამოართვა და გადაკოცნა.
-კი ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ხარ?
-კარგად._გაუღიმა ევამ._მეც არ მახსოვხარ კარგად.
-ეს კი აიდაა._დეა აიდასკენ შებრუნდა რომელიც წყნარად იდგა. ბექამ აიდა შეათვალიერა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. ბექამ აიდასაც ხელი ჩამოართვა. "რა ბიჭია", გაიფიქრა აიდამ და თავის თავზე ჩაეცინა. აეროპორტიდან რომ გავიდნენ, ბიჭებმა ჩანთები მანქანაში ჩააწყეს. გოგოები წორაობით ჩასხდნენ მანქანაში. ცოტნე გოგოებთან ერთად ჩაეკვეტა უკან. ბექამ კი აკოს გვერდით წინა ადგილი დაიკავა. დეას გზაშივე ჩაეძნა. არავის ხმა არ ამოუღია ისე წყნარად მიიყვანა აკომ ბექა და დეა სახლში. შემდეგ აკომ ცოტნე წაიყვა და ბოლოს სახლშიც წავიდნენ. აკომ დედას გასაღები ჩააბარა და თავის ოთახში შევიდა. გოგოებიც ძალიან დაღლილები იყვნენ ამიტომ ისინიც არ დარჩნენ გვიანობამდე და მათაც მალე დაიძინეს.
დილით ევამ ადრე გაიღვიძა. დედა უკვე სამსახურში დახვდა წასული. საპურედან პური გამოიღო, მაცივრიდან კვერცხი და ყიყლიყოების გაკეთება დაიწყო. ცოტახანში სამზარეულოში აიდაც შემოვიდა.
-რას აკეთებ?_იკითხა და ევას გვერდზე მიუდგა._ყიყლიყოები, მმმ როგორ მიყვარს.
-დღეს რატომღაც მომინდა._თქვა ევამ და ახლად გაკეთებული ყიყლიყოების სუნი შეისუნთქა. კარებზე ზარი გაისმა.
-აი ჭამე და მე გავაღებ._ ევამ დას საჭმელი დაუდო და კარის გასაღებად წავიდა. კარებში მამა რომ დაინახა გაუხარდა და ჩაეხუტა.
-მამა როგორ ხარ?
-კარგად მამი შენ ?_თაზოც მოეხვია შვილს და სამზარეულოსკენ წავიდა.
-კარგად._ევამ კარები დაკეტა და მამას გაყვა.
-აიდა როგორ ხარ?_ავთო აიდასკენ საკოცნელად დაიხარა მაგრამ აიდამ თავი უკან გაწია.
-რავი შენ?_არც კი შეუხედავს აიდას ისე უპასუხა მამამისს.
ავთომ აიდას ქცევაზე უბრალოდ ამოიხვნეშა და ისიც მაგიდასტან დაჯდა.
-აკო სად არი?_იკითხა ავთომ.
-ძინავს._უპასუხა ევამ და ჭიქაში რძე დაისხა.
-აიდა რა გჭირს?_ნაწყენმა კითხა შვილს.
-არაფერი._აგდებით უპასუხა მამას.
-როგორ თუ არაფერი, ერთი წელია ასე მელაპარაკები. რა გჭირს გამაგებინე!
-ოო კაი რა თაზო._ზედაც არ შეუხედავს აიდას ისე გავიდა ოთახიდან.
რაც დედამისი მამამისს დაშორდა იმის გამო რომ თაზომ დედამისს უღალატა, მას არც აიდა და არც აკო წესიერად არ დალაპარაკებია. ევა მამას ისევ ძველებურად ექცევა. ამბობს რომ რაც დედამისის და მამამისის შორის მოხდა მას არ ეხება. აიდა და აკო ეგრე არ ფიქრობენ. გაბრაზებულები არიან თაზოზე რადგან ნუცას გული ატკინა.
აიდა ოთახიდა არ გამოსულა სანამ ავთო არ წავიდა. არ ქონდა მამამისის უაზრო კითხვების ტავი.
-აიდა რანაირად იქცევი?_ევამ გაბრაზებულმა კითხა და მაგიდას დაეყრდნო.
-ნუ მასწავლი როგორ მოვიქცე მაგასთან კარგი?_თვალები გადაატრიალა და მისაღები ოთახისკენ წავიდა. როცა ოთახში დეა და ბექა დაინახა გაუკვირდა. დეასთან მივიდა და ჩაეხუტა, ბექას კი უბრალოდ გაუღიმა.
-როგორ გეძინა?_კითხა აიდამ დეას.
-რავიცი კარგად, შენ რას შვები? თაზო იყო მოსულიო ევამ მითხრა.
-როცა აქ არ არი მაშინ მინც ნუ ახსენებ რა, ისედაც მეზარება მაგის დანახვა.
-ცუდა იქცევი აიდა._სამზარეულოდან გამოძახა ევა დას.
-შემეშვი რა._წაიბუზღუნა და სავარძელს მიეყრდნო. ბექა უყურებდა აიდას და ოდნავი ღიმილი დაჰკრავდა სახეზე. აიდა დაიბნა ბიჭის ასეთი საქციელით და აივანზე გავიდა. წამით გაიფიქრა რა სიმპატიურიაო მაგრამ მასზე ფიქრის შეწყვეტის ნიშნად თავი გააქნია. თითქოს იგრძნო როგორ უახლოვდებოდა ვიღაც და მიხვდა ვინც იყო მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ისევ ერთ წერტილს მიაჩერდა სადღაც შორს. ბექა მის გვერდით დადგა. სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაარტყა, შემდეგ კი ბოლი მძიმედ გამოუშვა.
-აიდა._ჩუმად თქვა მისი სახელი_რამდენი წლის ხარ?_კითხვა კი გოგონას გასაგონად დასვა.
-ჩვიდმეტის ვხდები ივლისში...შენ?_აიდამ ოდნავ შეაბრუნა თავი მისკენ.
-ცხრამეტის.
ბექამ სიგარეტი ჩააქრო და გარეთ გადააგდო. აიდასკენ შებრუნდა და მას დააკვირდა რომელიც რაღაცას დაჟინებით უყურებდა. ბექამ ნაზად გადაუწია გოგონას თმა. აიდა ბექას შეხებაზე ოდნავ შეხტა და თვალები დახუჭა. ბიჭის შეხებისას რატომღაც სხეულში
ტემპერატურამ აუწია. ბექა ოდნავ დაიხარა და ყურთან ჩუმად უთხრა:
-არ ყოფილხარ პატარა...

----------
მგონი პატარა გამოვიდა შევეცდები ხვალ ცოტა დიდი დავდო ველი თქვენს კომენტარებს



№1  offline წევრი Liks14

გამაგებინეთ, ევას მამას თაზო ქვია თუ ავთო :დდ გააგრძელე აუცილებლად, ძაალიან მაგარია <3

 


№2  offline წევრი loveblee

likuna.bakuridze
გამაგებინეთ, ევას მამას თაზო ქვია თუ ავთო :დდ გააგრძელე აუცილებლად, ძაალიან მაგარია <3

თაზო დავარქვი და ალბათ შემეშალა :დ მადლობა <3
--------------------
X.o.X.o Loveblee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent