შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მადერა (10)


24-10-2016, 23:05
ავტორი N7
ნანახია 2 274

10
იმაზე მაგარი ერთეული შეგრძნება არსებობს, როცა დეტექტიურ ცხვრებაში სწორ კვალზე გადიხარ. მე არ ვიყავი დეტექტივი, არც იურისტი; ვიყავი უბრალოდ საჭირო პირი და ამ წოდებას, ამ გვირგვინს ვერ ვირგებდი. არადა, ფილმებში ხომ ასეა, გმირებისთვის საჭირო პირები ზედმეტადაც კი იფერებენ გვირგვინს?! მაგრამ ხო! სულ დამავიწყდა.. მე ხომ არც გმირი ვარ და არც ფილმის პერსონაჟი. დროა, დავეშვა დედამიწაზე.
მაღაზიის კარი მხოლოდ მას მერე შევაღე, რაც ღრმად ჩავისუნთქე. თითქოს ვაპირებდი ზღვაში თავით გადაშვებას და ფილტვებს ჰაერით ვიმარაგებდი. წამიერად გავკიცხე თავი, აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე… ამ მაღაზიას ხომ კვირაში რამდენჯერმე ავუვლიდი და ჩავუვლიდი ხოლმე, კაფის გზაზე. სწორედ ამ მაღაზიის მახლობლლად მივიღე ზემოდხსენებული გვირგვინი და მაინც დიდი დრო დამჭირდა გასახსენებლად.
ეს ზოომაღაზია გაჟღენთილი იყო კატების სურნელით და ყველა კუთხეში მაინც შენიშნავდი წყვილ მწვანედ ან ყვითლად მოელვარე თვალებს. ბავშვობის კოშმარები გამახსენდა. გონებაში კადრებად იწყეს მონაცვლეობა და უცებ საშინელი ჩხავილი! თითქოს შორს, გონების ფსკერიდან ამოილექა კატების შემზარავი ხმა, მაგრამ ანაზდად გამოვფიზლდი და ფეხზე დავიხედე. ერთ–ერთი კატის კუდზე მედგა ჩემი დიდი ბოტასი. სწრაფად ავწიე ფეხი და მის ბოროტ მზერაზე შეშინებულმა დავიხიე ნაბიჯით უკან.
– შემიძლია რამით დაგეხმაროთ? – კაცის ხმა მოელამუნა ჩემთ ყურთასმენას და კატის გაბმული ჩხავილის შემდეგ მალამოდ მოედო.
– ვწუხვარ თქვენი კატის გამო! –დაბნეულმა თვალი კაცისკენ გავაპარე.
– არაუშავს, ყველას ასე ედებიან ფეხებში. მე მაპატიე შეშინების გამო, – სანდომიანად გამიღიმა ორ მეტრას მიღწეულმა მამაკაცმა და ჩვენ შორის მანძილი უფრო შეამცირა.
სანამ კიდევ ერთხელ მეკითხებოდა, რით შეეძლო დამხმარებოდა, გონებაში ვაყალიბებდი აზრებს იმის თაობაზე, თუ რა მეპასუხა.
ბოლოს ზედმეტად კრიმინალურად და ამავდროულად გაგუდვამდე სასაცილოდ გამომივიდა.
თითით ვანიშნე მოიწიეო. ისღა მაკლდა “პს” დამეძახა, თორემ მალული მზერით მაღაზიაც შევათვალიერე და ოსტატურად ჩემკენაც მოვწიე ის.
– ვიღაცას ვეძებ, – ჩემთან დახრილს, ყურთან ახლოს ვუჩურჩულე.
თავი და წარბები თითქმის ერთდროულად აზიდა ზემოთ და კვლავ ჟირაფს დაემსგავსა.
– ი.ი, – გამოტოვებით, გარკვევით წარმოვთქვი ასობგერები და გარემოს მალული მზერა კვლავ შემოვავლე.
გაეცინა, დაიძრა, გვერდზე ჩამიარა და ის იყო კართან მივიდა, დავუძახე:
– საით?
არ მიპასუხა, მოძრაობა გააგრძელდა, შედგა ფერად შუშიან კართან და წარწერა “ღიაა” შემოაბრუნა. წამით გამიჩნდა კითხვა: “ამ კარში მაინც არაფერი ჩანს, რა აზრი აქვს აბრის შემოტრიალებას?” და ვერც მოვაწარი პასუხის გაცემა,ისე გაჩნდა ჩემ წინ, მერე კვლავ მაქცია ზურგი და წამომყევიო, დაბალი, მონოტორული ხმით მითხრა.
არ მეგონა, ცხადად თუ აღმოვჩნდებოდი კინოში, თუმცა არ მომჩვენებია, შეუზლებელია მომჩენებოდა, როგორ გააცურა სიგრძეში გრძელი, სიგანეში მოკლე კარადა მარცხნიდან მარჯვნივ და გამოჭრილ ოთხკუთხა კედელში გაიარა.
– მოდიხარ? – გამომხედა, როცა იგრძნო ადგილს მივყინოდი.
“ირაკლი საფრთხეში არ ჩაგაგდებდა!” – გასძახოდა გული. “შენმა მზემ! ჯერ არ ჩაუგდიხარ!” – ირონიით პასუხობდა ალტერ–ეგო.
– მოვდივარ! – გაიმარჯვა გულმა და მე უცნობ გოლიათს ოთახში შევყევი, სადაც ნესტის სურნელს თამბაქოს სურნელი და კვამლი ერეოდა.
ოთახის კუთხეში მისიე მიმართულებით დიდი სავარძელი დაედგათ. ვიგრძენი, რომ იქ ვიღაც იჯდა. ვიღაც, ვინც მალევე ადგა და ჩემკენ შემოტრიალდა. თვალებს არ დავუჯერე, როცა ამ ნაცნობ სახეზე ირაკლის ნაკვთები დავინახე. ოთახში სინათლე ბჟუტავდა და ჭაღიდან დაცემული მკრთალი ნათება მის ნაცნობ იერს მანახებდა.
გული ამიჩქარდა და მუხლები ამიკანკალდა. სანამ ისტერიული და სასოწარკვეთილი ხმით, როგორც სერიალებში, დავიძახებდი “ირაკლი?!” და მისკენ გადასახვევად გავიქცეოდი, დამასწრო.
– ძლივს არ ვიხილე შენი სახე? – სიცილით წამოვიდა ჩემკენ და უცნაურმა შეგრძნებამ სულის დარჩენილი სიმშვიდე გამირღვია. თითქოს, რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარებოდა… – ჩემმა ტყუპისცალმა ბევრი მესაუბრა შენზე!
და მივხვდი, რაც არ იყო რიგზე… ის ირაკლი არ იყო. ირაკლი კვლავ ციხეში იჯდა, ნესტიან ოთახში. თითქმის არაფერი იყო მასსა და ტყუპისცალს შორის განსხვავება, გარდა იმისა, რომ ირაკლი სრულად იყო იზოლირებული გარე სამყაროსგან, ეს კი არა. საერთოდ არა.
და უცებ შურისმაგვარმა, ეგოიზმისმაგვარმა, ტკივილისმაგვარმა გრძნობამ დამიარა.
– იოანე! – გამომიწოდა ხელი.
და როცა ჩამოსართმევად გავუწოდე, ეშმაკობით მაჯობა და ჯენტლმენური ჟესტით მეამბორა.
– თუ ღმერთი გწამს! – სიმწრით გამეცინა მე. – რას ვაკეთებ აქ? – დავამატე კბილების ღრჭიალით.
– არ იცი? – ირონიას დაარბენინებდნენ ჭინკები მის სახეზე.
– ცხადია, არა. რა უნდა ვიცოდე? – სიბრაზე სახეზე ჭარხლისფერად გადამეფინა.
– დამშვიდდი, – გნაკვთები გაასწორა მან და იატაკზე ჩამოჯდა. – დაჯექი, კომფორტულად მოეწყე, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში! – მივხვდი, რომ განუზომელ სარკაზმს შეეპყრო. და არც გამკვირვებია.
იატაკზე ისე ჩამოვჯექი, წამით არ გავპრანჭულვარ, წამით არ მიგრძვნია უსიამოვნო შეგრძნება იმის გამო, რომ მტვერი ზღვასავით ბობოქრობდა ხის ნაჭრებზე.
მაღალმა კაცმა უთქმელად დაგვტოვა და კარადა მოიხურა.
– მზად ხარ ეზიარო ჭეშმარიტებას? – კვლავ სარკაზმით მომიგო მან.
– დაე, მწარე იყოს ეს ჭეშმარიტება! – ვუპასუხე ღიმილით და ვიგრძენი, გული ამიჩქარდა.
– დავიყოთ იქიდან, რომ ნანახი გაქვს შენ ფუთა, ხო?
– რა თქმა უნდა. რომ არ მენახა, ვერც თქვენ კვალს დავადგებოდი, – თავის მართლებასავით გამომივიდა მე.
– ეგ სიცრუეა! – დაიძაბა იოანე, – შენ თუ არა, ჩვენ მაინც გამოვიდოდით შენ კვალზე… და ვინ იცის, იქნებ მეტად სუფთად! – დაამატა გესლი უკანასკნელ სიტყვებში.
– რას გულისხმობ? – კვლავ ყელში მომაწვა ბრაზი.
– პირველივე დღესვე რომ პოლიცია აიკიდე, იმას!
– ძალიან გაგიმართათ, მე რომ ვიყავი იმ დროს და იმ ადგილას, თორემ სხვა, ალბათ, უკვე დაკავებულს გამყოფებდათ ყველას ამ… – ვეცადე შესაბამისი სიტვა მომეძებნა, – ბანდიდან! – დავამატე გაჭირვებით.
გაეცინა. ღმერთო, გაუგონარი ხმა ამოუშვა პირიდან. არა, ირაკლი საერთოდ არ გავდა ტყუპისცალს. არა, არ მჯერა.
– ბანდა? ელენა, ბანდა? – ვერ იკავებდა სიცილს.
და მერე უცებ, დენდარტყმულივით დაჭიმა ყველა ძარღვი და სერიოზულად მომაჩერდა.
– ამ თეორიას იმდენადვე ვეთანხმები, რამდენადაც უარვყოფ. დამიჯერე, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.
– ალბათობა ოთხმოცდაათი ასიდანაა.
– შეიძლება, – მხრები აიჩეჩა.
– ჯანდაბა, მოყვები თუ არა? – დავიყვირე წყობიდან გამოსულმა.
და თითქოს ახლაღა გაახსენდაო, დაიწყო:
– ყველაფერი, რაც შენთან, დიდი იმედი მაქვს, ჯერ კიდევ ინახება, არის ერთ–ერთი დამამტკიცებელი საბუთი სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულის. ეს დანაშაული იმდენად დიდია, იმდენად მძიმეა, სასწორზე რომ დავდოთ, მთელ სახელმწიფოს გადაწონის. და, დარწმუნებული იყავი, კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა და ამ ტალახიდან ვეღარ ამოვალთ, რომელსაც სხვისი დაქვემდებარება ჰქვია.
– რას გულისხმობ? – გულწრფელად ვერ მივხვდი.
– კიდევ ერთი კონტრაბანდა და სხვის ხელში ვართ. მოკლედ, ჩვენი გავლით შედის მეზობელ ქვეყანაში ისეთი პროდუქტი, რომლის ერთი ნატეხის ფასი მთელ ჩვენ ბიუჯეტს უდრის.
– და რა არის ეს პროდუქტი? – მოუთმენლობა ვერ დავმალე.
– შენთვის ეგ სულ ერთია; გინდა ჩათალე, რომ ნარკოტიკია, გინდა ჩათვალე, რომ მიწაშობილი ნივთიერებაა. მთავარი ეგ არ არის, მთავარია, რომ სახელმწიფოს სამეთაურო საბჭო – პარლამენტი, თავით არის ჩაფლული ამ ჭაობში და არასდროს, არასდროს დაუშვებს, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს.
– და თქვენ საიდან ჩაგივარდათ ხელში ამდენი ცნობა? დარწმუნებული ვარ, ამის დაფარვისთვის მეტს აკეთებენ, ვიდრე ხელშეუხებბლობისთვის.
– ცხადია, ორივე აზრს ერთ ბილიკზე გავყავართ. და, რადგან ასეთი დაუმაყოფილებელი ინტერესი გაქვს, იმასაც გეტყვი, რომ თავად ვიყავი ამ საქმეში და გამოვიქეცი. ახლა აქ ვარ, ამ ნესტით გაჟღენთილ ოთახში და ჩემი გადარჩენის ერთადერთი წყარო დროა.
– ეგ როგორ?– გამეცინა.
– დროს თუ მოვიგებ, მეც გადავრჩები და ირაკლიც.
– საფრთხე გემუქრებათ? – სულით ხორცამდე შემზარა ამ ინფორმაციამ.
– ცხადია, – მწარედ გამიღიმა, – და ყველაზე მეტად მაინც ირაკლია საფრთხეში. ყოველ წამს….



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ტყუპისცალი? ჰმ!
ასეც ვიცოდი რომ რაღაც დიდი ამბავი იყო, მაგრამ ტუ ამ საქმეში სახელმწიფოა ჩარეული ელენა ასე იოლად როგორ დაუძვრა? ან ირაკლისთნ როგორ შეუშვეს?

 


№2  offline წევრი An_Gel

მარიამ...ხო კარგად ხარ? ხომ რიგზე გაქვს ყველაფერი? ესე უცებ ახალ თავს არ ველოდებოდი :D აი შენ რაღაცა ძალიან სერიოზული ინტრიგა "აწიე" ეხლა აქ. საერთოდ ვერ ვხვდები რა ხდება,მაგრამ ცოტა გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს და ეს მომწონს :D აიი ეს გოგო უბრალოდ ისეთ მაშტაბურ შარში გაეხვა უბრალოდ სეირნობით,რომ მეცინება უკვე :D სახელმწიფო გადატრიალებაში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა მარტო იმიტომ,რომ ცუდ დროს აიტეხა სეირნობა :D :D სხვათაშორის ეტყობოდა,რომ ძალიან ფრთხილობ კვანძის გახსნას და მე ეს სიფრთხილე ძალიან მომწონს,მეტ ინტრიგას ბადებს,მოკლეედ მომწონს რაა უმწერლესო,დეტექტივებშიც კაი ტიპი ყოფილხარ :D :D <3

 


№3  offline მოდერი Eleniko13

აუუ, მეტირება. ნერვებისგან.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4  offline წევრი Green))

ძალიან მომწონს, მაგრამ არ მყოფნის ხოლმე. ეშხში რომ შევდივარ მაშინ მთავრდება :დ ისე ძალიან საინტერესოა და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤

 


№5  offline წევრი QoQ

არ ველოდი ასე მალე დადებას heart_eyes ძალიან მაგარია და მალე დადე ხოლმე <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent