შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელეთის ბატონობის ქვეშ (5)


24-10-2016, 23:07
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 371

თვალები დიდ ოთხში გავახილე რომელიც არ მეცნობოდა.
სად ვიყავი? მინდოდა რაიმე მაინც გამეხსენებინა. მხოლოდ ფრაგმენტები მახსენდებოდა რომელიც საშინელ კადრებს ქმნიდა.
დიდი საწოლიც არ მეცნობოდა. წამოვდექი და ფანჯრიდან გავიხედე მაგრამ გარემო ბურუსით იყო მოცული. ისევე როგორც მაშინ როდესაც მანქანით მივდიოდით...სამეფოში.
მოიცა გამოდის სამეფოში ვარ.
დაბნეული მივდივარ საწოლთან და ისევ საბანში ვძვრები. საკმაოდ ცივა და შეიძლება იფიქროთ რომ სუსტი ვარ მაგრამ დედა მენატრება. უბრალოდ იმის შემდეგ რაც მოვისმინე და გადამხდა ახსნა არ მაქვს. ამის ახსნა დედაჩემს შეეძლო და ისიც არ ვიცი სად არის.
იქნებ ის ბიჭი ვიპოვნო? რა ერქვა? ხო ნეითი.
ნეტავ აქვე ყოფილიყო.
იმის გახსენებაზე რომ დედაჩემი იმ სასტიკ არსებებთან დავტოვე გული შუაზე მეპობა და ტირილს ვიწყებ. აღარ შემიძლია. ნეტავ ყველაფერი ტყუილი იყოს და საშინელ კოშმარში ვიყო. როგორ მინდა ყველაფერი მორჩეს.
ჯერ გული არ მქონდა მოოხებული რომ კარზე აკაკუნებენ მე კი გაფართოებული თვალებით ვიყურები კარისკენ.
აჰ, ნეითია.კიდევ კარგი.
-ნეით
ვდგები და ვეხუტები
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. თითქოს ჩემი ბავშვობის მეგობარია და შემიძლია ბოლომდე ვენდო. მის მხარზე თავს ვდებ და ვტირი
შესაძლოა ახლა ყველაზე სუსტი ვჩანვარ მაგრამ თქვენც ასეთ და დამერწმუნეთ, შესაძლოა ამაზე უარეს მდგომარეობაში ყოფილიყავით ეს ყველაფერი რომ ერთ ღამეში გადაგეტანათ და მეორე დღეს სულ სხვაგან გაგღვიძებოდათ
-შეგვაშინე
გაეღიმა ნეითს
-რატომ?
თავს ვერ ვიკავებ და მეც თბილად ვუღიმი
-დიდ ხანს არ იღვიძებდი. თუმცა შენ ხომ ბევრი სისხლი დაკარგე. იმის მიუხედავად რომ ჯადოქარი ხარ მაინც ადამიანი ხარ.
-რა?
ყურებს ვერ ვუჯერებ.
არა როგორ არ შემეძლო რომ დამეჯერებინა ვიყავი რომელიმე ქვეყნის მეფე სადაც მონარქია არ გაუქმებულა მაგრამ ჯადოქარი?
-საერთოდ ვისი მეფე ვარ?
ვამბობ გაკვირვებული
-ვისი??
კეფას იფხანს ნეითი და აგრძელებს
-მემგონი რისი უნდა გეთქვა
დამნაშავესავით იღიმის და თვალს მარიდებს
-მოიცა ეხლა არ მითხრა რომ ვამპირი ხარ
ვიცინი გულიანად ის კი სრულიად სერიოზულად მიყურებს
-მოიცა...მართლა?
-ჰმმ... როგორ გითხრა. წესით ეს ყველაფერი სხვას უნდა მოეყოლა მაგრამ მე იმას გეტყვი რომ აქ არავინ არაა ადამიანი თუ ჩვენს დონორებს არ ჩავთვლით-როცა განმარტებას ვითხოვ აგრძელებს- ანუ ჩვენ ხო ვამპირები ვართ და...
-კარგი არ გააგრძელო
ვამბობ დამანჭული სახით და თავს ძლივს ვიკავებ რომ გული არ ამერიოს
-ეგ იმიტო რომ ადამიანი ხარ თორე სისხლი ძალიან გემრიელია. თან ვენიდან... სულ ახალი და თბილი
-მორჩი!
ვამბობ მკაცრად. მიუხედავად იმისა რომ ეს მასში აღფრთოვანებას იწვევს მე საერთოდ ვერ აღმაფრთოვანებს და ლამის თავბედს ვიწყევლი რომ ამ ვამპირის მიმართ ნდობით განვეწყვე
-არც ფერმკრთალი ხარ და არც მნათობი თვალები რ გაქვს
-ოხ ეხლა ეგ შენ გგონია ასე. ვამპირები რომლებიც გარედ ხშირად გადიან ინიღბებიან და ასე რომ ვთქვათ რუჯს იღებენ
-რუჯს როგორ? და მზე?
-ხელოვნურს რუჯს
თითქოს ელემენტარული შემეშალა ისეთი თვალებით მიყურებს ნეითი.
-ანუ მზე მოქმედებს?
-კი მაგრამ რისთვის გვყავს ჯადოქრები?
-გასაგებია. იქნებ განმანათლო კიდევ რა არსებები ცხოვრობენ?
-თითქმის ყველაფერი რაც კი გაგონილი გაქვს. ღამის შვილები ანუ მაქციები, მზისგან დაწყევლილები ანუ ვამპირები და თქვენ.
-და ჩვენ?
-თქვენ როგორ გითხრათ. თქვენ არაფრის გეშინიათ. ვინმე გემუქრებათ კითხულობთ შელოცვას და მორჩა. არც მზე გნებთ და არც მთვარის წყევლა გადევთ. ბუნებამ არაფრით შეგზღუდათ გარდა ერთისა თქვენ სიყვარული აკრძალული გაქვთ
ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელ რამეს ამბობს რომ წამით ადგილზე ვშეშდები
-ხოო ვიცი ამდენი რამე ერთდროულად არ უნდა მეთქვა
ჩურჩულებს ნეითი და თვალს მარიდებს.
-არა უბრალოდ ვერ მივხვდი ანუ ჩვენ, ჯადოქრებს სიყვარული აკრძალული გვაქვს?
-აკრძალული? ხო ეს იმიტომ რომ სუსტდებით. როცა გიყვართ სუსტდებით მაგრამ ამავდროულად ძლიერები ხდებით. ლუციუსს ამის ეშინია.
ლუციუსს იმდენად ხმადაბლა ამბობს ძლივს ვიგებ
-ლუციუსს?
ლამის ვყვირი
-გაჩუმდი
სასწრაფოდ პირზე მაფარებს ხელს
-ოჰ, ძვირფასო რატომ აჩერებ?!
ისმის ბოხი ბარიტონი და უზარმაზარი კარიდან, გრაციოზული ნაბიჯებით მოიპარება სასტიკი გარეგნობის შუახნის მამაკაცი. უი მამაკაცი ვთქვი? მგონი ურჩხული უფრო უხდება.
შემოდის თუ არა ნეითი სასწრაფოდ ფეხზე დგება მე კი სიტუაციაში ვერ გავრკვეულვარ და უცხო ადამიანს შავ თვალებში ვუყურებ რომელიც დამაჰიპნოზებლად მოქმედებს.
-მოდი გეტყვი მე ვინ ვარ.
ამბობს ავის მომასწავლებელი ხმით. ხელს მაღლა წევს და ნეითი კედელს ენარცხება და ხელებს კისერზე იჭერს თითქოს იხრჩობა.
მერე შავთვალებიანი უცნობი მე მიყურებს ისე თითქოს საქონელს აფასებდეს და უკმაყოფილოდ ხვნეშის
-აშკარად მოწესრიგება გჭირდება
-იქნებ მას ხელი გაუშვათ
ვამბობ გაბრაზებული ხმით, ხელს ვიქნევ და ნეითი მოწყვეტით ენარცხება იატაკზე
-ჰაჰ, გასაოცარია!
ჩემდა გასაოცრად ტაშს მიკრავს.
ახლა უფრო აღფრთოვანებული ჩანს და მისი მზერა ახლა უფრო შემფასებლურია.
-როგორც ჩანს სათანადოდ ვერ შეგაფასე.
-დამერწმუნე, ყველას შეცდომა ისაა რომ სათანადოდ ვერ მაფასებენ!
ისეთი თვალებით შევყურებ თითქოს არ მეშინია მაგრამ შიგნიდან ერთიანად ვკანკალებ. ლილუც კი ამდენი ხნის მანძილზე კუთხეში ზის და ყველაფერს გაფართოებული თვალებით აკვირდება.
მალე მეც კედელზე ვკიდივარ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვიღაც მთელი ძალით მიჭერს ხელებს.
-შენი ადგილი უნდა იცოდე. მერე რა რომ მეფე ხარ. მეფეც შეიძლება მოკვდეს... მაგალითად ავატოავარიაში
ახლა ვხვდები... ის ბნელეთია მან მოკლა ჩემი ძმა და მამაჩემი. წამიერად ისეთი სიბრაზე მაწვება რომ მთლიანად ვთავისუფლდები, მაგრამ იმის მაგივრად რომ იატაკზე დავეცე ფეხზე მყარად ვდგები.
-მე მამაჩემი არ ვარ!
ვყვირი მთელ ხმაზე და ფანჯრები ტყდება. სათითაოდ ყველა ფანჯარა ისე, თითქოს რიგრიგობით ესროლეს ქვა. მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ ეს მე გავაკეთე.
ლუციუსის თვალებში გაცოფება და აღფრთოვანება ერთნაირად ჩანს.
-არის შენში სიბნელე და მე მას გაღვივების საშუალებას მივცემ.
ამბობს კმაყოფილი ღიმილით და კარისკენ მიდის. სანამ გავა ნეითს უღრენს და თითქოს რაღაცაზე აფრთხილებს. ნეითი თავს იქნევს და კუთხეში იკუნტება.
მხოლოდ მისი მოკვლა მინდა. მინდა ის კმაყოფილი ღიმილი მოვაშორო სახიდან. მინდა ის ტონა მაკიაჟი ჩამოვაშორო რომლის გამოც ასეთი გრანდიოზული გარგენობა აქვს მაგრამ არა. რაღაც მიბიძგებს რომ გავჩერდე, რომ უნდა გავძლიერდე და მისი სიკვდილის დროც მოვა.
-ვაუ შენ მას მოაკეტინე
ყვირის ახლა უკვე წელში გამართული ნეითი.
-მომიყევი ვინაა და საერთოდ ბოლომდე დაფქვი რა ხდება.
ვამბობ საქმიანი ტონით და საწოლზე ვთავსდები.
-ის ბნელეთის მეფეა ლუციუსი ქვია და საუკუნეებია დედამიწაზე დადის. ის ყველაფერზე ძლიერია და მაშინაც პოულობს გამოსავალს როცა ყველაფერი მის წინააღმდეგაა.


პ.ს ვიცი პატარაა და ვწუხვარ მაგრამ ვეცდები შემდეგი თავი უფრო დიდი იყოს და დამერწმუნეთ უფრო საინტერესოც. მადლობა რომ კითხულობთ kissing_heart



№1 სტუმარი lanu

Kai iyo ragac axali ro gamoikveta.me momewonaaa :) gaagrdzele da mal male mainc dade tu did tavebs ver dadeb.mokled momwons da veli axal tavs ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent