სამეფო კარზე [სრულად]
თავი 1 . - დილამშვიდობის _ მიესალმა ვაჟი ოჯახს წევრებს და დის გვერდით მოკალათდა მაგიდასთან. უხმოდ საუზმობდა ყველა. ასე იწყება ყოველი დილა სამეფო გვარის, ბაგრატიონების ოჯახში. XXI საუკუნეში რაღა დროს მეფობააო, მაგრამ ფაქტია, ამ ოჯახში ისევ მონარქიაა. უზარმაზარ, ორსართულიან, კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობენ. ყველა ოთახს საკუთარი აბაზანა და აივანი აქვს, აივნებიდან მშვენიერი ხედი იშლება ეზოში არსებული ბაღის გამო. სახლი კი არა ნამდვილი სასახლეა. როგორც სამეფო გვარის ოჯახს შეეფერება, ყველა ერთად ცხოვრობენ: ბებია, ბაბუა, დედა, მამა, და და ძმა. აგრეთვე, ორი მოსამსახურე გოგონა და ერთი ხანშიშესული მებაღე, სახლს რა თქმა უნდა ჰყავს დაცვაც. ახალგაზრდები, და-ძმა დასაოჯახებლები არიან. გოგონას გათხოვებას არ ჩქარობენ, მაგრამ ვაჟისთვის უკვე შერჩეული ჰყავთ საცოლე. ბიჭსაც მოეწონა, გოგოსაც და ურთიერთობაც ააწყვეს. ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით: ბაბუა - კონსტანტინე ბაგრატიონი, 73 წლის. ასაკის კვალობაზე საკმაოდ მხნე და ძლიერი, თუ არ ჩავთვლით რომ სახსრები აწუხებს ცოტას. სხვათაშორის, საკმაოდ სიმპატიურიც. გარეგნობით მოხიბლა ქალბატონი თამარიც. ბებია - თამარ დადიანი, 70 წლის. მოვლილი, ასაკთან შედარებით ფიზიკურად საკმაოდ ახალგაზრდა ქალბატონი. სასიამოვნო, სანდო გარეგნობის, მუდამ მომღიმარი. წყვილმა ერთმანეთი გარიგებით გაიცნო, მეტიც, უსიყვარულოდ დაქორწინდნენ მშობლების ახირების გამო, მაგრამ ახლა მზე და მთვარე ამოსდით ერთმანეთზე. რამდენიმე წელში მათი სიყვარულის ნაყოფი მოევლინა ამ ქვეყანას - დავითი. მამა - დავით ბაგრატიონი, 50 წლის. ბატონი კონსტანტინესავით სიმპატიური. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, შესაბამისად განებივრებულიც. მიუხედავად მშობლების სურვილისა, მეუღლე თვითონ შეარჩია და საყვარელ ქალთან შექმნა ოჯახი. დედა - ელენე ღლონტი, 48 წლის, ლამაზი მანდილოსანი, სახლის მეორე დიასახლისი, შესანიშნავი რძალი, მეუღლე და დედა. წყვილის სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. ქალმა იცოდა ვაჟის მშობლებს სხვა გოგონა რომ უნდოდათ სარძლოდ, ამიტომ ოჯახში შესვლის დღიდან თავი არ დაუზოგავს რომ მათი მოწონება და სიყვარული დაემსახურებინა. მისმა შრომამ შედეგი მალევე გამოიღო. რძალი შვილად მიიღეს და შეიყვარეს. ამას დაემატა პირველი შვილიშილის სიხარული, კიდევ ერთი სიხარული, ბიჭისთვის ბაბუის სახელის დარქმევა იყო. კონსტანტინე ბაგრატიონის დაბადების შემდეგ, რამდენიმე წელში მოევლინა ქვეყანას თამარ ბაგრატიონიც. პატარებს ყველა თავს ევლებოდა, ყველაფერს უსრულებდნენ. ახლაც, 27 წლის შემდეგაც ასე გრძელდება. კონსტანტინე უკვე ჩამოყალიბებული, 27 წლის მამაკაცია, მამისგან და ბაბუისგან განსხვავებით ოჯახის შექმნა დააგვიანა. თვითონ არ დარდობდა, თუმცა ოჯახის წევრების ლექციებმა თავი მოაბეზრა, ბოლოს დათანხმდა, მათთვის სარძლოდ სასურველი გოგონა გაიცნო და შეხვდა ერთხელ..მეორედ..მესამედ.. სულაც არ აღმოჩნდა ცუდი გოგო, თავსაც არ გრძნობს მასთან ცუდად და ამიტომ, ისევ ოჯახების დაჟინებით ახლა უკვე საცოლის სტატუსი აქვს. სანამ კიდევ უფრო შორს წავსულვარ, გეტყვით რომ ბაგრატიონებს ოჯახური კომპანია აქვთ, საფინანსო კომპანია. რადგან ასე დაწვრილებით გიყვებით ამ ოჯახის შესახებ, მოდით კონსტანტინეს გარეგნობასაც აღვწერ. ეს ჩვენი „პრინცი“, ან „უფლისწული“, ან უბრალოდ „მემკვიდრე“ საკმაოდ სიმპატიური ვინმეა. 1.95 სიმაღლის, შავგვრემანი, მომწვანო ფერის თვალებით, სწორი ცხვირით, ოდნავ დიდი ტუჩებით, მოკლე შავი თმებითა და შესანიშნავი ღიმილით. რაც შეეხება მის დას, თამარ ბაგრატიონს, 20 წლის გახლავთ. საშუალო სიმაღლის, გარეგნობით ძმისგან რადიკალურად განსხვავებული გოგონაა. მოქერაო თმით, ყავისფერი თვალებით, პატარა, კურნოსა ცხვირით და მუდამ მომღიმარი სახით, ნამდვილად მოგაგონებდათ უფროს თამარს. გოგონა ჯერ ისევ უნივერსიტეტში სწავლობდა. კიდევ უფრო დაწვრილებით გიამბობთ კონსტანტინეს საცოლის შესახებ: ქეთევან კვირკველია, 23 წლის. პროფესიით პედიატრი, ამჟამად დაუსაქმებელი. მოკლე წითური თმით, ჭაობისფერი თვალებით და მოდელის პარამეტრებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ულამაზესი გოგონა. ერთადერთ მინუსად შეიძლება მისი უემოციობა ჩაითვალოს, თუმცა ალბათ მიზეზიც აქვს. სიმართლე რომ გითხრათ, სულაც არ გიჟდება საქმროზე, უბრალოდ ოჯახის ახირებაა, თან ცუდი ბიჭიც არაა, სიმპატიურია, შეძლებული, კარგი გვარის, დასაქმებული, წესიერი, რატომ უნდა ეთქვა უარი? დროთა განმავლობაში უფრო მეტადაც შეუყვარდებოდა. ქორწილი სამ თვეში უნდა ჰქონოდათ, უფრო ადრე ვერ ახერხებდნენ. ოჯახები გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდნენ. ახლა ისევ საუზმეს დავუბრუნდეთ. - კონსტანტინე რა გითხრა ქეთევანმა, სად უნდა თაფლობის თვის გატარება? _ იკითხა დედამ. - არ ვიცი, ვნახავ და ვკითხავ. - ნეტავ რა მნიშვნელობა აქვს, ოღონდ ქვეყანას გააშორე და _ ჩაიფრუტუნა უმცროსმა თამარმა, ჩვენში დარჩეს და სულაც არ მოწონდა სარძლო. - თამარ _ მკაცრი ტონით მიმართა დედამ. - მე მაპატიეთ, წავედი თორემ დამაგვიანდება, წარმატებული დღე _ ღიმილით წამოდგა სკამიდან. - მეც მოვდივარ, გაგიყვან თან _ ბოხი, ხავერდოვანი ხმით მიმართა ძმამ _ მშვიდი დღე _ გაუღიმა ოჯახის წევრებს და დას მიჰყვა. სწორედ ასეთ, ერთ ჩვეულებრივ დღეს დაურეკეს უმცროს კონსტანტინეს და უთხრეს, რომ ბაბუა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უკვე ვთქვი, კაცს სახსრები აწუხებდა. სამეფო გვარის წარმომადგენლებს არ სურდათ ბაბუა იქ დარჩენილიყო. ამიტომ, დირექტორს სთხოვეს ერთი ექიმი გამოეყო მათთვის, საკუთარ სახლში წასაყვანად, ხელფასი ჩვეულებრივზე მეტი ექნებოდა, მაგრამ მათთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად. დირექტორი დაითანხმეს, ტრამვატოლოგი გიორგი მიქელაძე დღეიდან ბაგრატიონების პირადი ექიმი უნდა ყოფილიყო. - გამარჯობა გიორგი _ მიესალმა დირექტორი. - გამარჯობა _ მიესალმნენ ბაგრატიონებიც. - გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა გიორგიც. - გიორგი, ოჯახს შენთან სურს საუბარი. - გისმენთ. - გიორგი ექიმო, პაციენტი კონსტანტინე ბაგრატიონი... - დიახ, ჩემი მეწყვილის პაციენტია. - გვინდა რომ სახლში გადავიყვანოთ. - ამაზე ჩემს მეწყვილეს უნდა ესაუბროთ, მისი პაციენტია. - არა, ჩვენ გვინდა რომ მუდმივი ექიმი გამოგვყვეს სახლში და როგორც დირექტორმა გვირჩია, თქვენ შესანიშნავი კანდიდატი ხართ. - გასაგებია. - პირობებს უფრო დაწვრილებით გეტყვით, სამი თვის განმავლობაში უნდა იცხოვროთ ჩვენთან. სამ თვეში რაც უნდა აიღოთ, გაორმაგებულ ხელფასს მოგცემთ. - პირობები მართლაც არაჩვეულებრვია, მაგრამ იქნებ ხვალამდე მაცადოთ, მოვიფიქრებ. - დიახ, პრობლემა არაა. - მადლობა, ნახვამდის _ ღიმილით დაემშვიდობა მიქელაძე და თავისი კაბინეტისკენ წავიდა. შემოთავაზება მოეწონა, თან ორმაგი ხელფასიო, ეს ხომ საუკეთესო საშუალებაა მეუღლისთვის საოცნებო თაფლობის თვის მოსაწყობად. საღამოს დაელაპარაკება გვანცას და ალბათ დათანხმდება კიდეც. - აბა რა ხდებოდა? რატომ დაგიბარეს ზემოთ? _ სიცილით ასწია თითი ზემოთ კაბინეტში დამხვედრმა გოგონამ.. ახლავე გაგარკვევთ ყველაფერში... სწორედ ეს ექიმია ზემოთ ხსენებული მეწყვილე. ცოტა რამეს მის შესახებაც გეტყვით: გაიანე გაბელია, 25 წლის, ტრამვატოლოგი. რასაკვირველია გასაკვირი იქნება ასეთმა პატარა გოგომ ასეთი დონის კლინიკაში როგორ დაიწყო მუშაობა...სიმართლე უნდა ვთქვა, პროფესიონალია, მაგრამ საიდუმლოც უნდა გაგიმხილოთ, მისგანვე მალულად, მამიკო წაეხმარა ცტას. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დღეს ქალბატონი გაიანე საავადმყოფოს ერთ-ერთი მთავარი ტრამვატოლოგია. უფრო დაწვრილებითაც აღგიწერთ. 1.73 სიმაღლის, თეთრი კანით, ღია წაბლისფერი, გრძელი, ტალღოვანი თმით, სწორი ცხვირით, წითელი ტუჩებით, მომღიმარი სახითა და ბავშვური მზერით, ადვილად იმსახურებდა საზოგადოების კეთილგანწყობას. 25 წლის გოგო, ფაქტობრივად, ისევ ბავშვია ხასიათებით, მიუხედავად ასეთი სერიოზული პროფესიისა. მამიკო წაეხმარა-თქო და მოდით ცოტას მისი ოჯახის შესახებაც გიამბობთ. მამა - დიმიტრი გაბელია, 48 წლის, ბიზნესმენი, სიმპატიური მამაკაცი. შვილებისთვის საყვარელი მამიკო. დედა - ეკატერინე მელქაძე, 45 წლის. უმშვენიერესი მანდილოსანი, შვილებისთვის ქალღმერთი და იდეალური პიროვნება, დიასახლისი. ძმა - გაბრიელ გაბელია, 19 წლის, სტუდენტი. ოჯახური ბიზნესის მომავალი წინამძღოლი, დის ნერვების კიბო და მაინც ყველაზე კარგი ძამიკო. დას ჰგავს თვალების, ტუჩების და კანის ფერით. მგონი მიახლოებითი წარმოდგენა შეგიქმენით გაბელიების ოჯახზე. ახლა ისევ გიორგი ექიმს დავუბრუნდეთ. - მოკლედ, ერთი პაციენტია, შენ მიიღე მგონი, კონსტანტინე ბაგრატიონი. _ დაიწყო მეწყვილისთვის მოყოლა. - კი, მე მივიღე, ისეთი საყვარელი მოხუცია _ ღიმილით დაეთანხმა გაიანე. - ჰო და, მისი ოჯახის წევრებს არ უნდათ საავადმყოფოში იყოს, დირექტორს სთხოვეს პირადი ექიმი გამოეყოთ. ჩემი თავი შესთავაზა ბატონმა აკაკიმ და ამიტომ დამიბარეს. - მერე, მერე? - მერე ორმაგი ხელფასიო, მაგრამ სამი თვე მათთან უნდა ვიცხოვრო. - რა მაგარია, გილოცავ _ გულწრფელად გაუხარდა მეგობრის წარმატება. - ჰო მაგრამ, ჯერ გვანცას უნდა დაველაპარაკო. - ჰო, თუმცა კარგი შემოთავაზებაა, პარიზშიც წახვიდოდით, აუსრულებდი ოცნებას. - ჰო, ღიმილით დაეთანხმა _ ჩვენი წასვლის დროა ხომ მგონი? _ საათს შეხედა მიქელაძემ. - კი, ნამდვილად _ ხალათები გაიხადეს და კაბინეტიდან გავიდნენ. ეზოში დაემშვიდობნენ ერთმანეთს _ გვანცა მომიკითხე _ გაუღიმა და სხვადასხვა გზით წავიდნენ. კარები გააღო გაიანემ და ჩვეულებისამებრ ხმაურით შევარდა სახლში. - დედიკუნა მოვედი, სად ხარ? _ შესასვლელიდანვე დაიწყო ყვირილი. - აქ ვარ დედიკუნა _ სიცილით გაეპასუხა ეკა შვილს. - ჩემი დედიკუნა _ ზურგიდან მოეხვია და კისერში აკოცა. - რა ქენი დე, როგორ ჩაიარა დღემ? - კარგად დე, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, შენ რა აკეთებ? - ნამცხვარს გიცხობ. - შოკოლადიანს? _ თვალები აუციმციმდა. - შოკოლადიანს. - არა რა, შენ რომ მიყვარხარ ისე არავინ. - აფერისტო _ გაუცინა დედამ. - შევალ ოთახში და დამიძახე რა, რომ გამოცხვება. _ თავისი ოთახისკენ წავიდა. სახლში ყველას საკუთარი კუთხე აქვს. გადაჭარბებული არ იქნება რომ ვთქვა, შეძლებული ოჯახია. ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე მოკალათდა, ნოუთბუქი მოიმარჯვა და სოციალურ ქსელებს გადახედა. სიახლე კვლავ არაფერი, ცოტა ხანს ემესიჯა მეგობრებს და გამოვიდა. - განო გამოდი _ დაუძახა დედამ. - გაიანე დე, გა-ი-ა-ნე _ გაუცინა და სრული სახელი შეახსენა. თავისი სახელი ძალიან მოწონს, მაგრამ უნდა რომ სრული სახელი დაუძახონ და არა შემოკლებული. _ ძალიან გემრიელია _ სავსე პირით ამოილუღლუღა. - ჩაყლაპე განო და ისე ილაპარაკე _ სიცილით მიმართა დედამ. კარებზე კაკუნია... - მამიკუნა მოვიდა _ მაშინვე შემოსასვლელისკენ გაიქცა და მამას კისერზე ჩამოეკიდა. - მამას გოგო. გაბრიელი სად არის?? _ ჩვეულებისამებრ მოიკითხა მეორე შვილიც. - ოთახშია _ პასუხი დაუბრუნა ცოლმა. -------------------- ახლა გიორგი ექიმის ოჯახში გადავინაცვლოთ. - გვანცუ მოვედი _ შესასვლელიდანვე ახარა ცოლს. - ძალიან კარგი _ ღიმილით შეეგება გოგონა და ნაზად აკოცა. - ოჰო, აქ რა ხდება? _ სამზარეულოში ორ ადამიანზე გაშლილი სუფრა აღმოაჩინა, სანთლებით, ჭიქა ღვინით.. - რა ხდება და ახალი ამავი მაქვს. - მეც მაქვს ახალი ამბავი, მაგრამ დაიწყე შენ. - დავსხდეთ და გეტყვი _ ვახშმის დასასრულს ახარა მეუღლემ ახალი ამბავი _ მალე მამიკო გახდები _ თვალები უციმციმებდა ქალს. - რა... რა თქვი? მართლა?.. რა მაგარია! _ არანაკლებ ემოციებში იყო გიორგიც. - შენ რა ახალი ამბავი გაქვს? - დღეს საავადმყოფოში ერთი პაციენტი შემოიყვანეს, მოკლედ, მკურნალობის სრული კურსის გავლა სახლში უნდა, პირადი ექიმის და ექთნის მოვალეობა უნდა შეეთავსებინა ვინმე ექიმს, მათთან უნდა გადასულიყო და დირექტორმა ჩემი თავი შესთავაზა. ეს უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა უარს ვიტყვი, თქვენს გვერდით უნდა ვიყო. - შენ თუ გინდა... _ წამოიწყო ქალმა. - მე მარტო თქვენს გვერდით ყოფნა მინდა - სითბოთი ჩაილაპარაკა და ცოლი მიიხუტა. - მერე ვის გაუშვებენ? - არ ვიცი, იპოვიან ვინმეს.. თავი 2 მეორე დილით, კაბინეტში შესულ გიორგის გაიანე უკვე „პოსტზე“ დახვდა. - დილამშვიდობის ტრამვატოლოოგიის მშვენებავ _ გაუცინა. - ოჰ, მობრძანდით ბატონო გიორგი? _ სიცილით შეეგება გაბელიაც. - უნდა მიშველო რა _ მაგიდის წინ სავარძელში ჩაეშვა. - რა ხდება? _ დასერიოზულდა გაიანე. - მოკლედ შენ უნდა წახვიდე იმ ოჯახში რა. - როგორ თუ მე უნდა წავიდე? - გვანცა ორსულადაა. - რა მაგარია, გილოცავ _ მაშინვე გამოცოცხლდა გაბელია. - მადლობა, ამიტომ გთხოვ რომ შენ შემცვალო რა. - მაგრამ გიორგი, ახლა ხომ უფრო მეტად გჭირდებათ დამატებითი შემოსავალი. - შემოსავალი გვეყოფა, ახლა მე მათთან ყოფნა მჭირდება და მათ ჩემთან _ გაეცინა. - არ ვიცი.. - ნუ ყოყმანობ, შენზე უკეთესს ვის ვუთხრა. ხომ გეუბნები, მე მართლა არ მინდა. - კარგიი _ დაეთანხმა გაიანე _ დირექტორსაც უნდა დაველაპარაკოთ. - დირექტორთან და ოჯახთან მე მოვაგვარებ. თან ის ბაბუ მაინც შენი პაციენტია, უკეთესად გაუგებთ _ გაუცინა _ ახლა წავალ, მოვაგვარებ. - კარგი, მე შემოვლაზე გავალ _ გაუღიმა მეწყვილეს და ორივე გავიდნენ კაბინეტიდან. ----------- - დილამშვიდობის დიდო მეფეო, როგორ გრძნობთ თავს? _ ღიმილით შევიდა ბატონი კონსტანტინეს პალატაში გაიანე. მოხუცმა ჩაიცინა. - უკეთ ვარ შვილო, უკეთ.. დილიდანვე რომ შენნაირ გოგოს დავინახავ ასეთი ღიმილით ცუდად როგორ უნდა ვიყო.. - მადლობა _ გაუღიმა. ყველაფერი შეამოწმა და დაემშვიდობა. დირექტორის კაბინეტში მიქელაძე აქებდა მას. როგორც იქნა დაარწმუნა ოჯახის წევრები რომ არანაკლებ პროფესიონალს ატანდნენ. ქალბატონმა თამარმა (ბებიამ) მოინდომა მასთან შეხვედრა. დაუძახეს, ღიმილით შეაღო კარები და მიესალმა. - დილამშვიდობის _ უკვე ვთქვი მისი ღიმილი კეთილგანწყობას იმსახურებს-თქო და არც შევმცდარვარ. - გამარჯობა, მე კონსტანტინეს მეუღლე ვარ შვილო _ თბილად გაუღიმა თამარმა _ ეს ჩვენი შვილია დავითი, ეს კი რძალი - ელენე. - სასიამოვნოა, მე გაიანე ვარ _ გაუღიმა. - მგონი პირობები გეცოდინება უკვე. - კი, ყველაფერი ვიცი. - ძალიან კარგი, მაშინ ხვალ დილით მძღოლი მოგაკითხავს. - კარგი. - გაიანე, დღეს განთავისუფლებ, შეგიძლია წახვიდე სახლში, მოემზადო, სამი თვის შემდეგ კი ჩვეულებრივ გელოდები _ გაუღიმა ბატონმა აკაკიმ. - მადლობა, სამი თვის შემდეგ გამოვცხადდები _ გაუცინა _ ნახვამდის _ ყველას დაემშვიდობა და სახლში წავიდა. ახლა სახლში უნდა აუხსნას სიტუაცია. --------------- - დედუ მოვედიი.. - რატომ მოხვედი ასე ადრე დე? - რაღაც უნდა გითხრა, დაჯექი. მოკლედ, ....................... (ყველაფერი აუხსნა) და მეც დავთანხმდი. - სამი თვე უცხო ოჯახში დედი? _ შეიცხადა ქალმა. - ჰო დე, იმ კაცის პირადი ექიმი ვიქნები. - არ ვიცი დედიკო, ასე როგორ გაგიშვა. - დე ცხრა მთას იქით ხომ არ მივდივარ? აქვე ვიქნები, იმავე ქალაქში, უბრალოდ სხვა სახლში სულ რაღაც სამი თვე. - მამაშენი? - ახლა წავალ მამიკოსთან ოფისში და დაველაპარაკები. - წადი.. მამასთან უფრო რთული აღმოჩნდა საუბარი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაითანხმა. სახლში მისულმა ბარგი ჩაალაგა, მერე მთელი დღე დედასთან მიხუტებულმა გაატარა. ხომ გეუბნებით, ამხელა გოგო ისევ ბავშვია. იმაზე დარდობს დედის გარეშე როგორ უნდა გაძლოს. იმაზე არც კი ფიქრობ იმ სახლში, უცხო ოჯახში რა სიტუაცია დახვდება. უმცროსი ბაგრატიონების შესახებ არაფერი იცის, არც არავის უთქვამს რომ სახლში ახალგაზრდებიც ცხოვრობდნენ. დილით ადრიანად მიაკითხა მძღოლმა, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა, ბარგი ჩაალაგა და წავიდნენ. ჭიშკარი გაიღო, მანქანა შევიდა, გაჩერდა, მძღოლმა კარები გაუღო, მიწაზე ფეხი გადმოდგა და აქ დაიწყო მისი გაოცება. „მგონი მართლა სამეფო სასახლეში ვარ“ - გაიფიქრა და ჩაიცინა. ჯერ ეზოს მოავლო თვალი და მოიხიბლა, მოვლილი ბაღი, უკვე ამწვანებული, შეხედვისთანავე რომ იგრძნობდი გაზაფხულს.. აქა-იქ ყვავილებიც ყვაოდნენ, აშკარაა ბაღის მოვლას დიდ დროს უთმობდნენ. ბაღშიც და ეზოშიც ბილიკები იყო, ნელა გაუყვა ბილიკს.. სახლი კიდევ უფრო საოცრება დახვდა, შესწორება შემაქვს.. სასახლე.. დიდი, აივნებიანი, ისეთი ერთი შეხედვით რომ მოიხიბლები. ფრთხილად დააკაკუნა უშველებელ შესასვლელ კარებზე და დაელოდა. ახალგაზრდა გოგონამ გაუღო და ღიმილით შეეგება. - გამარჯობა, თქვენ ექიმი ხართ? - დიახ _ თვითონაც გაუღიმა. - მობრძანდით, ქალბატონი თამარი გელოდებათ _ შინ შეუძღვა და მისაღებისკენ წაიყვანა. სახლი შიგნიდანაც აღმაფრთოვანებელი იყო, გემოვნებით მოწყობილი. თითქოს სიძველე-შერჩენილი, ანტიკვარული ავეჯით. „ ეს სად ვარ“ _ გაოცებული იყო გაიანე. ფრთხილი ნაბიჯებით მიჰყვებოდა მოსამსახურეს, თითქოს ეშინოდა იატაკზე დადგმული ფეხით რამე არ გაეფუჭებინა. - ქალბატონო ექიმი მოვიდა _ ზღურბლიდანვე აცნობა გოგონამ. - მობრძანდით _ გაუღიმა თამარმა. - დილამშვიდობის _ ღიმილით მიესალმა გოგონა. - დაბრძანდით. _ ფრთხილად დაჯდა წინ მდგომ სავარძელში. _ გაიანე ხომ? _ თავი დაუქნია. _ გაიანე, სამი თვის განმავლობაში ჩვენთან უნდა იცხოვრო, ფაქტობრივად ოჯახის წევრივით იქნები. არ ვიცი რამდენად მიხვდი, მაგრამ ჩვენი ოჯახი საკმაო ტრადიციულია, ეტიკეტებსაც ვიცავთ, შენც, როგორც ოჯახის ახალი წევრი ჩვენსავით უნდა მოიქცე. უფრო დაწვრილებით ნინი აგიხსნის ყველაფერს. ნინი და ლელა მსახურები არიან, ოჯახის დანარჩენ წევრებსაც და სხვა მაცხოვრებლებსაც ნელ-ნელა გაიცნობ. ახლა შეგიძლია ოთახში ახვიდე. ნინიი _ დაუძახა მსახურს _ ქალბატონს თავისი ოთახი უჩვენე. ბარგს დაცვის წევრი ამოიტანს _ გაუღიმა გაიანეს. თავი დაუქნია და ნინის გაჰყვა. გოგონა კიბეებს აუყვა, მრგვალი კიბე ჰქონდა სახლს, გაეღიმა და თვითონაც ავიდა კიბეებზე. - ეს იქნება თქვენი ოთახი ქალბატონო _ გაუღიმა გოგონამ. - ნინი ხომ? გეხვეწები ქალბატონო აღარ დამიძახო რა _ გაუცინა _ მე გაიანე ვარ, სახელით მომმართე თორემ მეც უხერხულად ვარ. - კარგი გაიანე _ გაუღიმა გოგონამ. - თუ გცალია შემომყევი ოთახში, თან ამიხსენი ამ ოჯახში რა სიტუაციაა. _ ნინიმ თავი დაუქნია და შეჰყვა. - განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ რაღაცნაირი ოჯახია რა _ გაეცინა, მაგრამ უცებ იკბინა ენაზე. - არ იდარდო, მე მართლა მაინტერესებს რას ფიქრობ და რა ხდება, არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ. - მოკლედ აგიხსნი, რაც დღესვე დაგჭირდება. მთელი ოჯახი ერთად მიირთმევს, საუზმე ცხრა საათზე, სადილი ორ საათზე და ვახშამი ექვს საათზე. არ უნდა დაგაგვიანდეს, ადრე მისვლა შეიძლება. ყველანი ერთად მიირთმევენ სასადილო ოთახში. მაგრამ მამაკაცები სამსახურის გამო სადილობისას არ არიან, შეიძლება ვახშამზეც არ იყვნენ. ჰო და კიდევ, ხმა არ ამოიღო სანამ ჭამას არ დაასრულებ, თუ თვითონ დაილაპარაკებენ, მაშინ შეიძლება. სახლში ყოველთვის სიმშვიდეა. შენც არ იხმაურო. ოჯახის წევრების გარდა აქ ვცხოვრობთ მე და ლელა, მებაღე კაკო ძია და დაცვის წევრები, ისინი ბევრნი არიან სახელებით ვერ დაიმახსოვრებ. - ცოტა შემაშინე _ გაუცინა. - ნუ შეგეშინდება, მიუხედავად ამისა ქალბატონი თამარი და ბატონი კონსტანტინე ძალიან თბილი ადამიანები არიან, ქალბატონი ელენე და ბატონი დავითიც, მაგრამ ქალბატონი ელენე ცოტა მკაცრია, ბატონი დავითი კი ძირითადად სულ კომპანიაშია, მხოლოდ სასადილო ოთახში შეგიძლია ნახო. - გავიგე. - მოწესრიგდი და გამოდი სახლს დაგათვალიერებინებ. - კარგი, მადლობა _ ნინი ოთახიდან გავიდა და გაიანემაც ოთახი შეათვალიერა. „შარში ვარ“_ ჩაეცინა. ოთახი დიდი იყო, არა ძალიან დიდი. ნათელ ფერებში, ასევე დიდი ფანჯრებით. ყველაზე ძალიან ფანჯრის რაფები მოეწონა, კარგად დაეტეოდა, მერე როგორ უყვარს იქ ჯდომა და გარეთ ყურება. ლოგინი დიდი, მოსინჯა და საკმაოდ რბილიც. ლოგინის წინ, მოპირდაპირე კედელთან სარკე, იქვე მაგიდა და სკამი, ნუ მოკლედ, თავის მოსაწესრიგებელი კუთხეც სრულ წესრიგში დახვდა. კარადაც იყო კუთხეში. აივანზე გავიდა და თვალები გაუბრწყინდა, ასეთ ხედს რომ დაინახავს ყოველ დილით, იდეალური დღე ექნება. აბაზანა? ოო, როგორ მოეწონა. ყოველ საღამოს ინებივრებს და მშვიდად დაიძინებს. კარებზე კაკუნი იყო, ნელა მიუახლოვდა და გააღო. ვიღაც მაღალი, დაკუნთული კაცი შერჩა ხელთ. - შეიძლება? ბარგი მოვიტანე _ ჩაილაპარაკა. - მობრძანდით _ კაცმა ბარგი ოთახში შეიტანა და უთქმელად გავიდა უკან. ტანსაცმელი კარადაში მოათავსა. მოწესრიგდა და ოთახიდან გავიდა. ნელა ჩაუყვა კიბეებს, შემდეგ მიმოიხედა, ვარაუდობდა სად იქნებოდა სამზარეულო. - რას ეძებ? _ ნინის ხმამ შეაშინა. - გამისკდა გული, შენ გეძებდი, მზად ვარ სახლის დასათვალიერებლად. - კარგი, წამოდი. დათვალიერება პირველი სართულიდან დაიწყეს. შემოსასვლელი, სამზარეულო, სასადილო ოთახი, მისაღები, კაბინეტი და ბიბლიოთეკა. ყველა ოთახი მართლაც არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ბიბლიოთეკამ ყველაფერს გადააჭარბა. აღფრთოვანებული ტრიალებდა გაბელია, უზარმაზარი ოთახი წიგნებით იყო სავსე. წარმოდგენა რომ გაგიადვილდეთ, აბა გაიხსენეთ „ურჩხული და მზეთუნახავი“, დაახლოებით ურჩხულის ბიბლიოთეკის მსგავსი იყო ბაგრატონების ბიბლიოთეკა. მეორე სართულზე მთლიანად საცხოვრებელი ოთახები იყო, ოჯახის ყველა წევრისთვის, მსახურებისთვის. არც ერთ ოთახში არ შესულან რა თქმა უნდა. უმცროსი ბაგრატიონების ოთახიც უჩვენა. - მე არაფერი ვიცოდი მათ შესახებ. _ გადახედა ნინის. - საავადმყოფოში არ იყვნენ ალბათ რომ გაეცნო, გაგაცნობენ. - კარგი, შევალ ახლა ჩემთან თორემ დავიღალე იმხელა სახლია _ გაეცინა. - შედი, დღეს მოიყვანენ ბატონ კონსტანტინეს და დაგიძახებს ალბათ მერე ქალბატონი თამარი. - კარგი, დროებით. ოთახში შევიდა და იმ დიდ, რბილ ლოგინზე კომფორტულად მოკალათდა. ჩაეძინა კიდეც, მაგრამ კარებზე კაკუნმა გამოაღვიძა. - მობრძანდით _ დაიძახა და ოთახში თავი უცხო გოგონამ შემოყო. - გამარჯობა, მე ლელა ვარ, სადილის დროა. - გამარჯობა, მე გაიანე ვარ, ახლავე ჩამოვალ. _ გოგონამ კარები გაიხურა, გაბელია სწრაფად მოემზადა და სასადილო ოთახისკენ წავიდა. - შუადღემშვიდობის _ მიესალმა ქალებს. - მოდი გაიანე, ელენეს უკვე იცნობ, გაიცანი თამარი, ჩემი შვილიშვილი _ ახალგზარდა გოგონაზე მიუთითა უფროსმა თამარმა. - სასიამოვნოა _ გაუღიმა გაიანემ. - ჩემთვისაც _ თვითონაც გაუღიმა. - გაიანე, თამარის გვერდით დაჯექი _ გაბელიამ ფრთხილად გამოსწია სკამი და თამარის გვერდით მოკალათდა. - სადილის შემდეგ მოვალ შენთან ოთახში, უკეთესად გავიცნოთ _ მხიარულად უჩურჩულა თამარმა. - კარგი _ ჩურჩულითვე დაეთანხმა. უხმაუროდ ისადილეს და სასადილო ოთახი დატოვეს. უმცროსი ბაგრატიონი მაშინვე შეჰყვა გაბელიას ოთახში. მის ლოგინზე მოკალათდა და გაუცინა. - აბა, მომიყევი შენზე რამე. - რავი რა მოგიყვე. - ოჰ, სახელი, გვარი, ასაკი, ოჯახი, პირადი, საქმიანობა, მოსაყოლის მეტი რაა. - გაიანე გაბელია, 25 წლის. დედა, მამა და ძმა მყავს, მათთან ვცხოვრობდი, ექიმი ვარ როგორც უკვე იცი, პირადშიც საინტერესო არაფერი ხდება. მომავალი სამი თვე მომიწევს თქვენთან ცხოვრება. - მაგას რა ჯობს, ყოველთვის მინდოდა და, მაგრამ არ მეღირსა და ახლა შენ იქნები. - შენ რამდენი წლის ხარ? - ოცის. ჯერ ისევ ვსწავლობ. მოკლედ, მე და შენ მეგობრები გავხდებით _ მხიარული იყო თამარი. - კარგი, გავხდეთ _ გაუცინა გაბელიამაც. კარებზე კაკუნმა შეაწყვეტინა საუბარი. ნინიმ გააგებინა რომ ბაბუა მოიყვანეს და ექიმს ელოდებოდნენ. გოგონები ერთად ჩავიდნენ, თამარი თბილად ჩაეხუტა ბაბუას. გაიანე შორიდან მიესალმა. მოხუცი ოთახში აიყვანეს და ექიმიც იქით წააბრძანეს. - როგორ ბრძანდებით? _ გაუღიმა გაბელიამ. - კარგად ბაბუ, კარგად, თან შენ უნდა იყო თურმე ჩემი ექიმი _ გაუცინა მოხუცმა. _ მომისმინე ბაბუ, შენ ამ ქალებს არ უსმინო, რასაც გეტყვიან ყველაფერი კი არ უნდა გააკეთო, ახლა შემოვა თამარი და დაგიწყებს, ყოველ ნახევარ საათში უნდა შემოხვიდეო, შეამოწმოო, ესო, ისო.. არაფერი ზედმეტი არ მინდა, წამალი დამალევინე და რაც საჭიროა შენ უკეთ გეცოდინება, მარტო ის გააკეთე. ხანდახან თუ დამელაპარაკები კარგი იქნება, თორემ ჩემს შვილიშვილებს არ სცალიათ მაგისთვის _ ჩაიცინა. - მე თქვენი ექიმი ვარ, ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც თქვენ მეტყვით ბატონო კონსტანტინე. - არ გინდა ეს ბატონო, სახელი დამიძახე. - რას ამბობთ, სახელით ვერ მოგმართავთ. - ბაბუა დამიძახე მაშინ, ან ბაბუ, როგორც გინდა. - კარგი, იყოს ბაბუა ან ბაბუ. _ ოთახში უფროსი თამარი შემოვიდა, ზუსტად ისე უთხრა ყველაფერი, როგორც ბაბუმ გააფრთხილა, კონსტანტინე ღიმილით უკრავდა თვალს. - კარგი ქალო, ნუ დაღალე ეს ბავშვი _ გადახედა ცოლს. - რას ამბობთ _ შეიცხადა გაიანემ. - სიმართლეს _ ჩაიცინა მოხუცმა. _ თამარ მე და გაიანე შევთანხმდით რომ ბაბუ უნდა დამიძახოს. _ ახარა ცოლს. - ძალიან კარგი _ თბილად გაიღიმა ქალმა _ არც მე ვარ წინააღმდეგი ბებია დამიძახო _ სიცილით დაამატა. გაბელია ნამდვილად არ ელოდა ასეთ თბილ ჟესტს ამ ქალბატონისგან, თვითონაც არ იცის რატომ, ალბათ ზედმეტად ოფიციალური ეჩვენა და იმიტომ, თუმცა მაინც გაახარა შემოთავაზებამ და დაეთანხმა. - დაგტოვებთ მე, ნახევარ საათში წამლის დალევის დრო იქნება და შემოვალ. - წადი ბაბუ წადი, დაისვენე. - გაიანე, ექვსზე ვახშამზე არ დააგვიანო. - დიახ ქალბ.. ბებია _ გაიღიმა და ოთახი დატოვა. თავი 3. საღამოს ვახშამზე ჩასულს უკვე ბატონი დავითიც იქ დახვდა. მიესალმა და ისევ თამარის გვერდით მოკალათდა. კვლავ მშვიდად ივახშმეს და სასადილო ოთახი დატოვეს. ამჯერად ყველა მისაღებში შეიკრიბა. გაიანემ ბოდიში მოიხადა, ბატონ კონსტანტინეს წამალი აქვს დასალევიო და მის ოთახში ავიდა. - როგორ შეეწყვე გაიანე აქაურობას? ხომ არავინ გაბრაზებს? _ ღიმილით ჰკითხა უფროსმა ბაგრატიონმა. - რას ამბობთ, ვინ უნდა გამაბრაზოს. - ყველა გაიცანი? - თქვენი მოსახელე არ გამიცვნია მარტო. - ეგ არაფერი, გაიცნობ _ ჩაიცინა. _ წადი ახლა, მოგეწყინება ჩემთან. - ვიქნები რა ცოტა ხანს, იქ რაღაც უხერხულად ვარ _ მორცხვად ჩაილაპარაკა. - იყავი ბაბუ, იყავი, აი მოწიე ის სავარძელი, დაჯექი და ვისაუბროთ ჩვენ. _ კმაყოფილი მზერით შეასრულა ბაბუს სიტყვები და ახლოს მიუჯდა. დიდხანს ისაუბრეს, მერე წიგნიც წაუკითხა, განიხილეს, საღამოს კიდევ ერთხელ დაალევინა წამალი, მშვიდი ძილი უსურვა და თავის ოთახს მიაშურა. შესული არ იყო, ორ წუთში უკან მიჰყვა უმცროსი თამარიც. - გაიანე, მისმინე, ამ დღეებში არის მეგობრის დაბადების დღე, ხომ წამოხვალ? - სად წამოვალ? _ გულწრფელად გაუკვირდა გაიანეს. - ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე, ხომ გითხარი. - როგორ წამოვალ თამარ, იქ არავის ვიცნობ, რა მინდა.. - გაიცნობ გაიანე რა პრობლემაა _ გაუცინა _ თან მაინც იმდენი ხალხი იქნება და მე როგორც საუკეთესო მეგობარს უფლება მაქვს მივიყვანო სხვაც. - თამარ არ მიყვარს უცხო საზოგადოებაში ყოფნა, თან ასე დაუპატიჟებლად როგორ წამოვიდე. - კარგი რა გაიანე, სახლში იხდის, პრობლემა არ იქნება გთხოოვ. - აუ თამარ არ გამოვა რა კარგად, თან ბაბუას მიხედვა უნდა. - ერთ საღამოს მიხედავენ. - სირცხვილია გოგო _ გაეცინა. - სახლში მე მოვაგვარებ რა გინდა. - არ ვიცი... - კარგი, მაგრამ ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ. წავედი ახლა სამეცადინო მაქვს, დაისვენე შენც _ გაუღიმა. ვერაფრით დაიძინა გაბელიამ, თან ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო. თბილი ზედა შემოიცვა და ჩუმად ჩაიარა კიბეები. კარები უხმაუროდ გააღო და ეზოში გავიდა. შემოსვლისთანავე მოკრა თვალი ბაღში, ბილიკის ბოლოს არსებულ საქანელად და იქით წავიდა. მოკალათდა, ცოტათი გააქანა და თავი გადასწია. არა რა, გაზაფხული მაინც სხვაა ამ ზამთრის შემდეგ, რაც არ უნდა სუსხიანი იყოს საღამო, მაინც გრძნობ სითბოს.. ცოტა ხანი დაჰყო იქ, გარემოც შეისწავლა, იფიქრა კიდეც, რადგან გვიანი არ იყო სახლშიც დარეკა, დედას ელაპარაკა. მერე საღამოს სუსხმა მაინც თავისი გაიტანა და გაიანეც ოთახში ავიდა. ერთ-ერთ ცუდი თვისება რაც აქვს, ან შეიძლება არცაა ცუდი, მაგრამ უბრალოდ აქვს.. უცხო სახლში, სხვა ლოგინში დაძინება უჭირს.. ერთადერთი სადაც თავისი ლოგინიდან შორს ადვილად იძინებს, სოფელია.. თუმცა ალბათ ისიც მისეულია და იმიტომ.. ბევრი იწრიალა, გაიარ-გამოიარა, ისევ დაწვა, მაინც ვერ დაიძინა. მერე სახლიდან წამოღებულ წიგნს მოჰკიდა ხელი, რამდენიმე ფურცელი წაიკითხა, მაგრამ მიხვდა კითხვის ხასიათზე არ იყო და ისევ უკან დააბრუნა.. ახლაც ლოგინში წევს და ვერ იძინებს, საათს დაჰხედა, პირველი სრულდებოდა. წყალი უნდა, ხალათი მოიცვა და ჩუმად დაუყვა კიბეებს. სამზარეულოში შევიდა, სინათლე არ აუნთია ისე მიუახლოვდა ონკანს და მოუშვა. ჭიქა აავსო, შემობრუნდა და.. - ააა... _ ჭიქა იატაკზე იყო ნამსხვრევებად ქცეული, წყალი დაღვრილი, გაიანე შეშინებული და მის წინ მდგომი უცნობი გაოცებული. _ ვინ ხარ? ქურდი ხარ? ახლავე ვიკივლებ _ პანიკაში იყო გაბელია. - შენ ვინ ხარ? მე ამ სახლის მაცხოვრებელი ვარ, კონსტანტინე ბაგრატიონი. - ვაიმე, ბატონი კონსტანტინეს შვილიშვილი.. ვაიმე, როგორ შემეშინდა... ვაიმე, ჭიქა გავტეხე, ღმერთო მიშველე _ ნერვიულად, შეუსვენებლად ლაპარაკობდა როცა უეცრად შუქი აინთო და ქალბატონი ელენე გამოჩნდა. - რა ხდება აქ? - ქალბატონო ელენე, მაპატიეთ, არ მინდოდა.. ვაიმე რა მოუხერხებელი ვარ.. - რა მოხდა? - ჭიქა გამიტყდა, მაპატიეთ. - რომელი? - არ ვიცი, აი აქ კარადიდან გამოვიღე და.. - ჭიქა კარადიდან რატომ გამოიღე? აქვე იდო სხვები, იცი მაინც რა ძვირფასი იყო? _ ბრაზობდა ელენე. - მაპატიეთ, მართლა არ მინდოდა, ბოდიში. - რა ხდება? _ შემოვიდა ბებიაც. - რა ხდება და ექიმმა ჩვენი კოლექციიდან ჭიქა გატეხა.. - მაპატიეთ, მართლა არ მინდოდა, ბოდიში.. - ელენე კარგი რა, არაუშავს შვილო _ გაუღიმა თითქმის ატირებულ გაიანეს _ ასეთი კიდევ რამდენიმე მოიძებნება ელენე კოლექციაში, შემთხვევით გაუტყდა. - მე შევაშინე, ჩემი ბრალია დედა, არ უნდა ამდენი პანიკები _ როგორც იქნა ამოიღო ხმა კონსტანტინემ. ეს ერთი წინადადება თქვა და სამზარეულო დატოვა. - წადი შვილო, დაიძინე _ გაუღიმა თამარმა _ ნინი მიხედავს აქაურობას. ელენე შენც წადი, დაიძინე, არაფერი მომხდარა. - ბოდიში, ძილინების _ სინანულით ჩაილაპარაკა და კიბეებს აუყვა. ძილი ისევ არ მიეკარა, მაგრამ ოთახიდან რაღა გაიყვანდა.. საბოლოდ მაინც ჩაეძინა.. დილისთვის მაღვიძარა დააყენა წინასწარ, რვა საათზე გაიღვიძა. ნელა მოემზადა და ცხრა საათისთვის სასადილო ოთახში იყო. ყველა მაგიდასთან იყო, სადაც გუშინ მიუჩინეს ადგილი იქ უმცროსი კონსტანტინე იჯდა. „ახლა მე სად წავიდე?“ _ გაიფიქრა თავისთვის და დაბალი ტონით მიესალმა. - დილამშვიდობის. - გამარჯობა გაიანე _ თბილი ხმით მიესალმა უფროსი თამარი _ მოდი, ჩემს გვერდით დაჯექი. ამ შემთხვევაში, თამარის გვერდით ნიშნავდა ავტომატურად კონსტანტინეს გვერდით. ფრთხილად გამოსწია სკამი და დაჯდა. - ყავა დაგისხათ თუ ჩაი გაიანე? _ მასთან მივიდა ნინი. - ყავა თუ შეიძლება _ დაუსხა. _ მადლობა. - როგორ გეძინა შეშინებულ გულზე? _ კაცის ჩურჩული მისწვდა მის ყურს. ცოტათი შეცბუნებული მიტრიალდა. - კარგად, მადლობა _ გაუბედავად მიუგო და თავის ფინჯანს გაუშტერა თვალი. - ეგეც არ გაგიტყდეს _ ისევ გაიგონა ჩურჩული. - ვეცდები _ ჩაიბურტყუნა და ყავა მოსვა. საუზმის დასრულებისთანავე ბაბუსთან ავიდა ოთახში. თითქოს აკომპლექსებდა დანარჩენებთან ყოფნა, ამას უმცროსი კონსტანტინე დაემატა თავისი „ჩურჩულებით“. კარებზე დააკაკუნა და ღიმილით შეიხედა. - დილამშვიდობის მეფეო, შეიძლება? _ მოხუცს გაეცინა. - მოდი, შვილო. - წამლის დალევის დროა _ წამალი დაალევინა და ჩამოუჯდა. ოთახში უმცროსი კონსტანტინე შევიდა, დაუკაკუნებლად. - დილამშვიდობის ბაბუა, როგორ ხარ? _ ღიმილით მიესალმა კაცს _ ექიმიც აქ ყოფილა. - ექიმს გაიანე ჰქვია კონსტანტინე, მე უკეთ ვარ. - უკაცრავად ქალბატონო გაიანე _ გაუღიმა ბაბუას. _ წავედი მე სამსახურში, საღამოს შემოგივლი კიდევ. - ნახვამდის, ჭკუით _ დაემშვიდობია ბაბუა. - ნახვამდის _ გაიანესაც გადახედა. - ნახვამდის _ ჩუმად ჩაილაპარაკა გაიანემაც. შუადღემდე ასე თუ ისე მოწყენილი იყო, არც თამარი ყოფილა სახლში. ბოლოს ისევ სამზარეულოში ჩავიდა და ნინისა და ლელასთან ერთად გაატარა დრო. სადილის შემდეგ ისევ ბაბუსთან ავიდა ოთახში, სავარძელში ჩამოჯდა, გაზეთები წაუკითხა. ცოტა ხანში ხმაურით შევარდა თამარი. - ბაბუუ როგორ ხარ? _ ჩაეხუტა მოხუცს. _ გაიანე შენ როგორ ხარ? _ ახლა გაიანე გადაკოცნა. - კარგად _ ღიმილით მიუგო კაცმა _ შენ როგორ ხარ ბაბუ? - მეც კარგად. აუ ბაბუ რაღაც უნდა გითხრა და შენ უნდა დამეხმარო. - გისმენ ბაბუ. - მოკლედ გაიანე მჭირდება ერთ საღამო, მაგრამ თვითონ უარს ამბობს მარტო ვერ დავტოვებო. - თამარ _ თვალები დააბრიალა გაბელიამ. - მაცადე გაიანე, ბაბუ ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და მინდა რომ გაიანეც წავიყვანო, მაგრამ არ მომყვება, უთხარი რომ შეუძლია წამოვიდეს რა. - შეგიძლია წახვიდე გაიანე, თან თუ თამარი რამეს დაიჩემებს ვეღარ გადაათქმევინებ, მაგრამ ასეთი გოგოები მარტო გაგიშვათ ბაბუ? _ გაუცინა. - მარტო არა ბაბუ, კონსტანტინეც მოდის. - ჰო და წადით გაიანე, გაიცნობ თან თამარის მეგობრებსაც, აუცილებლად უნდა წახვიდე. - მაგრამ.. - არავითარი მაგრამ, ქალებს მე ვეტყვი _ ჩაიცინა. - არ ვიცი, ჯერ არ გთანხმდებით. - კარგი, კარგი _ გაუცინა თამარმა. - გავალ მე, თუ რამე დაგჭირდეთ დამიძახეთ. - გადით ბაბუ, გადით. ოთახიდან გასულები არ იყვნენ ისევ რომ წამოიწყო თამარმა საუბარი. - დღეს სტუმარი გვეყოლება _ უკმაყოფილოდ დაიჭყანა. - ვინ? - ჩემი ძვირფასი სარძლო. - საცოლე ჰყავს შენს ძმას? - კი, ქალბატონი ქეთევანი. - მერე? - არაფერი, არ მომწონს და ვერც ვამბობ, მაშინვე კაცის მკვლელი თვალებით მიყურებენ. - რას ერჩი, თუ შენ ძმას უყვარს, უნდა გაჩუმდე. - ეგეც არ ვიცი, უყვარს თუ არა, რაღაცნაირია და არ მომწონს, ზემოდან მიყურებს, მერე რა რომ მაგისნაირი პარამეტრები არ მაქვს. - კარგი ჰო, მაგრამ ეგენი ძმასთან არ თქვა, ეწყინება. - ნახავ შენ თვითონ. - ვნახავ, ვნახავ _ გაუცინა. - ნახევარ საათში მოვლენ და ჩამოირბინე შეათვალიერე. - თამარ კარგი რა _ გაეცინა. - უი შენთვის უნდა მეკითხა წუხელ რა მოხდა. - არაფერი, დაბდური ვარ და ჭიქა გავტეხე _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. - დედა ბრდღვინავდა ხომ? _ გაეცინა _ ნუ მიაქცევ ყურადღებას. - შემეშინდა და იმიტომ გამიტყდა _ თითქოს თავი გასასამართლებლად ჩაილაპარაკა. - რამ შეგაშინა? - ვინ _ გაეცინა. - ვინ? - შენმა ძმამ, ქურდი მეგონა _ ჩაიფხუკუნეს. - ვაიმე რა სასაცილო ხარ, წავედი ახლა მე სამეცადინო მაქვს. - მიდი, მიდი, მე ბიბლიოთეკაში შევალ ცოტა ხნით _ კიბეებს ჩაუყვა და ბიბლიოთეკის დიდი კარები გამოაღო. ჯერ უბრალოდ ყურება აბედნიერებდა ამდენი წიგნების, ნელა დაუარა კედლებს, ათვალიერებდა ავტორებს, ნაწარმოებებს. „შაგრენის ტყავი“ შეარჩია, იქვე სავარძელში ჩაეშვა და წიგნი გადაშალა. რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხოს, მაინც ინტერესი აქვს ამ წიგნის მიმართ. ბავშვობიდან ასეა, წიგნის ერთხელ წაკითხვა არასდროს ჰყოფნიდა, თუ მოეწონებოდა კითხულობდა მეორედ.. მესამედ.. ტელეფონის ზარმა ამცნო რომ ბაბუასთვის წამლის დალევის დრო იყო. წიგნი უკან დააბრუნა ბიბლიოთეკიდან გავიდა. ბატონ კონსტანტინეს წამალი დაალევინა და როცა ისევ პირველ სართულზე ჩამობრუნდა, სტუმარი უკვე მისაღებში დახვდა. მხოლოდ წყვილი და უმცროსი თამარი იყო. - გაიანე მოდი _ დაუძახა თამარმა. - გამარჯობა _ მიესალმა გაიანე სტუმარს. - გამარჯობა _ გოგონამ გაუღიმა. _ უკაცრავად შეგიძლიათ წყალი მომიტანოთ? _ გაბელიას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, მშვიდად გავიდა სამზარეულოში და წყალი მიუტანა. - ინებეთ _ მაგიდაზე დადგა. - ახალი მსახური ხარ? - მსახური არ ვარ. - აბა მოსამსახურე? - არა, ბატონი კონსტანტინეს ექიმი ვარ. - აჰ, რა მნიშვნელობა აქვს, ანუ მსახური ხარ _ გაიანემ მშვიდად გაუღიმა, მაგიდაზე დადგმული ჭიქა აიღო, წყალი თვითონ დალია და ისევ მაგიდაზე დადგა. - მე მსახური არ ვარ, წყალი თუ გნებავთ სამზარეულოშია და მიირთვით _ კმაყოფილმა გაუღიმა და კიბეებისკენ წავიდა. კონსტანტინეს ხმა არ ამოუღია, ღიმილით გააყოლა თვალი. თამარი კი უკან გაჰყვა. - კინაღამ თმებში ვწვდი _ გაცხარებული იყო. - ნუ ღელავ თამარ, არ ღირს _ გაუცინა. პირველ სართულზე ქეთევანი კაპასობდა. - ვინ ჰგონია თავი ამ მსახურს? - ქეთევან ხომ გითხრა, მსახური არ არის, შენ არ გაიგე და ასე აგიხსნა _ მშვიდი იყო ბაგრატიონი. - და შენც ასე მშვიდად მიიღე ხომ? - ქეთევან შეურაცხყოფა არ მოუყენებია და რა უნდა მეთქვა? - უნდა დაგეცავი. - კარგი რა _ მობეზრებულად ჩაილაპარაკა, კიდევ კარგი ქალბატონი ელენე მოვიდა და ყურადღებაც მას მიაპყრო. ქეთევანმა სადედამთილოსაც უამბო ექიმის „თავხედური“ საქციელის შესახებ, ელენემ დაველაპარაკებიო. გაბელია ოთახში იყო შეკეტილი, ლოგინზე წამოგორებული და სულ არ აწუხებდა კვირკველიას არსებობა. მშვიდად დაეხუჭა თვალები და ფიქრობდა. უკვე ერთი სული აქვს ეს სამი თვე გავიდეს, რატომღაც უხერხულად გრძნობს თავს ამ ოჯახში. ალბათ დროთა განმავლობაში შეეჩვევა კიდეც. კინაღამ სირცხვილით მოკვდა ის ჭიქა რომ გაუტყდა, თან ქალბატონიც ისე გაბრაზდა, კიდევ კარგი უფროსმა თამარმა მაინც დაიცვა. კონსტანტინემ არც კი იკადრა წესიერად აეხსნა დედასთვის. თვითონაც კარგი დაბნეულია, სახლშიც თითქმის ყველაფერი დაამტვრია, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა, ამხელა გოგოა და მაინც სულ შემთხვევით უფუჭდება რაღაცები. ვახშმის დრო რომ მოვიდა, უმცროსმა თამარმა შეიჭყიტა და დაუძახა, მერე ერთად წავიდნენ კიბეებისკენ. - კიდევ კარგი ვახშმად მაინც არ რჩება _ გაუცინა თამარმა. - დარჩენილიყო კიდევ რა უჭირს _ მიუბრუნდა უკან და უპს.. არა რა, თავიდან ბოლომდე შარია ეს გოგო, დაუცდა ფეხი კიბეზე... ხომ აფრთხილებდა დედა, როცა დადიხარ წინ იყურეო.. მაგრამ რად გინდა, ვინ ითვალისწინებს.. ჰოდა ასე ბედნიერეად ჩაწმინდა რამდენიმე კიბე, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, კიბის ბოლოში მდგარი სამფეხა მაგიდასაც გამოსდო ხელი, ისიც წააქცია, მასზე არსებული ვაზაც წკრიალით გაგორდა იატაკზე და ბოლოს, ფაცხა-ფუცხით ფეხზე წამომხტარი მთელი ძალით შეასკდა კიბეებისკენ მისკენ მიმავალ კონსტანტინეს. დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. - ვაიმე ვაზა _ შეშინებული წავიდა ვაზისაკენ და როგორც კი ნახა რომ მთელი იყო, შვებით ამოისუნთქა. _ კიდევ კარგი არ გატყდა. _ თამარი უკვე სულს ვეღარ ითქვამდა სიცილით, კონსტანტინე გაბრაზებული შესცქეროდა. - ცოტა წინაც რომ იყურო კარგი იქნება _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა. - ბოდიში _ ჩუმად ჩაილაპარაკა. - ბოდიში, ბოდიში, რაც მოხვედი მას მერე ბოდიშებს იხდი, რა დაბნეული ვინმე ხარ. - ბოდიში. - კიდევ. - რა ხმაურია? _ მაშინვე გამოიხედა ქალბატონმა ელენემ. _ ახლა რა გატეხე? _ ქალი უკვე ცოფებს ყრიდა. - არაფერი გამიტეხავს, გეფიცებით _ შეშინებული ლაპარაკობდა. - გოგონა, ცოტა დაკვირვება არ გაწყენდა. - კარგი რა დე, ისედაც შეშინებულია _ მაშინვე დაიცვა თამარმა. - შენ ნუ ერევი, შენზე სხვა საყვედურიც შემომივიდა, გაითვალისწინე გაიანე, ოჯახის ყველა წევრს პატივი უნდა სცე. - მე ყველას პატივს ვცემ ქალბატონო _ უკვე გამართულმა უპასუხა. - სარძლოს არ ექცევი კარგად როგორც ჩანს. - არაფერი გამიკეთებია ქალბატონო ელენე. ავუხსენი რომ მსახური არ ვარ, სიტყვით რომ ვერ გაიგო, მოქმედებით გავაგებინე, უპატივცემულო არაფერი გამიკეთებია. - კარგი, ვივახშმოთ ახლა და ეცადე სხვა დროს ფრთხილად იყო. - დიახ _ ჩუმად დაეთანხმა და ბაგრატიონებს მიჰყვა სასადილო ოთახისკენ. თავი 4 საღამოს ათი საათია, გაბელია ბაღში, საქანელაზე ზის და გულუბრყვილო მზერით ათვალიერებს გარემოს. უკვე მეორედ იწვნია მარცხი. როგორ ვერ იტანს ასეთ სიტუაციებს, არადა რა მრავლად აქვს. ხელში შოკოლადი ფილა აქვს „ჩაბღუჯული“ და დრო-დრო გაბუტული ტუჩებით კბეჩს. აშკარაა ქალბატონი ელენე უკვე ვეღარ იტანს, ანდა რატომ უნდა იტანდეს, დაუმტვრია მთელი ჭურჭელი. „ერთი ჭიქა გავტეხე, ის ვაზა ხომ გადარჩა“ - გაიფიქრა თავის გასამართლებლად. ფიქრებში ისე ღრმად იყო, არც კი შეუნიშნავს როგორ მიუახლოვდა ვიღაცის სილუეტი. - გასუქდები, მომიტეხე ცოტა _ გვერდით მიუჯდა ბაგრატიონი. გაკვირვებულმა გახედა, არ ელოდა. ერთი ფილა მოუტეხა და გაუწოდა. _ ამხელა შოკოლადიდან ამაზე მეტი ვერ გაიმეტე? - ვერა _ გაბუტულმა ჩაილაპარაკა. - ნუ ღელავ გადაუვლის დედას გაბრაზება. - არ ვღელავ. - არადა ვიფიქრე უკეთ გავიცნობ-თქო, მაგრამ არ მელაპარაკები. - რაზე გელაპარაკო _ მხრები აიჩეჩა. - სულ ასეთი დაბნეული ხარ? - თითქმის. - რამდენი წლის ხარ გაიანე? - ქალს რომ ასაკს არ ეკითხებიან არ იცი? _ ხასიათზე მოვიდა გაბელია. - მე მაპატიეთ. - შენ არ მიბრაზდები ქეთევანთან „ინციდენტის“ გამო? - რავი მე არ მგონია რომ ასეთი აღმაშფოთებელი ჩაგედინოს რამე. _ ორივეს გაეცინა. _ სიმართლე გითხრა ახლა აქ თამარის თხოვნის გამო ვარ. - არა, ოღონდ ის არა რაც ვიფიქრე _ გაუცინა. - მგონი ზუსტად ის, კაი დაეთანხმე და დაისვენეთ რა. - არ მინდა და რა ვქნა. - დაეთანხმე და სულ ერთი საღამო აიტანე თამარის ხათრით. - ვიფიქრებ. - კარგი, არ გაცივდეთ ექიმო. - არ გავცივდები უფლისწულო _ გაუცინა. კონსტანტინესაც ჩაეღიმა, წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. ღიმილით გააყოლა თვალი გაბელიამ. „არც ისეთი ჯმუხია“ - გაიფიქრა და კიდევ ერთხელ გაქანდა. როცა მიხვდა რომ საღამოს სუსხმა შეუტია, უკმაყოფილოდ მოშორდა საქანელას და ოთახში ავიდა. აბაზანაშიც ინებივრა და ლოგინში შეწვა. ესიამოვნა ცხელი აბაზანის შემდეგ გრილი მატერიის შეხება. ამ ღამით ადვილად ჩაეძინა და ტკბილადაც ეძინა.. მაგრამ ვაი ასეთ სიტკბოს, რამე რომ არ მოუვიდეს ისე ხომ არ შეიძლება.. ჰო და, საუზმეზე დააგვიანდა. კისრისტეხვით მოემზადა და კიბეებზე დაეშვა. გულამოვარდნილი შევარდა სასადილო ოთახში და ყველას ყურადღება მიიპყრო. - დაგაგვიანდა _ კვლავ მკაცრი იყო ელენე. - ვიცი, ბოდიში. - არაუშავს გაიანე, მოდი, მიირთვი _ შედარებით თბილად მიმართა დავითმა. გაბელიამ გაუღიმა და უკვე თავისად წოდებულ ადგილას მოკალათდა. - ისევ ბოდიში _ უჩურჩულა კონსტანტინემ და ჩაიღიმა. - რას ვიზამთ. საუზმის შემდეგ ჩვეულებისამებრ ბატონ კონსტანტინესთან ავიდა. წამალი დაალევინა, ჩამოუჯდა, ისაუბრეს. თამარი უნივერსიტეტეში იყო უკვე. კონსტანტინე სამსახურში, მაგრამ წინ საქმიანი პარტნიორის ნაცვლად საცოლე ეჯდა და რაღაცაზე ესაუბრებოდა. თუმცა ბაგრატიონის გონება სადღაც დაქროდა, სადღაც საზღვრებს იქით. როგორ უნდა ახლა სადმე დასვენება. ცოტა ხანში ნაყინის საჭმელად წავიდნენ. ერთმანეთს ხელები ჩაკიდეს და ქუჩის კუთხისკენ გაისეირნეს, იმხიარულეს. - სად გინდა ქეთევან წასვლა? - როდის? - თაფლობის თვეში. - პარიზში _ მაშინვე უპასუხა გაბრწყინებული თვალებით. - ჰო და, წავალთ პარიზში _ გაუღიმა და ნაზად შეეხო ტუჩებზე. - ჩემივე ქორწილში მე არაფერს მეკითხებიან კოსტა _ უკმაყოფილოდ მობუსხა ტუჩები. - კაი დაანებე რა, გააკეთონ როგორც უნდათ, არც შენ დაიღლები, არც მე და ქორწილიც მაგარი გამოვა. - იმედია კაბას მაინც ამარჩევინებენ _ ჩაიბუზღუნა. - აბა რას იზამენ _ გაუცინა. _ წავედით ახლა, მიგაცილებ და მერე სამსახურში უნდა დავბრუნდე. - კარგი _ გაუღიმა საქმროს და სკამიდან წამოდგა. გაიანეს საქმე არაფერი ჰქონდა, ჯერ ბიბლიოთეკაში შევიდა და შემდეგ, ბაღში გაისეირნა. ვიღაც კაცი უკვე გაშლილ ყვავილებს ეფერებოდა. გაახსენდა მებაღე კაკო ძია და მიუახლოვდა. - გამარჯობა. - გამარჯობა _ ყვავილებს მოწყდა ცოტა ხნით. - მე ბატონი კონსტანტინეს ექიმი ვარ, გაიანე. - ლამაზი სახელი გაქვს, მე კაკო ძია ვარ. - სასიამოვნოა, ბაღს სულ თქვენ უვლით? - კი შვილო, სულ მე ვუვლი, ბავშვობიდან მიყვარს მცენარეები. - მეც მიყვარს. - ვარდი გეყვარება, როგორც ქალბატონს. - ვარდები ძალიან მიყვარს, მაგრამ იასამანი ყველა ყვავილს მირჩევნია. - ოო, კარგია, შენსავით ნაზი და ბავშვური ყვავილი გყვარებია. - მადლობა. - იასამანი რომ აყვავილდება, ერთ დიდ თაიგულს გავაკეთებ შენთვის. - ძალიან გამახარებთ. კარგი, დროებით. - დროებით შვილო _ გაუღიმა კაკო ძიამ და ისევ ყვავილებს მიუბრუნდა. სახლში გაღიმებული შევიდა. ამ მოკლე დიალოგმა ისე დამუხტა...ყოველთვის უყვარდა უფროს ხალხთან საუბარი, რატომღაც დადებითი ემოციით ივსება. მაგრამ მაინც მოეწყინა, მოდი და ნუ მოიწყენ ამხელა სახლში მარტო იყო და საქმეც არ გქონდეს... რომ ფიქრობს, მართლა ვერ ხვდება რატომ აიყვანეს, ფაქტობრივად არაფერს აკეთებს, წამლებს ოჯახის წევრები ვერ დაალევინებდნენ? მაგრამ მას რა, ცხოვრობს სასახლეში, არაფერი აკლია და ხელფასსაც იქით უხდიან.. თუმცა სიმართლე რომ თქვას, ახლა თავი პატარა ოთახში ურჩევნია ყოფნა, თავის ლოგინზე წოლა და დედის საუბრის მოსმენა. შუადღისას თამარი მოვიდა, ერთად ისადილეს და გოგონები ოთახში შეიკეტნენ. იმდენი გააკეთა ამ „ერთი ბეწო“ გოგომ, მაინც დაითანხმა გაიანე მეგობრის დაბადების დღეზე წასვლაზე. თან თურმე ოჯახის წევრებთანაც მოუგვარებია ყველაფერი. - დაბადების დღე ხვალ აქვს. - კარგი, მაგრამ რა ვაჩუქო? თან არც ვიცნობ. - არ იღელვო საღამოს რომ გავალთ მე აგარჩევინებ რამეს. - კარგი. - წამო ახლა, ვახშამზე არ დაგვაგვიანდეს. - წამო _ კუს ნაბიჯებით ჩავიდა კიბეებზე, ფრთხილად დადიოდა ისევ რომ არ გაეფუჭებინა რამე. ვახშამზე ყველა ადგილზე იყო. როგორც ყოველთვის ახლაც უხმაუროდ ივახშმეს, მხოლოდ დასრულების შემდეგ იკითხა ქალბატონმა თამარმა ბატონი კონსტანტინეს მდგომარეობა, პასუხის შემდეგ კმაყოფილმა გაიღიმა და ოთახი დატოვა. ყველამ მას მიბაძა. უმცროსი კონსტანტინე მაშინვე წავიდა სახლიდან, საცოლე უნდა ენახა. გაიანე „პაციენტთან“ ავიდა, უმცროს თამარს სამეცადინო ჰქონდა. უფროსი თამარი, ელენე და დავითი მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ. ---------------- - საღამომშვიდობის _ მიიხუტა ქეთევანი და თავზე აკოცა. - საღამომშვიდობის _ განაბულმა ჩაილაპარაკა. - სად წავიდეთ? - ვისეირნოთ რა. - კარგი ვისეირნოთ. ხვალ მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ, ხომ წამოხვალ? - დამპატიჟეს? - თავისთავად, მე დამპატიჟეს მეწყვილესთან ერთად. - წამოვალ. - შოკოლადი არ გინდა? - მინდა _ გაუცინა. შოკოლადი უყიდა და გოგონამაც კმაყოფილი მზერით უთხრა მადლობა. წინა ღამინდელი ინციდენტი გაახსენდა კონსტანტინეს რატომღაც, გაეღიმა და ისევ ქეთევანს დაუბრუნდა. --------------------- საქმე აღარფერი ჰქონდა გაბელიას და კვლავ ბაღში გასეირნება გადაწყვიტა. ნელა მიაბიჯებდა ქვაფენილზე და მცენარეებს აკვირდებოდა. გაშლილ ყვავილებს ნაზად ეხებოდა, ყნოსავდა, მერე თავისთვის ჩაიღიმებდა და გზას აგრძელებდა. - თქვენსავით ლამაზია _ მოესმა კაცის ხმა ყვავილთან მიახლოებულს. გაკვირვებულმა გახედა ხმის პატრონს და დაცვის წევრი ამოიცნო. - მადლობა _ გაუღიმა. - იმედი მაქვს თავხედობაში არ ჩამომართმევთ სახელს თუ გკითხავთ. - გაიანე. - სასიამოვნოა, მე გაგი. - ჩემთვისაც სასიამოვნოა _ გაუღიმა. - რამდენ ხანს უნდა იყო აქ? - სამი თვე. - კარგია, ხშირად მექნება თქვენი ხილვის პატივი. _ გაიანეს გაეცინა. _ კარგი, თავს აღარ შეგაწყენთ, დროებით. - დროებით გაგი _ ღიმილით დაემშვიდობა. გაბელია სახლისკენ წავიდა, მისაღებში შევიდა და მათთან ჩამოჯდა. ყველა ერთად უყურებდა საინფორმაციო გამოშვებას და უეცრად შუქი ჩაქრა. მთელი სახლი ჩაბნელდა. გაკვირვებით იკითხეს რა მოხდა, მაგრამ ვერ გაარკვიეს. ელექტრიკოსის გამოძახებისთვის გვიანი იყო, უმცროსი კონსტანტინე სახლში არ იყო, დავითმა მიზეზი ვერ გაარკვია. მეორე სართულიდან თამარი ყვიროდა რა ხდებაო. - თამართან მე ავალ _ ჩაილაპარაკა გაიანემ. - ფრთხილად ადი, სინათლეში ხათაბალებში ეხვევი და ახლა სიბნელეში _ უკმაყოფილო ტონი ჰქონდა ქალბატონ თამარს. - ფრთხილად ავალ. - სად არიან ეს გოგოები, ნინიი, ლელაა, იქნებ სანთლები მოგეძებნათ. ხელის ცეცებით ავიდა მეორე სართულზე, კედლებს და თამარის ხმას მიჰყვებოდა. ჯერ კიდევ ვერ ისწავლა ამ სახლის განლაგება და რა ქნას, ორ დღეში ხომ ვერ ისწავლიდა, ოთახებს დღის სინათლეზე ცნობს, მაგრამ როგორ გინდა ახლა გაიკვლიოს, დათვლით მაინც მიაგნებს. თამარის ოთახამდე მივიდა და ნელა შეაბიჯა. - თამარ, მე ვარ არ შეგეშინდეს. - რატომ ჩაქრა შუქი? - არ ვიცი, ელექტრიკოსიც ვერ გამოიძახეს, ხვალ დილამდე მოგვიწევს ცდა. - რა უბედურება, მოიცა, ტელეფონით გავანათებ. - ჩემი ტელეფონი სადღაც გდია ალბათ _ გაეცინა. - არადა იმდენი მქონდა სამეცადინო _ აწუწუნდა ბაგრატიონი. - მოასწრებ მაინც, ყოჩაღი გოგო ხარ. - ცოტა ადრე მაინც გათიშულიყო, გააკეთებდნენ, ახლა ხვალ დილამდე უნდა ველოდოთ. - ახლა კი არ უნდა ველოდოთ, უნდა დავიძინოთ. - სხვა რა გზაა. - წავედი მე, ძილინების. - გამოგყვე გინდა? - არა იყავი, არ მეშინია _ გაუცინა. ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა და „თვლით“ წავიდა თავისი ოთახისკენ. კარებს მიუახლოვდა გააღო, შევიდა. აქაც უკუნი სიბნელე, ეს მთვარეც მაინცდამაინც ამ ღამე არ ანათებს წესიერად. ბურდღუნით გადასწია გადასაფარებელი, ტანსაცმელი გაიხადა და ლოგინში შეწვა. ამ სიბნელეში ნამდვილად არ აპირებდა საღამურების ძიებას და ჩაცმას. ყელამდე ამოიწია საბანი და თვალები დახუჭა. ნელ-ნელა წავიდა ვარდისფერი ღრუბლებისკენ და მშვიდი სუნთქვა ამოუშვა. შუაღამისას კარები აჭრიალდა, თუმცა გაიანეს ყურიც არ შეუბერტყავს. არც ის გაუგია როგორ დაწვა ლოგინის მეორე მხარეს ვიღაც, ან რას გაიგებდა, იმხელა ლოგინია ორი კი არა, სამი-ოთხი კაციც მშვენივრად მოთავსდება. რატომღაც არც მეორეს უგრძვნია უცხო სხეული ლოგინში, მშვიდად აქცია ზურგი და თვალები დახუჭა. აშკარად იგრძნო გაბელიამ რომ საბანი აღარ ჰყოფნიდა, მაგრად მოქაჩა თავის მხარეს, ხელიც „ჩასჭიდა“ და გამოფხიზლებისკენ წასული გონება ისევ დააძინა. როგორც ჩანს, სულაც არ მოეწონა მეორე სხეულს საბნის წართმევა და ახლა მან გასწია თავისკენ. იყო ასე გაწევ-გამოწევა. ქალბატონ გაბელიას რომ ყელში ამოუვიდა ეს სიტუაცია, ერთი ძლიერად გაიქნია ფეხი და... უფს.. აშკარად ვიღაცას შეეხო.. იმ ვიღაცამაც აშკარად იგრძნო ტკივილი. არაფრად ჩააგდო, ისევ მოქაჩა საბანი და მეორე დარტყმაც რომ იწვნია თავი წამოყო. გაკვირვებულმა გადახედა ლოგინის მეორე ნაწილს და უჩვეულოდ „ამობურცული“ შენიშნა. გაიანემაც იკადრა გაღვიძება მეორედაც რომ შეეხო ვიღაცას და ისიც წამოჯდა. მიიხედა და კვლავ უფს.. ვიღაც უყურებდა. - არ მომეკარო თორემ ვიკივლებ _ უკვე კივილისთვის გამზადებული ხმით ჩაილაპარაკა. - აქ რა გინდა? _ გაოცებული იყო. - კონსტანტინე? მე რა მინდა თუ შენ რა გინდა? სულ გაგიჟდი? - მოიცა, მოდი დავლაგდეთ, შენ ხარ ჩემს ოთახში. - ეს ოთახში შევარდნა და მერე სხვისთვის გადაბრალება რამე ახალია? _ არ ცხრებოდა გაიანე. _ მითხარი რა მიზნები გამოძრავებს. - რა მიზნები უნდა მამოძრავებდეს ადამიანო, გეუბნები ჩემს ოთახში ხარ. იქნებ შენ გამოძრავებს ცუდი მიზნები?? _ ჩაიცინა ბაგრატიონმა. - რა მიზნები? - რა ცუდი მიზნებიც გაიფიქრე წეღან, აი ის მიზნები. - რა სისულელეა _ უცებ აღშფოთდა. _ ბოლოჯერ გეუბნები, დატოვე ჩემი ოთახი. - გეუბნები ჩემი ოთახია-თქო. - არა, კარებები ზუსტად გადავთვალე. - რა ქენი? _ ახარხარდა კონსტანტინე. - გადავთვალე _ გაბუსხულმა ჩაილაპარაკა. - და რატომ დათვალე? ისე ვერ მიხვდი? - თუ არ იცი გეტყვი რომ შუქი არაა, ამიტომ გადავთვალე. - ჰოდა მინდა გითხრათ რომ მათემატიკაში რაღაცები გერევათ გაიანე ექიმო. - ღმერთო ჩემო.. - დატოვებთ ჩემს ოთახს თუ საბანი გავინაწილოთ? - რას ჰქვია გავინაწილოთ _ აპილპილდა _ თვალები დახუჭე უნდა გავიდე. - ძალიან არ ჩანდეს რა _ ჩაიფრუტუნა _ მოიცა _ უცებ სიცილი აუტყდა _ ახლა აქედან რომ გახვიდე და ვინმე სხვა შეგხვდეს? - რა შარში ვარ, ღმერთო რატომ ვარ ასეთი მარცხიანი _ მოთქვამდა თავისთვის. - კარგი ჰო, აჰა აიღე _ სკამიდან რაღაც მიაწოდა. - რა არის? - ჩემი მოსაცმელია, შემოიცვი, ისეთი პატარა ხარ მუხლებამდე მოგწვდება. _ პატარა ხარო, ეს რა აკადრეს გაბელიას? გაბრაზებულმა გადახედა, ზედა გამოართვა და შემოიცვა. - სულაც არ ვარ დაბალი და არც მუხლებამდე მაქვს _ გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და ფრატუნით გავიდა ოთახიდან. თუმცა გასული არ იყო, ისევ უკან მიფრატუნდა. _ შეგიძლია ტელეფონი მათხოვო? - რათ გინდა? - რომ გავანათო და აღარ ამერიოს, ან სანთებელა, რა ვიცი რამე სანათი საშუალება. - არ ვეწევი, აიღე ტელეფონი _ ეკრანანთებული მობილური გაუწოდა. გაბელიაც ისევ გაფრატუნდა და მიაგნო თავის ოთახს. ახლა ეს ტელეფონი როგორ დაუბრუნოს? ოჰ, ჯანდაბა! ყველა თავსატეხი რატომ უნდა გაუჩნდეს მას. ხვალ დაუბრუნებს! მტკიცედ გადაწყვიტა და ახლა უკვე თავის საბანში გაეხვია... თავი 5. დილით გაღვიძებულმა თვალები მოიფშვნიტა, დაამთქნარა და წამოჯდა. გვერდით მიხედვისას და კონსტანტინეს მოსაცმელის დანახვისას, ავტომატურად გაახსენდა ღამის ამბები და აღაჟღაჟდა. ო, არა! რა გამოდის, ბატონ კონსტანტინეს ოთახში შეუვარდა, მის ლოგინში ეძინა, მერე წიხლიც უთავაზა.. არა! არა! ეს უკვე მეტისმეტია.. ჯანდაბა, რატომ არის ასეთი დაბნეული რატომ... უნდა დაუბრუნოს.. ახლავე? არა! ამ დილაადრიან ვერ შეუვარდება იმ კაცს ოთახში. სწრაფად მოემზადა და სასადილო ოთახისკენ წავიდა. იქ მისულს ადგილზე არავინ დახვედრია. „რა ადრე მოვედი“ - გაიფიქრა და თავისი ადგილი დაიკავა. „შუქიც მოსულა“ - განათებულ ჭერს ახედა. - დილამშვიდობის ექიმო ოკუპანტო _ გაუღიმა კონსტანტინემ და ისევ აუწითლდა ლოყები გაბელიას. - დილამშვიდობის ოკუპირებულო _ არ შეიმჩნია სირცხვილი. - მოსაცმელი და ტელეფონიც მიითვისე? - დაგიბრუნებ, ახლავე გინდა? - არა, ვისაუზმოთ და შემდეგ. - დილამშვიდობის ახალგაზრდა საზოგადოებას _ სიცილით შევიდა უმცროსი თამარი. - დილამშვიდობის თამარ. - დღეს უფროსებ ძილი უსურვებიათ? - ალბათ თამარ. - დილამშვიდობის _ ელენე შემოვიდა და მაგიდასთან მოთავსდა. - გამარჯობა ბავშვებო _ ღიმილით მიესალმა დავითი. სულ ბოლოს ბებია და ბაბუაც ერთად ჩამოვიდნენ. - ჩემი მკურნალი ანგელოზიც აქ ყოფილა უკვე _ გაუღიმა მოხუცმა გაიანეს. ღიმილით დახარა თავი გოგონამ. მშვიდად ისაუზმეს და წესისამებრ დასრულების შემდეგ მთელი ოთახი დაიცალა. გაიანემ წამლები დაალევინა უფროს კონსტანტინეს და თავისი ოთახისკენ წავიდა. ბაგრატიონის ნივთები აიღო, მის ოთახთან მივიდა და ნელა დააკაკუნა. სერიოზული სახით გაუღო კარები, ნივთები გამოართვა, ოდნავ გაუღიმა და ისევ მიკეტა კარები. გაბელიამ მხრები აიჩეჩა და ბაღისკენ წავიდა. საქანელაზე ჩამომჯდარმა შენიშნა როგორ ტოვებდნენ ეზოს დავითი და კონსტანტინე. მზერა მოაცილა მათ და მისკენ მიმავალი თამარისკენ გაიხედა. - დღეს უნივერსიტეტში არ წავედი. წავიდეთ ახლა მე და შენ და საჩუქარი ვიყიდოთ. - აუ მაინც უნდა წამოვიდე? - გთხოვ რა გაიანე _ საწყალი თვალებით ახედა თამარმა. - კარგი ჰო _ ხელი ჩაიქნია. - გაემზადე და წავიდეთ. - მზად ვარ _ გაუცინა. - კაი, გავიქცეთ მაშინ და სადილამდე დავბრუნდეთ. - ტელეფონს ავიღებ. _ ტელეფონი და პატარა ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდნენ. ბევრი არჩიეს, საბოლოოდ თამარმა სამაჯური უყიდა, გაიანემ ყელსაბამი და სადილისთვის შინ დაბრუნდნენ.. ---------------------- - გამარჯობა ქეთევან, გცალია? - კი კოსტა, რა ხდება? - ანინოსთვის საჩუქარი უნდა ავარჩიო და ვერ დამეხმარები? თან თითქმის ერთი ასაკის ხართ და. - კი რა პრობლემაა, გავემზადები და გამოვალ. - გაემზადე და გამოგივლი. - კარგი. _ სწრაფად მოემზადა ქეთევანი. წყვილმა ერთად შეარჩია ჩანთა და ყელსახვევი, მერე კაფეში შეიარეს, ყავაც მიირთვეს და საღამომდე დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ---------------------------- სადილის შემდეგ ისევ „შაგრენის ტყავს“ მოჰკიდა ხელი გაბელიამ და ბაღის საქანელაში ჩაჯდა. წიგნის კითხვამ გაიტაცა, ფეხის ხმამ გამოაფხიზლა, აიხედა და მომღიმარი გაგი შეხვდა. - გამარჯობა _ მიესალმა კაცი. - გამარჯობა _ გაუღიმა გაიანემ. - როგორ ხარ? - კარგად გაგი, შენ? - მეც კარგად. - იცი, ვიფიქრე შეგვიძლია ვიმეგობროთ. - რატომაც არა _ გაუღიმა. - ძალიან კარგი, დაგტოვებ ახლა, პოსტს დიდხანს ვერ ვტოვებ. - კარგი, დროებით. საინტერესო ბიჭია გაგი, თუმცა ამჟამად საინტერესოზე მეტად სიმპატიური ალბათ. მაგრამ ახლა ამაზე საფიქრელად არ სცალია, გონებაში თავის ტანსაცმელს ავლებს თვალს და განიხილავს რა შეიძლება ჩაიცვას. „ეს არა, არც ეს, არც ეს, აი ეს შეიძლება.. ან ეს, ეს არა.. აი ეს კარგია, არის!“ მაშინვე გაახილა თვალები და ოთახისკენ წავიდა. კიბეებზე უსაფრთხოდ ავიდა, კარები გამოაღო და მაშინვე კარადას მიაშურა. მოკლე სარაფანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოსაცმელი - მორჩა, ყველაფერი მზადაა. ახლა ბაბუას შეუვლის, ცოტას ილაპარაკებენ და მერე წავლენ გაიანესთვის მოსაწყენ საღამოზე. - შეიძლება? _ თავი შეყო კარებში. - მოდი გაიანე, მოდი _ გაუღიმა მოხუცმა. - ვიფიქრე ცოტას ვილაპარაკებთ-თქო. - მოდი, დაჯექი. _ სკამი ახლოს მიიწია და ჩამოჯდა. _ აბა მომიყევი შენს ოჯახზე რამე. - ჩვეულებრივი ოჯახი მაქვს, დედა, მამა და ძმა. ძმა სწავლობს, ჩემზე პატარაა. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ყველასთან ოჯახში. - გექნება შვილო გექნება _ გაუცინა. _ ჩვენ როგორ შეგვეგუე? - თქვენ შესაგუებელი რა გჭირთ? თამარს გავუგე არაჩვეულებრივად, ძალიან მხიარულია. - მართალი ხარ, თამარი ახალისებს ჩვენს სახლს. ახლა უკვე შენც. - მე კი არ ვახალისებ ვამტვრევ _ ჩაიფხუკუნა. - ჰო, მომივიდა ამბები, არ იდარდო, ელენე ცოტა ფიცხია, მაგრამ მალე ივიწყებს. - ჰო, აქამდე გამაგდებდა ვინმე. - გაიანეე _ ყვირილით შევარდა ოთახში თამარი. _ გაიანე შენ გეძებ, მოვირბინე მთელი სახლი, წამოდი გაემზადე. - უკვე? - უკვე, წამო. - ნახვამდის ბაბუ _ თამარს გაჰყვა. ოთახში შევიდა, ჩაიცვა,ტალღოვანი თმა ზურგზე დაიყარა. თვალის ჭრილს ფანქარი გააყოლა, წამწამებიც აიპრიხა, ტუჩები უმნიშვნელოდ შეიფერადა და მზად იყო. და მაინც რა უნდა გააკეთოს იქ? არავის იცნობს, მისი ტოლები იქნებიან თუ არა ისიც არ იცის. უნდა დაჯდეს ჩუმად და აქეთ-იქით აპაროს მზერა. არადა ამას ხომ ჯობს დაჯდეს თავისთვის ბიბლიოთეკაში, ან საქანელაზე და იკითხოს, იფიქროს, ან სულაც დაიძინოს. მაგრამ რა გინდა რომ თამარს შეასმინო? ჰო და ახლა ზის და ელოდება როდის მოემზადება თამარი. ბოლოსდაბოლოს ოთახში შეიხედა და ორივე წაპაკუნდნენ. მიუხედავად იმისა რომ კომუნიკაბელური ადამიანია, მაინც არ უყვარს უცხო საზოგადოებაში ყოფნა, არადა ახლა სწორედ ამას აიძულებენ. ბედს შეგუებული გადმოვიდა მანქანიდან და ჭიშკარი დაინახა. ესეც კერძო სახლი, მაგრამ სახლი და არა სასახლე, როგორც ბაგრატიონების შემთხვევაში. სახეზე ღიმილი აიკრა და თამარს შეჰყვა. ყველას თბილად ესალმებოდა უმცროსი ბაგრატიონი, მოიკითხავდა და შემდეგ გაიანეს აცნობდა, როგორც მის საუკეთესო მეგობარს. როგორც იქნა მიაღწიეს იუბილარამდეც, უხერხული ღიმილით გაუწოდა გაბელიამ საჩუქარი, მართლა ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. მართალია უამრავი ხალხი იყო, ყველა თავისთვის ერთობოდა, ყველა თავის საქმეში იყო გართული, მაგრამ ექიმს მაინც ეგონა რომ ყველა მას უყურებდა, როგორც უცხოს. თამარმა ჩაავლო ხელი და სადღაც წაიყვანა, როცა კონსტანტინეს და ქეთევანის წინ აღმოჩნდა, მაშინღა მიხვდა სადაც მიჰყავდა. ღიმილით მიესალმა ორივეს, ქეთევანს კიდევ უფრო ფართოდ გაუღიმა, სულაც არ სურს ოჯახის მომავალ რძალთან ცუდი ურთიერთობა. მართალია სამ თვეში სულ უნდა გაქრეს ამ სახლიდან, მაგრამ იქნებ იქამდე მოიყვანოს ცოლად და მერე სად წავიდეს. გაუკვირდა როცა ქეთევანის სახეზეც შენიშნა გულწრფელი ღიმილი. თამარმა წვენი მიუტანა, გამოართვა და იქვე მდგარ სავარძელში ჩამოჯდა. უყურებდა ახალგაზრდებს , აკვირდებოდა... - გამარჯობა. _ შეშინებულმა მიიხედა გვერდით და ახალგზრდა ბიჭი დაინახა. - საღამომშვიდობის. - როგორ ხარ? - კარგად, მადლობა. - მეც კარგად ვარ. _ „არ მიკითხავს“ - გაიფიქრა უკმაყოფილოდ. - რა გქვია? - გაიანე. - მე რეზი. _ ნაძალადევად გაუღიმა. ხომ ვამბობ, არ მოწონს ამ გოგოს უცხო საზოგადოებაში ყოფნა და რა გინდა რომ ქნა. _ რამდენი წლის ხარ? - ქალებს ასაკს არ ეკითხებიან. - აჰ, უკაცრავად, მე 20 წლის ვარ. _ უკვე საფირმო ფრუტუნისთვის ემზადებოდა გაბელია. _ არ გინდა ვიცეკვოთ? - არა, მადლობა. - ძალიან რომ გთხოვოთ? - მართლა არ მინდა. - და თავი რომ არ დაგანებოთ? - არ უნდა _ ბაგრატიონის ხმა გაეგო. გაკვირვებულმა ახედა, თუმცა „უფლისწულს“ არანაირი ემოცია არ ჰქონია სახეზე, მშვიდად საუბრობდა. - კარგი _ დაეთანხმა რეზი და ოდნავ მოშორებით დაჯდა. - მადლობა _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა გაბელიამ. - არაფერს _ უემოციოდ უპასუხა და ისევ საცოლეს დაუბრუნდა. როგორც იქნა დასრულდა ეს მოსაწყენი საღამო. უკვე ეზოში არიან და გასასვლელისკენ მიდიან. თამარმა დაიჟინა მარტო ვერ წავალთ, კოსტას დაველოდოთო. სულ მალე ბატონი კონსტანტინეს მანქანის უკანა სავარძელზე ამოყო თავი, წინ რა თქმა უნდა ქეთევანს დაეკავებინა ადგილი. ჯერ საცოლე მიიყვანა, შუბლზე კოცნით დაემშვიდობა და შემდეგ წავიდნენ სახლში. მშვიდობით მიაღწიეს, მანქანიდან პირველი თამარი გადახტა და შემდეგ მიჰყვა გაბელია. ნელი ნაბიჯით წავიდნენ სახლისკენ. ამ ქუსლიანებმაც როგორ ატკინა ფეხები. რას მოინდომა ეს „გამოკვანწვა“, ჩაეცვა ადამიანურად დაბლები და წასულიყო. სახლშ შესული არ იყო, ფეხსაცმელები გაიხადა, ხელში დაიჭირა და ფეხშიშველი გაუყვა თავისი ოთახისკენ გზას. გულში უხაროდა რომ დღემ ასე „მშვიდობიანად“ ჩაიარა, არაფერი მოსვლია. თამარს ტკბილი ძილი უსურვა და ოთახში შევიდა. ტანსაცმელი გაიხადა, საყვარელი მოკლე ხალათი მოიცვა და აბაზანაში შევიდა. რომ შესულიყო კიდევ არაფერი, უფრო შეცურა. თვალები გაუფართოვდა, მაგრამ რაღა დროს. არა! ზუსტად ახსოვს რომ ონკანი დაკეტა, არა! არ არსებობს! წყალი მოშვებული არ დარჩებოდა. მართალია, მოშვებული არცაა.. მაგრამ აზრი? წყალი ასხამს და ასხამს შადრევანივით. „ჯანდაბა, ალბათ მილი გაფუჭდა“ - გაიფიქრა და კინაღამ ტირილი დაიწყო თავისი უიღბლობის გამო. „ახლა რა ვქნა? ვის ვუთხრა?“ გატოპიალდა და ონკანამდე მივიდა, თავისი ჭკუით უნდა ენახა საიდან მოდიოდა ეს წყალი. თვითონ რომ ვერაფერი მოახერხა, ამოიფრუტუნა და აბაზანაზე ჩამოჯდა. „ვის დავუძახო?“ - გაიფიქრა. „ თამარს ვეტყვი ჯერ“ - იპოვა პასუხი და გახარებული წამოხტა ფეხზე. წამოხტა და ჰოპ... თავით ჩაეშვა აბაზანაში... - ააააა!! ვაიმე დედიკო! _ კივილი მორთო... ესეც „მშვიდი დღე“.. ახლა აუზად ქცეულ სააბაზანოს გაწუწული ქათამი ამშვენებს... მის კივილს სწრაფად მოჰყვა რეაქცია, ოთახში ჯერ თამარი შევარდა, შემდეგ მიჰყვნენ ძმა, მშობლები და ბებია. ყველა გაოცებული უყურებდნენ აბაზანაში მწოლიარე, სახეშეჭმუხნილ გაიანეს.. თამარს სიცილი აუტყდა, ცრემლებამდე იცინა, ბოლოს ძლივს მოიფიქრა რომ მისულიყო და ხელი გაეწოდებინა. - რა მოგივიდა? - აქ რა ხდება? _ მკაცრი იყო კვლავ ელენე _ მერამდენედ უნდა შეგემთხვათ ასეთი რამ? - გაიანე შვილო ხომ კარგად ხარ? _ თბილად მიმართა თამარმა. - არ ვიცი _ ამოიკრუსუნა. - კონსტანტინე ამოიყვანე, რას უყურებ _ დატუქსა დავითმა. ნელი ნაბიჯით წავიდა ბაგრატიონი მისკენ. - ჩემით, მადლობა _ წამოიწია და ისევ დაიკრუსუნა _ ვაიმე წელი. - მაცადეთ ექიმო _ ხელი გაუწოდა, აბაზანიდან გადმოსვლაში დაეხმარა და ლოგინამდეც მიიყვანა. - ახლა აგვიხსენი თუ შეიძლება რა ხდება. - არ ვიცი ქალბატონო ელენე, ოთახში ამოვედი და სააბაზანოში რომ შევედი, წყალი უკვე გადმოსული იყო. ონკანი დაკეტილი დავტოვე, რაღაც მილი გაფუჭდა მგონი. - დარწმუნებული ხარ რომ ონკანი დაკეტილი იყო? არც ის გამიკვირდება, მოშვებული დაგრჩენოდა. - არა, ნამდვილად დაკეტილი იყო, გეფიცებით. - კარგი, გასაგებია, თამარ ჩადი და ნინის უთხარი ხელოსანთან დარეკოს. - კარგი _ ორ წუთში ისევ უკან დაბრუნდა თამარი. - გავიდეთ ჩვენ, გამოიცვალოს გაიანემ, სველია და გაცივდება. თამარ შენ მიეხმარე _ უფროსმა თამარმა ყველა გაუშვა ოთახიდან. - ვაიმე გაიანე რა შარიანი ვინმე ხარ _ ფხუკუნებდა თამარი. - უიღბლო, აუ წელი.. _ შეგიძლია პირსახოცი მომაწოდო? - კი, აი, აიღე. - მადლობა, შეგიძლია დამტოვო შენც, ჩავიცვამ. - კარგი გავალ, ჩაიცვი და დამიძახე. - კარგი _ კრუსუნით გაიმშრალა, გამოიცვალა. თან წელის ტკივილს გრძნობდა. არა მაინც რა დაბდურია ეს გოგო, ყველაფერი მას უნდა მოუვიდეს.. მაგრამ მისი დაბდურობა რა შუაშია, სულაც არ მიუძღვის ბრალი სააბაზანოს აუზად გადაქცევაში. თამარს დაუძახა და ისიც მაშინვე შევიდა. - ხელოსანი მოდის უკვე და გააკეთებს. შენ ამაღამ ჩემთან დაიძინე, გოგოები მიხედავენ აბაზანას. - კარგი, სხვა რა გზაა _ გაუღიმა. - წამო ჩემთან. _ ნელა გავიდნენ თამარის ოთახში, თან მთელი გზა გაბელიას წუწუნს უსმენდა. ლოგინზე მიაწვინა და გაუცინა. _ ძალიან გტკივა? _ უცებ მოიღუშა, წამოჯდომისას გაიანეს შეჭმუხნული სახე რომ დაინახა. - არც ისე. - მოვწესრიგდები და მოვალ. _ სააბაზანოში გაუჩინარდა, უკან საღამურებში გამოწყობილი დაბრუნდა და მეორე მხრიდან შეწვა ლოგინში. შუქი არ ჩაუქრიათ, ისე ლაპარაკობდნენ და დაუკაკუნებლად შემოაღო კარები კონსტანტინემ. სწრაფად აიწია საბანი გაიანემ ყელამდე და ვაჟს გახედა. ბაგრატიონმა დას აკოცა შუბლზე და მშვიდი ძილი უსურვა, ნელა მიტრიალდა და კარებისნეკ წავიდა, გამოაღო, თუმცა ისევ უკან მობრუნდა. - შენც ტკბილი ძილი ექიმო _ ოდნავ გაუღიმა. - შენც _ ჩაილაპარაკა გაიანემ და კონსტანტინეც გავიდა. გოგონებმა სინათლე ჩააქრეს, გაიანე წვალებით გადაბრუნდა, ამოიკრუსუნა და თვალები დახუჭა. ახლა დედა ხედავდეს, ჯერ კარგად დატუქსავდა, მერე გაეცინებოდა კიდეც, ეტყოდა ისევ ის დაბდურა გოგო ხარო. მამა? მამაც გულიანად იცინებდა და მშვიდად ჩაილაპარაკებდა რაზე ფიქრობ შვილოო. ძმა? ძმა ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე ეტყოდა რომ მისნაირი ჩერჩეტი ამ ქვეყნად აღარ მოიძებნებოდა. კიდევ კარგი ვერ ხედავენ.. მაგრამ ისევ მათ გაეგოთ ჯობდა, ასე მაინც არ შერცხვებოდა. ახლა კი აღარ იცის უფროსებს თვალებში როგორ შეხედოს, რაც მოვიდა მას შემდეგ ყველაფერს აფუჭებს. მაგრამ რა ქნას, განა ძალით აკეთებს? უბრალოდ ასე ხდება, თავისთავად ხდება, მისგან დამოუკიდებლად. ასეთი უიღბლობა როგორ შეიძლება, თავსატეხები არ ელევა, ერთ დღეს ერთს მოაგვარებს და მეორე დღეს კვლავ ახალი საშინელება ხდება. ეს სამი თვე თუ ასე „ანებივრა“ ბაგრატიონების ოჯახი, კარგად ჰქონია საქმე. ერთ დღესაც გაუძახებენ გარეთ და მერე რაც უნდა ის ქნას.. თავი 6. დილით რომ გაიღვიძა, წელი ისევ ტკიოდა. გაჭირვებით გადაბრუნდა თამარისკენ, უშფოთველად ეძინა გოგონას. გაეღიმა, წვალებით წამოდგა ლოგინიდან, იქვე მიგდებული ხალათი მოიცვა და ლასლასით გაფრატუნდა თავისი ოთახისკენ. კარები ფრთხილად შეაღო და სააბაზანოს მიაშურა. „ყველაფერი მოუწესრიგებიათ“ - გაიფიქრა კმაყოფილმა. კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო, მოემზადა და ისევ თამართან გავიდა. საუზმეზე აგვიანდებოდათ. შეაღვიძა, სწრაფად მოემზადა და კიბეებზე დაეშვნენ. ღიმილით მიესალმნენ ყველას და მაგიდასთან მოთავსდნენ. - როგორ ხარ გაიანე? წელი ისევ გტკივა? - უკეთ ვარ, მადლობა _ გაუღიმა უფროს თამარს. - დილით ხელოსანი იყო მოსული, ყველაფერი მოაგვარა, მილი დაზიანებულა. _ გაბელიამ უბრალოდ გაუღიმა და თავი დაუქნია. მის გვერდით ადგილი ცარიელი იყო. საუზმეზე ბატონი კონსტანტინე არ ბრძანდებოდა. საუზმობის შემდეგ გაიანემ წამალი დაალევინა უფროს კონსტანტინეს და თავის ოთახში ავიდა. ლოგინზე წამოგორებული ალბათ ერთი საათი მაინც ელაქლაქა დედას. მაგრამ ქალბატონი ელენე ეძახდა და იძულებული გახდა გაეთიშა. ოთახიდან გავიდა და ელენეც იქვე იყო. - გისმენთ ქალბატონო ელენე. - გაიანე კონსტანტინე ცუდადაა. - რა სჭირს? - მგონი სიცხე უნდა ჰქონდეს, ხმაც ჩახლეჩილი აქვს, სად გაცივდა არ ვიცი, ტრავმატოლოგი ხარ, მაგრამ მაინც ექიმი და ვიფიქრე იქნებ შეგეძლოს დახმარება. - დია, რა თქმა უნდა _ დაეთანხმა. _ შეიძლება ოთახში შევიდე? - კი, შედი. _ კარებზე დააკაკუნა და შევიდა. - დილამშვიდობის _ გაუღიმა. ოდნავ დაუქნია ვაჟმა თავი და ჩახლეჩილი ხმით მიესალმა. ოთახში სამედიცინო ყუთიც იყო. თერმომეტრი ფრთხილად დაფერთხა და ბაგრატიონს გაუწოდა. _ 38,2 _ ჩაილაპარაკა თავისთვის და წამლების მოძებნას შეუდგა. _ წყალს ამოვიტან და მოვალ _ სამზარეულოში ჩაირბინა, ჭიქა აავსო და ისევ ავიდა ოთახში. წამლები და ჭიქა გაუწოდა, დაალევინა და ისევ მიწვა პრინცი. ოდნავ გაუღიმა გაბელიამ და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში ნინის ჩაის მომზადება სთხოვა და ისევ ბატონის ოთახში დაბრუნდა. ჩასძინებია, გაღვიძება არ უნდოდა, ლოგინის გვერდით დადგა ჩაის ფინჯანი და გამობრუნდა. მისაღებში ქალბატონი ელენე შეხვდა. შვილის მდგომარეობა იკითხა და გაიანეს აცნობა, ქეთევანი გვესტუმრება, კარგად მოეპყარიო. თავი დაუქნია გაბელიამ და ბიბლიოთეკაში შევიდა. ქალბატონი ელენეს კეთილგანწყობა მაინც ვერ მოიპოვა. „დაულეწე სახლი და“ - ჩაისისინა ეგომ. მერე რა მოხდა თუ ერთი ჭიქა გატეხა, ვაზა ხომ გადარჩა, მილის გაფუჭება მისი ბრალი ნამდვილად არ იყო. ქეთევანის მოსვლა ამცნეს და ოთახიდან გამოვიდა. ღიმილით მიესალმნენ გოგონები ერთმანეთს, მოიკითხეს, ქალბატონი ელენეც კმაყოფილი იყო. საცოლე კონსტანტინესთან გაუშვეს ოთახში. გაიანეს საქმე არაფერი ჰქონდა და უეცრად შესანიშნავი იდეა მოუვიდა. როგორც გაიგო, ბატონ კონსტანტინეს, უფროსს, ძალიან უყვარს ტკბილეული, ჰო და ნამცხვარს გამოუცხობს. კმაყოფილმა გაიღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. ნინი და ლელა იქ არ იყვნენ. მაცივარი გამოაღო, ინგრედიენტები მოიძია, სხვა საჭირო ნივთებიც ნახა და მზადება დაიწყო. ყველაფერი მარტივად მოამზადა, თან ასუფთავებდა და იქვე მაგიდაზე დადო ჯამი. ახლა სჭირდება ტაფა, რომელშიც უნდა გამოაცხოს. სამზარეულოს თვალი მოავლო, კარადებშიც შეიხედა, მაგრამ სასურველი ვერაფერი ნახა. ჰმ! აი ეს გამოადგება, სამზარეულო კარადის თავზე დაინახა ჯამები, ქვაბები, ტაფები... ყველაფერი ცალ-ცალკე დახარისხებული, ლამაზად დაწყობილი. სკამი მიიტანა, ავიდა და ხელი ასწია სასურველი ტაფის ჩამოსაღებად.. თუმცა, ზემდეტად მაღლა იდო და ვერ მიწვდა. უკმაყოფილოდ გაიხედ-გამოიხედა. არა, კიდევ ერთ სკამს ვერ დაამატებს, ხომ იცის თავისი უიღბლობის ამბავი, ჩამოვარდება და მოიტეხს რამეს. მაგიდაზე ხომ სულ ვერ ავა, ავიდეს და ქალბატონმა ელენემ დაინახოს, შეიძლება მოკლას. ისევ თავისი სიმაღლის იმედზე თუ შეწვდება. სკამზე მდგარი რაც შეეძლო მაღლა აიწია ფეხის წვერებზე და როგორც იქნა მიაწვდინა თითები სასურველ ტაფას. ფრთხილად გამოსწია..გამოსწია..გამოსწია და უკვე წკიპზე იყო, წონასწორობა რომ ვერ შეიკავა. არა, განა ჩამოვარდა? უბრალოდ ფეხის წვერებზე დგომა ვეღარ შეძლო, ტაფასაც არ გაუშვა ხელი და ამ ხსენებულ ტაფასთან ერთად ჩამოცვივდნენ სხვა ტაფებიც და რამდენიმე ქვაბიც.. რახა-რუხით დაემხო გაბელიას თავზე ყველაფერი და დაგვირგვინება? თვითონ ექიმმაც იატაკზე მოადინა „ზღართანი“.. - ააა.. წელიიი _ საცოდავად კრუსუნებდა, მაგრამ როგორც კი ტკივილი ოდნავ დაუამდა და ფეხზე წამოდგომაც შეძლო, სულ აღარ ახსოვდა თავისი სხეული. _ ღმერთო გადამარჩინე _ ბუტბუტებდა შეშინებული. შველა და გადარჩენა ნამდვილად სჭირდებოდა, ქალბატონი ელენე სამზარეულოსკენ მიემართებოდა, თან თვალებიდან ნაპერწკელბს ყრიდა. ერთხელაც იქნება და შემოაკვდება ეს გოგო. ჯერ თითქმის ერთი კვირაა რაც მისულია და მთელი სახლი თავდაყირა დააყენა, ხან რას ამტვრევს, ხან რას, ხან რა უფუჭდება, ამის ატანა აღარ შეიძლება.. თან გაბრაზების საშუალებასაც რომ არ აძლევენ? ყველა ამ ექიმს იცავს, არადა დიდი სიამოვნებით მოისვრიდა სახლიდან. გაბელია იდგა ასე გაუნძრევლად და შიშნარევი მზერით დაჰყურებდა იატაკზე დაყრილ ქვაბებს და ტაფებს. ამ სულელმა ისიც კი ვერ მოიფიქრა აეკრიფა მაინც. ცალკე წელი სტკიოდა, ცალკე ნერვიულობდა და თვალებიც ცრემლებით ავსებოდა. ახლა კი ნამდვილად გააგდებს ქალბატონი ელენე, მაგრამ ბატონ კონსტანტინეს ექიმი სჭირდება - დაიმშვიდა თავი, თუმცა სულ ტყუილად.. ქარიშხალი უახლოვდებოდა.. - რა ხდება აქ _ ფაქტობრივად კივილამდე ცოტაღა უკლდა ქალბატონ ელენეს. - ქალბატონო.. - ხმა არ ამოიღო ძალიან გთხოვ, რა ამბები დაგიტრიალებია აქ! - ქალბატონო ელენე აგიხსნით _ ნერვიულობისგან თითებს იმტვრევდა. - რას ამიხსნი, დღე არ გასულა რამე არ დაგემართოს. რა გინდოდა ახლა ამ ქვაბებთან? - ქალბატონო ნამცხვრის გამოცხობა მინდოდა.. - შენ აქ კონდიტერად არ მოგვიყვანიხარ, ექიმი ხარ, ე ქი მი _ გაცხარებით უხსნიდა. - ვიცი მაგრამ.. - არავითარი მაგრამ.. გაიანე, კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და აქ აღარ იცხოვრებ. გასაგებია? - გასაგებია ქალბატონო, ბოდიში, ყველაფერს მივალაგებ. - ხელს არ მოკიდებ არაფერს, ყველაფერს გოგოები მიხედავენ.. - კარგი _ თავი დაუქნია და მაშინვე თავის ოთახში ავიდა. ლოგინზე მიწოლილმა ცრემლებიც აფრქვია, საკუთარი დაბდურობის გამო ეშლებოდა ნერვები და ემოციების გამოხატვამ დააწყნარა. სადილობის დრო რომ მოვიდა, ოდნავ შეწითლებული თვალები მაკიაჟით დაიფარა და სასადილო ოთახში ჩავიდა. ხმა არ ამოუღია, კონსტანტინე ისევ არ იყო, მის ადგილს ქეთევანი იკავებდა. როგორც ჩანს მთელი დღის საქმროსთან გატარებას აპირებდა. უხმაუროდ ისადილეს, გაბელიამ თავისი მოვალეობა შეასრულა და საქანელას მიაშურა. ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა სჭირდება, ქალბატონ ელენეს თვალს ვეღარ უსწორებს. მაგრამ მარტო ყოფნაც არ აცადეს, თამარმა დაუძახა და დედის თხოვნა გადასცა. კიბეებზე ავიდა გაბელია, ფრთხილად დააკაკუნა უმცროსი ბაგრატიონის კარებზე და შევიდა. - უკაცრავად _ გაუღიმა წყვილს. სავარძელი ლოგინთან მიედგა კვირკველიას და თბილი მზერით შესცქეროდა საქმროს. - მოდი გაიანე _ ისევ ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა კონსტანტინეს. გაბელიამ თერმომეტრი გაუწოდა და დაელოდა, უხერხულად იყო წყვილთა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. - სიცხეს დაუწევია, 37,7 _ ჩაილაპარაკა და წამლები გაუწოდა. - მადლობა _ გაუღიმა ქეთევანმა. ოდნავ დაუქნია თავი ღიმილით გაიანემ. - დაგტოვებთ _ კარები გამოიხურა და ისევ ბაღში წავიდა. საქანელაში ჩამომჯდარი ფიქრობდა რა იქნებოდა ახლა რომ არა ეს ოჯახი. იჯდებოდა თავისთვის მშვიდად კაბინეტში, არავის არაფერს დაუშავებდა. საღამოს სახლში წავიდოდა, უკვე გამომცხვარი ნამცხვარი დახვდებოდა, დედა ღიმილით და არ მოაკლდებოდა მშვიდი დღეები. მაგრამ სად აქვს ამის ბედი? ჰოდა ახლა უწევს აიტანოს ქალბატონი ელენეს საფუძვლიანი საყვედურები. - გამარჯობა.. - გამარჯობა გაგი, ვერ შეგამჩნიე _ გაუღიმა. - როგორ ხარ? - არამიშავს, შენ? - მეც არამიშავს, შეიძლება? _ თვალით მიანიშნა საქანელაზე. - ჰო, მოდი _ მიიწია და გაუღიმა. - მომიყევი რამე შენზე. - რავი რა მოგიყვე, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ხანდახან ცოტა დაბნეული _ გაუცინა. - ეგ არაფერი, ხანდახან ყველა იბნევა. - მამხნევებ? შენზე რას მეტყვი? - მეც ართი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ _ გაგიმაც გაუცინა _ აგერ უკვე მეორე წელია ამ ოჯახში ვმუშაობ. - კარგია, ოჯახი? - ცოლ-შვილი არ მყავს _ გაიცინა _ დედა და უმცროსი და მყავს, მამა გარდამეცვალა. - ვწუხვარ.. - მადლობა, ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა, შეჩვეული ვარ უკვე.. - ალბათ ვერ გადავიტან ჩემი ოჯახის წევრებს რომ რამე მოუვიდეთ. - მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ თურმე ადამიანი ყველაფერს ეგუება.. მით უმეტეს როცა არსებობენ სხვები, ვისაც სჭირდები. - გასაგებია.. - შენ? - მე მყავს მშობლები და უმცროსი ძმა. - საყვარელი ადამიანი? - საყვარელი ადამიანები არიან ესენი _ გაუცინა _ თუ შეყვარებულს გულისხმობ არ მყავს, არც საქმრო და არც ქმარი. - კარგია _ გაუღიმა გაგიმ. _ კარგი, პოსტს უნდა დავუბრუნდე, სასიამოვნო იყო შენთან საუბარი. - კარგი, დროებით. _ ღიმილით დაემშვიდობა კაცს. ცოტა ხანში კიდევ ერთხელ მოუწია უმცროსი ბაგრატიონის ნახვა. ამჯერად ქეთევანი ოთახში აღარ იყო. წამალი დაალევინა, მდგომარეობა მოიკითხა და ოთახი დატოვა. ბატონი კონსტანტინე ვახშმისთვის უკეთ იყო და თავისი ადგილიც დაიკავა. იმ საღამოს სრული სიმშვიდე იყო, ახალ ხათაბალაშიც აღარ გახვეულა. რაღა ხათაბალა უნდოდა. თავის ოთახშიც დაიძინა და შეიძლება ითქვას ტკბილადაც ეძინა. დილით ნებართვა სთხოვა ქალბატონ ელენეს და საუზმობის შემდეგ თავის სახლში წავიდა. თბილად ჩაეხუტა მონატრებულ დედიკოს. ძმასაც მოუშალა ნერვები. მამა როგორც თითქმის ყოველთვის, არც ახლა იყო სახლში და მასთან სამსახურში მოუწია გავლდა. სადილობამდე „შინ“ უნდა დაბრუნებულიყო და ეცადა ყველასთვის გაენაწილებინა დრო. მეგობრებიც ნახა სულ ცოტა ხნით, მოუყვა რა ხდებოდა და როგორ იყო, არც გაგი გამორჩენია. კმაყოფილი დაბრუნდა ბაგრატიონების სასახლეში. ერთად ისადილეს და უფროს კონსტანტინესთან ავიდა ოთახში. მეგობრების შესახებაც მოუყვა. საერთოდაც, საკმაოდ დაუახლოვდა ამ კაცს, ოჯახის სხვა მცხოვრებლებს კი არ ჰგავს, უმრავლესობას.. ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია, ისეთი, ადვილად რომ გამონახავ საერთო ენას. გაბელიას მკურნალ ანგელოზს ეძახის და გოგონაც გაბადრული ისმენს. ალბათ პირველი დღე იყო, რომელიც ასე მშვიდად დააღამა, ყოველგვარი ზედმეტი პრობლემების გარეშე. თითქოს უკვე შეეჩვია კიდეც ამ ოჯახს. თავს იმდენად უხერხულად აღარ გრძნობს. თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ წევრს ესაუბროს. თამართან განსაკუთრებით კარგად ააწყო ურთიერთობა, ფაქტობრივად ახლო მეგობრები გახდნენ.იმდენად შეაყვარა თავი ამ გოგომ, აუცილებლად გააგრძელებს ურთიერთობას სამი თვის შემდეგაც. ქალბატონი თამარიც ძალიან თბილად ექცევა, მაგრამ თითქოს მაინც მოკრძალებულია გაბელია მასთან. ბატონი დავითიც არ ჩანს მკაცრი ადამიანი, თუმცა ძირითადად სახლში არაა. აი ქალბატონი ელენე, ოო, ყველაზე მკაცრ პერსონად ეჩვენება ამ სახლში, თუმცა ალბათ თავისი დამსახურებაა. უმცროსი კონსტანტინე ჯერაც ვერ გაიგო როგორია, როგორც დაადგინა, არც ისეთი ჯმუხია, მაგრამ ურთიერთობა მაინც არ აქვს. ძირითადად მოკლე დიალოგებით შემოიფარგლებიან. ახლაც, საღამოს ოთახში მიმავალს დაუძახა. გაკვირვებული მიტრიალდა გაიანე და გაუღიმა. - გისმენთ. - მადლობა მკურნალობისთვის _ ისეთი გულწრფელობით უთხრა, გაბელიას გაეცინა. _ რა ვთქვი სასაცილო? _ უცებ დასერიოზულდა. - ბოდიში _ ფხუკუნით ჩაილაპარაკა _ არ არის საჭირო მადლობა, მოვალეობას ვასრულებდი. - რადგან გითხარი, საჭიროა. ძილინების _ მიტრიალდა და თავისი ოთახისკენ წავიდა. - ძილინებიის _ გზაში დააწია სიტყვა. ოთახში შევიდა და ისევ გაეცინა. ჯერ სამადლობელი რა იყო, ეგ არაფერი, ელემენტარული თავაზიანობაა და კარგია, მაგრამ სულ ოდნავ მაინც რომ გაეღიმა ხომ შეიძლებოდა. რას იზამს, რა მისი საქმეა გაიღიმებს თუ არა. მოემზადა, ლოგინზე მიწვა და თვალები დახუჭა. დღესაც გადარჩა გაგდებას, მაგრამ როდემდე? როდემდე აიტანს ქალბატონი ელენე მის მარცხიანობას? სხვა რა გზა აქვს, ბატონ კონსტანტინეს ექიმი სჭირდება - მაინც იმშვიდებდა თავს. „სხვა ექიმებიც არსებობენ“ - ჩაისისინა ეგომ... თავი 7. უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ ოჯახშია. ხშირად ანებივრებდა ოჯახს თავისი „სიცელქეებით“. მაგრამ იყო გამონაკლისი დღეებიც, როცა არაფერი ხდებოდა და მშვიდობიანად აღამებდა. უკვე შეეჩვია ამ სახლს, მასში მაცხოვრებლებს. ყველასთან ასე თუ ისე ააწყო ურთიერთობა, ქალბატონი ელენეც თითქოს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად თვლის მის მარცხიანობას, მაინც უბრაზდება, მაგრამ მალე ივიწყებს. ხანდახან თამართან ერთად დადის, მისი მეგობრებიც გაიცნო. ყველას შეაყვარა თავი ამ „ცელქმა“ გოგომ. თვით ელენასც კი.. აი ბატონი უმცროსი კონსტანტინე ისევ ისე იქცევა, ჩვეულებრივ, როგორც პირველ თვეს. ოდნავ მეგობრულად, ოდნავ თბილად, მაგრამ მაინც საკმაოდ ოფიციალურად. თუმცა ხანდახან, ძალიან იშვიათად საუბრობენ კიდეც, ბაღში საქანელაზე, საღამოობით ან დილაობით. გაგისაც უფრო დაუახლოვდა, რამდენჯერმე ყავაზეც დაპატიჟა კაცმა. ერთმანეთი უკეთ გაიცნეს. საკმად საინტერესო ადამიანია, საკმაოდ თბილიც, თავაზიანი, ყურადღებიანი. მოკლედ რომ ვთქვათ, თითქოს გარკვეული სიმპატიებიც გაუჩნდა. აი მისი მხრიდან კი აშკარა სიმპატიებს გრძნობს, თუმცა არ უნდა აჩქარდეს.. უკვე მაისია, შესაბამისად საკმაოდ თბილა. ასეთ ამინდში, როცა დილიდანვე მზე ანათებს, ვერაფრით იძინებს გაბელია. ჯერ რვა საათია, საუზმისთვის ადრეა, მაგრამ ვერც ოთახში ზის უსაქმურად. „არაფერი მოხდება ჩაის თუ დავლევ“ - გაიფიქრა და კიბეებზე დაეშვა. ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და დაელოდა. რომ ადუღდა, სამზარეულოს ხელთათმანით აიღო და დაისხა. რა მოხდებოდა ახლა წესიერი ჩაიდანი რომ ეყიდათ, ადამიანურად, ზედმეტი ხლაფორთის გარეშე რომ მოკიდებ ხელს და აიღებ, მაგრამ არა. ძირიც და ხელისმოსაკიდიც ერთნაირად უცხელდება. მაგიდასთან მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ფრთხილად შეახო ჭიქას ტუჩები. - დილამშვიდობის, ადრე გაგიღვიძია ექიმო _ კარებში მდგარ კონსტანტინეს ღიმილით ახედა გაიანემ. - დილამშვიდობის. - დაგეწვეოდი ჩაიზე თუ შეიძლება. - რა თქმა უნდა _ გაუცინა _ დაბრძანდი, დაგისხმა ახლავე. _ ფინჯანი მაგიდაზე დადგა კონსტანტინეს წინ და ჩაიდნის ასაღებად მიტრიალდა. ჩაიდანი კი აიღო, მაგრამ ამ სულელმა ვერ მოტვინა რომ ჯერ ხუთი წუთიც არ იყო გასული და ისევ ისეთი ცხელი იქნებოდა. იმ წამსვე ვერ იგრძნო ხელის წვა, შემობრუნდა და დასხმა დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ეპარებოდა ცუდი შეგრძნება, სანამ ფინჯანი გაავსო, ხელი თვითონაც კარგად დაეწვა, ვეღარც ჩაიდანი შეიკავა და მძმედ გაუვარდა. მერამდენედ?! იატაკზე დავარდნოდა კიდევ არაფერი, უარესი მოხდა. ჩაიდანი „მიფარფატებდა“ ქვემოთ და იატაკამდე, მშვიდად „დაენარცხა“ ბატონი კონსტანტინეს ხელს, შეიწირა მისი ძვირადღირებული საათი, მოწესრიგებული ხელი, კოსტუმი, შარვალი და მხოლოდ ამის შემდეგ გაგორდა მიწაზე.. - ფუ შენი _ მაშინვე წამოხტა ბაგრატიონი. - ვაიმე, ბოდიში.. გეწვის? ცივ წყალს შეუშვირე ხელი, წამოდი _ დაბნეული გაჰკიოდა სიტყვებს. - გაჩუმდი, არ მომეკარო, დამმართებ კიდევ რამეს. ხელიც მეწვის და ფეხიც _ იღრინებოდა კონსტანტინე. - ვაიმე.. მაპატიე, არ მინდოდა.. - რომელ ნორმალურს უნდა ადუღებული წყლის გადასხმა სხვისთვის _ ჩქარი ნაბიჯით დატოვა სამზარეულო და ოთახში წავიდა გამოსაცვლელად. გაბელიამ ძლივს მოიფიქრა ტილო ეპოვა და იატაკზე დაღვრილი წყალი მაინც მოეწმინდა. ფაცხა-ფუცხით მოაწესრიგა იქაურობა. სამედიცინო ყუთიც მოძებნა, დამწვრობის მალამო იპოვა და შეშინებული აუყვა კიბეებს. ახლა ხომ იქნება ღირსი რომ მოისროლოს იმ კაცმა სახლიდან. არა რა, მაინც როგორ შეიძლება ყველაფერი მას დაემართოს. ფრთხილად დააკაკუნა კარებზე, არავინ გაეხმაურა. კიდევ ერთხელ დააკაკუნა და ჩუმად დაუძახა. - კონსტანტინე, შეიძლება? _ ვითომ გაიგონებდა იმ კარებს იქით რამეს. შეაღო და შეიხედა, ბაგრატიონი ოთახში არ იყო. თვითონაც არ იცის საიდან ამდენი სითამამე, მაგრამ შეაბიჯა და კარები დახურა. მალამო სარკის წინ დადო და თვითონაც იქვე ჩამოჯდა. მალე გამოვიდა კონსტანტინე სააბაზანოდან და გაუკვირდა გაბელია რომ შენიშნა, არ ელოდა. - რა გინდა აქ? _ მკაცრი ტონით ჰკითხა. - მართლა არ მინდოდა, ბოდიში. - გითხარი უკვე ეგ არავის უნდა-თქო. - ვიღაცებს შეიძლება უნდოდეთ კიდეც _ გაეღიმა. _ დასახმარებლად შემოვედი, დავაკაკუნე და ვერ გაიგე. - არ მინდა დახმარება. - გეწვის? - არა _ იღრინებოდა. - ნუ მატყუებ. - კარგი, მეწვის, თან ძალიან. - რომ არ გეწვოდეს ის გამიკვირდებოდა. - ხომ გაარკვიე ჩემი მდგომარეობა, შეგიძლია გახვიდე. - ბოდიშიც მოგიხადე, მალამო ამოვიტანე, დაგეხმარები და წავალ. - კარგი _ ჩაიბურტყუნა. - პერანგის მკლავი აიწიე. - შეგიძლია ახლაც დამეხმარო _ კვლავ სერიოზული იყო. - ახლავე _ ოდნავ მიჩოჩდა გაიანე მისკენ. ორივე ხელით ფრთხილად, მოწესრიგებულად აუკეცა პერანგი და მალამო თითებზე გადაინაწილა. ცალი ხელით ბაგრატიონის მარცხენა დაიჭირა, მეორე ხელი კი ნაზად შეახო დამწვარ ადგილს. სიფრთხილის გამოჩენას ცდილობდამ სულაც არ უნდოდა ისევ რამე დაეშავებინა ბატონისთვის. პირველ შეხებაზე სახე შეჭმუხნა კონსტანტინემ, გაიანეს გაეღიმა, კიდევ უფრო ფრთხილად გადაანაწილა მალამო დამწვრობაზე. თითები წრიული მოძრაობით წაუსვა, სახვევიც დაადო მალამო რომ არ მოშორებოდა და ახედა. - მადლობა, შეგიძლია დამტოვო. - ფეხი აღარ გეწვით? - არა, ფეხი აღარ მეწვის, მივხედავ დანარჩენს ჩემით. - ბოდიში კიდევ ერთხელ დამწვრობისთვისაც და საათისთვისაც. შეგიძლიათ ხელფასიდან დამიქვითოთ. _ ძლივს შეიკავა სიცილი ბაგრატიონმა _ დროებით. - საუზმობა არ დაგავიწყდეს. - დიახ. _ კარები გაიხურა და ღრმად ამოისუნთქა. ეს რა დღეშია.. ნელი ნაბიჯით ჩაუყვა კიბეებს და სასადილო ოთახში შევიდა. მალე შემოუერთდა ყველა, მხოლოდ კონსტანტინეს აგვიანდებოდა, მაგრამ ისიც ჩამოვიდა. პერანგის შიგნიდან მოუჩანდა შეხვეული ხელი. - კოსტა, რა მოგივიდა? _ მაშინვე წამოხტა ქალბატონი ელენე და შეშფოთებული მზერით მიაჩერდა შვილს. გაბელიამ თავი ჩაღუნა და შემდეგი შეტევის მისაღებად მოემზადა. - არაფერი დედა, დამშვიდდი, ჩაიდანი ვერ დავიჭირე ხელში კარგად და აი _ ღიმილით აუხსნა სიტუაცია. გაკვირვებით ახედა გაიანემ. - მერე? ახლა პირდაპირ გაქვს გადახვეული? - აა, ჩვენმა ექიმმა მიმკურნალა, რაღაც მალამო წამისვა და გადამიხვია, დამშვიდდი, სერიოზული არაფერია. - მადლობა გაიანე _ ღიმილით გადახედა ელენემ. ექიმმა ვერაფერი თქვა. „უფლისწული“ თავის ადგილზე მოკალათდა და ყავა მოსვა. - მადლობა _ უჩურჩულა გაიანემ. - არაფრის _ გაუღიმა. მშვიდად ისაუზმეს, გაიანე ბატონი კონსტანტინეს ოთახში ავიდა, დანარჩენები თავიანთ ოთახებში დანაწილდნენ. გაღიმებული შეჰყურებდა უმროსი ბაგრატიონი თავის ხელს, სიმწრის ღიმილი უფრო იყო ალბათ. ამ ქალბატონმა გაუტეხა ძვირადღირებული საათი, გაუჭუჭყიანა შარვალ-კოსტუმი და დაწვა. მაგრამ როგორ დაუკარგოს ის შეშინებული მზერა და უამრავი ბოდიში. აწყლიანებული თვალები, დიდრონი, ზღვისფერი.. პირველად აღიქვა გაბელიას სილამაზე. თითქოს აქამდე მის გვერდით არ ცხოვრობდა, თითქოს ერთხელაც არ შეეხედა თვალებში. მაგრამ როცა აღიქვა რა? საკუთარ თავს დაეთანხმა რომ მართლაც ლამაზი გოგონაა ეს ჩვენი ექიმი და მორჩა. ამასობაში გაიანე ბაღში იჯდა და გაგისთან საუბრით ირთობდა თავს. როგორც უკვე აღვნიშნე გარკვეული სიმპატიები აქვს. ყველაზე მეტად რაც მოწონს მისი უბრალოებაა, უშუალობა. ასე ჰგონია ნებისმიერთან გამონახავს საერთო ენას. ზუსტად იმ დღეს თამარის ოთახში შეკეტილებმა, ტუჩების კვნეტით უთხრა გოგონამ საიდუმლო უნდა გაგიმხილოო. - გისმენ ყურადღებით _ გაუცინა. - ვერავის ვერ ვეუბნები, მაგრამ შენთან სხვანაირად ვარ რაღაც. - გისმენ. - ერთი ბიჭი მიყვარს. - ოჰო?? საინტერესოა _ გაეცინა. _ ვინ არის? - მოკლედ, აუ.. - თქვი გისმენ. - ჩვენთან მუშაობს. - რომელი? - გაგი _ თითქოს რაღაც ჩაარტყეს გაბელიას. რაო რა თქვა? გაგიო.. ყურებს არ უჯერებდა. ადამიანი რომელმაც გაიანეს უთხრა მომწონხარო და არც თვითონ იყო სიმპატიების გარეშე, უყვარს მის მეგობარს. არა რა, თავიდან ბოლომდე ხათაბალაა ეს გოგო, ხომ ვამბობ. როგორ გინდა რომ რამე უთხრას? არადა სწორედ ამ დღეებში აპირებდა გაგისთან ურთიერთობაზე ეთქვა თამარისთვის. - და გაგის? _ ძლივს მოახერხა თქმა. - გაგიმ არ იცის, ის კი არა ყურადღებასაც არ იჩენს. - ჰოომ _ დაბნეული იყო. - ამ ბოლო დროს დაგინახეთ რამდენჯერმე ერთად. - ჰო, საერთო ენა გამოვნახეთ _ მთლიანად აწითლდა გაბელია. - იქნებ უთხრა რამე ჩემზეც? ან როცა ერთად ისაუბრებთ მეც დამიძახოთ.. - ჰო.. _ მექანიკურად ეპასუხებოდა. _ თამარ გავალ რა, ჩემებს უნდა ველაპარაკო. - კარგი, მიდი . _ ნელი ნაბიჯით წავიდა თავის ოთახში. გონება მთლიანად არეული ჰქონდა, ხან რას ფიქრობდა, ხან რას. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მაგრამ საუკეთესო გამოსავლად გაგისთან ურთიერთობის გაწყვეტა ჩათვალა. აუცილებლად დაელაპარაკება, სხვა გზას ვერ ხედავს. მართალია რაღაც სიმპატიები აქვს მის მიმართ, მაგრამ თამარს თურმე უკვე მეორე წელია უყვარს.. მასთან ტავს დამნაშავედ გრძნობს. ოჰ, როდის გავა დარჩენილი ორი თვეც რომ წავიდეს ამ სახლიდან. პრობლემები არ ელევა. სადილობის დროს მაგიდასთან მჯდარი თამარს თვალს ვეღარ უსწორებდა. რომ დაასრულეს კონსტანტინემ გააჩერა თავისი ოთახისკენ წასული. - ხელი მეწვის, შეგიძლია კიდევ ერთხელ დამეხმარო? - დიახ _ უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და მისი ოთახისკენ წავიდა. ფრთხილად მოხსნა სახვევი, დარჩენილი მალამო მოაშორა და თავიდან წაუსვა. ნელა გადაუხვია თავიდან და ახედა. - ხომ კარგად ხარ? - მეე? კი _ ჩაიბურტყუნა. - რაღაც სხვანაირი მეჩვენები, რამე პრობლემაა? - არა, არაფერი _ ძალით გაუღიმა. - თუ დახმარება დაგჭირდეს არ მოგერიდოს. - მადლობა _ ეცადა მყარი ტონით ეთქვა. ტახიდან გამოვიდა თუ არა ბაღისკენ აიღო გეზი, საქანელაზე ჩამოჯდა. იცოდა გაგი აუცილებლად მივიდოდა და არც დაუგვიანია. - გამარჯობა _ მოესმა მისი ხმა. - გამარჯობა _ გაუღიმა. - როგორ ხარ? - არამიშვას, გაგი რაღაც უნდა გითხრა. - გისმენ. - შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს რასაც გეტყვი, მაგრამ მაინც.. მოკლედ, ჯობს რომ მეგობრებად დავრჩეთ. - გასაგებია. მაგრამ რატომ? ვფიქრობ არც ისე ცუდად გამოგვდის ურთიერთობა. - მართალი ხარ მაგრამ არაფერი გამოგვივა. - კარგი, გასაგებია _ მშვიდად დაეთანხმა. - მადლობა, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ. - მაგრამ შენ სხვანაირს ეძებ _ ჩაეცინა. - აუცილებლად იქნება ვინმე, ვინც შენნაირს ეძებს. - მეგობრებად დარჩენის პირობა ძალაშია? _ გაუღიმა. - რა თქმა უნდა _ გახარებული ნაზად შეეხო ლოყაზე და მაშინვე უხერხული ღიმილით მოშორდა. - ყველაფერი რიგზეა, დამშვიდდი _ გაუღიმა გაგიმ, - კარგი, მე უნდა წავიდე ახლა. - კარგი, დროებით. სახლში დამშვიდებული შევიდა. სხვას არც ელოდა გაგისგან, საოცრად გაწონასწორებული ადამიანია. გაბელიასაც გაუხარდება თუ თამართან საერთო ენას გამონახავს. კიდევ კარგი ეს პრობლემა მაინც გადაწვყვიტა მშვიდობიანად. ისე მეორე პრობლემაც ხომ ასე მოგვარდა. „უფლისწულმა“ „ სულგრძელობა“ გამოიჩინა და გაიანეს დანაშაული დამალა. ეს სიკეთე როგორ დაუკარგოს. სავახშმოდ რომ დაუძახეს, მხიარულად ჩაირბინა კიბეები და თავის ადგილზე მოთავსდა. კონსტანტინე არ ჩანდა. მთელი ვახშმის განმავლობაში არ გამოჩენილა ბატონი. უფროს ბაგრატიონს წამალი დაალევინა გაიანემ და თავისი ოთახისკენ წავიდა. „პრინცის“ ოთახს რატომღაც გულგრილად ვერ ჩაუარა. შეჩერდა და მიუკაკუნა. დაინტერესდა რატომ არ იყო ვახშამზე, იქნებ ხელიც ტკიოდა. ნებართვის შემდეგ შევიდა. - სავახშმოდ არ იყავი და ვიფიქრე ხელი ხომ არ გტკიოდა. - არ მტკივა, შეგიძლია გახვიდე _ ზედმეტად მკაცრი იყო. - უკაცრავად _ ჩუმად ჩაილაპარაკა და კარები გაიხურა. უკმაყოფილოდ წავიდა ოთახისკენ. რა იყო ახლა ეს სიუხეშე? ხომ შეეძლო ცოტა თავაზიანად ეთქვა. არ ეძინება, ბაღში ჩასვლის თითქოს ეშინია, ჯერ მაინც ერიდება გაგის ნახვის. მაგრამ აბა რა აკეთოს? ჩუმად გავიდა სახლიდან და თვალების ცეცებით მივიდა საქანელამდე. იქ მოკალათებულმა თვალები დახუჭა, თითქოს ავტომატურად სხვა სამყაროში გადავიდა. აღარაფერზე ფიქრობდა, ან თითქმის აღარაფერზე. ბატონის მკაცრი ტონი არ ავიწყდებოდა და კვლა აღშფოთებული იყო. „სხვამ გააბრაზა მე რა შუაში ვარ“ - აიბზუა ცხვირი და შეგრილებულ მკლავზე ხელი მოისვა. - შეგცივდათ ექიმო? მოიცვით _ თვალები რომ გაახილა გაიანემ, კონსტანტინე უკვე მოსაცმელს იხდიდა. - არ მცივა _ თვითონაც უხეშად უპასუხა. გაეცინა ბაგრატიონს. - ცივა ექიმო, ცივა. მოიცვი _ თვითონვე შემოახვია მოსაცმელი და გვერდით მიუჯდა. - გაცვიდებით და მერე ეგეც მე უნდა დამაბრალოთ, დაიბრუნეთ _ მხრებიდან მოიშორა და გაუწია. - როდის გადავედით თქვენობით საუბარზე? - დღეს _ კვლავ უხეში იყო გაბელია. - გაიანე, ბოდიში, ვიცი რომ წეღან ცუდად გამომივიდა. - ნუთუ? _ წარბები ზემოთ აზიდა. - ნუთუ _ ჩაეცინა. _ უნდა მაპატიო. - რატომ? - კინაღამ დამასახიჩრე და გაპატიე, რა მოხდება რომ მაპატიო. - არაფერი არ მოხდება, უბრალოდ ბრაზი უნდა აკონტროლოთ, ვიღაცამ რომ გაგაბრაზათ, მე დამნაშავე არ ვარ ამაში. - მესმის, ვიცი და ბოდიშს გიხდი, რა გავაკეთო სხვა? - არაფერი. - ჰო და მადლობა მოკითხვისთვის, ძალიან ზრუნავ ჩემს ხელზე _ გაუღიმა. - ჩემი ბრალია და იმიტომ. - ისე მაგარი ვიღაც ხარ, დღე არ გავა რამე არ მოგივიდეს. _ გაიცინა. გაკვირვებით აქაჩა გაბელიამ წარბები მაღლა. „უყურე როგორ გამიშინაურდა“ - გაიფიქრა და ჩაიფხუკუნა. - რას ვიზამთ, ყველა იდეალური ვერ იქნება. - შენ ისევ გაბრაზებული ხარ. - არ ვიცი, შეიძლება. უკაცრავად, შემცივდა _ ფეხზე წამოდგა და მოხდენილი მანერით გაუყვა ბილიკს, ბაგრატიონის მოსაცმელთან ერთად. ღიმილით გააყოლა მზერა კაცმა. პირდაპირ გასაოცარია, აქამდე რატომ ვერ შენიშნა მისი სილამაზე, მომხიბვლელი სხეული, საოცარი თვალები. როგორ უნდოდა ხმამაღლა გაცინება გაბრაზებული რომ უყურებდა. თავისდა გასაოცრად, მოულოდნელად, გონებისგან დამოუკიდებლად, უეცრად წარმოიდგინა რა იქნებოდა ქეთევანის ადგილას რომ გაიანე ყოფილიყო და მაშინვე უკუაგდო ფიქრები. რა სისულელეებზე ფიქრობს, როგორ შეიძლება ასე. საცოლე გყავდეს და სხვაზე ფიქრობდე. მაგრამ... გული ან გონება ეკითხება რაზე უნდა იფიქროს? რაღაც არ ეტყობა მის ფიქრებს.. მოსაცმელ-შემოკრული ავიდა თავის ოთახში. თან ფიქრობდა რა უცნაური გამოხტომები აქვს ამ კაცს, მაგრამ მაინც ესიმოვნა ბოდიშის მოხდა, თავაზიანობის ჟესტია. მჭიდროდ ჰქონდა შემოკრული ზედა და არც აპირებდა რომ გაეხადა. არაჩვეულებრივი სუნი ჰქონდა და საკმაოდ მოწონდა, მოუხდა კიდეც. „რა სასიამოვნო სუნი, რა მოხდენა, სულ გავგიჟდი მგონი მეც..“ - უკმაყოფილოდ გაიხადა ზედა. რა ფიქრები მოსდიოდა თავში? რა საშინელებაა... სასწრაფოდ უნდა გავიდეს ორი თვე სანამ სულ გაგიჟდა. და მაინც რა კარგი სუნი ჰქონდა იმ ზედას.. თავი 8 დილით უჩვეულოდ კარგ გუნებაზე გაიღვიძეს აქეთ გაბელიამ და იქით კონსტანტინემ. ორივე თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ ოთახებიდან. ბაგრატიონი დაინახა თუ არა, უკან შევიდა გაიანე, ლამაზად დაკეცილი მოსაცმელი გაიტანა და წინ „აეტუზა“. უხმოდ გაუწოდა, გაუღიმა და კიბეებისკენ გაემართა. ისევ გაექცა კონსტანტინეს თვალები ქალის სილუეტისკენ. კმაყოფილი ღიმილით შეიტანა მოსაცმელი ოთახში და თვითონაც სასადილო ოთახისკენ წავიდა. ყველა იქ დახვდა, ღიმილით მიესალმა საზოგადოებას და თავის ადგილზე მოთავსდა. - ჩემს მოსაცმელს შენი სუნამოს სუნი შერჩა _ ჩურჩულით უთხრა გაიანეს. გაკვირვებულმა შეხედა. - მაპატიე, დამიბრუნე, გავრეცხავ და მოშორდება _ ფინჯანს გაუსწორა თვალი და მერე ისევ ახლოს მიიწია _ მაგრამ შენ სხვა ქალის სუნამოების სუნს არ უნდა აკვირდებოდე _ ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა. ბაგრატიონს ჩაეცინა. - არც ვაკვირდები, უბრალოდ კარგი ყნოსვა მაქვს. - აჰ, მე მაპატიეთ. - მიპატიებია. - კიდევ კარგი თორემ მოვკვდებოდი დარდით _ ჩაიფხუკუნა და ყავა მოსვა. აღარაფერი უპასუხია კონსტანტინეს, ან რა უნდა ეთქვა, გაიანე მართალი იყო. მაგრამ კაცია და გაექცა თვალი, იმართლა თავი უცებ. „ქეთევანისკენ რატომ არ გაგირბის?“ - გამოხტა ეგო. საუზმემ მშვიდად ჩაიარა, როგორც ყოველთვის.. არც დღის განმავლობაში მომხდარა რაიმე განსაკუთრებული, თუ უმცროსი ბაგრატიონის დაჟინებულ მზერას არ ჩავთვლით გაბელიას მიმართ.. ............................... კიდევ ერთი თვე გავიდა და სულ ერთი თვეღა დარჩა.. უკვე ზაფხულია და გაიანეც ბედნიერებისგან ფრინავს.. ზაფხულს არაფერი ურჩევნია..მასთან არაფერი შეცვლილა. გაგისთან მეგობრულ ურთიერთობას აგრძელებს, რამდენჯერმე თამარსაც შეახვედრა. აი რაც შეეხება მას და კონსტანტინეს, ადამიანი ვერ გაიგებს რა ხდება.. ბაგრატიონი რაღაც უცნაურად იქცევა, ექიმს აკვირვებს მისი ჩუმი ჩაცინებები, უცანური მზერა, მაგრამ ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს.. ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ესაუბრება, პირადზეც კითხა რამდენჯერმე. თავად ბაგრატიოიც კარგად ხვდება რამდენადაა დაინტერესებული გაბელიათი, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს, ან უბრალოდ არ უნდა დანახვა. ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს, თამარი წინადადებით შევიდა გაიანესთან. - რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ წინააღმდეგობა არ გამიწიო რა _ გაუცინა. - რა ხდება? - მოკლედ, სამეგობრო ვაპირებთ ერთი დღით წყენთში ასვლას, მეგობრის სახლში., წამო რა შენც. - თამარ, თამარ _ გაიცინა _ უარი უნდა გითხრა, რა მინდა შენს სამეგობროსთან ერთად წყნეთში. თან მთელი დღე უნდა დავტოვო სახლი, უპასუხისმგებლობაა ჩემი მხრიდან. - კარგი რა, ერთ საღამოს წავალთ და მეორე დღის შუადღისთვის ასე წამოვალთ. - თან ღამეც უნდა დავრჩეთ. შენ მარტო არ გიშვებენ და მაგიტომ მოირბინე ჩემთან? _ ეშმაკურად გაუცინა. - მიშვებენ _ ენა გამოუყო _ თან მარტო არა კოსტაც მოდის. თითქმის საერთო სამეგობრო გვყავს _ გაუცინა _ იმისი ძმაკაცები და ჩემი დაქალები ჩვენსავით და-ძმები არიან უმრავლესობა. - მით უმეტეს მარტო არ მიდიხარ და ჩემგან რა გინდა? გამაგდებს დედაშენი და ნახავ მერე _ გაუცინა. - არ გაგაგდებს, მაგას მე და კოსტა მივხედავთ, შენ ოღონდ დამთანხმდი. - თამარ არ მინდა რა _ შეწუწუნა. - რატომ არ გინდა? იცი რა კარგი ბავშვები არიან? თან მგონი ერთი დღე და ღამე გეკუთვნის დასვენება ამ ორი თვის განმავლობაში. - მეკუთვნის ერთია და მინდა თუ არა მეორე. - აუ გთხოვ რა, ძალინ გთხოვ, სანამ უფროსები ჩამირევია დამთანხმდი _ გაუცინა. - ჭირვეული ბავშვივით იქცევი ხანდახან თამარ. - ბავშვი ვარ ჯერ და იმიტომ. გთხოვ რა. - არ ვიცი. - რა არ იცი, დღეს საღამოს მივდივართ, ფიქრის დრო არაა. ჩაალაგე რაც გჭირდება და წავედით. - მე დედაშენს ვერ ვეტყვი გამიშვით-თქო. - ეგ მოგვარებულია _ გაეკრიჭა. - აბა მოვაგვარებთო? _ წარბი ზემოთ აქაჩა. - რა გინდა მერე, მე გუშინვე მოვაგვარე ეგ _ კმაყოფილმა ჩაიცინა. - ხანდახან როგორ მაბრაზებ _ ჩაიბურტყუნა. - მაგრამ შენ მაინც გიჟდები ჩემზე _ გაუცინა თამარმა, მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და ოთახიდან კისკისით გავიდა. სიმართლე რომ თქვას სულაც არაა უკმაყოფილო ამ „მოგზაურობით“. ძალიანაც მოწონს ასეთი სიტუაციები, მაგრამ ოჯახთან ერიდება, რას იტყვიან. თუმცა რადგან თამარმა რაღაც აიჩემა, აუცილებლად შეასრულებს კიდეც და აჰა, შეასრულა. ახლა კმაყოფილი ეძებს რა შეიძლება ჩაიცვას. ივნისია და ცხელა. ჯინსის შორტი და თხელი მაისური გამოიღო. სწრაფად მოემზადა, გრძელი თმა კოსად აიკეცა და მზად იყო. ცოტა ხანში ბაგრატიონის მანქანაში ამოყო თავი, მისი საცოლე რომ ვერ დაინახა, გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. ადგილზე რომ მივიდნენ, აღმოჩნდა, სულაც არ ყოფილა ბევრი ხალხი, ასე 10 ადამიანი. ბაგრატიონები თბილად მიესალმნენ ყველას, გადაკოცნეს, მოიკითხეს და შემდეგ თამარმა წარადგინა გაიანე. - გაიცანით გაიანე, ჩემი მეგობარი და ოჯახის ექიმი _ გაიცინა. _ გაიანე ესენი არიან ჩემი მეგობრები ანინო, ლიზი, ნათია და ბარბარე. - სასიამოვნოა _ გაუღიმეს გოგონებმა. - ჩემთვისაც. - არ დამისრულებია _ გაიცინა თამარმა _ რეზი, ანინოს ძმა, შოთა - ლიზის ძმა, ნიკა - ნათიას შეყვარებული და ბაჩო - ბარბარეს შეყვარებული. ჩვენ კი გვიცნობ. - სასიამოვნოა _ახლა მათ გაუღიმა გაბელიან. - ჩვენთვისაც. - ბიჭო და ქეთევანი სადაა? _ ინტერესით იკითხა რეზიმ. - რავი, იმდღეს ვიკამათეთ რაღაცაზე და არ წამოვიდა _ მშვიდად უპასუხა. - კაი, შევედით აბა სახლში. კეთილი იყო შენი მობრძანება გაიანე _ გაუღიმა რეზიმ. სახლი კარგად მოწყობილი აღმოჩნდა, კომფრტული ოთახებით და შესანიშნავი ინტერიერით. მისაღებში მოთავასდა ყველა, ზოგი დივანზე, ზოგი სავარძელში, ზოგი „პუფებში“. ზაფხულის მიუხედავად, აქ მაინც გრილოდა, ბიჭებმაც არ დაიზარეს და ბუხარი აანთეს. ცოტას კი წუწუნებდნენ ამ სიცხეში რა საჭიროა, მაგრამ გოგონებმა აქაც თავისი გაიტანეს. - გაიანე, მოგვიყევი აბა ცოტა შენს შესახებ, სამეგობროს ახალ წევრს ხომ უნდა ვიცნობდეთ _ გაუღიმა შოთამ. - გაიანე გაბელია, 25 წლის, ექიმი, ტრავმატოლოგი _ გაუცინა. - პირადი? - თავისუფალი. - ისე ოჯახი? - დედა, მამა და უმცროსი ძმა. - მინი-დოსიე შევსებულია _ გაიცინეს. - აბა დატრიალდით ახლა გოგოებო და გაშალეთ სუფრა _ გაუცინა ნიკამ დანარჩენებს. - ექიმს არაფერი დაავალოთ თორემ დავრჩებით მშივრები _ ირონიულად ჩაიცინა კონსტანტინემ. ნაწყენმა გადახედა გაიანემ. - კარგად უნდა დამეწვა ეგ ხელი _ ჩაიბურტყუნა და ცეცხლისკენ მიბრუნდა. სახე რომ დაიმშვიდა და დაილაგა, ფრთხილად ადგა პუფიდან და ნელი ნაბიჯით გაეშურა სამზარეულოსკენ. სუფრა ისე გაშალეს, არავის არაფერი დაუმტვრევია. კმაყოფილი მზერით მიუჯდა მაგიდას, ნიშნის მოგებით გადახედა ბაგრატიონს და თეფშზე სალათი გადაიღო. ყველამ დალია ცოტა, გოგოებს უფრო მოეკიდათ, ბიჭებსაც ისე რა. მეგობრობის სადღეგრძელო განსაკუთრებული აღმოჩნდა. - იმ მეგობარს გაუმარჯოს, პირველ ცრემლს რომ შეამჩნევს, მეორეს დაიჭერს და მესამეს შეაჩერებს. - იმ მეგობარს გაუმარჯოს, ჭირში რომ კარებს შემოგინგრევს და ლხინში დაგიკაკუნებს. - იმ მეგობარს გაუმარჯოს, რომელიც მოვა შენთან, მაშინ როცა ყველა მიდის. - მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ამ ცხოვრების რეცეპტში და ამ მეგობრობას გაუმარჯოს. - მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრობის სადღეგრძელო ვთქვათ, ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება, ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს - შენი სიკეთე რომ არასდროს არ შეშურდება. მოდი! - დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი... პირველ მოსული... ბოლო სტუმარს რომ გააცილებს, ჭირში კი არა, ზუსტად ლხინში არ გაგექცევა - და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს! მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი, რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს, მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშვლებს, იმას კი არა.. ლხინის ზიარს! - მსურს გაუმარჯოს! ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ! სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება, ადამიანი ხშირად ჭირში.. სიბრალულს მოჰყავს - მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება მოდი, დავლოცოთ მეგობარი - ლხინის ზიარი - პირველ მოსული.. ბოლო სტუმარს რომ გააცილებს! (შენიშვნა: ავტორი ვინ არის არ ვიცი ბავშვებო) რეზის ნათქვამი ეს სიტყვები პიკი აღმოჩნდა გაბელიასთვის, სწრაფი ნაბიჯით დატოვა სუფრა და ეზოში ერთ-ერთ სკამზე აქვითინებული ჩამოჯდა. უკვე მეექვსე წელია ამ ტკივილს დაატარებს. ექვსი წლის წინ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა მისი საუკეთესო მეგობარი, ფაქტობრივად და. ადამიანი, რომელთან ერთადაც ჰქონდა გატრებული მთელი თავისი ცხოვრება. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ, საუკეთესო მეგობრები, მრჩევლები, კრიტიკოსები, დები - ყველაფერი იყვნენ ერთმანეთისთვის. შემდეგ, ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს დაურეკეს გაბელიას და ამცნეს რომ თათია საავადმყოფოში იყო. ვერაფრით აეხსნა, ახლა დაქალი მის სახლში უნდა ყოფილიყო, ესენი კი ეუბნებიან საავადმყოფოშიაო. მაშინვე იქით დაიძრა, მოსაცდელში დედამისი ნახა, განადგურებული სახით. მთელი ძალით ჩაეხუტა, ეცადა დაემშვიდებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ექიმი რომ გარეთ გამოვიდა, იმ ერთმა სიტყვამ, იმ ერთმა სიტყვამ წამებში გააცამტვერა მისი რწმენა, თითქოს სამყარო თავზე ჩამოექცა. ყველაფერზე უფრო საშინელი იყო ექიმის „ვწუხვარ“.. გონს მაშინ მოვიდა, მიხუტებული ქალი რომ ჩაიკეცა. მოასულიერეს, მაგრამ უარესი იყო. ამ ყველაფრის მერე ერთი კვირა სრული ჯოჯოხეთი იყო. შემდეგ ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან, ცდილობდა ტკივილი მოენელებინა. თათიას დედასთანაც ხშირად დადიოდა.. მიეჩვია თათიას გარეშე ცხოვრებას. თავიდან მაინც სულ ელოდებოდა, ძნელი იყო იმის გააზრება რომ აღარ ჰყავდა. ელოდა მის მესიჯს, ზარს, ოთახში შევარდნას, კისკისს.. მაგრამ არ ჩანდა. ტკივილი არ განელებია, უბრალოდ მიეჩვია... ვერავინ შეუვსო მისი დანაკლისი და ვერც ვერავინ შეუვსებს.. გულში მუდამ ექნება ერთი კუნჭული, რომელიც მხოლოდ თათიას ეკუთვნის... ახლაც ძველებური სიმძაფრით განუახლა ტკივილი მათმა სადღეგრძელოებმა. მოწოლილი ცრემლები რომ ვეღარ შეიკავა გარეთ გამოვარდა, სკამზე აეწია ფეხებიც, თავი მუხლებში ჩაერგო და მხრებაცახცახებული ქვითინებდა. მაშინვე მიხვდა კონსტანტინე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და უკან გაჰყვა. თამარმა მზერა გააყოლა ძმას და თვითონ გასვლა აღარ ჩათვალა საჭიროდ. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ბაგრატიონი გაიანეს, ჯერ გაუკვირდა მომტირალი რომ დაინახა, ვერ მიხვდა რა დაემართა, მერე გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი შეახო. ცრემლიანი თვალებით ახედა გაბელიამ და ამოისლუკუნა. - ჩუ, დამშვიდდი _ მიიხუტა კონსტანტინემ და ექიმმაც მთელი ძალით მოჰხვია ხელები. მაინც ვერ დაწყნარდა, ახლა მის მხარზე სლუკუნებდა და პერანგს ცრემლებით უსველებდა. კაცი მონოტონურად უსვამდა თავზე ხლეს და რაღაცებს ეჩურჩულებოდა. ძლივს დაწყნარდა გაიანე, მაშინვე მოშორდა და დარცხვენილმა ახედა. - ბოდიში. - რა ბოდიში ნუ გამაგიჟე. დამშვიდდი? ყველაფერი რიგზეა? - კი _ ჩაილაპარაკა. - რა მოხდა? - არაფერი. - კარგი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი. - მართლა არაფერი, უბრალოდ მათმა სიტყვებმა ჩემი მეგობარი კიდევ უფრო მომანატრა და ემოციები ვეღარ შევიკავე. - თუ მხოლოდ ეგაა მიზეზი ხვალვე გაჩვენებ შენს მეგობარს. _ გაბელია ისევ ასლუკუნდა. - ვერ მაჩვენებ. - აუ მაპატიე, უცებ ვერ მივხვდი, ბოდიში. - არაუშავს _ ამოისლუკუნა. - ჩშშ, დამშვიდდი, ნუღარ ტირი _ ფრთხილად ააწევინა თავი, ცრემლები მოწმინდა და შუბლზე ფრთხილად შეეხო ტუჩებით. - მტკივა _ არასდრსო არავისთვის გაუმხელია ემოციები, რომელიც თათიასთან აკავშირებდა. ყოველთვის გულში იკლავდა, მაგრამ ახლა მოუნდა ვინმესთვის ეს ეთქვა. ალბათ ალკოჰოლის ბრალიც იყო ნაწილობრივ, მაგრამ ადამიანი ზოგადად, სავარაუდოდ ვერ დაიტევს მარტო ამდენ ტკივილს. - ვიცი, ძნელია, მაგრამ ეცადე. _ მანამდე ჰყავდა მიხუტებული, სანამ არ დაწყნარდა. - მაპატიე, ჩემი პრობლემები მოგახვიე. - ჩუ, ეგ აღარ გაიმეორო. - თათიაზე არასდროს არავისთან მისაუბრია, დღეს რატომ მომინდა ამის გაკეთება არ ვიცი. - იმიტომ რომ დალიე, იმიტომ რომ გჭირდებოდა ვინმესთვის ემოციები გაგეზიარებინა, იმიტომ რომ მარტო ეს ყველაფერი ვეღარ დაიტიე. - მადლობა რომ მომისმინე. - შეგიძლია ჩემი იმედი სულ გქონდეს. - მადლობა _ ოდნავ გაუღიმა და თვალებზე ხელი მოისვა. - გაიანე.. _ საუბარი დაიწყო კონსტანტინემ. ინტერესით შეხედა გოგონამ, მაგრამ „უფლისწულს“ აღარაფერი უთქვამს, თავისკენ მიიზიდა და ნაზად შეეხო ტუჩებზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გაბელიაც აჰყვა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და მოშორდა. - ეს.. ეს არ შეიძლება _ აკანკალებული ხმით ამოთქვა. _ შენ, შენ საცოლე გყავს. - ვიცი, ვიცი, მაპატიე,მაპატიე, არ უნდა გამეკეთებინა, ასე არ შეიძლება, ბოდიში _ ხელი წაიღო ქალისკენ. - არ შემეხო _ მაშინვე წამოხტა გაბელია. _ მორჩა... _ სახლისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. ნაღვლიანი მზერა გააყოლა ბაგრატიონმა. თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ გააკეთა, უბრალოდ იმ წამს ისეთი დაუცველი მოეჩვენა, უნდოდა მოფერებოდა, გულში ჩაეკრა, მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა. იცის რომ აფსურდია, მაგრამ მაინც.. თუმცა ეს არ შეიძლება! მას საცლე ჰყავს, თვითონაც ხვდება, ამით შეურაცხყოფას რომ აყენებს ორივეს, თამარსაც და გაიანესაც, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა. ნელი ნაბიჯით გაუყვა თვითონაც სახლისკენ გზას. იქ შესულს გაბელია უკვე მაგიდასთან მჯდარი დახვდა, თვალი თეფშისთვის გაეშტერებინა და გარშემო არ იყურებოდა. ბაგრატიონმა ხომ არც კი იცოდა გაიანეს თავში რა ხდებოდა. სრული ქაოსი იყო. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ არ ელოდა ამგვარ ქმედებას, ნაწყენიც იყო, გაბრაზებულიც, გაოცებულიც. საბოლოოდ კი ობიექტური პასუხის ნაცვლად, რაღაცები ილუღლუღა და სახლში შევიდა. დარწმუნებულია სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო თავზე დაამხობდა ყველაფერს, კარგადაც გაულაწუნებდა. მაგრამ ახლა ხმა არ ამოუღია, ეს არ შეიძლებაო ჩაიბურტყუნა და მოშორდა. - კოსტა გამოფხიზლდი, რაზე ფიქრობ? _ მხარი მიკრა რეზიმ. - არაფერზე. - ქეთევანზე ფიქრობ ახლა, ჰოდა მოდი შენი სიყვარულის სადღეგრძელო შესვი.. - ჩემი სიყვარულის არ მინდა, ზოგადად სიყვარულის სადღეგრძელოს შევსვამ _ ჩაილაპარაკა და გაიანეს გადახედა. ექიმმა მაშინვე დახარა მისკენ მიმართული თვალები და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ჯერაც ვერ გაეგო როგორ აეხსნა მომხდარი... თავი 9. მთელი საღამოს განმავლობაში ბაგრატიონი თვალს არ აშორებდა ექიმს. გაიანე კი პირიქით, მზერას არ უსწორებდა. უნდოდა რამე ეთქვა კონსტანტინეს, მაგრამ სათქმელს ვერ პოულობდა. რამდენჯერაც ზოგადი საუბარი წამოიწყო, გოგონა არ აჰყვა, იჯდა და არაფრის დიდებით ხმას არ იღებდა. გვიან ღამით აალაგეს სუფრა გოგონებმა. მეორე სართულისკენ რომ წავიდნენ, კონსტანტინეს ხმამ გაიჟღერა ჰაერში. - გაიანე, ერთი წუთით _ უხერხული მზერით მიმოიხედა გაბელიამ და უკან დაბრუნდა. - გისმენ. _ დანარჩენები მეორე სართულზე ავიდნენ. - გაიანე, მართლა არ ვიცი რა დამემართა.. - ძალიან გთხოვ, არ მინდა ამაზე საუბარი. - ვიცი მაგრამ, უნდა გითხრა. არც მე მინდა ასე უცხოებივით ვიყოთ. - ახლობლად მიღებამ რა შედეგიც გამოიწვია ორივემ ვნახეთ _ სიმწრით ჩაეცინა. - მე მართლა არ ვიცი.. - მე ვიცი _ შეაწყვეტინა _ ალკოჰოლმა იმოქმედა, ჰო და კიდევ ალბათ ჩემი ბრალიცაა, ზედმეტად ბევრი გითხარი უბრალო პაციენტის, ან უფროსის კვალობაზე. - გაიანე ასე არ არის.. - ზუსტად ასეა ბატონო კონსტანტინე. - ბატონო? _ გაიკვირვა. - ბატონო.. დღეიდან ასე იქნება. - მაგრამ გაიანე. - არავითარი მაგრამ, ორივესთვის ასე აჯობებს. ერთი თვეც და გავქრები თქვენი ცხოვრებიდან.. ამ თემაზე საუბარი აქ დავასრულოთ, არ მაქვს სურვილი სახლში დაბრუნების შემდეგაც გაგრძელდეს. - კარგი, მაგრამ არ დაგვისრულებია. - მე დავასრულე, თქვენი არ ვიცი. - მაგრამ.. - ძილინების ბატონო კონსტანტინე _ სწრაფი ნაბიჯით აუყვა კიბეებს და ოთახში შევიდა. - ხომ მშვიდობაა, რა სახე გაქვს? _ მაშინვე შეშფოთდა თამარი. - მშვიდობაა თამარ, გადავიღალე ალბათ, დავიძინებ. - კარგი ძილინების _ გაუღიმა. ლოგინში შეწვა და კედლისკენ გადაბრუნდა. ეს რა დღეშია, მაინცდამაინც მას უნდა მოუვიდეს ყველაფერი.. ან რამ დაალევინა, ან რამ ალაპარაკა. საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა ამ ყველაფერში. „საბაბი რომ არ მიმეცა ხომ არ ჩაიდენდა“ - აბა რა ეგონა ბედნიერად რომ შემოჰხვია ხელები. „მაგრამ მას უნდა ეფიქრა“ - მაინც ამართლებდა ვიღაც. რას წარმოიდგენდა ეს თუ მოხდებოდა, ბაგრატიონისგან ფაქტობრივად ვერაფერს გრძნობდა. რა შარშია, ქალბატონმა ელენემ თუ გაუგო, სულ კინწისკვრით გამოაგდებს სახლიდან, მაგრამ მისი რა ბრალია. პასუხი თავის ვაჟს მოთხოვოს. როგორ უნდა რომ ეს დღე საერთოდ ამოშალოს ცხოვრებიდან. საერთოდაც, რატომ დათანხმდა აქ წამოსვლას, თავსატეხები ისედაც არ აკლდა. მეორე ოთახში ბაგრატიონი ვერ ისვენებდა. ბიჭების საუბარში არ ერთვებოდა, თავისთვის ფიქრობდა. იცის რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა. ამ გოგოზე ფიქრს თავი უნდა დაანებოს, თორემ შეიძლება უარესებიც მოხდეს. მართალი იყო გაბელია, ისევ ექიმი-პაციენტის ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, ასე უფრო გაუადვილდებათ და არაფერიც არ მოხდება. გონებაში კი გადაწყვიტა, მაგრამ რამდენად შეძლებდა ეს უკვე სხვა საკითხია. - გამოფხიზლდი, სად დაფრინავ მთელი საღამოა? _ უკმაყოფილო ტონმა და „მუჯლუგუნმა“ გამოაფხიზლა. - არსად არ დავფრინავ. - კარგი ექიმი გყავთ ხომ იცი შენ? სიამოვნებით მოვიტეხდი რამეს _ გაიცინა რეზიმ. - ბიჭო _ შეუღრინა კონსტანტინემ _ ზედმეტი არ მოგივიდეს და ცუდად არაფერი იფიქრო. - რაო? _ გაეცინა _ ცუდად რატომ უნდა ვიფიქრო, მაგრამ შენ რას იღრინები? - არ ვიღრინები, გითხარი. - ქეთევანი მოგენატრა კოსტა? - არა და საერთოდაც დაიძინეთ რა. - რა ხასიათზე ხარ _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და თავი მიანება რეზიმ. დილა სხვებისთვის პოზიტიურად, ზედმეტად მხიარულად დაიწყო. ასე არ დაუწყია გაიანეს, თუმცა მაინც გადაედო სხვების განწყობა და მალე მათთან ერთად გულიანად კისკისებდა. კონსტანტინესაც უნებურად ეღიმებოდა მის კისკისზე, თუმცა თვითონ მხოლოდ მეგობრების ხუმრობას აბრალებდა ამას. შუადღისთვის დაბრუნდნენ ქალაქში. მანქანაშიც არ ამოუღია ხმა გაბელიას. სახლში რომ შევიდნენ და დივანზე მოკალათებული ქეთევანი დაინახა, სირცხვილისგან კინაღამ დაიწვა. გამარჯობაო ჩაიბურტყუნა და კიბეებზე ავიდა. ახლა ყველაზე მეტად ბატონი კონსტანტინეს ნახვა უშველიდა, მისი ოთახისკენ აიღო გეზი და თბილად ჩაეხუტა მოხუცს. კაცს არაფერი უკითხვას, თბილად მოჰხვია ხელები და თავზე ხელი გადაუსვა. დამშვიდდა რომელია, კინაღამ ჩაეძინა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაიგო და ოთახი დატოვა. ერთი დღისთვის ზედმეტად გადაიტვირთა. ცოტა ხნით თუ წამოწვება ცუდი არ იქნება. წამოწვა, დაეძინა კიდეც, თითქოს მთელი ამ უარყოფითი აურისგან განთავისუფლდა. თუმცა ფიქრები მაინც გაურბოდა. სულ ერთი თვე, ცოტა უფრო ნაკლები და დილას ისევ თავისი საყვარელი კაბინეტით დაიწყებს, მხიარული გიორგი, ღიმილიანი მედდები, მეტი რა უნდა ისურვოს. სურვილები კიდევ აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ამჟამად ეს ყველაფერი ენატრება. ვახშმის დროაო შეატყობინეს და ისიც მორჩილად დაუყვა კიბეებს. ღიმილით მიესალმა მათ, ვინც არ უნახავს და თავის ადგილზე მოტავსდა. უკვე ბაგრატიონის გვერდით ჯდომაც კი აკომპლექსებდა. თვალიც კი არ გაუპარებია მისკენ, დაპროგრამებული რობოტივით იყურებოდა მხოლოდ წინ. ვახშმის შემდეგ მშვიდი ნაბიჯით წავიდა ბაღში და საქანელაზე ჩამოჯდა. მთელ სახლში ალბათ ეს იყო ყველაზე უფრო მშვიდი და ლამაზი ადგილი. აქ შეეძლო ფიქრი, განმარტოება, ყველაზე კარგად გრძნობდა თავს, უშფოთველად. ახლაც საზურგეს მიეყრდნო, თავი გადასწია და თვალები დახუჭა. არ იცის რამდენ ხანს იყო ასე, როცა იგრძნო რომ ვარდისფერი ბურუსისკენ მიიწევდა გონება, მხოლოდ მაშინ წამოდგა და ოთახს მიაშურა. ესიამოვნა ამ სიცხეში გრილი მატერიის შეხება, კვლავ დახუჭა თვალები და მშვიდად დაიძინა. მაგრამ შუაღამისას გამოაღვიძა არასასიამოვნო სიზმარმა, თუმცა სიზმარი კი არა მოგონება იყო. წინა დღის მოგონება, ისევ აუწითლდა ლოყები. ხალათი შემოიცვა და სამზარეულოში ჩაიპარა. ჩუმად მოუშვა ონკანი და ჭიქა აავსო. - ვერც შენ დაიძინე? _ სიბნელიდან მოისმა ხმა და გაიანეც შეხტა. - პირველი, შენ კი არა თქვენ ბატონო კონსტანტინე და მეორე, სანამ მთელ კოლექციას არ დამალეწინებთ მანამ ვერ შემეშვებით? - ახლა არ გაგიტეხავს, წინსვლაა _ გაუღიმა. - ძილინების _ გვერდი აუარა და სამზარეულოდან გავიდა. - ძილინების ექიმო _ უკვე თავისთვის ჩაილაპარაკა ბაგრატიონმა და ქალს მიჰყვა. დილით საუზმეზე აღარ უნახავს გაიანეს უმცროსი ბაგრატიონი. თავისუფლად ამოისუნთქა და მშვიდად ისაუზმა. „ეს ერთი თვე თუ სულ არ გამოჩნდება უკეთესი იქნება“ - გაიფიქრა და თამარს გაუღიმა. ისე აგიხდეთ ყველაფერი, კონსტანტინე დაგვიანებით მივიდა საუზმეზე და გამოაცხადა ორი კვირით მივლინებაში მივდივარო. გაბელია მაინც უკმაყოფილო ჩანდა, დარჩენილი ორი კვირა რაღა იყო, ბარემ ერთი თვით წასულიყოო. ხვალ დილით მივდივარო, განაცხადა პრინცმა. - ჰო და კიდევ, დღეს საღამოს გამოსამშვიდობებელი საღამოსავით ვაწყობთ რაღაცას, კომპანიის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. მოკლედ, კორპორატიული საღამო უფრო გამოგვდის. როგორც კომპანიის შემქმნელის, შემდეგ კომპანიის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ოჯახი, სრული შემადგენლობით უნდა დაესწორთ ამ საღამოს. - სად აწყობთ საღამოს კოსტა? _ დაინტერესდა ქალბატონი ელენე. - რესტორანში დედა, ყველაფერი მოგვარებულია. - უკაცრავად _ ყურადღება მიიქცია გაიანემ _ რადგან ამ საღამოს ყველა იმ საღამოზე მიდიხართ, შეიძლება მე ჩემს სახლში წავიდე? ხვალ დილით ადრე დავბრუნდები. - შეგიძლია გაიანე _ ოდნავ გაუღიმა ელენემ. - არავითარ შემთხვევაში _ მაშინვე „გამოხტა“ უმცროსი თამარი. _ დე გაიანე უკვე ფაქტობრივად ოჯახის წევრია, მესამე თვე დაიწყო, რაც ჩვენთან ცხოვრობს, გაიანეც წამოვიდეს რა. - თამარ კარგი რა _ აწუწუნდა გაბელია _ უცხო საზოგადოებაში ყოფნას, საკუთარ ოჯახთან მირჩევნია დროის გატარება. - მე უცხო ვარ? _ ტუჩები მობუსხა. - გაიანე, თუ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს წამოდი, თან ხშირად კი არ ექნებათ მკურნალი ანგელოზის ნახვის პატივი _ გაიცინა მოხუცმა. - მაგრამ იქ ზედმეტი ვიქნები, თავიც უხერხულად უნდა ვიგრძნო და არ მინდა. - რატომ გაიანე, ნაცნობებიც ვიქნებით, ჩვენი მეგობრებიც იქნებიან, მათ იცნობ უკვე _ კმაყოფილი მზერით გაუღიმა კონსტანტინემ. - დიახ ბატონო კონსტანტინე, მაგრამ ეს იდეა არ მხიბლავს. - დამეხმარეთ ახლა ვინმე დარწმუნებაში _ ისევ აწუწუნდა თამარი. - გაიანე, თუ პრობლემები არ შეგექმნება, წამოდი _ ვინ სთხოვა? თვით ქალბატონმა ელენემ. - იცით... კარგი, იყოს ასე _ ამოისუნთქა. გახარებულმა შეხედა თამარმა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და თვალი ჩაუკრა. საუზმის შემდეგ მისკენ წავიდა, ლოყაზე აკოცა და გაკრეჭილი უმზერდა. - ქალბატონო თამარ _ სიცილით გადახედა გაბელიამ გოგონას _ ვერ გავითვალისწინე რომ ექიმობის პერიოდში ასეთ საღამოებზე მომიწევდა სიარული და საღამოს კაბები შენ დავტოვე. ნება იბოძეთ და გამომყევით შინ _ გაუცინა. - ნებას ვიბოძებ, მაღაზიებში გავიაროთ და ახალი კაბები ვიყიდოთ. - რომ მეზარება? _ სახე შეჭმუხნა. - კარგი რა, მიდი, მიდი ჩაიცვი და გავიდეთ. მძღოლს გავაფრთხილებ. - კარგი. სულ მალე უკვე ტანსაცმელს არჩევდნენ. იმდენი ეძებეს, ბოლოს ფეხები ტკიოდათ ორივეს. სასურველ კაბებს კი მაინც ვერ მიაკვლიეს. თამარს რატომღაც გრძელი კაბა უნდოდა და მოსაწონი ვერ იპოვა, გაიანეს მოკლე კაბა სურდა, თუმცა რაც მოიზომა ზედმეტად მოკლე აღმოჩნდა. სხედა ახლა და ელოდებიან კონსულტანტს, რომელიც კაბებს ეძებს. დაღლილი სახით მიუახლოვდა გოგონა ორი კაბით ხელშ. გრძელი, ლურჯი კაბა თამარს გადასცა, მოკლე, ზურმუხტისფერი გაიანეს. ერთად გამოვიდნენ გოგონები გასახდელიდან. - თამარ აი ეს უნდა აიღო _ გაუცინა გაიანემ. - შენც უნდა აიღო ეგ _ გახარებული იყო თამარიც. - არა, ასეთი ამოღებული ზურგით არ მინდა. - არ გადამრიო ახლა, ძლივს რაღაც ზისტად შენს ტანზე მორგებული ვიპოვეთ და არ მოგწონს? კარგი რა. _ იმდენი არწმუნეს ცალკე ბაგრატიონმა და ცალკე კონსულტანტმა, რომ დათანხმდა. ფეხსაცმელებიც შეუხამეს და შინ დაბრუნდნენ. სადილობის დრო აღარ იყო. სენდვიჩები მოიმზადეს და წაიხემსეს. ქალბატონმა ელენემ ამცნო სტილისტი და ვიზაჟისტი მოვლენ და მზად დახვდითო. მალე მივიდნენ, თან იმდენნი იყვნენ, ყველა ქალბატონს ცალ-ცალკე უტრიალებდნენ. გაბელია ბოლოს ბანკეტზე იჯდა ამდენ ხანს გასაპრანჭად, დაიღალა, ფეხებიც კი დაუბრუჟდა, სადაც იყო წამოხტებოდა და გაიქცეოდა. ქალი კი ერთსა და იმავეს უმეორებდა : „სულ ცოტაც და დავამთავრებ..“ აღარ ეღირსა დამთავრება. კულულებიანი თამარი, უკვე მომზადებული სიცილით უმზერდა გაიანეს. ეს თვალებით ემუქრებოდა. ქალბატონი ელენეც მოემზადა, უფროსი ქალბატონის და ახლა ყველა მხოლოდ გაიანეს ელოდა. ძლივს დაასრულეს მისი „მორთვა“. კაბებიც მოირგეს და მისაღებში მოგროვდნენ. - არაჩვეულებრივად გამოიყურებით _ გაუღიმა გაიანემ ქალბატონებს. _ შენ საერთოდ პრინცესა ხარ, დედოფალა _ გაუცინა თამარს. - მადლობა შვილო, შენც ძალიან ლამაზი ხარ _ გაუღიმა უფროსმა თამარმა. - მართლა კარგად გამოიყურები გაიანე, გიხდება ეს ფერი. - მადლობა _ გაუღიმა გაიანემ. - თამარ დაურეკე შენს ძმას და ჰკითხე ქეთევანს ჩვენ უნდა გავუაროთ თუ თვითონ მიიყვანს? _ დედის თხოვნა შეასრულა. - მისულა უკვე _ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და სავარძელში მოთავსდა. - ძალიან კარგი, წავიდეთ მაშინ. ქალბატონები მანქანაში მოთავსდნენ. თამარი დაწვრილებით უხსნიდა გაიანეს რა სიტუაცია დახვდებოდათ იქ, ექიმიც მშვიდად უსმენდა და უღიმოდა. მანქანის კარები რომ გაიღო, თავი საფინანსო კომპანიის კორპორატიულ საღამოზე კი არა, ოსკარის დაჯილდოებაზე ეგონა. წითელი ხალიჩა, სტენდი, კამერები, ცოტაც და მთელი ხმით აკისკისდებოდა. ქალბატონებს მეუღლეები მიეგებნენ, თამარი და გაიანე მარტო დარჩნენ, წითელ ხალიჩაზეც მარტო მოუწევდათ გავლა, რომ არა რეზი და შოთა. ღიმილით შეხვდნენ გოგონებს, კომპლიმენტებიც არ დაიშურეს და წითელ ხალიჩაზეც ერთად გაიარეს. ექიმმა ადვილად შენიშნა იქვე მდგარი „უფლისწული“ საცოლესთან ერთად. ჩვენი „პრინცი“ სულ შავებში იყო, შავი პერანგი შავი კოსტუმი, შავი შარვალი, ვაღიაროთ, სიმპატიურია. კაცის თვალმაც მაშინვე აღიქვა ახლადშესული გაიანე, მზერა გაექცა და შეცდომაც დაუშვა. მთელი საღამო სხვა ვეღარაფერს შეამჩნევს. ისეთი ლამაზი ეჩვენა ამ მოკლე, ზურგამოღებულ, ზურმუხტისფერ კაბაში. თმებიც, წინ ჩაწნული, უკან კოსად შეკრული, მცირეოდენი მაკიაჟი და მეტი რაღა იყო საჭირო. - ერთი ამას უყურე, ეს ფოსფორისფერი კაბა რომ არ ჩაეცვა ისე ვერ მიიქცევდა ყურადღებას? _ კვლავ უკმაყოფილო იყო უმცროსი თამარი სარძლოთი. - გაჩუმდი გოგო, რაც უნდა ის ჩაიცვა _ გაუცინა. - ოხ გაიანე, შენთან მაინც მათქმევინე, სხვა ვერავისთან ვიღებ ხმას. - კარგი თქვი _ გაუცინა და წვენის ჭიქა აიღო. თამარმაც მას მიბაძა. - ჩვენ გაგვიმარჯოს _ გაიცინა. - გაგვიმარჯოს _ მიუჭახუნა გაიანემაც და გაეცინა. თავი 10. - არაჩვეულებრივად გამოიყურებით უმცროსო ქალბატონებო _ გაუღიმა თამარმა. - მადლობა ბატონო დავით _ გაუღიმა გაიანემ. - მადლობა მა _ შეიფერა თამარმაც. - არ შემიძლია არ დაგეთანხმო მამა _ ღიმილით მიუახლოვდა კონსტანტინე. _ ძალიან კარგად გამოიყურებით. - მადლობა ძამიკო. - თქვენი საცოლეც კარგად გამოიყურება _ კმაყოფილმა გაუღიმა გაბელიამ. ბაგრატიონს ჩაეცინა. - კოსტა, სად გამომეპარე? _ ღიმილით მიუახლოვდა ქეთევანი. - ახლა აღვნიშნე ქეთევან რომ არაჩვეულებრივად გამოიყურები. - მადლობა ექიმო, თქვენც ლამაზები ხართ. _ ღიმილით გაშორდა წყვილი გოგონებს. - როგორ მინდა დავაცალო ბუწუწები. - თამარ კარგი რა რას გიშავებს ახლა ეს გოგო? _ გაუცინა. - რავიცი აბა _ თამარმაც გაიცინა და ხალხს შეერივნენ. საღამო მართლაც კარგი იყო, თავისუფლად გრძნობდა თავს. თამარმა ყველას წარუდგინა, გულწრფელი ღიმილით ესალმებოდნენ და ეს აბედნიერებდა. რამდენჯერმე ბატონი უმცროსი კონსტანტინეს მწველი მზერაც შენიშნა, მაგრამ ცდილობდა ყურადღება არ გაემახვილებინა. მომხიბვლელად მოძრაობდა მაღალ ქუსლებზე და მოხდენილი ღიმილით ხვდებოდა ყველას. ერთი ჭიქა შამპანიურიც შესვა, მაგრამ ბოლო დალევა ცუდად დაამახსოვრდა და მიუხედავად ბიჭების თხოვნისა, მაინც წვენის ჭიქას მოჰკიდა ხელი. დახუთულობა იგრძნობოდა, ვერარ სუნთქავდა, სუფთა ჰაერი ესაჭიროებოდა, თამარი გააფრთხილა და ბაღისკენ წავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და იქვე სკამზე ჩამოჯდა. საერთოდ რა უნდა აქ? სრულიად მარტოს გიჟივით გაეცინა, თავგადასავლები ნამდვილად დაუგროვდა ამ ოჯახში. ფეხის ხმა გაიგონა, მაგრამ არც კი შეუხედავს, სანამ ხმაც არ მიჰყვა. - გიხდება კაბა _ გაღიზიანებულმა ახედა ხმის პატრონს. - ქეთევანსაც უხდება _ გამოსცრა და თავი ისევ წინ მიაბრუნა. - მე ახლა ქეთევანზე არ ვსაუბრობ. - მე ვსაუბრობ. - კარგი, მე შენზე ვისაუბრებ, შენ ქეთევანზე _ გვერდით მიუჯდა და ბედნიერად შეუცურა წელზე ხელი. დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე და შეუბღვირა. - მოქმედებები აკონტროლეთ თუ შეიძლება. - ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. - მაშინ თავი შორს დაიჭირეთ. _ ჩაეცინა. - ვერ ვიჭერ _ წამში მიუახლოვდა, მიიზიდა და ისევ დააკვდა „ტუჩებზე“. ამჯერად მაშინვე მოიშორა გაიანემ. მთელი ძალით გაარტყა და ატირებული ჩამოჯდა სკამზე. გარტყმა არა, მაგრამ ტირილი ნამდვილად გაუკვირდა ბაგრატიონს, მიუახლოვდა და მხარზე შეეხო. - გაიანე. - მო-მა-შო-რე ხე-ლები _ სლუკუნებდა მხრებაცახცახებული. - კარგი, გაშორებ. გაიანე, არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა. _ გოგონა ჯიუტად დუმდა. _ გაიანე მაპატიე, თავი ვერ შევიკავე. _ კვლავ დუმილი. _ აღარ განმეორდება, გაიანე, საერთო აღარ მოგეკარები, გაიანე, ხმა გამეცი. - საშინელი ადამიანი ხართ _ ცრემლიანი თვალები შეანათა და სკამიდან წამოხტა _ ყველაზე საზიზღარი, უთავმოყვარეო და ცდილობთ ჩემი თავმოყვარეობა და ღირსებაც შელახოთ. ვინ გგონიათ საკუთარი თავი? ვინ მოგცათ ასე მოქცევის უფლება ჩემთან? მგონი ამის საბაბი არ მომიცია.. არ ვიცი, იქნებ მიჩვეულიც ხართ ქალები ყელზე რომ გეკიდებიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ! იმ საღამოს რომ არ გაგარტყით და საკადრისად არ გიპასუხეთ იმას არ ნიშნავს რომ სულ ასე იქნება! ნუთუ ქეთევანის მაინც არ გრცხვენიათ?! თქვენს გამო ვნატრობ რომ რაც შეიძლება მალე გავიდეს ეს ერთი თვე! ვერ გიტანთ! კარგად დაიმახსოვრეთ, არავის მივცემ უფლებას დამამციროს, არავის! _ ემოციებისგან დაღლილი ისევ მძიმედ დაეშვა სკამზე და ქვითინს უმატა. ბაგრატიონი ხმას ვერ იღებდა. ყველაფერს ხაზი გადაუსვა გაბელიას სიტყვებმაც. თვითონაც ვერ ხვდება რა ემართება როცა ამ გოგოს ხედავს. განა არ იცის? იცის რომ არასწორად იქცევა, აქამდეც იცოდა მაგრამ ახლა, ახლა გაიანეს სიტყვებმა ისეთი სიმძაფრით დაანახვა ყველაფერი.. პირველად მიიჩნია რომ გაქცევა საუკეთესო საშუალებაა, ჰო და მირბის. ხვალ დილით წავა და აღარ დაბრუნდება სანამ ექიმი მათთან იქნება. ასე აჯობებს ორივესთვის, უფრო სწორად სამივესთვის. რომ ჩამოვა ქორწილიც ექნება და ყველა დაისვენებს. გაბელია? ასე დამცირებულად არასდროს უგრძვნია თავი. თითქოს გასართობი იყოს, მდიდარი ბიჭის გასართობი. მაგრამ სულაც არა! არავის მისცემს უფლებას ასე იფიქროს. დღეიდან ზედმეტად ვერც კი მიეკარება ბატონი კონსტანტინე. ხვალ მიდის, სულაც ნუ ჩამოვა. როგორც იქნა დამშვიდდა და შეწუხებულ ვაჟს ახედა. - მაპატიე _ ისევ იმავე სიტყვებს იმეორებდა. - შიგნით ასე ვერ დავბრუნდები, დამეხმარეთ რომ სახლში წავიდე. - კარგი, წაგიყვან. - არა, ეს არ მიგულისხმია, იქნებ მძღოლს დაურეკოთ. - დავურეკავ მაგრამ შემდეგ დაკითხვისთვის მოემზადე. - კარგი, წავიდეთ. მანქანაში ჩასხდნენ. სახლამდე ისე მივიდნენ არც კი გაუხედავთ ერთმანეთისკენ. ბაგრატიონი ხვდებოდა თავის დანაშაულს.. უკვე მასაც ერთი სული აქვს გათენდეს და მოშორდეს. მანქანა როგორც კი გააჩერა, მაშინვე გადახტა გაბელია და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სახლში. გეზი ოთახისკენ აიღო. ისევე მიწვა ლოგინზე და თავიდან დაიწყო ტირილი. კონსტანტინეს არც უფიქრია გაყოლა, ასე უფრო გაართულებდა საქმეს. არც არავის შეუწუხებია გაიანე, ალბათ იმიტომ რომ დაეძინა. დილა შედარებით მსუბუქი იყო. ოდნავ შესიებული ქუთუთოები მაკიაჟით დაიფარა და კიბეებზე ჩავიდა. სწორედ ამ დროს ბატონი უმცროსი კონსტანტინე უკვე ემშვიდობებოდა ოჯახის წევრებს. - კიდევ კარგი გაიღვიძე გაიანე, თორემ კოსტა ვერ დაგემშვიდობებოდა _ ღიმილი შეანათა უმცროსმა თამარმა. „ნეტავ სულ არ მენახა“- გაიფიქრა გაიანემ და თამარს გაუღიმა. - ნახვამდის ექიმო _ მსუბუქად შეეხო ლოყაზე ბაგრატიონი და სწრაფად მოშორდა. „უფლისწული“ წავიდა და სახლშიც სიმშვიდემ დაისადგურა გაბელიასთვის. მაგრამ მხოლოდ გაბელიასთვის. წასვლის დღიდან ყველა მხოლოდ კონსტანტინეს ახსენებდა. „როდის ჩამოვა.. როდის გავა ეს ერთი კვირა.. უკვე მომენატრა.. ნეტა აქ იყოს..“ და ა.შ. არადა როგორ უნდა გაბელიას რომ ეს ერთვი თვე სულ არ ჩამოვიდეს. პირველი ერთი კვირა მისი წასვლიდან სრული იდილია იყო. ისე მშვიდად და უშფოთველად გრძნობს თავს, რადგან სახლში არ ეგულება. მაგრამ მეორე კვირიდან ასე ვეღარ იყო. ჯერ ერთი შუაღამისას ვიღაცის ზარმა გააღვიძა. ხმაც არ ამოუღია, ეგ არაფერი. მეორე დილით ოჯახიდან დაურეკეს, ბებო გამხდარა ცუდად. ვეღარ გადაწყვიტა გაიანემ რა ექნა, ბოლოს მაინც მივიდა თხოვნით უფროს ქალბატონებთან. თანხმობა მიიღო და მეტიც, უთხრეს თუ გინდა ბარგიც წაიღეო. წამლებს ჩვენც დავალევინებთ და კვირაში ერთხელ შემოიარე მდგომარეობის გასაგებადო. სიხარულით დათანხმდა გაიანე შემოთავაზებას. მაშინვე მოაგროვა ბარგი, ყველას თბილად დაემშვიდობა და სახლი დატოვა. შინაგანად იმხელა თავისუფლება იგრძნო, სიტყვებით რომ ვერ გამოხატავს. სახლში მივიდა, ბარგი დატოვა და მაშინვე საავადმყოფოსკენ წავიდა. შვებით ამოისუნთქა, როცა უთხრეს რომ სერიოზული არაფერი ყოფილა. გაგიჟდებოდა მის უტკბილეს ბებიკოს რამე რომ მოსვლოდა. მეორე დღეს სამსახურში წავიდა და აიხდინა სურვილი. დილას ისევ საკუთარი კაბინეტით და მხიარული მეწყვილით იწყებს. ერთი კვირა გავიდა თუ არა, ბაგრატიონებს ეწვია, მათთან ისადილა, ბატონი კონსტანტინე გასინჯა. როგორც აღმოჩნდა უმცროსი კონსტანტინე კვლავ მივლინებაში იყო. ცოტა ხანს თამართანაც ისაუბრა. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გაახარა, რომ თურმე რემდენჯერმე მოწმეების გარეშეც შეხვდნენ გაგი და თამარი. ბატონი კონტსანტინე საავადმყოფოში დაიბარა საბოლოო გამოკვლევებზე და დაემშვიდობა. საბოლოო გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ უფროს ბაგრატიონს აღარ ესაჭიროებოდა მკურნალობა. ამ ფაქტმა ყველა გაახარა და გაბელიას ცხოვრებაც დაუბრუნდა ძველ სტილს. ერთი განსხვავებით, ახალი მეგობარი ჰყავდა, ხშირად ხვდებოდა თამარს, საუბრობდნენ, განიხილავდნენ. რამდეჯერმე სახლშიც დაპატიჟა. და ხმას არ იღებს „უფლისწულის“ შესახებ და არც გაიანე ეკითხება. მაგრამ ბოლო შეხვედრისას, ერთი დღის წინ კი მაინც შეეხო ძიმს ქორწინებას. - ორ კვირაში დაგეგმეს ქორწილი, ჩამოვიდა ჩემი ძმა და აღარ ასვენებენ. რა ვქნა რომ უკეთესი მემეტება. - კარგი რა თამარ, მთავარია შენს ძმას უყვარდეს და პატივს სცემდეს. - რავიცი, რავიცი. კაბა შეარჩიეს, ახლა მეც უნდა შევარჩიო. დედას შევახსენებ რომ სტუმართა სიაში არ გამორჩე. - არ ვიცი შევძლებ თუ არა წამოსვლას. - როგორ ვერ შეძლებ, აუცილებლად წამოხვალ. წავედი ახლა მე. იმ დღეს ამდენი ხნის შემდეგ პირველას იფიქრა კონსტანტინეზე. იფიქრა და ემოციებს ახსნა ვერ უპოვა. გაბრაზებული აღარ იყო.. რაღაც სხვანაირად იყო და თვითონაც ვერ გაეგო.. არც ის იცოდა როგორ მოიქცეოდა ახლა კონსტანტინე რომ ენახა.. თუმცა იცის, ცივად მიესალმებოდა და მორჩა. გაბრაზებული აღარაა, მაგრამ არაფერი დავიწყებია.. სულაც არ აპირებს თბილად შეხვდეს. არც მათ ქორწილში წავა, მეტი საქმე არ აქვს ახლა მის ქორწილშიც „აპაჭუნებინოს“ იმ კაცს თვალები. კონსტანტინეზე ფიქრები მოიშორა და საქმეს დაუბრუნდა. რამდენიმე დღე გავიდა, ცხოვრება ისევ ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა. დილას ხალისით მივიდა სამსახურში. მეწყვილეს მიესალმა და ხალათი მოირგო. ჩვეულებისამებრ ჩამოარა შემოვლაზე, ყველა პალატა აავსო ღიმილით და კაბინეტში დაბრუნდა. - გაიანე, ახლა უნდა მომეძებნე, პაციენტი შემოიყვანეს მოტეხილი ფეხით. - მე უნდა მივხედო? _ გაუცინა. - კი, შენ. მე უკვე გავგზავნე რენტგენის გადასაღებად და დანარჩენს მიხედე შენ. - კარგი, რომელი პალატაა? - 62 პალატა. - ანკეტა? - მიმღებში იკითხე. - კარგი გავედი. _ ანკეტა მოძებნა, ჩაიხედა და როგორც კი კონსტანტინე ბაგრატიონი დაინახა თვალები გაუფართოვდა. სხვა ინფორმაციისთვის აღარც გადაუხედავს თან ჯავრობდა ბატონ კონსტანტინეს ამ ასაკში როგორ შეუხორცდებოდა მოტეხილობა. სწრაფი ნაბიჯით გაეშურა პალატისკენ და მაშინვე მხიარული ტონით დაიწყო _ დიდი მეფე კვლავ მობრძანებულა _ მაგრამ სიცილი სახეზევე შეახმა. პალატაში უფროსის მაგივრად უმცროსი კონსტანტინე იყო. მაშინვე დაასერიოზულა სახე. _ გამარჯობა. - გამარჯობა _ გაუღიმა. - ღიმილის თავი თუ კიდევ გაქვთ კარგია. - მაქვს. ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარა და მკაცრი მზერით დატოვა ოთახი. ბაგრატიონი? მისმა დანახვამ თითქოს არე სამყაროს მოწყვიტა. ამდენი ხნის განმავლობაში თვითონაც ხვდებოდა დანაკლისის გრძნობას, ხვდებოდა და ენატრებოდა. ჰო, აღიარა, ეს მონატრება იყო. მაგრამ დღეს მისმა დანახვამ თითქოს ყველაფერს მოჰფინა ნათელი. გაიანეს გამოჩენის შემდეგ ყველაფერი აირია, მათ შორის ქეთევანთან ურთიერთობაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნატრობდა კიდევ ერთხელ შეხებოდა მის ტუჩებს, მის სახეს. მაგრამ არა როგორც საცოლიანი, არამედ როგორც თავისუფალი კაცი. ამ ქორწილს აუცილებლად უნდა მოუხერხოს რამე, დღესვე მოუხერხებდა რომ არა ეს ავარია და მოტეხილი ფეხი. ახლა უკვე ზუსტად იცის რა უნდა გაიანესგან, რას გრძნობს და რა მიზნები ამოძრავებს. გაბელია სრულ გაურკვევლობაშია, არ ელოდა ბატონი კონსტანტინეს ნახვას და გაუკვირდა. გაუკვირდა და იქ შიგნით, გულში რაღაც იგრძნო.. საღამოს კვლავ შემოვლაზე გავიდა და ბაგრატიონის პალატასაც „ესტუმრა“. ოჯახის წევრებს და საცოლეს უკვე მოეყარათ თავი. ყველას ღიმილით მიესალმა და მდგომარეობა შეამოწმა. - ძალიან გთხოვთ ქეთევანთან მარტო დამტოვოთ _ განაცხადა პრინცმა და სურვილიც შეუსრულეს. - რა ხდება კოსტა? - ქეთევან, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ. - გისმენ. - მოკლედ, ვეღარ დავქორწინდებით. - მეხუმრები? - არა, სერიოზულად ვლაპარაკობ. - შენ ხომ არ გაგიჟდი? _ წამოენთო ქეთევანიც. _ როგორ თუ არ ვქორწინდებით? - აი ასე ქეთევან, ახლა მივხვდი სიყვარული რაც არის. - მოიცა, მოიცა... ვერ ვხვდები, ანუ.. ანუ მე არ გიყვარდი? _ ახლა სლუკუნი დაიწყო. - ბოდიში, მაგრამ არა. ეს მხოლოდ ოჯახის ახირება იყო, თავს ვიტყუებდით, სიყვარული სულ სხვა რამეა და ახლა მივხვდი. - ძალიან კარგი ამაზე ჩემს ოჯახთანაც მოგიწევს საუბარი _ გამწარებულმა გაიკეტა კარები და გაიქცა. მაშინვე შეიხედა თამარმა. დაწვრილებით აახსნევინა სიტუაცია და გახარებულმა მოიხმო გაიანე პალატაში. - გისმენთ ბატონო კონსტანტინე. - გაიანე არ გინდა რა ეს ბატონო. - გისმენთ. - გაიანე მიყვარხარ. - თავხედი ხართ. გარეთ საცოლე თქვენზე დარდით იკლავს თავს და მე აქ მეფიცებით სიყვარულს. უთავმოყვარეო, უნამუსო ადამიანი ხართ. - გაიანე მათქმევინე. ქეთევანს დავშორდი. - ჰო ეტყობოდა, წეღან თქვენზე წუხდა. - გაიანე მართლა. - თავი დამანებეთ. - ცოლად გამომყვები? - ახლავე ამ წამს _ ირონიულად გაუცინა. - ძალიან კარგი, მე არ მაქვს პრობლემა. - ცინიკოსი ხართ. - გაიანე მე მართლა გეუბნები. - მეც მართლა გეუბნებით. - განო _ თბილად გაიჟღერა კაცის ხმამ. - თქვენთვის ექიმი გაიანე ბატონო კონსტანტინე. - კარგი რა. - მე მართლა ვამბობ. - კარგი, დამიჯერე როგორც კი გამოვჯანმრთელდები დაგიმტკიცებ ამ ყველაფერს და ჩემი ცოლიც გახდები. - ოცნებას კაცი არ მოუკლავს. - მაგასაც ვნახავთ. - თქვენთან სალაზღანდარაოდ არ მცალია, პაციენტები მელოდებიან. - ჩემსავით არავინ დაგელოდება. - ფეხზე მკურნალობას რომ დაასრულებთ, შემახსენეთ და კარგი ფსიქიატრის ნომერს მოგცემთ. ყოველდღე უფრო და უფრო უჭირდა გაიანეს კონსტანტინესთან ურთიერთობა. კაცი იმავეს უმეორებდა, მას არ სჯეროდა. ამ საკითხზე ვერც კი ფიქრობდა, რაღაც ამოუცნობის ეშინოდა.. ასე გრძელდებოდა, სანამ არ გაწერეს საავადმყოფოდან. მერე მოტეხილი ფეხით ხომ ვეღარ შეაწუხებდა? ჰო და თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა, თითქოს.. ორივე ფიქრობდა ყოველდღიურად, ერთმანეთზე.. აბა სხვანაირად როგორ... დრო გავიდა და ქალაქში შემოდგომამ შეამოაბიჯა.. თბილი სექტემბერი ჰქონდათ, ძალიან თბილი.. ბედნიერი ღიმილით მიაბიჯებდა გაბელია ქუჩაში, არა უფრო მიპაკუნობდა ან მიწკაპუნობდა.. მოკლე კაბაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხაზს უსვამდა მის სწორ ფეხებს და მოხდენილ სხეულს. უეცრად „ჰოპ“ და ქუჩაში აღარ მიპაკუნობდა, მანქანაში კიოდა.. კიოდა მაგრამ რას გააწყობდა.. ჰო და, ასე „ბედნიერად“ გადმოაბრძანეს ცოტა ხანში მანქანიდან და სახლში შეაბრძანეს. რას ხედავს?? არაფერს გასაოცარს, სავარძლიდან უღიმის ბატონი უმცროსი კონსტანტინე. - გახსოვს რას დაგპირდი ექიმო? - თქვენ რას დამპირდით არა და მე ახლავე დაგიწერთ ფსიქიატრის ნომერს _ იხტიბარს არ იტეხდა გაბელია. - კარგი, დამიწერე და ერთად მივიდეთ. - რა გნებავთ? - თქვენზე დაქორწინება. - ჰმ, ეგ ბევრს უნდა. - არ გინდა ახლა თავის დაფასებები. - ბატონო კონსტანტინე, უფლისწულს არ შეგშვენით ასეთი საქციელი. - კარგად ვიცი რა შემშვენის და რა არა მომავალო პრინცესა, ძალიან გთხოვთ ოთახში მიბრძანდეთ და დაისვენოთ სანამ მე ოქრწინების საკითხს მოვაგვარებ. - მოიცა ახლა თქვენ გაგიჟდით მართლა თუ ჩემს გაგიჟებას ცდილობთ? - ძლივს სერიოზულად აღიქვი. - ახლავე დამაბრუნე სახლში. - უბრალოდ მომისმინე, დაჯექი _ მისი ხელები საკუთარ „ტორებში“ მოიქცია კონსტანტინემ და სრულიად მშვიდი, სერიოზული მზერით შეხედა. _ ჩვენს სახლში რომ მოხვედი, პირველი ერთი თვე მხოლოდ ექიმი იყავი. დაბნეული ექიმი, რომელიც გამუდმებით ბოდიშებს იხდიდა. მერე მერე ერთ დღესაც სხვანაირად შემოგხედე და მაშინ მივხვდი რომ ცუდ დღეში ვიყავი. პირველად რომ გაკოცე, მაშინ მე თვითონაც არ ვიცი თავში აზრად რატომ მომივიდა ეს. მაგრამ იმდენად დაუცველი იყავი, მინდოდა სულ ჩემთან დამეტოვებინე. მეორედ, მეორედ უბრალოდ თავი ვერ შევიკავე იმდენად ლამაზი იყავი მიმზიდველი. მაგრამ მაშინ მივხვდი რამხელა შეცდომა დავუშვი. წასვლამ გადაწყვიტა ყველაფერი.. ისე მომენატრე, ისე დამაკლდი.. საავადმყოფოში რომ დაგინახე მაშინ მივხვდი..მიყვარხარ.. - ეს ყველაფერი კარგი და შემდეგ? - შემდეგ? შემდეგ.. აი ეს.. _ ისევ მოულოდნელად დაწვდა მის ტუჩებს და სხეულზე აიკრა. რა მოიმოქმედა ქალბატონმა ექიმმა? ბედნიერად შეუცურა ხელი მოკლე თმებში და აჰყვა. მოხერხებულად მოაშორა ტუჩები გოგონას ტუჩებს და ყელზე გადაინაცვლა, ასე „დასეირნობდა“ საკმაო ხანს, გაბელია კი სიამოვნებისგან განაბულიყო და თვალდახუჭული, ბედნიერი იღიმოდა. მამაკაცის ბაგეები რომ მოშორდა, უკმაყოფილოდ გაახილა თვალები და მაშინვე დამცინავ მზერას შეეგება. - რაო სახლში დამაბრუნეო? - ზუსტადაც _ ისევ თავისას იძახდა. - კარგი რა ექიმო, მეტი რომ მომენდომებინა უარს არ მეტყოდი დამიჯერე _ ჩაიცინა. - სახლში წამიყვანე. - გაიანე! _ მკაცრად გამოუვიდა _ არ მეხუმრება, მართლა მიყვარხარ.. - არც მე, წამიყვანე.. - ახლა წაგიყვან და გავქრები შენგან.. - გაქრი.. - კარგი.. წამოდი მივდივართ.. ნელი ნაბიჯით გაჰყვა ბაგრატიონს.. და მაინც რას აკეთებს?? აქამდე არსებული დანაკლისი რომ შეუვსო მისმა ნახვამ ეს არაფერია? რაღაც საოცარი ემოცია რომ დაეუფლა არც ეს? და კოცნისას რა იგრძნო? ჯანდაბა.. ასე ჩუმად როგორ შემოიპარა „პრინცი“ მის ცხოვრებაში.. როგორ დაიკავა ამხელა ადგილი.. არა! ახლა რომ მისი ცხოვრებიდან გაქრეს, როგორ გადაიტანს? მთელი ცხოვრება ამ დანაკლისით ხომ ვერ იცხოვრებს? ისევ შარშია.. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად იცის რა არის გამოსავალი.. ამ სიჯიუტის გამო ხომ არ დაკარგავს ძლივს ნაპოვნ პრინცს.. თან როგორ პრინცს.. და მაინც, მორჩილად მიჰყვება მანქანისკენ. არა მაინც რა სულელია.. - კონსტანტინე! - აჰ ბატონი აღარ ვარ? _ ირონიით გადმოხედა.. - არა, პრინცი ხარ.. - როგორ? - მე პრინცესა ვარ.. - ნუ მეთამაშები გაიანე.. - არ გეთამაშები, ჯანდაბას! გეტყვი.. არ მინდა წასვლა. - რასაც საჭიროა იმას არ ამბობ.. - ოოჰ! კარგი, მეც მიყვარხარ.. _ სწრაფად მიბრუნდა კონსტანტინე უკან, თბილად მიიხუტა და კვლავ „დააკვდა“ ტუჩებზე.. ------ ველი შეფასებებს, მომენატრეთ შოკოლადებო.. იმედი მაქვს, ახალი ისტორიებითაც მალე დავბრუნდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.