შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამეფო კარზე [1]


28-03-2015, 22:29
ავტორი მარრიამი
ნანახია 5 682

- დილამშვიდობის _ მიესალმა ვაჟი ოჯახს წევრებს და დის გვერდით მოკალათდა მაგიდასთან. უხმოდ საუზმობდა ყველა.

ასე იწყება ყოველი დილა სამეფო გვარის, ბაგრატიონების ოჯახში. XXI საუკუნეში რაღა დროს მეფობააო, მაგრამ ფაქტია, ამ ოჯახში ისევ მონარქიაა. უზარმაზარ, ორსართულიან, კეთილმოწყობილ სახლში ცხოვრობენ. ყველა ოთახს საკუთარი აბაზანა და აივანი აქვს, აივნებიდან მშვენიერი ხედი იშლება ეზოში არსებული ბაღის გამო. სახლი კი არა ნამდვილი სასახლეა. როგორც სამეფო გვარის ოჯახს შეეფერება, ყველა ერთად ცხოვრობენ: ბებია, ბაბუა, დედა, მამა, და და ძმა. აგრეთვე, ორი მოსამსახურე გოგონა და ერთი ხანშიშესული მებაღე, სახლს რა თქმა უნდა ჰყავს დაცვაც. ახალგაზრდები, და-ძმა დასაოჯახებლები არიან. გოგონას გათხოვებას არ ჩქარობენ, მაგრამ ვაჟისთვის უკვე შერჩეული ჰყავთ საცოლე. ბიჭსაც მოეწონა, გოგოსაც და ურთიერთობაც ააწყვეს.

ახლა ცოტა უფრო დაწვრილებით:

ბაბუა - კონსტანტინე ბაგრატიონი, 73 წლის. ასაკის კვალობაზე საკმაოდ მხნე და ძლიერი, თუ არ ჩავთვლით რომ სახსრები აწუხებს ცოტას. სხვათაშორის, საკმაოდ სიმპატიურიც. გარეგნობით მოხიბლა ქალბატონი თამარიც.

ბებია - თამარ დადიანი, 70 წლის. მოვლილი, ასაკთან შედარებით ფიზიკურად საკმაოდ ახალგაზრდა ქალბატონი. სასიამოვნო, სანდო გარეგნობის, მუდამ მომღიმარი.

წყვილმა ერთმანეთი გარიგებით გაიცნო, მეტიც, უსიყვარულოდ დაქორწინდნენ მშობლების ახირების გამო, მაგრამ ახლა მზე და მთვარე ამოსდით ერთმანეთზე. რამდენიმე წელში მათი სიყვარულის ნაყოფი მოევლინა ამ ქვეყანას - დავითი.

მამა - დავით ბაგრატიონი, 50 წლის. ბატონი კონსტანტინესავით სიმპატიური. ოჯახში ერთადერთი შვილი იყო, შესაბამისად განებივრებულიც. მიუხედავად მშობლების სურვილისა, მეუღლე თვითონ შეარჩია და საყვარელ ქალთან შექმნა ოჯახი.

დედა - ელენე ღლონტი, 48 წლის, ლამაზი მანდილოსანი, სახლის მეორე დიასახლისი, შესანიშნავი რძალი, მეუღლე და დედა.

წყვილის სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. ქალმა იცოდა ვაჟის მშობლებს სხვა გოგონა რომ უნდოდათ სარძლოდ, ამიტომ ოჯახში შესვლის დღიდან თავი არ დაუზოგავს რომ მათი მოწონება და სიყვარული დაემსახურებინა. მისმა შრომამ შედეგი მალევე გამოიღო. რძალი შვილად მიიღეს და შეიყვარეს. ამას დაემატა პირველი შვილიშილის სიხარული, კიდევ ერთი სიხარული, ბიჭისთვის ბაბუის სახელის დარქმევა იყო. კონსტანტინე ბაგრატიონის დაბადების შემდეგ, რამდენიმე წელში მოევლინა ქვეყანას თამარ ბაგრატიონიც. პატარებს ყველა თავს ევლებოდა, ყველაფერს უსრულებდნენ. ახლაც, 27 წლის შემდეგაც ასე გრძელდება.

კონსტანტინე უკვე ჩამოყალიბებული, 27 წლის მამაკაცია, მამისგან და ბაბუისგან განსხვავებით ოჯახის შექმნა დააგვიანა. თვითონ არ დარდობდა, თუმცა ოჯახის წევრების ლექციებმა თავი მოაბეზრა, ბოლოს დათანხმდა, მათთვის სარძლოდ სასურველი გოგონა გაიცნო და შეხვდა ერთხელ..მეორედ..მესამედ.. სულაც არ აღმოჩნდა ცუდი გოგო, თავსაც არ გრძნობს მასთან ცუდად და ამიტომ, ისევ ოჯახების დაჟინებით ახლა უკვე საცოლის სტატუსი აქვს.

სანამ კიდევ უფრო შორს წავსულვარ, გეტყვით რომ ბაგრატიონებს ოჯახური კომპანია აქვთ, საფინანსო კომპანია. რადგან ასე დაწვრილებით გიყვებით ამ ოჯახის შესახებ, მოდით კონსტანტინეს გარეგნობასაც აღვწერ. ეს ჩვენი „პრინცი“, ან „უფლისწული“, ან უბრალოდ „მემკვიდრე“ საკმაოდ სიმპატიური ვინმეა. 1.95 სიმაღლის, შავგვრემანი, მომწვანო ფერის თვალებით, სწორი ცხვირით, ოდნავ დიდი ტუჩებით, მოკლე შავი თმებითა და შესანიშნავი ღიმილით.

რაც შეეხება მის დას, თამარ ბაგრატიონს, 20 წლის გახლავთ. საშუალო სიმაღლის, გარეგნობით ძმისგან რადიკალურად განსხვავებული გოგონაა. მოქერაო თმით, ყავისფერი თვალებით, პატარა, კურნოსა ცხვირით და მუდამ მომღიმარი სახით, ნამდვილად მოგაგონებდათ უფროს თამარს. გოგონა ჯერ ისევ უნივერსიტეტში სწავლობდა.

კიდევ უფრო დაწვრილებით გიამბობთ კონსტანტინეს საცოლის შესახებ: ქეთევან კვირკველია, 23 წლის. პროფესიით პედიატრი, ამჟამად დაუსაქმებელი. მოკლე წითური თმით, ჭაობისფერი თვალებით და მოდელის პარამეტრებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ულამაზესი გოგონა. ერთადერთ მინუსად შეიძლება მისი უემოციობა ჩაითვალოს, თუმცა ალბათ მიზეზიც აქვს. სიმართლე რომ გითხრათ, სულაც არ გიჟდება საქმროზე, უბრალოდ ოჯახის ახირებაა, თან ცუდი ბიჭიც არაა, სიმპატიურია, შეძლებული, კარგი გვარის, დასაქმებული, წესიერი, რატომ უნდა ეთქვა უარი? დროთა განმავლობაში უფრო მეტადაც შეუყვარდებოდა. ქორწილი სამ თვეში უნდა ჰქონოდათ, უფრო ადრე ვერ ახერხებდნენ. ოჯახები გრანდიოზულ ქორწილს გეგმავდნენ.

ახლა ისევ საუზმეს დავუბრუნდეთ.

- კონსტანტინე რა გითხრა ქეთევანმა, სად უნდა თაფლობის თვის გატარება? _ იკითხა დედამ.
- არ ვიცი, ვნახავ და ვკითხავ.
- ნეტავ რა მნიშვნელობა აქვს, ოღონდ ქვეყანას გააშორე და _ ჩაიფრუტუნა უმცროსმა თამარმა, ჩვენში დარჩეს და სულაც არ მოწონდა სარძლო.
- თამარ _ მკაცრი ტონით მიმართა დედამ.
- მე მაპატიეთ, წავედი თორემ დამაგვიანდება, წარმატებული დღე _ ღიმილით წამოდგა სკამიდან.
- მეც მოვდივარ, გაგიყვან თან _ ბოხი, ხავერდოვანი ხმით მიმართა ძმამ _ მშვიდი დღე _ გაუღიმა ოჯახის წევრებს და დას მიჰყვა.

სწორედ ასეთ, ერთ ჩვეულებრივ დღეს დაურეკეს უმცროს კონსტანტინეს და უთხრეს, რომ ბაბუა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უკვე ვთქვი, კაცს სახსრები აწუხებდა. სამეფო გვარის წარმომადგენლებს არ სურდათ ბაბუა იქ დარჩენილიყო. ამიტომ, დირექტორს სთხოვეს ერთი ექიმი გამოეყო მათთვის, საკუთარ სახლში წასაყვანად, ხელფასი ჩვეულებრივზე მეტი ექნებოდა, მაგრამ მათთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად. დირექტორი დაითანხმეს, ტრამვატოლოგი გიორგი მიქელაძე დღეიდან ბაგრატიონების პირადი ექიმი უნდა ყოფილიყო.

- გამარჯობა გიორგი _ მიესალმა დირექტორი.
- გამარჯობა _ მიესალმნენ ბაგრატიონებიც.
- გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა გიორგიც.
- გიორგი, ოჯახს შენთან სურს საუბარი.
- გისმენთ.
- გიორგი ექიმო, პაციენტი კონსტანტინე ბაგრატიონი...
- დიახ, ჩემი მეწყვილის პაციენტია.
- გვინდა რომ სახლში გადავიყვანოთ.
- ამაზე ჩემს მეწყვილეს უნდა ესაუბროთ, მისი პაციენტია.
- არა, ჩვენ გვინდა რომ მუდმივი ექიმი გამოგვყვეს სახლში და როგორც დირექტორმა გვირჩია, თქვენ შესანიშნავი კანდიდატი ხართ.
- გასაგებია.
- პირობებს უფრო დაწვრილებით გეტყვით, სამი თვის განმავლობაში უნდა იცხოვროთ ჩვენთან. სამ თვეში რაც უნდა აიღოთ, გაორმაგებულ ხელფასს მოგცემთ.
- პირობები მართლაც არაჩვეულებრვია, მაგრამ იქნებ ხვალამდე მაცადოთ, მოვიფიქრებ.
- დიახ, პრობლემა არაა.
- მადლობა, ნახვამდის _ ღიმილით დაემშვიდობა მიქელაძე და თავისი კაბინეტისკენ წავიდა. შემოთავაზება მოეწონა, თან ორმაგი ხელფასიო, ეს ხომ საუკეთესო საშუალებაა მეუღლისთვის საოცნებო თაფლობის თვის მოსაწყობად. საღამოს დაელაპარაკება გვანცას და ალბათ დათანხმდება კიდეც.
- აბა რა ხდებოდა? რატომ დაგიბარეს ზემოთ? _ სიცილით ასწია თითი ზემოთ კაბინეტში დამხვედრმა გოგონამ..

ახლავე გაგარკვევთ ყველაფერში... სწორედ ეს ექიმია ზემოთ ხსენებული მეწყვილე. ცოტა რამეს მის შესახებაც გეტყვით: გაიანე გაბელია, 25 წლის, ტრამვატოლოგი. რასაკვირველია გასაკვირი იქნება ასეთმა პატარა გოგომ ასეთი დონის კლინიკაში როგორ დაიწყო მუშაობა...სიმართლე უნდა ვთქვა, პროფესიონალია, მაგრამ საიდუმლოც უნდა გაგიმხილოთ, მისგანვე მალულად, მამიკო წაეხმარა ცტას. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დღეს ქალბატონი გაიანე საავადმყოფოს ერთ-ერთი მთავარი ტრამვატოლოგია. უფრო დაწვრილებითაც აღგიწერთ. 1.73 სიმაღლის, თეთრი კანით, ღია წაბლისფერი, გრძელი, ტალღოვანი თმით, სწორი ცხვირით, წითელი ტუჩებით, მომღიმარი სახითა და ბავშვური მზერით, ადვილად იმსახურებდა საზოგადოების კეთილგანწყობას. 25 წლის გოგო, ფაქტობრივად, ისევ ბავშვია ხასიათებით, მიუხედავად ასეთი სერიოზული პროფესიისა.

მამიკო წაეხმარა-თქო და მოდით ცოტას მისი ოჯახის შესახებაც გიამბობთ.

მამა - დიმიტრი გაბელია, 48 წლის, ბიზნესმენი, სიმპატიური მამაკაცი. შვილებისთვის საყვარელი მამიკო.

დედა - ეკატერინე მელქაძე, 45 წლის. უმშვენიერესი მანდილოსანი, შვილებისთვის ქალღმერთი და იდეალური პიროვნება, დიასახლისი.

ძმა - გაბრიელ გაბელია, 19 წლის, სტუდენტი. ოჯახური ბიზნესის მომავალი წინამძღოლი, დის ნერვების კიბო და მაინც ყველაზე კარგი ძამიკო. დას ჰგავს თვალების, ტუჩების და კანის ფერით.

მგონი მიახლოებითი წარმოდგენა შეგიქმენით გაბელიების ოჯახზე. ახლა ისევ გიორგი ექიმს დავუბრუნდეთ.

- მოკლედ, ერთი პაციენტია, შენ მიიღე მგონი, კონსტანტინე ბაგრატიონი. _ დაიწყო მეწყვილისთვის მოყოლა.
- კი, მე მივიღე, ისეთი საყვარელი მოხუცია _ ღიმილით დაეთანხმა გაიანე.
- ჰო და, მისი ოჯახის წევრებს არ უნდათ საავადმყოფოში იყოს, დირექტორს სთხოვეს პირადი ექიმი გამოეყოთ. ჩემი თავი შესთავაზა ბატონმა აკაკიმ და ამიტომ დამიბარეს.
- მერე, მერე?
- მერე ორმაგი ხელფასიო, მაგრამ სამი თვე მათთან უნდა ვიცხოვრო.
- რა მაგარია, გილოცავ _ გულწრფელად გაუხარდა მეგობრის წარმატება.
- ჰო მაგრამ, ჯერ გვანცას უნდა დაველაპარაკო.
- ჰო, თუმცა კარგი შემოთავაზებაა, პარიზშიც წახვიდოდით, აუსრულებდი ოცნებას.
- ჰო, ღიმილით დაეთანხმა _ ჩვენი წასვლის დროა ხომ მგონი? _ საათს შეხედა მიქელაძემ.
- კი, ნამდვილად _ ხალათები გაიხადეს და კაბინეტიდან გავიდნენ. ეზოში დაემშვიდობნენ ერთმანეთს _ გვანცა მომიკითხე _ გაუღიმა და სხვადასხვა გზით წავიდნენ.

კარები გააღო გაიანემ და ჩვეულებისამებრ ხმაურით შევარდა სახლში.
- დედიკუნა მოვედი, სად ხარ? _ შესასვლელიდანვე დაიწყო ყვირილი.
- აქ ვარ დედიკუნა _ სიცილით გაეპასუხა ეკა შვილს.
- ჩემი დედიკუნა _ ზურგიდან მოეხვია და კისერში აკოცა.
- რა ქენი დე, როგორ ჩაიარა დღემ?
- კარგად დე, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, შენ რა აკეთებ?
- ნამცხვარს გიცხობ.
- შოკოლადიანს? _ თვალები აუციმციმდა.
- შოკოლადიანს.
- არა რა, შენ რომ მიყვარხარ ისე არავინ.
- აფერისტო _ გაუცინა დედამ.
- შევალ ოთახში და დამიძახე რა, რომ გამოცხვება. _ თავისი ოთახისკენ წავიდა. სახლში ყველას საკუთარი კუთხე აქვს. გადაჭარბებული არ იქნება რომ ვთქვა, შეძლებული ოჯახია. ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე მოკალათდა, ნოუთბუქი მოიმარჯვა და სოციალურ ქსელებს გადახედა. სიახლე კვლავ არაფერი, ცოტა ხანს ემესიჯა მეგობრებს და გამოვიდა.
- განო გამოდი _ დაუძახა დედამ.
- გაიანე დე, გა-ი-ა-ნე _ გაუცინა და სრული სახელი შეახსენა. თავისი სახელი ძალიან მოწონს, მაგრამ უნდა რომ სრული სახელი დაუძახონ და არა შემოკლებული. _ ძალიან გემრიელია _ სავსე პირით ამოილუღლუღა.
- ჩაყლაპე განო და ისე ილაპარაკე _ სიცილით მიმართა დედამ.
კარებზე კაკუნია...
- მამიკუნა მოვიდა _ მაშინვე შემოსასვლელისკენ გაიქცა და მამას კისერზე ჩამოეკიდა.
- მამას გოგო. გაბრიელი სად არის?? _ ჩვეულებისამებრ მოიკითხა მეორე შვილიც.
- ოთახშია _ პასუხი დაუბრუნა ცოლმა.

--------------------
ახლა გიორგი ექიმის ოჯახში გადავინაცვლოთ.
- გვანცუ მოვედი _ შესასვლელიდანვე ახარა ცოლს.
- ძალიან კარგი _ ღიმილით შეეგება გოგონა და ნაზად აკოცა.
- ოჰო, აქ რა ხდება? _ სამზარეულოში ორ ადამიანზე გაშლილი სუფრა აღმოაჩინა, სანთლებით, ჭიქა ღვინით..
- რა ხდება და ახალი ამავი მაქვს.
- მეც მაქვს ახალი ამბავი, მაგრამ დაიწყე შენ.
- დავსხდეთ და გეტყვი _ ვახშმის დასასრულს ახარა მეუღლემ ახალი ამბავი _ მალე მამიკო გახდები _ თვალები უციმციმებდა ქალს.
- რა... რა თქვი? მართლა?.. რა მაგარია! _ არანაკლებ ემოციებში იყო გიორგიც.
- შენ რა ახალი ამბავი გაქვს?
- დღეს საავადმყოფოში ერთი პაციენტი შემოიყვანეს, მოკლედ, მკურნალობის სრული კურსის გავლა სახლში უნდა, პირადი ექიმის და ექთნის მოვალეობა უნდა შეეთავსებინა ვინმე ექიმს, მათთან უნდა გადასულიყო და დირექტორმა ჩემი თავი შესთავაზა. ეს უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა უარს ვიტყვი, თქვენს გვერდით უნდა ვიყო.
- შენ თუ გინდა... _ წამოიწყო ქალმა.
- მე მარტო თქვენს გვერდით ყოფნა მინდა - სითბოთი ჩაილაპარაკა და ცოლი მიიხუტა.
- მერე ვის გაუშვებენ?
- არ ვიცი, იპოვიან ვინმეს..


___________________________

ჩემო შოკოლადებოო დავბრუნდიი.. ვეღარ ვძლებ უთქვენოდ, კი გადავწყვიტე ჯერ ბევრ თავს დავაგროვებ ან სულაც დავასრულებ და მერე დავბრუნდები-თქო,მაგრამ ვერ შევძელი.. ყოველ დილით რომ ვეღარ ვნახულობ კომენტარებს საოცარ დანაკლისს ვგრძნობ.. ამიტომ დავბრუდნიი.. მოკლედ, სავარაუდოდ ყოველ მეორე დღეს მომიწევს ატვირთვა, თუ მოვახერხე და როცა მოვახერხებ, ყოველ დღეც ავტვირთავ, იმედია არ გამიბრაზდებით.. ესეც პირველი თავი და აბა, მაინტერესებს რას ფიქრობთ.. გამიმხილეთ თქვენი ვარაუდები, მოლოდინები... იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას...

პ.ს. უუღრმესი მადლობა წინა ისტორიის კომენტარებისთვის, ნახვათა რაოდენობისთვის.. თქვენ რომ იცოდეთ როგორი ტკბილები და თბილები ხართ.. ყველაზე გემრიელები.. ძალიან მეძვირფასებით შოკოლადებო, უთქვენოდ ვხვდები რომ რაღაც მაკლია... თვენ ხართ ჩემი პოზიტივი და მუხტი.. მადლობა.

პ.ს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ლილიანას იდეისვის, ამ ისტორიის იდეაც მას ეკუთვნის.. მადლობა, მადლობა, მადლობა...



№1  offline ადმინი ano23

ახალი ისტორია.. ახლებური შინაარსით. ძალიან მომეწონა და დამაინტერესა love უკვე მაქვს რარაც ეჭვები შინაარსთან დაკავშირებით,მაგრამ ჩემთვის შევინახავ ჯერ wink ველი მოვლენების განნვითარებას. winked

 


№2  offline მოდერი ლილიანა

ჩემი ყოჩაღი და ნიჭიერი გოგო.როგორ გამახარე რო იცოდე.წარმატებები ძვირფასო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი roza1996

Momwooons dzaliaan imedia yovel dge atvirtav.

 


№4  offline წევრი vighaca

Dzalian kargia ❤

 


№5  offline წევრი Mariami_MariamOo

ჰმ, საინტერესოა ძალიან <3

 


№6  offline წევრი კოტი

გაბძი ხარ განძი:*
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№7 სტუმარი tralalalala

მაგარი და დროზე დადეხოლმე ვერ ვიტან ლოდინს wink

 


№8 სტუმარი Mia

ოჰო ახალი სიტორია! წავიკითხე და თითქოსდა არ დამაინტერესდაო wink (არ გეწყინოს) მაგრამ მოვლენების განვითარებას დაველოდები love გამიხარდა ახალი ისტორია ^.^ სათაური მომეწონა ძალიან. ველი ახალ თავს love შენ ისეთი კარგი ხარ დამაინტერესდება მალე wink love ველი ველი ახალ თავს love
------------------
სიყვარული არ დაკარგოთ

 


№9  offline წევრი EiLuL♥

რადიკაულად განსხვავებული ისტორიაა ,, ადვილი კი არ არის ასეთ ოჯახს თავი მოწონო... უკვეე მიყვარსს ❤ შენ ხარრ მარწყვუნაა ,,ტკბილიი და გემრიელიიი ❤❤)))
--------------------
elene

 


№10  offline წევრი coco girl

დავინტერესდი :) გაარძელე. :*

 


№11  offline წევრი Sexy Mädchen

ეს სასიყვარულო ისტორიაა თუ ბიოგრაფიების წიგნაკი?
--------------------
:)

 


№12  offline მოდერი მარრიამი

უუუღრმესი მადლობა ყველას ჩემო შოკოლადებო <3
Mia
ოჰო ახალი სიტორია! წავიკითხე და თითქოსდა არ დამაინტერესდაო wink (არ გეწყინოს) მაგრამ მოვლენების განვითარებას დაველოდები love გამიხარდა ახალი ისტორია ^.^ სათაური მომეწონა ძალიან. ველი ახალ თავს love შენ ისეთი კარგი ხარ დამაინტერესდება მალე wink love ველი ველი ახალ თავს love
------------------
სიყვარული არ დაკარგოთ

იმედი მაქვს დაგაინტერესებს :*
Sexy Mädchen
ეს სასიყვარულო ისტორიაა თუ ბიოგრაფიების წიგნაკი?

სასიყვარულო ისტორიაც დაიწყება, უბრალოდ საჭიროდ მივიჩნიე რომ ამ თავში "ბიოგრაფიებიც" ყოფილიყო :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent