გრძნობათა სიჭარბე (10)
დილით არც დემეს დაჟინებულ მზერას გაუღვიძებია და არც მის ტკბილ კოცნას მხარზე..სრულიად ბუნებრივად,მზის სხივების უდროო შემოჭყიტებამ გააღვიძა..ზმუილით იცვალა გვერდი და ვერაფრით რომ ვერ შეძლო ძილის გაგრძელება,ინება თვალების გახელა.კადრებად ამოუტივტივდა წუხანდელი ღამე და ბედნიერების ღიმილმა გაუნათა სახე.ხელი საწოლის მეორე მხარეს გადაწია და სიცარიელე რომ დახვდა ცოტა კი გაუკვირდა.მინიმუმ გაღვიძებულზე დემეს მომხიბვლელ ღიმილს და მის ტკბილ კოცნას ელოდა.ისე როგორც რომანტიკულ ფილმებში.თუმცა ნენეს ცხოვრება როდის ყოფილა საერთოდ რომელიმე ფილმთან და რომანტიკასთან ახლოს მაინც?! არც ახლა გაუმართლაა და საყვარელი კაცის მაგივრად,საყვარელი საწოლი შერჩა ხელთ..საერთოდ არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება,გულაღმა დაწვა და ჭერს ახედა.საერთოდ არ უნდოდა ნეგატიურ რაღაცეებზე ფიქრი.წუხელი ისეთი მაგარი ცვლილებები მოხდა მის ცხოვრებაში,რას დაეძებს მის წარმოდგენებს და ფილმებს.რეალობაა მის თვალწინ და მას უნდა გაუსწოროს თვალი.არც დემეა თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი და არც ნენე ფიფქია,პრინცის კოცნა რომ შველოდეს მის სიცოცხლეს გადასარჩენად...მაგრამ გუშინ ღამით ნამდვილად გადაარჩინა დემეტრემ და კიდევ კარგი აზიარა კაცთან ყოფნის სიამოვნებას.თურმე რას იკლებდა ამდენი ხნის მანძილზე.აი თურმე რატომ ეჩხუბებოდა სულ ანო გათხოვდიო..კაცის ალერსი დააგამშვიდებსო..აჰა ბატონო,იგემა.ვანხოთ ახლა თუ გახდება ჩაიში ჩამბალი ბულკი..არც ერთ წამს არ ნანობს.არც ერთ კოცნას და არც ერთ ბაგედან წამოსულ კვნესას.ყველაფერს საღ გონებაზე მყოფი აკეთებდა.პირიქით,ყველა მომენტის გონებაში სამუდამოდ ჩაბეჭვდას აპირებდა.დემეს ყველა ნაკოცნი ადგილი უხურდა და საერთოდ ახლაც არ იტყოდა უარს იგივეს განმეორბაზე.ოხ დემეტრე ბაბლუანი,როგორ ყველაფრის გაფუჭება იცი! საწოლში ნებივრობას და წინა ღამის დეტალურად განხილვას რომ მორჩა ინებაა და ასადგომად მოემზადა.ფეხზე დადგომა და მუცელში,სადღაც უფრო ქვემოთ საშინელი ტკივილის შეგრძნება ერთი იყო.უნებურად წამოიკივლა და წელში მოიხარა.მერე უცებ გონებაში სადღაც წაკითხული ინფორმაცია ამოუტივტივდა და სასწარაფოდ აბაზანაში შევიდა ცხელი შხაპის მისაღებად..დიდი ხნის ნებივრობის მერე ოდნავ დამშვიდებული გამოვიდა.თავი მოიწესრიგა,ტანზე ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.კიბეებზე იყო ბავშვების ლაპარაკს რომ მოკრა ყური,ჩურჩულებდნენ და დამწუხრებული სახეებით იჯდნენ.გულში მაშინვე ცუდათ გაკრა რაღაცამ,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ჯაშუშივით მიაყურადა მეგობრებს. –წარმოდგენა არ მაქვს ნენეს როგორ ვუთხრათ–ჩურჩულებდა ანო და ნერვიულად დადიოდა ოთახში –ხო მაგრამ როდემდე დავუმალავთ,ბოლოსდაბოლოს მაინც მოგვიწევს თქმა–ასეთი სერიოზული თეკო,ნენეს მანამდე არასდროს ენახა –ძლივს ბედნიერია და ასე უცებ უნდა ჩავუშხამოთ ყველაფერი–კედელთან იდგა სანდრექსა და სივრცეს უაზროდ გაშტერებოდა –ყველაფერი დემეტრეს ბრალია,მხოლოდ მისი–კბილებში გამოცრა ანომ და აკოს შეუღრინა –არა დემეტრე ეგეთი უპასუხისმგებლო,ალბათ მართლა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა–მეგობრის გამართლებად ცდილობდა აკო –დიახაც უპასუხისმგებლო და ჩამოუყალიბებელი ბიჭია.გოგოს სიყვარულს ეფიცებოდა,ადგა და ასე დაუმშვიდობებლად გაფრინდა ვინ იცის რამდენი ხნით–ცოფებს ყრიდა ანო და რაღაც ფურცელს ატრიალებდა ხელში –არ იყო ნენე მაგის ღირსი,ეგ შენც კარგად იცი აკო–მშვიდი ხმით თქვა სანდრომ. ნენე მთელი ამხნის განმავლობაში გაშეშებული იდგა კიბეზე და განძრევის თავიც არ ჰქონდა.მისთვის მოსმენილი იმდენად შოკისმომგვრელი იყო,დაჯერება არ შეეძლო და არც უნდოდა.. მისი მეგობრები რაღაცას ბოდავდნენ. დემეტრე ამას არ გააკეთებდა. ასე უპასუხისმგებლო არ მოიქცეოდა. ნენეს ასე არ გაწირავდა. არ ატკენდა. არ ატკენდა. და კიდევ ერთხელ არ ატკენდა. ვერ გაიმეტებდა. აუხსნიდა მაინც. დაელაპარაკებოდა. იმხელა ტკივილის გრძნობდა,ეგონა გული ორად ეგლიჯებოდა.ერთიანად გაფითრებოდა სახე და ობოლი ცრემლი მიყინვოდა ლოყაზე.ხმის ამოღების თავის არ ქონდა.თითქოს ყველა სიტყვა ერთიანად გამქრალიყო.სრული ალიაქოთი იყო ნენეში.ქარბობალასავით ტრიალებდა მოსმენილი ინფორმაცია და ყველა ორგანოს ედებოდა.ფეხის ტერფებიდან თანდათან ზემოთ მოუყვებოდა ტკივილი და გზად ყველაფერს უმოძრაოს ხდიდა.ინერციით მოაწვა იმედგაცრუება ყელში და მთელი ძალით წაუჭირა.ორივე ხელი სწრაფად იტაცა ყელზე და ღმულისმდაგვარი ხმა ამოუშვა.მერე ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა და თვალებში მოწოლილმა ბინდმა გაუსაძლისი გახადა რამის აღქმა. თვალები რომ გაახილა ირგვლი სულ სითეთრე იყო.ოთახის ცენტრში იწვა და ხელზე რაღაც მილი ჰქონდა მიერთებული.თავიდან ცოტა გაუკვირდა და გარემოც არ ეცნო,მაგრამ თანდათან გონს მოეგო და რეალურად აღიქვა ყველაფერი.საავადმყოფოში იყო,მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ.თავზე ხელი მიიჭირა და ეცადე გაეხსენებინა რა მოხდა ისეთი,რამაც მისი სავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა გამოიწვია.თუმცა ვერაფრის გახსენება ვერ შეძლო.არანაირი შავი ლაქა არ იყო ისეთი,რაც დააეჭვებდა.მერე ზეწარი გადაიხადა და ტანზე დაიხედა.იფიქრაშეიძლება ავარია მოხდა და რამე დამიშავდაო,მაგრამ ტანზე ერთი ნაკაწრიც ვერ იპოვა.ცოტა დააეჭვა შექმნილმა სიტუაციამ.ფეხზე ადგომას და გარეთ გასვლას აპირებდა პალატის კარი რომ გაიღო და მომღიმარი თეთხალათიანი ქალი შემოვიდა. –აბა როგორ გრძნობს თავს ჩვენი ლამაზი პაციენტი?–თბილი ხმით მოიკითხა ქალმა და საწოლთან ჩამოუჯდა –ზედმეტად კარგად იმისთვის,რომ აქ ვიყო–ცოტა უხეშად გამოუვიდა,მაგრამ რა ექნა,უკვირდა შექმნილი სიტუაცია –თავის ტკივილი ხომ არ გაწუხებ?–მისი უხეშობა არ შეიმჩნია –არა,საერთოდ არაფერი არ მაწუხებს გარდა ამ მილისა,რომელიც განძრევის საშუალებას არ მაძლევს–მომანჭული სახით დახედა კათეტერს –მაგასაც მალე მოგხსნით,მანამდე რამდენიმე კითხვაზე მიპასუხე–ნახად გაუღიმა ქალმა და რაღაც საქაღალდე გადაშალა –რაზეც გნებავთ–უთხრა და საწოლზე წამოჯდა –ბოლო კარდი მითხარი რაც გონებაში ამოგიტივტივდა–ჰკითხა და კალამი მოიმარჯვა –დასასვენებლად ვიყავი მეგობრებთან ერთად და წარმოდგენა არ მაქვს აქ რა მინდა–სიცილით უთხრა –რამე ისეთი დეტალი გახსოვს რამაც შეიძლება ამ მდგომარეობმდე მიეყვანე?–ინტერესით ჰკითხა და რაღაც გახაზა საქაღალდეში –ექიმო რა მდგომარეობაზეა საერთოდ საუბარი,გეუბნებით მეგობრებთან ერთად ვიყავი მშვიდათ და უცებ ვიღვიძებ და აქ ვარ–ხმას აუწია და ანერვიულდა –აქ ყოფნის მიზეზი გულის წასვლაა და 2 დღეა კლინიკაში იმყოფები–ნელა შეაპარა ექიმმა და რეაქციას დაელოდა –2 დღე??? კი მაგრამ ერთი გულის წასვლის გამო ასეთი რა დამემართა–შეშფოთებულმა იკითხაა და ხელები თავზე მიიჭირა რამის გახსენება რომ შეძლებოდა –არაფერი სერიოზული,უბრალოდ სტრესის ბრალია–რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ უთხრა ექიმმა –ეგრე იქნება ნამდვილად.მთელი დღეები გართობაზე ვიყავი ორიენტირებული და არც ჭამა მახსოვდა და არც ძილი–თავისი თეორიის დასაზუსტებლად თავი რამდენჯერმე დააქნია და ექიმს შეხედა მომლოდინე თვალებით –კიდე ცოტახანი მოგიწევს გაჩერება,რამდენიმე ანალიზის პასუხს ველოდებით და შემდეგ შეგეძლება სახლში წასვლა–ფეხზე წამოდგა ქალი და ღიმილით დატოვა პალატა. ექიმის გასვლა და მისი მეგობრების შემოცვენა ერთი იყო.ბედნიერი სახეებით ეხვეოდნენ ირგვლივ და ყველა ერთად უხდიდა ღმერთს მადლობას ცოცხალ ნენეს რომ ხედავდნენ –კარგით,კარგით ცოცხალი ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ–ღიმილით დაამშვიდა მეგობრები და ერთიანად მოავლო ყველას მზერა –იცი მაინც როგორ გვანერვიულე?–შეშფოთებულმა ჰკითხა ანომ და ლოყაზე აკოცა –მაპატიეთ–თავი დახარა –ისე შეგვეშინდა ბათუმში არ გაგაჩერეთ და თბილისში გადმოგიყვანეთ–თბილი ხმით უთხრა თეკომ და თავთან ჩამოუჯდა –არ ვიცი რა დამემართა,ყველაფერი კარგად იყო და რატომ წამივიდა საერთოდ გული ეგეც არ ვიცი–ინტერესით იკითხა და მომლოდინე მზერა მიაპყრო მეგობრებს –არაფერი არ გახსოვს?–ყველამ ერთად იკითხა და გაფრთოებული თვალებით მიაჩერდნენ გაურკვევლობაში მყოფ ნენეს –ექიმმაც ეგ მკითხა და არ ვიცი რა უნდა მახსოვდეს.ვიცი რომ ერთად ვიყავით ბათუმში დასასვენებლად.მეტი არაფერი–მხრების აჩეჩვით თქვა –გული წაგივიდა და მაგიტომ ხარ აქ–მშვიდი ხმით უთხრა სანდრექსამ –ხო ეგ მითხრა ექიმმა,მაგრამ რატომ?–იკითხა და დაფიქრდა–აჰ გამახსენდა,სანდროს და თეკოს ჩამოსვლა რომ ავღნიშნეთ და დავლიეთ ალბათ ნაბახუსევს ვეღარ გაუძლო ჩემმა ტვინმა და–აღმოჩენით გახარებულმა წამოიძახა და მოციმციმე თვალები შეანათა მეგობრებს –ეგაა ბოლო რაც გახსოვს?–შემპარავი ტონით ჰკითხა აკომ და ანოსკენ გააპარა გაოცებული მზერა –კიდევ რამეა რაც უნდა ვიცოდე?–ეჭვისთვალით აათვალიერა ყველა –არა არაფერი,უბრალოდ დილით კიბეებზე ჩამოდიოდი და მაშინ გაითიშე,მაგას გულისხმობდა–ქმრის გამართლება სცადა ანომ –მთავარია ახლა კარგად ხარ–სიტუაციის განეიტრალება სცადა თეკომ –ჯობს გავიდეთ და დავასვენოთ ცოტა,თორე არა წერეთლის მწარე ენა ფორმაში–სიცილით თქვა სანდრომ და სწრაფად გაყარა გარეთ ყველა –მალე დავბრუნდებით–კარებიდან მოაძახა ანომ და ხელი დაუქნია.ნენემ ღიმილით გადააქნია თავი და კომფორტულად მოკალათდა საწოლში.ახლა დასვენება ნამდვილად არ აწყენს.მართალია ორი დღე გადამბულად სძინებია,მაგრამ თავს მაინც სუსტად გრძნობს და ჯობს საბოლოოდ ჯანმრთელი გავიდეს აქედან.ამისთვის კი კარგად გამოძინება არ აწყენს. ****** –ექიმო შეიძლება?–კარში თავი შეყო ანომ და ღიმილით მიესალმა თეთრხალათიანს,რომელმაც შემოდითო თავით ანიშნა –გამარჯობათ,ჩვენ ნენე წერეთლის მეგობრები ვართ–თავი გააცნო ანომ –გაგმარჯობათ,კარგია რომ მოხვედით.მეც მინდოდა თქვენი ნახვა.დაბრძანდით–სერიოზული სახით უთხრა ექიმმა და სავარძლებზე მიუთითათ –ნენე ვნახეთ,რაღაც ისე არაა ყველაფერი რომ უნდა იყოს–დაბნეულმა თქვა სანდრომ და ექიმის პასუხს დაელოდა –როგორც თქვენი მონყოლიდან ვიცი დიდი სტრესი გადაიტანა მამაკაცის გამო და სწორედ ამიტომ წაუვიდა გული–ინფორმაციის დაზუსტება სცადა ექიმმა –დიახ ეგრე–ყველა ერთად დაეთანხმა –დილით პატარა გამოკვლევა ჩავატარე და კითხვებიც დავუსვი ნენეს,როგორც ვეჭვობ მეხსიერებაში აქვს ჩავარდნა–თქვა და რაღაც ფურცელი აიღო –კი მაგრამ ეგ როგორ,თითქმის ყველაფერი და ყველანი ვახსოვართ–გაკვირვებულმა იკითხა თეკომ –თითქმის.სწორედ ეგაა საქმე.დიდი სტრესის შემდეგ მისმა ტვინმა უკურეაქცია გამოიწვია და დროებით ან სამუდამოდ მისთვის მტკვივნეული ინფორმაცია იზოლირებული გახადა.ანუ მარტივი ენით რომ გითხრათ დაავიწყა ის რაც ტკივილის მიაყებენდა–დაამთავრა ექიმმა და ფურცელი ისევ გვერდით გადადო –ჩვენ რა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის,თუ ვეცადოთ რამე გავახსენოთ?–მოსმენილისგან შეწუხებული ხმით იკითხა ანომ –არავითარ შემთხვევაში არ უხსენოთ არაფერი იმაზე რაც დავიწყებული აქვს.გააგრძელეთ ცხოვრება ისე,თითქოს ის მონაკვეთი არ არსებობდა.ასე უფრო ადვილი იქნება მისთვის.გარკვეული დროის შემდეგ ტვინი თვითონ გაახსენებს ყველაფერს–მშვიდი ხმით აუხსნა ქალმა და ფეხზე წამოდგა –კარგით მადლობა ექიმო და როდის შეგვეძლება სახლში წავიყვანოთ?–ჰკითხა აკომ –ხვალ დილით შეგეძლებათ წაიყვანოთ–ღიმილით უთხრა –კარგად ბრძანდებოდეთ–დაემშვიდობნენ ექიმს და ხმის ამოუღებლად დატოვეს პალატა. –რა უნდა ვქნათ?–შეშფოთებულმა იკითხა ანომ და აკოს მიეკრო –არაფერი,დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც არის–მშვიდი ხმით თქვა სადრექსამ –ალბათ ეგრე სჯობს,მაინც გული ეტკინებოდა,ასე კიდევ მშვიდათაა და არავითარი დემეტრე არ არსებობს მის ცხოვრებაში–დემეტრეს სახელი სიბრაზით წარმოთქვა თეკომ და გასასვლელისკენ წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.