წვიმა ქვეყანას წარღვნით ემუქრებოდა
წუხელი ღამით ჰქროდა, წვიმა კი ქვეყანას წარღვნით ემუქრებოდა ჩუმად გავჰყურებდი წვიმის წვეთებს , რომლებიც სარკმელს ეხეთქებოდა მე კი ძარღვიც არ შემტოკებია, შიშის აჩრდილიც უკან რჩებოდა შენზე ვფიქრობდი, შენს თბილ ხელებზე, შენი შეხება მენატრებოდა. ამგვარ ფიქრებში გავიდა ღამე, უკვე კი თავზე დამთენებოდა, მაგრამ მზის სხივი მეჩვენა სუსტი, რადგან თეთრ ღრუბლებს დანებებოდა. ამის შემყურე მე ჩემი თავიც ხელმოცარული მეჩვენებოდა ეს სიყვარული, რომელიც მტანჯავს, ოდესღაც ღმერთად მეხატებოდა. კოშკებს ვაგებდი და ვოცნებობდი, ამიხდებოდა, მე ეს მჯეროდა. თუმცა შენ არ აღმოჩნდი ისეთი და მეც იმედი გამცრუებოდა. ადრე გეკითხათ, გეტყოდით, რომ ღმერთი ამქვეყნად დაიარებოდა ახლა ტანჯვამ დაჯაბნა სული, რომელსაც რწმენა ოდესღაც ჩანერგვოდა. წუხელი ღამით ჰქროდა , წვიმა კი ქვეყანას წარღვნით ემუქრებოდა, კვლავ გამახსენდი, ისიც ვინატრე შენი ხელები მომფერებოდა შენ კი არ სჩანდი, როგორც ყოველთვის, მაგრამ მე შენზე მეფიქრებოდა, შენი თვალები იმ ქუფრ ღამეში თვალწინ მედგა და შემომცქეროდა. ისევ შევცდი, ისევ ვერ მივხვდი, რომ შენი სახე არ გამოჩნდებოდა. გაიელვა და გავიფიქრე: მოსულიყავი რა იქნებოდა. მაგრამ იმედი კვლავ გამიცრუვდა და ეს ტკივილიც არ ყუჩდებოდა წარღვნა ვინატრე, მაგრამ მაცნობეს, რომ ეს ნატვრაც არ ამიხდებოდა. ახლა კი ვზივარ, ვიხსენებ თვალებს, წუხელ ღამით რომ მელანდებოდა ვიხსენებ იმ დროს მე ეგ თვალები წმინდათ წმინდა რომ მეჩვენებოდა დღესაც კი მახსოვს, მათი ნახვისას საღი აზრი რომ მეკარგებოდა ერთი იცოდე ეს სიყვარული, ღვთიურ კავშირად მესახებოდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.