შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები (დასასრული)


27-10-2016, 00:49
ნანახია 3 805

***

დადვანის ერთი გამოხედვა და ჩვეულებრივ ბრინჯად ვიქცეოდი. ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი და სახეზე ფერები მეცვლებოდა. ალბათ, ასეთ მოულოდნელობასა და სიხარულს ვერასდროს განვიცდიდი. შევადარებდი ჩემი და-ძმის დაბადებას. სისულელეა! ვბოდავდი ჩემ თავთან რაღაცას და მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რომ ერთი მეორისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.

-ზაზა, დაგილოცავ ოჯახს!-ფეხზე წამოდგა გიორგის მამა,-მინდა, რომ სულ ასეთი ლამაზი და ბედნიერი ოჯახი გყავდეს. შენ ისეთი კაცი ხარ, რომ იმსახურებს ყოველივე საუკეთესოს. კაცმა, რომელმაც იმ საშინელებიდან გამომიყვანა და დაამტკიცა ჩემი სიმართლე. გიორგი რომ არა ალბათ, ვერასდროს გიპოვიდი და ვერ გამოვიდოდი.
-გიორგი?-იკითხა თიკომ და გადახედა გიორგის. მეც თვალები დავუქაჩე დადვანს და პასუხს დაველოდე.
-კი, გიორგი. ზაზას შესახებ გიორგიმ მითხრა,-თქვა გიორგის ბიძამ და თბილად გაუღიმა ძმისშვილს. გამეღიმა და ერთიანად ცოტა გავბრაზდი, რომ დადვანს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. რა მაბრაზებდა ვერ გავიგე რამდენიმე საათის წინ სიხარულისგან გული გამეპარა კინაღამ და ეხლა კიდევ ვბრაზდებოდი დადვანი რომ სიმართლეში გამოვიჭირე. ხო, სულ მე გამოვიჭირე!
-რაო ნენე?-ღიმილით იდგა დადვანი კარებში და მიყურებდა.
-ყველაფერი მოფიქრებული გქონდა, ხო?!
-რა იყო, ცუდად გამოვიდა?-წარბი აწია გიორგიმ.
-არა, მაგრამ გეთქვა..
-რომ მეთქვა ასე ძალიან გაგიხარდებოდა? მეეჭვება..-გაეღიმა დადვანს. ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და ავკვროდი რომ ერთიანად გამაკანკალა.
-მეც ძალიან მინდა, ჩაგეხუტო...-ხმადაბლა მითხრა დადვანმა.
-ისევ აგრძელებ ჩემი ფიქრების კითხვას?-გამეცინა.
-როგორც ყოველთვის, ნენე.
-ალბათ, იმასაც წაიკითხავდი რომ გაბრაზებული ვარ შენზე!
-გაბრაზებული?-გადაიხარხარა გიორგიმ,-გაბრაზებული კი არა ერთი სული გაქვს როდის ჩამეხუტები. იცი, როგორ მოგენატრე? ამ მონატრების სიძლიერეს შენ თვითონაც ვერ ხვდები ან უბრალოდ, არ გინდა რომ მიხვდე.
-თავხედი ხარ!-გამეცინა და ონკანი მოვუშვი რომ წყალი დამელია.-ზაზამ იცის?
-შენი სურვილების საწინააღმდეგოდ ხო არ წავიდოდი?-ისე გაიკვირვა დადვანმა, თითქოს აქამდე არ წასულა.-კაი, ხო.. არა, არ იცის. როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ ვუთხრათ.
-არ ხარ შენ მგონი ნორმალური!
-ნორმალური შენ რომ ხარ ეგეც საკმარისია!-გაეცინა დადვანს.
-აუ, გიორგი! ისე გამახარა შენმა დანახვა,-საუბარში თიკო ჩაგვეჭრა და ჩემი ოცნება აისრულა. ისე ჩაეხუტა დადვანს კინაღამ საკუთარ დედაზე ვიეჭვიანე.
-მეც გამიხარდა, თიკო.-ვგიჟდებოდი დადვანის თავაზიანობაზე! ხო ეძახდა თიკოს, მაგრამ,აი, რაღაცნაირად ძაან მოწიწებით გამოსდიოდა.
-ასეთი სიურპირზი? არვიცი, მე! ზაზასაც კი არ გაუკეთებია..-ქოთქოთებდა თინათინი.
-დედა, ცოტა ხმადაბლა არა?!-შენიშვნა მივეცი თიკოს და დადვანს გავხედე, რომელიც კმაყოფილებისგან გაბადრული იყო კარებს აკრული.
-კაი, დედიკო რა.. გაიგოს მამაშენმა!
-რა გაიგოს?! გაგიჟდი შენ?-დავუქაჩე თვალები თიკოს.
-აუ, ეს გოგო გამაგიჟებ. ასე მგონია, რომ შენ უფრო ჩემი შვილი ხარ ვიდრე, ეს ქალბატონი!-უთხრა დადვანს დედაჩემმა და მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი. ვაიმე, ისე მიშლიდა დედაჩემი ნერვებს ცოტაც და გადავხტებოდი ალბათ! ოთახში მშვიდი სახით დადვანის დედა შემოვიდა.
-მოდი, ხათო, მოდი..-მოიპატიჟა სამზარეულოში დედაჩემმა ხათუნა. მაგიჟებდა ამ ქალის უშუალობა! როგორ შეეძლო ესე მარტივად შესულიყო ადამიანთან კონტაქტში ვერ ვხვდებოდი. ძალიან მშვიდად ჩამოსხდნენ სკამებზე და ისე დაიწყეს ლაპარაკი ვითომ ჩვენ იქ არც ვყოფილვართ.
-გამიხარდა თქვენი გაცნობა,-თქვა ხათუნამ და გადმომხედა გაღიმებულმა.
-იცის,-ხმადაბლა მითხრა გიორგიმ, რომელიც თურმე ჩემ გვერდზე აღმოჩნდა. მძიმედ გადავაგორე ყელში გაჩხერილი ბურთი და გავხედე მომღიმარ ქალს.
-მეც გამიხარდა ხათუნა დეიდა,-ძლივს ამოვილუღლუღე. დადვანმა ძალიან მშვიდად ხელი გადამხვია და აი, ამ დროს დენმა ისე დამარტყა მოკლე ჩართვა მეგონა ჩემი თავი. აღშფოთებულმა გახვედე დადვანს რას აკეთებ მეთქი და იმის მაგივრად, რომ ხელი გაეწია უფრო მიმიხუტა.
-ნენე, შენზე ბევრი რამ მსმენია და მოლოდინს გადააჭარბე.-მშვიდად მითხრა ხათუნამ.
-რა გსმენია, ხათო?-ისევ დედაჩემი ჩაერთო საუბარში. ისეთი გაშინაურებული იყო გეგონება, ბავშვობის დაქალები იყვნენ.
-რა თქმა უნდა, კარგი ყველაფერი. ისე მინდოდა ნენეს გაცნობა! კი, არ ვეთანხმებოდი გიორგის გეგმას რომ ასე მოულოდნელად გვენახა ერთმანეთი, მაგრამ რა ვუყო ამ ჩემ შვილს ვერაფერში ვეწინააღმდეგები. მაინც გენები თავისას შვრება,-გაეცინა ხათუნას.
-ნენე!-მამაჩემის ღრიალი გავიგე, რომელიც სავარაუდოდ კარგად შემთვრალი იქნებოდა.
-ბოდიში, დაგტოვებთ..-ვთქვი და ძლივს მოვიშორე გიორგის ხელი მხრიდან.

მამაჩემს, რა თქმა უნდა, უშველებელი ყანწი უნდოდა, რომელიც თიკოს ჰქონდა სადღაც გადამალული და მხოლოდ მე ვიცოდი. იმდენად შოკირებულ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არც მიფიქრია თიკოს რეაქციაზე მაშინვე მივუცუნცულე ერთი კაი ჩაკოცვნაც მივიღე სამაგიეროდ და გამომიშვეს სამზარეულოსკენ. სამზარეულოში შესულს დამხვდა საოცარი სცენა! აი, წარმოიდგინეთ. გაქვს დაულაგებელი ცხოვრება, შეყვარებული დაგიბრუნდა გადახვეწილობიდან, გადგება თავზე ოჯახთან ერთად, ამ ყველაფერს თან ერთვის ცანცარა დედაჩემი და შევდივარ სამზარეულოში და რას ვხედავ?! თიკოს ყავა ჩამოუსხამს. სამივეს ფეხი-ფეხზე გადაედო და გულიანად იცინოდნენ ყავასთან ერთად.

-მოდი, დედიკო ჩამოგვიჯექი.-მითხრა თიკომ და სკამი გამოწია.-გინდა ყავა?
-მე თვითონ,-ძლივს ვუპასუხე და ყავა ჩამოვისხი. დადვანი თვალს არ მაშორებდა და მეც შესაბამისი რეაქცია მქონდა. ბატივით ვმოძრაობდი და როდის გადავისხამდი ყავას არ ვიცოდი!
-წავიდეთ უეჭველი. გამოგივლი. როდის გეცლება?-დედაჩემი ტიკტიკებდა.
-სადღაც ესე 2-სკენ გაწყობს?-ჰკითხა ხათუნამ.
-უკაცრავად, სად მიდიხართ?-ვიკითხე და დადვანისგან მივიღე პასუხი.
-სალონში მიდიან გოგოები,-გაიცინა გიორგიმ.
-ისე, შენც მოგიხდებოდა სალონი რომ გაქვს ეს წვერი მოშვებული.-უთხრა ხათუნამ.
-ხო, ნენე?-გადმომხედა გიორგიმ. აი, ინდურ კინოებში რომ ხდება ყველას სახეს რომ აჩვენებენ. ზუსტად ეგრე გადავხედე სამივეს და ბოლოს ყავას მივაჩერდი ვითომ ის მეტყოდა პასუხს, მაგრამ მეოთხედი კოფეინის გარდა არაფერს გამოჰყოფდა.
-კი, ცოტა შეიჭერი, რა..-ვუთხარი გიორგის.
-მოკლედ, ვატყობ მომავალში სერიოზული წინააღმდეგობები მექნება თქვენგან,-თქვა გიორგიმ და გაეცინა.
-ხო, მართლა მომავალზე. რას აპირებთ?-იკითხა ხათუნამ. სასულეში გადამცდა ცხელი ყავა. ისე გამეტებით ვახველებდი გათხლეშილი მთვრალი კაცებიც კი შემოცვივდნენ ოთახში. ძლივს რომ მომასულიერეს და დამდეს სკამზე ცოტა შემეშინდა მათ შეშინებულ სახეებზე, სადაც მხოლოდ დადვანს ჰქონდა კმაყოფილი სახე. რა უხაროდა კინაღამ იქვე ჩავკვდი და ჩავმიწდი!
-რა მოხდა, მამი?-მამაჩემს თვალები ისე გაურბოდა დღეს რომ მეთქვა ვთხოვდებითქო ეგრევე თვითონ ჩამილაგებდა ბარგს და გამატანდა გიორგის. სიხარულით! დიახ, სიხარულით!
-არაფერი, ჩვენ სამომავლო გეგმებზე ვლაპარაკობდით,-თქვა დადვანმა და გაიღიმა. იქვე მინდოდა მომეკლა რომ ატლიკინებდა ენას. კი, ვიცოდი ენის სიგრძეს რომ არ უჩიოდა, მაგრამ ხომ უნდა სცოდნოდა „რა?სად?როდის?“.
-აბა, თქვით გეგმები!-გადაიხარხარა მამაჩემმა. გამაცია.. ეხლა დადვანს რომ გაეგრძელებინა დედამისის შეკითხვა და პასუხი გაეცა იქვე ჩამოვიხრჩობდი თავს!
-მე აქ მუშაობას დავიწყებ, ნენე დაამთავრებს უნივერსიტეტს..-თქვა გიორგიმ მშვიდად.
-ოხ! ეგ ხო ისედაც ვიცოდით..-თქვა მამაჩემმა და ხელი მოხვია გიორგის მამას,-წამო დავიდოვიჩ გავიდეთ.
-რას წრუპავ ბიჭო ყავას?! წამოდი, ჩვენთან!
-აუ, მამა მაგარი გასული ხარ. ვინ წაგიყვანს მერე სახლში?-გაეცინა გიორგის.
-დედაშენის ენა გაქვს სულ,-გაეცინა გიორგის მამას და სიმღერ-სიმღერით გაუყვნენ მისაღებისკენ.
-ჰა, აბა რას იტყვით?!-გადმომხედა თიკომ. მე დადვანს გავხედე, რომელსაც ეცინებოდა და ძლივს იკავებდა სიცილს თიკოზე და ხათუნაზე, რომლებიც საოცარი ინტერესით გვიყურებდნენ.
-თიკო, ხათუნა..-დაისერიოზულა გიორგიმ ხმა,-ყველაფერი იქნება თავის დროზე! თქვენ არ ინერვიულოთ არ გამოგაპარებთ..
-ეგღა მაკლია გამომაპარო! ამისთანა გოგო რომ გამომაპარო გადამირჩები?-გაიცინა ხათუნამ.
-არ გამოგაპარებთ. ნენეზეა დამოკიდებული ბევრი რამ. და გვაცადოთ იქნებ?
-კი, დედიკო გაცდით აბა, რა.. თქვენ იყავით კარგად..-თქვა თიკომ და კიდევ ერთხელ მომინდა, რომ გაჩუმებულიყო და ცოტახანს ხმა არ ამოეღო. რომ ამოწურეს ჩემი და გიორგის თემა შემდეგ განიხილეს საყიდლები, ზოგადსაკაცობრიო თემებიც არ გამოტოვეს და უკვე შუაღამე იყო რომ წავიდნენ. ნაღვლიანად გამომხედა დადვანმა და წასვლისას გადამკოცა. გადამკოცნა და მეორედ ვიგრძენი თავი მოკლე ჩართვად. იმ წამს მომავალზე რომ ეკითხათ, ალბათ, აქეთ ვეტყოდი ეხლავე მოვიყვან გიორგის ქმრად-მეთქი.

-რა კარგი ბიჭია!-დედაჩემის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
-კარგი, რა თიკო!-მობეზრებულად გადავაქნიე თავი.
-აუ, დე ისე მომწონს გიორგი. თან რა კარგი დედა ჰყავს გავგიჟდი. ძალიან კარგი სამეგობროა, რა.. იმდენი რამე დავგეგმეთ ერთად..-ფიქრებში წავიდა თიკო.
-ხო, მე და გიორგი თუ დავშორდით მერეც დაგეგმეთ და იყავით!
-ნენე!-წამოიყვირა დედაჩემმა, რომელსაც ფერი აღარ ედო სახეზე. უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ დადვანი ჩემზე მეტად უყვარდა.
-ო, კარგი რა ვიხუმრე. სისულელეს ვამბობ და მეძინება აშკარად,-ვუთხარი თიკოს და ძალიან გავმხიარულდი მის რეაქციაზე. ჩემმა ტელეფონმა რომ დაიწყო სიმღერა პირველი დედაჩემი გაიქცა მისკენ. მესიჯი რომ ყოფილიყო მაინც ვერ ნახავდა, ვერც პაროლს გამოიცნობდა და რისთვის გარბოდა ვერ მივხვდი.
-გიორგი რეკავს,-გაბადრულმა მომაწოდა ტელეფონი. ღრმად ჩავისუნთქე და გულის ფანცქალით ვუპასუხე.
-ხო..- „ხო, არა დიახ, ბატონო, გისმენთ. რას იფიქრებს ბიჭი ვერ გაზარდა დედამისმაო?!“-შემაგება თიკომ პასუხი და ცნობისმოყვარე სახით შემომხედა.
-ნენ, ჩამო, რა..
-ეხლა?
-ხო, რა..
-დაგირეკავ,-ვუთხარი და თიკოს შევხედე.
-მამაშენს მაინც სძინავს და გიორგისთან ერთად ცხრა მთას იქით წასულხარ!-მითხრა და გამიღიმა. აი, დედაჩემი ისეთი ქალი იყო, რა... რაღაცნაირი. რომელი დედა გაუშვებს შვილს ღამის 4-საათზე შეყვარებულის შესახვედრად? დედაჩემი კიდევ ძალით მაგდებდა. ხომ ფიქრობთ, რომ ძაან დაქალი იყო ჩემი ან რამე მსგავსი. დასჯასაც არ მაკლებდა და ჩხუბსაც. რაღაცნაირი ქალი იყო. დედაჩემი იყო, მაგრამ დღემდე არ ვიცოდი მისი ხასიათი. ზაზამ ხომ იცოდა რაც მთავარია და ეგეც საკმარისი იყო..

მისაღებიდან ქურთუკი ჩამოვხსენი და სადარბაზოში გავედი. ლიფტს არც დავლოდებივარ ჩავირბინე კიბეები. მივრბოდი და ვგრძნობდი, რომ მივდიოდი ბედნიერებისკენ, სადაც სიხარულის გრძნობას შეეძლო ჩემს გონებაზე ემოქმედა. არ მაინტერესებდა არაფერი. პირველად ხდებოდა, რომ გულსაც და გონებასაც ერთი რამ უნდოდა. გიორგი დადვანი.. მხოლოდ გიორგი იმ წუთას და ალბათ, რომ არ მოსულიყო ღამე როგორ დამეძინებოდა არ ვიცოდი. სადარბაზოს კართან გავჩერდი და გავხედე გიორგის, რომელიც წინ და უკან ნერვულად დადიოდა. გამეღიმა. ისიც იგივეს გრძნობდა, მასაც ისევე უხაროდა ჩემი ნახვა, როგორც მე.. ხომ ვიცოდი, რომ ვუყვარდი მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო.. დღითი დღე რომ იზრდებოდა სიყვარული,აი, ეგ იყო.. მივუახლოვდი მოსიარულე დადვანს და წამით გაჩერდა. გამომხედა და დავინახე როგორ უცემდა გული, როგორ მძიმედ სუნთქავდა.. რამდენიმე წამს ვუყურე, თითქოს თავიდან ვსწავლობდი დადვანს. მის ნაკვთებს, ემოციებს რომლებიც ასე მარტივად იწვევდნენ ჩემში გარდატეხას. რამდენიმე წამი და უკვე დადვანის კისერზე ვეკიდე.. გიჟივით შევახტი და ჩავეხუტე.

არც კოცნა, არც რაიმე სიტყვა, უბრალოდ შევიგრძენით ერთმანეთი და ეს იყო საკმარისი.
ორი ადამიანი რომ გრძნობს ერთმანეთის გულისცემას ეს უკვე სიგიჟეა.
არ არის საჭირო სიტყვები ან მოქმედება.
ერთ ჩახუტებაში იგრძნობ და გადასცემ შენს გრძნობას.
ასე ვიყავით მე და დადვანი. ემოციას მივეცი გასაქანი და ლოყები დავინამე. მომდიოდა ცრემლები, ბედნიერების ცრემლები და სულ არ მრცხვენოდა რომ მეტირებოდა. სულ არ მრცხვენოდა, რომ დადვანს ჩემს ცრემლებს ვაჩვენებდი. პრინციპში მას უკვე ნანახი ჰქონდა, მაგრამ არც ეს მაინტერესებდა. უხმოდ ვტიროდი და გიორგის სუნამოს შევისუნთქავდი.

-ნენე..-ხმადაბლა მითხრა გიორგიმ და ჩემს თმაში ახლართა თითები.-ნუ, ტირიხარ რა..
-ბედნიერებისგან.. გული მტკივა..-ძლივს ვუთხარი გიორგის.
-გულის ტკივილი არც ბედნიერებისგან მინდა და არც ისე..-მკაცრად მითხრა გიორგიმ და ღრმად შემისუნთქა.

გამაცია, როცა გიორგის ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერში.
სიგიჟე იყო ეს ყველაფერი.. დღეს უკვე მზად ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა. წავსულიყავი, სადაც ის მეტყოდა.
ვიცოდი, რომ მის გარეშე არ მინდოდა არც ერთი წუთი.
უარი ვთქვი ფიქრებზე, რომლებიც ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
უარი ვუთხარი ფიქრებს, რომლებიც ხან სწორ ნაბიჯებს მადგმევინებდნენ, ხან-არასწორს.
ფიქრები, რომლებიც სრულიად ზედმეტი იყო ამ დროს.
ჯანდაბის გზას გავუყენე ყველაფერი, რასაც შეეძლო დადვანთან რაიმე დაბრკოლება შეექმნათ.
მე ეს ბიჭი მინდოდა.
მინდოდა და მორჩა.
ალბათ, მეც არანორმალური გავხდებოდი გიორგივით.
ვერ შევედრებოდი მის სიყვარულს, რომელიც იმხელა იყო მართლა ორივეს გვყოფნიდა.
მეცინებოდა ამ გამოთქმაზე, მაგრამ ეგრე იყო. იცით რას ნიშნავს ეს? რომ გეიმედებოდა, არ გრცხვენოდა, გიყვარდა უბრალოდ და მას შენზე მეტად.
საკმარისი იყო.
მორჩა.
დადვანი და ამაშუკელი დაიბეჭდნენ ამ დღეს. სამუდამოდ.


***


-მეღადავები, ხო?-დაქაჩა ნიცამ თვალები.-რა მაგარი ბიჭია! კი ვიცოდი, მაგრამ მაინც.!
-აუ, ნიცუ ისე მიყვარს ისე, ისე...!
-რა დრო დადგა ჩემი ნენჩო ყურებამდეა შეყვარებული,-გაიცინა ნიცამ.
-კი, ნამდვილად ვარ! ესე მოულოდნელად რომ არ ჩამოსულიყო და არ მენახა, ალბათ უფრო გვიან მივხვდებოდი ამ ყველაფერს.
-არ მჯერა, რომ მოეშვი უაზრო ფიქრებს და შენი ჰობი აღარ არის. სულ მაგიჟებდი! გოგო იმენა მოსიარულე ფიქრი იყავი. როგორ შეიძლებოდა, ასე?
-ჰო, ვსო.. მორჩა! მოდი, ანდრი დაგკუჭო...-ლოგინიდან ბავშვი ავიტაცე და ჯუჯგვნა დავუწყე.

დადვანმა მათქმევინა ფიქრებზე უარი. აღარ ვფიქრობდი არც ერთ ჩემ ნაბიჯზე მასთან მიმართებაში. ზედმეტი თავისუფლება მომანიჭა და არანაირი დაბრკოლება. მე მაბედნიერებდა და მას ვაბედნიერებდი. მიყვარდა პლუსებით და მინუსებით და მასაც ასევე.. ეს იყო საკმარისი რომ ერთად კარგად ვყოფილიყავით. არ ვიყავით იდეალურები, მაგრამ ვიყავით იდეალურ წყვილთან მიახლოებულები, როგორც მე ვეძახდი. ხან ვკამათობდით, ხან ვჩხუბობდით, ხან უბრალოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ერთი გამოხედვით, თვალებით ნათქვამიც საკმარისი იყო ჩემთვის. როგორ მოახერხა და გადამიყვანა ამ ბიჭმა ჭკუიდან ვერ ვხვდებოდი და არც მინდოდა ამაზე მეფიქრა. მე ხომ ფიქრებზე უარი ვთქვი.. სიყვარული სიგიჟეა და სიგიჟეს არ სჭირდება დაფიქრება. იმ წამიერი სიამოვნებისთვის ვიყავი და ძალიან კარგი იყო. იმაზე კარგი იყო, ვიდრე შესაძლებელია რომ ყოფილიყო. ხო სისულელეა? მაგრამ დიდი აზრი დევს. ნუ, ჩემთვის მაინც..


***


უნივერსიტეტიდან სახლში ისეთი გათიშული მივდიოდი, რომ მეგონა მეძინა. ფეხებს ძლივს მივათრევდი და ერთი სული მქონდა წამოვწოლილიყავი. გიორგის რომ ველაპარაკე ისეთ გადარბენაზე იყო საქმეებში რომ ძაან ნაცნობივით მომიკითხა-მოვიკითხე და ვსო. კი მეუცნაურა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება და ნელ-ნელა გავუყევი ზამთრის სუსხიან დღეს და არასასეირნო ამინდში სახლისკენ გზას. კარზე ზარი რომ დავრეკე დაგვიანებით გაღებულ კარში გაბადრული დედაჩემი გამოჩნდა.

-მოხვედი, დედუ?-მომეფერა დედაჩემი.
-არა, გზაში ვარ..-ვუთხარი და ბათინკები იქვე მივყარე. ჩუსტებში ჩავაწყვე ფეხები და ფრატუნით წავედი სამზარეულოსკენ. მისაღებს რომ ჩავუარე წამით გავჩერდი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. შევიხედე და დეჟა ვუ-ს გრძნობა დამეუფლა. დადვანები და პლუს ირაკლი მაგიდას უსხდნენ. არადა, გიორგის საქმე ჰქონდა!
-ნენჩო..!-წამოხტა ირაკლი და გამოიქცა ჩემკენ.-როგორ ხარ, გოგო?
-უფრო კარგადაც შეიძლებოდა,-ვუპასუხე ირაკლის,-გამარჯობა,-და მივესალმე შეკრებილ საზოგადოებას.
-მამა, მოდი აქ,-ხელით მანიშნა ზაზამ თავისკენ და მეც დავემორჩილე მამას. დადვანს რომ გავხედე საოცრად დაბნეული სახე ჰქონდა. გამქრალი იყო მისი თავდაჯერებული იერი, რომლითაც ასე საოცრად იწონებდა თავს. მამაჩემს გვერდზე დავუდექი და ავხედე.
-ძაან დაღლილი ვარ..-ხმადაბლა ვუთხარი ზაზას.
-არაუშავს. ვახო და მისი ოჯახი საქმეზეა მოსული და შენც აქ უნდა იყო..-მითხრა ზაზამ და გამიღიმა. გიორგის გადავხედე, რომელიც თვალს მარიდებდა და ნაკლებად მიყურებდა თვალებში.
-თუ საქმე გაქვთ მე რა შუაში ვარ. ხომ იცით ვერ ვერკვევი თქვენს საქმეებში,-ხუმრობით ვეცადე მეთქვა, მაგრამ გადავაწყდი დადვანის სახეს და მაშინვე ღიმილი შევიშრე სახეზე.
-შენ ხარ თავში,-თქვა გაბედულად დადვანმა და ფეზე წამოდგა,-ზაზა, იცით როგორ პატივს გცემთ. თქვენ რომ არ ყოფილიყავით ალბათ, დღეს მამაჩემი აქ არ იქნებოდა, არც მე ვიქნებოდი და არც მინდა უბრალოდ, გავიფიქრო რა იქნებოდა. ჩემ ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ელემენტარული პატარა ნაპერწკალიც კი მიხალისებს და მაბედნიერებს და ეს პატარა ნაპერწკალი თქვენი შვილია. მინდა, ხელი გთხოვოთ ნენესი..

თითქოს ცივი წყალი გადამასხეს.
ეს რა ხდებოდა? გული გამიჩერდა და ვერ ვსუნთქავდი. ვუყურებდი დადვანს, რომელიც დაჟინებული უყურებდა მამაჩემს და ელოდა მამაჩემის პასუხს. დაბრუნებოდა ის თვითკმაყოფილი სახე გიორგის, რომლის წინაშე მეც უძლური ვიყავი. ვგიჟდებოდი ამ სახეზე, რომელსაც შეეძლო ყველაფერი ექნა.
წამში დამიტრიალდა ჩემი მომავალი. რაა?! მე გათხოვილი? მე ცოლი, ის-ქმარი?!გავაფრენ ეხლა! ისე შემეშინდა, ისე შემეშინდა, რომ გაქცევა მომინდა. ეს მამაჩემიც კიდევ ხმას არ იღებდა და ჩაფიქრებული უყურებდა გიორგის.

-უარი რომ გითხრა?-გული გამეყინა მამაჩემის პასუხზე. მოულოდნელი იყო!
-ალბათ, ეს უარი არაფერს შეცვლის..-მშვიდად უპასუხა გიორგიმ.
რა ხდებოდა საერთოდ! ორი ჩემი საყვარელი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ იდგა და ჩემზე დაობდნენ? დავა იყო ეს თუ რა იყო ვერ ვხვდებოდი.. მეშინოდა შემდეგ წამს რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მეშინოდა, რომ დადვანს ვეღარასდროს ვნახავდი ან მამაჩემი დამკარგავდა იმიტომ რომ დადვანი არ გაჩერდებოდა. ან ერთს დავკარგავდი ან მეორეს. გული ამოხტომაზე მქონდა და მამაჩემი ისევ აჭიანურებდა პასუხს. ირაკლის რომ გადავხედე წარბები შეეკრა და ხან მამაჩემს უყურებდა, ხან გიორგის. თიკო და ხათუნა გაშეშებულები მხოლოდ ზაზას უყურებდნენ, გიორგი ისევ ისე მამაჩემს თვალებით ჭამდა. მხოლოდ, ვახო იყო მშვიდად. მე? მე ადამიანებში აღარ ვეწერე.
-ამის მოსმენა მინდოდა,-თქვა მამაჩემმა და გაიღიმა,-კარგი ბიჭი ხარ გიორგი. კარგი მამის შვილი, კარგი დედის და ალბათ, ნენესთვის შენნაირ ადამიანს ვისურვებდი გვერდზე.-თქვა მამაჩემმა და ყველამ გაიღიმა. დაძაბულობა მოიხსნა. მხოლოდ მე და გიორგი დავრჩით დაძაბულები. ვგრძნობდი, რომ რაღაც აუცილებლად ფაქტის წინაშე დამაყენებდა და არც დააგვიანა.
-მაგრამ, მოდი ნენესაც ვკითხოთ. უნდა შენი ცოლი გახდეს?-თქვა მამაჩემმა და ეხლა ყველამ მე გამომხედა. ვერ ვიტანდი ასეთ სიტუაციას! ხომ შეიძლებოდა არ ეკითხა ჩემთვის ისედაც სახეზე მეწერა დადვანის სიყვარული, მაგრამ არა! მხატვრულად გააფორმა მამაჩემმა.
-რას იტყვი, ნენე?
-მე..მე..- ენა დამება,-მე გიორგი მიყვარს, მამა. ძალიან მიყვარს...-ძლვის ამოვიღე ხმა. ვერ მივხვდი საიდან გაჩნდა დადვანი ჩემ გვერდზე, რა სისწრაფით ამოიღო პატარა კოლოფი ჯიბიდან და გახსნა.
-მაშინ, მგონი დროა ამ ბეჭდის პატრონი გახდე, არა?-ჩაიცინა დადვანმა. მეც დაბნეულად თავი დავუქნიე და ბეჭედიც მოვირგე. წამებში მამაჩემი დადვანს ეხვეოდა. ხან უფროსს, ხან უმცროსს. მე კი ვიდექი და „დედამითილის“ ჩახუტებებს ვიღებდი. იქეთ თიკო ტიროდა, რომელსაც ირაკლი აწყნარებდა. მოკლედ, განუკითხაობა ტრიალებდა! სასწრაფოდ, გაიშალა სუფრა. დალიეს. იცით, რამდენი? ბოლოს მამაჩემი კოჭების დახვრეტით ემუქრებოდა გიორგის თუ მაწყენინებდა, ვახოსთვის შვილი ვიყავი უკვე, მერე ეს სამი ერთმანეთში გეგმავდა მომავალს ისე რომ მე არ მეკითხებოდნენ. ირაკლი სავარძელში ეგდო და მთვრალი კაცი მართალი კაციო მაკოს ურეკავდა.

აივანზე გავედი. მერე რა რომ ყინავდა.. ისეთი ცხელი ვიყავი, ყინვის სულ არ მეშინოდა. ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და გადავხედე თბილისს. ნეტა, ჩემსავით დღეს რამდენი გათხოვდა დაბნეულად? მაინც დავიწყე ფიქრი, მაგრამ ესეც გიორგის ბრალი იყო. ნეტა, რა იქნებოდა? მე გათხოვილი. შევძლებდი კი კარგი ცოლობის გაწევას? როგორი რთული იყო! მერე ბავშვი რომ გვეყოლებოდა? უკვე მეშინოდა და მეეჭვებოდა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ უტყუარი ის იყო რომ დადვანის გარეშე მართლა აღარ შემეძლო. მისი ხმა ხო მაბედნიერებდა დილით და მისი დანახვა ალბათ მეცხე ცაზე ამაფრენდა. უცებ, ცხელი შეხება ვიგრძენი და ამ ყინვაში დამცხა.

-ცოლო.-გავიგე დადვანის ხმა და ჩაცინება.
-შენ არ ხარ ნორმალური!-ვუთხარი დადვანს და მის შემოხვეულ ხელებს ჩავეხუტე.
-შენ რომ ხარ ეგეც საკმარისია,-გაეცინა დადვანს,-ხომ იცი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა?
-გიორგი,-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-შემდეგი ნაბიჯი იცი, რა იქნება?
-რა?-ცოტა შიშშეპარულმა ვიკითხე.
-ამ შაბათს დავიწინდებით,-მითხრა გიორგიმ და გამიღიმა. ეს ბიჭი ჩემს სურვილებს ფეხ და ფეხ ასრულებდა!
-ყველაფერი ტრადიციულად?
-ყველაფერი,-თავი დამიქნია დადვანმა.
-ხო?
-ხო, თუ შენ ეს გინდა..-მითხრა და უფრო მეტად ჩამეხუტა.


სულ არ მაინტერესებდა სიცივე მე ჩემი გამათბობელი მყავდა, რომელიც ნებისმიერ გამათბობელს სჯობდა. მე ჩემი მეორე მყავდა, რომელიც ჩემს სურვილებსა და ოცნებას ასრულებდა. შაბათს დავიწინდეთ გიორგის მამაოსთან. ნიცა იყო ჩემი მეჯვარე და მაკო. ირაკლიმ თავი გაიგიჟა მე არ ვიქნები მაკოს პონტშიო, მაგრამ მამაომ აუხსნა თუ ბავშვს არ მონათლავ მაშინ შეიძლება თქვენი მეჯვარეობაო. ისიც გახარებული დაუდგა გიორგის გვერდზე. დავიწინდეთ და დავნიშნეთ ქორწილი თებერვალში. ნიცა კი წუწუნებდა სიცივე იქნებაო, მაგრამ მიყვარდა სიცივე. ალბათ იმიტომ რომ მე ყოველთვის მცხელოდა..


31 დეკემბერი გათენდა. ახალი წლის სამზადისში ვიყავით. მამაჩემი, ვახო და გიორგი ერთი კვირა ხან სად დადიოდნენ, ხან სად. როგორც თიკოზე ვეჭვიანობდი, ისე არც მამაჩემზე ვაკლებდი ეჭვიანობას. რა ვქნა! ვაფრენდი და მერე, რა?! სიყვარულმა გამაგიჟა და ეს სრულიად ნორმალური იყო ჩემთვის. სხვისთვის ალბათ დასაცინი ან გასაკრიტიკებელი ვიქნებოდი. ჩემს და-ძმასთან ერთად ნაძვის ხეს ვრთავდი, როცა სახლში დადვანები და მამაჩემი შემოვიდნენ.

-აბა, როგორია..-სიხარულით შევძახე კარებში შემოსულ გიორგის.
-თავს ვერ მიწვდი?-გამიცინა გიორგიმ და ეგრეთ წოდებული „ვერხუშკა“ აიღო.
-ხო, აი, სკამი მჭირდებოდა.-ვუპასუხე გიორგის და ნაძვის ხე შევათვალიერე.
-გამომართვი,-მომაწოდა. მეც დამჯერი ბავშვივით გამოვართვი,-ეხლა, დაკიდე..-მითხრა გიორგიმ და ხელში ამიყვანა. უცებ, რომ წარმოვიდგინე მომავალ წელს გიორგისა და ჩემს ნაძვის ხეს ერთად მოვრთავდით სიხარულისგან გამაჟრჟოლა.
-მგონი ეხლა უკეთესია,-მითხრა თბილად გიორგიმ.
-რა ლამაზი ნაძვის ხეა!-ოვაციებით შემოვიდა მამაჩემი ოთახში.-შარშანდელზე ლამაზია.
-ხო, წელს ბევრი ახალი სათამაშო დავკიდეთ,-ვუპასუხე ზაზას და არ გამომპარვია გიორგის თბილი გამოხედვა, რომელიც საოცრად მაბნევდა.
-ნენე, წავიდეთ მე და შენ ცოტა ხნით.-მითხრა გიორგიმ.
-სად?
-წამო, რა.. საქმე მაქვს.-მითხრა გიორგიმ. მეც ისევ დამჯერი ბავშვივით ჩავიცი და გავყევი. ზედმეტად თბილი იყო გიორგი. არა, ვიცოდი რომ ვუყვარდი მაგრამ არასდროს არ გამოხატავდა ასე ძალიან ჩემს მიმართ სიყვარულს. მანქანა ახალ აშენებულ კორპუსთან გაჩერდა.
-აქ რა ხდება?-ვკითხე გიორგის, რომელმაც ზედაც არ შემომხედა მიპასუხა:
-გადმო, რა. საქმე მაქვს.-ისევ თბილად მითხრა. ლიფტში შევედით და ავედით ბოლო სართულზე. გიორგიმ გასაღები ამოიღო ჯიბიდან და კარებს მოარგო. სახლში რომ შევედით შუქი აანთო. ლამაზი სახლი იყო, ახალი გარემონტებული. ჯერ ავეჯიც არ იდგა.
-მოგწონს?
-კი, ლამაზი სახლია.-ვუპასუხე და გიორგის გავყევი, რომელიც ოთახიდან ოთახში დადიოდა.
-ლამაზია, მაგრამ აქ რა გვინდა?
-ჩვენი სახლია, ნენე..-მიპასუხა მშვიდად. გავოცდი, ხმა არ ამომიღია რამდენიმე წამს.
-რა თქვი?
-ხო, ჩვენი სახლია. იმედი მაქვს ამ დღეებში ხარისხიანად გაარემონტეს, თორემ ვერ გადამირჩებიან.-გაიცინა გიორგიმ.
-გიორგი, მართლა?-დავუქაჩე თვალები.
-ჰო, აბა გატყუებ? ისე მამაშენმა ძაან დამტანჯა.-გაიცინა გიორგიმ,-ჩვენ სახლს ვაწყობდი თუ მამაშენისას ვერ გავიგე.
-ზაზამაც იცის?
-ზაზამ, ვახომ და მე ერთად გავაკეთეთ,-გაიცინა გიორგიმ.
-აუ, პირი შეკარით?
-სასიამოვნოდ თან,-ისევ იცინოდა.-მოგწონს?
-მომწონს? აი, ძალიან მომწონს! არ მჯერა.. მართლა ჩვენია? ჩვენ ვიცხოვრებთ?
-ხო, ნენე რა გჭირს.. აი, როგორც კი ჩემი ცოლი გახდები, მაშინვე გადმოვალთ. უშენოდ გავარემონტე, მაგრამ ავეჯზე სრულ თავისუფლებას გაძლევ,-გაიცინა გიორგიმ.
-შენ ხარ ჩემი სასწაული!-ვუთხარი და კისერზე დავეკიდე.
-მოიცა,-მითხრა და ხელი ჩამკიდა. აივნისკენ გამარბენინა. შუშებში იყო ჩასმული აივანი. საკმაოდ დიდი იყო. იმდენად დიდი, რომ წარმოვიდგინე მთელი ჩვენი სამეგობრო როგორ მოვიყრიდით თავს. თვალი მოვავლე მთელ აივანს და გავჩერდი ორ დიდ ქოთანზე, სადაც ორი ხე იდგა.
-ეს?-თითით ვანიშნე.
-ალუბლებია. შენი ალუბლები, რომლებიც სულ გექნება როცა მოგინდება!-მითხრა გიორგიმ და გამიღიმა.

ეს ბიჭი საოცრება იყო.
მთელი ჩემი არსებით გიორგითი ვიყავი გარშემორტყმული.
გიორგის გარდა სხვა სალაპარაკო არ მქონდა. იმდენად გამთიშა და „ოვერ დოზი“ გამიკეთა თავისი სიყვარულის, რომ არაფერი აღარ მინდოდა. ნიცას შემოსარიგებლად შობაზე მასთან ავედით. ცხვირაბზუებული დამხვდა ნიცა, მაგრამ მაინც ჩამეხუტა.

-ნიცუ, როგორ მომენატრე!
-მოგენატრე? რაღაც არ გეტყობა..
-აუ, კაი რა! მომენატრე მართლა!
-ერთხელ არ უნდა გაგახსენდე? იცი, როგორ მჭირდებოდი..-მითხრა ნიცამ.
-რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ დაქალი მჭირდებოდა, რომელსაც სისულელეებზე დაველაპარაკებოდი. მე კიდევ შენზე ვიყავი შეჩვეული და შენც რომ არ მყავდი ზღაპრების მაგივრად ანდრიას.
-მოგიკვდი შენ!-ჩავეხუტე მონატრებულ დაქალს.
-სულ ერთად უნდა ვიყოთ. აუცილებლად!
-ხო..

შობას ვზეიმობდით ოთახში რატი რომ შემოვიდა. მე რატის გავხედე, გიორგიმ მე გამომხედა. არანაირი ემოცია. უბრალო სიბრალულის გრძნობა დამეუფლა. რაღაცნაირი იყო. ყოველთვის მოწესრიგებული მათიაშვილი ახლა წვერგაუპარსავი, თმა გაზრდილი და მოჩაჩული იყო. რატიმ გადმოგვხედა მე და გიორგის და უსიამოვნოდ ჩაიღიმა. ბედის ირონია იყო რატიმ ჩვენ წინ რომ დაიკავა ადგილი და გიორგიმ ძალიან მაგრად მიმიკრო თავისკენ. ისე რომ გვერდი მეტკინა. (უაზროდ ეჭვიანი) რაღაცნაირი სიტუაცია იყო.. რატი თავისუფლად იქცეოდა, მაგრამ მომენტებში ერთი გამოხედვით ძალიან მძაბავდა. გიორგი ნერვულად სვამდა ჭიქას ჭიქაზე და უკვე საკმაოდ შემთვრალი იყო. მეშინოდა რამე არ მომხდარიყო. საბედნიეროდ ტელეფონზე მაკომ დამირეკა, მეც ავდექი და სამზარეულოსკენ გავედი. ვგიჟდებოდი სამზარეულოებზე! რაღაცნაირი მყუდრო და თითქოს დამცავი ადგილი იყო. თავს ისე დაცულად ვგრძნობდი მეგონა, მოხრიგინე მაცივარი ჩემი მფარველი იყო ან ის სკამები და მაგიდა, რომელიც ეწყო დედამიწას შეძრავდნენ ჩემს გამო. უცნაური ვარ? მეც ვიცი რომ ვარ!

-გოგო, ეხლა ვარ საპირფარეშოში გამოსული რომ არ დამერეკა გავაფრენდი! ეკლესიაში ვიყავით მე და ირაკლი ზემო ბეთლემზე და მერე ტაბიძეზე შემოვედით კაფეში და აი, იცი რეები მითხრა? შოკში ვარ!-ქოთქოთებდა მაკო,-ვუყვარვარ და მეც მიყვარს, ნენე! გესმის? მართლა მიყვარს. ასე არ მყვარებია ის ბედკრული ტიპიც კი!
-რა სასაცილო ხარ, მაკო.-გამეცინა გულიანად,-ხოდა, ძალიან მაგრა მიხარია! რამდენი ხანია ტანჯავ ჩემ იკას შენი სიყვარულით თუ იცი?
-ო, კაი რა! ეგრეც უნდა იყოს ცოტა ხანს! მოკლედ, რომ არ მეთქვა გული წამივიდოდა. წავედი და მოგწერ.-მითხრა მაკომ და გამითიშა ტელეფონი. გამეღიმა ბედნიერებისგან, რომ ჩემი და გიორგის წყვილის გარდა კიდევ ერთი ახლად შემდგარი წყვილი შემოუერთდებოდა სიყვარულის მრავალრიცხოვან სიას.

-შენ რომ ტანჯავ სხვას?-რატი იყო. ეგრევე შემოვტრიალდი და ჩაწითლებული თვალები დავინახე რატისი. ჩაეღიმა და ჩემკენ წამოვიდა. გვერდი ამიარა და სკამზე დაჯდა,-ნენე, ნენე.. მაინც თხოვდები?
-მაინც?
-ჰო, მაინც.
-არანაირი მაინც, რატი. შენც ხომ იცი?-ვკითხე აღელვებულმა და კარებს გავხედე შიშით გიორგი ხომ არ შემოდიოდა.
-ჩემი სიყვარული არ იყო საკმარისი?
-კარგი, რა.
-მოდი, ვაღიაროთ რომ პირველი შენთვის მე ვიყავი, რომელმაც გააღვიძა ეგ რაღაც ვირტუალური გრძნობა.
-რის მიღწევას ცდილობ, რატი?
-უბრალოდ, მაინტერესებს რატომ? პირველობა კარგია, მაგრამ რომ გართმევენ ეგ ცუდი. მაგრამ ხომ მაინც პირველი ვარ?-ცალყბად ჩაიღიმა რატიმ.
-პირველი და ბოლო გიორგი დადვანია ჩემთვის. შეიძლება შენ იყავი პირველი, რომელმაც გარკვეული გრძნობები გამოიწვია და გააღვიძა ჩემში, მაგრამ დადვანი იყო ადამიანი რომელიც შემიყვარდა. თან ისე შემიყვარდა, რომ მეეჭვება ასე ვინმეს ვინმე უყვარდეს. შენ შეკითხვაზე იყო თუ არა საკმარისი შენი სიყვარული ამ წუთასვე გაგცემ პასუხს,-ამოვისუნთქე ღრმად და გაოცებულ რატის შევხედე, რომელსაც არ ეგონა ოდესმე ამდენი ლაპარაკი თუ ვიცოდი,- შენი სიყვარული უბრალო თამაში იყო. გრძნობებში გაურკვევლობისა და თვითდამკვიდრების. მე და შენ მომავალი არასდროს არ გვქონია და ეს კარგად იცოდი. კარგად იცოდი, როდესაც უღალატე ადამიანს, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდი. ადამიანს, რომელსაც შენი ბევრი წლები შესწირე ისეთ ადამიანთან უღალატე, რომელმაც წამიერად გამოიწვია შენში ინტერესი. შენ სიყვარული არასდროს იქნებოდა საკმარისი იმიტომ რომ როცა შენ გვერდზე გყავდა ადამიანი, რომელსაც უყვარდი და სხვას შეხედე შემდეგშიც იგივე შეცდომას დაუშვებდი. მე ნამდვილად არ მენდომებოდა ყოველ დღე შიშში ცხოვრება რომ შენს ცხოვრებაში „სხვა ნენე“ გამოჩნდებოდა. ზედმეტად დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა მიგიყვანა უფსკრულამდე, საიდანაც როგორც ჩანს ჯერ კიდევ ვერ ამოდიხარ!-დავასრულე ლაპარაკი და კიდევ ამოვისუნთქე. მიყურებდა რატი და ვხედავდი, რომ ემოციებს საერთოდ ვერ გამოხატავდა. გაჩუმებული იყო და არ იცოდა რა ეთქვა. რატი მათიაშვილი პასუხს არასდროს აყოვნებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩიხში იყო. დიახ, მე მოვაქციე ჩიხში.. მადლობა გიორგის, მასთან ურთიერთობამ გამბედაობა შემძინა!
-ალუბლები ხომ მაინც იყო პირველი?
-ალუბლებს ბევრი მჩუქნიდა, რატი. მაგრამ პირველი მაინც გიორგისი იყო. ყველაზე განსაკუთრებული..! მიეცი თავს ბედნიერების უფლება და ნუ, მელაპარაკები გამოგონებულ წამით დაბადებულ გრძნობაზე.
-გაოცებული ვარ, ნენე..-რამდენიმე წამის მერე მითხრა რატიმ,-ამ მოკლე დროში იმენად შეიცვალე და გაიზარდე! არ მჯერა რომ შენ ხარ..-მითხრა რატიმ და გამიღიმა. ცოტა არ იყოს და გულწრფელი მომეჩვენა.
-ნენე,-ჩემი საყვარელი ხმა იყო. უკვე შემეშინდა! გავხედე გიორგის, რომელსაც სახე გაყინვოდა ჩვენ შემხედვარე.
-გიორგი,-ძლივს ამოვიღე ხმა ყველაზე ცუდის მოლოდინში.
-გიორგი, გილოცავ! გამიხარდა თქვენი ამბავი და დიდ ბედნიერებას გისურვებ,-თქვა რატიმ და ხელი გაუწოდა გიორგის.
-გაგიხარდა? მადლობა, მადლობა..-ორაზროვნად თქვა გიორგიმ და ხელი შეაგება რატის.
-ნამდვილად გამიხარდა. მედალს მხოლოდ ღირსეული იგებს!-თქვა რატიმ და სამზარეულო დატოვა.
-რა მოხდა?-მაშინვე მკითხა გიორგიმ ცივად.
-არაფერი, მაკოს ველაპარაკებოდი.
-უნდა ხვდებოდე, რომ მაკოზე არ გეკითხები.-ცივი იყო დადვანი.
-არაფერი, გეფიცები. გაიგო, მომილოცა და შენც შემოხვედი.
-ნამდვილად?
-კი, ნამდვილად..-ვუპასუხე და ჩავეხუტე დადვანს. თმაზე მომეფერა და მაკოცა.
-ვგიჟდები ეგრე რომ შვრები!-ამოვიკრუსუნე ხმადაბლა.
-ჯერ სად ხარ! გაგიჟება წინ გელოდება,-მითხრა დადვანმა და უფრო მეტად მიმიკრო გულზე.


***

ქორწილი ისეთი რაღაცაა, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს. სრული თავისუფლება მქონდა ქორწილში. როგორც მინდოდა დარბაზიც ისე მოვაწყვე და ყველაფერი ისე დავგეგმე, როგორც მე წარმომედგინა. რა თქმა უნდა, ჩემი ნიცუ ჩემთან ერთად იყო სულ! ცოტა თანამედროვე-ქართულ ელემენტებში გავაკეთე.

როცა საკუთარ თავს შევხედე სარკეში ვერ ვიცანი.. ნარცისიზმი არასდროს მჭირდა, მაგრამ მართლაც სხვანაირი ვიყავი! მაკიაჟი, ვარცხნილობა და კაბა ხომ საერთოდ იყო სასწაული.. ნიცას დახმარებით საუკეთესო დიზაინერს შევაკერინე კაბა.
ვუყურებდი საკუთარ ანარეკლს სარკეში და მიხაროდა. მიხაროდა ის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ერთი სული მქონდა გიორგის ვენახე. ყველაზე მეტად მეშინოდა მომავლის, მაგრამ მჯეროდა გიორგისი. ვიცოდი, რომ ყველაფერს ერთად გავაკეთებდით.

-ღმერთო ჩემო!-თიკოს კივილმა შემაშინა.
-დედა, რა გაყვირებს!
-რა რა მაყვირებს გოგო! არ გათხოვდე...-დაიწუწუნა დედაჩემმა.
-შენ ის ქალი არ იყავი ერთი სული რომ გქონდა როდის გამიშვებდი სახლიდან?
-აუ, დედიკო ისეთი ლამაზი ხარ.. ისეთი.. ჩემო ანგელოზო,-მითხრა დედაჩემმა და მომიახლოვდა,-როგორ მინდა ჩაგეხუტო, მაგრამ მაკიაჟი მოგშორდება!
-დე... ვნერვიულობ, იცი?
-ყველაფერი იქნება კარგად, ნენე. დედა შენს გვერდზე იქნება ყოველთვის. დღეს ახალ ცხოვრებას იწყებ და არ ინერვიულო! სიახლის არ შეგეშინდეს.. ყველაფერი ახალი თავიდან ძნელია, მაგრამ მერე რომ შეეჩვევი ძალიან მაგარი და სასიამოვნო!-მითხრა თიკომ.-დროა წავიდეთ.. ზაზააააა!-გასძახა მამაჩემს. დაგეგმილი იყო რომ პირდაპირ ეკლესიაში უნდა მივეყვანე ზაზას და ჩავებარებინე გიორგიზე.

ვუახლოვდებოდით ეკლესიას და მეშინოდა. ვნერვიულობდი და ერთიანად კანკალმა ამიტანა. უცებ თბილი ხელი ვიგრძენი და ზაზას გავხედე, რომელსაც თვალები ამღვრეოდა.

-მამა..
-ჩემო პრინცესა! ნუ, ნერვიულობ.. შენ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღეა და დარწმუნებული ვარ გიორგისთან ერთად სხვა მაგარი დღეები გელოდება! იცი, როგორ მიჭირს შენი გაშვება? მაგრამ მთავარია შენ იყო ბედნიერი..
-მიყვარხარ, მა..-ვუთხარი მამაჩემს და ეკლესიის ეზოში მდგარ ბიჭებს გავხედე. ჩემი გიორგი ისეთი სიმპათიური იყო! შავი შარვალ-კოსტუმი ეცვა, წვერი ძალიან დაბალზე ჰქონდა და თმები გვერდზე გადავარცნილი. ისიც ნერვიულობდა.. ვგრძნობდი. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ზაზას გამოწვდილ ხელში ჩემი ხელი ჩავდე. ნელა ავუყევი ეკლესიისკენ მიმავალ კიბეებს და გიორგის გავხედე აღელვებულმა. ჩემი მთასავით ბიჭი იცით როგორი იყო? ხომ იყო ძალიან გოროზი, თავდაჭერილი, თვითკმაყოფილი? ახლა ჩემ წინ გულწრფელი ემოციებისგან გამსკადრი ბიჭი იდგა! რომელსაც სახეზე ათასნაირი ემოცია ეხატებოდა. მივუახლოვდი გიორგის და დავინახე მის თვალებზე ცრემლი. ხმას ვერ იღებდა. მეც ჩუმად ვიყავი.. მხოლოდ გავუღიმე და ლოყაზე მოვეფერე.
-წავიდეთ...-ვუთხარი გიორგის და ეკლესიისკენ წავედით.

საოცარი შეგრძნება იყო ჯვრისწერა! ნამდვილად ვიგრძენი, რომ ერთი მთლიანობა გავხდით.. ღვთის წინაშე ავიღეთ ვალდებულებები, რომლებიც ერთი შეხედვით ხან მერთულებოდა, ხან მეადვილებოდა. მაგრამ ვიცოდი, დადვანი ჩემთან იყო და სირთულე შორს იყო ჩვენგან!

რესტორანში მისულებმა ხელი მოვაწერეთ, სანამ გამოგვაცხადებდნენ ცოლ-ქმრად ქალბატონმა თქვა.

-პატარძალს რაღაც უნდა თქვას,-და მომაწოდა მიკროფონი.
-იცით, რომ ვარ ტრადიციების მოყვარული, მაგრამ ცოტა დავარღვევდი და მინდა, საქორწინო ფიცი წარმოვთქვა. დიახ, თანახმა ვარ გავხდე გიორგი დადვანის ცოლი და გვერდზე ვედგე ჭირსა თუ ლხინში და ბლა, ბლა, ბლა. რაც მოჰყვება მერე..მინდა კიდევ ერთხელ უკვე გითხრა, თუ როგორ მიყვარხარ...შენ მასწავლე ცხოვრება და მასწავლე სიყვარული.
ბედნიერი ვარ, რომ ყოველ დღე შენ დაგინახავ და აღარ მომიწევს იმაზე ოცნება და ფიქრი როდის გნახავ, ან მალე გნახავ თუ არა. არ მეყოფა სიტყვები იმისთვის, რომ გითხრა ვინ ხარ და რა ხარ ჩემთვის. ვიცი, რომ გრძნობ და ესეც საკმარისია. მადლობა ღმერთს, რომ შენით ასეთი საჩუქარი გამიკეთა. შენ ხარ ჩემი საჩუქარი და შენგან კიდევ ბევრი, ბევრი საჩუქრები მინდა.. აი, მაშინ ერთად რომ ვგეგმავდით ჩვენს ოჯახს.. მიყვარხარ და ჩვენი სიყვარული არასდროს მოკვდება და თუ მოკვდება, მაშინ მე ცოცხალი აღარ ვიქნები!

მიყურებდა გიორგი და ისევ ისეთი სახე ჰქონდა. ემოციები ეცვლებოდა სახეზე.. შეკრებილი სტუმრების ტაშმა და ოვაციებმა გამოაფხიზლეს ჩემი „ქმარი“. მოულოდნელად ხელში ამიტაცა და დამატრიალა.. ვიცინოდით და გვიხაროდა ერთმანეთი.
-ცოლ-ქმრად გაცხადებთ!- კარგი მოსასმენი იყო, მაგრამ მე უკვე ხელში ვყავდი ჩემ ქმარს ატაცებული და უკვე მის გარეშეც ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი იყო, მე კი მისი-ცოლი.


***

ზოგჯერ ბედნიერება უნდა დაინახო. უნდა მისცე შანსი საკუთარ თავს, რომ ბედნიერებას შეერიოს და შეიგრძნოს.
არასოდეს არ უნდა ინანო შენი გადადგმული ნაბიჯები.
იმ სიხარულს, ცრემლს, დეპრესიას, გათენებულ ღამეებს სიყვარულით თუ სიბრაზით თავისი ხიბლი აქვს. მერე რა? მის გამო რომ გააკეთე ეს ყველაფერი.. მაშინ ხომ ასე თვლიდი საჭიროდ. ხოდა, მორჩა!
ბედნიერებას უნდა მისცე გასაქანი. სიყვარულთან ერთად კი სიგიჟეს.
ასე იყო ზუსტად..
არც მე და არც გიორგიმ არ ვიცოდით რას გვიმზადებდა მომავალი. მე კი ძალიან ბევრს ვფიქრობდი მომავალზე, მაგრამ დადვანი მიშლიდა ხელს ფიქრებში. არასდროს ზედმეტად არ გეგმავდა მეორე დღეს. ესეც იყო კარგი..
რავიცი, ზოგი როგორ ფიქრობს, ზოგი-როგორ..
უბრალოდ, მინდა ვთქვა რომ არ აქვს მნიშვნელობა მეგობარია თუ უბრალოდ, არა-მეგობარი. თუ მართლა გრძნობ და გული მიგიწევს მისკენ. უბრალოდ, უნდა სცადო. ბევრი უბრალოდ არის, ხო? უბრალოდ, უბრალოდ უნდა იყო.. ცოტა ხელი შეაშველო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.

აი, იქ ზემოთ კი ყოველთვის არის ერთი წყვილი „ალუბლები“ დაწერილი.
ალუბალიც ხო ესეთია. თავიდან მჟავე და მერე ტკბილი..
სიყვარულივითაა! თავიდან მჟავე და ეიფორიის მომტანი და მერე ტკბილზე უტკბილესი.
ხო, ზემოთაც უყვართ ალუბლები.
სიყვარულით „ალუბლები“.


***

პირველ რიგში ძალიან დიდი ბოდიში ამხელა უშველებელი პაუზისთვის. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში და შესაბამისად, რეაბილიტაციას გავდიოდი ფსიქოლოგიურად. მაპატიეთ ეს უპასუხისმგებლობა!

მეორე რიგში, მადლობა თქვენ ძალიან დიდი! რომ არ მეჩხუბებოდით და უბრალოდ, მოთმინებით ელოდებოდით ამ შემდეგ თავს.
თქვენ რომ არა ეს ისტორია გამიზნული იყო, რომ ყოფილიყო მაქსიმუმ 5 თავიანი. მაგრააააამ.......:)

ძალიან კარგები ხართ და დიდი მადლობა თქვენ!

მესამე რიგში, არვიცი რამდენად გავამართლე თქვენი იმედები. იმედი მაქვს არ გაგიცრუეთ და ეს დასასრული მოგეწონებათ!

პატივისცემით, მე!:)



№1  offline წევრი შამხათი

ვაიმე... არ ვიცი, რავთქვა, ისეთი ემოციებით ვარ სავსე... ეს არის ერთერთი საუკეთესო და ჩემი საყვარელი ისტორია, იმდენად მიყვარს და იმდენად მაღელვებს. მადლობა შენ, რომ მიუხედავად შენი პრობლემებისა, დაასრულე და ასე გამაბედნიერე. არაჩვეულებრივი იყო, ისეთი ემოციებით ვარ სავსე, სიტყვებითაც რომ არ შემიძლია გადმოცემა.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაუ ძაან მაგარი იყო რა ყოჩაღ
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი An_Gel

რომ მითხარი ცოტა ავურიე და არ მოგეწონებაო,ვიფიქრე ნეტა რა ქნა ამისთანათქო,აი,რატომ შემაშინე?! :D ძალიან მაგარი დასასრული იყო,ნუ ჩემთვის როგორი იქნებოდა საუკეთესო დასასრული კარგად იცი შენც,მაგრამ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა იმიტომ,რომ ნენესთვის ალბათ მაინც გიორგი იყო საუკეთესო. იდეალურად მოხდა ყველაფერი,თითოეული დეტალი. უბრალოდ მაინც უნდა გითხრა,რომ ნენეს და რატის დიალოგმა გული მატკინა. არ იყო გიორგი პირველი ნენესთვის! უფროსწორად, ალუბლები არ იყო პირველი,თორემ თვითონ სიყვარული ალბათ კი. რატი იყო ღირსეული ადამიანი და მიხარია,რომ ისე ცუდად არ დატოვე,როგორც წინა თავში აპირებდი :) ღირსება მაინც გამოაჩინა ჩემმა რატიკომ! :D აიი ეხლა,რაც შეგეხება შენ,შეენ? არვიცი რა,სასწაული გოგო ხარ! გიჟდები ხო სამზარეულოებზე? :D მოგრიხინე მაცივარი არის შენი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი :DDDDD ძალიან მაგარი გოგო ხარ! და ძალიან მიხარია და იმედი მაქვს,რომ ახლა შენს ცხოვრებაში ყველაფერი არის ძალიან,ძალიან მაგრად <3 მიყვარს შენი ისტორიები,შენი წერის სტილი,შენი "შექანებული" პერსონაჟები და აზრები <3
პ.ს - იმ ახალ და "ბომბა" ისტორიას ველოდები სულმოუთქმელად იცოდეე:)))

 


№4  offline წევრი nawka

რა კარგი ხარ შენ ხო არ იცი

 


№5  offline წევრი ელენა ილდანი

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent