შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული როგორც ასეთი (ნაწილი 8)


27-10-2016, 21:47
ავტორი mariam beridze
ნანახია 2 065

და უცებ შევკრთი! სამყარო გაჩერდა! ბედნიერება ვიგრძენი! სიყვარული ვიგრძენი და თვალებიდან ცრემლი გადმომივარდა, სიხარულის ცრემლი. აღელვებულმა და ბედნიერმა ვუთხარი - მეც ! უცებ წამოვარდა ხელში ამიყვანა, დამატრიალა ჩამეხუტა და ყურში მითხრა ემიერიდან ჩემი გოგო ხარ! ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ნუცა ვერწარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ!
- მეც ლაზარე მეც!
- მიყვარხაააააააარრრრ! - დაიყვირა ძალიან ხმამაღლა ლაზარემ
- რასაკეთებ - ვუთხარი სიცილით
- ყველამ უნდა გაიგოს რომ ნუცა ჩემი შეყვარებულია - ასევე სიცილით მითხრა ლაზარემ
- სულელო
- მოდი უნდა ჩაგეხუტო - და გაშალა ლაზარემ ხელები
- მოდიმოდიიი
- გინდა ვიცეკვოთ - გამიღიმა ლაზარემ
- კი მინდა მაგრამ მუსიკაა?
- აბა გულზე დამადე თავი გესმის ხმა?
- კი - ვუპასუხე ღიმილით
- ხოდა აი მუსიკაც
მთელი ღამე ვლაპარაკობდით, ვბედნიერობდით. დაუვიწყარი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ!
სახლში წამოვედით მანქანაში დამშვიდობების დრო დადგა იმდენად არმინდოდა მისგან წამოსვლა რომ 10 წუთი ვემშვიდობებოდით ერთმანეთს
- ხვალ რა გეგმები გაქვს ნუც?
- ხვალ დამატებითი გაკვეთილები მაქვს მაგრამ აუცილებლად გამოვნახავ დროს შენს სანახავად
- უხხ მოიწიე უნდა გაკოცო - გაშალა ხელები ლაზარემ
- კარგი წავედი მე ისედაც დიდი ხანია აქ ვართ - გავუცინე
- არაუშავს დილამდე ვიყოთ - ამყვა სიცილში ლაზარე
- კარგიკარგი კარგად გაკოცე - დავემშვიდობე
- კარგაად
სახლში 1 საათზე შევედი. დედას არეძინა მელოდებოდა
- ნუციკო დე რაქენი ? აქამდე სად ხარ? მამაშენი ცოტათი გაბრაზდა.
- დედა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ვერაფერი გამხდის ცუდ ხასიათზე, ხვალ ვილაპარაკოთ გაკოცე.
- ღმერთო რა მოუვიდა ამ გოგოს - ჩაიბუტბუტა დედამ
ოთახში შევედი გამოვიცვალე ტელეფონს დავხედე თაკოსგან ესემესი იყო მოსული: სად ხარრ? დავურეკე თაკოს და მთელი ღამე ჩემს ბედნიერებაზე ველაპარაკებოდი მანამ სანამ არ ჩამეძინა
დილით ადრე ავდექი რადგან მათემატიკა მქონდა. მოვწესრიგდი და მისაღებში ჩავედი.
- ნუცა გაიღვიძე დე
- კი დე მათემატიკა მაქვს წასასვლელი ვარ
-შენს სახელზე ყვავილებია მოსული
- უი ავიღებ - ღიმილით დავზედე თაიგულს
ულამაზესი ვარდების თაიიგული რომელშიც ბარათი იდო, ბარათი გავხსენი
- დილა შენით იწყება პრინცესა, ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებ. მიყვარხარ!
რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა და დილიდანვე კარგ ხასიათზე დავდექი.
- დედა მაგვიანდება წავედი გაკოცე
- ნუცადამელოდე ერთად წავიდეთ - დამიძახა მამამ
- კარგი მა
როგორც დედამ მითხრა მამა გუშინ ცოტათი გაბრაზდა, მანქანაში დავჯექით და მამამ დაიწყო
- გუშინ სად იყავი ნუცა იმდრომდე?
- მამა ლაზარესთან ერთად ვიყავი სასეირნოდ
- ვინარის ლაზარე შენთვის?
- მა მოდი სადმე ჩამოვჯდეთ და მოგიყვები
-კარგი
იქვე გზაზე კაფე დავინახე გააჩერა ორი ყავა შევუკვეთეთ და დაიწყო მამამ
- გისმენ ნუცა
- მამა შენც ძალიან მარგად იცი რთული ცხოვრება მქონდა ჩემი ხასიათის გამო ბოლო 3 თვეა მართლა უბედნიერესი ვარ რადგან დაქალიც შევიძინე მეგობრებიც და მართლა ვნახე რა არის ცხოვრება. მამა ლაზარე კარგი ბიჭია დიდიხანია არვიცნობ მაგრამ მასში დარწმუნებული ვარ მე და ლაზარეს...
- ნუცა შენ გამოცდები გაქვს!
- კიმაგრამ მამა ყველაფერს მოვაგვარებ გპირდები ჩავაბარებ და ძალიან წარმატებული ვიქნები
- ნუცაა!!! სიყვარული და სწავლა ერთად ვერ იქნება! ჯერ სწავლას უნდა მიხედო! შენს კარიერას! - მამა ძალიან გაბრაზებული ლაპარაკობდა
- მამა მე ის ძალიან მიყვარს მასაც ძალიან ვუყვარვარ
- ჯერ ხომ ძალიან ცოტა დრო გავიდა რაც მას იცნობ საიდან იცი?
- მამა როცა შენც გაიცნობ დარწმუნდები მასში
- ამ თემას აღარ შევეხებით მორჩა ჯერ პატარა ხარ ამისთვის ჯერ უნდა ისწავლო კარიერა შეიქმნა და მერე იფიქრო სიყვარულზე გასაგებია!
- მამა...
- თემა დახურულია წავედით
მთელი დღე საშინელ ხასიათზე ვიყავი არვიცი რამექნა და მივხვდი რომ დედასგან დარიგება მჭირდებოდა, საღამოს სახლში მივედითუარა დედას ვთხოვე ოთახში შემოსულიყო
- დე სალაპარაკო მაქვს შენთან
- ნუციკო ხომ მშვიდობაა?
- დე შეყვარებული მყავს
- რააა? აქამდე რატომ არ მითხარი ვინ ვინარის? ლაზარე არაა?
- კი ლაზარე დე
- ნუცა შვილო ლაზარე კარგი ბიჭია.
- ვიცი დედა მაგრამ მამას ეს ამბავი არ მოეწონა, მითხრა რომ ეს არგამოვა რომ მე ჯერ ჩემი კარიერა უნდა ავიწყო მაგრამ დე მე ლაზარე ძალიან მიყვარს მის გარეშე ვერ გავძლებ
- მესმის შენი ნუციკო
- ვიცოდი რომ გამიგებდი მიყვარხარ!
- მეც ნუცი
- რავქნა დე გთხოვ რამე მირჩიე რა გავაკეთო
- ნუცა მამაშენს უნდა დაუმტკიცო რომ შეგიძლია თან გიყვარდეს და თან ისწავლო
- დედა მე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში ხომიცი რაც მინდა იმას ყოველთვის მივაგწევ
- კარგი ნუცი მამაშენს მე და ველაპარაკები შენკი რაც გითხარი ის დაიმახსოვრე მთავარია დაამტკიცო!
- ბედნიერი ვარ რომ დედაჩემი ხარ
- მეკიდე ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილი ხარ
- დედამ მაკოცა და გავიდა
ლაზარესგან უკვე მესამე ესემესი მოსულიყო
- პრინცესა ხომ დამპირდიი განახავო სად ხარრ?
- ნუცაა სად ხარ მითხარი და გნახავ მომენატრე
- ნუცაააა მომწერე როცა მოიცლი გთხოვ
ავიღე თელეფონი და დავურეკე

- როგორხარ ლაზარე
- როგორც იქნა რატომ არ მპასუხობ ესემესებზე?
- მეცადინეობებზე ვიყავი მაპატიე
- დღეს ვერ ვნახავთ ერთმანეთს?
- მგონი ვერა მაგრამ ხვალ აუცილებლად გნახავ გპირდები
- არადა როგორ მომენატრე მითხრა სევდიანი ხმით
- მეც ძალიან მომენატრე
ცოტახანს ვალაპარკობდით, ხან რათემაზე ხან რა თემაზე თუმცა მმამაჩემზე არაფერი მითქვამს მინდოდა მომეგვარებინდა და მერე თუსაჭირო იქნებოდა ვეტყოდი
ლაზარეს დავემშვიდობე წამოვეწექი და ფიქრებში გართული ვიყავი როცა ვიღაცამ კარზე დააკაკუნა
- შემოდიიიი - დავიყვირე ოთახიდან
-შეიძლება ნუცაა? - შემოჭყიტა მამამ
- როგორ არა მა შემოდი
- მაპატიე დღეს ზედმეტი მომივიდა უბრალოდ აქამდე არასდროს გყოლია შეყვარებული და ამან ცოტათი იმოქმედა ჩემზე
-არაუშავს მა
- მხოლოდ იმიტომ დავთანხმდები ამ ურთიერთობას რომ გენდობი და შენი მჯერა.
- მამაააააააა - მივვარდი და ჩავეხუტე
- კარგიკარგი იცოდე გარკვეულ ფარგლებს არ გადაცდები არავითარი დაბალი ქულები არავითარი გვიან მოსვლები გესმის
- გპირდები ყველა შენს იმედს გავამართლებ ზუსტად ისეთი შვილი ვიქნები როგორიც შენ გაგიხარდება უზომოდ მიყვარხარ მა
- მეც ნუციკო, ერთი ლაზარეს უყურეთ როგორ შეუყვარებია ჩემი გოგოსთვის თავი
ავწითლდი
- კარგი ტკბილი ძილი მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ მა
ბედნიერებისგან სულელივით ვიცინოდი ოთახში დავხტუნაობდი თაკოს ვთხოვე მოსულიყო და ჩემთან დარცენილიყო დამთანხმდა და მალევე მოვიდა. მთელი ღამე ლაზარეზე ველაპარაკებოდი მერე ფილმს ვუყურეთ და ჩაგვეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent