შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი X)
მითხარი რამე, თუნდაც მიყვირე გამლანძღე, ოღონდ ჩუმად ნუ ზიხარ, ისე ნუ იქცევი თითქოს არც გაგიგონია ჩემი ხმა, სასოწარკვეთილი ვსაუბრობდი თან ხელებით ჩემს ცრემლებს ვეფერებოდი, ცრემლებს რომელიც გაჟღენთილი იყო ერთდროულად სიხარულით, სიყვარულით, იმედგაცრუებით, ცრემლებს რომელსაც იმედის ნაზი, თბილი სუნი დაკრავდა. მოლოდინით აღსავსე თვალებიდან, ნაკადულივით უწყვეტად მოდიოდა ეს ნაკადი, ნაკადი რომელიც გათავისუფლებს ყველანაირი უსიამოვნო შეგრძნებისგან, გცლის უარყოფითი ემოციებისგან, და შვებასთან ერთად სიცარიელესაც გიტოვებს. არ ვიცი რამდენხანს ვიდექი ასე ბოლოს კი, ბოლოს როგორც იქნა ჩემმა სასოწარკვეთილების გამოძახილმა მიაღწია მისი გულის უღრმეს კუნჭულამდე და ყინული გაადნო, მთლიან სხეულში დამიარა სითბომ, რომელსაც ამდენხან ვეძებდი და რომელიც ამდენიხნის განმავლობაში მაკლდა, მაგრად მომიქცია თავის ძლიერ მკლავებში ისე როგორც ამას ვაბშვობაშ აკეთებდა ხოლმე და გულში ჩამიკრა. ახლა უკვე სიხარულის ცემლების ნაკადმა იფეთქა თვალებიდან, გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა, სხეულში სისხლი ამიდუღდა, ჩემი გული ამდენ ემოციას ვეღარ უძლებდა, ეს სიხარულის შეგრძნება იყო, აი რომ ამბობენ „სიხარულისგან დავფრინავო“, სწორედ ასეთი შეგრძნება დამეუფლა, იმ წამს მჯეროდა რომ ხელს თუ მაგრად არ ჩამჭიდებდა აუცილებლად გავფრინდებოდი. „შენ კი არა ჩემს თავს ვერ ვპატიობდი გესმის? ვერ ვპატიობდი იმას რომ ყველაფერი ასე ერთი ხელით დამენგრა, იმას რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდი და ვუფრთხილდებოდი, რისიც მწამდა, რამდენიმე საათში განადგურდა. დაგკარგე შენ, ყოველდღე ვამჩნევდი ახალ-ახალ იარებს შენს მაჯებზე და სულში და არაფერს ვაკეთებდი შენს შესაჩერებლად. მართალი ხარ ბევრ რამეში შენც გდებდი ბრალს, მაგრამ უდიდესი წვლილი სწორედ მე მიმიძღვის, ყველა მამა ინატრებდა შენნაირი ქალიშვილის ყოლას, მე კი ლამის საკუთარი ხელით მოგიღე ბოლო, მე შენი არ მცხვენია, არც არასდროს შემცხვება გესმის? ეს მეორედ აღარ გაიმეორო, შენ ყველაზე დიდი საჩუქარი ხარ რაცკი ცხოვრებისგან მიმიღია და ვერ გაგიფრთხილდი, ლამის დაგკარგე, ახლა კი ახლა გპირდები ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ოღონდ პირობა მომეცი რომ არასდროს აღარსად არ წახვალ, მე კი პირობას გაძლევ რომ ამიერიდან უკეთესად გაგიფრთხილდები. მიყვარხარ ჩემო პატარა. ახლა კი მორჩი ტირილს.“ თვალებიდან ცრემლები მომწმინდა და კიდევ ერთხელ ჩამეხუტა. -მა მიყვარხარ, ეს არ დაივიწყო კარგი? ჩემი ყვავილების ბაღი ნელ-ნელა ცოცხლდებოდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, გაზაფხულის სითბოსთან ერთად მასში სულ უფრო და უფრო მეტი ყვავილი იწყებდა აყვავებას, ამ ყვავილებს საკუთარ სითბოსა და სიყვარულს ვუნაწილებდი, ვცდილობდი მეტი თავისუფალი დრო დამეთმო მათთვის, უფრო ფაქიზად და ნაზად მოვქცეოდი, სიყვარულის ცრემლებით ვრწყავდი მათ, მეტი ყურადღებით ვეკიდებოდი რომ კიდევ არ დამეშვა რაიმე შეცდომა, თურმე ყვავილებს დიდხან გაბუტვა არ შესძლებით, ყოველი სითბოსა და სიყვარულის გაცემისას ასმაგად და მილიონად მიბრუნდებოდა გრრძნობები უკან, ყოველდღე ტრიალებდა სულში მათი დამათრობელი სურნელება და დღეს მიფერადებდა. ახლა ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი, ვგრძნობდი სულთ ხორცამდე და ეს შეგრძნება ძალიან მომწონდა, მე მთელი ცხოვრება იოანეს მადლობელი ვიქნებოდი რადგან დამანახა რომ ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლა და თუ არ იბრძოლე გადაგთელავენ, მიწასთან გაგასწორებენ და გაგანადგურებენ. რომ ამ სამყაროშ მთავარია იპოვო და შეიცნო შენი თავი, დაისახო მიზნები მიაღწიო მათ იყო ბედნიერი, მიიღო ცხოვრებისგან სრულ სიამოვნება, ცხოვრობდე იმისთვის რომ გიყვარდეს, ტკბებოდე ყოველი დღის გათენებით და რაც შეიძლება ბევრს იღიმოდე, თორემ ეს ცხოვრება წარმავალია და სიკვდილის ჟამს აუცილებლად ინანებ ყველა იმ შეცდომას რომელმაც საშუალება არ მოგცა დამტკბარიყავი ყოველი ჯადოსნური წამით. გაზაფხულმა სიცოცხლისადმი საოცარი წყურვილი გამიჩინა, რაღაც დაუშრეტელი ენერგიით ამავსო ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა არაფერი არსებობდა ამქვეყნად რის გაკეთებასაც ვერ შევძლებდი, ზაფხული ლაღად მიილია, თბილი და მყუდრო გარემო ოჯახურ წრეში, ვიჯექი და სათობით ვსაუბრობდი მათთან ყველანაირ თემაზე სულელურზე საინტერესოზე, ერთბაშად ვინაზღაურებდი დაკარგულ დროს, ახლა ვხვდებოდი რამდენ რამეზე ვამბობდი უარს, რამდენად ვშორდებოდი ყველაფერს ჭეშმარიტს სამართებლის თითოეული დასმისას, და რამდენ რამეზე ვამბობდი უარს. ჩემი ბედნიერება იმდენად რეალური იყო შემეძ₾ო შევხებოდი მას, ის იყო რაღაც არაამქვეყნიური ფერის, მომაჯადოვებელი, სიყვარულით სავსე, მშიდი და უშფოთველლი, მას სათუთი გრილი სუნი დაჰკრავდა და იყო იმდენად სუფთა ზოგჟერ გამჭრვალე მეგონა, თუმცა არა მასშ ყველა ყვავილის ფერი იყო განთავსებული. ასე ბედნიერად გაილია ზაფხულიც და დადგა შემოდგომა, ბუნება ყველაზე ნიჭიერი მხატვარია და ის თავის ნიჭს ყველაზე უკეთ სწორედ შემოდგომისას ავლენს, კამკამა ზღვისფერი ცა ზოგჯერ ნაცრისფერი ღრუბლებით იფარებოდა, ზოგჯერ კი ისეთი სუფთა იყო როგორც სიყვარულის გრძნობა, ნაცრისფერი ქალაქი შემოდგომამ ერთბაშად გააფერადა თავისი უხვი ფერებით, არაფერი სჯობს, შემოდგომის მზიან, მშვიდ დღეს პარკში მყუდროს ჯდომასა და წიგნის კითხვას, იოანეს ნაჩუქარი წიგნი მუდმივად თან მქონდა ის მარწმუნებდა მის არსებობასა და რეალურობაში. თუმცა აქვს შემოდგომას თავისი მეორე მხარეც . ირგვლივ ნესტიანი და ცივი ამინიდია, თითქოს სწორედ დღეს დადგა ზაფხულის აღსასრული. უკვე ჰაერში ტრიალებს ცუდად განათებული ტროტუარების, მობუზული მხრებისა და თავზე კაპიშონის სურნელი. წვიმას ზოგი ხელებგაშლილი, სიხარულით აღსავსე ეგებება, ხოლო მეორე იშმუშნება, სევდით ივსება და უფრო მეტიც იმალება საწვიმარში. ამინდი ჩვენშია, ხოლო წვიმა...უბრალოდ წვიმს. ბოროტებისა და სიკეთის, ბედნიერებისა და სევდის ფერებმოკლებული, წვიმა მოდის ჩვენს სულებში. სწორედ ასეთი ნაცრისფერი დღე იყო როდესაც გავიღვიძე რაღაცნაირად შემკრთალმა, მთელი არსებით მეშინოდა, ვკანკალებდი, ვერ წარმომედგინა თუ ამ ნაბიჯის გადადგმა ამდენი პრობლემის შემდეგ ასე გამიჭრდებოდა, დღეს უნივერსიტეტში ვბრუნდებოდი, ახალი ნაცნობები და საზოგადოება აი რა მაშინებდა, მეშნოდა იმის რომ ისინი ვერ გამგებდნენ და ასე უსახური აჩრდილივით მომიწევდა სიარული, წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა მელოდა, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი უნდა დამემკვიდრებინა. შხაპი მივიღე, მინიმალურად გავიკეთე მაკიაჟი, ჯინსის შარვალი, და ნაცრისფერი ზედა, გადავიცვი, ქურთუკი მოვიხურე ბოტასები ჩავიცვი და არეული, გაუბედავი ნაბიჯით განვაგრძე სიარული, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს დიდხანს გამომწყვდეული ვუოფილიყავი ერთ ოთახში და ახლა პივრელად გავდიოდი გარეთ სამყაროს შესაგრძნობად და შესაცნობად... ჩემი ჩაცმულობა ქალაქის ნაცრისფერ ქუჩებსა და რუხი ნისლით დაფარულ ცას იდეალურად ერწყმოდა, უნივერსიტეტში შევედი და ჩემს აუდიტორიისკენ გავწიე, ამ დღემ კი კიდევ ერთხელ გადაატრიალა რადიკალურად ჩემი ცხოვრება..... „აუდიტორიაში შემოვიდა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ფერმკრთალი სახით, ერთი შეხედვით მის რეალურობაში ეჭვიც კი შეგეპარებოდათ, მხოლოდ თვალებს ჰქონდათ რაღაც არაბუნებრივი მეტყველების უნარი, ზურმუხტისფერი, ღრმად ჩამჯდარი თვალები საოცარ სითბოსა და სიმშვიდეს ასხივებდნენ, შეუძლებელი იყო მათთვის რაიმე დაგემალა, დიდხანს გაგესწორებინა მზერა, ისინი ერთი შეხედვით გაშიშვლებდნენ და შენც ლოყებშეფაკლული იძულებული იყავი სრულიად სხვა მიმართულებით გადაგეტანა მზერა, სისხლივით წითელი ტუჩები საუბრისას შენს ყურადღებას იქცევდნენ და გონების მოკრების საშუალებას არ გაძლევდნენ, ხმის დაბალი თავდაჯერებული ტემბრი საბოლოოდ გატყვევებდა და აქ უკვე ხვდებოდი რომ შენ მის დავიწყებას ვეღარასდროს ვეღარ შეძლებდი, რომ მან საბოოლოოდ დაგიბყრო და მიგიჯაჭვა, ხელში მუდამ სიგარეტი ეჭირა თითქოს ამ კვამლს ატანდა თავის დარდსა და სევდას.“ ეს ადამიანი საბოლოოდ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და კიდევ უფრო გაალამაზა, ალბათ ეს იყო ჯილდო ყველა იმ ტანჯვისა და განსაცდელის შემდეგ რომელიც გამოვიარე. და დამიჯერეთ მხოლოდ მის გამო ღირდა ამხელა გზის გამოვლა, ყველგან და ყოველთის სითბოს, სიკეთესა და სიყვარულს ასხივებდა, მასთან თავს საოცრად მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი, საკმარისი იყო მის თვალებში ჩახედვა და იმ სხივის დანახვა, სხივის რომელიც საოცრად თბილი და ბრწყინვალე იყო რომ ყველა პრობლემა უკვალოდ ქრებოდა. მარტო იმიტომ ღირდა ყოველი დღის გათენება, მისი თბილი და მოსიყვარულე ხმა გამეგონა. მან დამანახა რომ ყველაფრის მიუხედავად უსაზღვრო სიყვარული შემძლებია. შესაძ₾ოა ცხოვრება ერთი დიდი ნაგავია თუმცა არის მომენტები როდესაც მასზე მშვენიერი არაფერი გვეჩვენება, ეს წუთები კი მირაჟია რომელსაც ჩვენი საყვარელი ადამიანები ქმნიან შენ უნდა დაიჭრო ეს წამი, უნდა დაიჭირო ბედნიერება. ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება არა მირაჟად არამედ ნამდვილ ზღაპრად მიქცია, მხოლოდ რეალურ და არა მოგონილ ზღაპრად. ჩვენ ერთ მთლიანობას წარმოვადგენდით და შეუძლებელი იყო ერთმანეთის გარეშე გვეარსება. მან ჩემს ყვავილების ბაღში ადგილი დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთმა არაბუნებრივა, არამიწიერმა ყვავილმა და არა როგორც სარეველამ, მეხმარებოდა მის გალამაზებაშ და გაფერადებაში, იგი სამუდამოდ ჩემი ცხოვრების მეზღაპრე გახდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.