შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 4)


28-10-2016, 00:00
ავტორი სატი
ნანახია 2 567

ქეთა გაკვეთილების მერე იჯდა მის კლასელებთან ერთად სკოლის ეზოში, კიბეებზე. თეოსთან, ეთოსთან და ლუკასთან ერთად. ლუკა არცერთი გოგოს არ გაუშვებდა ხოლმე ხელიდან. ამჯერად ქეთას გვერდით იჯდა და ხელი ჰქონდა გადახვეული. კოტე და გიორგის უნდა გამოეყვანათ ის სკოლიდან. კოტემ უთხრა მარტო მე გამოვიყვან თუ გეზარებაო, მარა გიორგი დაეჭვდა და თან გაყვა. მანქანით მივიდნენ. გიორგი გადმოვიდა თუ არა მანქანიდან მაშინვე გაცხარდა. ვერ იტანდა როცა ქეთას ვინმე ტიპთან ხედავდა. კოტეც გადმოყვა. როგორც კი ქეთასთან მივიდნენ ლუკამ ხელი მოაშორა მაშინვე და წავიდა.
-ეს ვინ იყო ქეთ(გიორგი)
-ჩემი კლასელი(ქეთა)
-პრივეტ კოტოოო(ეთო)
-გამარჯობა ეთო(კოტე)
-მოტოციკლეტით არ ხარ სახლში რომ გამიყვანო?(ეთო)
-არა არ ვარ. მანქანით წაგიყვანდით მარა ბევრი რამ მიდევს(კოტე)
-ანი წავედით(გიორგი)
-მოვდივარ. ნახვამდის გოგოებ
გიორგი უფრო წინ წავიდა. კოტე და ქეთა ჩამორჩნენ.
-გევასება ის ტიპი?
-არა. ჩემი მეგობარია. უბრალოდ ესეთია
-ისე სანამ მთელ თბილისს არ მაცემინებ არ მოისვენებ?-თან სიგარეტს ეწეოდა
-რას გულისხმობ
-ყველა ვინც არსებობს უნდა დაკერო? ბიჭი ხარ ქეთ?
-არა არ ვარ. შენ ხო არ ეჭვიანობ შემთხვევით
-რა პონტში. პროსტა ზუსტად ვიცი მალე მოხვალ ამ ლუკამაც ტვინი წამიღოო რა.
-აღარ მოვალ შენთან
-ეგ მაგიტო არ მითქვამს. პირველი ჩემთან უნდა მოხვიდე ან გიორგისთან... პროსტა ფაქტიურად უნდა გამოვიდეს რო ნახევარზე მეტი თბილისიდან უნდა ვცემო
-არ უნდა ცემო მეთითონ მოვიშორებ შემდეგზე. კოტე ბოდიში თუ შეგაწუხე ჩემი პრობლემებით
ქეთა მანქანაში ჩაჯდა. კოტე წინ დაჯდა.
-ქეთ რამე ხო არ გინდა ვიყიდოთ სახლამდე?(გიორგი)
-დედა და მამა კიდე არ არიან?(ქეთა)
-სამსახურში არიან ქეთ ხო იცი ბევრს მუშაობენ(გიორგი)
-რავი სადილი გვაქ?
-დედამ დატოვა რაღაც მემგონი გუშინ.
-კაი
-კოტე რამე მოხდა?(გიორგი)
-არა ვაბშე.
***
ესე ეჭვიანობდა ხოლმე კოტე ყველაზე ვინც ქეთას უახლოვდებოდა, უკვე გიორგიზე მეტად უშვებდა ოფოფოფებს. ქეთა უბრალოდ იდგა და ეცინებოდა ხოლმე. მერე კოტეც წყნარდებოდა და ისიც სიცილში ყვებოდა. მერე უკვე კოტემ თვითონ დაიწყო ქეთას გამოყვანა სკოლიდან. მოტოციკლეტით რო აკითხავდა ყველა გაკვირვებული აშტერდებოდა ქეთის. ერთხელაც შუა გზაში ბენზინი გაუთავდათ.
-ჯანდაბა...რაღა ეხლა. იჯექი ქეთა შენ მე მოვაწვები უკნიდან და იქნებ მივაგორო ბენზინის სადგურამდე.
-მოიცა დაგეხმარები
-არ მინდა იყოს
ქეთა გადმოვიდა და კოტე აწვებოდა მოტოციკლეტს.
-მოდი პარკში დავჯდეთ დავისვენოთ და მერრე გავაგრძელოთ
-დაიღალე ქეთა?
-ცოტა
ორივე ჩამოჯდა სკამზე
-აბა რას შვები შეყვარებულების მხრივ
-არ გიყვარვარ, მეგობრები ვართ, არ ეჭვიანობ... მაინც მგონია რომ გიორგის გამოგზავნილი ხარ
-არ ვარ. ისე გკითხე. კაი შენ მკითხე აბა
-ელენე შენი ერთადერთი შეყვარებული იყო?
-არა ნამდვილი შეყვარებული მყავდა 2. იქიდან ორივე მაგრა მიყვარდა და ორივემ მაგრა ჩამ***ა ამ ურთიერთობაში.
-რა გააკეთეს
-მაგაზე პატარებთან არ ლაპარაკობენ
-როგორც გინდა
-შენი სიმშვიდით ზოგჯერ ნერვებს მიშლი. ესეთი მშვიდი რო ხარ ვერ ვიჯერებ. იქიდან გამომდინარე რეებსაც გიორგი ლაპარაკობდა
-რას ლაპარაკობდა ჩემზე
-სულ სახლიდან გარბის რასაც უნდა იმას აკეთებს, ვისაც უნდა იმას ხვდებაო და რავიცი.... მაგისთვის რო მესმინა შენზე ცელქი ადამიანი არ არსებობს მსოფლიოში
-იქნება და ეგრეც არის და შენთან ვიტყუები
-არაა ეგრე. რა უნდა შენ გამოცნობას. პატარა, უსუსური გოგო ხარ.
-უსუსურიო მეტყობა რამე რომ ნაზი და ბანალური ვარ?
-უსუსური სხვა რამეს ნიშნავს
-უსუსური მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს რომ ნაზი და ემოციური უნდა იყო.
-ნუ მიხსნი შენ სიტყვა უსუსურის მნიშვნელობას
-კაი ეხლა უკვე სწერვობ. ეს აღარ მომწონს
-ჰაჰ
კოტემ მოუღუტუნა. ქეთა მაშინვე გაიწია
-რა გეღუტუნება?
-არააა
კოტემ ისევ მოუღუტუნა და მერე გაეკიდა. ესე სირბილში მივიდნენ გაზის სადგურთან და ისევ სირბილ სირბილით დაბრუნდნენ მოტოციკლეთთან.
-კოტე... დავიღალე
-მიგიყვან სახლში
-და ამჯერად შეგილია ფოკუსების გარეშე ნელა იარო
-გპირდები
კოტემაც დაპირება შეასრულა და ისე მიიყვანა ქეთა სახლში. როდესაც ქეთა სახლში ავიდა ანერვიულებული გიორგი დაინახა.
-სად იყავი ამდენ ხანს ქეთა? ორი საათია გირეკავ ტელეფონი გამორთული გაქ
-დამიჯდა. კოტემ წამომიყვანა და შუა გზაში ბენზინი გაგვითავდა
-კოტემ ვერ დამირეკა?
-დაგვავიწყდა
-კაი. მშიერი ხარ?
-ხო
-კარტოფილი გვაქ ან ტუ გინდა პიცა შევუკვეთოთ
-პიცა თუ კარტოფილი? რათქმაუნდა კარტოფილი
-კაი პიცას მაინც შევუკვეთავ ბიჭები ამოვლენ დღეს
-კოტე და ანდრია?
-მიშკაც და გეგაც
-გეგა?
-ხო არ გახსოვს?
-არა. მე საღამოს გოგოებს ვნახავ
-მე რას მეკითხები მამას და დედას დაურეკე
-არ გეკითხები გაფრთხილებ. შენი ნებართვა არც მინდა
-წესიერად თორე გაგახსენებ შენ რაღაცეებს
-გიორგი დავიღალე ნუ მაშანტაჟებ
-არ გაშანტაჟებ. კაი მიდი დაჯექი და ჭამე. აუ ხო და ისა ლელამ (მათმა დეიდამ) ბავშვი დაიტოვეთო და იასნა ეხა მე ხო არ გამოვუცვლი პამპერსებს და მოუარე
-როდის
-დღეს საღამოს
-აუ კაიი რაა მოუარეთ ბიჭებმა გავდივარ მე
-რა ჩვენ მოვუაროთ შენ ხო არ გააფრინე. მიდი რა ქეთა
-არა. ვნახოთ ერთი როგორ იზამ მორჩა
-ქეთა იცოდე
-ვიცოდე რა აბა არ გაშანტაჟებო.
-აუ არ არსებობს მაშინ დაურეკავ და უარს ეტყვი
-ნწ. მე არ ვეტყვი შენ დაურეკე
-არ არსებობს . გიორგი ერთხელ რამე მაინც გააკეთე. იქნება და მომავალში მამა გახდე ბავშვებს როგორ მოუვლი?
-ქეთა ნუ ფილოსოფოსობ. მიდი რა იჯიგრე
-ბევრჯერ გიჯიგრე
-ბავშვი გარეთ გაიყვანე მოეწონება
-რა მოეწონება. ბავშვი 1წლისაც ძლივსა. დაბარბაცებს კი არ დადის.
-აუ ხოდა ასწავლე გოგოებს ხო უყვართ პატარა ბავშვები კაი რა
-გიორგი გვეყო-ქეთამ აალაგა მაგიდა და შევიდა ოთახში. საღამოს ლელამ ბავშვი მოიყვანა. მას ნიკოლოზი ერქვა საყვარელი ცისფერთვალება ბავშვი იყო. ქეთამ აიყვანა და კოტეს მიაჩეჩა
-ბავშვი თქვენია მოუარეთ(ქეთა)
-რაო გიო ბავშვიო?!(გეგა)
-აუ ქეთა კაი რა(გიო)
-გიოს ბავშვი დაუტოვეს მოუარეთ. პამპერსები ჩანთაშია. 1საათში ძილის დრო აქ(ქეთა)
-მოიცა ქეთა დარჩი და მოუარე რა(ანდრია)
-აუფ ცხოვრება კაია ხო
-ქეთ მიდი რა(კოტე)
-ნწ. სორი
ქეთა წავიდა თეოს და ეთოს შესახვედრად. გზაში ისევ ის ტიპი შეხვდა. ნარკოტიკებს რო ტენიდა. ქეთამ უკან დაიხია.
-რა იყო ქეთუსი შეგაშინე?
-რა გინდა
-ბოლოს შენი ‘შეყვარებული შემომტენე რომელმაც მცემა. მაგრა არ მომეწონა ეგ ფაქტი.მშიშარა კაპარჩხანა ისტერიჩკა გოგო ყოფილხარ. არადა სუ სხვანაირი მეგონე. ეჰ სამაგიეროს ჯერია
-რა გოგოს ახლებ ხელს?
-არა შენ მხოლოდ მის ისევ მოსაყვანად მჭირდები ანგარიში რო გავასწორო იმ ტიპთან
-ჩემ შეყვარებულს ვის გულისხმობ
-აი ის ტიპი რო გამოაგზავნე. ქეთას შეყვარებული ვარო. მორჩა ლაპარაკები ან შენი ნებით წამოხვალ ან კიდე მე წაგათრევ
-დამანებე თავი-ქეთა უკან იწევდა ის ტიპი კი არ ანებებდა თავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent