ყველა"ფერი" ხარ ჩემი (3)
4...მთელი ღამე ძილი არ მომკარებია, სულ ზურას "ნეტა ვინ არის ის შავი მგელი" არ მასვენებდა. დივანიც კი შევაწუხე იმდენი ვიწრიალე. თინომ ერთხელ გამაფრთხილა "მოისვენე გოგო" და მეორეთ კი "ეხლავე თუ არ დაიძინებ, ჩემი ხელით აგიყვან გავაშლებთან და დაგტოვებ იქ!" სიცილი საბნის ქვეშ დავმალე და თვალები დავხუჭე. გამტენიისას ცაზე ვარდისფერი რომ დავინახე, წამოვდექი და ფანჯარაში გავიხედე. გავაშლებთან ეზოში სიმშვიდე იყო, ბომბორაც კი არ იქნებდა კუდს. ფანჯრებს ავხედე და .... ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა, ჩემი ფანჯრისკენ იყურებოდა მე რომ შევხედე .... თვალი ავარიდე და თითქოს ის წუთი იყო გავიღვიძე, ხელები განზე გავწიე და გენრიელად გავიჭიმე "რა ნიჭს კარგავს ქართული თეატრი და კინო, აფსუს!" ისევ საწოლში ჩავწექი და ისევ ზურაზე ფიქრი დავიწყე." ასე ადრიანად რამ წამოაგდო? არადა ვიცი ადრე ადგომა რომ არ უყვარს! იქნებ და ზოგიერთებივით არც უძინია! ჰა ჰა ჰა ! ჯერ სად ხარ?! სულ უნდა დაგიკარგო ძილის, სიცოცხლის და არსებობის სურვილი! ყველა "ფერი" უნდა გაგიქრო მაგ სახიდან და მერე სულ ჩემი "ფერი" უნდა გახდე!" იმ დღეს დიდი ამბები იყო, ყველა დიდი მონდომებიტ ემზადებოდა "ზღვისთვის", მხოლოდ მე დავდიოდი უგემურად. არ მიხაროდა, ან რა უნდა გამხარებოდა?! ზურასთან ერთად ზღვაზე წასვლა?! მარტონი რომ ვყოფილიყავით, გამიხარდებოდა კიარა, ფეხით ჩავიდოდი ქობულეთში. მთელ მცირე ზომის ბატალიონთან ერთად, რა გამეკეთებინა?! ისევ შორიდან უნდა ვუყურო და კიდე უარესი, იჯექი დარინე და ითვალე რამდენ გოგოს გააყოლებს თვალს, რა ზომის მკერდი მოეწონაბა და რა ფორმის უკანა მხარე. ეს ყველაფერი მაშინ როცა მე არც ერთი მაქვს და არც მეორე! მართლა სიფრიფანა ვარ! როდის უნდა ამომივიდეს ან ერთი ან მეორე?! მარტო ამ ცისფერი თვალებით ვერ ვახერხებ ვერაფერს. დადგა სამშაბათიც, დავემშვიდობეთ ყველას, ბებომ წაიტირა. ფრთხილად იყავით იმოდენა წყალშიო! ჟორუკამ დამარიგა:თეძოები კარგად აათამაშეო! ეჰ სად მქონდა მე უბედურს ასათამაშებელი. თინომ დამარიგა თავი არ დაკარგოო და დავლაგდით მანქანებში. მე, ერე, თამრო და ცოტნე ზურას თეთრ ნივაში გაგვამწესა ბებომ, ზურას ვენდობიო. ვაი ბებო შენ ჩემი სურვილები იცოდე, ენდობი კიარა და ..... ბაბუს გავხედე და სიცილ-ხველებით იხჩვებოდა. ჩავჯექით თუ არა ზურამ დაიძახა: _მოგზაურობა მარშუტით "რაჭა-აჭარა" 2005 წელი დაიწყოოოო! ჩემს გარდა სამივემ "ოე" შესძახა და წავედით, გზაში ყველა მხიარულობდა, ზურამ რადიო ჩართო. არ მახსოვს ვინ ხაოდა. ისე უხასიათოდ ვიყავი ვერაფერი მშველოდა. ბიჭებმა მანქანებზე დაიწყენ საუბარი და ერეკლემ თქვა: _ნივა, ნივა! ყველგან მივა! ..._და გაჩერდა, მე კი არც ვაციე, არც ვაცხელე და დასრულება გადავწყვიტე: _თუ გაფუჭდა ჩემს ყ....._აქ კი ერემ პირზე ხელი ამაფარა და მთელი ძალით მომიჭირა, ისე დამიხშო პირიც და ცხვირიც, უჰაერობამ აშკარად შემაწუხა და ფართხალი დავიწყე _გოგო შენ ენაზე რაც მოგადგება ყველაფერი კიარ უნდა თქვა?_გამიბრაზდა ერეკლე, ბიჭები სიცილით კვდებოდნენ, ზურამ მანქანაც კი გააჩერა ისე ცუდად გახდა, ცოტნე კიდე ცრემლებს ღვრიდა, მე კმაყოფილი ვიყავი. ერეკლე გაბრაზებილი და მხოლოდ თამროს ვერ გაეგო რა ხდებოდა _რა გაცინებთ არ მეტყვით?!_მორიდებით თქვა თამრომ ცოტა რომ ვუკელით სიცილის სიხშირეს. _გაიზრდები და გაიგებ თამრო, ჯერ ბავშვი ხარ!_ვუთხარი და თმები ავუჩეჩე, ეს ვთქვი და ეხლა თამრომაც დაიწყო სიცილი _მართლა პატარა ხარ!_თქვა ზურამ ჩემი მისამართით და თან მანქანის სარკეში გამომზედა, მის უკან სავარძელში ვიჯექი და კარგად გავიგონე. არც მე ჩამოვრჩი, ცოტა წინ მივიწიე და ისე რომ მხოლოდ მას გაეგონა წავიჩურჩულე: _პატარა თქვი შენ, და ზოგიერთებს ჩემზე ფიქრი არ აძინებს ღამეები, სიგარეტსაც დაეჩვიენ და ....._ჩემს კუთვნილ ადგილს დავუბრუნდი და სარკეში გავხედე. ოოო, როგორ ცეცხლისფრად ელავდნენ მისი შავი თვალები. მგზავრობამ ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩაიარა, ქობულეთსი მამა დაგვხვდა , უკვე სახლი შეერჩია. დაგვაბინავა და დაგვემშვიდობა. _გოგოებს მიხედეთ ბიჭებოოოოო! ოღონდ ჯერ ეს ორი ბატი დაამწყვდიეთ სახლში და მერე დანარცენებს მიხედეთ! ზღვა არ მიყვარს, რა ვქნა მე მთა და მდინარე მირცევნია. აი თამრო კი სულ წყალში იყო. დილით რომ ჩახტებოდა ღამემდე იქ იყო. მე კი ნაპირზე გაშლილ პირსახოცზე წამოვწვებოდი, სათვალე ცხვირზე და წიგნი ხელში. ზურას ყურადღებას არ ვაქცევდი, საერთოდ არ არსებობდა ჩემთვის. აგიჟებდა ჩემი ურეაქციობა, მაგრამ მე ასე მერჩივნა. ეგ რამდენ კუპალნიკიან "ძეტკას" გააყოლებდა თვალს მე ნერვებს ვერ მოვიშლიდი, არც მეყოფოდა. ასე რომ შევეშვი, წავიდეს "იგულაოს" მოწყინდება და მოვა!(ვიცი, ბრძნული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე ეს უნებურად მივიღე, სხვა გამოსავალი რომ არ მქონდა იმიტომ). სახლში საჭმელს არ ვაკეთებდი, სოსისი და კვერცხით ვანაყრებდი ბიჭებს. დანარჩენს თამრო უკეთებდა, ეცოდებოდა სულელს. ერთ საღამოს ზღვაზე ვიყავით ყველანი, ცემს გარდა რათქმაუნდა ყველა ბანაობდა. წიგნი დავკეცე და წამოდგომას ვაპირებდი, ვირაც რომ მოვიდა და ჰაერში ამიტაცა, დამატრიალა და მერე დამსვა _შენნაირ გოგოს სულ ხელით უნდა ატარებდნენ და მიწაზე ფეხს არ ადგმევინებდნენ!_მითხარ და ხელზე მაკოცა, არ ვიცი ესე უცებ ზურა საიდან გაჩნდა ჩემს გვერდით, ახალმოსულს მკაცრად შეხედა _დახმარება გჭირდებათ?!_შეეკითხა ანერვიულებულმა _არა, მადლობთ! დახმარების გარეშეც გავიცნობ ამ მშვენიერ გოგოს!_მიყურებდა და თან ზურას ელაპარაკებოდა_თქვენი სახელი ლამაზო?! _და.. _სახლში წადი!_გამაწყვეტინა სიტყვა ზურამ და მკლავში ხელი ისე ძლიერად მომკიდა ძვალი მეტკინა. მეც უსიტყვოდ გავბრუნდი და სახლისკენ წავუყევი ნაპირს, ვკვედბოდი ისე მაინტერესებდა რა ხდებოდა ჩემს ზურგს უკან, მაგრამ არ მივიხედე. ჩეფიქრებული ისე მივუყვებოდი ნაპირს სახლი სულ დამავიწყდა და გზა გავაგრძელე. იმდენი ვიფიქრე ჩვენზე, იყო კი რაიმე?! თუ ჩემი ბავშვური წარმოსახვა იყო?! იქნებ და ზურა როგორც დას ისე მიყურებს და ეს მხოლოდ მზრუნველობაა? ბევრი ვიფიქრე და დავასკვენი, მეჩვენებოდა! ადამიანის წინ თუ დგეხარ და მას თვალებში უყურებ შენ თავს დაინახავ აბა სხვას ვის?! 27 წლის ბიჭი 17 წლის გოგოს არც შემომხედავს, ბავშვი ხარო განა ერთხელ უთქვამს?! დაეშვი დარინე მიწაზე, ზურასთვის ვერასდროს გახდები მარინეს ნაირი! ამ ფიქრებში ვიყავი გვერდით რომ ამომიდგა და გაბრაზებულმა მკითხა: _მე გითხარი სახლში წადითქო, იხეტიალე მარტო და ოცნებებს გაყევითქო არ მითქვამს! _შენ ვინ გეკითხება მე სად წავალ და რას გავაკეთებ?! არც ჩემი ძმა ხარ და არც მამაჩემი! ასე რომ შემეშვი!_ენა თავად ალაპარაკდა როგორც ყოველთვის, მართალი არიან რომ ამბობენ, ქალის ენა ტვინს არ ემორჩილებაო. საერთოდ რაიმეს თუ ემორჩილება ესეც საკითხავია. _ნუ გაილექსე გოგო შენ! _ოჰო, ცოდნია ბიწს გოგო რომ ვარ!_რა ტალანტი ვიკარგები უპატრონოდ _დარინე თუ არ მორჩები მაგ უაზრობას, ერთს გემრიელად მიგტყეპავ! _შენ მე თამრო ხომ არ გგონივარ მუქარით შემაშინო?!_საკმაოდ მაღალ ხმაზე და ტონზე ვუყვიროდი, სახეზე ისევ ის უწინდელი სიმკაცრე და დაზაბულობა დაეტყო დაძირს დაიხარა, იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი რატომ დაიხარათქო, ფეხებს ქვიშიანი ნაპირი რომ გამოეცალა და მე მის ზურგზე აღმოვჩნდი _გამიშვი ნადირო, ცხოველი და მხეცოოოო! ესე ქალებს არ ექცევიან! ტყიურო! _შენ ქალი არ ხარ, შენ ხარ ბავშვი და ჭკუა უნდა გასწავლო!_მიყვიროდა და უკანალზე მირტყამდა ხელს, მთელი ძალით. _ჭკუა ასწავლე მარინეს! მე კი დამსვი და ნუ მცემ, მტკივა ნადირო!_მე რომ ყვირილს და ლანძღვას ვუმატებდი ის კიდე უფრო მაგრამ მირტყამდა, მერე მეც დავიგრძელი ხელები ენის მაგიერ და მეც მივწვდი მის ზურგს. დამარტყამდა და მეც მწარედ ვურტყამდი _ენაზე უფრო მწარე ხელი გქონია!_ეტკინა ბიჭს _მორიელი ვარ და უფრო შხამიანი კბენა ვიცი, ასე რომ დამსვი მანამ არ მოგშხამე! _პატარავ, შენ რა კრილოვის იგავარაკი ბოლომდე არ წაიკითხე?! არ იცი რა მოსდის შენს შხამიან მორიელს?!_მითხრა და ზღვაში შევიდა, როცა მივხვდი რისი გაკეთებაც უნდოდა _ზურა, გთხოვ არა რააა! ცურვა არ ვიცი ზურააა! გთხოვ! გთხოვ!_მაგრამ ამაო იყო ვედრება ამაქვეყნისანი, ზღვაშიც ჩამაგდო და თავზეც გემრიელად დამაწვა. მართლა არ ვიცი ცურვა და პანიკაში ვარდები როცა წყალი ცხვირს ეხება! ერთხანს ვიფართხალე წყლის ქვეშ, მერე კი თვალებიც ამეწვა და ძალაც გამომელია, ეს საშინლად მარილიანი წყალიც უგემურად ვყლაპე და დავნებდი. ზემოთ როდის და როგორ ამოვედით არ მახსოვს. სმენა რომ დამიბრუნდა ზურას ხმა მესმოდა:"პატარავ, გევედრები გაახილე ეგ ლამაზი თვალები, დარო, გთხოვ მოდი გონზე!" მერე ისევ აღარაფერი არ მახსოვს ჯერ სმენა დამიბრუნდა, მერე შეგრძნება. თვალების გახელას არ ვცქარობდი და კიდე კარგი, თორე ვერ გავიგებდი იმას, რამაც მტელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ზურას მთელი სხეულით ვყავდი მიკრული და მეფერებოდა: _შენ ხარ ჩემი ყველა"ფერი" დარინე! ჩემი სიყვარულიც შენ ხარ და ტანჯვაც! მიყვარხარ უკვე არ ვიცი რამდენი ხანია. დარო, ეხლა თუ თვალებს არ გაახელ და გონზე არ მოხვალ თავს არ ვიცოცხლებ. მიყვარხარ პატარა. შენი თვალები ჩემი ცაა დარო, ზღვაც ეგაა და კავკასიონის მყინვარები! შენ ის სუფთა ჰაერი ხარ, რომელიც ასე მიუწვდომელია ჩემთვის! მიყვარხარ უკვე მთელი ცხოვრებაა. იმ წუთში სუნთქვა არ მინდოდა, არ მინდოდა ეგრძნო რომ გონზე ვიყავი, მინდოდა ისევ ისე ვყოლოდი გულთან და ისევ ეჩურჩულა ჩემთვის განკუთვნილი სიტყვები. ღმერთ ყველაფრისთვის მადლობას ვწირავდი და გული მკერდიდან ამოხტომას ცდილობდა, ზურას უნდოდა მიკვროდა. არც ვაპირებდი გარხევას, ზურას ცრემლი რომ არ მეგრძნო თმებში. შემეცოდა ჩემი "შავი მგელი" და ისე შევირხი თითქოს ეხლა მოვედი გონს. _დარინე კარგად ხარ?!_ისეთი ხმით მკითხა თითქოს ერთი წუთის წინ ჩემს გამო არ კვდებოდა. რა დამპალი ვინმეა,ვაიმე! _ჯერ წყალში მახრძობდი, ახლა მკლავებში გინდა გამგუდო?! გამიშვი ხელი და უკეთ ვიქნები!_ერთს ვამბობდი და მეორე მინდოდა, "ოღონდ ხელი არ შემიშვა რააა!" არ მომისმინა და მომშორდა, დამპალი! თვალი რომ გავახილე ჩემ საწოლში ვიყავი:"ხელში აყვანილი მომიყვანა ნეტა თუ თმებით მომათრია?!" ალბათ ხელით თუ მიმივანა, თავის ქალაც არ მტკიოდა და თმებიც ადგილზე მქონდა. _რამე მოგიტანო გინდა?! _ოღონდ თავი დამანებე და არაფერი არ მინდა!_ისევ სხვას ვფიქრობდი. _კარგი, ეგრე იყოს! წავედი მე ბიჭებთან, თამროს გამოვუშვებ მოგხედოს!_მითხრა მშვიდად და ოთახიდან გავიდა. მერე ჭიშკრის ხმა რომ გავიგონე და დავრწმუნდი მართლა წავიდა, საწოლზე შევხტი და ხტუნვა დავიწყე თან ვკიოდი და ვწიოდი: _ვუყვარვარ! ვუყვარვარ! ვუყვარვარ! მიყვარს! იეეეეეეეეეს! ვუყვარვარ! ოეეეე! სამყაროვ! ვუყვარვარ! მე ვუყვარვარ და მარინეს დედაც რა! ოეეეეე! ვუყვარვარ!_ზამბარებიან საწოლს, დაჟანგული ზამბარები სულ დავუმტვრიე ისე დავხტოდი. მერე ცეკვა დავიწყ_ვუყვარვარ და მიყვარს! ვსიო ჩემია და მისი ვარ!_ბედნიერების მეათე ციდან "ვის უყვარხარ და ვინ გიყვარს?" ჩამომაგდო, შვებით ამოვისუნთქე ხმა რომ ვიცანი, ერეკლე იყო. მაგრამ არც ისეთი შვება ყოფილა. _დარინე გეკითხები და მიპასუხე! _"გეკითხები და მიპასუხე! რატომ მოწყდი მთავარ ჯგუფს!" _გავიმეორე ფრაზა ფილმიდან და შევეცადე დიდი აბაშიძის უნიჭო იმიტაცია გამეკეთებინა _გაღაობს გოგო! დროზე!_პირველად მიყვირა ერემ _ზურა! ზურა მიყვარს! _შენ კარგად ხარ?! ზურა როგორ შეგიყვარდა გოგო?!_კარგია რომ ის დაავიწყდა რომ ვკიოდი "ვუყვარვარ"_ზურა, ჩვენი ზურა! შენ ვაფშე აზრი დაკარგე? იცი ეგ რომ არ შეიძლება? _როდის მერე იკრძალება სიყვარული?! _გოგო, გააჩნია ვინ გიყვარს! ზურა გოგოოოო?! _რა მოხდა მერე, ჰო ზურა! არ გიხარია ერე?! იცი რა ბედნიერი ვარ?_ვცადე თავი შემეცოდებინა _იმ ვაჯბატონს უყვარხარ?! გითხრა?! აუ ჩემი 11 წლით დიდია ტიპი და ამან კიდე მიყვარსო! _არაფერი უთქვამს, რას მეტყვის ისევ ბავშვი ვგონივარ, თოჯინები დააძინეო მეძახის!_როგორი ტყუილი ვთქვი, არადა მთელი ორი წელი მაინც იქნება ეგ არ უთქვამს _არ უთქვამს და ვერც გეტყვის! _ვითომ რატომ?!_ისე გამიკვირდა თავი ვერ შევიკავე _არ შეიძლება გოგოოოო! გაიგე! არ შეიძლება! _რატომ? _ჩვენ ნათესავები ვართ!_ტვინში კაპილარი გაწყდა და წვა ვიგრძენი, როგორი ნათესავი უნდა იყოს ზურა ერეკლესი _ეგ როგორ?! _აი, ესეე! ბაბუამისი და ჟორუკა ძმათაშვილები არიან!_უფ, ამოვისუნთქე! _შენ ბიჭო სულ გააფრინეეე? მაგისთვის მიხეთქავ გულს?! ძმათაშვილები მომინდომა რაა! _არ შეიძლება ნათესავები ვართ!_ამტკიცებდა ერეკლე _ეს შენ ხარ მისი ნათესავი და არა მე!_ვუყვირე მთელი ხმით _მერე მე და შენ რამ გაგვყო გოგო?!_ანერვიულდა ერეკლე, თვალები ცრემლებით აევსო, ყბა კი აუკანკალდა _ერეკლე, ეს შენი ნათესავია ზურა, მე კიდე შენი და არ ვარ!_ეს ვთქვი და რათქმაუნდა ვინანე, პირველად 16 წლის მანძილზე ვთქვი რომ ის ჩემი ძმა არ იყო. ერეკლემ ცრემლები ვერ დამალა და ატირდა _რა თქვი?! შენ ჩემი და არ ხარ? მე კიდე შენი ძმა? რისი გულისთვის დარო?! ზურას სიყვარულის გამო? ისიც კი არ იცი უყვარხარ თუ არა! მე და შენ აღარ ვართ ...._ერე თვალებში მიყურებდა და ტიროდა, არც მე ვიყავი უკეთეს დღეში, მისი ცრემლები ჩემთვის ისე მტკივნეული აღმოჩნდა. მასთან ერთად ვტიროდი _ერე, როგორ არ ვართ, ვართ! და ყოველთვის ვიქნებით. მაგრამ აბა დაუფიქრდი მე და ზურა სისხლით ნათესავები ხომ არა ვართ! _დარო, რამ შეგაყვარა გოგო აზრზი სად გქონდა?! არ შეიძლება დარო, ლადო გაგიჟდება გოგო! _არ ვიცი ერე რამ შემაყვარა, შემიყვარდა და ვსიო! დამიჯერე მართლა არ ვიცი! _იქნებ არ გიყვარს და გეჩვენება დარო!_ხავსს მოეჭიდა ჩემი ერეკლე _ნეტა მართლა მეჩვენებოდეს! ნეტა იცოდე რა რთულია ჩემთვის მისი სიყვარული, მხოლოდ ერთი თვე ვხედავ, და ისიც თავი ისე უნდა მოვაჩვენო ყველას რომ არაფერს ვგრძნობ, მისგან კიდე არაფერი მოდის. დანარჩენი დრო მისი ნახვის სურვილი მკლავს ერე! იცი რა რთულია, რა მტკივნეულია ჩუმად რომ გიყვარს?! _მესმის რო გტკივა, და მაგიტომაც გეუბნები, დაივიწყე ზურა! სხვა შეიყვარე, არ შეიძლება თქვენი სიყვარული, კარგი ჰო, სისხლით ნათესავები თუ არ ხართ, ისეც არ არის ლამაზი! რა პონტია ჩემ ბიძაშვილს ჩემი და უყვარდეს!_არ თმობდა ერე პოზიციებს _ერე, კარგი რა, რა ბიზაშვილი ადამჟმობის დროინდელი ხარ?! ეგრე მე რომ დავიწყო წიკვინი, რა პონტია ერეკლეს ლელა რატომ მოსწონსთქო კარგი იქნება?!_ლელა ნათლიაჩემის შვილია, უკვე კარგა ხანია ვიცი რომ ერთმანეთი მოსწონთ. ვიპოვე ერეს გასაჩუმებელი "კნოპკა" _ეგ სხვაა! _ოჰ, ვითომ რატომ?! გამიგია მირონი წმინდათა წმინდააო! ცხრა თაობას გადადისო!_ერეკლე მისი რკინისეული არგუმენტებით ბეჭებზე დავაგდე _დარინე! მე გამაჩუმე მაგრამ ბიჭები?! იმათმა რომ გაიგონ ხომ იცი ვერ გადაურჩები! ლადო?! აუ, აი ლადო გაჭედავს სვანივით! გააფრენს გოგო! შენ ეგ "ლაითი" ხომ არ გგონია, იმენნა "კრეპკია" ლადოს ხსენებაზე ცუდად გავხდი, წარმოვიდგინე როგორ უნდა გაბრაზებულიყო რომ ჩემთვის ეყვირა ან რაიმე დაეშალა. ეს ახალი ამბავი კიდე უბრალო ყვირილით და რაღაცის აკრზალვით ვერ მოგვარდებოდა. ერეკლემაც ბევრი მელაპარაკა მაგრამ არც არაფერი, ერთადერთი ის მამშვიდებდა, ესე ცუდად რომ ყოფილიყო "ჩვენი" ამბავი, ჟორულა და თინო მეტყოდნენ. უბრალოდ ლადოს დრო და სიტუაცია უნდა შევურჩიოთ და ეგაა! ვაიმე სად დაფრივან დარინე ჩემო კარგოოოო! ჯერ ზურა დაკერე და მერე იდარდე სხვებზე! საღამომ და მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა. ზურა ისე იქცეოდა თითქოს არ ვარსებობდი, ვერ მამჩნევდა, უსუნიც ვიყავი და უფეროც! ზღვაზე აღარ გავდიოდო. ვიჯექი სახლში და ტელევიზორი-წიგნი, წიგნი-ტელევიზორი! მომბეზრდა და გასეირნება გადავწყვიტე. გამოვიპრანჭე და დავუყევი სანაპიროს, სადაც ჩვენები იყვნენ იქ არ წავედი, მოპირდაპირე მხარე ავირჩიე. მგონი ცუდი გოგო არ უნდა ვიყო, რამდენიმე სიმპატიჩნმა ჩემი გაცნობაც მოინდონა, ბევრიც მონდომებით მაკვირდებოდა ტანზე. ეს "შავი მგელი" ვერ დავაინტერესე მარტო! მანდამაინც სამი ზომა მკერდი უნდა მქონდეს რომ შემომხედოს როგორც ქალს? 2 არ აკმაყოფილებს?! ჰო კაი 1 და +! მაგრამ ჯერ როგორც თვითონ ამბობს ბავშვი ვარ! გავიზრდები და გამეზრდება! შევივსები ვაააა! მომაქციოს ყურადღება და არ ვინერვიულებ, ჭამის მადაც მომემატება და ზომებიც! დავასკვენი! ბედნიერებისთვის ზურა მჭირდება! დასკვნა გაამოვიტანე თუ არა, ამიხდა ოცნება. _მე შენ სახლში მგონიხარ და შენ კიდე .... _რას გადამეკიდე ადამიანო? შენ შეგითანხმდე მე სად ვივლი და როდის?! _ნუ ტლიკინებ! _და შენ ნუ მექცევი ისე, როგორც ნივთს! დადებ სახლში და უნდა იდოს! _რამდენი ლაპარაკი გიყვარს, ტვინს მტკენ! _მე ლაპარაკი მაინც ვიცი, შენნაირად წელიწადში ერთცელ კიარ ამომდის სიტყვები პირიდან! _არადა კარგი იქნებოდა, მართლა წელიწადში ერთხელ რომ ლაპარაკობდე, დავისვენებდი! _და როდის დაგღალე ერთი?! _ახლა, უაზრობებით! _გაიქეცი მარინე გეტყვის აზრიანს! _რას ამოიჩემე ის გოგო?! _ეგ მაკლია ახლა!!! ზურგი ვაქციე და წავედი, მაგრამ არ ვიცი სად. იქვე ახალგაზრდებს წრე შეეკრათ და მღეროდნენ, ზოგიც ლექსს ამბობდა და ზოგმაც ჩანახატი წაიკითხა, მერე აღმოჩნდა რომ თეატრალურის სტუდენტები იყვნენ. მეც ჩამოვჯექი ახლოს და მთელი აღტაცებით ვუსმენდი, მერე ერთერთმა შემამჩნია პირდაღებული პატარა ბავშვი და მკითხა"წაიკითხავ რამეს?" არათქო თავი გავაქნიე, ზურა გვერდით მომიჯდა_ _რატომ?! ისე კარგად ატლიკინებ ენას! _ეხლა შენ ტლიკინებ! აბა მიდი და წაიკითხე შენ! _წავიკითხავ, აბა რას ვიზამ. ოღონდ გაფრთხილებ არ გეგონოს შენ გიკითხავდე!_მითხარ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა, ჩაახვე და დაიწყო: "მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ...რაც გადის დრო და ხანი,მე უფრო მეტად მიყვარსშენი პატარა ტანიშენი შავი თმის ბუჩქიეგ თეთრი შუბლის სერითვალები გიშრისფერილოყები ვარდისფერი.შენი თითები მიყვარსორი პატარა თითი ო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათიო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენითშენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენიმე დარდიც მიყვარს შენიშენი ღიმილიც ფართომე ცრემლიც მიყვარს შენიშენი კისკისიც მართობსმე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი!მე ჩრდილიც მიყვარს შენიმზის დაბნელების მსგავსი.მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ ................................" აი ამ "მიყვარხარს" მერე არაფერი მახსოვს, ზღვას ვუყურებდა და შიგნით მინდოდა შესვლა, ღრმად მინდოდა ზღვაში და ეს ზღვა ზურას სიყვარული ყოფილიყო. თუნდაც დავმხრჩვალიყავი, ოღონდ მის სიყვარულში. არ ვიცი როგორ და როდის ავდექი და წავედი ზღვისკენ. ვერც ის ვიგრძენი როგორ დამისველდა ფეხები, მერე მუხლები .... მხოლოდ ზურას შეხებამ მომიყვანა გონს. ვხედავდი რომ მელაპარაკებოდა, მეხებოდა და მეფერებოდა შეშინებული სახით, აი ხმა კი არ მესმოდა. დღესაც არ ვიცი რას ამბობდა, არც მინდა გავიგო. მირჩევნია ვიფიქრო იმაზე რა შეიძლება ეთქვა შეშინებულს. მთელი საღამო მეფერებოდა როგორც პატარა ბავშვს, ჩემს ლოკონებს კიდე უფრო იხვევდა თითზე. მერე მზის ჩასვლისას ხელით მანიშნა გახედეო. მის მკერდს მიკრულმა გავაცილე მზე დასავლეთისკენ და მეც დავხუჭე თვალები. მეორე დილით დათას ყვირილმა გამაღვიძა _ადე უქნარააა! ერთხელ მაინც გაგვიკეთე საჭმელი!_ისე გამიხარდა რომ მესმოდა, დათას შემოვეხვიე _რა გაგიკოთო სიცოცხლე?! მითხარი და გაგიკეთებ! _დარო, ავად ხარ?! _ყველაზე მაგრად ვარ ეხლა, მითხარი რა გინდა თორე გადაფიქრებაც შემიძლია!_გავაფრთხილე, ვითომ არ იცოდეს როგორიც ვარ! _იქნები დღეს ჩემი დაიკო და გამიკეთებ პიცას? _არის ძაამიკო, შენ პრიპასები მომიტანე, მე გამოვაცხობ! მთელი დღე სახლიდან არ გავსულვარ, ზურაც სახლში იყო. მე პიცას ვაკეთებდი ის კი ან კინოს უყურებდა ან ფეხბურთს თამაშობდა. ოცჯერ მაინც შემოვიდა სამზარეულოში წყლის დასალევად, ეხლა მე ვაიგნორებდი. ცოტა კი შემეცოდა, ათ ლიტრამდე წყალი მაინც დალია. გუნებაში კი დავცინოდი კიდეც, ამარამ ძილი არ უნდათქო?! სახლსი რადგან ჩვენს გარდა არავინ იყო, პირველი პიცა ჩვენ გვერგო. მეც ბევრი ყველი და სოსისი ჩავურთე, ცხელი პიცა მაგიდაზე დავდე და მის გვერდით სავარძელზე ჩავეშვი, თან პიცას ვჭამდი და თავს ვიქებდი _უუუუ, რა გემრიელიააა, ვინც არ შეჭამს მოკვდებააა! უუუუუ! შენ არ ჭამო ზურა მოწამლულია! _სულიც რომ გამძვრეს ეს მაინც უნდა გავსინჯო!_ჰა ჰა ჰა ეს მინდოდა მეც, აბა ვნახოთ მართალია თუ არა რომ ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე გადისო. ტუჩები მანამ ააცმაცურა, სანამ პიცას ხელს მოკიდებდა. რა საყვარელი იყო "შავი მგელი" წითელქუდასთან ერთად პიცას მიირთმევდა_შენ არც კი ხუმრობ პატარავ, რა გემრიელიააა! ოჰო, გაუმართლა შენს მომავალ ქმარს! დამპალი, ჩამაშხამა! იმ სარამოს სხვა არაფერი მომხდარა, აი მეორე დღეს კი საშინელი ამბავი გავიგეთ! ჟორუკა გამხდარა ცუდად და საავადმყოფოში დაგაუყვანიათ. იმდღესვე დავბრუნდით სრული შემადგენლობით ქუთაისში. საავადმყოფოში რომ მოვედით ნაზოს უკვე ცრემლებიც აღარ ჰქონდა. თინო ნერვიულობდა და წინდაუკან დადიოდა. ბავშვებმა შესვლა ვითხოვეთ, პალატაში გადავიყვანთ და შედითო. პირველი მე შევედი. თვალები გაახილა და გამიღიმა _რაო ბაბუ, ჯერ არ შეუხრამუნებიხარ "შავ მგელს" _ელოდება როდის მოვსუქდები, რომ დანაყრდეს! _დანაყრებამდე დაახრჩობ შენ იმას ვიცი მე! _არაუსავს გაუძლებს შენ ეგ არ იდარდო! _გაუფრთხილდი ბაბუ თავს, მაინც ერთად უნდა დაბერდეთ. ნუ იჩქარებ! ახლა კი მიდი დაუძახე იმ ვაჟბატონს, ერთად შემოდით!_გამიკვირდა მაგრამ გამიხარდა და არაფერი მიკითხავს, გარეთ გავედი _ზურა გამომყევი ბაბუს შენი ნახვა უნდა!_ყველა გაოცებული და პირდაღებული მიყურებდა, ზურა ისე იყო შოკირებული პალატამდე პირი ვერ დამუწა_დიდხანს უნდა გქონდეს ეგ პირი ღია? დაზამთრდა და გაცივდები! პალატაში შევედით, ზურა ბაბუს მიუახლოვდა. რაჭულ კილოზე შემოცხენ საუბარს მერე მე გამომხედა ორივემ _ამ ბოშუკას მიმიხედე ბაბუ! არავინ დამიჩაგროს და გამიბრაზოს! შენ თავსაც არ მისცე უფლება ცრემლი ადინო მის ლამაზ თვალებს! მე ტირილი დავიწყე და ბაბუს მინდოდა ჩავხუტებოდი, ხველება რომ დაეწყო და ცუდად გახდა, მალე ექიმიც შემოვიდა და ჩვენც პალატიდან გაგვაძევენ. ზურა კოლოდორში იდგა და უკვე მიხურულ კარს უყურებდა, მივედი და მოვეხვიე _ზურა, მითხარი რომ არ მოკვდება! _დარინე, უნდა გაუძლოთ! _მითხარი გთხოვ! _გაუძელი პატარავ, მე ამას გთხოვ!_ის თავისას მთხოვდა და ისე ძლიერად მიჭერდა მკლავებს გულისტკივილი სულ გადამავიწყდა. ფილტვებს ჰაერით ვეღარ ვავსებდი, მტკიოდა. მეწვოდა კანი სადაც ზურა მეხებოდა. ცუდად ვიყავი, მაგრამ ხმას არ ვირებდი. ზურას ჭირდებოდა ჩემი შეგრძნება და მეც მინდოდა მისი დახმარება. ბაბუმ კიდე ერთი დღე იცოცხლა, მერე კი დაისვენა! მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად! იმ ზაფხულის მერე რაჭა ჩემთვის შეიცვალა, რაჟიკოს გარეშე სხვა "ფერი" გახდა! ბაბუს დაკრძალვა და პანაშვიდები ცემთვის ძალიან რთული იყო, იმერული გლოვა ძალიან განსხვავდება რაჭულისგან. კიდე უფრო დამთრგუნველია. კიდე უფრო გტკივა უკვე გარდაცვლილი! და კიდე უფრო მზაფრად შეიგრძნობა იუმისობა! ზურა გვერდით მედგა, მართალია ფიზიკურად არა, მაგრამ მზერით და თვალებით, ჩემთან იყო! მტალი ის დრო ისე ამავსო, მომდევნო წელი უიმისობა სულაც არ გამჭირვებია. 5... ზურა გვერდით მედგა, მართალია ფიზიკურად არა, მაგრამ მზერით და თვალებით, ჩემთან იყო! მტალი ის დრო ისე ამავსო, მომდევნო წელი უიმისობა სულაც არ გამჭირვებია. აბიტურიენტობა ჩემთვის რთული სულაც არ აღმოჩნდა, მსვენივრად ვართმევდი თავს ამ დავალებას და უფრო ის მახარებდა რასაც მამა დამპირდა, თუ ჩავაბარებდი სასურველ უნივერსიტეტში. გაინტერესებთ რა იყო ჯილდო?! მაშინ ჯერ კიდე ფუფუნების საგანი "მობილური" ჩავაბარე გამოცდები და ველოდებოდით შედეგებს. მე ქუთაისში დავრჩი იმ ზაფხულს, მარცხს თუ განვიცდიდი, მინდოდა დედა გვერდით მყოლოდა. ბიჭები ათი დღით სოფელში ავიდნენ, მერე ზღვაზე აპირებდნენ წასვლას. გამოცდის შედეგები გავიგე, მარტო მივედი ცენტრში და კომპიუტერთან მოკალათებულმა ქალბატონმა, რომელსაც 50მდე ქალი და ბავშვი რომ ეხვია თავს, ძლივს მითხრა რომ 50% დაფინანსება მივიღე. მორიდებით ვთხოვე კიდე გადაემოწმებინა სახელი და გვარი. მანაც მოთმინება გამოიჩინა და გადაამოწმა, მერე კი დანანებით მითხრა:"მეტს ელოდი?!" არადა რა მეტს, ისე ვყავდი დაშინებული დედაჩემს გამოცდების სირთულით, რომ სულ ხელის კანკალით ვწერდი ყველაფერს! ქალბატონს მადლობა გადავუხადე და სახლში გავიქეცი. სახლში რომ შევედი მამა ნაბახუსევი იყო და სავარძელში ჩამჯდარი სიცხეზე წუწუნებდა და ლუდს მიირთმევდა _მამუკა ბატონო ხელფასი აიღე თუ უნდა აიღო?! _გამაგიჯებს ეს ხალხი, ყველას ფული როგორ გინდათ? _მე ფული არ მინდა მამუკააა! _აბა, რა გინდა?! "შმოტკები"? _არა, დაპირება მინდა შეასრულო და ჩემი უკვე კუთნილი მობილური მიბოძოთ! _ჯერ პასუხები მამა, პასუხები! _ჩავაბარეეეეეე!_მამას ლუდის ქილა გაუვარდა ხელიდან, დედა სამზარეულოში "ახრიგინდა" ვერაფრით დავაჯერე, მერე დედამ გავლენიან მეგობართან გადარეკა, გამირკვიე რა ხდებაო. მე კმაყოფილი ვიჯექი მამის წინ სავარძელში და მშვიდი სახით ვითხოვდი ახალ მობილურს _"თავანი" უნდა ჩაბარდეს ძმა!_ტყუილად ხომ არ ვარ ქუთაისელი, ცოტა "სიშავეც" მივცეთ სიტუაციას_ჰო კიდე რა მინდოდა მეთქვა, ბონუსებისთვის რა საჩუქარია გათვალისწინებული?_ეს რომ ვთქვი დედაჩემს სითეთრე შეეპარა თმაში _დარინე ნუ მომკალი დედა, რა ბონუსები გოგო?! _რადგან თქვენ ქალბატონო დედა, ასე ურწმუნოდ უყურებდით ჩემს მონდომებას, გსჯით და ის თანხა რასაც სახელმწიფო დამიფინანსებს, თქვენ მე გადამიხდით კომპენსაციად!_ნუ იქ რა ამბები დატრიალდა ვერ ავღწერ, როგორღაც დარეკა "გავლენიანმა" მეგობარმა და დედას მიულოცა შვილის სტუდენტობა, და ისიც დააყოლა 50% ში გავიდაო. მე კუთვნილი მობილური მივიღე, ახალი! და დაიწყო ზრუნვა ჩემს გადაბარგებაზე. პირველი 2 თვე ნათესავთან დამიჯავშნენ ადგილი. მერე რაღაც იქნებაო. აგვისტოს ბოლოს, ბაბუს გარდაცვალების წლისთავზე ავედით სოფელში. იქ უკვე ყველას გაეგო "ნაზოს დარინეს" სტუდენტობა და მილოცავდნენ. ზურა უკვე ქალაქში წასულიყო თამროსთან ერთად. მასაც ჩაუბარებია. ისე გამიხარდა "ჰა, დარჩა სოსიკო მარტო!" რა ბოროტი ვარ! მარიკა ბიცოლამ რომ გაიგო ნათესავთან ვიცხოვრებდი ორი თვით, შეწუხდა: რა საჭიროა ვინმეს შეწუხება ჩვენთან მიიყვანეთ ბავშვი, თამროც არ მოიწყენს მარტოო. ეს რომ გავიგონე ისე გამეხარდა, ცას ვეწივიე. მაგრამ მალევე მივხვდი რომ ყველაზე დიდი სისულელე ეგ იქნებოდა. მე ზურას შემყურე ვერაფერს ვისწავლიდი და თან ჩვენი ერთად ცხოვრება ბევრ რამეს გაართულებდა. მარიკას მადლობები ვუხადეთ, მაგრამ მეც და დედაც უარზე დავდექით. რაჭა ისეთი ცარიელი მეჩვენა ბაბუს გარეშე, ისეთი უინტერესო. ფანჯრიდან შოდას თოვლიან მწვერვალს შევხედე და ვფიქრობდი:"ვინ მეტყვის სევდის "ფერი" გახდიო? ვინ მომეფერება ლოკონებზე და მიამბობს ზღაპრებს, რომლებიც ჯერ არ დაწერილა დაწიგნად არ გამოუციათ?! ვინ მომიყვება "ქაჯებზე" შოშეთს იქეთ ტყეში რომ ცხოვრობენ და მთიდან ღამით დაბრუნებულ კაცებს, მათ ალერსში ათრობენ და გონებას უბინდავებ?! ვინ მასწავლის რა არის ცხოვრების გზა და ამ გზაზე მარგალიტებად მიმოფანტულ სიკეთეს როგორ მივაგნო?! სიყვარული როგორ ვიპოვო?! ვინ მეტყვის სად ვუშვებ შეცდომებს?! ბაბუს საყვარელ ოთახში ვიჯექი და მისთვის უძვირფასეს რაჭას გავყურებდი. ნისლს "კატიყურას" მწვერვალები სულ დაეფარა და გაღმა სოფლის სილამაზეს მიბინდავდა. როგორ მომინდა ბაბუ გვერდით მყოლოდა მისეული რაჭული სიტყვებით დაეხატა ის სილამაზე. ოთახში თინო შემოვიდა _რაო სიფრიფანა?! მოგენატრა? _მჯერა რომ ეს ნისლი მისი ფიქრებია თინო! იცი რა მინდა?! გავიქცე ეხლა და იმ ნისლში დავდგე, ხმამაღლა ვიყვირო რომ მომენატრა. _მხოლოდ ბაბუ მოგენატრა?! _არა, შენც და ბებოც, მაგრამ ეგ სხვა მონატრებაა, მომენატრებით და გნახავთ. მოგეფერებით და გკითხავთ! ბაბუს კი ფიქრებსი თუ გამოველაპარაკები და პასუხსაც მხოლოდ იმას ვიღებ რაც მე მგონია და არა სხვას! _მე სხვა ვინმე ვიგულისხმე! _მას ვახსივარ?! _ნაზოს ხელში დაავიწყდები?! _რაო რას ეუბნებოდა?!_სიცილი ვერ შევიკავე რომ წარმოვიდგინე რა შეიძლება ეთქვა _ყოველ დღე ადებინებდა პირობას, რომ მოგხედავდა და ბიჭს არ გაგაკარებდა გვერდით!_ეს უკვე მეტისმეტი იყო _ოოოო, კიდე ეგ უნდოდა მაგას? _აბა, შენ ეგა თქვი. შემოუვლიდა ნაზოს და ვითომ შემთხვევით კითხავდა ქალაქიდან "ახალი ამბები" ხომ არ ამოსულაო! _რომ ამოსულიყო მერე რა, მაინც ვერაფერს იტყოდა და იქნებოდა ნიკო მუნჯივით!_გავბრაზდი _მართალიც არის, არც უნდა გითხრას! _ვითომ რატომ?! _ბავშვი ხარ, უნდა გაიზარდო!_დამაჯერებელი ტონით მითხრა თინომ _ჰო უცადოს როდის გავიზრდები. მერე მე სხვა შემიყვარდება და ჰაიდააა _სხვა თუ შეგიყვარდება, ეს იმას ნიშნავს რომ ეს არ გყვარებია!_თინოს განაჩენმა გული მატკინა, ნუთუ მართლა არ მიყვარს და შემიძლია სხვა შევიყვარო. ბაბუს საფლავზე გასვლა ვერ შევძელი, საფლავი სოფლიდან 14 კილომეტრზეა, იმ წელს კი უხვმა ნალექმა გზები ჩახერგა და ხიდები წაიღო. ასე რომ ვერც სალოცავზე ავედი იმ წელს და ვერც ბაბუს საფლავზე. ქუთაისში დავბრუნდი, დათრგუნული და სულნაკლული, ბაბუც მაკლდა და ზურას თვალებიც. მალე თბილისში გადავედი და ერეკლესაც დავემშვიდობე მთელი წლით. ეხლა ის იყო აბიტურიენტი, მე კიდე პირველკურსელი და თან სხვა ქალაქში. ქალაქთან შეგუება იმდენად არ გამჭირვებია, რამდენათაც ერეკლეს გარეშე გამიჭირდა. მაკლდა გვერდით საყრდები და საიმედო. დათა მიმსუბუქებდა ცოტა ერეკლეს არყოფნას. თავისუფალ დროს სულ ქალაქში გავყავდი და ქუჩებში მატარებდა. უნდა გაიცნო ქალაქი რომ იმ ქალაქმა მიგიღოსო! ესეც კარგი შერეკილია ჩემი არ იყოს! რამდენჯერმე დამპირდა ზურასტან და ცოტნესთან აგიყვანო, თამრო ნახეო. მაგრამ ვერ მოახერხა და მეც არ დამიძალებია. თამროს ნომერი გავიგე და ქალაქში შევხვდი _მომწყინდა ქალაქში!_განმიცხადა თამრომ რუსთაველის გამზირზე რომ ვსეირნობდით. იმდენი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში, იქ როგორ შეიძლებოდა მოწყენა?! მაგრამ მე ხომ ვიცოდი რატომაც მოიწყინა _შენ მოგეწყინა აქ, თუ სოსიკოს მოეწყინა იქ? _დარინე, ერთხელ მაინც შეგიძლია უგული ადამიანი როლი გვერდით გადადო? _შემიძლია და გეტყვი რომ ცოტა გაგიჭირდება, მერე კი შეეჩვევი! დამიჯერე ვიცი რასაც გეუბნები, არც ისეთი უგულო ვარ შენ რომ გგონია!_დავუყვავე თამროს_თან კიდე შენ რაღა გაქვს საწუწუნო ქალო, დაუმესიჯებთ ერთმანეთს და ხანაც დაურეკავთ _დამცინი ჰო?! სიფელში მხოლოდ ორ ადგილზე იჭერს მობილური და ისიც მაშინ როცა ამინდს მოუნდება!_და ორივემ მთელი ხმით გავიცინეთ, რომ წარმოვიდგინეთ სოსო მტელი დღე იმ ადგილზე დაყუდებული, ხან სმს წერაში და ხანაც სალაპარაკოდ მზადყოფნაში. მერე ფრთხილად შევეხე იმ თემას რომელიც მაღელვებდა _ცოტნე და ზურა რას შვებიან? მათაც ენატრებათ სოფელი? _უფ, რას ამბობ. მე თუ არ გავახსენე არცერთ არ ახსოვს იქაურობა, სულ გადაგვარდნენ ამ ქალაქში. თან ვაჟბატონს შეყვარებული ჰყავს!_გული გამეყინა და ვგრძნობდი როგორ მიიწევდა საშინელი ყინვა ზემოთ და ზემოთ ტვინისკენ, არ ვიცი როგორ მოვაბი თავისამ სიტყვას: _ვა რა მაგარია!_ესენიც თუ სიტყვებია _რა არის გოგო მაგარი? იცი რას ჰგავს?! ეშმაკის მაშხალაა გოგო კი არა, რამ შეაყვარა ვერ ვხვდები! _სიყვარული ბრმააო, შენ მაინც არ იცი?!_გავკარი კბილი "მონგრეულ" სოსიკოს, რას ვერჩი იმ ბიჭს? სულაც არარის მონგრეული, ეგ ბავშვობაში იყო რაღაც უშნო, თორე ეხლა მშვენიერი ტიპია _რას ერჩი გოგო სოსოს?! რა არ მოგწონს ერთი მითხარი?! ან საერთოდ ვინ მოგწონს?!_ო, როგორ მინდოდა მეყვირა შენი ძმათქო, მაგრამ ენას მანამ დავადე კბილი სანამ პირში ცეკვას დაიწყებდა. თავი დავხარე და ღრმად ამოვისუნთქე, თამრომ კი გააგრძელა_ცოტნე ეგეთ გონჯს თუ მიაქცევდა ყურადღებას არ მეგონა!_მოულოდნელად დამიდგა გაზაფხული სულში, ჩემი "შავი მგელი" არ ყოფილა შეყვარებული! რუსთაველზე კიარ მივდიოდი, არც მივფრინავდი. მივფარფატებდი! სხვა რამე არც მიკითხავს თამროსთვის, დავემშვიდობე და სახლში წავედი. სხვა მხრივ ჩემი ცხოვრება, ჩვეულებრივი სტუდენტის ცხოვრებისგან არ განსხვავდებოდა. სწავლა, გართობა და მრგობრები. დედის ყოველდღიური ზარები და დარიგებები, მამუკას იშვიათი (კვირაში ერთჯერ) განხორციელებული ზარ მოკითხვები და "მა, კოდი ჩაიწერე ფული გამოგიგზავნე, რუსოს არ უთხრა ოღონდ" ოჰ, როგორ მიხაროდა ეს ბოლო ფრაზა! ზურაზე ფიქრი და ოცნება მომდევნო ერთ თვეზე, რამდენი რამის თქმას ვაპირებდი! ის წელიც ჩავათავე წარმატებით, კონპენსაციის სახით დაპირებული თანხის ნახევარი ავიღე მხოლოდ, მეტი არ მინდათქო და ჯერ ზღვაზე წავედი კურსელებთან ერთად დასასვენებლად და მერე რაჭაში ავედი მარტო, ერე გამოცდების პასუხს ელოდებოდა, საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ ლადოს შიშით ქუთაისიდან ფეხი ვერ გაადგა. ოთხეულიდან გიო და დათა შეყვარებულებტან ერთად ბათუმში წავიდნენ, ლაშა და ლუკა კი თბილისში იხრულებოდნენ, სამსახურში. სიფელში ჩასულს ახალი ამბების მთელი კრებული დამხვდა: თინო შეყვარებული, მეზობლის თეა გათხოვილი, ცოტნე ცოტა მოწყენილი (შეყვარებულს დაშორებია) ნაზო ცოტა შებერებული, თამრო კიდე უფრო გადარეული სოსოზე, სოსოს კი კოტე გაუგიჟებია, ამ შემოდგომას შენი ქალიშვილი უნდა მომათხოვოო! იყო ერთი ამბები, მხოლოდ ზურა არ ჩანდა არსად. არც ის ვიცოდი როგორ მეკითხა სად იყო, საერთოდ იყო კი სოფელსი თუ სამსახურის გამო იხუთებოდა თბილისში. თინომ მიმიხვდა და მარიკას ჰკითხა _ზურა როდის ჩამოდის მთიდან?! გაუგრძელდა რაღაც მარტოობა! _სამი დღეა შე ქალო რაც იქაა, მეზარება წინდაუკან სიარულიო ასე უთქვამს. იყოს იქ რა!_სოფელშია ჩემი "შავი მგელი". ჭკუაზე არ ვიყავი, ეხლა იმას ვნერვიულობდი როდის ჩამოვიდოდა, ან ის გამეგო მარინეც ზემოთ ხომ არ იყო მთაში. ერთი სული მქონდა თინოს როდის დავიმარტოხელებდი ოთახში. დაღამდა და სულ ძალით ავათრიე თინო დასაძინებლად: _რა დროს ძილია გოგო?! ჯერ 9 საათია!_სიცილს ვერ იკავებდა თინო _ადრე უნდა დაიძინო მამიდა, რომ კანი არ დაგიბერდეს და ახალგაზრდულად გამოიყურებოდე! _ესეთი "ბებერი" კანიც მაკმაყოფილებს დარო! _მორცი ახლა შენებურებს და მომიყევი!_ისე გავუმკაცრდი თითქოს მე ვიყავი მამიდა _ოოოო, რა მოგიყვე და როგორ დავიწყო ჩემო დარიკო. ჟორუკა რომ გვყავდა საავადმყოფოში მაშინ გავიცანი. მოვწონებივარ თურმე, მერე შარშან ჩავედი ქუთაისში, საავადმყოფოდან გარდაცვალების მოწმობა მინდოდა ამეღო და საბუთი მომთხოვენ, მკურნალი ექიმი ვიკითხე და გამოვიდა ეს ვაჟბატონი. მერე ვილაპარაკეთ უკეთ გავიცანით ერთმანეთი და ნომრები გავცვალეთ! ასე რომ მამიდაშენიც შეყვარებულია!_მითხრა და თეატრალური რევერანსი გამიკეთა, დედა რას უშვება ეს სუყვარული ადამიანებს! _მამიდა, მიხარია შენი და შენი "პიტერ პენის" ამბები, მაგრამ ეხლა ის მითხარი ზურას მთაში რა უნდა და იქ მარტოა თუ ვინმესთან ერთად?! მარინე სადარის? სოფელშია?! _აი, როგორ გიხარია მამიდას ბედნიერება!_ვითომ ეწყინა თინოს _მამიდა, მითხარი თორე გამძვრება ეს ოხერი სული და მერე შენც ვერ იქნები ბედნიერი!_ტირილი დავიწყე, ოღონდ თეატრალური არა, ნამდვილი ცრემლებით და ყველაზე მძაფრი განცდებით. სულ ახლოს მყავდა და ჩემი არ იყო, მიყვარდა და არ შემეძლო მეთქვა. _ნუ ტირი ეხლა, სისულელის გამო. მთაშია ისე უბრალოდ. აქეთ ბიჭები არ იყვნენ არც არაფერია გასართობი და ბარემ იქ დავრჩებიო, სიმართლე გითხრა არც შენ გელოდით. _დაიცა ვითომ რატომ არ მელოდით?! ერეკლეს გარეშე აქ ამოსვლა არ შემიძლია? _დარო, ნუ აყვები ნერვებს. ლადო რომ ჩამოვიდა თქვა ზღვაზეაო, ასე რომ ბებიაშენს ეგონა იქ იქნებოდი მთელი ზაფხული! _გაგიჟდა ეგ ქალი?! რა მინდა თინო ზღვაზე მთელი თვე ნახევარი?! და ესე უთხრა ზურას?_ევროკავშირივით გამოვთქვი ჩემი აღშფოთება, ისე უბრალოდ სიტყვიერად, ტორე ნაზოს ვერაფერს ვეტყოდი. _არაუშავს, ცოტა ეჭვიანობა არ აწყენს! _მამიდა, რა დროს ეწვიანობაა, ორი წელია არ მინახავს! მარინე აქეთარის? _გოგო რა დაასვე ეგ ბასრი კბილი მარინეს?! _უყვარს იმ ქალბატონს და იმიტომ! _ნუ სულელობ მამიდა, ჯგუფელები არიან! _ოჰ, დამამშვიდე ხომ იცი! მესმის კიდე რომ გეთქვა ბიძაშვილებიო! _ვაიმე, დაგღუპავს შენ ეგ ეჭვიანობა! _მანამ იმ ქალბატონს დავღუპავ ვიცი მე! კიდე სამი დღე გავიდა და ზურა სოფელში კიდე არ ჩამოსულა. ყოველ წამს ველოდი მის ჩამოსვლას და სულ გორეებისკენ მეჭირა თვალი. თამრომ "მახარა" ის ლევანჩიკა ისევ ჩამოსულაო. ლევანჩიკა მინდოდა მე?! მთაში გადავწყვიტე წასვლა, თინოს ვუთხარი დამეხმარეთქო. _ნაზოს უთხარი რომ ბაბუს საფლავზე მიდიხარ და აიარე სალოცავზეც. იქედან კი ახლოა მათი ქოხი ხევს იქეთ მთაზე სამი ქოხია, შუანა მაგათია!_თინო მაგრად ჩავკოცნე და ნაზოს "დასაკერად" წავედი, რომ გაიგო მარტო ვაპირებდი მთაში წასვლას, ისეთი კივილი მორთო ბაბუს პანაშვიდები გამახსენდა. _სულ გაბედითდი გოგო?! საფლავის სანახავად მიდიხარ მარტო?! _კაი რა ბები, გზა არ ვიცი თუ ფეხები არ მაქვს? _მერე და ნადირი ტყეში?! _ბებო ღამე კიარ მივდივარ, დილით გავალ და საღამოთი ჩამოვალ!_ვერაფრით დავითანხმე და ტირილი დავიწყე. მენატრებოდა უსაშველოდ და ვერ ვამბობდი. მეორე დღეს სოფელში გავედი და ლევანი ვნახე, მოვიკითხე, თავი შევახსენე და სალოცავზე ასვლა შევთავაზე. უარი არ უთქვამს და მეგობრებსაც შეუთანხმდა მეორე დილით 8 საათზე გამომივლიდნენ. სახლში მივედი და ნაზოს გავაცანი მეორე დღის გეგმა და ექსკურსანტების ვინაობა რაოდენობა. ეხლა იმაზე დაიქყო ვიშვიში უცხოები არიანო, ზურა მაინც იყოს აქეთ გაგაყოლოო. ვაი ნაზო, ნეტა კი იცოდე რომ იმ "შავი მგელი"სთვის მივდივარ იქთქო. გათენებასაც არ ვადროვე, თუმცა არც დამიძინია, წინა დღეს გამზადებული ქადუანი და ბაჭულები ჩავილაგე ზურგჩანთაში, გრძელი კაბის ქვეშ შორტები ამოვიცვი და გავიქეცი! ახალგაზრდების ჯგუფს პირველი მე მივუძღვებოდი, არავის ველოდებოდი. მენატრებოდა და ყოველი წუთი ძვირფასი იყო ჩემთვის. გზაში სოფლის სტუმრებს რათქმაუნდა "ცუნაკრავეებითა" და "ქაჯებით" აშინებდნენ, მეც ავუბი მხარი და შევაწიე ერთი ორი ბაბუსეული დაუწერელი ზღაპარი! საცოდავები, შიშისგან კბილებს აკაწკაწებდნენ. მე კი მეღიმებოდა, ერთ დროს, ძალიან პატარა რომ ვიყავი მეც ამატირა მეზობლის თედუამ. მაგრამ მამიდამ დამამშვიდა და მითხრა ეგ ზღაპარიაო. საათნახევრის მერე, მესამე ხიდზე რომ გადავედი გულმა სულ გადაირია! სისხლი ისე მიჩხრიალებდა ძარღვებში როგორც, გადარეული მთის რიონი, ისეთი კიარა ქუთაისში რომ მოდის მდორე, აი ისეთი მთაში რომ არის შეშლილი. თვალებით მხოლოდ გაღმა მთას ვხედავდი, შუანა ქოხს ვეძებდი! სალოცავზე ავედი და სანთელი დავანთე. იქედან გამოსულმა კი ისევ გაღმა მთას დავუწყე ყურება, მოშიშვლებულ ადგილზე დავდექი და ხელით ვიჩრდილავდი მზეს. რაღაც მოძრაობას მოვარი თვალი და რამდენიმე წამის მერე შორიდან, ძალიან მსუბუქი "დარინე" მომესმა, მერე "დარო". ხევში რიონმაც შეწყვიტა ჩხრიალი და ძარღვებში სისხლმაც. მხედველობა დავძაბე და შუანა ქოხთან ახლოს ისევ მოძრაობდა "რაღაც". ჩემს ზურგჩანთას ხელი დავავლე და ბავშვებს დავუძახე," მე არ მელოდოთ, მეგობართან მივდივართქო!" დაღმართს შეშლილივით დავუყევი,მივრბოდი და მხოლოდ იმას ვიმეორებდი რომ მენატრებოდა. სიჩქარეში სულ დამავიწყდა რომ ხევს იწეთ გადასასვლელი ხიდი არ ვიცოდი სად იყო! ტირილი დავიწყე, არადა ახლოს არც არავინ იყო, ვინ იქნებოდა იმ დროს მთაში ჩემნაირი მეორე უსაქმური, არადა უკან დაბრუნებაც არ მინდოდა. გადავწყვიტე ჩემების ქოხში შევსულიყავი, იქვე იყო ახლოს. გზას ტირილით დავადექი, ათი მეტრიც არ მქონდა გავლილი უკნიდან"დაროო" რომ მომესმა, გავიხედე და ჩემ "შავ მგელს" "თათები" გაეშალა და თითებს ისე მუჭავდა და შლიდა, თითქოს პატარა ვიყავი და მეზახდა მოდიო. მთელი ძალით გავექანე და ჩავეხუტე! ხელები ისე მაგრად მომიჭირა კიდე ერთხელ მეტკინა ფილთვები, ხმას არცერთი არ ვიღებდით, სიჩუმეში და ძლიერად მოხვევაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მისი გულის ძგერაც ძალიან გავდა მთის რიონის გუგუნს! მაშინ მომინდა ჩვენ ორს, იქ გვეცხოვრა! _მიყვარხარ დარინე!_ყველაფერს ველოდი ამ ორი სიტყვის გარდა. .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.