შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (2თავი)


29-10-2016, 01:53
ავტორი Keke27
ნანახია 14 772

(ბავშვებო, ეს არის ისტორია, რომელსაც არანაირი ამბიცია არ გააჩნია. დაროს უნდა, ძალიან თავისუფლად და თავისებურად მოგიყვეთ თავისი ამბავი. აი ისე, წარმოიდგინეთ, რომ სამეგობრო შევიკრიბეთ, თბილი ჩაი, ან სულაც ყავა, თბილი პლედი და ვისმენთ ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიას. დარო ჩვენი ახალი მეგობარია და გვეცნობა. მას ნაკლებად აინტერესებს მისი ისტორია ბანალურია თუ ორიგინალური. უბრალოდ უნდათ, რომ მოყვეს.. )

დილით ერთად გავედით სახლიდან, მე და აკო.
არაფერი მიკითხავს მისთვის ისევ.
სასწავლებელთან დავემშვიდობე და გზა გავაგრძელე.
ლექციებზე გონება გაფანტული ვიყავი. ვერაფრით მოვახდინე კონცენტრირება.
_რა გჭირს, დარო? - მკითხა ჩემმა მეგობარმა.
_არაფერი, ლიკა, რამე მჭირს? - გავიკვირვე და წელში გავიმართე.
_შენი სხეულია მხოლოდ აუდიტორიაში, ფიქრებით კი, ღმერთმა უწყის სად ხარ...
_არაფერი ისეთი...
_მოხდა რამე? - არ მომეშვა ლიკა. თან ინტერესით ააფახურა გრძელი წამწამები.
პასუხი დავაყოვნე.
_აკოზე ვნერვიულობ. - ვთქვი მერე.
_აკოს რა მოუვიდა?
_აი, მაგის გარკვევას ვცდილობ, რა სჭირს ამ ბიჭს. სულ ჩაფიქრებული დადის და ტან გაღიზიანებულია. ვერაფერს ვეკითხები. მაშინვე ღრიალს იწყებს.
_ვაახ.. - შეფიქრიანდა ჩემი მეგობარი. - ბიჭებთან ხომ არ აქვს პრობლემა რამე? ფულზე ხომ არ ითამაშა და წააგო? ან იქნებ..
უცებ სმენა დამეხშო. გაგონილმა შოკში ჩამაგდო.. „ფულზე ხომ არ ითამაშა და წააგო“, გაიმეორა გონებამ.
_არა, არა... აკო მაგას არ გააკეთებდა.. - ვთქვი ენის ბორძიკით. გველნაკბენივით წამოვხტი სკამიდან. ლექტორს ბოდიში მოვუხადე და ლექცია დავტოვე.
გარეთ გამოსულს დეკემბრის ცივმა ჰაერმა გამომაფხიზლა. ღრმად ჩავისუნთქე, ქურთუკის საყელო ყურებზე ავიფარე და ჩქარი ნაბიჯით აკოს სასწავლებლისკენ წავედი. სასწრაფოდ უნდა მენახა ჩემი ძმა, თორემ ვგრძნობდი, რომ გული წამივიდოდა ნერვიულობისგან.
ქუჩა გადავჭერი და სასწავლებლის ჭიშკართან დავდექი.
ტელეფონზე ჩემი ძმის ნომერი ავკრიბე. ზარი გავიდა, მაგრამ არ მიპასუხა.
მერე მის ჯგუფელს დავურეკე, რომელთანაც მეგობრობდა.
_ვახო, ბოდიში რომ გაწუხებ, აკოსთან მინდა დალაპარაკება ერთი წუთით.
_აკო? აუ, დარო მე სასწავლებელში არ ვარ. - მითხრა ვახომ შეწუხებული ხმით.
_აჰ, კარგი.. ვურეკავ და არ მპასუხობს.. ვიფიქრე შენ..
_ახლა სანიკიძის ლექციაა და ვერ გიპასუხებდა, ხომ იცი როგორი ლექტორიცაა.. - გამარკვია და თითქოს დამამშვიდა კიდეც ჩემი ძმის ჯგუფელმა.
_აჰა, გასაგებია. მადლობა და ნახვამდის, ვახო.
გადავწყვიტე იქვე კაფეში შევსულიყავი და იქ დავლოდებოდი ჩემს ძმას.
შეტყობინება გავუგზავნე „ლექცია რომ დასრულდება, მაშინვე დამირეკე“ - თქო.
მიმტანს ცხელი ჩაი შევუკვეთე და კაფეს ფანჯრებიდან ზამთრის სიცივისგან გათოშილ ხეებს დავუწყე ცქერა.
„თუ ეს მართალია, რომ შეიძლება, აკომ ფული წააგო, ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ ამას“. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, მიმტანმა შეკვეთა მომიტანა და თან ტელეფონმაც დარეკა. ჩემი ძმა იყო.
_რა მოხდა? - მკითხა მაშინვე, როგორც კი ვუპასუხე.
_შენი სასწავლებლის წინ, კაფეში ვარ და გადმოდი.
_კარგი. - დამთანხმდა დაბნეული ტონით.
რამდენიმე წუთში სიცივისგან აბუზულმა აკომ ქუჩა გადმოჭრა და კაფეში შემოვიდა. თვალებით მეძებდა. ხელი დავუქნიე, მაშინვე ჩემსკენ გამოემართა.
საშუალოზე მაღალია ტანად. წაბლისფერი ტალღოვანი თმა და ფართო თვალები აქვს. კანი ხორბლისფერი აქვს. აზიელს ჩამოჰგავს ცოტათი. წყინს ხოლმე ეს შედარება.
შეშფოთებული სახით ჩამოჯდა და მომლოდინე თვალებით მომაჩერდა.
_აკო, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ. არ დაგიმალავ, ძალიან ვნერვიულობ.. თუმცა მზად ვარ ყველანაირი სიმართლის მოსასმენად.. შენც ხომ ატყობ, რომ ვხვდები მე, ეს ბოლო დღეებია როგორი გაღიზიანებულიც ხარ..
_კარგი, რაა.. მაგისთვის დამიძახე?.. - ხელი აიქნია მოჩვენებითი უდარდელობით აკომ.
_მადროვე! - თითქმის ვუბრძანე. სახის მიმიკა შეცვალა. შეატყო, რომ მტელი სერიოზულობით ველაპარაკებოდი. - ვიცი, რომ რაღაც პრობლემა გაქვს. ისიც ვიცი, რომ ვერ უმკლავდები ამ პრობლემას. დახმარება გჭირდება და საშველად ვერავისთან მიდიხარ... უნდა ვიცოდე რა გჭირს. გესმის? მე უნდა ვიცოდე. - ბოლო სიტყვები დავუმარცვლე და მუდარა გავურიე ხმაში. თვალებში მივაჩერდი. თვითონაც მიყურებდა. არც ერთი ვიღებდით ხმას. მე მის პასუხს ველოდი, მას კი თქმა უჭირდა. ასე ვიყავით, ალბათ ორი ან სამი წუთი.
_შენ ვერ დამეხმარები.. - თქვა ბოლოს და მზერა ამარიდა.
გულმა ორმაგად დამიწყო ცემა. ყურები დამეგუბა.
_მითხარი, იქნებ გეხმარები. ერთად მოვაგვაროთ.. მოვიფიქროთ და ერთად ვნახოთ გამოსავალი.. რა გჭირს ასეთი? - ვცდილობდი მხნედ მელაპარაკა.
აკო ისევ გაჩუმდა. ფანჯარაში სივრცეს გაჰყურებდა.
_ერთი გოგოა, რა.. - დაიწყო ენის ბორძიკით, - ბავშვს ელოდება ჩემგან.. გაჩენა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მე არ მიყვარს ის გოგო... სხვა მიყვარს... არადა ბავშვი, ჩემი შვილი... ხომ ხვდები, რა... არ მინდა ის გოგო ჩემი შვილის დედა იყოს.. „ტიპშამ“ ძალით გამიჩალიჩა და ახლა მეტენება, ბავშვის პონტში... - აკოს სახეზე მიტკალის ფერი ედო. ტუჩები გალურჯებოდა. თავზარდაცემული შევსქეროსი ჩემს ძმას. ვერ გავერკვიე ჩემს ემოციაში. დავიბენი.რა უნდა მექნა, გამხარებოდა თუ მწყენოდა ეს ამბავი. ისევ შემომხედა თვალებში. კაპილარები ჩაწითლებოდა. - ხედავ? შენც ვერ ნახულობ გამოსავალს.. - ჩაეცინა აგდებით.
_მადროვე აზრზე მოსვლა, შოკში ვარ. - ვუთხარი და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე.
_მისი ცოლად მოყვანა არ შემიძლია, გესმის? მე სხვა მიყვარს.
_წამოდი გარეთ გავიდეთ, აქ ჰაერი არ მყოფნის. - ორივენი წამოვდექით ფეხზე, ფული მაგიდაზე დავტოვე და სწრაფად დავთოვეთ კაფე. - სხვა თუ გიყვარს ამ გოგოსთან რა გინდოდა? - ვკითხე მერე სიბრაზე მორეულმა.
_ეეეე, გავერთე რაა.
_ჰმ, გაერთო ბიჭი.. შენმა შეყვარებულმა იცის?
_არა, ხომ არ გაგიჟდი.
_რას აპირებ, არ უნდა უთხრა?
_შანსი არაა.
_ბავშვი უმამოდ უნდა გაიზარდოს?
_აი, ეგ არ მინდა რომ მოხდეს. არადა როგორ ვიცხოვრო ისეთი ქალის გვერდით რომელიც არ მიყვარს? - ხმა აუთრთოლდა ჩემს ძმას.
_და შენნაირი იდიოტი მამა რატომ უნდა ჰყავდეს შენს შვილს? ამაზე თუ გიფიქრია? - გამოვცერი კბილებში და მკლავზე მუჯლუგუნი ვკარი. დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი და ასფალტს ჩააჩერდა. - გული მომეწურა.
_ლიზი ამბობს, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე აბორტი გაიკეთოს. ნიაკოს უნდა დაველაპარაკო ამ დღეებში... იქნებ გავბედო და სიმართლე ვუთხრა. ვიცი, რომ ძალიან ვატკენ გულს. შემიძულებს... მთელი ჩემი ცხოვრება ინგრევა, გესმის? - თვალები ცრემლიანი ჰქონდა აკოს. მეც ამეტირა მისი შემხედვარე.
_რამდენი ხნის ფეხმძიმეა, ლიზი?
_ერთი თვის, მგონი.
_ანუ რა გამოდის, გადაწყვეტილება მიიღე უკვე?
აკომ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ დუმილი მომაგება.
_წავედი მე ლექციაზე. საღამოს სახლში გნახავ და ხვალ ლილის დაველაპარაკები, ან შენ დაელაპარაკე, რავიცი. - მითხრა ბოლოს ნირწამხდარმა და წავიდა.
კარგა ხანს ვიდექი გაშეშებული და თვალით მივაცილებდი ჩემი ძმის სიცივისგან და გამოუვალი მდგომარეობისგან მობუზულ სხეულს.
ვერაფერშიც ვერ დავეხმარე.. რა უნდა მერჩია? პასუხისმგებლობას თავი აარიდეთქო? თუ ის, რომ გოგოს აიძულოს აბორტის გაკეთება? ან იქნებ ის, არაფერი უჭირს ბავშვი უმამოდ თუ იქნება. მისი დაბადება ლიზიმ გადაწყვიტა და არა შენ. ასე სინდისის ქენჯნას მოვაშორებდი? არადა, აკო მხოლოდ ცხრამეტი წლისაა. ცოლი და შვილი? ღმერთო, დედაჩემს გული არ გაუსკდებოდეს ნეტავ ხვალ...

ფეხის თრევით წავედი ჩემი სასწავლებლისკენ.
ბოლო ორ ლექციას დავესწარი.
ჩემი ძმის პრობლემის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი.

* * *
ჭიშკარზე ზარი დავრეკე.
ძაღლი არსად ჩანდა. კარში თენგიზი გამოჩნდა. ხელით მანიშნა, რომ ჩავსულიყავი.
წამში მასთან ვიყავი.
_ხომ არ დავიგვიანე?
_არა, რას ამბობ. შემოდი, შემოდი. უნიფორმა გაგიმზადეთ, ახლავე მოგცემ და გამოიცვალე. მოწესრიგდი და შემდეგ თვითონ ქალბატონი მოგცემთ მითითებებს რა უნდა გააკეთო. - მითხრა თენგიზმა და სასადილო ოთახში შემიძღვა.
იქედან რამდენიმე ნაბიჯიანი ვიწრო ჰოლი გავიარეთ და სამზარეულოში ამოვყავით თავი.
სამზარეულო საკმაოდ დიდი იყო.
სახლის შიდა ერთ-ერთი კიბე სწორედ სამზარეულოში იყო. კუთხეში. იქვე ორ ჩემოდანს მოვკარი თვალი.
_აი, შენი ტანსაცმელი, დარო, მაღლა ადი, საძინებელში გამოიცვალე და ჩამოდი.
_კარგი, მაგრამ რომელ ოთახში? - ვკითხე დაბნეულმა.
_როგორც კი ახვალ ხელმარცხნივ.
კიბეზე ავედი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. ხელმარცხნივ სამი კარი დამიხვდა. რომელიც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან იმ ოთახში შევედი, თან კარი ღია იყო.
შესვლამდე დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამომეპასუხა, ამიტომ თამამად მოვიხურე კარი, ჩავკეტე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე. თან ოთახს ვათვალიერებდი. ოთახში შემოსასვლელი კარის გარდა კიდევ ორი კარი იყო. ალბათ ერთი აბაზანაა და მეორე „კლოზეტი“, გავიფიქრე.
კედლები ღია ცისფერი იყო. ორსაწოლიანი ლოგინი იდგა. კუთხეში მაღალი ღამის სანათი. საწოლს ორივე მხარეს ტუმბოები ეწყო. ზედ რამდენიმე წიგნი და ღამის პატარა სანათები იდო. ხოლო მოპირდაპირე მხარეს კი, თეთრი ფერის ტახტი იდგა.
ფანჯარაზე ორი ქოთანი დავინახე, რომელშიაც ორქიდეები იყო ჩარგული. ყვავილების დანახვისას თვალები გამიბრწყინდა. თითები ნაზად და ფრთხილად ჩამოვუსვი მათ.
ძალიან სადად იყო ყველაფერი იმ ოთახში.
ჩემი ტანსაცმელი ჩანთაში ცავკეცე.
საცვლების ამარა ვიდექი. ის იყო უნიფორმა უნდა ჩამეცვა, რომ ოთახში აბაზანის კარი გაიღო და წელზე პირსახოცმოხვეული ბიჭი გამოვიდა...


............................



№1 სტუმარი Qeti

მაგარიაა. ძაან არ დააგვიანო. რა მომენტში გაწყვიტე.

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

აი ძალიან მაგარია მაგრამ პატარა იყო და არ მეყო თუ შეძლებ გაზარდე რა მოცულობა heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ხოო უკვე წარმომიდგენია რა სიტუაციაში ჩავარდა დარო და სიმართლე გითხრა არ ვიცი ვიცინო თუ ვიტირო. მგონი ამას მომდევნო თავი გადაწყვეტს და ამიტომ მალე უნდა დადო ახალი თავი აბა ასე ჰაერში გამოკიდებულს ხომ არ დამტოვებ?

 


№4 სტუმარი ნოუნეიმ

ჰეჰეე საწყალიიი აუ აკო მეცოდება და უშველე რამეე ბიჭია მაინც და რავი რაა აკოს უშველეეე ფლიიიზ

 


№5  offline აქტიური მკითხველი select

აუ აკოოო ძალიან ცუდიაა ასე რომააა იმედია რამეს უშველი ხოო რაც შეეხება ბოლო ნაწის მივხვდი ასე რომ იქნებოდა და ასეთ ადგილას ნუ წყვეტ და ნუ მაინტრიგებ მალე დადე შემდეგი ისტორია ძალიან მომწონს

 


№6  offline წევრი Shokoladi :D

კეკე გულით გამიხარდა ამდენ ხნიანი გაუჩინარების შემდეგ შენი ისტორიის ხილვა ... ნეტა განახა რა დამემართა როდესაც სიახლის ავტორს მოვკარი თვალი :D გიკვირს ალბათ ჩემი კომენტარი, პირველად ვწერ თუმცა შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული ... <3 ყოველთვის შეუდარებელი ისტორიები გაქვს და ესეც ასეთი შესანიშნავი იყო <3 <3 მიხარია რომ დაბრუნდი <3 <3 მოცულობაზე არ დავიწყებ წუწუნს ვიცი შესაძლებლობა რომ ჰქონოდა უფრო დიდს დაწერდი :D ძალიან კარგი ხარ <3

 


№7 სტუმარი ემი

მეც ნაკლებად მაინტერესებს დაროს ისტორია ბანალურია თუ ორიგინალური, მთავარია მაინტერესებს... მეც თბილი პლედით და თბილი ჩაით ველოდები მას და მის მონათხრობს... კიდე უფრო ინტერესით ველოდები მას, რადგან ვიცი რომ შენ უნდა დაეხმარო მას თავისი ამბების მოყოლაში და ვიცი, რომ შენ ბანალურ ისტორიასაც კი ორიგინალურს გახდი... ამიტომაც გელოდებით შენ და დაროს...

რაც შეეხება აკოს, მართლა სერიოზული პრობლემა აქვს, განსაკუთრებით ამ ასაკში. მაგრამ იმედია დარო დაეხმარება გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში...მთავარია ბავშვმა იცოცხლოს, და მამით თუ მამის გარეშე, ეს შედარებით მეორეხარისხოვანია...

 


№8  offline წევრი teddy))

რა კარგი თავი იყო... ძალიან მომეწონა! დაწყებაც მომეწონა... და-ძმას სერიოზული პრობლემა აქვთ... ახალ თავს ველოდები, თან ისეთ მომენტზე გაჩერდი... შენი ისტორიები იცი, რატომ მიყვარს? იმიტომ, რომ შენს ისტორიებში სახალისო მომენტებიცაა, სევდიანიც... გელოდები, აბა წარმატებები!

 


№9  offline ახალბედა მწერალი Keke27

უჰ რა ტკბილები ხართ. <3
მადლობა ბავშვებო. <3
....
ემი, კარგი ხარ შენ. ^^
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№10 სტუმარი Guest მაიკო ყიფშიძე

როგორ მიყვარხარ მე შენ <3

 


№11 სტუმარი tamo tamo

Gaagrdzele keke ra male

 


№12 სტუმარი თამრიკო

დიდი მომავალი გაქვს!☺

 


№13 სტუმარი სარანგი

კარგია, ბრავო :)

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

პირველი შეხვედრაც ასეთი უნდა

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

ემოციები მჭირდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent