შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბავი შენზე


29-10-2016, 03:23
ავტორი Mary Alian
ნანახია 1 227

დღეს გაზაფხულის პირველი დღეა, ჩემი დაბადების დღე. 15 წლის გავხდი - დიდი გოგო ვარ უკვე. არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, განსაკუთრებით იმის მერე, რაც დედა და მამა ერთად აღარ ცხოვრობენ, მამა ცოტა ხნით მოდის, დამხედავს, მიდის... დედა ჩუმად არის... ზოგჯერ მგონია დანაშაულს გრძნობს - მინდვრის ყვავილივით მომწყვიტა ჩემს სახლს, ჩემს ოთახს, სკოლას, მეგობრებს, მომწყვიტა და მინდორში ნაპოვნი ბაბუაწვერასავით შეუბერა სული ჩემს ცხოვრებას - მიფანტ-მოფანტა ყველაფერი. ეს ჩემი სახლი არ არის, აქ სახლის სუნი არ დგას, აქ მდგმური ვარ, საკუთარი ცხოვრების მდგმური - რომელსაც ვიცი ვერ შევეგუები, მაგრამ დედასთვის ასე ჯობია. დაბადების დღე არ მექნება, სადმე წასვლის ფული არ გვაქვს, სახლი პატარაა, ზოგჯერ მგონია ასანთის კოლოფში მძინავს - ვეტევით, იმიტომ რომ სულ ორი ღერი ვართ.. ორადორი ღერი - მე და დედა.
ხო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მე ნია მქვია, ნინო დამარქვეს, მაგრამ ყველა ნიას მეძახის. ასე მგონია არაფერი მიხდება ჩემი სახელივით, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი სიმსუქნე რომ არ მიხდება ეგ ნამდვილად ვიცი... მეგობრები მეუბნებიან რომ არ ვარ მსუქანი, უბრალოდ გამხდარიც არ ვარ, მაგრამ მე ხომ ვიცი, იციან ჩემი ხასიათი და არ უნდათ გული მატკინონ...
ხოდა რას ვამბობდი... დღეს ალბათ ასე მოწყენილად გავატარებ, მე და დედა ვიყიდით ნამცხვარს, მეგობრებს მოვატყუებ, რომ სიცხე მაქვს და დაბადების დღეს მაგიტომ ვერ ვიხდი და საღამოს კიდე დავიწყებ ფიქრს იმაზე, რომ 15 წლის ასაკში 15 ბედნიერი დღე არ მქონია გადაბმულად...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკვე საღამოა, წინასწარმეტყველება ახდა, ზოგჯერ ვანგა მგონია ჩემი თავი, მამამ შემოიარა, ერთი-ორი ტკბილი სიტყვა ისევ უთხრეს ერთმანეთს და რომ წავიდა მშვიდად გავაგრძელეთ ნამცხვრის ჭამა - ვითომც არაფერი - ვითომ უბრალოდ ტელევიზორი ახმაურდა და მალევე მიწყნარდა - ვითომ არაფერი მომხდარა - მერე რა რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა - მერე რა რომ დიდი გოგო გავხდი და დიდი გოგოსავით მტკივა - დიდ გოგოებს კი ძალიან ტკვივათ...
კარზე კაკუნია. კარს მე ვაღებ, მეშინია მამა არ შემობრუნდეს და კიდევ არ იჩხუბონ, სხვათაშორის საოცარი უნარი აქვთ მომენტალურად სკანდალის ატეხვის.
კართან უამრავი იასამანია, სავსეა სადარბაზო იასამნით - არადა ჯერ გაზაფხულიც კი არ დამდგარა - რა ქარმა გადმოყარა ამდენი იასამანი. ხო, ქარმა დიდხანს არ მალოდინა.
„გილოცავ ჩემო დედოფალო“ - ეს სანდროა, უბრალოდ სანდრო
თუმცა რა უბრალოდ ახლავე მოგიყვებით სანდროზე. სანდრო ინგლისურზე გავიცანი, სულ აცდენდა გაკვეთილს და ერთხელაც რომ გამოანათა უცებ, რომ დავინახე სულელივით გამეცინა. გაბრაზდა, ეწყინა, რაღაც ჩაიბურტყუნა. მერე მეც მეწყინა, ეგრე უტაქტოდ რომ დავცინე. ჩამოწეწილი გაბურძგნული თმა ქონდა მაშინ, სულ მთლად დახეული ჯინსები, უცნაურად ეცვა, მხარზე გიტარა ქონდა გადაგდებული - უცნაური ტიპი ჩანდა და ვიფიქრე, რომ ეგრევე ცუდად განეწყო ჩემს მიმართ. განეწყობოდა აბა რა, შემოვიდა და დავცინე... გაკვეთილი, ლიფტით ერთად ჩამოვედით, ორივე ჩუმად ვიყავით - ის მიბრაზდებოდა, მე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. თავსხმა წვიმა იყო, სადაბაზოდან ვერ გავდიოდით - დიდი ხანი ჩუმად ვიდექით და ხანდახან თუ შევხედავდით ხოლმე ერთმანეთს... მალევე შევნიშნე, ეს გაბურძგნული თმა უფარავდა ლამაზ თვალებს, მსხვილ ტუჩებს და ბრაზიან წარბებს...გარეთ წვიმდა.. მე ისევ მრცხვენოდა... ის ისევ ბრაზობდა... დაღამდა კიდეც ამასობაში...

ბევრი რომ არ გავაგრძელო იმ დღეს თავისი უცნაური ქურთუკი მომაცვა (ალბათ ბაბუას ეთხოვა) და მთელი გზა თითქმის ხმა არ ამოუღია...
რამდენიმე შეხვედრა დაგვჭირდა სულ, რომ მივმხვდარიყავით - მე ის ვიპოვე, მან კი - მე.
ვიცი რაც იფიქრეთ, მე სანდრო არ შემყვარებია...
სანდროს შევუყვარდი, თუმცა არასდროს ვსაუბრობთ ამაზე, სანდრომ იცის რომ მე სხვა მიყვარს - დიდი გოგოსავით მიყვარს ის სხვა - ნამდვილი სიყვარულით მიყვარს.. სანდრომ იცის რომ ეს მარადიულია და ეგუება ამას. ეგუება იყოს კარგი მეგობარი...



№1 სტუმარი ani

Ra iko ase patara tavi?cota mainc mihematebina kidev

 


№2  offline წევრი Mary Alian

გაგრძელება იქნება აუცილებლად :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent