დედა ქალაქი (სრულად)
ძნელია უყურებდე დედა ქალაქს და ხვდებოდე როგორი დედა მოტ***ლია ის. როგორი ლამაზია თბილისი უცხოსთვის, როგორი თბილი და მყუდროა... ვერც კი წარმოიდგენ როცა მის ქუჩებში გაივლი რამდენი ტკივილით სავსე ადამიანი დადის აქ. როცა ბნელ სადარბაზოს ჩაუვლი, ვერც კი წარმოიდგენ რამდენი სისხლია იქ დაღვრილი, რამდენი ახალგაზრდის ცრემლები აუტანიათ მის კედლებს... და მაინც როგორი კარგია თბილისი. კი თბილისი კარგია, ყველაფრის მიუხედავად მაგრამ თბილისელები? არა... ნამდვილად არა. ამაზრზენი ხალხის თავშეყრაა თბილისი და მეტი არაფერი. აქ ხომ უნდა გეშინოდეს პატარა ბავშვის გარეთ მარტო გაშვება, აქ ხომ თავდაცვის საშუალებები უნდა მოიმარაგო სანამ სიბნელეში გაივლი, აქ ხომ პადიეზდი ან უბრალოდ მიყრუებული ადგილი შარდის სუნად ყარს და სავსეა გამოყენებული, ერთჯერადი ინსულინის შპრიცებით. აქ ხომ განათლებას აღარ აქვს ფასი.... ********* ვუყურებდი თბილისის ქუჩებს და კიდევ უფრო ვიჟღინთებოდი მის მიმართ ზიზღით. არ მესმოდა აქ როგორ უნდა მეცხოვრა. ერთხელ ხომ გამოვცადე ეს. ერთხელ ხომ გავიცანი თბილისის ნამდვილი სახე... აღარ მინდოდა კიდევ იგივე მეგრძნო... ვუყურებდი მტკვარს, ირგვლივ მოსეირნე ხალხს და მთელმა თხუთმეტმა წელმა თვალწინ ჩამიფრინა. ქარმა თითქოს ნაცნობი სურნელი მომიტანა და მეც გამახსენდა ჩემი ტატიანა. მისი ლამაზი სიცილი გამახსენდა, ცისფერი თვალები, ერთადერთი ნიშანი რომლითაც ვგავდით ერთმანეთს... გამახსენდა ბავშვობა, ჩემთან დარჩენები, ღამე გაპარვები, ლუდის დალევები, ბირჟაობები... მომენატრა ჩემი ცამეტ წლიანი მეგობრობა. ისევ დამაცარიელა მასზე ფიქრმა. კიდევ ერთი საყრდენი ჩამიტყდა გულში. კიდევ გადმოვყარე ობოლი ცრემლები. გავხედე მტკვარს და გამახსენდა პატარაობიდან რო იძახდა ტატაჩო აი ნახავ ერთ დღეს გადავხტები და გადავცურავო. ჩარკვიანმა ზღვა უნდა გადაცუროს და მე მტკვარი ვერ გადამიცურავსო? მართლა გადახტა. მაგრამ ვერ გადაცურა. არც უცდია... ცრემლები მოვიწმინდე და ტაქსი გავაჩერე. -გამარჯობათ, ნუცუბიძეზე თუ შეიძლება... -დილამშვიდობის, ახლავე - მიპასუხა თავაზიანად ტაქსისტმა. მალევე მივხვდი რომ გზას ვერ ვცნობდი.. -უკაცრავად ნამდვილად ნუცუბიძეზე მივდივართ? -დიახ. რატომ მეკითხებით? -არ მეცნო გზა და... -ალბათ დიდი ხანია აქეთ არ ყოფილხართ... -დიახ. ათი წელი გავიდა... -საკმაოდ დიდი დროა... -დიახ... ტაქსისტს ფული გადავუხადე და ჩემი უბნისაკენ წავედი. ჩემი? ჰაჰ... არა ეს აღარ იყო ჩემი. ათი წლის წინ წავშალე და არც მინდოდა მისი გახსენება. ჩავუარე ტატაჩოს პადიეზდს და გულმა ვერ მომითმინა. სწრაფად ავირბინე ექვსი სართული. ნაცნობ კარზე დავაზარუნე და გულში ვლოცულობდი ნეტავ კარი თეა დეიდას გაეღო. მართლაც კარი თეამ გამიღო. თავიდან ვერც ვიცანი... ჭაღარა ჰქონდა თმაში გამჯდარი, ძალიან გამხდარი იყო, თვალების ქვეშ დიდი შავი ტომრები ჰქონდა ჩამოკიდებული... -არა. მეჩვენები... -არ გეჩვენები თეა... -ლინა... შენ... არ მჯერა.. აქ? როდის?- შევამჩნიე როგორ აუცრემლიანდა ქალს თვალები და ძლიერად მოვეხვიე... -ჩშ... არგინდა. არიტირო. ამ დილას ჩამოვედი. -შემოდი... -თეა მისი საფირმო ნამცხვრით გამიმასპინძლდა... თვალები და ხელი ჰქონდა მხოლოდ ძველებური... -თეა თემო სადაა? ან თეკლა სადაა? -თეკლა უნივერსიტეტშია შვილო მოვა მალე, თემო კიდევ მივლინებაშია მგონი იტალიაში, ამ საღამოს ბრუნდება. შენსკენ რა ხდება? ქეთი როგორაა? ან ზურა ჰოარ გამოჩენილა? -ზურამ ერთი ორჯერ მოისურვა ჩემი ნახვა, მაგრამ დედას ღალატის მერე მამად კიარა კაცად აღარ მიმაჩნია. ქეთი დაიღუპა... შარშან. ტვინის სიმსივნით. ყველაფერი ვცადეთ, ვერაფერი ვუშველე. -უი ჩემო გოგო ვწუხვარ. მე ხომ ვიცი როგორია საყვარელი ადამიანის დაკარგვა... გადმოხვედი ისევ აქ? -დროებით. ბინა უნდა შევიცვალო თორემ ნუცუბიძეს ვერ ვუყურებ ტატას რიჟა თმის გარეშე, ვერ ვუსმენ ხალხის ხმას როცა მასში ტატაჩოს კისკისი არ ისმის... -ჩემი გოგო. რომ იცოდეს როგორ მენატრება... თქვენნაირი დაქალობა მე მეორე არვიცი... -ჩემი ნაწილი იყო. დღემდე ვერ ვუშვებ. მგონია რო აქ არის და შორიდან მეღადავება. როცა მჭირდება სულ მესიზმრება. - თეამ ცრემლები უკუ აგდო, ალბათ არ უნდოდა ჩემთან ეტირა... მალევე შემოაღო კარი ვიღაცამ და თითქოს სახლში ბედნიერება შემოანათა... -დედუციიი... -თეკლას კისკისმა მოიცვა მთელი სახლი. -თეკლა აქეთ ვართ... -ხართ? მამა ჩამოვიდ... ლინა? -თეკლა... რამხელა გოგო ხარ. ქუჩაში ალბათ ვერც გიცნობდი...-სიყვარულით მოვეხვიე ბავშვს. რაღა ბავშვს მაგრამ ჩემთვის მაინც ბავშვს. თმაზე წავეთამაშე.- რამხელა ხარ გოგო. ტატას ზუსტი ასლი ხარ. რიჟა თმაც ზუსტად მასე უყავისფერდებოდა ნელ-ნელა...-შევამჩნიე როგორ ესიამოვნა... ფართედ გაიღიმა და მართლაც როგორ გავდა თეკლა ტატას... -ჰო რავიცი... შენც სხვანაირი ხარ... -ყველანი ვიცვლებით... კარგით მე წავალ. სახლი უნდა მოვაწესრიგო, თან მოსაღამოვებულა. არ მინდა სიბნელეში სიარული... -თეამ გამაცილა, დავპირდი აუცილებლად გამოგივლითქო. სახლში ისე ავედი არავის შევუმნევივარ... არც ჩემს პადიეზდთან მობირჟავე ბიჭებს რომლიდანაც ერთ-ერთი ძალიან მეცნობოდა. არც ჭორიკანა მეზობლებს... ასე მშვიდად შევედი სახლში. ისევ ისეთი სუნი იდგა როგორც ადრე. თითქოს არაფერი შეცვლილა. არადა რამდენი რამე შეიცვალა. მისაღებში გავედი და ტელევიზორი ხმამაღლა ჩავრთე, თითქოს ასე მარტო აღარ ვიქნებოდი. დიდ ფანჯარას მივუახლოვდი და სიგარეტს მოვუკიდე. ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. ძველი ნომერი მქონდა, თუმცა არავინ იცოდა რომ აქ ვიყავი. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ტელეფონს მაინც ვუპასუხე. -ლინა ლიპარტელიანი?- თითქოს ნაცნობი ხმა გაისმა ტელეფონში. -გისმენთ... -არ არსებობს.. შენ ხომ დაიფიცე რომ არ დაბრუნდებოდი. შენ არ ზიხარ შენი ბინის ფანჯარასთან და შენ არ ეწევი, ვიღაც მწარედ მეღადავება ჰო? - მაშინათვე დავიხედე დაბლა და მეშვიდე სართულიდანაც კი კარგად დავინახე ოქროსფერი თმა და ყურებამდე გაცინებული სახე. -მასე მიცნობ ნუცა? -ესეიგი მართლა შენ ხარ? -შექალო ვინ იქნება მეტი?! -ჩამოდი! - მკაცრად გამითიშა ტელეფონი ნუცამ... მალევე ჩავედი დაბლა... ნუცა ისე ჩამეხუტა მეგონა ძვლებში გადავტყდებოდი. -ჰო კარგი კარგი გეყოს. ჰოიცი არ მიყვარს. -სულ არ შეცვლილხარ... -არც შენ...- თბილად გადავხვიე მხარზე ხელი. -ლინ, ეს ლადოა... - ამჯერად უცნობი ბიჭისკენ მვტრიალდი... -ლადო? -ლადო გელოვანი... - უი ლადო.. ვეღარ გიცან. დაკაცებულხარ უკვე.- გავიხსენე ჩვენი ბავშვობის მეგობარი და გამახსენდა როგორ ვთამაშობდით მე,ლადო,ნუცა და ტატა ჩვენს უბანში... მერე წამოიზარდა ლადო და მამამისმა რუსეთში წაიყვანა. -ჰო შენც ძალიან გაზრდილი ხარ. ლინ იცი ძაან მეწყ...- სიტყვა გავაწყვეტინე ლადოს -ჰო ვიცი რომ გეწყინა. მერე მთხოვ, რომ გაპატიო რადგან ჩამოსვლა ვერ მოახერხე. მერე მკითხავ ასე როგორ გაგვიმეტაო. არ გინდა რა. ახალს ვერაფერს მეტყვი რაც უკვე ხალხს არ აქვს ნათქვამი...-ვთქვი და წინ წავედი. ასეთი ჩვევა მაქვს ბავშვობიდან. -არ მოდიხართ? - მერე გავიგონე ნუცას ჩუმი ჩაცინება, როგორ გადაუჩურჩულა ლადოს „მართლა არ შეცვლილაო“. მერე იყო ნუცუბიძეზე დაუმთავრებელი სეირნობა. ბევრი ლაპარაკი. მზესუმზირის ჭამა,როგორც ბავშვობაში და ბევრი სიცილი. ბოლოს ერთ-ერთ სკვერში დავჯექით. როგორც ჩანს ეს სკვერი იყო მთელი ნუცუბიძის თავშეყრის ადგილი. ვუყურებდი ჩემთვის ერთნაირად ნაცნობ და უცნობ ნუცუბიძეს. თითქოს ყველაფერი ადგილზე იყო, მაგრამ თან ყველაფერი შეცვლილად მეჩვენებოდა. ვგრძნობდი ათას წყვილ თვალს ჩემზე, თუმცა ერთი მზერა განსაკუთრებით მწვავდა და ზურგს მიბურღავდა. უკან ვერავინ შევნიშნე და ისევ ლაღად გავაგრძელე ლადოსთან და ნუცასთან ლაპარაკი. ალბათ ყველა იქ მყოფისთვის სრული შოკი იყო, როცა სიგარეტი „გავაძრე“ და „გაბოლება“ დავიწყე. მწარედ ჩამეცინა ხალხის გაკვირვებისაგან ალეწილ სახეზე. არა. არასდროს შეიცვლება ეს ხალხი. იმ ღამეს ჩემთან დარჩა ნუცა. ბევრი ვილაპარაკეთ. ყველაფერი მომიყვა. ყველა ჭორი, ყველა ამბავი ნუცუბიძეზე , ნუცუბიძელებზე... არცერთმა მათგანმა არ დამაინტერესა გარდა ერთისა. თორნიკეს, ტატას შეყვარებულის მკვლელობის მიზეზისა. მიზეზის მიხედვით მკვლელიც ცნობილი გახდა ჩემთვის. დილას სახლში არ დამხვდა ნუცა.წერილი დამიტოვა კლინიკაში მაგვიანდებოდა და წავედიო. ისევ მარტო დავრჩი. დაბლა ჩავედი, დავუყევი ნუცუბიძის გრძელ გზას და მაღაზიასთან მარტივად შევნიშნე „მობირჟავე“ ბიჭები. აი ისევ მწველი, ნაცნობი მზერა, თუმცა რატომ ვერ ვცნობდი ვერავის? მაღაზიაში სიგარეტი ვიყიდე და ისევ სახლის გზას დავადექი. 10 წლის წინ 13 ნოემბერი 11:50 -ტაატაა ესეც აიღე რა. -კარგი რა შექალო მაგას რა გაჭმევს? -აიღე რა. მშია. -კარგი ჰო, მე სიგარეტი მინდა. -შენებს რომ უთხრან? -მერე რა... უთხრან. -კარგი ჰო. მაღაზიიდან რომ გამოვედით ბიჭების „ბანდას“ თორნიკე გამოეყო და ჩვენსკენ წამოვიდა მას მოყვა ალექსანდრეც. თორნიკემ გადამკოცნა და ტატაჩოს მოეხვია, ალექსანდრე კი უბრალო გამარჯობით შემოიფარგლა. თორნიკე დევდარიანი ყველაზე სიმპატიური და ყველაზე „სტროგი“ ტიპი იყო ნუცუბიძეზე, ალექსანდრეს შემდეგ. თორნიკე და ტატა უკვე 3 წლის შეყვარებულები იყვნენ. ალექსანდრე სახოკია თორნიკეს ძმაკაცი გახლდათ. აი ეს კი ყველაზე საშიში ტიპი იყო მართლა, მთელს ნუცუბიძეზე და ზოგადად მთელს თბილისშიც. მკაცრი და მშვიდი გამომეტყვეება ჰქონდა სულ, მაგრამ სითბოთი მავსებდა მისი მუქი მწვანე თვალები. ყოველთვის მომწონდა მისი თვალები, თუმცა არ ვგიჟდებოდი. არც ის გიჟდებოდა. ზოგადად კი არ გიჟდებოდა, არც ინტერესდებოდა ჩემით. ან რატომ დაინტერესდებოდა მისნაირი ტიპი ჩემნაირი, უბრალო, შავთმიანი, სიფრიფანა გოგოთი რომელსაც თვალების მეტი არაფერი აქვს კარგი? ალექსანდრეს სულ უყვარდა ყველას და ყველაფრის მართვა. ამიტომ მე და ტატა ხშირად „კაი ბიჭობის ბანდის უფროსად“აც კი მოვიხსენიებდით ხოლმე. კაი ბიჭობის ბანდაში მთელს „ბირჟავიკ“ ბიჭებს ვგულისხმობდით. ალექსანდრეს დამსახურება იყო, რომ ვერც ერთი ნუცუბიძელი არ ეკარებოდა წამალს. არ კი არა ვერ. კიდე ერთი ძმაკაცი ყავდათ გიგა ბერიძე. ის ამათგან განსხვავებით უზომოდ თბილი და პოზიტიური იყო. ერთი გამოხედვითაც კი გაგამხიარულებდა. -აბა რა იყიდეთ გოგოებო? -ინტერესანი თვალები მოგვაპყრო თორნიკემ. -საჭმელი.-მოკლედ მოუჭრა ტატამ და შევამჩნიე პარკში როგორ მიმალა სიგარეტი. -ტატა ტყუილის დროს წითლდებიი. -კარგი რა. ნუ მიცნობ ასე კარგად. -ტატამეთქი. -კარგი რა თორნიკე მარტო ერთი ღერი. - თორნიკეს სახეზე სიბრაზე გამოეხატა. პარკში მარტივად იპოვა სიგარეტი, მერე მე ამომხედა -შენც გინდა? -შევამჩნიე ალექსანდრეს როგორ დაეჭიმა ხელები. -არა.. იცი მე არ ვეწ- სიტყვა ტატამ გამაწყვეტინა -ჰო არც მე ვეწევი თორნიკე, მაგრამ მინდა. ამასაც უნდა. -თორნიკემ მხოლოდ ერთი ღერი ჩაგვიგდო პარკში. -თორნიკე! -კარგი ჰო. -მეორე ღერიც მიაყოლა და დანარჩენი თვითონ მიისაკუთრა კოლოფიანად. ტატამ ჰაეროვნად აკოცა თორნიკეს ლოყაზე და სახლისაკენ გაიქცა. მეც გავყევი და მალევე დავეწიე. მთელი დღე მოწყენილი იყო ტატა. ვერ ვხდებოდი რატომ. იმ ღამეს ჩემთან რჩებოდა. წესით ეს ყოველთვის გვიხაროდა. არა მასაც უხაროდა, რომ ჩემთან რჩებოდა, მაგრამ იყო რაღაც. რაც აწუხებდა. მე კი არ მესმოდა რა იყო ეს „რაღაც“. ახლა: სახლში ასულმა მაშინათვე დალაგება დავიწყე. დედას ტანსაცმელები ჩემს ოთახში გადავამისამართე. მისაღები ძველი სურათებითა და წიგნებით გავავსე. მოკლედ სახლში არსებული სიცარიელე შევავსე. მუსიკას ვუსმენდი და თან ყავას ვსვამდი ნუცამ რომ დამირეკა. მერე სასაფლაოზე წავედით. მერე იყო დაუსრულებელი ცრემლები და ისევ რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არაფერს ვჭამდი. არავინ და არაფერი მინდოდა. სახლიდან არ გავდიოდი. გადიოდა დღეები, მაგრამ მე ვერ ვამჩნევდი. სიგარეტი რომ გამომელია მხოლოდ მაშინ გავედი გარეთ. ხალხი თვალს მარიდებდა. გაკვირვებული ვიყავი, რამე ჰო არ მჭირსთქო ვფიქრობდი. სასურველი პროდუქტი შევიძინე და სახლში ავედი. სარკეში ჩემი თავის შემეშინდა. თვალები ჩაწითლებული და დასიებული მქონდა. მერე ჩემს ოთახში გავედი. ტატას სურათს დიდხანს უხმოდ ვუყურებდი და ვეფერებოდი. შემდეგ ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა... -ჩემო ერთადერთო...როგორ მენატრები ნეტავ იცოდე. ყველაზე განსხვავებული იყავი. შენნაირი მე მეორე არ მეგულება.ძალიან კარგ ხასიათზე რომ იყავი და მოულოდნელად რომ იწყებდი ტირილს, ან კიდევ პირიქით. რაღაცებს ხვდებოდი, რაღაცები გესმოდა. ისეთი რაღაცები რაც არ ესმოდათ სხვებს, სხვები ვერ იგედბნენ. არაფრით ვგავდით ერთმანეთს. შენ მოსიარულე პოზიტივი იყავი. ყველაზე ლამაზი, საყვარელი და თბილი გოგო მთელს ნუცუბიძეზე. ერთადერთი თვალის ფერი გვქონდა მსგავსი. ვერ ვუყურებ ნუცუბიძეს შენს გარეშე. მენატრება შენი რიჟა თმა. შენი ლაღი კისკისი. რატომ გამიმეტე უშენოდ ცხოვრებისთვის? კი მესმის რომ თორნიკეს გარეშე არ ჰქოდა აზრი არაფერს შენთვის მაგრამ მე? ან თეა? თეკლა?თემო? სულ იძახდი... სულ მეუბნებოდი მტკვარს გადავცურავო... რატო არ გადაცურე? იმ დროს რატო არ გაცურე ტატიანა? საუკეთესო იყავი. ჩემი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი. მადლობა იმ 13 წლისთვის... -შემდეგ ცრემლებში გაგუდულს დამეძინა. მახსოვს ნატა მესიზმრა, ბუნდოვნად ვხედავდი მის წითელ თმას. მემუდარებოდა გამიშვიო, აქ ნუ მაკავებო, მეც გავუშვი ხელი და წავიდა. მიმატოვა. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სამუდამოდ დამტოვა. რომ გავიღვიძე შუა ღამე იყო. ვიღაც კარზე ძალიან ძლიერად აკაკუნებდა. სწრაფად გავაღე კარი და გამიკვირდა კიდეც იქ, რომ ლადო დავინახე. -ლადო? -ლინა შენ ხომ ექიმი ხარ? -ქირურგი. რახდება? -მჭირდები. სასწრაფოდ. დაუფიქრებლად დავტოვეთ სახლი. დაუფიქრებლად ჩავჯექი მის მანქანაში და ასევე დაუფიქრებლად გავცდით ნუცუბიძეს. არ ვინტერესდებოდი სად ან ვისთან მივდიოდი. პატარაობიდან შეჩვეული ვიყავი ასეთ სიტუაციებს. ბიჭები სულ ჭრიდნენ ერთმანეთს და სიკვდილის პირას მყოფებს ტოვებდნენ. გზად აფთიაქში შევიარეთ. ადგილზე მისულს დივანზე უგონოდ მყოფი ბიჭი დამხვდა. ადვილად ვიცანი. გიგა იყო ბერიძე. საწოლზე გადავაყვანინე ლადოს. ოთახში კიდევ ვიღაც იყო.ვიღაც მწვანეთვალება. სახეზე კარგად ვერ დავინახე,მაგრამ მისმა მწვანე თვალებმა ნამდვილად მომხიბლა. ის გამაყუჩებელზე გავგზავნე აფთიაქში მე კი გიგას მივუბრუნდი. გონზე იყო მაგრამ ალბათ ვერ აზროვნებდა სად იყო, როგორ ან რატომ. ამიტომ პირდაპირ შევუყვანე ორგანიზმში ძლიერი გამაყუჩებელი და მუშაობა დავიწყე. ჭრილობა დანით იყო მიყენებული მუცლის არეში, საბედნიეროდ ღრმა არ იყო. არც ბევრი ნაკერი დასჭირდა უბრალოდ ბევრი სისხლი მოსდიოდა. მალევე შეწყდა სისხლდენა. მეც შევუხვიე და შევეცადე გონზე მომეყვანა. -საავადმყოფოში გადაყვანა უკეთესი იქნება. ტკივილი შეაწუხებს. - ლადოს მივუბრუნდი. -არ მინდა ლინა საავადმყოფოში.- გავიგონე ნაცნობი, მაგრამ შეცვლილი ხმა და გიგას შევხედე. - როგორ შეცვლილხარ ტო. უფრო გალამაზებულხარ. დაქალებულხარ. -მადლობა გიგა. შენ საერთოდ არ შეცვლილხარ - გამეღიმა და მის ჭრილობას დავხედე. -რას ვიზამთ. როგორ გვეძახდით? „კაი ბიჭობის ბანდა“ არ იცვლება ტოო - სიცილით გამახსენა ტკბილი წარსული გიგამ. მეც გამეღიმა. -კარგი ბიჭებო მე წავალ. ის წამლებს რომ მოიტანს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიიღე გიგა... ძლიერი გამაყუჩებელია და შეეცადე მასზე დამოკიდებული არ გახდე. -კარგი ექიმო მადლობა. -რის მადლობა ღადაობ? - სახლი სწრაფად დავტოვე. კიბეებზე ფეხით ჩავირბინე. სადარბაზოდან გამოსულს ის მწვანეთვალება შემხვდა. -მიდიხარ უკვე? - ღმერთო როგორ მეცნობოდა მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი. -დიახ. -გაგიყვან... -არ მინდა მადლობა. -საშიშია ღამით თბილისი. -შენზე უკეთ ვიცი ეგ. -მას გაეღიმა. მისმა ღიმილმა დამაბნია. წამიერი სიჩუმე ისევ მან დაარღვია. -დამელოდე 2 წუთში ჩამოვალ. მართლაც მალე დაბრუნდა მწვანეთვალება.სახლამდე უხმოდ მიმიყვანა. მთელი გზა მის სახეს ვუყურებდი. ვიმახსოვრებდი მის ყოველ ნაკვთს. ერთი შეხედვითაც შეამჩნევდი როგორი ნაზი კანი ჰქონდა. წაბლისფერ თმას საოცრად უხდებოდა ამავე ფერის, დაბალი წვერი. გარეგნობის შესწავლა მისი თითებიდან დავიწყე და თვალებით დავასრულე. ვერ მოუძებიდი ნაკლს. სრლუყოფილება იყო. იდეალური იყო. და მაინც რას იწვევდა მისი თვალები ჩემში? ყველაფერს. უსაზღვრო მოწონებას, აფორიაქებას, ნერვიულობას, აუღწერელ გრძნობას ვგრძნობდი. ვუყურებდი თვალებზე და მგონი შემამჩნია. რაღაცნაირად ჩაიცინა. თითქოს კმაყოფილმა, მაგრამ მაინც დანანებით ჩაიცინა. სადარბაზოსთან ჩამომსვა. ზრდილობიანად დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი. სახლში რომ მივედი უკვე გათენებული იყო. მთელი დღე მეძინა. ღამე გამეღვიძა. 10 საათი იყო. სასტიკად მომინდა ხატვა. ჩემი ძველი საღებავები ვიპოვე და დაუფიქრებლად შევუდექი ჩემს ძველ საქმიანობას. გაუაზრებლად დავხატე მწვანე თვალები, შემდეგ სახის მოყვანილობა. სასიამოვნოდ მიღიმოდა ფურცლიდან მწვანეთვალება. მომეწონა. ისიც და ნახატიც. 13 წლის წინ 13 მაისი: -ეს რა უმსგავსობაა? თორნიკე! როგორ ბედავ ამას? ტატიანა როგორ აძლევ მას ამის უფლებას? უთხარი სასწრაფოდ დატოვოს საკლასო ოთახი სანამ დირექცია ჩავრიე ამ მაბავში.- სიბრაზისგან იმ წითელი ვარდებივით იყო ლია მასწავლებელი გაწითლებული, რომელიც კლასის კართან მდგომ თორნიკე დევდარიანს ეჭირა. ყველა იცინოდა ლია მასწავლებელზე. ტატიანას გარდა. რომელიც ოთახში თორნიკეს გარდა ვერავის ამჩნევდა. ვიცოდი იმ წამს აქ არ იყო. სხვაგან იყო. სხვაგან დაფრინავდა. შემდეგ უეცრად წაეშალა სახიდან ღიმილი. -რა თქმა უნდა მასწავლებელო. ეს სრულიად უმსგავსო საქციელია და ახლავე დატოვებს აქაურობას ეს ტუტუცი და თავხედი ბიჭი.- ყველა გაკვირვებისაგან გაჩუმდა. ახლა თორნიკე იყო გაწითლებული და ლია კმაყოფილი იღიმოდა. მეც კი დამაბნია ტატიანას ამ სიტყვებმა. ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. თორნიკესაც სულ უყვარდა ტატიანა. სულ ელოდებოდა მის გაზრდას, არ მინდა პატარაობიდანვე სიცოცხლე გავუმწაროო ხუმრობდა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა და წითელი ვარდებით აუხსნა 12 წლის გოგოს სიყვარული. ლია მასწავლებელი რაღაცის თქმას აპირებდა, თორნიკე წასასვლელად შებრუნდა ტატიანას სიტყვები ექოდ რომ გაისმა ოთახში - რა თქმა უნდა ჩემთან ერთად. - თორნიკესთან მიირბინა, ძლიერად მოეხვია უკნიდან და სასწრაფოდ დატოვეს სკოლის ტერიოტია. მერე დაიწყო სკოლიდან გაპარვები. გარეთ სეირნობები. გაუთავებელი ლაპარაკი თორნიკესა და სიყვარულზე. ვითომ დაქალთან დარჩენები არადა მთაწმინდაზე გაპარვები, თორნიკესთან და მის საძმაკაცოსთან ერთად. მერე იყო ისტორიები,ლეგენდები, ჭორები თორნიკეზე და ტატიანაზე. თოკაზე და ტატაჩოზე. შეიძლება იყო ნუცუბიძეზე მათზე ბევრად უფრო ლამაზი წყვილებიც, მაგრამ ისინი? განსაკუთრებულები იყვნენ. განსაკუთრებული იყო ტატიანა და განსაკუთრებულს ხდიდა თორნიკესაც, მეც და მთელს ნუცუბიძესაც. მერე იყო ყოველ 13 რიცხვში, ვარდები ტატიანას კართან. სულ იძახდა ტატაჩო როცა 13 რიცხვში ვარდებს არ მომიტანენ მაშინ მორჩება ყველაფერიო. ახლა: იმ დილას სასიამოვნოდ უბერავდა ნიავი. რაღაცნაირ კარგ ხასიათზე ვიყავი. ნუცას დავურეკე. -რას შვები ნუციკოო? - ბედნიერად შევძახე ტელეფონში. -მეჩვენება თუ კარგ ხასიათზე ხარ? -ხო რავიცი ვცდილობ... -სამსახურში ვარ. -უი გოგო მაგაზე გამახსენდა... შენთან კლინიკაში არ სჭირდებათ...-სიტყვა გამაწყვეტინა ნუცამ -კი ლინა სჭირდებათ, ნიჭიერი, ახალგაზრდა გერმანიაში განათლება მიღებული კარდიო ქირურგი. -კარგი გოგო ხარ შენ. -ვიცი ჰო... მოიცააააა ანუ რჩები? -კიიი ნუციკო ვრჩები. თაფლი უსვია ნუცუბიძეს და ვერ ვშორდები ტელეფონში გაისმა ნუცას ბედნიერი და ხმამაღალი კისკისი. -კაი გოგო არ შეაშინო პაციენტებიი -ოჰ ლინა ლიპარტელიანოოო რას გიზამ. -როდის გამოგიარო? -როცა შენ გინდა. -კარგიი. ახლა გამოვალ რა. -კარგი. მისამართს მოგწერ. კლასიკურად ჩავიცვი და ნუცას გამოგზავნილ მისამართზე წავედი. მთელი დღე მასთან ვიყავი. მომეწონა იქაური გარემო. ყველა ძალიან თბილი და მეგობრული იყო. ვგრძნობდი ჩემი ცხოვრების ცვლილებას. არ ვიცოდი მომწონდა თუ არა ეს, მაგრამ რაც მთავარია ძველ ცხოვრებას ჯობდა. მალევე ჩამსვეს შტატში და 8 საათისთვის სახლში წამოვედით მე და ნუცა. უბანში ლადო და გიგა შეგხვდნენ. -გოგოებო სადმე წავიდეთ რაა...- წამოჭრა იდეა გიგამ. -წავიდეთ. -კარგი იდეაა ბერიძე, მიკვირს მაგ უტვინო თავში როგორ მოგივიდა - სიცილით უთხრა ნუცამ გიგას. გიგამაც ჩაიცინა და შემდგომ სამი წყვილი მზერა ჩემზე გადმოვიდა. -რატომ მიყურებთ? -მოდიხარ? -ჰო აბა?ოღონდ გამოვიცვლი ეს კაბები და თემები აღარ შემიძლია. -რას იცმევდი მერე? - ცალწარბაწეულმა გამომხედა გიგამ. -როდის იყო კაბით იჩითებოდი. -პირველი დღე მქონდა სამსახურში. -მოიცა მოიცა. სამსახური? ანუ რჩები ტო? -ახლა გაკვირვებული ლადო მომაშტერდა. -დიდი ბანერი უნდა დავკიდო ნუცუბიძეზე წარწერით: ლინა ლიპარტელიანი ისევ გადმოვიდათქო. ჰო ვრჩები. -ძაან კაი გაგვიხარდა. ჩვენც და მთელს ნუცუბიძესაც. სწრაფად ავედი სალხში. უბრალო ტანსაცმელი ჩავიცვი. შავი შარვალი, ნაცრისფერი მაიკა, შავი გრძელი მოსაცმელი და თეთრი კონვერსები. უბრალო ღია ყავისფერი ტუჩის ფანქარი და ვსო. არასდროს მიყვარდა ზედმეტად გამოპრანჭვა. კაფეში დავსხედით. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ვისაუბრეთ წარსულზე. ძალიან ბევრი ვიცინეთ. მერე გავიხსენეთ როგორ სთხოვა თეას, თორნიკემ ტატას ხელი... 11 წლის წინ 13 მაისი -დედაა... დეე.. თეააა - მთელს ნუცუბიძეს ესმოდა ტატას ყვირილი. -რა იყო გოგო რა გაყვირებს?- გადმოიხედა აივნიდან, შეშინებულმა თეამ. -ვიღაც უნდა გაგაცნო დედუცი... -ამოიყვანე მერე მაქედან რო მიყვირი. -არაა ქალბატონო თეა ასე ქავს მუღამი. -ბატონო? -მოკლედ ზუსტად ორი წლის წინ, ამ დღეს ტატიანა მაისურაძეს, თემო მაისურაძისა და თქვენი, თეა ქავთარაძის ქალიშვილს, ნუცა ლორთქიფანიძისა და ლინა ლიპარტელიანის დაქალს და რაც მთავარია... ჩემს საკუთრებას ავუხსენი სიყვარული. დიახ არ მოგესმათ ჩემსას. აქედანვე გეუბნებით რო მეკეტება თქვენს ქალიშვილზე, ანუ როგორც უკვე ვთქი ჩემს გოგოზე. ვგიჟდები მასზე და მიყვარს მისი რიჟა თმა. სულ ჩემი იქნება. შესაბამისად მიყვარხართ და გაღმერთებთ თქვენ, რადგან ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მაჩუქეთ და ჩემს სიცოცხლეს ხალისი შესძინეთ. ორი წლის წინაც ზუსტად ისეთი წითელი ვარდები ვაჩუქე, როგორიც კართან გიდევთ ზუსტად ამ წამს, თანაც ორი ბუკეტი, თქვენთვის და ჩემი გოგოსთვის რა. ყოველ თვეში 13 ში მე ვუგზავნიდი ტატაჩოს ვარდებს... - გაგიჟბულ თეას აღარ იცოდა რა ექნა. მთელი სამეზობლო ამ სანახაობას უყურებდა. მერე ტატაჩო შეამჩნია. რამხელა სიყვარულით უყურებდა მის გვერდით მდგომს. რამდენის მეტყველი იყო მისი გამოხედვა და მხოლოდ ახლა იგრძნო, რომ მისი ქალიშვილი აღარ იყო პატარა. აქამდეც იცოდა მათზე, მაგრამ ბავშვური გატაცება ეგონა, მაგრამ ის რაც ტატიანას თვალებში იკითხებოდა სულაც არ იყო ბავშვური... ეს გააცნობიერა თეამ და სიხარულის ცრემლები წასკდა. 10 წლის წინ 13 ნოემბერი 20:00 -ლინ, არ გაინტერესებს რატომ მიშლის თორნიკე ამ დროს უბანში გასვლას? -ინტერესიანი თვალები მომაპყრო ტატიანამ. -რადგან საშიშია ღამით ნუცუბიძე ტატიანა. -აქამდე რატო არ მიშლიდა? -აქამდე პატარა იყავი. -მე მაინც სხვა რაღაც მგონია... -მაინც რა? -მგონია, რომ სხვა ყავს... -რა სისულელეა... -კარგი რა. დღეს ცამეტია. დაგავიწყდა ჰო? არც მაგას არ ახსოვს. გავიდეთ რა... -დედას რა ვუთხრა? -საღამური დამრჩა და გადავიდეთ ჩემთან. მართლაც გავედით გარეთ. ბნელოდა. ნუცუბიძის დიდ ქუჩას დავუყევით. რამდენიმე სკვერი გავიარეთ და ერთ-ერთ სკვერთან გაჩერდა ტატიანა. -ვგრძნობ -რას? -მისი სუნამოს სუნს... -მე ვერაფერს ვგრძნობ. -აი ნახე...- ტელეფონი ამოიღო ტატიანამ და დარეკა ნომერზე რომელიც ზეპირად იცოდა...ორივენი ჩუმად ვვოცნებობდით რომ იმ სკვერში თორნიკე არ ყოფილიყო. ოღონდ ტელეფონის ხმა არ გაგვეგო. მაგრამ გავიგეთ. მალევე გაანათა ტელეფონმა თორნიკეს სახე და ჩვენც მარტივად დავლანდეთ მის გვერდით მჯდომი ქერა. -რა იყო ტატა? არმცალია ბიჭებთან ვარ. -ანუ ბიჭებთან ხარ? -ჰო სანდრიკასთან. რა იყო არ გჯერა? -არა -რატო? არ მენდობი? -იმიტო რო თვალებში გიყურებ ზუსტად ამ წამს თორნიკე. -რა? -გზისკენ გამოიხედე... -რა გინდა გოგო ამ დროს გარეთ? -შემეშვი რა. -გოგოოო- იმხელა ხმაზე იღრიალა თორნიკემ ჩვენ კი არა მთელმა ნუცუბიძემ გაიგო. მშვიდად გაუთიშა ტატამ ტელეფონი. სკვერში შევიდა. გოგოს შეხედა, იცნო. ჩვენი სკოლელი იყო. მერე თორნიკეს მიუახლოვდა. უბრალოდ უყურებდა. ამ მზერით უთხრა ყველაფერი. -დღეს 13 იყო თორნიკე. ყველაფერი მორჩა. დავამთავროთ ყველაფერი ისე, ვითომც არ ყოფილა არაფერი. ტატიანა უკან გამობრუნდა. თორნიკემ კი ცრემლები მოიწმინდა. მოიცადეთ რააა? საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ცხოვრებაში, ისტორიაში პირველად თორნიკე დევდარიანი ტიროდა. მუხლებზე დაეცა და მწარედ ატირდა. მთელი ღამე ჩუმად ვიჯექით მე და ტატიანა. არცერთი ცრემლი და არცერთი სიტყვა არ ყოფილა. ჩუმად ვისხედით საწოლზე. შუა ღამეს ორჯერ გაისმა ყვირილის ხმა. სულ ასე იცოდა ნუცუბიძემ. ჯერ სიკვდილის პირას მყოფი ყვიროდა, მეორედ კი მკვლელი. -ლინა გაიგე? - ცრემლები წამოუვიდა ტატას. -ჰო. კარგი რა იყო პირველად გაიგე თუ უკანასკნელად? -ჰო მაგარამ... უცნაურია... -რა არის უცნაური? -კარგი არაფერი. დაიკიდე. მთელი ღამე ისევ უხმოდ გავატარეთ. შუა დღე იყო სახლში რომ წავიდა. ახლა: მერე მოვიწყინეთ. დაგვაკლდა თორნიკე და ტატიანა. მერე კაფეში მწვანეთვალება შემოვიდა. ყველა გადაგვკოცნა და მის შეხებაზე... ვერ გეტყვით რა მომივიდა. ალბათ გავწითლდი. ჭარხლის ფერი დამედო სახეზე. გული მეგონა გამისკდებოდა. მთელს სხეულზე ბუსუსებმა დამაყარა და გამახსენდა ტატიანას სიტყვები წერილიდან: „რომ მეხებოდა აქ არ ვიყავი. ვცდებოდი ამ სამყაროს. სხვა გალაქტიკაში გადავდიოდი და თორნიკეც თან მიმყავდა. იცი? შენც შეგიყვარდება. ერთი ნახვით, ერთი თვალებში ჩახედვით, ერთი შეხებით შეგიყვარდება.“ მერე დავლიეთ. მწვანეთვალებამ საცეკვაოდ გამიწვია. ფხიზელი არ გავყვებოდი მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში... საოცრად წყნარ და ნაზ მელოდიაზე ვცეკვავდით. სასტიკად არ ვუხდებოდით ამ მუსიკას იმიჯით. -წესით ახლა რამე გრძელი, ნაზი კაბა და მაღლები უნდა მეცვას. -მე შარვალ-კოსტუმი, ბაფთით... - გამიცინა. გავიცინე. მაბნევდა მისი ხმა. საშინლად... საშინლად მომწონდა. -ლინა... წამო რა წავიდეთ... -წამო. -ასე დაუმშვიდობებლად, გაუზარებლად და დაუფიქრებლად გავედით კაფიდან. მთაწმინდაზე ავედით. მანქანიდან არყის ბოთლი გადმოიღო და მთაწმინდაზე გავაგრძელეთ სმა. ბევრი ვიცინეთ. უაზრობებზე ვიცინოდით. მერე სახლში წამომიყვანა. მახსოვს საძინებელში როგორ შემიყვანა. მკოცნიდა. მის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი. ვგრძნობდი მხოლოდ მის ხელებს სახეზე ძლიერად რომ მეხებოდა. ვგძნობდი ჩემს გულის ცემას. საწოლზე დავჯექით... მერე ძლიერად ჩამეხუტა. -მწვანეთვალებავ შემიყვარდი... - რას არ იტყვი მთვრალი ადამიანი რა... -მართლა არ გახსოვარ პატარავ? -აუცილებელია? -არა... უკეთესიც კია... -მასზე ჩახუტებულს ჩამეძინა. 10 წლის წინ 14 ნოემბერი 17:00 რომ გავიღვიძე ჩემი უბანი სასწრაფოს და პოლიციის მანქანებით იყო სავსე. დაბლა ჩავირბინე. გამაყრუებლად მესმოდა თორნიკეს დედის განწირული ტირილი. მისი ძმაკაცებიც კი ტიროდნენ. დავიბენი... სასწრაფოს მანქანაში შევიხედე და გავქვადი როცა საკაცეზე უსულოდ მწოლიარე თორნიკე დევდარიანი დავინახე. ყურთასმენა დამებინდა. გონებაში მხოლოდ ერთმა სახელმა გამიელვა. ტატიანა. სად იყო ამ დროს? იცოდა? როგორ იყო? სასწრაფოდ სახლში ავედი მასთან დასარეკად, მაგრამ ოთახში, ლოგინზე ჩემი ნახატი დამხვდა ამობრუნებული. ამ ნახატზე მე და ტატიანა ვიყავით, ზურგით ვიდექით, უკან კი უსაზღვრო ცა და პატარა, ლამაზად ანთებული ვარსკვლავები იყო ფონად; ეს იმის ნიშნად რომ სამყარო მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა. დავიწყე ნახატის უკანა მხარეს გაკეთებული წარწერის კითხვა: „რომ მეხებოდა აქ არ ვიყავი. ვცდებოდი ამ სამყაროს. სხვა გალაქტიკაში გადავდიოდი და თორნიკეც თან მიმყავდა. იცი? შენც შეგიყვარდება. ერთი ნახვით, ერთი თვალებში ჩახედვით, ერთი შეხებით შეგიყვარდება. ამ დროს დაგავიწყდება ჭამა, დალევა, ფიქრი, სუნთქვაც კი დაგავიწყდება ლინა იმდენად შეიყვარებ მას. იმდენად კარგად გიცნობ, რომ ახლაც კი ვიცი მომავალში რას იზამ, ვინ შეგიყვარდება. ახლაც კი ბრინჯივით გაბნევს მისი მწვანე თვალები. ვიცი როცა მე აღარ ვიქნები ყველაფერი უფერულად მოგეჩვენება, გაქრება შენი ცხოვრებიდან წითელი ფერი. აქედან გაქცევა მოგინდება და ალბათ გაიქცევი კიდეც, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდები... ჰო იცი არა? ვერ გაძლებ. თუნდაც მწვანეთვალებასთან დაბრუნდები. როცა მართლა მოხდება ეს და მას შეიყვარებ. გთხოვ აპატიე მას. აპატიე მისი ვინაობა, აპატიე ყველაფერი. თუნდაც ის იყოს ყველაფრის მიზეზი. უბრალოდ ნება მიეცი სიყვარულს, ნება მიეცი ამ არაამქვეყნიურ გრძნობას ბოლომდე გაიდგას შენში ფესვები. იცი რა კარგი გრძნობაა როცა მის მეტს ვერავის ხედავ? აი წარმოდგინე ხალხით სავსე მოედანზე რომ იდგე და შენ მაინც მას გრძნობდე. მხოლოდ მისთვის არსებობდე, ცოცხლობდე, სუნთქვადე. მხოლოდ მას უყურებდე. ვიცი, დამადანაშაულებ. ვერ მაპატიებ რომ მარტო დაგტოვე. მაგრამ მე დავკარგე ჩემი ცხოვრების წყარო, მე დავკარგე ჩემი ერთადერთი სიყვარული ლინა. მე დავკარგე თორნიკე დევდარიანი. რომლის ადგილსაც ვერავინ შეავსებდა. მე რომ ეს არ მექნა, სიცოცხლეშივე მოვკვდებოდი. აღარ იქნებოდა ჩემი თმა ისევ ისეთი წითელი. ნუცუბიძეს გამხიარულების მაგივრად ალბათ დავამწუხრებდი. მოსიარულე გვამი ვიქნებოდი. ვეღარც ჩემს კისკისს გაიგებდი ასე ძალიან რომ გიყვარს. ცხოვრება ეს ხომ ისედაც ილუზიაა, ვიბადებით და ბოლოს აუცილებლად ვკვდებით. როგორ წარიმართება ცხოვრება ეს უკვე ჩვენ წარმოსაზვაზეა დამოკიდებული.ჩემი წარმოსახვა კი არაფრად არ ვარგა თორნიკეს გარეშე. მაპატიე ლინა. მთელი ცხოვრება გამზადებდი ამისთვის. სულ გეუბნებოდი გადავხტებითქო და მართლაც ვხტები ლინა. ვხტები და იმედი მაქვს რომ გადავცურავ მტკვარს და თუ მართლა გადავცურე მაშინ ჰქონია აზრი ჩემს არსებობასაც და მე ისევ შენთან მოვალ. დავბრუნდები, მაგრამ მე თუ ვერ გადავცურავ მტკვარს, ვერც ჩარკვიანი გადაცურავს ზღვას, ვერც ის დაბრუნდება, მაგრამ მაინც ნუ დაუჯერებ სხვას.“ - მხედველობა ბლანტმა სითხემ დამიბინდა. სწრაფად გავიქეცი. როგორც შემეძლო, უმოკლეს დროში აღმოვჩნდი მტკვართან. დავინახე როგორ გადახტა ტატიანა. დავინახე და ვერ ვუშველე. ვერ მივუსწარი. გამბედაობაც არ მეყო მასთან გადავმხტარიყავი. გადახტა და თან წაიღო ჩემი არსებობის წყარო. მართლა აღარაფერი მინდოდა აქ. ყველაფერმა დაკარგა ფერიც და აზრიც. მოვკიდე დედაჩემს ხელი, მივატოვეთ მოღალატე მამა და გავიქეცით ნუცუბიძიდან. მოვშორდით დედა მო***ულ დედა ქალაქს. დღეს: სასიამოვნო სურნელის გარემოცვაში გავიღვიძე. პირველი რაც დავინახე ეს იყო ჩემს წელზე შემოხვეული მწვანეთვალებას ხელი. ფრთხილად ავდექი რომ არ გამეღვიძებინა. სამზარეულოში გავედი, ყავა და კრუასანები გავამზადე. ძალიან მომინდა წარსულის გახსენება. იმ დღეების რომელშიც ასეთი ბედნიერი ვიყავი. გადმოვალაგე სურათები და დავიწყე თვალიერება. ერთ-ერთზე მე და ტატიანა ვიყავით პატარები, მეორეზე თორნიკე და ტატიანა იყვნენ ჩემი სახლის წინ პარკში, თორნიკე იცინოდა პატარა ტატიანა კი ცხარე ცრემლით ტიროდა, გამეცინა ამ ფოტოზე. შემდეგ ვნახე მწვანეთვალება და თორნიკე ერთად... მეორე ფოტოზეც ის იყო, მესამეზეც და წავიკითხე ამ ფოტოზე წარწერა. გიგა ბერიძე,თორნიკე დევდარიანი და ალექსანდრე სახოკია. მხედველობა დამებინდა. სამყარომ არსებობა შეწყვიტა. დედამიწამაც შეწყვიტა ტრიალი და დროც გაჩერდა. გონებაში ჩამესმა ნუცას სიტყვები :“ გოგო იმ ღამეს, ვერ აპატია საკუთარ თავს თორნიკემ ტატას ღალატი და ზედმეტი დოზა მიიღო. დასახმარებლად ისევ ალექსანდრესთან მივიდა და მერე შენც ხო იცი... მაგას რო არ დაებრიდა ვინმე ნაბი***რი ძაღლი დაბრიდავდა“... მერე გამახსენდა ტატიანას სიტყვები წერილიდან: „ახლაც კი ბრინჯივით გაბნევს მისი მწვანე თვალები.“ „როცა მართლა მოხდება ეს და მას შეიყვარებ. გთხოვ აპატიე მას. აპატიე მისი ვინაობა, აპატიე ყველაფერი. თუნდაც ის იყოს ყველაფრის მიზეზი. უბრალოდ ნება მიეცი სიყვარულს, ნება მიეცი ამ არაამქვეყნიურ გრძნობას ბოლომდე გაიდგას შენში ფესვები.“ მერე იყო ბევრი ცრემლი. ჩუმად შევედი ოთახში. მას უკვე ეღვიძა. ჩუმად წარმოვთქვი სახელი და მეშინოდა პასუხის რომელსაც ის გამცემდა: -ალექსანდრე.- შეშინებული თვალებით ამომხედა მან. თვალები აუცრემლიანდა. უდიდესი ემოცია გამოესახა სახეზე. -მაპატიე პატარავ გთხოვ, რომ ალექსანდრე ვარ სახოკია. მე ვარ ყველაფრის მიზეზი. საკუთარი ძმაკაციც და ტატიანაც კი გავწირე. ამით შენ დაგინგრიე ცხოვრება. გევედრები გემუდარები მაპატიე. მიყვარხარ. აღარაფერი მესმოდა.ალექსანდრეს თვალებს გაშტერებული ვუყურებდი და ღაპაღუპით მომდიოდა ცრემლები. ერთადერთი მის თბილ თითებს ვგრძნობდი სახეზე, რომელიც ცდილობდა ცრემლების შეშრობას. და მაინც, ვინ იყო ალექსანდრე სახოკია? ალექსანდრე სახოკია იყო დაუნდობელი, ცივსისხლიანი მკვლელი რომელმაც ძმაკაცი არ დაინდო და ამით ორი სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორ უნდა ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება მის გვერდით? როცა ვუყურებ ერთადეთი ის აზრი მიტრიალებს თავში, რომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. შეიძლებოდა ტატიანაც და თორნიკეც ცოცხლები ყოფილიყვნენ,მაგრამ ეს ხომ თავად არ ისურვეს? ყველამ იცოდა იმ დროს, რომ წამლის გაკეთება ნუცუბიძეზე სიკვდილის ტოლფასი იყო. და მაინც... ალექსანდრე სახოკია იყო უზმოდ სიმპატიური, თბილი, განსხვავებული ტიპი მთელს ნუცუბიძეზე კი არა მთელს გალაქტიკაში და მის საზღვრებს იქითაც. მისნაირი მეორე არ არსებობდა. მართლაც შემიყვარდა საკუთარ თავზე მეტად. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. როგორ მეპატიებინა 10 წლიანი ტკივილი? როგორ მეპატიებინა ინციდენტი რომელმაც კინაღამ მდე მიმიყვანა? ბოლოს მაინც ვაპატიე მას. ვაპატიე, რომ ალექსანდრე იყო სახოკია. ვიცოდი ყველაზე ბედნიერს გამხდიდა, მაგრამ ისე არ ხდება ცხოვრებაში ყველაფერი როგორც საჭიროა. 10 წლის შემდეგ. -ტატიანა მოაჯირს ხელი მოკიდე, არ გადავარდე. -ნუ გეშინია დედიკო. არაფერი მომივა. - ტიტინა ხმით მიპასუხა ტატიანამ და გაიქცა, მეც გავეკიდე. როცა დავიჭირე იმდენი ვკოცნე ლოყები სულ ავუწითლე. ისიც გაუჩერებლად იცინოდა. ათი წელი გავიდა საქართველო რაც დავტოვე. ათი წელი გავიდა რაც მწვანეთვალება შემიყვარდა. ვაპატიე მას ყველაფერი, თუმცა ვერ დავრჩი მის გვერდით. არ შემეძლო. მთელი ცხოვრება ვამტკიცებდი, რომ უზომოდ ძლიერი ვიყავი, მაგრამ ვიყავი რო? შეიძლება ვიყავი, მაგრამ არა იმდენად ძლიერი, რომ ტატიანას მკვლელის გვერდით მეცხოვრა. ვუყურებდი მოკისკისე რვა წლის გოგონას, რომელიც საოცრად მგავდა. მოკლედ დღეს მე სულ სხვა ლინა ლიპარტელიანი ვარ. მოსიყვარულე დედა და მშრომელი ქირურგი ვარ. კარგი ნიღაბი მაქვს მორგებული რომელიც ცრემლებს არავის ანახებს. უსიყვარულოდ გავთხოვდი ჩემს კლინიკაში მომუშავე ქირურგზე და ამ ქვეყნად მან უდიდესი ბედნიერება მაჩუქა. პატარა ტატიანა. მეუღლეს რომ გავშორდი მაშინათვე გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნდება. მალევე ჩავჯექით ტაქსში და მანქანაც დაიძრა ნუცუბიძის მიმართულებით. ფეხით ვაპირებდი ისევ სახლში ასვლას როგორც მჩვევია, მაგრამ ტატიანა დაიღალა და ამიტომ ლიფტით ვისარგებლეთ. მხოლოდ ახლა მივხვდი რომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ვერ იქნებოდა ისევ ისე. ვეღარასდროს ვიქნებოდი სრულფასოვნად ბედნიერი. 13 ნოემბერი ამ დღეს მარტო მინდოდა ყოფნა. ტატიანა ნუცას დავუტოვე. ისევ მარტო ვრჩები სახლში.ახლაც ზუსტად ისე ვზივარ ფანჯრის რაფასთან როგორც პირველი დაბრუნებისას ნუცუბიძეზე. ვეწევი და მუსიკის ხმადაბალი მელოდია მაწყნარებს. ახლა 13 ნოემბერია. რა დამავიწყებს ამ დღეს? მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა. გადავხედე ნუცუბიძეს და ცრემლებმა თვითონ გაიკვლიეს გზა. ახლა 13 ნოემბერია. ძალიან დიდი დრო გავიდა,თუმცა არა საკმარისად დიდი რომ ყველაფერი დამავიწყოს. დრო ყველაფერს კურნავსო ამბობენ, მაგრამ მე რა მეტყობა განკურნებულის? ისევ ტკივილით, სიყვარულითა და სურვილით ვარ დაავადებული. სურვილით ყველაფერის შეცვლისა, წარსულში დაბრუნებისა. მერამდენე წელი უნდა მიილიოს თუმცა მწვანეთვალებას სიყვარული არ სრულდება. მუდამ ჩემს გონებაში ტრიალებს. იქნებ მეზიზღება უბრალოდ და სიყავრული მგონია? მეცინება. რა ახლოსაა არა ერთმანეთთან სიყვარული და ზიზღი? რამდენიმე მილიმეტრი აშორებს მხოლოდ. ყოველთვის მიტრიალებს თავში „ალექსი“,“მკვლელი“, მაგრამ მაინც „ალექსი“... ზუსტად ვიცი... კიდევ, რომ გამოჩნდეს, ისიც რომ დაბრუნდეს ნუცუბიძეზე, კიდევ რომ ვნახო, რომ მთხოვოს...ყველაფერი შეიცვლება. ალბათ მართლა ვაპატიებ, მაგრამ არ ჩანს ალექსი. მუდამ ფანჯრიდან ვიყურები იმის იმედით რომ ისევ დავინახავ. მუდამ ველოდები ვიღაცას ჩემს კართან. 16 ნოემბერი: 05:00 შუაღამეს ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. დაფარული ნომერი იყო, ნამძინარევზე ყურადღება არ მიმიქცევია პირდაპირ ვუპასუხე. -გისმენთ. - ტელეოფნში ჩუმი სუნთქვა ისმოდა.- გისმენთ...- კიდევ გავუმეორე და ხმა ამიკანკალდა. ვიცოდი ვინც იყო. ზუსტად ვიცოდი. -რომელი ხართ? -საშინლად ამიკანკალდა ხმა და ზუსტად ვიცოდი იმ წამს ალექსანდრემ გაიღიმა. ცრემლები წამომივიდა. ვიცოდი უნდა გამეთიშა, მაგრამ ვერ ვთიშავდი. ხელები მიკანკალებდა. ტატიანამ გამოიღვიძა: -დე რა ხდება? -ჩუ, დე არაფერი ნომერი შეეშალათ. - გავიგონე ალექსანდრეს აჩქარებული სუნთქვა და ზარიც გაწყდა. იქნებ ვერ მიხვდა, რომ მივხვდი ვინც იყო? იქნებ ეწყინა... ან იქნებ რამე მოუვიდა. ათასმა ფიქრმა დაისადგურა ჩემს თავში და ვერაფრით მოვახერხე დაძინება. 25 ნოემბერი: 20:00 სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. ნაცნობ მაღაზიაში შევედი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ირგვლივ აღარავინ „აბირჟავებდა“. მართლაც შეიცვალა ნუცუბიძე. სახლში რომ მივედი კარი ღია დამხვდა. -ტატიანა... -ჰოო დე მოდი, სტუმარი გვყავს. -სტუმარი? -ჰო დედიკოს მეგობარი ვარო და ყავა გავუკეთე. -ჩემი ჭკვიანო გოგო.- სწრაფად შევედი მისაღებში და იქ გიგა დამხვდა, ბერიძე.- გიგა? არ გელოდი... -ლინა... ასე უნდა დავიწყება? რომ ჩამოხვედი შემთხვევით უნდა გამეგო თეასგან? -მაპატიე, დიდი ხანი არ არის რაც ჩამოვედით. -ჰოაკრგი... - თბილად ჩამეხუტა გიგა. -ტატიანა რა ჭკვიანია ტო. -დედას გავს. -მართლა შენი შვილია? -კი... -ქმარი? -დავშორდით. -რატომ? არ გიყვარდა? -არ გვინდა მაგაზე ლაპარკაი რა. შენ რას შვები. მოიყვანე თათუშკი ცოლად? - გამახსენდა პატარები რომ იყვნენ როგორ ხოცავდნენ ერთმანეთს შეყვარებულები და კარგად გადავიკისკისე. -არ მომყვება ტო. არ ხარ ღირსიო. რო გაიზრდები გამოგყვებიო, ამას მეუბნება ამხელა კაცს. -ეტყობა კარგად ვერ სთხოვე ხელი... -ჰო რავი... მერე რო მოვიფიქრებ ახალ გეგმას დამეხმარე. -რა პრობლემაა...-ერთად გავიცინეთ. -სახოკიაც ჩამოვიდა -მე ვერაფერი ვუპასუხე.მერე წავიდა გიგა. დაიწყო ტატაჩომ ლაქლაქი: -დე ბევრი მეგობარი გყავს? -მყავდნენ. -აუ გამაცანი რაა.. მე არ მყავს მეგობრები ნუცას შვილის გარდა და ისიც არ მომწონს. -რატო დე? რას უწუნებ მშვენიერი ბავშვია ანუკი. -ანუკი კი მაგრამ, თორნიკე სულ მაბრაზეებს, მე რო ვტირივარ ის იცინის ხოლმე. -მწარედ გამეცინა მის ნათქვამზე. გული მიგრძნობდა ნუცუბიძეს ახალი თორნიკე და ტატიანა ეყოლებოდა...-რა გაცინეებს? -ტატიანა და თორნიკეც მასე იყვნენ... -შენი მეგობარი ტატიანა? -ჰო... -სადაა ახლა? -შორს. -რატომ არ მოდის დე? -არ შეუძლია დე.. -რატომ, არ უნდა? -უნდა მაგრამ ვერ მოვა რა... მერე მოგიყვები. აბაზანაში შევალ ჰო მე? -კარგი მიდი. დიდხანს ვიყავი აბაზანაში. წყლის წვეთებს ცრემლებსაც თან ვაყოლებდი. ტატიანამ მომიკაკუნა, აღარ გამოდიხარო? არ ვიცოდი წინ რა მელოდა, თორემ სულ არ გავიდოდი. სამზარეულოში ისხდნენ ვიღაც ბიჭი და ტატიანა. ყური მოვკარი ტატიანა მამამისზე ესაუბრებოდა. ხალათი მოვიცვი და სწრაფად შევედი სამზარეულოში: -ტატიანა სტუმარი რო გვყავს არ უნდა გეთქვა? -ბიჭი შემოტრიალდა და იმ მომენტში გულიც გამიჩერდა. ჩემს საყვარელ, სითბოთი და სიმკაცრით სავსე მწვანე თვალებს წავაწყდი. საათის ისრებმა მოძრაობა შეწყვიტეს. გული ამოხტომას ლამობდა. ვულკანი ამოიფრქვა ჩემს ორგანიზმში, იმ მომენტში. -მე ვუთხარი არ დააჩქაროთქო.- სასიამოვნო, მშვიდი ხმა გაისმა ოთახში. ყურთასმენა დამებინდა. გონებამ სასიამოვნო იმპულსები გამოსცა, კანმაც მაშინათვე მოახდინა რეაგირება და თითქოს ელექტროდენმა გაიარა ჩემს სხეულში. როგორ მინდოდა იმ წამს შევხებოდი. მთელი ორგანიზმით შემეგრძნო. მთელი სახე დამეკოცნა. ცვლილება? რათქმაუნდა იყო. მწვანე თვალები უფრო ღრმად ჩანდა, კამკამა ოკეანეს მოგაგონებდათ მწვანე რომ დაკრავს ხოლმე წყალს. უფრო დასუსტებული იყო, თმა დაბალზე ჰქონდა, წვერი ოდნავ. ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემგან რამდენიმე მეტრში ალექსანდრე სახოკია იდგა. -ალექსანდრე...-აკანკალებული ხმით წარმოვთქვი მისი სახელი და ამჯერად აღარ მეშინოდა პასუხის რომელსაც ის გამცემდა. -ლინა... -დედა მე ოთახში გავალ... -ტატიანამ ჩუმად თქვა და ოთახში წავიდა. -შეცვლილხარ...-ისევ მომესმა ჩემი საყავრელი ხმა. თავი სიზმარში მეგონა. ხელზე ვიჩქმიტე, მართლა სიზმარს გავდა ყველაფერი, მაგრამ რეალობა იყო. მალევე გაქრა ბედნიერების გრძნობა და უკვე ტკივილით გამეჟღინთა სხეული. რა იქნებოდა მერე? ნუთუ ვაპატიებდი? იქნებ საერთოდაც არ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა და უბრალოდ მოვიდა? -შენც... კიარადა შენ არ...-დავიბენი. თავი გავაქნიე, უხერხულად გავიღიმე და წინადადება გონებაში დავალაგე.- მინდოდა მეთქვა,რომ შენ საერთოდ არ შეცვლილხარ. ჩაიცინა ალექსანდრემ, ნელა მომიახლოვდა, სველი თმა ყურთან გადამიწია და ლოყაზე ნაზად ჩამომისვა ხელი. თვალები დამეხუჭა. მართლა ვერ ვიჯერებდი. წინ ალექსანდრე სახოკია მედგა და ლოყაზე მეფერებოდა. ჰო ის ალექსანდრე სახოკია თორნიკე რომ მოკლა. ჰო ის ალექსანდრე ჩემი დაქალის სიკვდილის მიზეზი რომ არის. აი ის ალექსანდრე ცხოვრება რომ გამინადგურა. აი ის ალექსანდრე ათი წლის წინ სამუდამოდ, რომ გადავუსვი ხაზი. ნუ ყოველშემთხვევაში მე სამუდამო მეგონა. აი ის ალექსანდრე უსაზღვროდ,რომ შემიყვარდა. აი ის ალექსანდრე ტკივილამდე, რომ მენატრებოდა. -მომენატრე ლინ... -რატომ აკეთებ ამას ალექს? -მიყვარს მასე, რომ მეძახი. სხვა არავინ მეძახის შენსავით. -მიპასუხე. რას მერჩი? -რას უნდა გერჩოდე. მიყვარხარ. -მთვრალი ხარ? -აბა ფხიზელი მოვიდოდი? -რა გინდა ალექსანდრე? - ბრაზი ჩაუდგა თვალებში. ხელი სწრაფად გაწია სახიდან. -ამის დედა****ი ლინა მომენატრეთქო. რა უნდა მინდოდეს? თუ შენ უკვე ფეხებზე გკიდივარ? რაო შეგვიყვარდა ქმარუკაო? ათი წლის წინ მომატყუე? ესაა შენი სიყვარული ლინა? მხოლოდ ათმა წელმა გაგიქრო გრძნობები? -ხმას დაუწიე და წესიერად მელაპარაკე. მე შენი ერთ-ერთი ნაშა ხომ არ გგონივარ, დედის ტ**კს რო აფარებ ხოლმე? ბავშვია გვერდით ოთახში ალექსანდრე! -გამბედაობა მოვიკირიფე და მკაცრად გაიჟღერა ჩემმა სიტყვებმა.- და საერთოდ რა სიყვარულზე მელაპარაკები? მკვლელი ხარ ალექსანდრე სახოკია. მკვლელი! სიყვარულს რა აზრი აქვს? უსაზღვრო ტკვილი მომაყენე შენი საქციელით ნუთუ ვერ ხვდები? ჰო მიყვარხარ. მაგიტო გავშორდი ქმარს. ვერ დაგივიწყე. მაგიტო გადმოვედი ისევ აქ და ვერ დავშორდი ნუცუბიძეს. ყოველ ნაბიჯზე მახსენდები. სულ შენზე ვფიქრობ. და მტკივა. მტკივა უშენობა გესმის? მაგრამ ის უფრო მტკივა რომ ალექსანდრე ხარ სახოკია! ის უფრო მტკივა, რომ შენს ხელებზე თორნიკეს სისხლი იყო და სწორედ მაგ სისხლის გამო მომიკვდა დაქალი. -მაპატიე ლინა გთხოვ. ვერ ვვაზროვნებდი მაშინ... და საერთოდაც შენ არ იცი იმ ღამეს რა მოხდა ზუსტად. შენ არ იცი რატომ მოვკალი თორნიკე, ან საერთოდ მე მოვკალი რო? არაფერი არ იცი, ისე მადანაშაულებ. ყველაფერს ხაზს უსვამ იმის მაგივრად, რომ მკითხო. -რა მოხდა დედა მოტყ**ლ 13 ნოემბერს შეგიძლია ამიხსნა? -ოჰ გინებაც დავიწყეთო? -ხუმრობის დროა ალექსანდრე? -კარგი ჰო. აქ ვიჯექი შენს კორპუსთან სკვერში თორნიკემ რომ დამირეკა, დამერხაო. მომიყვა, რომ ტატაჩომ ბო***დარა ნატუკასთან წაასწრო. ტიროდა, ღრიალებდა. არ ვიცოდი რას აპირებდა ან მე რა უნდა გამეკეთებინა. მომკალიო მეხვეწებოდა. ჩემს ძმას, სისხლს და ხორცს, ერთადერთ ძმაკაცს როგორ გავიმეტებდი მოსაკლავად? მალე მივედი მასთან, მაგრამ უკვე გონს აღარ იყო. წამლის დიდი დოზა ჰქონდა მიღებული. მთელი ღამე სახლიდან არ ვუშვებდი, არ ვიცოდი კაიფში რას იზამდა. შუა ღამეს გამოფხიზლდა და ყვირილი დაიწყო. ტიროდა. ვერ ვაწყნარებდით ვერც მე, ვერც გიგა. კიდევ მინდაო იძახდა. ხან წამლის გამო ტიროდა ხან ტატიანას გამო. არც წამალს მაპატიებს და არც ღალატსო. ყველაფერი დამთავრდაო. ხუთი წუთით დავტოვთ მე და გიგამ მარტო ოთახში. ვფიქრობდით რა უნდა გვექნა. ასე, რომ დაგვეტოვებინა უეჭველი ახალ დოზას მიიღებდა და შეეჩვეოდა. ოთახში რომ დავბრუნდით სისხლის გუბე დაგვხვდა. თორნიკემ თავი დაიჭრა. ძალიან ღრმა ჭრილობა ჰქონდა. დედაჩემი ხომ ქირურგი იყო, რომ ნახა ვერ გადარჩებაო თქვა. დიდხანს არ ყოფილა გონს. მერე კანკალი აუტყდა, მცივაო. ან მომკალი ან წამალი მომეციო. რა უნდა გამეკეთებინა? -ობოლი ცრემლები გადმოუვარდა თვალებიდან ალექსანდრეს.- ყველამ მასე იცის, რომ მე მოვკალი. ამის გამო ვეზიზღები ხალხს. არავინ ყოფილა ისეთი, ვინც დაინტერესდებოდა რა მოხდა იმ ღამეს. ხოლოდ გიგამ, ლადომ და დედაჩემმა იცის სიმართლე. ერთი პერიოდი ვვუარყოფდი, მაგრამ არ იცი ნუცუბიძის ამბავი? არავინ იჯერებდა.სახოკია ისეთია ძმაკაცსაც არ დაინდობდაო. შენც კი არ შეგპარვია ერთი წამითაც კი ეჭვი, რომ მე ამას არ ვიზამდი. -მშვიდად დაასრულა საუბარი. ცრემლები მოიწმინდა. ქურთუკი მოიცვა და წავიდა. ცრემლები წამსკდა. ვერაფერს ვგრძნობდი. ცივ ზედაპირზე შეხება ვიგრძენი.მერე მესმოდა ტატიანას ყვირილი. მერე თბლი შეხება ვიგრძენი. მერე იყო სიბნელე და სიჩუმე. მეგონა საუკუნე გავიდა და საუკუნის განმავლობაში მეძინა. სიმანდვილეში კი რამდენიმე საათში გამოვფხიზლდი.ჩემთან ვიწექი კლინიკაში. ტატიანა კართან იდგა და ცრემლებს არ აძლევდა გასაქანს, მის ჯიუტობაზე გამეღიმა, მის გვერდით მარტივად ამოვიცანი ალექსანდრე. ტატიანას ეხუტებოდა და რაღაცაზე ელაპარაკებოდა. პალატაში ანანო შემოფარფატდა, ჩემი თანამშრომელი. როგორი საყვარელია ეს გოგო, რომ ვუყურებ ბედნიერებით ვივსები. ნამდვილი ფერიაა, კი არ დადის დაფრინავს. -გაიღვიძე მძინარე მხეთუნახავო? -როგორ ხარ ანანო? -მე რა მიჭირს, შენ იყავი 4 საათი უგონოდ... -შემოუშვი რა ჩემი გოგო. -ახლავე... მალევე შემოვიდა ოთახში ტატიანა. -დე კარგად ხარ? იცი როგორ შემაშინე? აღარ ქნა რა ეგ... -გპირდები აღარ ვიზამ. -ნახე ალექსანდრემ რა მიყიდააა... - მალევე შემოათრია ტატიანამ უშველებელი დათუნია პალატაში.-ყველაზე მაგარი მამიკოა... -მამიკო? -ასე თქვა თვითონ, არასოდეს მიგატოვებთო და დედაშენი შენზე უფრო მეტად მიყვარსო. მაგაზე კი გავუბრაზდი, მარა მერე მითხრა ჰო კაი შენ უფრო გიყვარსო... ხმამაღლა გადავიკისკისე მის ნათქვამზე... -არ დაუჯერო დედი გატყუებს... -ვის არ უნდა დაუჯერო ტატიანა? - პალატის კართან დადგა ალექსანდრე. -დედა იძახის არ იქნება შენი მამიკო ალექსანდრეო... -ნეტა მაცოდინა დედაშენს ვინ ეკითხება? -ხელში აიტაცა ალექსანდრემ ბავშვი და მანაც კისკისი დაიწყო... ცალწარბაწეულმა გავხედე ორივეს. წესით არ უნდა გამეტარებინა მომავალი, ცუდად ალექსანდრეს გვერდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.