შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (11)


29-10-2016, 13:30
ავტორი casas
ნანახია 2 294

სავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს.თავს მშვენივრად გრძნობდა.საერთოდ არაფერი არ აწუხებდა და ცოტა კი უკვირდა ასე არაფრის გამო რომ დატოვეს ამდენი ხანი იქ.მეგობრები სულ მასთან იყვნენ და მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევდნენ.ისე უფრთხილდებოდნენ,ხანდახან ფიქრობდა ალბათ რაღაც მჭირს და მიმალავენო.თუმცა მალევე იგდებდა აბეზარ ფიქრებს თავიდან და მთლიანად ტკბებოდა მათი გარემოცვით.ერთად ყოფნის დროს ბათუმის დასვენებაზე სიტყვასაც კი არ ძრავდნენ,რაც ძალიან უკვირდა.არადა ნენეს მეხსიერებაში ბათუმმა წარუშლელი კვალი დატოვა.იმდენად კმაყოფილი იყო კიდევ ერთ ეგეთ დასვენებაზე უარს არ იტყოდა.
-რატომ არ ვიხსენებთ ბათუმის ამბებს?-ერთხელ სრულიად მოულოდნელად იკითხა და ყველას გაკვირვებული მზერა დაიმსახურა
-კონკრეტულად რა გინდა გავიხსენოთ?-გამომცდელას ჰკითხა აკომ და უხერხული სიჩუმისგან იხსნა დანარჩენები
-თუნდაც ის რომ კარგი იყო და დაუვიწყარი-აღფრთოვანებით ჩაიალაპარაკა
-დაუვიწყარი იყო კი,ნამდვილად-სიცილით თქვა სანდრომ და თეკოსგან მუჭი დაიმსახურა
-მართლა ძალიან ვიმხიარულეთ და ბევრი სისულელეც ვაკეთეთ-დაეთანხმა ანო და მოგონებებში გადაეშვა
-უბრალოდ შენი ამბების გამო საერთოდ გადაგვავიწყდა სად ვიყავით და მხოლოდ მაგიტომ არ ვიხსენებდით იქაურ ამბებს-სიტუაცია აუხსნა თეკომ
-ჰო კარგით,კარგით-ღიმილით იხსნა მეგობრები ახსნა-განმარტებებისგან და ფეხზე წამოხტა
-სად მიდიხარ?-გაოცებულმა ჰკითხა ანომ
-გავისეირნებ რა ცოტას,ოღონდ მარტო-დაამატა ფეხზე წამომდგარი სანდრო რომ დაინახა
-კი მაგრამ ნენე,ჯერ კიდევ სუსტად ხარ-წაებუზღუნა თეკო
-არაფერი მომივა,მალე მოვაალ-კარებიდან მოაძახა და სირბილით დაეშვა კიბეებზე.როგორ უყვარს ზაფხული.მისი საყვარელი სეზონია.მერე რა რომ ძაან ცხელა და ქალაქსაც ბუღი ასდის.მაინც მოიძებნება ისეთი ადგილები სადაც სიცხესაც დაემალები და ზაფხულის სილამაზით დატკბები.ნენეც ერთი ამოჩემებული სკვერისკენ მიდიოდა,სადაც თავისად შერაცხული ადგილი ჰქონდა და სულ იქ ჯდებოდა ხოლმე.ადგილზე მისულმა მხიარულად დაიკავა თავისი ადგილი და გარემოს დათვალიერება დაიწყო.ღიმილით აკვირდებოდა ირგვლივმყოფებს და რაღაცნაირად შინაგან ბედნიერებას განიცდიდა.რამხელა საჩუქარი გვარგუნა ღმერთმა სიცოცლის სახით და ვერ ვაფასებთ.თითოეული ამოსუნთქვა ბედნიერებისგან წამოსული უნდა იყოს.მხოლოდ კარგის დანახვისთვის უნდა ცოცხლობდეს ადამიანი და მხოლოდ ბედნიერებისთვის.აქ ამ პაატარა სკვერში სიცოცხლე დუღდა და ადამიანები სულ სხვანაირები იყვნენ.თბილები და ტკბილები.ყველაა თავისი რეალური ცხოვრებისგან განსხვავებული პატარა სამყარო ჰქონდა შექმნილი და მასში ცხოვრობდა.ბედნიერებას ანიჭებდა ნენეს ეს ყველაფერი და ფიქრობდა რამდენად იღბლიანი იყო ასეთი კარგი ადამიანების გარემოცვაში რომ უწევდა ცხოვრება.ფიქრებიდან მის წინ მდებარე სკამზე ჩამომჯდარმა წყვილმა დააბრუმა,რომლებიც რაღაცაზე კამათობდნენ.გოგო გაბუსული იჯდა და მიუხედავად ბიჭის ათასი საალერსო სიტყვისა,თავსაც არ აბრუნებდა მანამ,სანამ ბიჭმა მიყვარხარო ჩუმად არ უჩურჩულა.თითქოს მაშინვე სადღაც გაქრა წყენა და ბრაზი და მთელი ძალით მოხვია ბიჭს ხელები.ნენე ღიმილით აკვირდებოდა სიტუაციას,სიტყვა მიყვარხარს გაგონებაზე გულში რაღაცამ გაკაწრა,ეტკინა,ძალიან ეტკინა..თითქოს რეალურად იგრძნო.სწრაფად მიიჭირა გულზე ხელი და რამდენიმე წამში ტკივილმა გაუარა.გაოცებული აცეცებდა თვალებს და ვერ გაეგო რა დაემართა.აქამდე ასეთი რამ არასოდეს არ შეუნიშნავს.რამდენი შეყვარებული წყვილი უნახავს და ჩვეულებრივად გაუტარებია მათი სასიყვარულო დრამები.გასაოცარია პირდაპირ,ალბათ გადაღლილობის ბრალია.არ უნდა გამოსული ჯერ გარეთ,თანაც ამდენი ხნით.ფეხზე წამოდგა და სახლში წავიდა.
დღეები ჩვეულებრივად გადიოდა.ნენეს ქალაქურ გიჟურ ცხოვრებას დაუბრუნდა.თითქოს სულ სხვა ნენე იყო.აქამდე თუ კლუბის ხსენებაც არ უნდოდა,ახლა თვითონ ეპატიჟებოდა მეგობრებს და სულ ძალით დაყავდა ხოლმე ყოველ საღამოს.კლუბში შესული რეალობას ეთიშებოდა და მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული კარგადაც სვამდა და გათიშული კლუბის ცენტრში მუსიკის ჰანგებს ყვებოდა.მიუხედავად მისი თავაშვებულობისა,კლუბში არცერთ მამაკაცს არ იკარებდა.არც ცეკვის დროს და არც სასმელად.ისეთი თვალების ბრიალით გახედავდა ხოლმე გვერდით მოტუზულ მამაკაცებს,მეორედ მოსვლას ვერ ბედავდნენ.თავადაც არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა.თითქოსდა კაცთა მოდგმა მისთვის უინტერესო გახდა.არ უნდოდა არავინ და მამაკაცის სიახლოვეს ოდნავ მაინც თუ იგრძნობდა გულის რევი შეგრძნება ეწყებოდა.სახლში მთლიანად გათიშული მიყავდა ხან სადრექსას ხან კიდევ აკოს.ბიჭებს მორიგეობა ჰქობდათ დაწესებული.მაგრამ ანოს მდგომარეობის გამო ძირითადათ მაინც თეკო და სანდრექსა იყვნენ ნენეს ძიძები.მეორე დღეს საშინელი თავის ტკივილით იღვიძებდა და რომ გეკითხათ ცხოვრებაში არ გაეკარებოდა არც სასმელს და არც კლუბს,თუმცა შებინდებისთანავე დადებული პირობაც ავიწყდებოდა და საშინელი თავის ტკივილიც.რამდენჯერ მოსვლია კამათი მისი ასეთი საქციელების გამო მეგობრებთან,მაგდამ პასუხი კითხვაზე რატომ იქცეოდა ასე,ყოველთვის მხრების აჩეჩვით შემოიფარგლებოდა.განა თვითონ იცოდა?არააა,წარმოდგენაც არ ჰქონდა რამ შეცვალა ასე და რამ აქცია ჩვეულებრივ კლუბურ გოგოდ.არც თვითონ არ მოსწონდა მისი ცხოვრების წესი,მაგრამ შიგნიდან რაღაც აიძულებდა ასე მოქცეულიყო.თითქოს გულზე ლოდად ედო რაღაც და მოსვენებას უკარგავდა.არ იცოდა რა იყო ეს რაღაც,რამაც შეცვალა და სწორედ ამიტომ თავდავიწყებაში პოულობდა გამოსავალს.რამდენჯერ სახლში მარტო დარჩენილს რაღაც უცნაური გრძნობა დაუფლებია და ტირილო მონდომებია.მერე მთელი დღე გულამოსკვნილი უტირია და ჩასიებული თვალები ნაბახუსევისთვის დაუბრალებია.განსაკუთრებით ცუდათ თავს რომანტიკული ფილმების ყურების დროს გრძნობდა.მუცელი საშინლად აეწვებოდა ხოლმე და ცრემლებს ღვარა-ღვარა ყრიდა.თავის თავს რომელიმე გმირის ადგილას დააყენებდა და ბოლომდე განიცდისა იმ იმედგაცრუებას რაც შეყვარებული წყვილის ცხოვრებაში დგება.უკვე სერიოზულად ფიქრობდა რომ წინა ცხოცრებაში ნამდვილად გულნატკენი ქალი იყო,რომელსაც შეყვარებულთან დაშორებამ დიდი დაღი დააჩინა.
*****
ბავშვები უკვე სერიოზულად შეშფოთებული იყვნენ ნენეს მდგომარეობით.არ იცოდნენ და ჯობდა,სცოდნოდა სიმართლე და იმის გამო დატანჯულიყო თუ რაღაც გარკვეველის გამო ასეთ დღეში ჩაეგდო თავი.ძალიან ეცოდებოდათ და ყველაფერს აკეთებდნენ რომ გვერდით დადგომოდნენ.მის ტირილისგან ჩასიებულ თვალებსაც ამჩნევდნენ,მაგრამ არაფერს იმჩნევდნენ.სწორედ ამიტომ არ უშლიდნენ ყოველ ღამით კლუბში ხეტიალს და ჯაშუშებივით დაყვებოდნენ უკან.იმდენად შეშფოთდნენ ნენეს მდგომარეობით მის მკურნალ ექიმსაც მიაკითხე.ექიმმა აუსნა სიტუაცია და უთხრათ რომ ნენეს მდგომარეობა სრულიად ლოგიკურია.გულნატკენი ქალია,რომელსაც მეხსიერების ნაწილი დაკარგული აქვს და წარმოდგენა არ აქვს რა ღრნის გულის სიღრმედი.ამიტომ ურჩიათ სადმე მშვიდ ადგილას წაეყვანათ ბუნებაში.შეიძლება ეს დახმარებოდა მდგომარეობიდან გამოსვლაში.მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს რაჭაში წასულიყვნენ.დასვენება ნამდვილად არცერთს არ აწყენდა.თანაც გაუსაძლისი სიცხეების გამო ქალაქში გაჩერებაც აუტანელი ხდებოდა.
-ბარგი ჩაალაგე რაჭაში მივდივართ-ერთ დილაას ხმაურით შეუვარდა სანდრექსა ოთახში და თავზე დაახტა
-სანდრექს დამაცადე რა ძილი-ძილისგან შეცვილი ხმით ამოიკნავლა ნენემ და ბალიშში ჩარგო თავი
-დროზე ადექი ეხლა მეორედ არ მათქმევინო-ისეთი მკაცრი ხმით თქვა სანდრომ ნენეს ცოტა გაუკვირდა და სწრაფად წამოყო თავი საწოლიდან
-როგორი მკაცრი და მამაკაცური ხარ სანდრექს-გამომწვევად უთხრა და გადაიკისკისა
-მწარე ისევ ფორმაშია-ტაში შემოკრა სანდრომ და საბანი გადახადა ნენეს
-შენ რომ ადამიანს შეუჩნდები ხომ არ მოასვენებ რა-ბუზღუნით უთხრა და ფეხზე წამოდგა.ზლაზვნით მოიწესრიგა თავი და ჩემოდანივ სანდროს დახმარებით ჩაალაგა.საერთოდ არ გაუპროტესტებია რაჭაში წასვლა.პირიქით ძალიანაც გაეხარდა.საოცრად უყვარს ბუნება და მთა.რაჭაში ერთხელა ნამყოფი და ძალიან კმაყოფილი დარჩა.იმედი აქვს ახლაც კარგ დროს გაატარებენ და იმ საშინელ შეგრძნებებს მოიშორებს,რაც ამდენი ხანი ტანჯავს.არასასიამოვმო ფიქრების მოსაცილებლად თავი გადააქნია და გააბადრული ღიმილით ჩაუჯდა სანდროს მანქანაში.
-აბა ჰე,რაჭისაკენ ჰერი-ჰერი-წაიღიღინა სანდრომ და მანქანა დაქოქა
-საუკეთესო არდადეგებისაკენ წინ-ხელები მაღლა აწია და გულიანად გადაიკისკისა.ანო და აკო თავისი მანქანით წავიდნენ.თეკომ ძალიან ცუდათ ვარ ძილი მონდაო და უკან გაიშოტა.ნენემ მხრების აჩეჩვით გადახედა სანდროს და მის გაკვირვებულ სახეზე გაეღიმა.ბოლომდე აუწია მუსიკება და სავარძელზე გადაწვა.წინ იმხელა სიამოვნება ელოდა თვალს ვერაფრით ვერ მოხუჭავდა.ძილში როგორ გაატარებს რაჭის გზას და იმ სილამაზეს ისე როგორ ჩაუვლის.ფართოდ გახელილი თვალებით იჯდა სიმღერის რიტმში დაკარგული და ბედნიერი ღიმილით აკვირდებოდა ბუმბერაზ მთებს და მასში ჩაკარგულ სოფლებს.იმდენად გაერთო გარემოს თვალიერებით საერთოდ ვერ შეამჩნია სანდრომ მანქანა რომ გააჩერა.გაკვირვებულმა მიმოიხედა და სანდროს ნათქვამ მოვედითზე ინტერესით მოათვალიერა გარემო.ხის პატარა ორსართულიანი სახლი იდგა უზარმაზარ ხეებში ჩაკარგული.წინ დიდი ეზო ჰქონდა სულ ხასხასა მინდორით და ჰამაკით.ირგვლივ კანტაკუნტად მოსახლეობასაც მოკრა თვალი და მდინარის ჩხრიალის გაგონებაზე ყურები ცქვიტა.ძალიან მოეწონა აქაურობა.ზუსტად ის ადგილი იყო სადაც დიდი სიამოვნებით დაისვენებდა .სწრაფად დასტაცა ბარგს ხელი და ბავშვებთან ერთად სახლში შევიდა.ანომ და აკომ პირველი სართული დაიკავეს.თეკომ და სანდრომ მეორე სართულზე უკან მხარის ოთახი.ნენეს კიდევ ყველაზე მეტად რომ მოეწონა ის ოთახი დარჩა თავისუფალი.მეორე სართულის წინა მხარეზე,დიდი აივნით.სწრაფად ამოალაგა ტანსაცმელი და დაბლა ჩავიდა..სახლს დალაგება საერთოდ არ სჭირდებოდა.აკოს მაგაზეც უზრუნვია და წინასწარ დარეკვით მოუგვარებია ყველაფერი.ძალიანაც კარგი,მაინც ნამგზავრები და დაღლილები არიან.ქვემოს ჩასულს ყველა იქ დახვდა.დღის განრიგს აწყობდნენ და საშინლად ყიყინებდნენ.
-რა ორი წლის ბავშვებივით ჭყავიხართ-სიცილით თქვა და ანოს გვერდით დაიკავა ადგილი
-შენ დიდი ხანია უკვე რაც გაიზარდე?-დაგესლა ანომ და წარბაწეულმა გახედა
-შენ კაცმა ძაან გაგაბლატავა-ყურში უჩურჩულა
-მერე იგემე და გაბლატავდი შენც-ჯიბრით უთხრა ანომ და გაიცინა
-ჩემი შენახული ქალობა რაჭის მთებში დავკარგო?-გაიჯგიმა და ანოს მოჭუტულ თვალებზე სიცილი ძლივს შეიკავა
-ისე ერთი კაი ლოყებწითელა ბიჭი იპოვე და ისიც აზიარე და შენც ეზიარე სიტკბოებას-ცოტახნის ფიქრის მერე უთხრა ანომ და ნენეს მომანჭულ სახეზე ბოლო ხმაზე გადაიკისკისა
-რა გაცინებთ ჩვემც გაგვაცინეთ-თავი წამოყო სანდრომ
-გოგოური ამბებია სანდრექს-გაიწელა ნენე
-მერე მე ნაკლები გოგო ვარ ქალოო???-ფეხზე წამოდგა და კურტუმო გააქიცინა
-ვაიმე სანნ ეგ აქ არ გააკეთო,თორე ვიღაცა ქალს მოწყურებული ღლაპი მართლა გეცემა და ჩვენ ვერ გიშველით- ბოლო ხმაზე იცინოდა ნენე
-შენ ჭკვიანად თორე აქვე ახლოს კაი თუნთულა უცოლო ბიჭი ყოფილა და დაგაჯახებ იმას-ჯიბრით უთხრა სანდრომ და ხელი მეზობელი სახლისკენ გაიშვირა
-მე ხო იცი ორიენტაცია შემეცვალა და ახლა ქალები მიზიდავს- თვალების ფახუნით თქვა და თეკოს გახედა
-რა იდიოტი ხარ-სიცილით უთხრა თეკომ და სანდროს მიეხუტა,ვითომ ვინმე ართმევდა მის თავს
–მორჩით ბავშვობას და გეგმა შევადგინოთ–სერიოზული სახით თქვა აკომ
-კარგი რა დღეს აგერ ჰამაკში დავისვენოთ ყველამ და ეგ ხვალისთვის გადავდოთ-დაიწუწუნა ნენემ
-ხო რა ეგრე ვქნათ,მაინც ნამგზავრები და დაღლილები ვართ-დაეთანხმა ანოც და აციმციმებული თვალებით შეხედა ქმარს
-მაშინ ხვალ დილიდანვე წავალთ და ნიკორწმინდას მოვილოცავთ-თითი აწევით გააფრთხილა ყველა აკომ
-არის სერ-თავზე ხელის მიდებით დაეთანხმა ნენე
-აბა ვინ დამასწრევს ჰამაკში ჩაწოლას-პატარა ბავშვივით თქვა და გარეთ გავარდა.სიცილით გაეკიდნენ უკან ყველა და ჰამაკში ჩაწოლილი ნენეს დანახვაზე მოღუშულები იქვე სავარძლებში გადანაწილდნენ.
-დავბერდი ბიძია,სადღა შემიძლია ამდენი-წელზე ხელი მიიდო სანდრომ მსახიობურად და თავი მოისაწყლა
-მე კიდე ანოს დავუჭირე "პადეშკა"-გაიჯგიმა აკო და ცოლს ხელი მოხვია
-ჩემი კეთილი-წაეაფირისტა ანო და ლოყაზე აკოცა
-შენ თეკო?- ინტერესით გადახედა ნენემ და ჰამაკი გააქანავა
-მე ამათნაიირი ცუციკი კი არ ვარ,ვერ გააგასწარი ვააღიარებ-ვაჟკაცურად თქვა და გაიცინა
-ეე,ვინა ცუციკი,ჩვენ უბრალოდ თქვენ დაგითმეთ-აყვირდნენ სანდრო და აკო და გოგოების სიცილზე თვითონაც სიცილი აუტყდათ.
-ააბა წვენი ვის უნდა?-ფეხზე წამოდგა ნენე
-ყველას-მოკლედ უთხრა თეკომ
-იცოდეთ ჰამაკში არ ჩაჯდეთ-ხელის დაქნევით გააფრთხილა და სახლისკენ წავიდა.წვენს ამზადებდა და თან დღევანდელ დღეზე ფიქრობდა.როგორი ლაღი და უდარდელია მეგობრებთან.საერთოდ არაფარრზე არ ფიქრობს და არაფერი არ ადარდებს.არც უცნაურ ბწკენებს გრძნობს გულში და არც საშინელ დეპრესიას.აშკარად კარგად მოქმედებს რაჭა და აქაური ჰაერი ნენეზე.გახარებულმა აიღო ჭიქები და ბავშვებისკენ გაემართა.
-მაინცდამაინც ტ...ი უნდა დამეტოვებინა?-წარბაწეულმაუთხრა სანდროს და ჭიქა მიაწოდა
-მაგ ენას მოგაჭრი-დაემუქრა სანდრო და სწრაფად წამოდგა ფეხზე
-ეგრე ბიჭოოოოო-გაეჭიმა წერეთელი და სანდროს გაბრაზებული სახის დანახვისას ხელები ჰაერში აწია ზავის ნიშნად.გვიანობამდე იყვნენ გარეთ და ათასნაირ ისტორიას ყვებოდნენ.ბათუმის ამბებს იხსენებდნენ და ბოლო ხმაზე კისკიებდნენ.მოულოდნელადა აკოს რაღაც ისტორიის მოყოლის დროს დემეტრეს სახელი რომ წამოცდა.სწრაფად იტაცა პირზე ხელი და ნათქვამი გადასწორება სცადა,თუმცა ნენემ მაინც მოასწრო კითხვა ვინ იყო დემეტრე.მისი სახელის გაგონებისას გულში ისეც გაჯაწრა რაღაცამ და ისევ ის საშინელი იმედგაცრუების გრძნობა დაეუფლა.გაუკვირდაა რატომ დაუკავშირა ეს მრავალჯერ განცდილი გრძნობა ამ სახელს და მთელი დღის ნამხიარულებს ახლა რატომ შემოუტია არასასიამოვნო ფიქრებმა.აკომ მაშინვე იმართლა თავი და ერთდღიანი ნაცნობის ისტორია მოიგონა.ნენეს ეჭვიც არ შეპარვია აკოს მონაყოლში და განცდილი შეგრძნება დაღლილობაას დაუკავშირა.ცოტა ხანი კიდევ იმხიარულა და მერე დასაძინებლად მოიმიზეზა წასვლა.
-კინაღამ ყველაფერი გაიგო-თვალების ბრიალით უთხრა ქმარს ანომ
-არ ვიცი რა დამემართა-თავის მართლება დაიწყო აკომ
-მეც ბევრჯერ მქონია ეგ მომენტი და რამდენჯერ ენაზე მომდგარი სიტყვა უკან დავაბრუნე-სანდრექსამააც აღიარა და აკოს ბეჭებზე დაკრა ხელი გასამხნევებლად
-როდემდე დავმალავთ?რომელიმეს აუცილებლად წამოგვცდება კიდევ-სევდიანად ჩაილაპარაკა თეკომ
-სანამდეც შეგვიძლია უნდა დავმალოთ,ხომ შეხედეთ როგორი სხვა იყო დღეს-გამაფრთხილებლად თქვა ანომ და სახლისკენ მიმავალ ნენეს გააყოლა თვალი.



№1 სტუმარი ნოუნეიმ

ოხ დემეტრეე რაა გააფუჭა ყველაფერიო

 


№2 სტუმარი lizazu

დავიჯერო აკომ არ უთხრა დემეტრეს ნენეს მდგომარეობის შესახებ არაფერი? ძალიან მაინტერესებს. დემეტრეს ვერაფერი გაამართლებს, ასე ჩუმათ გაპარვა რა იყო ვერ გავიგე. rage

 


№3  offline წევრი casas

lizazu
დავიჯერო აკომ არ უთხრა დემეტრეს ნენეს მდგომარეობის შესახებ არაფერი? ძალიან მაინტერესებს. დემეტრეს ვერაფერი გაამართლებს, ასე ჩუმათ გაპარვა რა იყო ვერ გავიგე. rage

დემეტრეს არ აქვს ურთიერთობა არაავისთან,ადგა და წავიდაა..მიზეზით თუ უმიზეზოდ ამას მერე გავიგებთ relieved
ასე რომ არ იციის საერთოდ არაფერი რა ხდებააა,ან ნენე როგორაა მისი წასვლის შემდეგ flushed

ნოუნეიმ
ოხ დემეტრეე რაა გააფუჭა ყველაფერიო

გამოასწორებს ალბათ,თუ შეძლებსს hushed

 


№4 სტუმარი lizazu

casas
lizazu
დავიჯერო აკომ არ უთხრა დემეტრეს ნენეს მდგომარეობის შესახებ არაფერი? ძალიან მაინტერესებს. დემეტრეს ვერაფერი გაამართლებს, ასე ჩუმათ გაპარვა რა იყო ვერ გავიგე. rage

დემეტრეს არ აქვს ურთიერთობა არაავისთან,ადგა და წავიდაა..მიზეზით თუ უმიზეზოდ ამას მერე გავიგებთ relieved
ასე რომ არ იციის საერთოდ არაფერი რა ხდებააა,ან ნენე როგორაა მისი წასვლის შემდეგ flushed
ჩემი აზრით მას არაფერი ამართლებს, შარშანდელი თოვლივით გაქრა. მითუმეტეს იმ ღამის შემდეგ, ნუთუ საერთოდ ვერ გაიცნო ნენე და ვერ დაინახა როგორი მგრძნობიარე გოგოა. ასეთი გაქრობა და გაურკვევლობაში ადამიანის დატოვება ყველაზე დიდი ბოროტებაა. წერილი მაინც დაეტოვებინა, ან აკოსთვის დაებარებინა რამე. დემეტრეს ვერაფრით ვერ გავამართლებ როგორც არ უნდა გაიმართლოს თავი.
ნოუნეიმ
ოხ დემეტრეე რაა გააფუჭა ყველაფერიო

გამოასწორებს ალბათ,თუ შეძლებსს hushed

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

როგორ მესმის ამ გოგოსი...ოხხ, დემეტრე სადაც გნახავ დაგნაყავ. ეს რაღაც პრობლემა და ჩუმად გაპარვა მაგარი იციან რაა.

 


№6  offline წევრი casas

lizazu
casas
lizazu
დავიჯერო აკომ არ უთხრა დემეტრეს ნენეს მდგომარეობის შესახებ არაფერი? ძალიან მაინტერესებს. დემეტრეს ვერაფერი გაამართლებს, ასე ჩუმათ გაპარვა რა იყო ვერ გავიგე. rage

დემეტრეს არ აქვს ურთიერთობა არაავისთან,ადგა და წავიდაა..მიზეზით თუ უმიზეზოდ ამას მერე გავიგებთ relieved
ასე რომ არ იციის საერთოდ არაფერი რა ხდებააა,ან ნენე როგორაა მისი წასვლის შემდეგ flushed
ჩემი აზრით მას არაფერი ამართლებს, შარშანდელი თოვლივით გაქრა. მითუმეტეს იმ ღამის შემდეგ, ნუთუ საერთოდ ვერ გაიცნო ნენე და ვერ დაინახა როგორი მგრძნობიარე გოგოა. ასეთი გაქრობა და გაურკვევლობაში ადამიანის დატოვება ყველაზე დიდი ბოროტებაა. წერილი მაინც დაეტოვებინა, ან აკოსთვის დაებარებინა რამე. დემეტრეს ვერაფრით ვერ გავამართლებ როგორც არ უნდა გაიმართლოს თავი.
ნოუნეიმ
ოხ დემეტრეე რაა გააფუჭა ყველაფერიო

გამოასწორებს ალბათ,თუ შეძლებსს hushed

მართალი ხარ არაფერი არ ამართლებს,წერილს რაც შეეხება მაგას აწი ვნახავთ რა დატოვა ნენესთვის.ზოგადად დემეტრე ეგეთი ტიპია,ადგება და აკეთებს რასაც იმ მომენტში ჩათვლის საჭიროდ.წინა თავებში ვეცადე ეგ გამომეკვეთა და ალბათ ვერ გამომივიდა მთლად კარგად.მისი ყველა მოქმედება სპონტანურია.შედეგებზე არ ფიქრობს და ეს დიდ დაბრკოლებას შეუქმნის..ნენეც ამბობს პატარა ბიჭივით იქცევაოო,თავიდანვე ასე იქცევა ნენესთან მიმართებასი,ამიტომ მისი ეს საქციელიც არ უნდა იყოს გასაოცარიი disappointed

grafo
როგორ მესმის ამ გოგოსი...ოხხ, დემეტრე სადაც გნახავ დაგნაყავ. ეს რაღაც პრობლემა და ჩუმად გაპარვა მაგარი იციან რაა.

მერე პატიების მოსაპოვებლად კანიდან ძვრებიან relieved

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

პატიების მოსაპოვებლად კანიდან რატომ ძვრებიან ეგ თემა საერთოდ გაუგებარია ჩემთვის. მიდიან იმიტომ, რომ უჭირთ რაღაც, თან ძალიან და მობრუნებულზე თუ გააგებინა და შეასმინა მეორე ნახევარს რაღაც ეგაა,თუ არადა ზედმეტობები რა საჭიროა მანდაც არ მესმის. მე მეგობრებისგან ასეთი დამოკიდებულება მივირს დემეტრესადმი. შენ ძალიან კარგად გაგვაცანი დემეტრე და ისინი რატომ ვერ ხვდებიან რომ რაღაც შეიძლება ხდებოდეს გაუგებარია. ამ

 


№8  offline წევრი casas

მეც მიკვირს ხოლმე ზედმეტი ხვეწნა-ვედრება რომ სჭირდებათ.წავიდა ესეიგი იყო საჭირო იმ დროს ეგრე.გაუგებ გაუგებ,თუ არადაა ააღარაა მერე ცრემლების ღვრა საჭირო.დემეტრე კონტაქტზეც არ გამოდის არავისთან.საერთოდ გაქრა.არც წასვლის მიზეზები აუხსნია არავისთვის და არც მის გეგმებზე უსაუბრია ვინმესთან.
იმათთვის დემეტრე მხოლოდ ის ადამიანი ვინც ნენეს გული ატკინა და ასეთ სიტუაციაში დატოვა.მეტზე ვერ ფიქრობენ.აკო ამბობს არაა დემეტრე ეგეთი უმიზეზოდ გაეკეთებინა რამეო,მაგრამ ვინ უსმენს.გამწარებულ დაქალებს სიმართლეც ტყუილად ეჩვენებათ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent