შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინდიანი წარსული I


29-10-2016, 15:53
ავტორი neneniko
ნანახია 1 738

ვსხედვართ კაფეში მრგვალ მაგიდასთან, ვფიქრობთ საბაკალავრო ნაშრომებზე. ყველას გვაქვს იდეა თუმცა კონკურენტებათ მივიჩნევთ ერთმანეთს და აშკარად არ ვამხელთ.სისხლის სამართლის განხრით წასულ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სიურპრიზი დაგვხვდა ორშაბათს უნივერსიტეტში. საბაკალავრო ნაშრომი უნდა მოვამზადოთ საქართველოში რაიმე გახმაურებულ დანაშაულზე, რომელიც ეხება ადამიანის სიცოცხლეს და თან ორიგინალურზე. დღეს 29/10/2016-ია, ზუსტად 3 დღეში უკვე უნივერსიტეტში მრგვალ მაგიდასთან მოგვიწევს გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი იდეები. ვიცი რაც უნდა გავაკეთო, ვიცი ვინც უნდა მოვძებნო, ტვინმა იცის მაგრამ გული, კუჭი ან თირკმელი, არ ვიცი, უკან იხევს. მე ხომ მას უნდა... ცოლ-შვილის მკვლელს უნდა გავესაუბრო ჩადენილ დანაშაულზე. ეს არის დავალების მთავარი მიზანი, ჩვენ უნდა შევძლოთ მსჯავრდებულს/გამართლებულს/ბრალდებულს თავად მოვაყოლოთ მომხდარი ფაქტის გარემოებები. ხილის ჩაი ერთი ამოსუნთქვით დავლიე და ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად დავდე, ეს იყო მოსამართლის ჩაქუჩის ხმა ვერდიქტის დროს. გადავწყვიტე, მე ამას შევძლებდი. სისხლის სამართლის განხრა ავირჩიეთ 6 სტუდენტმა. საკუთარ თავში ყველამ მიიღო გადაწყვეტილება. თავები ავწიეთ, მივხვდით, რომ ჩვენ კონკურენტები კი არა მომავალი კოლეგები ვართ. პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ და და... ექვსივემ ერთად დავიწყეთ მოყოლა ვის რა იდეა გვქონდა.
1/11/2016 22:03 საათი. უნივერსიტეტში მარტო ჩვენ, რამდენიმე პროფესორი თავის კაბინეტში და დაცვის თანამშრომლები არიან. ლექტორი სიამაყით გვიყურებს და ხვდება, რომ 4 წელი ტყუილად არ უშრომია. ყველამ კარგი საქმე აირჩია, მარტივი არავის საქმე იყო. თუმცა მე მაინც ყველამ მკითხა დარწმუნებული ვიყავი თუ არა, რომ ეს მინდოდა. შევძლებდი კი არა!!! მინდოდა თუ არა. საქმეთა სია: გიორგი - მსჯავრდებულმა განზრახ მოკლა აგარაკზე მისი 4 მეზობელი, მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. სალო - მსჯავრდებულმა დედამ უმალვე მშობიარობის შემდეგ მოკლა საკუთარი შვილი მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მაშოსაც კარგი თემა ჰქონდა არჩეული თუმცა ორსულობის გართულების გამო ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამ დავალების შესრულებას და მას ლექტორმა უფლება მისცა გამოცდა დაეწერა. საბა - მსჯავრდებულს აუცილებელი მოგერიების დროს ფარგლებს გადაცილებით შემოაკვდა მძარცველი - მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნიკა - მსჯავრდებულმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა საკუთარი მამა - მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესახლებიდან 2 თვეში თავი ჩამოიხრჩო. ნიკა უნდა გასაუბრებოდა დედას, რომელმაც ყველა დეტალი იცოდა ამ საქმის, განსხვავებული მოცემულობის, თუმცა ლექტორმა მას მოუწონა არჩევანი და მისცა უფლება მსჯავრდებულის ნაცვლად დედას გასაუბრებოდა. მე ნენე - აწ უკვე გამართლებულ პირს ბრალი ედებოდა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის (ცოლის) მკვლელობაში - მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა თუმცა სააპელაციო სასამართლომ 2 წლის შემდეგ იგი გაამართლა. ეს საქმე ბინდით იყო მოცული. როგორც ხედავთ ყველასგან განსხვავებით მე თავისუფლებაში მყოფ შესაძლო დამნაშავეს უნდა გავსაუბრებოდი, რომელიც ხევსურეთში გადასახლდა, უნდა ჩავსულიყავი გაუფრთხილებლად, ამიტომ ღელავდა ყველა. თუმცა ჩემი გადაწყვეტილება საბოლოო იყო.
-აქ ვარ უკვე ნენ მალე მოხვალ?
-კი საყვარელო აქ ვარ უკვე - და გავუღიმე ჩემებურად. ჩემი საქმრო, პატრულის თანამშრომელი ზაზა.
- აზრი არ აქვს გთხოვო გადაიფიქრეთქო ხო?
-ხომ იცი, რომ არა. სხვათაშორის მერაბიც, ლექტორი ცდილობდა გადაეფიქრებინა, მაგრამ არ ვიცი რატომ. მემეგონა ყველაზე მეტად მას გაუხარდებოდა ჩემი ქეისი ცოტა განსხვავებული, რომ იქნებოდა.
-მე არ მეშინია, ვიცი ყველაფერს შეძლებ, ძალიან მაგარი გოგო მყავხარ. დამპირდი ჩამოხვალ თუ არა დავთქვავთ ქორწილის დღეს.
-გპირდები, სხვათაშორის კაბა უკვე შეკვეთილი მაქვს.
-შენს თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები არის ჩემი ცხოვრების საზრდო, ყველაზე მეტად მიყვარხარ.
5/11/2016 07:00
უკვე მანქანაში ვიჯექი, ზაზას ნაცნობ მძღოლს ხევსურეთისკენ მივყავდი, ფანჯრიდან ზაზას ჰაეროვან კოცნას ვუგზავნიდი. გული რაღაც განსხვავებულს, არაამქვეყნიურს გრძნობდა.
###
ხევსურეთი 5/11/2016 07:20
-რატო მაღვიძემ მერაბ - უკმაყოფილოდ იღიმებოდა თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ხედავდა მის ღიმილს - ასე მოგენატრე? დატოვე ეგ შენი ლექციები და ჩამოდი. თოვლი, ბუხარი საჭმელი და სასმელი კეთილ გულთან ერთად.
-შენი კეთილი გული რად მინდა როცა მართა ბებოს ღვეზელები მახსენდება.
- ისიც ღიმილით პასუხობს.
-კი, გეთანხმები დედამიწაზე საუკეთესო დამხმარე მართა მყავს მე. მოიცა მოიცა რატო გამაღვიძე მითხარი ძმურად რა.
-მე ვერ ჩამოვდივართქო და ერთი ჩემი სტუდენტი გამოგიგზავნე თან არ მოიწყინოს ჩემმა ძმაკაცმათქო და შენი წარსულის გამოძიებისას გაგამხიარულებს.
-რა? - როგორი ბოხი, შემზარავი ტონით წარმოთქვა ეს ორი ასო, ალბათ ხევსურეთის არწივთა ფრენის ფონად გამოდგებოდა.
-საშიში არაფერია, არაფერი იცის. მეც არაფერი მითქვამს ასე, რომ არ მახსენო და ჩემი კარიერა არ შეიწირო. შენებურად მოექეცი და წამოვა ცოტახანში. ოღონდ ძველებური ამბები არ გინდა, კარგი გოგოა, ეგეთი უბედურებისთვის მეცოდება.



№1 სტუმარი Guest Eka

Vauuu..karrgia,gaagrdzelee ♥♥

 


№2  offline წევრი neneniko

Guest Eka
Vauuu..karrgia,gaagrdzelee ♥♥

აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent