შემთხვევითი სიყვარული-ნაწილი 19
ვფიქრობ. რამოხდება თუ მე და თორნიკე დავქორწინდებით. სრული კოშმარი. ყალბი გრძნობები. რატომ უნდა გავყვე თორნიკეს ცოლად თუ იოანე მიყვარს. სრული გაუგებრობით, ქაოსით მოცულია ჩემი გონება. იოანე მიყვარს და მის ძმას მივყვები ცოლად. რატომ? იმიტომ რომ საყვარელი ადამიანის მოკვლით მემუქრება. ეს იოანეს რომ ვუთხრა ყველანაირ გრძნობას დაკარგავს. რავქნა, თავში აურზაურია. შიგნიდან ვიწვი. ეს ამბავი მარტო მე და თორნიკემ ვიცით. სხვამ რომ გაიგოს არაა საჭირო. ან იოანეს რომ ვუთხრა თორნიკე ცუდ ამბავს დამმართებს. ნეტა დედა მყავდეს. ყველაფერს მოვუყვეობოდი, გულს გადავუშლიდი, ისიც თავისებურად დამამშვიდებდა. მუხელბზე დამადებინებდა თავს, ხოლო თვითონ თმაზე მომეფერებოდა, დამარიგებდა, მომისმენდა, გამიღმებდა, ჩამეხუტებოდა, იტირებდა. მაგრამ ახლა ვერაფერს ვერ იზამდა.ხვალ თორნიკეს ცოლი ვხვდები. რატომ ღმერთო რატომ. რატომ მომისაჯე ასეთი ტანჯვა. რატომ უნდა ასეთი დარტყმა მიაყენოს იოანეს, იოანე ხომ მისი ძმაა. იო მეცოდება, ჩემი თავი მეცოდება. იქნებ გავიქცეთ? არა, ასე ვერ მოგვასვენებს თორნიკე. გადაჩხრეკს მთელ მსოფლიოს. ასე არ გამოვა. მამიდა? მამიდას როგორ ვუთხრა? ის ხომ ამას არ დაუშვებს. ჩიხში ვარ. მინდა. მაგრამ არ გამომდის. ამას იოანეს და მამიდას ვერ გავუკეთებ. მამიკო, მას რავუთხრა. ღმერთო თუნდაც ერთიწუთი დედიკოსთან მამყოფე. ან თუნდაც ქვეყნის დასალიერში გადამაგდე. მინდა ყველაფრისგან შორს ვიყო. იოანეთან ერთად. იოანე მირეკავს. შეხვედრას მთხოვს. მინდა რომ ბოლო დღე ერთად გავატაროთ. შევხვდე უნდა. იოანეს ვხედავ პარკში. ზის და თავი აქვს ჩახრილი. -გამარჯობა იოანე მკრთალ ზღვისფერ თვალებს მაპყრობს. ძალით მიღმის და მანიშნებს რომ დავჯდე -თორნიკე შეგიყვარდა? თავს ვქინდრავ, ვეღარ ვუყურებ ასეთ იოანეს. სრულიად განადგურებულს. -სადაა?-ვეკითხები თავაუღებლად. -არ გამოჩენილა, კითხვაზე არ გიპასუხია ცოტახანს გავჩერდი. მერჩივნა მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი. -კი.-ვეცადე სიმართლე დამემალა. -არმჯერა. არაფერი მითქვამს. -ასე ადვილად მტოვებ?-აგრძელებს საუბარს -სხვა გამოსავალი არმაქვს. -არ გიყვარს, ის შენ არგიყვარს, რატომ მიყვები ცოლად? ასე ადვილად რატომ მთმობ? ვერ გავუძლებ უშენოდ ხომ იცი -ის... -რა ის? -ის შენი მოკვლით მემუქრება 5 წუთი გაჩუმდა, თავი უკან გადახარა და გაეღიმა -თორნიკა-გაეღიმა და თავი გააქნია. -მითხარი რომ არაფერს დაგიშავებს. -არვიცი ლიზა არვიცი, უკვე გიჟს გავს და დაწრმუნებული არ ვარ თუ აქვს შემორჩენილი ადამიანური გრძნობები. მაგრამ არც მაინტერესებს. ვერ მომკლავს. -არიყო დარწმუნებული. მას ძალიან ბევრი მეგობარი ყავს. მარტო ვერაფერს შესძლებს. სანამ დაკარგული იყო ძალიან ბევრს დაუმეგობრდებოდა ნასამართლევს, მკვლელს, ცუდ ადამიანს. მათაც ასწავლეს რომ გრძნობები გაეთიშა ყველაფრის მიმართ. -მართალი ხარ. მე კი ისევ მაქვს გრძნობები. შევეცდები დაველაპარაკო.როდის .. -ხვალ-გავაწყვეტინე სიტყვა. თავი ხელებში მოიქცია. ლოყებზე მაგრად მოისვა ხელი და პირდაპირ მდგარ ხეს მიაშტერდა.. -რატომ უნდა მეშინოდეს. არა უნდა დაველაპარაკო, ასე ადვილად ვერ დაგთმობ. უცებ ცრემლები წამსკდა. იოანემ მიმხუტა. -არ მივცემ იმის უფლებას რომ შენი თავი წამართვას.დაე მომკლას შენი უბედურების სანაცვლოდ. -არა, ამას არ დავუშვებ-ამოვილუღლუღე.-ვერ გავძლებ უშენოდ. -რაღაც გამოსავალი იქნება. -შევეცდები რომ დავუკავშირდე, ან შევხვდები და დეტალებს გავარკვევ-ვუთხარი იოს -კარგი-მაკოცა შუბლზე. -შემხვდები?-მივწერე სახლში მისულმა თორნიკეს -რაგინდა?-მომწერა რამდენიმე წუთის შემდეგ -კი თუ არა -კარგი. რაღაც ნანგრევებთან შევხდი.სახეზე ღიმილი დასთმაშებდა. ერთი უგულო იდიოტი იყო. -რაგინდა?-მომახალა -შენ რაგინდა? რატომ გამოჩნდი საერთოდ? -ამის სალაპარაკოდ მოხვედი?-თმები გადაიწია -ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და უფლება მაქვს ყველა ვიცოდე. -გისმენ -კითხვა დასმულია. -რატომ გამოვჩნდი. დეტალურად გინდა გიამბო? -გისმენ მთელი დღე წინ მაქვს. -თავიდან. სანამ მამა მოკვდებოდა. მამიკო-შეეპარა სევდა-მამიკო ყველაზე მეტად მიყვარდა. არ არსებობდა ადამინი მასზე მეტად რომ მყვარებოდა. ჩემი ძმაც ძალიან მიყვარდა, დედაც. ერთად უბედნიერესები ვიყავით ფულის გარეშეც. რათქმაუნდა მამას ორივე ძალიან ვუყვარდით, მაგრამ იოანეზე სხვა დამოკიდებულება ქონდა. თითქოს გვანსხვავებდა. ასე იმიტომ იქცეოდა რომ ჩემზე გული აგდებული ქონდა. მაშინაც თავხედი ბიჭი ვიყავი. გარეთ გავდიოდი დაუკითხავად, გარეთაც დამიძინია მეგობრებთან ერთად, ჩემი მეგობრები ბომჟებივით ყოველდღე გარეთ ეყარნენ. მეც ძალიან მომწონდა ისინი. სექტის წევრიც ვყოფილვარ. სხვადასხვა მიზეზებით დავდიოდი იქ. მამას კი აუცრუვდა იმედი ჩემზე და იოანეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა. მე ის მაინც ყველაზე მეტად მიყვარდა. მეგობრებსაც ვერ მივატოვებდი. ჩიხში ვიყავი. იოანე კარგი ბავშვი იყო რას ვერჩოდი მაგრამ საიდან გაიგო მამამ რომ ამ სექტის წევრი ვიყავი, თუნდაც ასეთი მეგობრები რომ მყავდა. იოანემ უთხრა -კი მაგრამ იოანეს უნდოდა შენ კარგად ყოფილიყავი და ასეთი მეგობრები არ გყოლოდა-ვუთხარი და გვერდით დანგრეულ შენობას შევხედე -მე უკეთ ვიცოდი რა იყო ჩემთვის კარგი. ამის მერე იოანეს თითქმის აღარც ვაქცევდი ყურადღებას. მაგრამ მაინც მიყვარდა. საშინლად მტკივა ის ფაქტი რომ მამამ ერთხელ დამარტყა. ეს რომ გაიგო გაგიჟდა. მე მაინც ჩემი გავიტანე. მაშინ ერთი დებილი ბავშვი ვიყავი, ყველაფერს შევცლიდი რომ დავბრუნებულიყავი ახლა. არვიცოდი ასე ძალიან რატომ მიყვარდა მამა. ყველაზე მეტად. მერე გარდაიცვალა, ჩემი გულიც თან წაიღო. ძალიან ძნელად გადავიტანე, არა, ახლა ვერ გადამიტანია. ნეტა ერთი დღე დამენახა თუნდაც შორიდან რას არ დავთმობდი. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ უემოციო გავხვდი. ძალით ვიღიმოდი და ძალით ვცოცხლობდი. მერე ჩემს ცხოვრებაში მარი გამოჩნდა. თავდაუწყებით შემიყვარდა. ის კი ზედაც არ მიყურებდა.მისი თვალები სიბნელით მოცული, მისი თმა სულ საზამთროს სუნი რომ ქონდა. გრძელი ნატიფ თითებს თმაზე გადაისვამდა. მაგიჟებდა ერთი სიტყვით. ჩემზე დიდი იყო 2 წლით.ბოლოს პარკში დავინახე იოანესთან ერთად. ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული წუთი იყო. აქაც იოანე. თანდათან მინელდებოდა იოანეზე სიყვარული -კიმაგრამ იოანემ ხომ არიცოდა რომ მარიამი შენ გიყვარდა? -მაგას უკვე აზრი აღარ აქვს. მერე დედა გათხოვდა. არმეგონა მამის გარდა ვინმეს შეიყვარებდა. გია. ცუდი ურთიერთობა მქონდა. იოანესთან კი ძაკაცობდა. ბიზნესიც მას ჩააბარა. მოკლედ საზღვრები არ ქონდა ჩემს გაბრაზებას. გავიქეცი, ვეღარ გავუძლე ამდენ ტკივილს. ორი დღე მარტო ვიყავი. გადავწყივიტე სექტის წეევრი გავმხდარიყავი. არმომწონდა დიდად მათი წესები მაგრამ მეტი გზა არ მქონდა. ნელნელა შევეჩვიე მათ. ერთი ბიჭი იყო. 1 კვირაში ერთხელ მოდიოდა, მაგრამ მალევე დატოვა სექტა. გიო ერქვა. -გიო?-დავიბენი-იოანეს ძმაკაციო არმითხრა -ზუსტად. დავუძმაკაცდი. სექტის წასვლის შემდეგაც არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. ყველაფერი ვიცოდი თქვენზე. იოანეზე შენზე. ამ ზაფხულში თქვენი თითოეული ფეხის ნაბიჯი ვიცოდი. ყველაფერს გიო მეუბნებოდა. მეუბნებოდა კიარა ვაძალებდი და ისე მეუბნებოდა. კარგი ბიჭია. -გიორგი-არ ვუჯერებდი სიტყვებს-ის გიორგი იოანეს ძმაკაცობას რომ ეფიცება?-თვალები დავხუჭე -ხო. არ უნდო ყველას. ისე ცხვირი როგორ გაქვს? იოანეზე ვფიქრობდი როდესაც ვიღაცამ მომწერა -ცხვირი როგორ გაქ? -კარგად, მოგიკითხა. -ნუ მაიმუნობ, დაისვენე ამოტივტივდა მოგონებები. ნეტა ამ დროში დავრჩენილიყავი. როგორ მენატრებოდა ეს დრო. -კარგად არაუშავს. გააგრძელე-დავვასერიოზულე საუბარი -რაღა გავაგრძელო. მინდა იოანეს ვაგრძნობინო ის ტკივილი რომელიც მე გამოვიარე. მე იცი აღარ მაქვს არანაირი გრძნობა, აღარავინ მიყვარს. ჩემთვის ყველანი ერთია. აღარავინ მაინტერესებს. თითქოს გულიც აღარ მაქვს -თითქოს?-გავუღიმე და წავენაგლე -მართალი ხარ. ესეც ჩემი ისტორია. ცრემლებს არვიყოთ. -ვერ შევძლებ ცოლად გამოგყვე, ინგას რავუთხრა? -ინგა? -დეიდაჩემი. -აა ვეღარ ეტყვი რადგან მკვდარი დაგხვდება -რა? შენ რა მეუბნები რომ დეიდაჩემსაც მოკლავ თუარ გამოგყვები ცოლად? -ხო, მე ხომ უგულო ნა*ირალა ვარ. დეიდაშენი, მამაშენი-ტელეფონი ამოიღო-ნახე საზღვარგარეთ როგორ ლამაზად გამოიყურება?იქაც მყავს მეგობარი სახვათაშორის. ნასამართლევია 3ჯერ. თურამე არ გამიჭირდება იქაც ვინმეს მოკვლა. ერთი ჩემი ზარი უნდა ჩემ მეგობარს და შენი მამა წკაპ. აქ კი შენს იოანეს და ინგასაც ლამაზად მივხედავ -ამას რატომ მიკეთებ?-ავტირდი- ვერ გიტან დამპალო, ნეტა არ გამოჩენილიყავი ისეთი ბედნიერი ვიყავი. -ამას რატომ გიკეთებ? მომწყინდა ერთი და იგივე ცხოვრება მინდა შევცვალო რამე. სიკვდილიც მიცდია იცი? ზღვაში დახრჩობა ვცადე მაგრამ სამწუხაროდ გადამარჩინეს. -შენ ვერ მოკლავ მათ -ეჭვი გეპარება ესეიგი.იცი, რამდენიმე თვე ციხეში ვიჯექი ქურდობისთვის. არაფერი ისეთი სახლი გავძარცვეთ. ფული გვინდოდა თორემ საჭმელი აღარ გვექნებოდა. მერე რამდენიმე ადამიანიც დავაყაჩაღეთ. იცი არ გამიჭირდება ადამიანის მოკვლა, განსაკუთრებით იოანეს. მის ქმედებებს არცერთს არ ვაპატიებ. მოკლედ ჩემი ცოლი გახდები გასაგებია? ხვალ ხელს მოვაწერთ. -მე..-ავსლუკუნდი-არა არა ვერ ვიჯერებ ამას-ტირილი განვაგრძე -ხვალ დაიჯერებ -შენთან არ დავწვები-დავუღრილე -არც მე მეხატება შენთან დაწოლა. ჩემს სახლათ ახლოს ვიყიდით ბინას და იქ ვიცხოვრებთ. მანამდე კი 2 კვირა ჩვენს საყვარელ ოჯახში ვიცხოვრებთ. -ამას იოანეს ვერ გავუკეთებ-თავი ხელებჩი ჩავრგი -გული დამეწვა -გული არგაქვს შენ თავხედო, ვერგიტან მთელი არსებით მძულხარ -პოლიციაზე დარეკვა არც გაბედო შენც მათ მიგაყოლებ. -მომკლავ? -გამოიცანი. -ბოროტი ხარ, ვიმედოვნებ ჯოჯოხეთში მოხვდები. -ჯოჯოხეთში ვარ უკვე.რასვიზამთ.სახლში წადი, ინგას როგორც გინდა უთხარი. მალაევე მოვშორდი თორნიკეს და სახლში მივედი -დეი მოდი რაღაც უნდა გითხრა-ვუთხარი სევდანარევი ხმით. -რახდება დეიდა? -დედა თორნიკეს ცოლად უნდა გავყვე -რაა?-დაიბნა დეიდა -ხო დეიდა. ყველაფერი ძალიან რთულადაა. -დეიდა ხვდები რასამბობ? -კი დეიდა. ჩემს გადაწყვეტილებაში 100% დარწმუნებული ვარ. -შენ იოანე არ გიყვარდა? -კი დეიდა მაგრამ, გთხოვ გთხოვ. მომეცი იმის ნება რაც მინდა ის გავაკეთო, მე ხომ სრულწლოვანი ვარ -დეიდა არმესმის რას ამბობ და ვერც ვერასდროს გავიგებ -ვიცი დეიდა ვიციი -და სწავლა დეიდა? სწავლას რას შრვები? -გავაგრძელებ დეიდა რათქმაუნდა გავაგრძელებ. -დეიდა ჩემი შვილი რომ იყო ვერ დაგთაანხმდებოდი. შვილივით მართალია ხარ მაგრამ.. შენ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ დეიდა, მაგრამ რატომ მიყვები ცოლად? -ასე დეიდა საჭირო. უკვე ვისწავლე ბევრი რამე. არაფერი არ გამიჭირდება. -მამა? მამას რას ეტყვი? -არვიცი დეიდა, შეგიძლია შენ უთხრა -ჰმმ, კარგი კარგი ვეტყვი. არვიცი რატომ დაგარტყა ასეთმა აზრმა თავში მაგრამ უკვე დიდი ხარ. -ხვალ დეიდა, ხვალ ვაწერთ ხელს. და გპირდები უახლოეს მომავალში დავშორდები-ტყუილი ვუთხარი დეიდას -რავიცი დეიდა როგორ გინდა. -თავი გააქნია და სამზარეულოში გავიდა ძალიანჯ ეწყინა, ვიცი ვიცი. ძალიანაც გამიკვირდა არ დაუშლია. -დეიდა ის ხომ მდიდარის შვილია. თან გამოგვადგება ფულს გამოგიგზავნი ყოველ დღე. შეიძლება ასე მაინც ვიცხოვროთ ადამიანურად.-ვეცადე პლიუსის პოვნა ამ ქორწილში. -შეიძლება ცხვირი აიბზუა და კარადა გამოაღო ოთახში შევედი. შინაგანი სამყარო მეწვოდა. ასე რატომ გამწირე ღმერთო. რატომ არ მაქვს საშუალება ჩემს სიყვარულთან ერთად ვიცხოვრო? ასეთი ცხოვრება რატომ მაქვს.იოანე მირეკავდა -ლიზა, შეიძლება თორნიკეს გაჩერება. თუ საჭირო გახდა მოვკლავ კიდევაც -სიკვდილი, სიკვდილი, ვერ ვიტან ამ სიტყვას. სიკვდილი. არ მინდა რომ ვინმე მოკვდეს იოანე. გთხოვ. რომ მოკლა მას ძალიან ბევრი კრიმინალისტი მეგობარი ყავს. არ გაცოცხლებენ -არმინდა ასეთი სიცოცხლე -გინდა. გთხოვ დამიჯერე ასე ჯობია. შეიძლება მერე მომენტი ჩავიგდოთ ხელში და გავშორდე, ან არვიცი რა მომენტი არვიცი შეიძლება რამე გამოჩნდეს. გპირდები მე და შენ ერთად ვიქნებით. არვიცი როდის მაგრამ ერთად ვიქნებით ოდესღაც. შეიძლება თორნიკეს გრძნობები დაუბრუნდეს . მე ამის იმედით მივყვები ცოლად. ისე თავს მოვიკლავდი და არ გავყვებოდი. -ვნახოთ. დაველოდოთ მოვლენებს.-და გამითიშა. დეიდამ შემოიხედა. -მამაშენს ვუთხარი. გიჟს გავს. ჩამოსვლა უნდა მაგრამ ვერ ახერხებს. დალაპარაკება უნდა აჰა-ტელეფონი გამომიწოდა. -მამა მე.. -ლიზა რადღეში ხარ? შენი გათხოვება შეიძლება რახდება საერთოდ? -მამა მისმინე. ეს ასეა საჭირო. მალევე გავშორდები გპირდები. ცალკ ცალკე ოთახებში ვიცხოვრებთ ვითომც არაფერი ვართ ერთმანეთის. ეს ერთგავარი თამაში იქნება. გპირდები მალევე დავშორდები და ისევ ერთად ვიცხოვრებთ-არვიცოდი რა მომეფიქრებინა -ლიზა რას აკეთებ ხვდ.. -მაპატიე მამა-და ტელეფონი გავუთიშე . ტირილი ამიტყდა. -მოდი ჩემთან-მიმიხუტა დეიდან-ვიცი რა დღეშიც ხარ. რამეს გაიძულებს? -დეიდა გთხოვ არაფერი მკითხო ძალიან ცუდად ვარ -კარგი ლიზა კარგი.მოდი ჩაალაგე რაც საჭიროა და ხვალ.. ცრემლები წასკდა. -ვერვიჯერებ ლიზა, რატომ თხოვდები ლიზა. -მაპატიე დეიდა მაპატიე. არვიცი რაგავაკეთო. თავს მოვიკლავ და დამთავრდება ეს ყველაფერი -არც კი გაბედო არაფერი მოიმოქმედო . ყველააფერი კარგად იქნება. რაც მომყვა ჩავალაგე. მაშკა? დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი არაფერი დამიმალია. გამიგო ის ხომ ჩემი დაქალი იყო კაბა. ულამაზესი კაბა. ჩემ დაბადებისდღის საჩუქარი. ღმერთო ჩემ დაბადებისდღს ვერვიტან. მაშინ გამჩნდა თორნიკე. რატომ მოვევლინე ქვეყანას. არმინდა ცხოვრება ისეთ კაცთან რომელიც არ მიყვარს. არა არაარა გავიძახოდი გონებაში. -გაიღვიძე დღეს სხვა სახლში უნდა იცხოვრო-გამაღვიძა გაბუსხულმა და ფარდები გადაწია არაა, არმჯერა. მეგონა სიზმარი იყო. რატოომ. არა მოვკდე ნეტა. რატოომ არიმინდა ვკიოდი გულში. -მზად ხარ?-მომწერა თორნიკემ -კი. ხელმწოწერაზე მხოლოდ მე თორნიკე ჩემი მეჯვარე მაშკა და თორნიკეს მეჯვარე ვიღაც ონისე იყო. ვერვიჯერებდი უცხო მამაკაცს ცოლად რომ მივყვებოდი. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. არანაირი ჩაშლა. ყველაფერი გათვლილი ქონდა იმ იდიოტს. -მე და შენ უკვე ცოლ-ქმარი ვართ.-შემომხედა თორნიკემ -სამწუხაროდ-ცრემლი წამომივიდა სახეზე. -ნუტირიხარ. სახლში წავედით. სახლში მივედით. მშობლებმა ჩვეულებრივად მიმიღეს. არაფერი განსაკუთრებული.იოანე კი არსად ჩანდა. თვალებით ვეძებდი მაგრამ ვერსად დავინახე მისი ზღვისფერი თვალები. -დაღლილი ხარ, მოდი ეს ოთახი შენი იქნება. -მადლობა. რაც შეილება მალევე გადავალთ სხვა ბინაში. -კაი. -თორნიკე.-დავუძახე -რაიყო? -შემოდი ერთიწუთი. -რაგინდა?-შემოვიდა და საწოლზე დაჯდა. -ასე უსიყვარულოდ უნდა ვიცხოვროთ? -არა. 1 წელი ვიქნებით მხოლოდ მე და შენ ცოლ-ქმარი. -1 წელი? მეგონა მთელი ცხოვრება -არა გაგიჟდი? ა არმითქმია? კაი ბოდიში ხო ახლა გეუბნები რო ერთი წელი ვიქნებით მე და შენ ცოლი. მაგრამ... არავის, არც იოანეს არც შენ მაშკას არავინ ეტყვი იმას რომ 1 წელი ვიქნებით მე და შენ ცოლ-ქმარი. -კი მაგრამ რატომ? -ასეა საჭირო. დაიფიცე. -გეფიცები -დაიფიცე ნორმალურად -დედაჩემის საფლას გეფიცები -კარგი. მომავალში შენ დაბადებისდღზე დავშორდებით. -გასაგებია გულზე მომეშვა. მაგრამ მანამდე ხომ დიდი დრო იყო. იოანე ხომ დაიტანჯებოდა. რომ მეთქვა თორნიკე არ მაცოცხლებდა. არვიცოდი ამას რატომ აკეთებდა. ასეთი ბოროტი რატომ იყო. ქვემოდან ხმა მომესმა კარის ბრახუნის. მერე კიბეებზე ამოსვლის და გვერდითა კარის მიჯახუნების. ჩემი იოანე მოვიდა. ჩუმად შევუღე კარი იოანეს. ლოგინზე იწვა და ტიროდა.გული დამეწვა. ასეთი იოანე არასდროს მენახა. ის ჩემ გამო ტიროდა. ასე არ უნდა მოვქეულიყავი -იოანე კარგად ხარ?-ვკითხე წყნარი ხმით. უცებ იოანე შეკრთა, შემომხედა ჩაწითლებული თვალებით. -არა ამას არ უნდა აკეთებდე. -იოანე მისმინე. მე და თორნიკე ერთ... -რა ერთ?-შემოვიდა თორნიკე?-რა ერთ ლიზა? -ერთ.. არაფერი. -წამოდი ერთიწუთი ოთახში-მითხრა თორნიკემ იოანეს გავხედე. მიყურებდა და ტიროდა. -რა გინდა?-ვკითხე ოთახში შესულმა -შენ რა გააფრინე?ხომ გითხარი არუთხრა თქო? -კი მაგრამ.... -არავითარი მაგრამ. ერთხელაც კიდევ ცდი უთხრა და მოგკლავ. -გასაგებია. ოთახიდან გავიდა. უკვე ვეღარ ვუძლებდი. ჩემს გვერდით ოთახში იოანე იწვა და ტიროდა. რატომ გავუკეთე ეს. რატომ, რატომ. არმჯეროდა რომ ვიღაცის ცოლი ვიყავი. 1 კვირის წინ ხომ მე და იოანე ბათუმში ვიყავით და ერთმანეთით ვტკბებოდით. 1 კვირა გავიდა. იოანე დილით სადღაც მიდიოდა და ღამით ბრუნდებოდა. ადამიანს არ გავდა. სახეზე ფერი არ ქონდა. უემოციოდ დადიოდა. არც მე მელაპარაკებოდა. რამდენჯერმე მივესალმე. მან კი ცოვად დამიბრუნა პასუხი და კარი მომიხურა. მეშინოდა გრძნობები არ დაეკარგა, ადამიანობა არ დაეკარგა. ერთხელაც გამბედაობა მოვიკრიბე და ოთახში შევედი. -იოანე კარგად ხარ? -კი. -იოანე მისმინე. არმინდა გრძობები დაკარგო. არმინდა თორნიკეს დაემსგავსო. არმინდა არაადამიანი გახდე . მინდა ისეთვე მოსიყვარულე იყო ყოველთვის, ისეთივე თბილი, ისეთივე მზრუნველი, ისეთივე საყვარელი როგორიც ადრე იყავი. მინდა იცოდე რომ იგივე გრძნობით მიყვარხარ, ყველაზე მეტად და ყველაფერზე. მინდა არ დაკარგო იმედი. მინდა არ ადამიანობა.მპირდები? -გპირდები ლიზა. არასდროს დავკარგავ იმის იმედს რომ ისევ ერთად ვიქნები, არასდროს დაგივიწყებ და ყოველთვის ისე მეყვარები, როგორც ადრე მიყვარდი, მთელი გრძნობით, მთელი არსებით მთელი გულით-ყველაზე მეტად. გპირდები. როგორია ბავშვებო? მოგწონთ? ჩემი აზრით რაღაც გამოდის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.