შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა"ფერი" ხარ ჩემი (4)


29-10-2016, 19:18
ავტორი zgarbuna
ნანახია 5 217

6...
ყველაფერს ველოდი ამ ორი სიტყვის გარდა.
არც გონება დამბინდვია ბედნიერებით და არც გავხევებულვარ. იმდენად კარგად ვგრძნობდი ყველაფერს, თავი სიზმარში მეგონა. მეგონა ეს ჩემი ოცნება, ილუზიის ძალით ვითარდებოდა ჩემს თავში. არა, ეს ჩემ ოცნებაშიც კი ვერ იქნებოდა ესე საოცარი, ჩემს უსაყვარლეს რაჭაში ვიყავი, ჩემი რიონის ნაპირზე ვიდექი და ჩემმა "შავმა მგელმა" მითხრა "მიყვარხარ" და ამის მოწმე ის მთები და მყინვარწვერებია მე რომ ზეცამდე მიყვარს. სულ ახლოს კი ის სალოცავია, ყოველ წელს ჩემი სიყვარულისთვის ვლოცულობდი, სანთელს ვანთებდი და ღმერთს მოწყალებას ვთხოვდი. აქ ბაბუც ახლოს არის, ის ბაბუ მოთმინებას რომ მასწავლიდა და სიბერეს იმ მამაკაცთან მიწერდა, რომელზეც ასე ვიყავი ჩახუტებული.
_დარინე გესმის?! მიყვარხარ!_გამიმეორა ოდნავ ხმამაღლა ვიდრე პირველად და ლოკონებზე მეფერებოდა. ყოველთვის მინდოდა ამ სიტყვების მერე ტუჩებში ეკოცნა. ეკოცნა და ჩემი ტუჩების ქალწულობა მისთვის ჩამებარებინა. მაგრამ არ მაკოცა, თავიც არ დაუხრია საკოცნელად, არც თვალებში უცდია შემოეხედა. ისე მაგრად ვყავდი ჩახუტებული და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
მაშინ რომ ეკოცნა სულ ყველა "ფერი" გაუფერულდებოდა, ამას ეხლა ვხვდები.
_მესმის!_ძლივს ამოვთქვი
_მერე?! არაფერს მეტყვი?_მკითხა და თმებზე მაკოცა
_დაველოდები კიდე ოთხ ზაფხულს და მერე გეტყვი!_სიცილით ვუთხარი და მის მაისურს გავუსვი ცხვირის წვერი. რა საზიზღარი არსებები ვართ ეს ქალები, სულ ვიტყუებით , სულ ვაკლებთ ან ვიკლებთ წლებს, სხვას არაფერს. აი მაგალითად გკითხავენ ასაკს?! ერთ წელს აუცილებლად მოიკლებთ. კაცმა ოცნება ამიხდინა და მითხრა მიყვარხარო, ეხლაც კი ვტყუი და ვამბობ რომ ოთხი წელია მიყვარს. ის ერთი წელი სადღაა?! ვამბობ მე დაგვღუპავს ეს პატარ-პატარა ტყუილები.
_მარტო ოთხი ზაფხული და მეტი არა?!_მკითხა სიცილნარევი ხმით, ახლა კი ვიკადრე და მოვცილდი მის მკერდს, თვალებსი შევხედე და ვკითხე
_შენ რამდენი ზაფხულია?!_გული ათასჯერ უფრო გაგიჟდა პასუხის მოლოდინში, ვაი რომ მითხარს სამიო, ან კიდე უარესი ორიო. ეჰ ჩემო დარინე ნეტა შენს დარდებას!
_ძალიან ბევრი, ბევრზე კიდე ბევრი! სულ ყველაზე ბევრი!_მითხარ და ისევ ლოკონებზე მეფერებოდა, შვებით ამოვისუნთქე და ისევ დავუწყე წვალება მის მაისურს, ცხვირით_დაიცა ნუ მეხუტები, სულ ოფლიანი ვარ!
_ჩემთვის სულ ერთია!_გავჯიუტდი როცა სცადა ჩემი მოცილება
_5 წუთი მადროვე, გადავიბან მდინარეში და გამოვალ, ვთიბავდი მთელი დღე_გაუჭირდა ჩემი მოცილება მკერდიდან, მაისური გადაიძრო და მდინარეში შევიდა.
_ჩემი "შავი მგელი"_კმაყოფილმა ჩავილაპარაკე და მეც დავიწყე გახდა
_არ გაბედო და მდინარეში არ შემოხვიდე!_გამაფრთხილა მკაცრად
_მცხელა და გაგრილება მინდა!
_დარო, გთხოვ ადი ზემოთ!_გრძელი კაბა გადავიძვრე და შორტებით შევედი წყალში
_არ მომიახლოვდე!
_არც ვაპირებ, თვითონ მოხვალ და მომეხვევი!_დავუბრუნე პასუხი და ცივი წყლის შეგრძნებისას შემაჟრიალა. ერთხანს მიყურა, მერე ბანაობა გააგრძელა. ფრთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა და წინ დამიდგა.
_ავიდეთ, გაცივდები პატარავ!_ხელით არ შემხებია, სულ თვალებით მეფერებოდა. ნაპირზე რომ ავედით მაისური მოიძია და ისევ მდინარესთან მივიდა, წყალში რამდენჯერმე ჩადო და გაწიგამოწია. სასაცილო იყო! მერე მაგრად გაწურა და დაფერთხა
_რა ოჯახის ბიჭი ხარ! მშურს შენი ცოლის!
_სულ ტყუილად!_მოვიდა და წამომაყენა_ადე ქოხში ავიდეთ
_ჩვენებთან ავიდეთ ახლოა უფრო!
_არა, ჩემთან ავიდეთ!_ხმას ვერ ვიღებდი, არადა რამდენი რამის თქმა მინდოდა. როგორ მინდოდა მეთქვა ლამაზი სიტყვები. მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. ხელი მქონდა ჩაჭიდებული მის ხელზე და როგორაც შემეძლო ისე მივყვებოდი_სიფრიფანა ხარ მართლა!
_ცოტნე და კოტე?!_შუა გზაგე გამახსენდა რომ ისინიც იქ იქნებოდნენ
_ნუ ნერვიულობ, სათიბში წავიდოდნენ უკვე, საღამომდე არ მოვლენ!
ქოხში ავედით, იქ პირველად ვიყავი და ჩემი საყვარელი სალოცავის ხედმა ისე მომხიბლა, სუნთქვა შემეკრა. სალოცავი მე-12 საუკუნეშია აგებული და ძალიან პარატაა! მაგრამ ისეთი ლამაზია! უზარმაზარ მთებში სულის სავანეა!
ქოხია კარებთან შეჩერდა, გამომხედა. გამიღიმა და ხელი გამომიწოდა
_პატარავ, ჩემი ყველაფერი ხარ!
_შენ კიდე ჩემი!
_მოდი ერთად შევიდეთ!_ხელი მომკიდა და შიგნით შევედით_ჩემი ხარ მთების და ზეცის წინაშე!
_უფ, ბევრია!_ვერ დავიმაგრე ენა და ხმამაღლა გავიცინე
_დაიცა მოვა დრო და ხალხის და ღმერთის წინაშეც ეგრე იქნება!_დამემუქრა მისი ჭკუით. მივედი და მოვეხვიე მის შიშველ მკერდს_დარო!
_ჰო!
_თუ არ გეყვარები, მოვკვდები!
_უკვდავი ხარ!
ქოხიდან გამოვედით და იქვე ჩრდილში ჩამოვჯექით, ჩემს ულამაზეს კავკასიონის მწვერვალებს გავცქეროდი, ხევიდან რიონი გუგუნებდა, გვერდით კი ზურას გული. ცისფერი ციდან და თეთრი მყინვარებიდან მზერა მის შავ თვალებზე გადამქონდა და ვხვდებოდი აი იქ იყო ჩემი ყველა"ფერი"
_უკვე 5 დღეა აქ ვარ, და შენ სოფელში არც ჩამოსულხარ!
_არ ვიცოდი თუ ჩამოდი დარო! არავის უთქვამს, გეფიცები ცოტნემ დღეს დილით მითხრა რომ ჩამოსული იყავი. საღამოს ვაპირებდი ჩამოსვლას და ჩახუტებას!
_ეხლა როგორ მიცანი?!_მართლა გამოკვირდა
_ცოტნემ მითხრა, თმები წითლად შეუღებავსო!_გამიცინა და ჩემს წითელ ლოკონებს წაეთამაშა
_არ მოგეწონა?!
_მთავარია რომ არ დაიმოკლე თმა! დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ მოგწონს?!_დამპალი, ეშმაკურად მითხრა რომ თმები არ უნდა შევიჭრა.
_კი მომწონს, ასე უფრო ჩანს ჩემი ცისფერი თვალები!_რა თავდაჯერებული ვარ, ვაიმე!
_ისედაც კარგად ჩანდა და ამჩნევდა ვინც საჭირო იყო!
დიდი ხანი ვიყავით ჩუმად! ერთმანეთის გულს ვუსმენდით და სულაც არ იყო სიტყვები საჭირო. იქამდე ისე მომწონდა სიტყვაუხვი სიყვარული, მომწონდა და ვოცნებობდი როდის ამღერდებოდა ჩემი ენაც და დავხატავდი სიყვარულს სიტყვებით. ახლა კი, მეც დავმუნჯდი და ჩემი "შავი მგელი" ხომ საერთოდ მუნჯად იყო დაბადებული.
მსიამოვნებდა ეს სიმუნჯე და მყუდროების შეგრძნება, არ მინდოდა რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება და ცხოვრებისეულ რუტინებს გაეუ"ფერ"ულებინა ჩვენი გრძნობა.
_დარო!_დაარღვია დიდი ხნის დუმილი, მხოლოდ ავხედე და ამით ვაგრძნობინე რომ ვუსმენ, ვხედავ და ვგრძნობ_დარო, შეიძლება სიტყვებით ვერ შეგაყვარო! არც კი მინდა სმენით გიყვარდე! მინდა გრძნობით იგრძნო ჩემი რომ ხარ და იმაზე მეტად კიდე ის რომ, შენი ვიქნები სამუდამოდ! არ მინდა ათასჯერ გიმეორებდე დღის მანძილზე რომ მიყვარხარ! მირჩევნია ათიათასჯერ შემიგრძნო მთელი ჩემი სიყვარულით! იცი როგორ არ მინდა შენთან მიმართებაში მჭირდებოდეს სიტყვა "გეფიცები", მინდა ჩემი სიტყვები შენთვის იმაზე მეტი იყოს ვიდრე ფიცი. შენ იცი რომ მე ტყუილი არ მიყვარს! მიყვარხარ!
_დამამუნჯე!_ვაღიარე და ჩემს მაგიერ ცრემლებმა დაიწყენ საუბარი
_პატარა, ნუ ტირი თორე გავგიჟდები!_ხელები მომხვია და ისევ მატკინა ფილტვები_არ იტირო გთხოვ! ჩემს გამო აღარასდროს იტირო გაიგე?! არასდროს იტირო! კიდეც რომ მოვკვდე არ იტირო!
_არ მოკვდე თორე ვიტირებ სიკვდილამდე!_თვალებში ჩამხედა, ჯერ მარჯვენა თვალი ამომიშრო კოცნით მერე მარცხენა, ტუჩებზე ენა მოისვა
_საშინელი მარილიანია და უგემური_გამიმხილა "საიდუმლო" და ჩემი ტუჩების ქალწულობა ჩაიბარა.
უფრო საოცარ სიტუაციას ვერც კი მოიფიქრებდა ადამიანი პირველი კოცნისთვის. ჯერ ტუჩებზე მაკოცა, თვალები დამეხუჭა სიამოვნებისგან, არადა ჯერ არაფერი მეგრძნო. მერე მომშორდა და შემომხედა, თვალები რომ გავახილე მიცინოდა_ყველაზე გემრიელია
მეც გავუღიმე და ეხლა სირცხვილისგან დამეხუჭა თვალები, მის მკერდ მინდოდა მიხუტება რომ გამეგო ის რას ფიქრობდა, ვინ მადროვა
ისევ მაკოცა, ოღონდ ახლა ტუჩებში!
მაშინ შევიგრძენი სამყარო, მისი სიდიდე და სიძლიერე!
კოცნის ძალა და მისი ჯადოსნურობა ვიწამე. მკოცნიდა და მთელი ჩემი ცხოვრება დამიდგა თვალწინ, მომავალი ცხოვრება, როგორ მეყვარებოდა ასი წლის მერეც, როგორ ვიქნებოდი მისი სიკვდილის მერეც. დანაოჭებულიც მეყვარებოდა და წელში მოხრილიც. მთაშიც მასთან ერთად ვიქნებოდი და ბარშიც. დღეც მასზე ვიოცნებებდი და ღამეს ოცნების ახდენას დავუთმობდი.
მოვშორდი მის ტუჩებს და გაუბედავად ვკითხე:
_ხომ არ მესიზმრები?! ილუზია არ არის ხო?! შენ ხარ ჩემს გვერდით და მკოცნიდი!
_შენ გგონია მე არ მიჭირს დაჯერება?!
_ზურა მითხარი გთხოვ!
_რა გითხრა დარო?!
_რომ გიყვარვარ! დღეს მითხარი, დამაჯერე გთხოვ! გამაგონე ეგ სიტყვა, შენი ნათქვამი "მიყვარხარ" გამაგონე დღეს და მერე თუ გინდა საუკუნე არ მითხრა!_ვევედრებოდი და აკანკალებული თითებით ვეფერებოდი მის სახეს
_მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! .............._მიმეორებდა და თვალებს არ მაცილებდა. სხვადასხვა ტემბრით და ტონით მეუბნებოდა. მე კი ვუსმენდი ჩემთვის დაწერილ ერთ სიტყვიან სიმღერას და ვტიროდი ცრემლით და შინაგანი გრძნობით, ის ისევ იმეორებდა_მიყვარხარ ....
_ჯანდაბას ის ოთხი ზაფხული, მიყვარხარ ზურა! ყველა სიყვარულზე მეტად მიყვარხარ! შენ ჩემი ჰაერი ხარ!_ჩავეხუტე
_რომელი მთის თუ ბარის?!
_სულ ყველა, ატმოსფერო ხარ ჩემი!
მერე ისევ მყუდრო სიჩუმე და უსიტყვოდ დახატული სიყვარული
საღამო რომ მოახლოვდა, ავფორიაქდი! ბაბუს საფლავზე არ გავსულვარ.
_საფლავზე უნდა გავიდე და სოფელში უნდა დავბრუნდე ზურა!
_წამო წავიდეთ_წამოდგა ქოხში შევიდა და მალევი გამოვიდა ზურგჩანთით, ქოხის გვერდით საძივარზე ცხენი ყავდა დაბმული."შეკაზმა" და შეჯექიო მანიშნა
_მე ცხენის მეშინია!
_ნუ გეშინია მე დავიჭერ ლაგამს და ისე გატარებ_სიცილი ვერ შეიკავა
_არ მინდა, მეშინია!_მართლა მეშინია, მითუმეტეს მთაში
_შენ მე არ მენდობი, ეს რას ნისნავს?! რაც გითხარი დღეს ის შენთვის არაფერია ჰო?
_მიყვარხარ, მაგრამ ძალიან მეშინია ზურა, არასდროს ვმჯდარვარ! მეშინია რომ გადმოვარდები!
_დაჯე დღეს და თუ არ მოგეწონება არასდროს გთხოვ დაჯდე! ხო გჯერა?!_ეს ნისნავს "გეფიცებიო" რა ჯიუტია ეს საზიზღარი. შევჯექი, მეშინოდა ცხენის და კიდე უფრო იმის, არ ეგონოს რომ არ ვენდობითქო. ვიჯექი და ვტიროდი. ვიცი გამაღიზიანებლად გეჩვენებათ ეს ჩემი უადგილო ცრემლები მაგრამ, რა ვქნა?! როცა ვერაფერს ვამბობ ვტირი ხოლმე. ჯერ იღიმოდა და სახის გამომეტყველებით მთხოვდა არ მეტირა, მერე გაბრაზდა, ცხენი გააჩერა ფრთხილად
_ჩამოდი!_უფრო "აღარ მიყვარხარს" გავდა მისი "ჩამოდი" არათქო თავი გავაქნიე და ცრემლები შევიმშრალე_გავივაკებთ და მერე მეც დავჯდები
მისი ერთი წინადადება ჩემთვის მთელი პოემაა
საფლავზე გავედით, ბაბუს მოვეალერსეთ. სანთელი დავანთე და დავპირდი რომ მოვითმენდი და დაველოდებოდი!
მერე სოფლისკენ დავიძარით. ცხენზე შემსვა და მერე უკან მომიჯდა
_ცოდოა "წითურა" დავამძიმებთ ორივე!_"შემეცოდა" წითურა
_ცოდო მე უფრო ვარ ეხლა და ხმა არ გაიღო, თორე "შავი მგელი" მშიერია და შეგახრამუნებს!_მითხარ და თავის ნათქვამზე ისე იცინოდა, მეც კი შემშურდა სიცილის.
_ნაზოს დამცხვარი ქადუანი და ბაჭულები მაქვს ჩანთაში!_ვცადე თავის დაძვრენა
_ნამდვილი "წითელქუდა ხარ"_და თმები ამიჩეჩა
_მეც მშია და ვჭამოთ რა! თან ესენი ხელუხლებელი რომ მივიტანო სახლში ხომ იცი ჯვარს მაცვამს, ჩემი გესტაპო!
_"ვეძუკას" წყაროსთან შევჩერდეთ და იქ ვჭამოთ_ეს იქაური "რიკოთის უღელტეხილია"
შევისვენეთ და გავავლეთ მუსრი ნაზოს ნახელავს
_გემრიელი იყო, მაგრამ შენს პიცას ვერ შეედრება პატარავ!
_მოგენატრა?!_გავიღიმე
_შენ უფრო მომენატრე!
_აქ ვარ!
ისევ ჩვენი სიჩუმე და სიყვარული! სოფლის გორებამდე ერთად ვიჟექით ცხენზე. გორებთან ძლივს მომშორდა
_ახლა რა გვეშველება დარო?! როგორ გავძლო უშენოდ?! როდის ჩამოვა ლადო რომ ველაპარაკო?!_ლადოო რომ ახსენა, ცხენიდან ლამის ჩამოვარდი
_ჯერ ლადოს არაფერი უთხრა გთხოვ!
_რატომ?! არ გიყვარვარ?!
_ხომ იცი გეტყვის ჯერ რა დროს მაგის სიყვარულიაო! გევედრები არაფერი უთხრა! ერთი წელი მოვითმინოთ ზურა!
_რაც უფრო დავმალავთ, მერე გაგვიჭირდება თქმა და იმათ კიდე პატიება_ვიცოდი მაგრამ, მეშინოდა ლადოს რეაქციის
_ჰოდა ნუ გვაპატიებენ! ჩვენ არაფერს ვაშავებთ!
_ვაშავებთ, ეგრე არ შეიძლება. შენ ლადოს შვილივით ყავხარ ...
_მართალია, შვილივით! შვილი არ ვარ! არც ერეკლეს და ვარ! და ეს უნდა გაიგონ!_გავბრაზდი მაგრამ რატომ ან რისთვის არც მე ვიცი, ალბათ სიმართლისთვის თვალის გასწორება არ მინდოდა
_ეგ ლადოს და ერეკლეს არ უთხრა!
_უკვე ვუთხარი!
_ვის?
_ერეკლეს!
_მე შენ ჭკვიანი მგონიხარ დარო, ეგ რამ გათქმევიან გოგო?! ერეკლესთვის შენ ხარ ყველაფერი ...
_ზურა, გთხოვ ნუ გამობრაზდები! ერემ იცის რომ მიყვარხა! ცოტა გამიბრაზდა მაგრამ გაიგო! ერეს არასდროს ვატკენ ხომ იცი, მის ტკივილს მე ვერ გადავიტან!
_ჩემი პატარა სულელი, მოდი ჩემთან!_ისევ ისე გამიშალა "თათები"
"ყველაზე კარგი "შავი მგელი" მყავს მე" გავიფიქრე და მეც გავსალე ხელები. ბევრი ბევრი მაკოცა თავზე და სახლისკენ გამიშვა, რამდენჯერმე მივიხედე უკანიდგა და მელოდებოდა როდის მივეფარებოდი თვალს. სახლში სირბილით მივედი, კარგად შებინდებული იყო. ნაზო პანიკაში იყო
_სად იყავი ბებო, ის ბავშვები რა ხანია ჩამოვიდნენ!
_ჯერ საფლავზე ვიყავი და მერე ქოხში გამოვიარე, ჩამეძინა და დამაგვიანდა, რა განერვიულებს ბებო, აქვე გორეებზე შემომარამდა!_ოოო რა ტყუილებია, თინომ თვალები მიბრიალა ზემოთ ამოდიო.
ავედი და დაიწყო ....
_სად ეგდეთ?!_ვაიმე "ეგდეთ"
_თინო კაი რა! დამიჯერებ რომ გითხრა თითქმის დამუნჯებული ვართქო?! არაფერი მომხდარა მამიდა! მიყვარხარო და "ვსიო"(აქვე ავღნისნავ რომ "ვსიო" ჩემი საყვარელი ტერმინია მერე გაიგებთ რატომ)
_დაველაპარაკები მე მაგ ვაჟკაცს!_ძალიან არის გაბრაზებული_ამ შუაღამეს ტყეში მარტო როგორ გამოგიშვა, ჭკუა სულ დაკარგა?!
_გორეებთან დავშორდით ერთნამეთს! ის დარჩა და მე წამოვედი, უკვე ცამოსული იქნება! შეეშვი რა არაფერი უთხრა გთხოვ!_დავეჭყანე თინოს
_ბოლო შემთხვევაა იცოდე!_გაფრთხილება
_ეგრა არარის სამართლიანი, გაფრთხილება ორჯერ არის ხოლმე!
_ეგ მეორე იყო!_არ დამითმო თინომ
_აბა პირველი როდისღა იყო?_მართლა არ მახსოვს
_რომ შეგიყვარდა მაშინ!_ხმამაღლა გავიცინე და თინოც ავიყოლე. მერე ფანჯრიდან მის ოთახსი სინათლეს მოვკარი თვალი, ცოტა ხანი ვუყურებდი სინათლეს დავიღალე და ესე ჩაცმულს ჩამეძინა. მობილურის ზარმა გამომაღვიძა (იმ დროისთვის უკვე ყველგან იჭერდა მხლოდ "მაგთი")
_ფანჯარაში გამოიხედე დარო!_გავიხედე და დავინახე_ეხლა ჩამოვალ და გინახულებ, ვითომ და არ მონახიხარ დღეს!
_გელოდები!
სპეციალურად არ ჩავედი ქვემოთ, ვიცოდი ნაზო ზემოთ ამოუშვებდა, ასეც მოხდა. ნაზოს გასაგონად კიბეებზე ერთი შემომძახა დარინეო და შემოსასვლელ კარზე მოაკაკუნა. სამი ოთახი გიჟივით გავირბინე და კარი გავაღე
_ვააააააა! როგორ გაზრდილხარ სიფრიფანა!_ნაზოს გასაგონად ისევ ხმამაღლა თქვა და ჩამეხუტა_უკვე მომენატრე დარო!
_მეც!
საოცარი ზაფხული მაჩუქა! საიდუმლო სიყვარულს მაზიარა და მისით ტკბობა მასწავლა. უხამსს არასდროს კადრულობდა და მეც სურვილი არ მიჩნდებოდა, ყოველ მის შეხებას ღმერთის წყალობად ვთვლიდი და მადლობელი ვიყავი!
მთელი ერთი კვირა დადიოდა მთაში და უკან ბრუნდებოდა, მე გორეებზე ვხვდებოდი საიდუმლო ადგილზე, მერე მზეს ერთად ვაცილებდით მთის უკან და სხვადასხვა გზით ვბრუნდებოდით სახლში. მე მოკლეთ გზით ის კი შორით!
ერთი კვირის მერე მთაში აღარ წასულა და სულ ერთად ვიყავით! ავიღებდი წიგნებს და მივდიოდი სოფლის ჭალეებში, მერე ზურაც ჩამოივლიდა და ჯერ წიგნებს გავარჩევდით მერე კი სახლისკენ ერთად ავივლიდით. ნაზოს ისტერიკებით რაიმეს ვჭამდით. მე ჩემს ულუფას ნახევარს ზურას ვუდებდი
_გამასუქებთ შენ და ნაზო მე!_ბურდღუნებდა ყოველ საღამოს, მერე საღამოს თამროსთან და ცოტნესთან ერთად გავისეირნებდით და ბოლოს "ჯოკერსაც" მოვარტყამდით.
ერთ საღამოს ცოტნემ სიახლე გაგვაგებინა
_ახალგაზრდები "შოდაზე" ასვლას აპირებენ
_აუ, მეც მინდა! ცოტნე წავიდეთ რა!_დავიწყე ზურას მანიპულირება
_დარო, მე კი მივდივარ ეს თქვენ მოაგვარეთ საქმეები!_მეც ნაზოსთან გავიქეცი
_ბე! ზეგ შოდაზე ავდივართ ბავშვები და ბაჭულებს ხო დამიცხობ?!
ნაზოს წივილ კივილზე მარიკა ჩამოვიდა და ისიც ვიშვიშით, არც თამროს უშვებდნენ. რა არგუმენტი არ მოვიყვანეთ, ცოტნე რომ მოდიოდა, ვირაც "ვზროსლი"ც გაღმაუბნიდან (სოსო არ გვიხსენებია) ამინდი რომ კარგი არის გამოცხადებული და კიდე ბევრი, მაგრამ მაინც არა! ნაზოს წამოცდა "ზურა რომ მოდიოდეს ვენდობოდიო" რით დაიმსახურა "შავმა მგელმა" ესეთი "დავერია" მითხრას ვინმემ. თამრომ ზურა ჩამოიყვანა ძალით სახლიდან. ეტყობოდა წამოსვლა არ უნდოდა.
თამრო ბევრს ეჭუჭყურა, რას არ დაპირდა მაგრამ არ თანხმდებოდა. მეც მობილური ავიღე და მივწერე:
"გევედრები წამო რა! აი თუ გიყვარდე ზურა!"
გავაგზავნე და იქ დავუშვი შეცდომა
მობილური აუწკრიალდა, წაიკითხა და "არა" დაიღრიალა!
ყველას ეგონა თამროს თუ უყვირა, მარტო ჩვენ ორმა ვიცოდით რომ ეს "არა" ჩემთვის იყო. ადგა და წავიდა. "ჯანდაბაშიც წასულხარ, არ გიყვარვარ და გყავდეს მარინე" დავემუქრე და დასაძინებლად წავედი. მობილური გამოვრთე და გულიანად ავტირდი ძილის წინ. ჩამეძინა და ძალიან გემრიელათ! ესე იცის ტირილის მერე. ღამით თინომ გამაღვიძა
_აბრძანდი და გაბრზანდი შენს რაჭველ რომეოსთან, თორე გავაღვიძე ნაზო!_ავიზლაზნე და უგულოდ გავედი გარეთ
_შენი პასუხი გასაგებია, ახსნა განმარტებებს არ ვსაჭიროებ. შეგიძლია წახვიდე და მშვიდად იძინო!
_მეორედ არ მითხრა "თუ გიყვარდე" რას ნიშნავს "თუ"?! გითხარი მიყვარხართქო! გითხარი ეჭვი არ შეიტანო ჩემს სიტყვებშითქო, შენ კიდე მწერ "თუ გიყვარდე"!
_შენ კარგად ხარ?! ამხელა ამბავი ერთი "თუ"ს გამო დააწიე?! სვანზე მეტი ხე ხარ გეფიცები! "თუ გიყვარდე" არის გამოთქმა! არ მინდა ზურა შენი სიყვარული, წადი და თავი დამანებე!_სახლში ვაპირებდი შესვლას წინ რომ გადამიდგა.
_მიყვარხარ!
_არ მინდა ნუ მეტყვი! შენ თვითონ მითხარი გაგრძნობინებ რომ მიყვარხარო, ჰოდა ვიგრძენი დღეს. ახლა წადი ძილი მინდა!
_მიყვარხარ!
_მე არ მიყვარხარ!_არ ვიცი როგორ ამოვთქვი "არ"
ხელები ისევ ისე მტკივნეულად მომხვია, მერე უფრო "მტკივნეულად" მაკოცა
_გაგრძნობინებ რომ ზეცამდე მიყვარხარ!_დიდხანს ვყავდი ესე ჩახუტებული, ხმას არ ვიღებდი მეც ვეხვეოდი და ვუძლებდი ღამის სიცივეს, ბოლოდ რომ ამაკანკალა, უსიტყვოდ გამიშვა ხელი და წადიო მანიშნა
_ნიკო მუნჯი ხარ!_გავუბრაზდი
_მე უფრო "შავი მგელი" მომწონს წითელქუდა!_და ისევ ამიჩეჩა თმები
_ბებოს უკან ოთახში ძინავს, თუ რაიმე შეგიზლია შეაკითხო!_გავეჭყანე და სახლისკენ გავიქეცი, ორ ნაბიჯში დამეწია, კოცნით "გამგუდა" და ისე გამიშვა დასაძინებლად.
ძილის წინ მობილური ჩავრთე, რამდენიმე დანარეკი და სმს, მომივიდა! ათ წუთში კი ისევ სმს:"გაემზადე ზეგ უნდა გაგრძნობინო როგორაც მიყვარხარ, წითელქუდა!"
7...
რთულია გიყვარდეს და ვერ გამოხატავდე, თითქოს მალულ სიყვარულს შემაჩვია, მაგრამ მაინც ძალიან მერთულებოდა, ყოველ შეხედვაზე არ ეთქვა ტუჩებს მომენატრეთქო.
მეორე დილით გვიანობამდე მეძინა, ნაზო ოთახში შემოვიდა და ვითომ აქაც არაფერიო ისე მკითხა:
_ხვალისათვის ბაჭულები გამოგიცხო თუ ქადუანი გირჩევნია?!_საბნის ქვემოთ კმაყოფილმა გავიკრიჭე და იქედანვე გამოვძახე დაგუდულად
_ბაჭულები ბეე!_მერე თავი გამოვყავი და სერიოზული სახით ვკითხე_დაიცა და მიშვებ?
_ზურამ დილას ჩამოიარა და წავყვებიო!_ვითომ არ ვიცოდი, ვაიმეთქო შევძახე, წამოვხტი და ნაზო დავკოცნე
_მადლობა ზურას უთხარი რომ მოგყვებათ!_ბებუსი, იმ ვაჟბატონს მადლობას კი არა ჩემს ღიმილს მოვანატრებ გუშინდელი ბღავილისთვის.
მთელი დღე ვემზადებოდით ყველა, ზურა ათასჯერ შემოვიდა და გამაფრთხილა ადრე დაიძინე და დაისვენეო. მეც ისე ვექცეოდი თითქოს არაფერი და მართლა ექსკურსია მძღოლი იყო. რამდენჯერ მომწედა გამოდი მნახეო, არ მცალია ვისვენებ ხვალისთვის ზალებს ვზოგავთქო. საღამოს უკვე ნერვიულად მიდი მოდიოდა და მესმოდა როგორ "ჯუჯღურებდა" სახლში. თამრო ჩამოვიდა ცრემლიანი თვალებით
_არ მინდა ესეთი არაფერი, ამოვიდა ყელში ამის სურვილები და ბრძანებები!_შემეცოდა ჩემი მეგობარი, ჩემს გამო რომ იყო იმ დღეში. დაღამდა და ფანჯარას კენჭი მოხვდა.
თინომ თავი წამოყო და რომ მიხვდა ვინც იყო, მისი ბალიში მესროლა, პირდაპირ თავში გამარტყა
_დამიბრუნე ეგ ბალიში და ისე გააკითხე იმ შენს "მთვარეულ რომეოს"
_შენ ყოველ ღამე ახალი სახელები უნდა მოუგონო?! პიტერ პენს მიხედე მამიდა არ გაგიფრინდეს_არ დავაკელი. გრძელი შუშაბანდი ფრთხილად გავიარე და გარეთ გავედი. ისეთი სახით დამხვდა ერთი ფიქრი ვიფიქრე "ეგ ხვალ მყინვარზე დამმარხავს"
_კაცმა რომ გკითხოს გიყვარვარ!
_რა გინდა?!
_დღეს როგორ იქცეოდი?!
_ცუდი რა გავაკეთე რო?
_დარო, რა გინდა ჰა?! გავგიჟდე?!
_მხოლოდ ჩემი სიყვარულით!_ვუთხარი და მოვეხვიე
_მონატრება უფრო გამაგიჟებს და ის სიტუაცია რომ უუფლებო ვარ!
_დაიცა და მერე ვუთხრათ, ჯერ ასედაც კარგად ვართ_ვიტყუები, მაგრამ შიში მაქვს რომ ლადო გაგიჟდება
_პირობა პირობაა! გაისად სოფელში რომ ამოვალთ ლადოს დაველაპარაკებით, მერე მამაშენს!
_ზურა, გაისამდე მაცოცხლე და მერე ვნახოთ!_ფილტვები ამატკია და მერე ტუჩები დამიკოცნა
_წადი დაიძინე, დილით გაგაღვიძებ!
დილით ნაზომ შემაღვიძა, ადე ზურა და ცოტნე მოვიდნენო
_თამრო?!
_ჩამოვა ეგ ზაქიც მალე!_ნაზოსთვის ყველა ქალი ზაქია. ვინც მზეს ვერ ასწრებს ამოსვლას. მეც მათ შორის ვარ, ოღონდ იშვიათად და ის მამართლებს რომ ქალაქელი ვარ. გარეთ გავედი, მარტო იდგა ორი ჯოხით ხელში
_ფეხი იტკინე?!_გული შემიღონდა, ვერ მიბდივართთქო_ვეღარ წავალთ?!
_იმას კიარ დარდობ რომ ფეხი მტკივა, ვერ წახვალ გადარდებს!_გაბრაზდა და ზურგი მაქცია, ერთი ჯოხი ღობეს მიადო და დამიბარა_ჯოხი წამოიღე დაგჭირდება, თამროს დაელოდე და ჩამოდით ხიდთან_ჭიშკარში რომ გავიდა, მაშინ შევამჩნიე ჩემი ზურგჩანთა მას ჰქონდა.
გული მეტკინა, ესე როგორ მოვექეცი. თამრო მალე ჩამოვიდა, ბურდღუნებდა მეძინებაო, მაგრამ სოსოც იქნებაო და უხაროდა!
ზურა ახალგაზრდებთან ერთად ხიდთან გველოდებოდა. ოცამდე ბავშვს შორის მხოლოდ სოსო და ლევანი ვიცანი. სულაც არ გამიხარდა ლევანის ნახვა, გული ცუდს მიგრძნობდა. სოსო რომ შევამჩნიე, თამროს გავხედე და ჰოი საოცრებავ, თამროს მაგიერ, "თავად სიყვარყლი" მომყვებოდა. ცოდვა გამხელილი სჯობსო ნათქვამია და მეც გავამხელ. სულაც არ არის სოსო მონგრეული და უშნო, როგორც ვამბობდი. ძალიან მამაკაცური და მომხიბვლელია. ჰოდა ეს "მამაკაცური" კაცი, თამროს დანახვაზე ისე აღელდა მეგონა ზურას და ცოტნეს ცალფეხზე დაიკიდებდა და გულიანად დაკოცნიდა მის ტურფას. ორი ნაბიჯი რომ გადმოდგა ჩვენსკენ მივხვდი ჩემს ფიქრებს ახდენა ეწერა, ისევე როგორც ჩემს "ექსპედიციას" ჩაშლა და წინ გადავეღობე
_სოსო როგორა ხარ?! რა ხანია არ გვინახავს ერთმანეთი! როგორ გამიხარდა რომ დაგინახეეეე!_გავილექსე მაგრამ რა გავილექსე, არადა მისთვის ერთი მორიდებული "გამარჯობაც" კი არ მქონდა ნათქვამი იქამდე, გაოგნებულს და დაბნეულს, გონზე მოსასვლელად ისეთი ვუჩქმიტე სულ დავავიწყე თამრო და გრძნობა სახელად "სიყვარული"
ზურა მამისმკვლელი თვალებით მიყურებდა და ჯოხს დაჯინებით ურტყამდა ერთ ადგილზე. "ჯერ სად ხარ, ლევანი მყავს "ჩასაპროშნი"" გავიფიქრე და უგულოდ გავიწიე მისკენ. "არ მინდა ზურა, მაგრამ აბა რა ვქნა?!"
_გამარჯობა ლევან!
_დარინე, როგორ ხარ? სად დაიკარგე ეს კვირეებია?! მეგონა ქუთაისში დაბრუნდი!
_არა, მყუდროდ ყოფნა მერჩივნა თუ სიმართლე გინდა!_სხვათაშორის ვუპასუხე და ზურასკენ გავაპარე თვალი. "რა აქვს საეჭვიანო? მკლავებში ხომ არ ვუდნები. ვესაუბრები!"
_ვისაც წამოსვლა გინდათ, წამოდით! ვისაც არადა დარჩით და უყურეთ შოდას ქვემოდან!_თქვა ჩვენმა უფროსმა და ჩემმა "ბრაზიანმა შავმა მგელმა". რა საყვარელი ვინმეა ნეტა თვითონ თუ იცისთქო. მერე კი დავაყოლე "მიყვარს მე და მაკანკალებს შეხება რომ არ შემიძლია!" წინ წავედი და ჩემი დაწინაურება რომ გამემართლებინა ხმამაღლა დავუძახე;
_ზურა, დამელოდე! ნაზომ დამარიგა "ზურას გვერდიდან არ მოცილდეო"_მივუახლოვდი და გავუღიმე. უნდობლად შემომხედა
_თუ სხვის გვერდით ყოფნა გირცევნია, მიდი. ნაზო ვერაფერს გაიგებს!
_დამპალო!_გავუბრაზდი ისე რომ მხოლოდ მან გაიგონა, გაეცინა და მერე შემომხედა_მე მინდა შენთან!
_იმ ქალაქელს კი შენთან უნდა!_ლევანზე მანიშნა
_შენ არ გინდა ჩემთან?!
_მე რომ მინდოდა, იმიტომ წამოვედი!
_მადლობა!_ვუთხარი და თვალები მივულულე
_არ მიყვარს, მადლობას რომ მეუბნებიან, საყვარელი ადამიანები! მირცევნია მაკოცონ!_ისე გამიღიმა მართლა ვაკოცებდი ფეხი რომ არ დამცდენოდა
_შოდიდან თუ ცოცხალი დავბრუნდი, გაგგუდავ კოცნაში!_დავემუქრე და ჩემი ჯოხი მის ჯოხს მივარტყი
გზადაგზა, ვცვლიდით ადგილებს ხან მე ვრჩებოდი უკან, ვითომ ვიღლებოდი. მერე ზურა დამიყვირებდა "თუ არ შეგეზლო რას მოდიოდი" მოვიდოდა და ჩუმად მზრუნველად მკითხავდა:"დარო, მართლა დაიღალე პატარავ?!"
_არა, არ დავღლილვარ.
_მერე ცოტა ხანი ცოტნეს გვერდით ვიქნებოდი, ლევანსაც ორ სამ სიტყვას ვეტყოდი და ისევ ჩემს "შავ მგელს" ვუბრუნდებოდი. ლევანტან ყოველი ჩემი გასაუბრება, მისი ეჭვიანობის შემოტევით მთავრდებოდა. ეს მხოლოდ ჩვენს ორს შორის თვალებით დიალოგი იყო.
მეორე შესვენებისას, პოტოაპარატი ამოვიღე და დავიწყე "ჩხაკუნი". ისე მინდოდა მისთვის გადამეღო ფოტო. მოვახერხე და სწორედ იმ წამს გადავუღე ქვემოდან რომ ამომხედა შავი თვალებით. სულმა ფრიალი დაიწყო. კიდე რამდენჯერმე დავაჩხაკუნე და მის გვერდით დავდექი
_იცი რა ფოტო მაქვს შენი?! აი სულ ყველაფერს რომ დაგავიწყებს ადამიანს ისეთი, ნახე!_და ვაჩვენე მისი ფოტო
_მიყვარხარ!_მიჩურჩულა და მკლავზე მიჩქმიტა მსუბუქად
ფოტოები რომ ვნახეთ და ცოტა სულიც მოვიტქვით, წამოდგა და ხმამაღლა დაიძახა წავედითო. უკან რომ გავყოლოდი, ცოტნეს ეჭვიან მზერას ვერ გადავურჩებოდი და ადგილზე დავრჩი, იქვე თამრო შევნიშნე, თავდახრილი რომ მოდიოდა და მასთან ერთად ვითომ შემთხვევით სოსიკო. "ნეტა იცოდე შენი როგორ მესმის თამრო" მეც მათ ხელი არ შევუშალე და ლევანს და ლერის შორის ჩავდექი.
ჩემს თითეულ ღიმილს გაბრაზებიტ გადმოხედავდა ზურა და უკმაყოფილო მიდიოდა ზემოთ. მე აპარატს ვაჩხაკუნებდი და ვცდილობდი თავი მისგან შორს დამეჭირა. ლევანი არც ისეთი სულელი აღმოჩნდა, ჩემი და ზურას თვალების დიალოგს მალე აუღო ალღო და რამდენჯერმე სიცილიც შევამჩნიე ჩვენი მისამართით. მერე აპარატი მთხოვა და ახლა ის აჩხაკუნებდა, მე კიდე პოზირება არ გამჭირვებია
_დარინე, ფოტოსესიისთვის წამოდი?
_არა ბუნების ხედების სანახავად!
_პირველის კეთებაში მეორე გამოგრჩება!_ეჭვიანობს სულელი
გზის მეორე ნახევარი ჩემთვის ძალიან გართულდა. სულ არ ვერიდებოდი ვინ რას იფიქრებდა, ზურას მკლავზე ვიყავი დაკიდებული. ლევანმა რამდენჯერმე ფოტოც კი გადაგვიღო. მზემ რომ კარგად დაგვაცხუნა თავზე, ზურას ვთხოვე ცოტა შევისვენოთთქო
_ჰაერი არ მყოფნის და მზე თვალებს მიბნელებს
_აკი "შენ ხარ ჩემი ჰაერიო"
_მერე არ მყოფნი ასე ცოტა და გაიშვიათებული
_მე შენ თხოვნას ვითვალისწინებ, თორე ისე "გავხშირდები" სულ მალე "გაგბერავ"_რა საზიზღარი ვინმე, ისე წამომარტყამს ზოგჯერ "ზუსტ" სიტყვებს, გულს მიქანებს.
უფრო მჭიდროდ დავეკიდე მის მხარს, შეუმჩნევლად მოვეფერე თითებით
_ესე ნუ შვები ცუდად ვარ!
_უბრალოდ შეგახე!_ვიმართლე თავი
_ეხლა შენი დანახვაც კი მტკივნეულია ჩემთვის, მითუმეტეს ესე შეხება დარო
_შენი ვერაფერი გავიგე, შენ არ შეგეხო, სხვას არ დაველაპარაკო. აბა რა გავაკეთო, რა გინდა?!
_მინდა ლადოსთან მივიდე და ყველაფერი ვუთხრა!_ისევ ლადო
_ჰოო? და შენი აზრით მერე რა იქნება?
_ახლანდელზე უარესი ნამდვილად არ იქნება
_ეს ერთი კვირაც გაუზელი გთხოვ, მერე თბილისში ყველაფერი შეიცვლება
_შენ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე "გაგვიჭირდება ესე და ბევრსაც დავკარგავთ"
ცუდი ფიქრები თავის ქნებით მოვიცილე და მთებს გავხედე. ზურაც დამავიწყდა და ისიც რომ ფრენა არ ვიცოდი. ახალი ძალებიტა და ენერგიით შევივსე და უხმოს ავუყევი აღმართს. კავკასიონის მწვერვალებისკენ ვიხედებოდი და მეგონა, აი, ნაბიჯს გადავდგამ და იქ ვიქნებითქო. აი კიდე ორი სამი და იმ ლურჯ თოვლს ხელით შევეხებოდი. ისე მომინდა ხატვა მცოდნოდა, თუნდაც ცუდად. დამეხატა ეს თეთრ-ლურჯა მწვერვალები და მათზე მოლივლივე ციფერი მანდილი. წამებს ვთხოვდი შეჩერდითთქო. გონების ძაფებს სათუთად ვჭიმავდი და ვცდილობდი აღმექვა იმ სილამაზის სრული მასშტაბი რაც ჩემს წინ იშლებოდა
იქ იმ წუთებში მე, მე არ ვიყავი. ჩვეულებრივი დარინესგან მხოლოდ სხეული დარჩენილიყო, შიგ კი უწინდელი აღარაფერი იყო, სულ დავცარიელებულიყავი. მთების სიყვარული ქვემოდან არაფერია, იმასთან შედარებით, რასაც ზემოთ განიცდით. სულ წვეთ-წვეთად გავსებს. თითეულ ამ წვეთს კი ისე ცხადად შეიგძნობს შენი სხეული და სული, სიამოვნება გონებას გიბინდავს წამიერად. სადღაც იქ, არარეალურში გადაყავხარ და შენ უკვე იცი ფრენა. ფრთებით კიარა, ისე უბრალოდ შლი ხელებს და მიფრინავ.
მეც გავშალე ხელები და გავფრინდი, ისე რომ ნაბიჯიც არ გადამიდგამს. მერე ზეცას ავხედე და მთელი ხმით დავიყვირე"მიყვარხარ, ზეცამდე მიყვარხარ!"
გონზე მოსულმა ზურას თვალებს დავუწყე ძებნა, ამდენი სიკაშკაშის მერე მის შავ თვალებში ვეძებდი სიმშვიდეს. ვერ ვიპოვე უცებ და გული გამიჩერდა. მერე ცოტნე გადგა გვერდით და მის უკან დავინახე ჩამუხლული. წამოდგა და გზა გააგრძელა. ცოტა ხნის მერე რომ წამოვეწიე შემომხედა ცოტა გაბრაზებულმა
_ეგ მე უნდა მეთქვა ზემოტ რომ ავიდოდით! ყველაფერი ჩამიშალე!
_შენ უკეთესი მოიფიქრე
_შენი ქცევებით აზრს მიკარგავ და ფიქრის საშუალებას არ მაძლევ, ასე რომ დუმილს დამჯერდი!
_შენგან სხვას არც ველი ზურა!_ვუთხარი კმაყოფილამ
_იმედია ეს მე გიყვარვარ!_ინტონაცია უფრო დადასტურენას გავდა და არა კითხვას
_ზეცამდე!
გზის ბოლომდე ხმა არავისთვის გამიცია, მხოლოდ მთებთან მქონდა ჩუმი დიალოგი. ზემოდან ჩემი სოფელი სულ ერთი ციდა ჩანდა, აი ისეთი თვალში რომ ჩაისვამ და არც კი შეგაწუხებს. თამროს მხარი გავკარი
_თამრო, ნახე ჩვენი სოფელი!
_როდის მერე გახდა შენი ეს ჩემი სოფელი?!_მკითხა და გაიცინა
_შენი და ჩემი რამ გაყო თამრო!_ახლა მე ავხარხარდი
_ყველაფერს გაგიყოფ ჩემი ბიჭის გარდა_დამეჭყანა (ვის რად უნდა ეგ მონგრეული სოსიკო, ჩემი "შავი მგელი" მსოფლიოს მირჩევნია")
_გყავდეს, მე ჩემი საკუთარიც მეყოფა!_არ დავაკელი
_შენ რა შეყვარებული ხარ?!_თვალები ისე დაუმრგვალდა სიცილი ვერ შევიკავე
_ოჰ, რა იყო?! ეს მხოლოდ შენ გაქვს სიყვარულზე ექსკლუზიური უფლება?!
_ვინ?_პირი დავაღე უნდა მეთქვა შენი ძმათქო, მაგრამ ვინ მადროვა. თამროს ზურგს უკან ზურამ დაიძახა
_სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა! ნაცრისფერ გზებზე შენს თვალებს ვხედავ!_და გაჩერდა, პირდაღებულებს თვალი სიცილით მოგვავლო და დაამატა_უი, თქვენ აქ ხართ?! მე კიდე თავი მარტო მეგონა!_და მტელი ხმით იცინოდა, პირველად ვხედავდი ესეთს, ჩვენც ავყევიტ სიცილში "ეჰა, რაჭველი რომეოც!"
ჯერ ცუმი აღფრთოვანებით ვუყურებდი კავკასიონის ქედს და მწვერვალებს, აგვისტოს თვეში თოვლით რომ იყო გათეთრებული, ვერ გამერკვია ეს სითეთრე თოვლისგან იყო თუ ასაკით იყო გაჭაღარავებული. სული შემეკრა რომ გავხედე მის სიდიადეს +უსასრულობიდან - უსასრულობამდე რომ იყო.
მერე თოვლსი ხტუნვა დავიწყე, პატარა ბავშვივით მიხაროდა და თავშ ვერაფერს ვუხერხებდი. ლევანიც დამსდევდა და აჩხაკუნებდა.
_ბავშვებო!(აშკარად ზურა არ მყავდა მხედველობაში) ფერიცვალების დღესასწაულს გილოცავთ! ყველაზე მარალი წერტილიდან სადაც მე ვყოფილვარ ოდესმე!_და დაიწყო გადავიწყებული მილოცვები. ცოტაც სიჩუმით დავტკბით და დავეშვით ქვემოთ. არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა მე რომ მეგონა. ბევრჯერ დავჯექი მიწაზე ჩემის სურვილის საწინააღმდეგოდ, ზურა დამცინოდა"სიარული არ იცი და მთების დაპყრობა გინდაო"ცოტა რომ გაადვილდა გზა, "მგელობანას" თამაში დავიწყეთ გოგოებმა და ბიჭებიც მალე ავიყოლიეთ. კარგად გავერთეთ. მერე შევისვენეთ და სუფრაც გავშალეთ. ლევანმა აპარატი დამიბრუნა
_მშვენიერი წყვილი ხართ!
_ვინ?!_სულში შემცივდა შიშით
_შენ მე ბრმა გგონივარ?!
_არა, მაგრამ არც ტელეპატი უნდა იყო!
_დარინე, თქვენ თვალებს რად უნდა ტელეპატობა?!
_მაგით რისი თქმა გინდა?! მთელი სოფელი ბრმაა?!
_ან არ უნდათ შეიმჩნიონ!
მოვილხინეთ და სახლისაკენ ჰერი ჰერიო ზურამ. დავყევიტ მის ნებას და მდინარის ნაპირს დავუყევით. ავიჩემე სულ ნაპირ ნაპირ უნდა ვიაროთქო და მოუხერხებელმა ავხტი დავხტი და რიონში ჩავხტი. პირველი ცოტნე ჩამოხტა, მერე ლევანი. ზურა მოშორებით იყო და თავიდან ვერც შეამჩნია. ბიჭებმა ძალიან მოინდომენ და დიდი წვალების მერე ნაპირზე გამომიყვანენ. შეშინებული და შეციებული ორმაგად ვკანკალებდი, თავზე გადარეული ზურა რომ დამადგა და არაადამიანური ხმით რომ ღრიალებდა, ტირილის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ავქვითინდი. ამაზე კიდე უფრო გაბრაზდა
_ხმა გაიკმინდე დარინე თორე ჩემი ხელით ჩაგაგდებ მდინარეში და არავის მივცემ უფლებას იქედან ამოგათრიოს
_შენ ბიჭო ში. ხომ არ გაქ შეჩ..?! კანკალებს და კვდება და შენ კიდე უარესად უმატებ?!_გამომესარჩლა ცოტნე
_შენ ჩუმად, არ ჭირდება მაგას დამცველი, იმოდენა ენა აქვს მოახერხებს რაიმეს!_ცოტა დამშვიდდა და ზურგი მაქცია
_გაატარე დარო, ხო იცი რა ურჯულოც არის!_ცოტნე მოვიდა და ჩამიხუტა_ადე წამო თორე გავცივდებით!
სველი მაისური და ჯემპრი დაგავიძვრე და ვისაც რა ჰქონდა ზედმეტად, ის ჩავიცვი. სახლამდე ხმა არ გაუცია, არც მოუხედავს ჩემსკენ. სახლს რომ მივუახლოვდით უკვე ბინდდებოდა ოთხივე შევჩერდით
_ცოტნე, შეყევი სახლში და ნაზოს უთხარი რომ მდინარეში ვიბანავეთ ყველამ ერთად, ჩვენ მარიკას ავუხსნით რომ არაფერი თქვას.
ყველაფერი მისი მითითებებით გავაკეთეთ, ნაზო ამიკივლდა რა დროს რიონში ბანაობაა საღამოს პირზეო. თინო სახლში არ იყო და ასე გადავჩი. ცხელი ჩაი დამალევინა ნაზომ და საწოლში ჩავწექი. რა დამაძინებდა, მელი დღის ამბები, წუთის სიზუსტით აღვიდგინე და მჭიდროდ ვეხვეოდი საბანს. მობილურიც აწკრიალდა
_შარშან უშენოდ დადგა "ფერისცვალება", მაგრამ არ ვნერვიულობდი ვიცოდი წელს რომ გნახავდი! დღეს რა გააკეთე?! შენ არ მითხარი უკვდავი ხარო?! რატომ მკლავ დარო?!
_მიყვარხარ!
_ეს მი მიყვარხარ ჩემო დარო და ავდარო! ახლა დაიძინე და ხვალ სერიოზული სასაუბრო გვაქვს!
_კიდე უფრო სერიოზული რაღაა?!
_უნდა გაგაგებინო რომ მიყვარხარ, მიყვარხარ პატარავ და დაიძინე!
_მეც მიყვარხარ, ძილინებით!
_უკვე ათი წლის მიყვარხარ დაგახარჯე!
_ნიკო მუნჯო!
_"შავი მგელი" ვარ მე!
_ნიკომუნჯითქო!
_მანამ "მურმანყრუ" გავმხდარვარ დაიძინე ეხლა!_მითხრა სიცილით და გამითიშა
"ამას დამიხედეთ, ხუმრობაც კი ისწავლა. ნიჭიერი მყავს, ნიჭიერი!"
ემოციებით დაცლილს და აღსავსეს. ძალა გამოცლილსა და შევსებილს ყველაზე კარგი ღამე მქონდა! ღამე კიარა მთელი 16 საათი მეძინა. თვალები რომ გავახილე ......



№1 სტუმარი Mariam

Vaimeesraikoo

 


№2 სტუმარი ani

Sauketeso xar raa...zaan magrad wer da agwer da tan ase didi tavebi roa ise mixariaxolme rom davinaxav .magari xar zaan

 


№3 სტუმარი Fdsjkklf

Zgarbuna kiara shen yopilxar rac yopilxar. Gelodebii

 


№4 სტუმარი Guest KIKO

კარგი გოგო ხარ ნიჩიერიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent