შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთა... გიყვარვარ? (თავი 7)


29-10-2016, 22:52
ავტორი სატი
ნანახია 2 562

-ქეთა ამაზე რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ. მე შენ არ შემყვარებიხარ
-კარგი მადლობა პასუხისთვის
-ქეთა
-არა დამანებე თავი-ქეთა გაბრუნდა სახლისკენ რომ კოტეს გონებოდა ვითომ ის მართლაც სახლში იყო მაგრამ სიმართლეში ეთოსთან წავიდა. რათქმაუნადა თეოც იქ დახვდა. ყველაფერი მოუყვა.
-რა არ აღიარა?!!
-რა უნდა ეღიარებინა ისე ამოიჩემა შენ ჩემი ძმაკაცის და ხარ და ვერ შეგიყვარებო რო რავი
-ვერ შეგიყვარებ რას ნიშნავს?(ეთო)
-მოსწონხარ და ვერ შეგიყვარებს თუ შენ აძალებ რო შეაყვარო თავი(თეო)
-რეებს ბოდავთ ვაფშე. კრეტინია იდიოტი
-რომელიც გიყვარს(ეთო)
-არ მიყვარს უბრალოდ მაინტერესებს ესე რატო იქცევა და მორჩა
-ქეთ ჩვენ რაღას გვატყუებ?(თეო)
-არავის ვატყუებ მოიცა დედაჩემს დავურეკო და გავფრთხილო რო ღამე თქვენთან ვრჩები(ქეთა)
ქეთამ სალომეს დაურეკა.
-ალო დე ჩემი დაქალების სახლში ვარ და ღამე აქ დავრჩები
-რომელი დაქალების
-აი შენი თანამშრომლის შვილის ეთოსთან
-აა დავურეკავ მაშინ. კაი ხვალ მოდი
-კაი-გათიშა
-რაო(ეთო)
-კიო. აუ ეხა რა ზუსტად ვიცი კოტე გიოსთან ავა და მე იქ ვეგონები(ქეთა)
-იქნება და დაიკიდოს და არ ავიდეს(ეთო)
-კაი ეთო რეებს ამბობ(თეო)
-დამიკიდოს მეც დავიკიდებ და აღარ მექნება თავსატეხი რატო მექცევა ესე თბილად
-კაი დავიღალე დავეგდოთ რა(თეო)
***
მეორე დღეს, როგორც კი გაიღვიძა ქეთამ, სახლში დაბრუნდა. დედამისი ელოდებოდა.
-ქეთა გუშინ გული გამიხეთქე
-ხო ბოდიში აღარ წავალ გაუფრთხილებლად
-კარგად ხარ? გშია?
-ხო
-ნუტელა მოვიტანე
-მადლობა ჯერ ოთახში შევალ
ოთახში რო შევიდა გიო ახალი გაღვიძებული იყო.
-ოჰ მობრძანდა. რას შვები(გიორგი)
-რავი აბა(ქეთა)
-ქეთ როცა რამე მოხდება კოტეს მაგივრად პირველი ჩემთან უნდა მოხვიდე
-როცა რაღაც მოხდება პირველი უკვე სალომეს ვეტყვი. ვისწავლე მე თქვენ როგორ უმკლავდებით ყველაფერს ბოლოს პოლიციაში ამოყოფ თავს შენც და მეც
-ქეთ ამათი გზითაც პოლიციაში მოხვდები დაკითხვაზე
-ამათი უკეთესია ვინც შემაწუხებს იმის გარდა არავინ ჩაჯდება ყოველშემთხვევაში
-ქეთ
-მორჩა მადლობა რო დამეხმარე ეხლა მეთითონ-ქეთა სამზარეულოში გავიდა და ყავა დალია ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.
,,ქეთუსი რამდენი ტიპი უცემიათ უკვე.რეკორდზე გადიხარ ჩემ დროს ლაპარაკიც საკმარისი იყო’’-სანდრექსა
-რატო მიწერია ამ ტიპზე სანდრექსა ისევ(ქეთა)
-ჰა?(სალომე)
-უი ხმამაღლა ვთქვი. სხვა რამე ვიგულისხმე(ქეთა)
-ვინაა სანდრექსა(სალომე)
-ჩემი ყოფილი შეყვარებული(ქეთა)
-რატო დაშორდი
-მართლა გაინტერესებს? იმიტომ რომ დაიღალა იმით რო ყველა ტიპი მე დამსდევდა სკოლაშიც და ისეც მათთან გამკლავება ხშირად უხდებოდა და ბოლოს სხვა გოგოსთან იყო. მერე მაგის გასაბრაზებლად ვიღაც ბიჭთან ერთად ვიყავი ისიც მომაშორებინეს მეგობრებმა, მერე მაგის ძმაკაცი გადამეყარა და ა.შ
სალომეს პირი დარჩა ღია.
-ვერ გავიგე მოიცა... ქეთა.... რამდენი შეყვარებული გყავდა
-არ ვიცი 3-4?
-ქეთა და შენ...
-ფუ არა.
-კიდე კაი. ქეთა როცა მოგინდება ამაზე ლაპარაკი
-ვიცი არ მომინდება ბიოლოგიაში ვისწავლე. დაგასწრო მასწავლებელმა.
-კაი. გინდა რამე გავაკეთოთ დღეს ერთად?
-არა სკოლაში უნდა გავიდე
-მეც წამოვალ მაინტერესებს ვინ გასწავლის
-კაი
სალომემ მანქანის გასაღები აიღო და ჩავიდნენ ქვემოთ. სკოლაში წავიდნენ. ქეთა კლასში შევიდა იმის წამოსაღებად რაც დარჩა. დედამისი კი დირექტორთან შევიდა.
-თქვენ უნდა ამაყობდეთ ქეთათი მას სულ კარგი ნიშნები აქვს მაგრამ არის ერთი პრობლემა გვაქვს გაკვეთილი ასე ვთქვათ გავს ფსიქოლოგიისას. ქეთა ამ გაკვეთილებს სულ აცდენს
-რათ უნდა ქეთას ფსიქოლოგი
-ოდნავ ჩაკეტილი ბავშვია
-ქეთა? ქეთა ყველაზე მოლაპარაკე ადამიანია მსოფლიოში
-მაშინ აქ ყოფილა სხვანაირი
-ჩემ შვილს ფსიქოლოგი არაფრად არ ჭირდება მაქვს თუ არა უფლება რომ ამ გაკვეთილზე უარი ვთქვათ
-რათქმაუნდა. ქეთაზე ყველა მასწავლებელი დადებითს ამბობს
-სწავლაში ანუ არანაირი პრობლემა არაა
-არანაირად
-ძალიან კარგი არ ვიცოდი
-ქეთას რამოდენიმე ოლიმპიადაში პირველი ადგილიც აქვს დაკავებული და აიფონიც აქვს მოგებული
-ქეთას?? ხო.. ვიცოდი
სალომე გამოვიდა დირექტორის კაბინეტიდან.
-აიფონი გაქვს მოგებული?(დედა)
-ხო. აბა შენ გახსოვს ოდესმე რამე აიფონის მსგავსი რო გეყიდათ შენ და მამას ჩემთვის? ან საიდან აქვს გიორგის პლანშეტი. მე კომპიუტერი? ამ ოლიმპიადებიდან დედა
-მე... ამიერიდან აქტიურად ჩავერევი შენ ცხოვრებაში
-აი ეგ გთხოვ არ გინდა გიორგიც საკმარისად ჩაერია ჩემ ცხოვრებაში უბრალოდ კითხვაც რომ დამისვა გიპასუხებ
-კარგი ეწევი?
-არა
-სვამ?
-არა
-ნარკოტიკები?
-მეტყობა რამე დაბოლილის?
-არა... ამას არც მეტყოდი რომელი შვილი ეუბნება დედას მაგას
-მაგაშია საქმე მე შენ დედად ჯერ ვერ წარმომიდგენიხარ აი რატომ ვამბობ სიმართლეს
-კარგი.. წავედით
სალომემ ქეთა დააბრუნა სახლში და თვითონ გაიარა მაღაზიაში. მის ეზოში დაინახა კოტე, ანდრია, მიშკა და გიორგი.
-ქეთა ეხლა შეტრიალდი მემგონი არ დაუნახიხარ(ქეთა)
-ქეთ მოდი აქ(გიორგი)
-ჯანდაბა-ნელა უახლვოდებოდა
-არ ვიკბინებით ქეთ(მიშკა)
-სად იყავი
-სალომე სკოლაში გამომყვა ჩემი ნიშნები აინტერესებდა(ქეთა)
-მერე?(გიორგი)
-არაფერი ოროსანი ვარ(ქეთა)
-რაა?(გიორგი)
-ვღადაობ შენ არ მიცნობდე მაინც. გასაღები მომე სახლში ავდივარ(ქეთა)
-დარჩი რა(კოტე)
-ხო მიდი რა. გაგვართობ ცოტას(ანდრია)
-არა მეზარება(ქეთა)
გიორგიმ გასაღები მისცა და ქეთა სახლში ავიდა.იმდენად გაბრაზებული იყო კოტეზე რომ გადაწყვიტა კოტე ეეჭვიანებინა.დაურეკა ლუკას, ისიც 5წუთში ქეთას ეზოში იყო.იქ გიორგი და დანარჩენები დახვდნენ.
-ლუკა ხო? ქეთისთან ხარ?(გიორგი)
-ხო(ლუკა)
-თვითონ დაგირეკა??(კოტე)
-და თქვენ დაცვა ხართ?(ლუკა)
-არა მე ქეთას ძმა ვარ(გიორგი)
-იცი რა მე წავალ(ლუკა)
-რატო ვინმემ დაგიშალა?(გიორგი)
-არ მევასება გოგოები რომლებიც ბიჭებს დეტექტორებით ამოწმებენ
ლუკა წავიდა.
-რა ნერვოზი ტიპია(ანდრია)
-შენ ჩუ(მიშკა)
-მიშკა(გიორგი)
-მე მეჩქარება. ანდრია ისე ცოტა ფრთხილად პერედაზიროვკა იცის ხოლმე(მიშკა)
-რას გულისხმობ(ანდრია)
-მიშკა თქო!(გიორგი)
მიშკა ადგა და წავიდა. ანდრია გაჩუმებული იყო და მერე ხმა არ ამოუღია.ცოტახანში კი ქეთა ჩამოვიდა.
-რატო გააგდეთ ლუკა!(ქეთა)
-ჩუმად გოგო რა ისტერიკებს აწყობ-გაეცინა გიორგის
-რა ისტერიკები ადამიანი მოვიდა ჩემთან და მერე მომწერა დაცვამ არ შემომიშვაო. შენ რა უფლებით აგდებ ჩემ მეგობრებს(ქეთა)
-შენ ხო არ გააფრინე ვინ ხარ და ქეთასთან ხარ თუ არა თქო ამან არ მევასება როდესაც გოგოები ბიჭებს დეტექტორებით ამოწმებენო და წავიდა. ფსიხია ვიღაც და რა შენი შეყვარებულია?(გიორგი)
-დაახლოებით(ქეთა)
-დაახლოებით?-კოტე წამოდგა სკამიდან და სიგარეტს დაავლო ხელი
-და რა რამე პრობლემაა?(ქეთა)
-არანაირი ქეთ ბოდიში მე არ გამიგდია არავინ(გიორგი)
-კაი დაიკიდე წავალ იქნება და მივასწრო(ქეთა)
-კოტე გაგიყვანს(გიორგი)
-ოო არა იყოს. კოტეს თავისი ძმაკაცების და მისი თავის გარდა არავინ არ აინტერესებს(ქეთა)
ქეთა ფეხით წავიდა კოტე გაეკიდა.
-მოიცადე რატო მიწყობ ისტერიკებს ჯერ ერთად არ ვართ და უკვე მეჩხუბები?(კოტე)
-ჯერ? რა მერე ვაპირებთ თუ?(ქეთა)
-ქეთა ტყუილად ოცნებებს ნუ აწყობ
-შენ გგონია რო მე მიყვარხარ? მე მაინტერესებს შენ რატო იქცევი ესე დამაბნევლად.
-მე აგიხსენი რატო ვიქცევი ესე და შენ თუ არ გიყვარვარ რაღას აწყობ ისტერიკებს
-მე გიორგის ვეჩხუბე მემგონი შენ არ შეგხებივარ
-აბა რა იყო ეს სარკეში ჩაიხედე და ურტყიო
-შენ მაწუხებ და იმიტო. თუ არ გევასები და ყველაფერი გავიგე რაღას დამსდევ
-ხო მართალი ხარ. შემეცოდე უბრალოდ გიორგი მაშინ რო გიყვიროდა იმ დღიდან მეთქი დავმეგობრდით თქო და თურმე აი შენთვის ეს რა ყოფილა
-ესე იგი ამას შეცოდება ერქვა გასაგებია. ფრთხილად იყავი არ გეშინია გიორგიმ გაიგოს ჩვენი საუბარი?ეხა პროსტა თუ არ გიყვარვარ არ გამომყვე უკან თუ შეილება



№1  offline აქტიური მკითხველი select

ქოოოქ ეხლა წავიკითხე ყველა მომეწონა ისე ეს გეთა რაღაცნაირია რაა ნუ რავიი მოკლედ მალე დადე შემდეგიი

 


№2 სტუმარი Guest მარიამი

გელოდებიიი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent