შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი (1)


30-10-2016, 02:35
ნანახია 1 841

***
-სად ხარ, ნინ?
-ციხესიმაგრეში,-უპასუხა ნინიმ დაქალს და გაეცინა. ისე ეკითხებოდა ნათია ნინის ადგილსამყოფელს ვითომ ამხელა ლონდონში ერთმანეთის გარეშე სადმე დადიოდნენ უნივერსიტეტის გარდა.
-იუმორი.ჯი,-გაიგო დაქალის გაბრაზებული ტონი ნინიმ და გაეღიმა ნათიას რეაქციაზე.
-სახლში ვარ და გელოდები. მშია ადამიანი არ ხარ?!
-მოვდივარ ხო! მეტროში ჩავდივარ ეხლა და მოვფრინდები მალე. ჩაცმული იყავი რა და გავიდეთ დიდი პარასკევია დღეს.-მხიარულად ჩასძახა ტელეფონში ნათიამ.
-ცოტა მოვწრუპოთ და ვიტანციმანცოთ?
-კაი, დამანებე ეხლა თავი. ჯულიასაც უთხარი წამოვიდეს. სულ იმას წუწუნებს წიგნებს ვერ გავცდიო,-უთხრა ნათიამ და გაუთიშა ტელეფონი.

ნინი და ნათია ბავშვობის დაქალები იყვნენ. ერთ სკოლაში, ერთ კლასში სწავლობდნენ და დიდ ბრიტანეთშიც ერთად წამოვიდნენ. სხვადასხვა ფაკულტეტზე, მაგრამ ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. კიდევ კარგი ერთმანეთი ჰყავდათ, თორემ ნოსტალგია ალბათ ორივეს შეჭამდა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, ოთახის მეზობლებიც იყვნენ და ყველგან ერთად დადიოდნენ. ნათია ძალიან მობილიზებული და ხუთოსანი გოგო იყო. ზედმეტად ყურადღებიანიც კი. ნინის კი მოფერებით ნათია „ქარაფშუტას“ ეძახდა. ყურადღება გაფანტული და ორიენტაცია დაკარგული გოგო იყო. თბილისშიც ძლივს აგნებდა ქუჩებს და ლონდონში ხომ საერთოდ! ნათიას გარეშე ფიზიკურად ვერსად გადიოდა. ერთხელ გავიდა და ისიც ისე დაიკარგა მთელი თავისი ფული ტაქს მიახარჯა. ინგლისის ტაქსები? ჩვეულებრივი უკატასტროფულესად უძვირესი იყო! საცხოვრებელში მატ მეზობლად მყოფ გოგოებს ჯულიას და ვიკას დაუმეგობრდნენ. ჯულია ამსტერდამიდან იყო, ვიკა კი მეზობელი რუსეთიდან. მოკლედ, სულ ერთად დადიოდნენ ყველგან ეს ოთხი ადამიანი. ნათიაც მალე მოვიდა და ოთხივე ნახევარ საათში ლონდონის ერთ-ერთ პაბში იჯდა. პარასკევი ინგლისში საოცარი დღეა! პირდაპირი მნიშვნელობით. ბარები, პაბები გადატენილია ხალხით. არა, სხვა დღეებშიც დადიან, მაგრამ იქ ნამდვილი პარასკევობა ხდება პარასკევ დღეს.

-რა დავლიოთ?-იკითხა ჯულიამ და დიდი ინტერესით გადაიკითხა მენიუ.
-არაყი?-ასევე ინტერესითვე თქვა ვიკამ.
-სამშობლოს ყვირილი, ვიკუშ?-სიცილით ჰკითხა ნინიმ.
-კი,-გაუცინა ვიკამ.
-ოპ! არ გვინდა სამშობლოს ყვირილები,თორემ მე ხმა არ ამომეღება,-გაიცინა ჯულიამ.
-აუ, თქვენ თუ ამდენი ილაპარაკეთ დილამდე აქ მოგვიწევს ჯდომა.!-დაიწუწუნა ნათიამ,-მოკლედ, სტეიკი შევუკვეთოთ თავის გარნირით და დავლიოთ ჯერ რამე კოქტეილი. მერე გავპარასკევდეთ.
-კარგი აზრია,-მოუწონა ყველამ ნათიას აზრი და შეკვეთაც მისცეს.
-ხომ ჩამოხვალთ ჩემთან?-მოწყენილად თქვა ჯულიამ.
-ისეთი სახით ამბობ ლამისაა ავდგე და გავიდე აქედან,-გაიცინა ნინიმ.
-უბრალოდ, ძალიან მომენატრებით, რა! 4 წელი ცოტა ხო არაა?
-კი, ჯუკი ჩამოვალთ აბა რას ვიზამთ?-გაუღიმა თბილად ნინიმ.
-მაგ სახელს რო იძახი მანქანა ჭიამაია მგონია,-უთხრა ნათიამ ნინის ქართულად და გაიცინა.
-რაო, რა თქვი?-ჰკითხეს გოგოებმა.
-არაფერი, კუჭი მაქვს აშლილიო,-უპასუხა ნინიმ მხიარულად და ოფიციანტის მოტანილ კერძს მხიარულად შეეგება.-აუ, ძაან გემრიელია!
-ისინიც ძაან გემრიელად გამოიყურებიან,-თქვა ვიკამ. გოგოებმა ვიკას გახედეს, რომელსაც თვალი ჰქონდა გაშტერებული ოდნავ შორს მჯდომი სამი მამაკაცისკენ. გოგოებმაც თავი გაატრიალეს და აათვალიერეს.
-კაი?!-წარბები შეკრა ნინიმ.
-ხო უნდა გავერთოთ დღეს?!-წარბი აუწია ვიკამ ნინის და ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა კოქტეილი,-ახლა არყის დროა და მერე უპასუხისმგებლო საქციელების!- ნინიმ და ნათიამ უკმაყოფილოდ გააქნიეს თავი და აცანცარებულ ვიკასა და ჯულიას გახედეს. შემდეგი ჭიქა უკვე ტეკილა იყო, რომელიც დალიეს ერთი ამოსუნთქვით გოგოებმა და უკვე კარგად შემთვრალები გაიჭრნენ ბარის შუაგულში, სადაც ხალხი ცეკვავდა. არასდროს უჭირდათ ვიკას და ჯულიას ყურადღების მიქცევა. ცეკვავდნენ ძალიან გამომწვევად და აქეთ-იქით არხევდნენ ტანს.
-არა, გოგო ვგიჟდები პროსტა! საიდან ასეთი გამბედაობა?-ჩაფიქრებულმა თქვა ნათიამ.
-ევროპაში ხარ დაგავიწყდა?
-კაი, გოგო ასი წელი ვერ ვიცეკვებ ასე, რა..
-კოჭებამდე კაბა და დახურული მაისური ჩაიცვი, ნათუ.-გაიცინა ნინიმ.
-რა შუაშია ეგ..!-გაუწყრა ნათია,-პროსტა, აი, ეს შებმა და ხარახურები არ შემიძლია. შენც ხო ხარ ევროპაში?! შეგიძლია?
-ვითომ არ მიცნობ,-უკმაყოფილოდ უთხრა ნინიმ.
-ხოდა, მეც მანდ ვარ!-გამარჯვებულმა წამოწია თავი ნათიამ,-გაერთონ ბავშვები ცოტას. აუ, ნახე ის ტიპი მივიდა,-გაიცინა ნათიამ.
-აუ, რას ეთომარება ჩვენ დაქალს?-გაიცინა ნინიმ.
-აუ, მეორე ჯუკისთან. მოჰხვია ხელი, ჩააცურა ქვემოთ ხელი და ჯუკიც კმაყოფილია!-აღშფოთდა ნათია.
-ჩემზეც ეგრე ილაპარაკებ რო რამე?-წარბი აუწია ნინიმ.
-აუ, რა შუაშია ეგ!
-რა რა შუაშია. შენი მეგობრები არიან და რასაც უნდა იმას იზამენ. უნდათ გაერთობიან დღეს ღამე მათთან ან ცალ-ცალკე ან ერთად!
-ცოტა აფრენ,ხო?
-შენ აფრენ ზე-ტრადიციულო და კომპლექსიანო,-გაუცინა ნინიმ და ნათიას ლოყაზე უჩქმიტა.
-შენი გაზრდილი ვარ რო მჩქმეტ?-მოისრისა ლოყა ნათიამ.
-კი, ფაქტობრივად მე შენ გაგზარდე, შენ-მე. და გაგვიმარჯოს, რა!-თქვა ნინიმ და ჭიქა გამოსცალა.
-გოგოებო, წინააღმდეგები ხომ არ ხართ?-თავზე ვიკა და ჯულია დაადგა სამ ბიჭთან ერთად.
-აა....აარა..-უპასუხეს ნინიმ და ნათიამ. სამი ბიჭი მათ შემოუერთდა, შეუკვეთეს სასმელები და გემრიელად მოკალათდნენ გოგოების მაგიდასთან.
-თქვენ გაგიმარჯოთ გოგოებო. სულ ასეთი ლამაზები ყოფილიყავით, როგორებიც ეხლა ხართ!-თქვა ერთმა და ჭიქა ასწია.
-დედა, როგორ გავს ქართველ მუჟიკს,-ჩასჩურჩულა ნინიმ ნათიას.
-კავკასიელის გარეგნობა კი აქვს სამივეს,-ჩუმად უპასუხა ნათიამ და გაღიმებულმა ასწია ჭიქა,-მადლობა.
-კავკასიელი კი არა იმენა მუჩაჩოები არიან.-იცინოდა ნინი.-იმის დაჟელევებული თმა არ შემიძლია!
-გოგო! რა უტაქტო ხარ!-უთხრა ნათიამ, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს.
-ის შავ მაისურიანი ისე მიყურებს, რომ მგონია ყელი უნდა გამომჭრას,-უთხრა ნინიმ ნათიას.
-მეტლიკინები და არ უსმენ მაგათ და არ იფიქრებს ეს უცხოელი რა უზრდელია და რა ოჯახში გაიზარდაო?!-უსაყვედურა ნათიამ. ნინიმ უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და თვალი გაუსწორა მასზე მიშტერებულ ბიჭს. არა, ვერ იტყოდი რომ არ იყვნენ სიმპათიური ბიჭები. სამივე ერთმანეთზე უკეთესი იყო. ნინის, რომელიც უყურებდა ის იყო შავგვრემანი, მუქი მწვანე თვალებით, წვერი დაბალზე და საოცრად ლამაზი ტუჩები ჰქონდა. მის გვერდზე ყველაზე აქტიური იჯდა, რომელიც მხარბეჭში არ ჩამოუვარდებოდა პირველს, წვერი გაპარსული ჰქონდა და თმაც გვერდზე გადავარცხნილი. ხოლო მესამე, რომელიც ამ აქტიურთან ერთად ძლივს აკვეხებდა სიტყვას მათზე შედარებით გამხდარი იყო. სწორი ცხვირითა და თხელი ტუჩებით. მოკლედ, ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. მოწყენილად ისხდნენ ნინი ნათია და ათასში ერთხელ თუ გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს.
-ბოდიში, დაგტოვებთ ორი წუთით..-თქვა ნინიმ და გარეთ გავიდა.
-არ გახვიდე გარეთ დაიკარგები!-ქართულად მიაძახა ნათიამ დაქალს. ნინის ყურები სტკიოდა უკვე ხმაურისგან და დიდადაც არ მოსწონდა ეს სიტუაცია. ენატრებოდა საქართველო და ენატრებოდა დედა და მამა. დიახ, დედა „და“ მამა. ნინის მშობლები განქორწინებულები იყვნენ უკვე წლებია, მაგრამ ნინის ეს არ უგრძვნია. არ მოკლებია მამის სითბო მიუხედავად იმისა, რომ დედასთნ ცხოვრობდა. ძალიან განებივრებული შვილი იყო. დედისერთა როგორიცაა ზუსტად ისეთი. ძალიან მოენატრა დედა. მამას ამ შუაღამისას ვერ დაურეკავდა, აუცილებლად, ეჩხუბებოდა გარეთ რომ დაწანწალებდა. რა ქნას ბატონმა გიამ ნერვიულობდა ერთადერთ შვილზე და მაქსიმალურ სიმკაცრესაც იჩენდა.

-დე..
-რა იყო,ნინი? ხო კარგად ხარ? საავადმყოფოში ხარ? რამე ხო არ მოხდა?-მიაყარა შეკითხვები ეკამ.
-გაგიჟდი?უბრალოდ, მომენატრე!
-აუ, ისეთი სასოწარკვეთილი ხმა გქონდა, რომ მეგონა რამე მოხდა!-ამოისუნთქა ეკამ,-რაღა დარჩა ჩემო პონჩიკო!
-რა პონჩიკი ძვალი და ტყავი ვარ დარჩენილი,-გაეცინა ნინის.
-ადრე ხომ იყავი პონჩიკივით?
-როდის დედა, 2 წლის რო ვიყავი?
-ხო, თუნდაც! დედიკო, ახალი ამბები მაქვს შენთვის და ერთი სული მაქვს როდის ჩამოხვალ!
-რა ამბები?
-აი, რომ ჩამოხვალ გეტყვი, რა..
-კაი, დე. დაიძინე ეხლა და მიყვარხარ!
-მეც, და ნათია მომიკითხე აკოცე ჩემგან ბევრი,ბევრი!-უთხრა ეკამ და ზარიც შეწყდა დიდი ბრიტანეთი-თბილისის.
-ძვალსა და ტყავს ვერ შეგადარებდი,-უცებ გაიგო ქართული წინადადება, თან როგორი? შეურაცხმყოფელი! ელვის სისწრაფით შემოტრიალდა და ხელში შერჩა,აი, ის ბიჭი თვალებით რომ ჭამდა. გაოცებულმა შეხედა და აათვალიერა. არ სჯეროდა, რომ მან ქართულად რამე უთხრა.
-ქართველი ვარ,-მშვიდად უთხრა ბიჭმა.
-ეგრეც ვიფიქრე.
-არ შეცდა შენი ინტუიცია,-ჩაიღიმა ბიჭმა ნინისთვის სასიკვდილოდ. რა კბილები ქონდა ტუჩების ქვეშ? რომ ვერ გადარჩებოდი ისეთი. უთეთრესი და უ-ჩაწიკწიკებულესი.-კარგად ლაპარაკობ ინგლისურად.
-4 წელია აქ ვარ.-თქვა ნინიმ და კარგად დააკვირდა ბიჭს, რომელსაც არანაირი ემოცია არ ეხატებოდა სახეზე.
-ტიპური ქართველი გოგო ხარ თავისი „ზაიობებით“.
-როგორ?
-მესმოდა, რასაც ნათიას ეუბნებოდი.
-ბოდიშიც ხო არ მოვიხადო?
-არამგონია მაგდენი კულტურა გქონდეს.-მშვიდად უპასუხა ნინის ბიჭმა.
-ტიპური ქართველი ბიჭი ხარ „ქალი ვიცი კუხნაში“ მენტალიტეტით. საზღვარზე როგორ გადმოგიშვეს საერთოდ ვერ ვხვდები!-უპასუხა ნინიმ და ბარში შევიდა. უკმაყოფილო იყო პასუხით. სათანადად ვერ უპასუხა ბიჭს და თან შეურაცხყოფილი! ძვალზე და ტყავზე რომ არაფერი უთხრა? არაუშავს. აუცილებლად, ეტყვის იმიტომ რომ შესულს დახვდა სანახაობა. ნათია ჩამჯდარიყო ბიჭებში და ათას შეკითხვას უსვამდა საქართველოზე. ბიჭებიც დიდი მონდომებით უყვებოდნენ. ვიკა და ჯულია არსად ჩანდნენ.
-ნინუ, ქართველები ყოფილან!-აღტაცებით უთხრა ნათიამ.
-გავიგე უკვე.-ცივად უპასუხა ნინიმ დაქალს და ბიჭებს გადახედა, რომლებსაც ღიმილი აკვროდათ სახეზე.
-დიდი ბოდიში, ასეთი უხასიათო არ არის..-მოიბოდიშა ნათიამ და დაქალს თვალები დაუქაჩა.
-არაუშავს. მესმის. „ზემლიაკია“ მაინც,-სიცილით თქვა პირველმა (ყველაზე აქტიურმა).-მე ვანიკო ვარ, ეს სიმპათიურობა საბაა და აი, ის ქვესკნელიდან ამოსული პრინცი დემეტრეა.
-ნინი.-მშვიდად უპასუხა ნინიმ.-ვიკა და ჯულია?
-ჩვენს ინგლისელ ძმაკაცებთან,-მხიარულად უპასუხა ვანიკომ.
-გასართობები აღარ გყავთ?-იკითხა ნინიმ და ჩაიცინა.
-გასართობის მეტი რა არის,-თქვა საბამ,-ღადაობ? რა გართობაზეა ლაპარაკი. ამ ქვეყანაში ქართველები გნახეთ.
-ნინ, ხვალ ბიჭებს ლონდონი დავათვალიერებინოთ.-უთხრა ნათიამ.
-მე ხო არ წავიყვანო?-ცინიკურად ჰკითხა ნინიმ.
-არა, მეც წამოვალ. ერთად, რა.-უქაჩავდა ნათია თვალებს ნინის. ნინი კი დაჟინებულ მზერას გრძნობდა, რომელსაც მისი მარჯვენა მხარე აეწვა უკვე. საღამო კარგად გაატარეს ნათიამ და ბიჭებმა. მხოლოდ ნინი იჯდა თავისთვის და ლოცულობდა მალე წასულიყო. მერამდენედ არც თვითონ იცის, მაგრამ დაიწყევლა თავი რომ არ შეეძლო თავისით მიეგნო სახლამდე თორემ აქამდე მილიონჯერ წავიდოდა და იმ უტიფარი დემეტრეს ატანა არ მოუწევდა.

-სოფოს გეფიცები მაგარი უზრდელი თუ არ იყო!-უთხრა ნათიამ და საბანში შეხტა.
-რა გინდა?
-ტვინი მიგაქვს შენი ჟღურტულით და მაინც და მაინც ამ ბიჭებთან რას მოიროჟე?!
-ის დეგენერატი იჯდა იქ და მაგიტო!
-დემეტრე? რა დაგიშავა ერთი საათის გაცნობილმა ვერ ვხვდები!
-ყველაფერს ხო ბედი უნდა, არა? უზრდელია გეფიცები! აი, ეგაა თუა უზრდელი! ეკას ველაპარაკებოდი და მეთქი ძვალი და ტყავი ვარ დარჩენილითქო და ეს დემეტრე არ მიდგას გვერდზე? და უცებ, ვერ შეგადარებდი მაგასო. მერე უკულტურო მიწოდა და საერთოდ, მაგის მერე კულტურაზე როგორ შეიძლება რამე მითხრა?-აღშფოთდა ნინი.
-აუ, თუ გიყვარვარ რა! კარგი ბიჭები არიან და შენი დამოკიდებულების გამო ნუ, გააფუჭებ ყველაფერს!
-რა იყო რომელი მოგეწონა?!-ცინიკურად შეხედა ნინიმ საბანში გახვეულ დაქალს. ნათიამაც ბალიში გადაიფარა თავზე. ასე იცოდა ხოლმე, როცა რაღაცის თქმას გაურბოდა. თავის თავზე კარგად იცნობდა ნინი ნათიას და მაშინვე მის საწოლზე გადაძვრა და ბალიშს დაეჯაჯგურა.
-ნათია! მოიშორე ეგ ბალიში დროზე!
-დამანებე თავი მეძინება!
-დაგაძინებ ეხლა შენ სამუდამოდ!
-რა გეშველება მერე შენ?
-მეც დავიძინებ მერე!
-ვუაიმე, როგორი საყვარლობა ხარ!ასე გიყვარვარ?
-ნუ, გადაგაქვს თემა! ვანიკო?-ნათია ჩუმად იყო,-ის უკულტურო?-არ იძვროდა ნათია,-საბა, გოგო?!-და უფრო მეტად მოუჭირა ბალიშს ხელი. გამარჯვებულმა გადაიხარხარა ნინიმ და თავის საწოლში გადაძვრა.
-ღმერთო, ძალა მომეცი იმისი რომ მე, ნინიმ ავიტანო ნათიას გატაცებები! რა დავაშავე.
-ის დააშავე რო ქარაფშუტა ხარ და შენი თავის იქეთ არ იყურები! უკულტურო!-მიაძახა ნათიამ და ზურგი აქცია დაქალს. რამდენიმე წუთში კი ალკოჰოლმაც თავისი ქნა და ღრმად ჩაეძინა ორივეს.


***


მთელი დღე იწანწალეს. მშვენიერი გიდი იყო ნათია და ბიჭებიც გულისყურით უსმენდნენ. ნინისდა საბედნიეროდ დემეტრე არ იყო და არც დაინტერესებულა. კარგი ბიჭები აღმოჩნდნენ საბა და ვანიკო და საბასაც ეტყობოდა სიმპათიები ნათიას მიმართ. ნათიაც ზედმეტად კეკლუცობდა და ზოგჯერ, ნინის უნდებოდა თმით ეთრია დაქალი, მაგრამ ყოველთვის მხიარული საბა ასწორებდა სიტუაციას. როგორც ხდებდა ხოლმე ლონდონში შაბათი-კვირა მთელი ქალაქი პარკებში რომ სეირნობს და პიკნიკობს არც მათ დაარღვიეს ტრადიცია და ჰაიდ პარკში მოკალათდნენ.

-როდის მიდიხართ?-იკითხა ნათიამ.
-3 დღეში. საქმეებია მოსაგვარებელი,-უთხრა საბამ.
-აუ, ნინ იცი? ჩემ სახლთან რომ აშენდა ბიზნეს ცენტრი იქ აქვთ ოფისი ბიჭებს,-თქვა ნათიამ აღტაცებით.
-ხოდა, ყავაზე გადაურბინეთ ხოლმე ნათიას. ნებისმიერი მანქანის ყავას ჯობია ნათიას ყავა,-თქვა ნინიმ.
-ის მკვდარი სული დაიკარგა?-ჰკითხა საბამ ვანიკოს.
-არა, უნდა მოვიდეს წესით. მივწერე სადაც ვართ,-უპასუხა ვანიკომ,-საჭმელები გეხერხება, ნათი?
-კი. ჩვენთან სულ მე ვაკეთებ საჭმელებს,-თავმომწონედ თქვა ნათიამ.
-ყველაფრის გაკეთება, იცი?-ჩაეკითხა ვანიკო და საბას გახედა, რომელიც ინტერესით უყურებდა ნათიას.
-კი, ვიცი. რაღაცებსაც ვიგონებ ხოლმე ჩემით,-თქვა ნათიამ.
-ვის ოჯახშიც შენ შეხვალ, რა!-აღტაცებით თქვა ვანიკომ და თვალი ჩაუკრა ძმაკაცს, რომელიც ნინის არ გამოპარვია.
-საბა!-თითი დაუქნია ნინიმ და გაუღიმა საბას.
-ვინ ვის ოჯახში შედის?-ბალახზე წამოგორდა დემეტრე. უკმაყოფილოდ შეხედა ნინიმ დემეტრეს.
-ნათია, ტო. მაგარ საჭმელებს ვაკეთებო ესაო,ისაო..-უპასუხა საბამ.
-ხო, აბა ნინიზე ვერც ვიფიქრებდი.-თქვა დემეტრემ ცინიკურად,-მერე სიტყვაზე ვენდოთ?
-არა, ჩემთან გეპატიჟებით რომ ჩამოვალთ,-უპასუხა განაზებულმა ნათიამ.
-ძალიან კარგი. ხოდა, მერე დავფიქრდებით ვისზე გაგათხოვოთ რომ ჩვენც მოგებულები დავრჩეთ,-უპასუხა დემეტრემ ნათიას და ზურგზე გადაწვა.

ნერვებს უშლიდა ნინის ეს ბიჭი. ნინი როგორი გოგო იყო იცით? აი, რასაც ფიქრობდა რომ ამბობდა. რაღაცას რომ იტყოდა და არ გადაუხვევდა. რამდენადაც მხიარული, იმდენად უხასიათო ხდებოდა ხოლმე. ვერავინ ვერასდროს ეწინააღმდეგებოდა, არასდროს უარს არ ეუბნებოდნენ და სულ დაფოფინებდნენ თავზე. დემეტრემ კი რა ქნა? შეურაცხყოფა ხო მიაყენა და ამას პლუს ნელ-ნელა მსუბუქად წაკბენდა ხოლმე. ნერვები ეშლებოდა, რომ ვიღაც ასე მოქმედებდა მის ნერვებზე და არაკომფორტულად გრძნობდა თავს.

შემდეგი სამი დღეც ერთად გაატარეს. ნინი უთმენდა დემეტრეს და პასუხს არ სცემდა. ნათიასაც უკვირდა დაქალის მოთმინება, მაგრამ იმის ეშინოდა ერთიანად არ ეფეთქა ნინის. ვერც ელაპარაკებოდა რა სჭირდა და ამიტომ იყო დაბნეული. ხან სად დაწანწალებდნენ ლექციების მერე, ხან-სად. ბიჭების წასვლის წინა დღე იყო და სადაც გაიცნეს ერთმანეთი იქ იყვნენ. ისევ სვამდნენ და თან გონის წასვლამდე! გოგონები სწავლას მორჩნენ და მიზეზი ჰქონდათ ბიჭების წასვლა და მათი დიპლომები.

-მოკლედ, გილოცავთ გოგოებო! ამის მერე კარგი ბედ-იღბალი!-სიცილით თქვა ვანიკომ.
-მადლობა, ვანუშ.-უკვე კარგად ნასვამი იყო ნათია.
-ამის მერე კიდევ მაგისტრატურა, დოქტორანტურა და მერე გავ-ბედ-იღბლდეთ,-თქვა ნინიმ და სასმელი გადაკრა.
-კაი, ტო! ღადაობ, ხო?-დაწვრილებული თვალები შუბლზე აუვიდა საბას.
-არა! ამას ნაღდად არ ღადაობს,-წამოიძახა სიცილით ნათიამ.
-შენ შეგეკითხება ზუსტად ბედისწერა,-ცივად უთხრა დემეტრემ ნინის.
-ჩვენ ბედს ჩვენ ვწერთ!-ცივადვე უპასუხა ნინიმ.
-ზემოთ იწერება,-თითი ზემოთ ასწია დემეტრემ.
-ცრურწმენაა.
-ცრურწმენას ეძახი იმას, რომ ამხელა ლონდონში ქართველები ქართველებს შევხვდით?
-პირველი ქართველი გგონია თავი,ვინც აქ ვნახე?
-მგონია კი არა, ეგრეა.
-ძალიან დარწმუნებული ხარ დემეტრე შენ თავში.
-რომ არ ვიყო ისე არ იქნებოდა, როგორც არის.
-ხედავ? ჩემს მოსაზრებას ამყარებ შენი სიტყვებით.
-ცდები.
-ურთიერთწინააღმდეგობაში რომ მოდიხარ, თუ ხვდები?
-პრინციპზე რომ დგახარ შენ თუ ხვდები?
-ხალხო!-წამოიძახა ვანიკომ. დემეტრემ და ნინიმ გახედეს მეგობრებს, რომლებიც გაოცებული სახეებით უყურებდნენ მათ.
-ნათი, სახლში მინდა!-თქვა ნინიმ და დაქალს გახედა, რომელიც ამ წინადადების გაგების მერე ცოტაც და ატირდებოდა,-ხომ არ გეწყინება რომ წავიდე?-დათბა შედარებით ნინი.
-წავიდეთ..-თქვა ნათიამ.
-არა, მე წავალ. საიმედო ხელში დაგტოვებ,-თქვა ნინიმ და წამოდგა.
-როგორ წახვალ?
-ტაქსი,-ღიმილითვე უპასუხა,-ნახვამდის და კეთილი მგზავრობა!-თქვა ნინიმ და ბარიდან გამოვიდა. პირდაპირ წავიდა. არ იცოდა სად მიდიოდა. უბრალოდ მიდიოდა და ნერვები ეშლებოდა. ჰაერმა ცოტა გულის რევა დაუმატა და მიბანცალებდა ქუჩაში. ბრაზდებოდა თავის თავზე ასე რომ აჰყვა დემეტრეს ლაპარაკში. აქამდე ხმას არ სცემდა და საერთოდაც, როდიდან გახდნენ ახალგაცნობილი ადამიანები მისთვის ფიქრის მიზეზები? ძალიან არ მოსწონდა ეს სიახლე და ყველანარიად ცდილობდა მის უარყოფას. უცებ ვიღაცის ხელმა დაიჭირა და აეკრო ცხელ სხეულს. თვალი ააყოლა და დემეტრეს აკვროდა, რომელსაც ჩაწითლდებოდა თვალები.

-ისეთი მთვრალი ხარ რომ ვერ იყურები?!-დაუღრინა დემეტრემ.
-რა ჯანდაბა გინდა?!
-ორმოში რო ვარდებოდი?!
-მერე დაისვენებდი შენც! თუ გასართობი აღარ გეყოლებოდა?! ხელი გამიშვი,-დაეჯაჯგურა ნინი დემეტრეს. დემეტრემ ღრმად ამოისუნთქა და ხელი გაუშვა. ნინიმ მაისური გაისწორა და დემეტრეს შეხედა. ისეთი ნასვამი იყო ერთი დემეტრეს ნაცვლად რამდენიმეს ხედავდა. დახუჭა რამდენჯერმე თვალები და გაახილა. ბოლოს ფოკუსი რომ დაიჭირა წელში უფრო გაიმართა და უთხრა:
-დაბრუნდი საიდანაც წამოხვედი!
-სადაც მინდა იქ ვიქნები და შენ არ გეკითხება.-ცივი იყო დემეტრე.
-დაბრუნდი!
-შენ არავინ გეკითხება,-უთხრა დემეტრემ და მხარში წაავლო ხელი,-ასეთი მოჩაჩული როგორ აპირებ სახლამდე მისვლას?!
-მაცილებ?
-გაცილებ.
-მზრუნველები გავხდით უცებ?!
-ნათიამ მთხოვა.-უპასუხა დემეტრემ. გაბრაზდა ნინი. არადა, გულის სიღრმეში ნამდვილად უნდოდა რომ ეთქვა დემეტრეს მის გამო გამოვიდა და გამოჰყვა, მაგრამ აჰა..! გაჩუმდა და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. დემეტრეც მშვიდად მიჰყვებოდა წინ გავარდნილ გოგოს. ხან გვერდზე ამოუდგებოდა, ხანაც უკან. მაგრამ ხომ აცილებდა?! ეს იყო მთავარი, რომ ნინი საცხოვრებლამდე მშვიდად მისულიყო. საცხოვრებელს რომ მიუახლოვდნენ ნინი მისკენ შემოტრიალდა. ერთი წამით მოეჩვენა, რომ ეს მონსტრი ბიჭი დამთბარიყო და საოცარ სითბოს გრძნობდა მისი თვალებიდან.
-მადლობა!
-გცოდნია ეგეთები,-უთხრა დემეტრემ მშვიდად.
-ღირსი არ ხარ!
-მოჩვენებითი ყოფილა,-გაიცინა დემეტრემ.
-ჯანდაბა!-წამოიძახა ნინიმ და კიბეებზე ავიდა, როცა ფეხი დაუცურდა და ისევ დემეტრეს ხელებში აღმოჩნდა.
-გსიამოვნებს ჩემ ხელებში ყოფნა?!
-შენ ჩვევად გაქვს ჩემი ხელში დაჭერა?!-არც ნინიმ დააკლო. დემეტრემ არაფერი უპასუხა. დააკვირდა ნინის გაბრაზებულ თვალებს, რომელიც უნათებდა სიმწრისგან. მის ლამაზ პატარა ცხვირს და ბოლო გაჩერება გაბუშტულ ტუჩებს, რომლებიც პომადას სულ არ საჭიროებდნენ. ხელი გაუშვა დემეტრემ ნინის.
-ადი,-ცივად უთხრა.
-ავალ.-არანაკლებ ცივად უპასუხა ნინიმ და კარები გააღო. სადარბაზოში შევიდა და ის-ის იყო ლიფტი უნდა გამოეძახებინა მოულოდნელად ვიღაც ეცა, შემოატრიალა და აკოცა.

აკოცა?! ეს რა იყო, ა?!
ეს კოცნა იყო საერთოდ?!
ველურობისა და სინაზის ნაზავი.
საოცრად გემრიელი, ამაფორიაქებელი.
ენდორფინების გამხეთქავი.
გულის გამჩერებელი.
კოცნა ყელში და ყურის ბიბილოზე მსუბუქი კბენა.
ხმადაბალი ამოკვნესება და დემეტრეს დახშული ხმა:
-დანარჩენი საქართველოში!


როგორ ეძინა ნინის იმ ღამეს არც თვითონ იცოდა. მთელი დღე ამ ყველაფერზე ფიქრობდა. ნათიასაც კი ვერ უთხრა რატომ დადიოდა დაშტერებული ის დარჩენილი დღეები, რატომ არ იცინოდა, არ ტიროდა და უბრალოდ, რატო იყო გაშეშებული. თვალს არ ახამხამებდა. იმ მომენტის გახსენებისთანავე აჟრიალებდა და ხელები ეცვარებოდა. დემეტრე რომ არ გაჩერებულიყო ალბათ, ვიკას და ჯულიას ცხოვრებაში შენიშვნას აღარ მისცემდა ისეთ რაღცას ჩაიდენდა. ხომ ვერ იტანდა ამ ბიჭს? ხომ აგიჟებდა და ჭკუიდან შლიდა? მაგრამ საკმარისი იყო მისი გახსენება მაშინვე არაადექვატური განცდა ეუფლებოდა.
თვითონაც ვერ ხვდებოდა და ტვინს ფიქრის უფლებას არ აძლევდა.


***

აეროპორტში მშობლები დახვდნენ გოგოებს. იყო ბევრი ცრემლი, ბევრი სიცილი, ბევრი ბევრი ბედნიერება და რაც მთავარია აღქმული სხეულები, რომლებსაც ვირტუალურად ხედავდნენ ამ დროდე.

-როგორ მენატრებოდი!-ჩაეხუტა შვილს ეკა და გვერდზე მიუწვა.
-მეც, ეკუ!-აკოცა დედას,-რა ამბებია აბა მითხარი?
-არ ვიცი, როგორ დავიწყო..-ენა დაება ეკას.
-როგორც დაიწყო ისე,-უთხრა ნინიმ და გაუღიმა.
-კაი,მოკლედ.. აუ, ნინი!-პატარა ბავშვივით აწუწუნდა ეკა.
-დედა! ჰა, ვინმეს ხვდები?!-გამომცდელად შეხედა დედამისს.
-ისა.. ნინი..-ენა დაება ეკას.
-კაი?! მართლა? არ არსებობს! მომიყევი ყველაფერი,-გაუხარდა ნინის და ცნობისმოყვარე სახით შეხედა ეკას. ეკასაც მოეშვა და ყველაფერს მოუყვა შვილს.
-ლაშას შენი გაცნობა უნდა.
-ეხლავე ნუ ამოვა გამოუძინებელი სახით ვერ შევხვდები!
-არა, ეხლა არა. ხვალ?
-კი, დე ხვალ იყოს. ჩვენი კაფე კიდეა?
-კი, აბა!გაარემონტეს თან..
-ხოდა, წავიდეთ ჩიზქეიქს შევჭამ,-უთხრა ნინიმ და ჩაეხუტა დედამისს.

მართლა ძალიან გაუხარდა დედამისის ამბავი! რაც გიას გაშორდა ეკა იმის მერე არავის შეხვედრია. არადა, გია ხან ვის ხვდებოდა ხან ვის. ამას ხომ არ ეტყოდა დედამისს? არაჩვეულებრივი ქალი იყო ეკა.საუკეთესო დედა და მეგობარი.. ნინი თვლიდა, რომ არც ერთი ქალი არ იმსახურებდა სიბერეში მარტო ყოფნას. დედის ბედნიერ თვალებს რა სჯობდა? პირად ბედნიერებაზე უკეთესი იყო!

ჩიზქეიქს მადიანად შეექცეოდა კაფეში რომ შემოვიდა მაღალი, ოდნავ ჭაღარა სიმპათიური მამაკაცი. ეკას აკაშკაშებული თვალებიდან კი მიხვდა, რომ ეს ლაშა იქნებოდა. მეგობრულად წამოდგა ფეხზე და შეეგება პოტენციურ მამინაცვალს.

-გამიხარდა ნინი შენი გაცნობა. ბევრი მსმენია შენზე და არ დაგიმალავ ცოტა ვნერვიულობდი ჩვენ შეხვედრაზე,-უთხრა ლაშამ ნინის.
-მეც გამიხარდა. სამწუხაროდ, მე არ მსმენია და არც მინერვიულია!-ლაშამ ცოტა გაოცებული სახით შეხედა ნინის.-სულ რაღაც გუშინ გავიგე თქვენ შესახებ და მაშინვე მომინდა იმ ადამიანის განცობა, რომელმაც დედაჩემი ისევ პატარა გოგოს დაამსგავსა. ამიტომ, არ ვნერვიულობდი.
-მადლობა,ნინი..-გაუღიმა ლაშამ ნინის. დიდხანს ისხდნენ კაფეში, ბევრიც ილაპარაკეს. ერთმანეთი კარგად გაიცნეს და ნინიმ თამამად თქვა, რომ ლაშაზე უკეთესს მამინაცვალს ვერავინ იქნებოდა. სახლში მისულს მასთან ნათია და ნათიას დედა, სოფო მოვიდნენ.
-ძაან მომენატრე, ნინუ!-გულწრფელად ჩაეხუტა დაქალს ნათია.
-4 წელი ყოველდღე მიყურებდი და ერთი დღეც არ დამასვენო!-სიცილით უთხრა ნინიმ და მაშინვე გაჩუმდა, როცა ნათიას გაბრაზებულ სახეს წააწდა.
-არა, უყურე ამას! ეკა, ღირსია ეხლა იმ სიყვარულის, რასაც მის მიმართ ვგრძნობ?!
-გიჟები ხართ!


არაფერი გაუკეთებიათ ისეთი. მთელი დღის ამბავს მოუყვნენ ერთმანეთს და დაიშალდნენ. ღამე ეკა შემოვიდა ოთახში:
-ნინ, რამე გეგმა ხომ არ გაქვს საღამოს ხვალ?
-არა, რა იყო?
-ლაშას უნდა სტუმრობა. თან მისი შვილები რომ გაიცნო,-უპასუხა ეკამ.
-სიძე ბატონი მოდის?-გაიცინა ნინიმ,-არა, დე! რომც მქონდეს გადავდებდი.

დილიდან საცხობი, ბაზარი, მარკეტი დალაშქრა დედა-შვილმა. ეკას ნერვიულობა გადაედო ნინისაც და ძლივს აკეთებდა კერძებს. არც თვითონ იყო ნაკლები კულინარი და ძალიანაც უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი, მაგრამ იმ დროს ნათიას როგორ შეეცილებოდა? ის დრო გაახსენდა და დემეტრე. სასიამოვნოდ გააჟრიალა და თითიც გაიჭრა. ეს ბიჭი რო აგიჟბდა და მისი ერთი გახსენება თითსაც უჭრიდა..

საღამო მოახლოვდა ეკა ტრადიციულად გამოიპრანჭა.

-დე, პერო გაკლია.-სიცილით უთხრა ნინიმ.
-უკულუტო ბავშვი ხარ!-სიტყვებზეც კი დემეტრე გაახსენდა და ისევ შეებრძოლა მასზე ფიქრებს.-ჩაიცვი ჯინსებით რომ ჩამომიჯექი!-უბრალოდ და სადაც ეცვა ნინის. ჯინსები, ზოლიანი მაისური და თმა ჩამოყრილი ჰქონდა. კარზე ზარი რომ დარეკეს ეკამ კანკალი დაიწყო. „დედაჩემის შვილი ნათია უნდა ყოფილიყო,“-გაიფიქრა ნინიმ და კარისაკენ წავიდა.
-მე გავაღებ!-თქვა ეკამ და გაიქცა კარისკენ. ნინისაც რა ექნა მისაღებში შეათვალიერა მაგიდა რამე ხომ არ აკლდა და კარისაკენ გამოიხედა, სადაც ლაშა შემოდიოდა.
-ნინუც, როგორ ხარ?-მოიკითხა ლაშამ და გადაკოცნა ნინი.
-კარგად, თქვენ?
-მეც, მეც..-უპასუხა ლაშამ და ეკას ხმა გაიგეს იქ შედიო. ლაშას ქურთუკი გამოართვა ნინიმ და ის-ის იყო კარში უნდა გასულიყო რომ ადგილზე გაშეშდა.
-ნინი, დედიკო! გაიცანი ლაშას შვილები ვანიკო და დემეტრე!-გააცნო ბიჭები ეკამ და გაუღიმა ფერდაკარგულ შვილს.


****

გამარჯობა, მეგობრებო!

ესეც ახალი ისტორია და იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ! წინ ბევრი სახალისო, საინტერესო და კარგი რაღაც მაიმუნობები იქნება!:)

თქვენ ხართ ძალიან კარგები და არასდროს დავიღლები ამის თქმით!



№1 სტუმარი Guest Eka

ძალიან კარგია,გააგრძელე

 


№2  offline წევრი გლორია

ახლა რა იქნება? O.o სასტიკად არ მომწონს ის ფაქტი რომ დემეტრე ლაშას შვილია. ველოდები შემდეგს, წარმატებები

 


№3  offline წევრი ელენა ილდანი

გლორია
ახლა რა იქნება? O.o სასტიკად არ მომწონს ის ფაქტი რომ დემეტრე ლაშას შვილია. ველოდები შემდეგს, წარმატებები


ააახლა ყველაფერი აირევა,დაირევა და დალაგდება :დ შემდეგს რამდენიმე დღეში დავდებ :)

 


№4  offline წევრი გლორია

ელენმო
გლორია
ახლა რა იქნება? O.o სასტიკად არ მომწონს ის ფაქტი რომ დემეტრე ლაშას შვილია. ველოდები შემდეგს, წარმატებები


ააახლა ყველაფერი აირევა,დაირევა და დალაგდება :დ შემდეგს რამდენიმე დღეში დავდებ :)

მოუთმენლად გელი, მოგყვები ბოლომდე :)*

 


№5  offline აქტიური მკითხველი select

აუუჰ მაგარი იყოო ძაან კარგი წასაკითხიც და ისა ამათ ერთად ყოფნა ხო შეუძლიათ მაინც?

 


№6  offline წევრი ელენა ილდანი

ვაიიი რამდენი სითბოა თქვენგან!
მადლობა ძალიან დიდი!❤️

ვნახოთ, მოვლენებს დაველოდოთ შეუძლიათ თუ არა. ნერვები უნდა დაგაგლიჯოთ :))) ჰაჰაჰა ვხუმრობ:)

მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent