ყველა"ფერი" ხარ ჩემი (5)
8...ღამე კიარა მთელი 16 საათი მეძინა. თვალები რომ გავახილე ...... ზურას ჩავხუტებოდი გემრიელად. მოულოდნელობისაგან ისეთი ვიყვირე ზურამ ხელები შემიშვა _რა გაყვირებს გოგო? _მე შენი გოგო არ ვარ! აქ რა ჯანდაბას აკეთებდი?! _გიყურებდი მშვიდს და ლამაზს! _უშნო და აფორიაქებული როდის მნახე?!_ვკითხე და მისკენ მივიწიე, მაგრამ სხეულის ტკივილმა ყველაფერი დამავიწყა. ყველა კუნთი დაჭიმულიყო და ტკივილით მახსენებდა თავს_ვაიმე ცუდად ვარ! _რა მოგივიდა?_მკითხა და ჩემს შეწუხებულ სახეს თვალს არ აშორებდა _სხეული მტკივა!_ავწუწუნდი _აბა რა გეგონა სიფრიფანა, გუშინ მგელობანას რომ თამაშობდი და მდინარეშიც ბანაობდი, ესე შეგრჩებოდა?! _გაეთრიე აქედან! შენი დანახვაც არ მინდა! ნაზოს დავუძახებ იცოდე! _ვერ გააგონებ. წავიდა და მე დამიბარა მიხედეო! _სად წავიდა?! _გლოლაში წავიდნენ თინოც და ნაზოც. ნაზოს და შეუძლოთ ყოფილა და ...._მითხრა და ჩამეხუტა_ადე ახლა, ივარჯიშე და გაგივლის ტკივილები _შენ სულ გააფრინე?! რა ვარჯიში გარხევის თავი არ მაქვს!_ერთადერთი კუნთი რომელიც არ მტკიოდა ენა იყო და კიდე გული. მაგრამ როცა გიყვარს გული ხომ კუნთი არარის, ის ცალკე არსებაა! _თუ დამიჯერებ დღეს საღამოს შენი ნებით აირბენ შოდაზე კიდე ერთხელ!_მითხრა სიცილით და საბანი გადამაძრო _ეეეეე, უზრდელო! იქნებ და შიშველი ვარ!_გავბრაზდი _უკვე შევამოწმე შენი "ვინიპუხებიანი" პიჯამოს ხარისხი, ასე რომ ადე დაროოოო!_რა უჩვეულოდ მხიარულია ეს "შავი მგელი" ჰა?! _უნამუსოოოო!_სულ კვნესით წამოვდექი, მის წინ ვიდექი და ტკივილის დამალვას ვცდილობდი. მუხლებში ძალა არ მქონდა, ტერფებს კი ვერ ვგრძნობდი. ტირილამდე მტკიოდა, მაგრამ არა. არ ვათქმევინებ ქალაქელი ხარო. რამდენიმე ჩამუხვლა გამაკეთებინა, მერე რამდენიმე ნაბიჯი ადგილზე. ისევ ჩამუხვლები და ისევ ნაბიჯები. არ მჯეროდა ამ სისულელის, მაგრამ მართლაც რომ საგრძნობლად გამიყუჩდა კუნთები. მადლობის ნიშნად ვაკოცე და საწოლში შეძვრომას ვაპირებდი შემოსასვლელი კარის და მერე თამროს ხმა რომ მომესმა _დარიკოოოო, მოვედი!_მე და ზურა გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს, მერე კი "სად დავიმალო" სახით შემომხედა, მეც თინოს საწოლის ქვემოთ მივუთუთე. არ შემწინააღმდეგებია. მოხერხებულად შეძვრა საწოლის ქვეშ, მე კი საწოლში. თამროც შემოვიდა _ადე ქალაქელო დაღამდა _დაგიღამდება თვალებში თუ არ შემეშვები!_გამოვძახე საწილოდან _ადეთქო, რამდენი რამის მიყოლა მინდა ნეტა იცოდეეე! და მოსმენაც!_არ ჩუმდებოდა _თამროოოო! კუნთები არ გტკივა?! მე ვერ ვინძრევი და შენ არაფერი გეტყობა _გენაცვალე მე მთა და ხეტიალი სისხლში მაქვს!_ვაიმე რა თავმდაბალია _მთა და ხეტიალი კი არა, სისხლში გაქვს ლეიკოციტები, ერითროციტები და სოსოციტები!_ავხარხარდი, თუმცა "სოსოციტები" აშკარად ვინანე. საწოლის ქვეშ მოკუნტული "შავი მგელი" რომ გამახსენდა _ნუ გაილექსე და მითხარი ვინ გიყვარს!_გაიხსენა შეწყვეტილი დიალოგი _არის რა, ერთი მუნჯი! _ვაიმეეეეეე! ყრუ-მუნჯია?!_ამ სულელს სიმართლე ეგონა, მეც არ გამიპროტესტებია _არა, ყრუ არარის, ნუ ჯერჯერობით! _მერე? _რა მერე! მიყვარს და მგონი მასაც ვუყვარვარ! ვერ მეუბნება რა!_სხეული ისე ხარხარებს შიგნიდან, რომ ისევ ამტკივდა კუნთები _ვაიმეეეეეეეეეეე! დამეწვა გული! დარო, როგორ უნდა იცხოვრო მასეთ ადამიანთან?!_მინდოდა მეთქვა მაგას მე შენ უნდა გეკითხებოდეთქო მაგრამ, ისევ დავაჭირე ენას კბილი და სევდიანი თვალებით გავხედე თამროს, მეტი დამაჯერებლობისთვის. მის უკან, საწოლის ქვეშ კი ზურა იკუნტებოდა სიცილისგან. თამროს აშკარად შევეცოდე _კაი დარო, არ იტირო რა! სიყვარული ბრმაა ხომ იცი! _ჩემს შემთხვევაში მუნჯი აღმოჩნდა თამრო!_ჩემს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს. ზურას "თათი" პირში ჩაედო და კბილებს უჭერდა, რომ ხმამაღლა არ გაცინებოდა _ვაიმეეე! კაი რა გთხოვ! და რა ქვია?!_ბევრი არ მიფიქრია _ნიკო! ნიკო მუნჯი! _ვაიმე რა საყვარელიააა!_გამაგებინოს ვინმემ, რა იყო "ნიკო მუნჯში" საყვარელი _კაი ეხლა, პანაშვიდენს მორჩი, მკვდარი კიარ არის, მუნჯია!_მოვედი ხასიათზე _კაი ჰო, ეხლა მე მომისმინე. გუშინ ............ _და მივხვდი რომ ეხლა სოსოს ხსენება იქნებოდა და ის შავი მგელი თუ ნიკო მუნჯი ყველაფერს გაიგებდა, ფეხზე წამოვხტი, ვის ახსოვდა კუნთების ტკივილი და თამროს ვუყვირე _ჭორები ქვემოთ ყავასთან ჩემო თამრო!_და ძალით წამოვაგდე სკამიდან და კარებში გავაგდე_მიდი წყალი დაადგი და მეც მალე ჩამოვალ! _დარო, ხანდახან რა გადარეული ხარ! _მიდი დროზე, წუთიც არ გვაქვს დასაკარგი!_"გავტენე" კარიდან. ოთახში შესულს კი ზურა საწოლზე ჩამომჯდარი დამხვდა, რამე რომ არ ეეჭვა პირველმა შევუტიე_ისე მოხერხებულად დაძვრები საწოლების ქვეშ, აშკარად დიდი გამოცდილება გაქვს ბატონო ზურაბ! _პირველი შემთხვევაა!_არ ვიცი რამდენად გულწრფელი იყო, მაგრამ მე მესიამოვნა _მიყვარხარ!_ვაკოცე _ე.ი. მუნჯი ვარ ხო?!_შემომხედა და ცდილობდა სიცილი დაემალა სახეზე _არა, "შავი მგელი" ....... დარჩენილი ერთი კვირაც მხიარულად ჩავათავეთ და დავიშალეთ! მე ქუთაისში და ისინი თბილისში. წასვლამდე ჩვენს ადგილზე შევხვდით ერთმანეთს და სულ რაღაც 2 კვირით დავემშვიდობე. ბევრი მეფერა, მიყვარხარო არ უთქვამს, მომენატრებიო მიმეორებდა წუთში სამოცჯერ. ერეკლემ ჩააბარა, მართალია სასურველ უნივერსიტეტში ვერა, მაგრამ ჩააბარა! ასე რომ ისიც თბილისში გადმოვიდა და დაიწყო ისევ ჩემი წვალება. ვცხოვრობდი სამ ბიჭთან და მათ მეგობრებთან ერთად. ზოგჯერ ისეთი აურზაური იყო, ლექციების მომზადება ბიბლიოთეკაში მიწევდა. მეც ახალ ხერხს მივაგენი და ლადოსთან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვაფრენდი ხოლმე. ისიც მიიღებდა საჭირო ზომებს და ერთი თვით, სიმშვიდე ისადგურებდა ჩვენს "სასახლეში" მე და ზურა, ტიპიური შეყვარებულები გავხდით! მესიჯები, ზარები, შეხვედრები, კინო თეატრი და ჯაზკლუბი. ვგიჟდებოდით ერთმანეთზე და მერე ვმშვიდდებოდით. როცა დათამ კითხვებს უმატა: სად დადიხარ გვიანობამდე, მივხვდი რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ერთ დილით დილის გადაცემას ვუყურებდი, ლათინური ცეკვების სტუდიის "რეკლამას" რომ შევესწარი. ყურს კარგად მოხვდა და ამეკვიატა იმ დღეს. მერე კი მეტროდან ამოსულს, ბუკლეტი შემომაჩეჩა ვირაც გაწრიპულმა გოგომ და "გელოდებით" მომაძახა. მეც ეს "ნიშნად" მივიღე და მეორე დღესვე მივედი სტუდიაში, ცეკვაზე ჩავეწერე და ზურასაც ვახარე _მგელუკა, ცეკვის წრეზე ჩავეწერე იცი! _უკვე ქორწილისთვის ვიწყებთ მზადებას?_მკითხა სიცილით _არა! ლათინურ ცეკვებზე და მე მარტო! მანამ შენ სამსახურიდან გამოხვალ მე რომ ტყუილად არ ვიბოდიალო, დავკავდები რაიმით _ეგ პრობლემის მოგვარება არ არის დარო! ლადოს და მამუკას უნდა ველაპარაკოთ! _კაი რა ზურა, შემარგე შენი თავი!_ავწუწუნდი _სიტყვა, სიტყვაა ხო? _კი! სიტყვა, სიტყვაა! ამ ზაფხულზე! ცეკვაში ვერ გამოვდექი, ორივე ფეხი მარცხენა მაქვს, ან ორივე მარჯვება. კიარ ვცეკვავ, დავბოდიალებდი. მთელი სამი თვე ვეწვალე და ვერაფერი გამომივიდა, ჩემი მასწავლებელი, ჩემზე უფრო განიცდიდა: ესეთი ლამაზი გოგო, ცეკვით როგორ ვერ ცეკვავო. მაგრამ დანებებას მაინც არ ვაპირებდი, ისეც სად წავიდოდი? ზამთარი დაიწყო და თავშესაფარი ხომ მინდოდა სამი საათი, მანამ ჩემი "შავი მგელი" განთავისუფლდებოდა. ბოლოს ჟენიამ(ცეკვის მასწავლებელმა) თანხის ნახევარის გადახდა შემომთავაზა და მითხრა: იდექი და უყურე როგორ ცეკვავენ, ეცადე გაიმეორო, შენთვის ერთგვარი "ტრენაჟორი" იქნებაო. მეც დავთანხმდი. ზურას რომ ვუთხარი ვერ ვცეკვავთქო და თავი დავანებეთქო, ბევრი იცინა _ჩემი პატარა დარო ხარ შენ. კიდეც რომ არ იცეკვო,ყველაზე კარგი მოცეკვავე ხარ ჩემთვის! _ეგ როგორ?! _აი ესე! ხარ და მორჩა! არ მაინტერესებს შენი მოქნილობა და მოუქნელობა. მე მიყვარხარ ესეთი როგორიც ხარ, და როგორიც ხარ, ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს! _და როგორი ვარ ზურა?_რას მოვესწარი ალაპარაკდააააა _ეშმა-ლამაზი! ეშმა-მომხიბვლელი! ეშმა-ჭკვიანი და მიმზიდველი! _ეს ეშმა რაღაა?! _ეშმაკივით! _მაკოცე რააააა! _კიდეც რომ არ მთხოვდე მაინც გაკოცენ ხომ იცი დარო!_მითხრა და ამატკია ფილტვები, მერე ტუჩებიც. კლუბიდან სახლამდე მიმაცილა და სადარბაზოში შემომყვა "აქ გაკოცებ და წავალო" _ერთი კოცნა და ვსიო, დაგვინახავს ვინმე და დამერხევა მერე!_მაკოცა ერთი და კიბეებს ავუყევი, უცებ დამეწია, შემომაბრუნა და მითხრა: _ვსიო და ერთი!_მაკოცა და გაბრუნდა, ახლა მე დავაკავე _ეს "ვსიო და ერთი" რა იყოოოო?_ ძალიან მეცნობოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან _ჩემი პატარა სულელი ხარ შენ დარო! _მითხარიიიიიი!_ისე შევეხვეწე, ბავშვურად. ფეხების ბაკუნითა და ყელში კანის გამოწევით _ჩემი პარატა ხარ რააა!_მიცინოდა და მთელს სახეს მიკოცნიდა _ზურაააააა! _ჰო, ჰო კაი, სულ პატარა რომ იყავი, რაიმეზე რომ გეტყოდნენ " აბა ეს ბოლოაო" შენ თვალების ხამხანით ახედავდი და ამბობდი "ვსიო და ერთი" იმის მაგივრად რომ გეთქვა "ერთი და ვსიო" როგორ გინდათ ასეთ ადამიანს არ უწოდო "ბედნიერება"?! რა დამემართა ვერ გეტყვით, სულ სხვა"ფერის" გავხდი. სიყვარულის და ბედნიერების "ფერი" დამედო. ვკოცნიდი ჩემი "წარსულის მემატიანეს" და სულ არ მაინტერესებდა ვინ დამინახავდა და რამდენი მეზობელი შეესწრებოდა ჩვენს ალერსს. ახალწელს ერთად ვერ შევხვდით, და ამაში მე დამადანაშაულა. ვიყავი კიდეც მაშინაც და ყველა შემდეგ გაუგებრობასა თუ არასასიამოვნო სიტუაციაში. მალევე შემირიგდა, შენგან შორს და გაბრაზებული ვერ ვძლებო! _იცი როგორ მაკვირვებ დარო?! ჩემთან რომ ხარ ისეთი თბილი და ტკბილი ხარ, მგონია რომ უჩემოდ ვერ გაძლებ, მაგრამ მშორდები და არც კი გეტყობა რომ გიყვარვარ. მე, მე კიდე უშენოდ რა უნდა ვქნა არ ვიცი, ჭკუიდან ვიშლები რომ ვაცნობიერებ შენ უჩემოდ ცხოვრებას შეძლებ _მე უშენოდ მე აღარ ვიქნები ზურა, მე სხვა ვიქნები, უსიცოცხლო და უფერო! თებერვაში, დიდ ოჯახში გაჟონა ინფორმაციამ რომ: "ვიღაცას" ვემესიჯები და ველაპარაკები, შეიძლება ვხვდებოდე კიდეც! ვიცი ეს ლუკას ოინებია, ლადოსთან ბოლო გზავნილი როგორც სჩანს გავლით მივიდა. და შეიკრიბა საბჭო. სრული შემადგენლობით, განსასჯელი საკითხი თავიდან ჩემი სწავლა იყო, გამოცდებზე რომ ვერაფერი მითხრენ, ვერც ჩათვლებზე და ვერც მიმდინარე ნიშნებზე, პირდაპირ დაისვა კითხვა: _ვინ არის!_მეხის გავარდნა ისე არ შემაშინებდა, როგორც ამ კითხვამ შემაშინა. _ვინ?!_მაქსიმალური სიმსვიდე და თეატრალურობა გამოვიჩინე _დარინე მამა, არ ვართ ბავშვები და გვესმის ჩვენც რომ შენს ასაკში ძნელია არ იყო შეყვარებული_მამა ძალიან მშვიდი ჩანდა იმის პირობაზე რომ ერთადერთო ქალისვილის შეყვარებულის სახელის გაგებას ცდილობდა.ერეკლეს შევხედე და თვალებით მანიშნა არ ღირს თქმაო, მეც ვიცოდი რომ არ ღირდა მარტოს მეთქვა ზურასთან სიყვარულობანას ამბავი, ასე რომ თავი შევიკავე _ჯერ ერთი, შეყვარებული ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ ვმესიჯობთ და ვეცნობით ერთმანეთს_რა ტყუილების და ფანტაზიის წყარო მაქვს?!_ეხლა რომ შეყვარებული დავარქვა მომდევნო ეტაპი რა უნდა იყო? ცოლად გაყოლა?! მე ესე არ მინდა მე ჯერ უნდა ვისწავლო!_აქ კი არ ვფანტაზიორობდი, მე სწავლა მართლა მინდა _მერე რა, თქვი ვინ არის!_ეს ლუკაა, დიდი სიამოვნებით ამოვაძრობდი ენას და შამფურზე შევწვავდი, რომ იჭმებოდეს მისი მოწამლული ენა_გავიგოთ რა ბიჭია, რა სულის ადამიანი, რა ჰაერით სუნთქავს(ეს კი ქუთაისურია) _ლუკა, დამიჯერე, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი საკვებით იკვებება და სუფთა ჰაერით სუნთქავს! სულის სიმტკიცეზე საუბარი კი უფრო მოძღვრის უპირატესობაა და შენზე მე ანაფორას ვერ ვხედავ!_ოოოო, როგორ გავილექსე! _ვააიმე რამდენს ტლიკინებ, ერთი ორი სიტყვა და ენას ამოგაცლი გოგო!_დაარტყა ხელი მაგიდას და წამოხტა ბიჭი ლომივით _ნუ იფოფრები თუ ღმერთი გწამს უფაფარო ლომივით!_მივაძახე და დათას ზურგს ამოვეფარე. ლუკასაც არ უფიქრია ბევრი და ის წინ დაუდგა და ხელებს ჩემსკენ იქნევდა, მთელი ოჯახი იცინოდა, მხოლოდ მე და ლუკა ვიყავით სერიოზულები. ყოველ შემოხედვაზე ვიბღვერდა და მემუქრებოდა ვერ გადამირჩებიო. დღის ბოლოს კი გულმა არ გამიძლო, ბუტერბროტები გავამზადე და გვერდით მივუჯექი _ფაფარიან სპილოსთან მინდა საუბარი და შეიძლება?! _არ ვიცი, გალიაში მარტო უფაფარო ლომია! _კაი, რა სინტულა. ხომ იცი რომ მიყვარხარ, ძალიან ძალიან მიყვარხარ!_ვუთხარი და ზურგზე შემოვახტი _ბარემ თავზე დამაჯექი ქაჯო! _ეეე, თქვენ ვერ ხვდებით თორე, მე დიდი ხანია დაგაჯექით თავზე!_ვუთხარი და სულ გემრიელად დავკოცნე _შენ წარმოიდგინე და ვხვდებით და ვგრძნობთ კიდეც!_მითხრა, კისერში ხელი მომკიდა, ზურგიდან მოხერხებულად გადმომიღო და ხალიჩაზე დამაგდო_არის გამარჯვება მოპოვებულია, იპონით დამარცხებული ქაჯი ხალიჩაზეა გართხმული _და უფაფარო ლომი დაძუნძულებს უშნოდ_დავაბოლოვე და მოხტუნახე ლუკას ფეხი დაუდე და წავაქციე. თუმცა ჩემთვის არც ისე სასარგებლოთ, მთელი ინერციით დამეცა ზემოდან და ჩემი მხოლოს "ვაი" გაისმა ლუა კი შემოვირიგე, მაგრამ კონტროლი გაამკაცრა, ამაზე კი ზურა ამიბუზღუნდა, ერთ დღესაც გამომიცხადა, სამსახურის საქმეებზე ვარ ქუთაისში და ლადოს უნდა შევუაროო _ზურა, გთხოვ არ უთხრა რა! მეც მინდა შენტან ერთად ვიყო, მინდა ერთად ვთქვათ ზურა! გთხოვ, მჭირდება ეს დროც და სიტუაციაც, არ მინდა მცდარი აზრები გაუჩნდეს ვინმეს. ერთად რომ ვეტყვით უფრო გაგვიგებენ _რაც უფრო ვმალავთ, მით უფრო ვერ გაგვიგებენ და იმას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეტყვის! _მე გთხოვ! აი ძალიან გთხოვ! არაფერი უთხრა, ისე ნახე თუ გინდა, მაგრამ არ უთხრა! _დარინეეე! შენ გგონია მე თამაშობ 30 წლის კაცი?! შეყვარებულს მალულად რომ ვხვდები ეს შენ ნორმალური გგონია?! კვირაში სამჯერ, საღამოს 7 დან 9მდე რომ მაქვს დრო მასთან გასატარებელი, თითქოს სპორტკლუბში დავდიოდე ეს ნორმალურია?! მე საერთოდ დაოჯახებაზე ვფიქრობ და შენ იმის თქმაც კი არ გინდა შენებისთვის რომ ერთმანეთი გვიყვარს!_მთელი ხმით ღრიალებდა ტელეფონში, მერე კი გამითიშა. მეც შიშით ველოდი ყოველი წუთის გასვლას, აი ეხლა დამირეკავენ და სიკვდილს მომანატრებენთქო ვფიქრობდი, მაგრამ არ დაურეკავს არავის. გადავრჩი, თუმცა არც ზურა მირეკავდა, არც ჩემს ზარებს პასუხობდა. სხვათაშორის თამრო მოვიკითხე, მაგრამ არაფერი უთქვამს. სხვა გამოსავალს ვერ მივაგენი და სამსახურში მივაკითხე. მის მანქანასთან დავდექი და დაველოდე, 4 საათზე მივედი, ის კი 8ზე გამოვიდა. _მაპატიე რაააა!_დავიწყე მაშინვე როგორც კი დამინახა_პატარა ვარ ხომ იცი და ვჭირვეულობ ხოლმე! ზურა, აი, გთხოვ!!! მაპატიე! _დარინე, ჯერ გაერკვიეგინდა თუ არა ჩემთან, მერე ვისაუბროთ! _ზურა კარგი რა, ხომ იცი რომ მინდა?!_ვცადე მიახლოვება რომ კოცნით მომელბო მისი სიბრაზე _დარინე, ნუ იქცევი პატარა ბავშვივით, არ გიხდება!_გამაფრთხილა და დისტანციის დასაცავად ხელით მანიშნა არ მომეკაროო_ესეც ნუ მომიახლოვდები, რა იცი ვინ შეიძლება გვიყურებდეს! მის ამდენ ირონიასა და სიმკაცრეს ვერაფრით ვეგუებოდი, არც ის ვიცოდი რა გამეკეთებინა. მიყვარხა და სხვა აზრი თავში არ მქონდა _გთხოვ შემირიგდი და თუ გინდა საერთოდ არასდროს მითხრა რომ გიყვარვარ. მართლა მიყვარხარ ზურა, უშენოდ ცუდად ვარ, გარეგნულადაც და შიგნით ხომ სულ ცარიელი ვარ. შენ ხომ ჩემი ჰაერი ხარ ბასასო! არ ვიცი კიდე რა გითხრა, რომ მჭირდები იცი, ისიც იცი რომ მიყვარხარ_არც კი იძვროდა, თითქოს არაფერი მითქვამს, გულით ვიგრძენი უიმისო საშინელი მომავალი_მერე რა რომ მეშინია და ვერ გადამიწყვეტია როდის ვუთხრა ჩემებს, მე ვიცი რომ მიყვარხარ, რომ უშენოდ არ მინდა არც ერთი "ფერი" ნუთუ ერთი ბავშვური ქცევისთვის, სამუდამო უშენობით დამსჯი? თავში მოსულ თითეულ აზრს, ათასჯერ ვაანალიზებდი. ვფიქრობდი როგორ მეთქვა რომ დაეჯერებინა. ის კი .... ვერ გავუძელი მის ახლოს ყოფნას და მოვეხვიე _ნუ მომიშორებ გთხოვ, უკანასკნელიც თუ არის მაინც. იცოდე, მე უშენოდ უფერო ვარ. სევდის"ფერი"ც კი არა მაქვს. ალბათ მხოლოდ მუდმივი მონატრების"ფერი" დამედება! ვეუბნებოდი და თითებით ისე ვეფერებოდი, როგორც იქ მთაში. იქნებ და იგრძნოს რომ მჭირდებათქო გავიფიქრე და მე ვიგრძენი, როგორ დაუარა ძარღვებში ჟრუანტელმა _ეშმა ხარ! ხორცშესხმული! ჩემი! ყველა"ფერი" შენ ხარ ჩემი!_მიჩურჩულა და მის მკლავებში დავიკარგე მაშინ გადავჩი და უკანასკნელი ჩახუტება არ აღმოჩნდა, პირიქით ამილაპარაკდა და სულ სიყვარული ეკერა პირზე. ეს ყველაფერი გადარეული მარტის თვეშე მოხდა. ჩემი დაბადების დღე კი აპრილში იყო, 11 აპრილს. რადგან ზურასთან ერთად ვერ ავღნიშნავდი სადმე მყუდროდ, ის დაბადების დღე დეპრესიულად გამოვაცხადე და დილიდანვე არსად გავსულვარ, სხვა ოთახშიც კი. ბიჭებს ვუთხარი არაფერი მინდათქო და საწოლში ვიყავი ჩამძვრალი, ზურა დილიდან მიყოლებული საათში ერთხელ მირეკავდა: ათი წუთით მაინც მნახეო. ისეთი ხმა ჰქონდა ბოლოს რომ დამირეკა, ლამის პიჟამოებით გავედი სანახავად _კაი, გნახავ! ერთ საათში აქ რომ კაფეა იქ!_სახლტან ახლოს კაფე გვქონდა ამოჩემებული, განსაკუთრებული არაფერი იყო, მაგრამ სახლთან იყო ახლოს და "მეკობრეებიც" არასდროს არ დადიოდნენ. ერთ საათში იქ ვიყავი. ისეთი სახე ჰქონდა, ჩემი დაბადების დღე კიარა გასვენება მეგონა_რა იყო ესე დამეტყო ასაკი რომ არც მიღიმი?! _რა გავაკეთო რომ ჩემი გახდე სამუდამოდ?! _შენი ვარ! _ჩემი რომ იყო, ახლა აქ არ ვიქნებოდით. სადმე ერთად ვიქნებოდით ბედნიერები და სახეზეც ღიმილი გვექნებოდა _კიდე ნუ მიმატებ გთხოვ, იცი როგორ განვიცდი?! სულ შენთან მინდა, დღეც და ღამეც! არასდროს მეგონა რომ ამბობდნენ სიყვარული და უძილობა ერთდროული სტუმრები არიანო! _გეფიქრები პატარავ?! _სულ, ყოველ წამს და წუთს! _ჩემო პატარა დარინე, მიყვარხარ ცამდე და ზეცამდე! მიყვარხარ ღრუბლებს ზემოთაც და უჰაერობაშიც! ჩემი გალაქტიკა ხარ დარო! მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ -უსასრულობიდან + უსასრულობამდე! _ეს ხომ ჩემი სიტყვებია?! _დღეს ყველა სიტყვა უნდა გითხრა რაც კი ვიცი და არც ვიცი! თვალებით რომ ვერ გხედავ, ჩემი გონება ცხადად აღგიქვამს! შენთან რომ ვარ ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, უშენოთ კი მხოლოდ შენზე მეფიქრება დარინე! ცოლად გამომყვები?! შენ როცა გინდა მაშინ, თუ ახლა გინდა ახლა წავიდეთ, თუ არადა ხვალ ან მაშინ როცა იტყვი. შენ უბრალოდ მითხარი ცოლად გამომყვები თუ არა "ბედნიერება ჩემი ბედნიერება" ზურა არის ჩემი ბედნიერება, ჩემი ჰაერი და უჰაერობა, ჩემი სიყვარული და სიგიჟე, ყველა გრძნობაა ერთად! ჩემი ცხადის 9... "ბედნიერება ჩემი ბედნიერება" "ზურა არის ჩემი ბედნიერება, ჩემი ჰაერი და უჰაერობა, ჩემი სიყვარული და სიგიჟე, ყველა გრძნობაა ერთად! ჩემი სიცხადის შეგრძნებაა!" ამ ფიქრებში გართულმა სულ ვერ შევამჩნიე, როგორ გამიკეთა ბეჭედი თითზე. ტვინს ჰაერი რომ მიეწოდა და ფუნქციონირება აღადგინა, ზურას სახეს ვხედავდი. ისეთი შეწუხებული იყო, ისეთი სევდიანი _არ გამომყვები?! _სად?_ყველა წმინდანს ვფიცავ, ვერც კი მივხვდი "არ გამომყვები" თუ პირდაპირი მნიშვნელობით არ იყო ნათქვამი, ისეთ ეიპორიაში ვიყავი, მიკიბულ-მოკიბულს კი არა, დამარცვლილს ვერ აღვიქვამდი სრულყოფილად _სად და ლუხუმში!_და გაეცინა _გამოგყვები! _ლუხუმში? _თუ წამიყვან იმის იქეთაც!_მოვეხვიე კისერზე და ვაკოცე _ცოლად გამომყვები?! _კი! _როდის?! _მალე, ოღონდ დღეს არა!_ვუთხარი და სევდიანმა თავი დავხარე _თუ რაიმე მომკლავს, იცოდე ეს უშენობაა! _ხომ გითხარი უკვდავი ხართქო! _მოგეწონა?! _რა?!_მიხვდა რომ ბეჭედი არც შემიმჩნევია, ჩემი ხელი აიღო და ბეჭედი მაჩვენა _ვაიმე, რა ლამაზია, რა საოცარი თვალი აქვს! საოცარი ხარ შენ .... _გიშრის თვლიანი მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე ძალიან უბრალო იქნებოდა! _სულაც "პრუჟუნა" რომ ყოფილიყო, მაინც უძვირფასესი იქნებოდა_ _არასდროს მოიხსნი ხოო? _მაშინ როცა გამაბრაზებ ხოლმე! _ესეიგი არასდროს!_ისე მაგრად ვაკოცე, ტკივილისგან დაიკვნეს_შენ არ მითხარი მადლობები არ მიყვარსო, ჰოდა გაუძელი ჩემს კოცნებს _შენ ოღონდ ჩემთან იყავი და მე ბოლომდე გაგიძლებ .... _იმის თქმა გინდა რომ, რთული გასაძლებია ჩემთან?!_ვერ დავმალე აღშფოთება _ ყველაზე რთული ამ ქვეყვად ჩემთვის უშენობაა დარინე, შენთან ყოფნა კი ადვილი გასაძლებია პარატავ!_ცხვირზე ისე მიკბინა, კბილის ანაბეჭდები კიდე ორი საათი მეტყობოდა. ერთმანეთს ისე დავემშვიდობეთ, თითქოს ომში მიდიოდა. ათჯერ მაინც გადმოვიდა მანქანიდან და მომილოცა დაბადების დღე _ეხლა თუ არ წახვალ, სისულელეს ჩავიდენ და გულს გატკენ ზურა _მიდი, მატკინე. იქნებ გაგიბრაზდე და ცოტა მაინც გამიადვილდეს დაგტოვო და არ წაგიყვანო_მეც ავდექი და დემონსტრაციულად ის თითი ვაჩვენე, ბეჭედი რომ გამიკეთა ის. მარცხენა ხელი ძალიან ნელა წავიღე და ბეჭედს დავუწყე წვალება_ნუთუ შეგიძლია, მასე მატკინო დარო?! _სულელოოოოო, ჩემო სულ ყველაფერო, არ შემიძლია და ვერ მოგაყენებ, გეხუმრე ბოთუნა! ეხლა წადი თორე ბიჭები გამიბრაზდებიან!_მაკოცა და წავიდა. მეც სახლის გზას ფეხით გავუყევი და მივედი კიდეც. რათქმაუნდა ბეჭედი არ მომიხსნია. სახლში შევედი და დედა ჩამოსული დამხვდა. გული ისე ამიჩუყდა, ცრემლები ვერ შევიმაგრე და გადავეხვიე _დედუცი, რატომ ჩამოდი?! ხომ გთხოვე არ ჩამოხვიდეთქო?!_საყვედურებს ვეუბნებოდი და მაგრად ვეხუტებოდი _ვერავინ ამიკრძალავს ჩემი დარინეს დღის აღმიშვნას, თავად ჩემი დარინეც კი! ჯერ ჩემი შვილი ხარ, აი რომ მოვკვდები, მერე ამიკრძალე რაც გინდა!_მითხრა რუსომ და ისე მკოცნიდა როგორც ბავშვობაში _ყველაზე ჯიუტი და მოურჯულებელი დედა ხარ ამ სამყაროში! _შენ კიდე ყველაზე რთულად ასატანი შვილი და პატარა!_დღეს რა პირი შეკრა ამ ხალხმა?! გამაგებინოს ვინმემ, რატომ ვარ რთული ასატანი?! _შენ მაინც რას მერჩი რუსო?! _სხვაც გერჩის დედა?! _კი, არის ერთი!_ამიჩუყა გული და დამტყუებს ახლა მე ეს ქალი ყველაფერს _ვინ?_ოოო, რა ეშმაკია ეს ქალი. ჯერ თბილისიდან ქუთაისში იგრძნო რომ მჭირდებოდა, მერე კიდე ისე ფრთხილად გაიკვირვა, თითქოს და უკვე იცის და უბრალოდ დასტურს ელოდება, ვერ მოგართვით, ქალბატონო დედუცი, ძალიან და უძალიანმაგრესად მიყვარხარ მაგრამ ჯერ არა! დუტ! _არის ერთი_შავი მგელი ვერ ვახსენე, მეთქი სუნი არ აიღოსთქო_გიშრისთვალება!_ვაიმეეე! რა მაგარი სახელი მოვუფიქრე! ჩემი გიშრისთვალებაა ეგ! არა გიშრისთვალება მგელი. არააა, გიშრისთვალება შავი მგელი! არა რააა! ყველას მაინც შავი მგელი ჯობს! ამართლებს და ორიგინალია, ნუ რა ორიგინალი, უბრალოდ პირველად ეგ დაერქვა! _სხვას არაფერს მეტყვი?! _რასაც გეტყვი დამჯერდი და აღარ მკითხო, კაი?! _არის ქალიშვილო, ვაიმე რა დღე დამიდგა, შვილის ჭკუაზე რომ უნდა ვიარო!_აწუწუნდა რუსულანი _ვიცი რომ ძალიან მოგეწონება, მარტო ფიზიკურად კიარა დე, სულ ყველაფრით მოგეწონება. ისეთი ბიჭია შენ რომ სიძედ ოცნებობდი და რაც მთავარია ვუყვარვარ!_ბევრჯერ უთქვამს რუსოს, ზურას დანახვაზე:ასეთი სიძე ყველა ქალის ოცნებააო! _შენ?_მკითხა ისეთი სევდიანი ხმით, რომ მხოლოდ მისი ჩახუტება მომინდა _ძალიან!_სხვა ვერაფერი ვუთხარი _იმედია არ ცდები! _არა! და მორჩა! მალე სახლი დიდი ოჯახით შეივსო, არ მექეიფებათქო ვიძახდი და ოტახიდან არ გამოვდიოდი, მამუკა და ლადო შემომივარდნენ: ადე დროზე მეორეჯერ კი არ გახდები20 წლისო! _21 ხომ გავხდები, მაშინ ვიქეიფოთ რა! _ადე ბიძი და სულ ყველაფერს შეგისრულებ რასაც მეტყვი!_ჰაჰ, სად დავიჭირე ეს რაჭველი ნახეთ! _სიტყვას მაძლვ?! სულ ყველაფერს?! _სიტყვას გაძლევ! ნებისმიერ სურვილს, ჯინსაც კი გიშოვი ბიძი, ოღონდ ადე და წამო რესტარანში გოგოოო!_აცინდრიკდა ბიძაჩემი და ოთახიდან გავიდა, მამამ სიცილით გააყოლა თვალი და მე მომიბრუნდა _რა ჩაიფიქრე შე ეშმაკის ფეხო?! _ისეთი არაფერიიი, მოვა დრო და შენც გაიგებ!_საწოლიდან წამოვხტი და გავიქეცი. მალევე მოვემზადე და გავიბაწრეთ სახლიდან. გზაში დათამ მითხრა მეგობრებს დაურეკე და დაპატიჟე, ხუთი ექვსი კაცის ლიმიტი გაქვსო. მარტო ერთი მინდათქო, გულში ვუპასუხე. მობილური ამოვიღე და გადავრეკე კურსელებთან. სულ ოთხნი მყავდა სამეგობრო. _დავპატიჟე. ლიმიტსაც არ გადავედი!_ეს ვთქვი და გამახსენდა_ვაიმეეე! თამროს დავურეკავ კაიიიიი?! _მიდი მერე დაურეკე რას გვითანხმდები?! ხომ გითხარი შენ ვინც გინდა! მე დღეს ზურას კი ველაპარაკე მაგრამ უარი მითხრა წამოსვლაზე!_რას ქვია უარი უთხრა, აკი სულ შენთან მინდაო, დამპალი ეგ! სასწრაფოდ თამროს გადავურეკე _ასე უნდა მომილოცო დაბადების დღე?! მე ყოველთვის პირველი გილოცავ ხოლმე და მთელი დღე შენს გვერდით ვარ!_გამარჯობის თქმაც კი არ ვადროვე _ეს ალბათ იმიტომ, ღამის 12 საათს რომ ელოდები და მერე ზეწარ გადაფარებული შემომივარდები ოთახში!_ისმოდა მისი სიცილნარევი ხმა. თამრის დაბადების დღე 15 აგვისტოა, ასე რომ სულ ერთდა ვიყავით _ჰოდა ეხლა გამო, ლადო გვპატიჟებს რესტარანში ყველას! _ვააააა, რა მაგარია ძია ლადო ნახე რა! _ჰო მართლა შენი ძმა სად არის?! _ცოტნე სოფელში! _მეორე?! _უხასიათობა აწუხებს და ოთახშია შეკეტილი _არ წამოვა კითხე!_სულ განაბული ველოდი პასუხს _დარო, რად გვინდა ეხლა იქ ეს უჟმური ჰა?! _მიდი კითხე, ბიჭები არიან აქ და ამათ აინტერესებთ!_თითქოს მე სულ ცალ ფ.... მეკიდა, გავიგონე როგორ გასძახა თამრომ და მისი არაც გავიგონე _არაო! _მიეცი ყურმილი!_ისე გავბრაზდი ცეცხლს ვაფრქვევდი ლამის _გისმენ!_ისე უცებ ჩაქრა ცეცხლი რომ კვალიც არ ჩანდა _დღეს დაბადების დღე მაქვს_ვითომ არ იცოდა და სულ რაღაც 3 საათის წინ არ მკოცნიდა _გილოცავ, დიდი გოგო გაიზარდე დარინე!_ეტყობოდა თამრო იქვე იყო, ძალიან ოფიციალურობდა_მიყვარხარ პატარაააა!_ეს უეჭველი აბაზანაში შეიკეტა _მადლობა!_არადა რა გემრიელად დავკოცნიდი ახლა ამ მშრალი მადლობის სანაცვლოდ_ბიჭების მოპატიჟება რატომ არ მიიღე?! _შენ გინდა რომ მივიდე დაროოო? _გამიხარდება თუ მოხვალ!_ვაიმე რა თავაზიანი ვარ, ჩემ თავსაც ვაოცებ რა _მითხარი რომ გიყვარვარ და მოვალ!_ჩემს ნერვებზე თამაშობს. "თუ არ მოხვალ, მანდ ეგდე" გამიელვა აზრმა სწრაფად _კარგი ზურა გელოდებით ორივეს და თამროს კიდე უთხარი "მიყვარხარ"თქო!_ერეკლე მინას აკვროდა ისე აინტერესებდა ქუჩებსი რა ხდებოდა, მეც ერთი მუჯლუგუნი ვუთავაზე და ავაკნუსუნე რესტორანში საკმაოდ ხალხმრავლობა დაგვხვდა, მაგიდასთან მივედით და სტუმრებს დაველოდეთ _დიდხანს აპირებთ თამაშობანას?!_ეკერლემ ვერ მოითმინა და მკითხა _აგვისტოში დავამთავრებთ და გადავალთ მეორე რაუნდში! _დღეს რომ გადახვიდეთ არ გინდა?! _არა, დღეს არა! მალე ყველანი შევიკრიბეთ, თამრო ჩამეკონა და ეგრევე მკითხა _ნიკომ რა გაჩუქა?!_ვაიმე დედააა, ამას ის ნიკო კიდე არ დავიწყებია, ზურა გვერდით ედგა და იცინოდა _ყველაზე მაგარი რამე, რაც შეიძლება მამაკაცმა აჩუქოს ქალს _არ მითხრა ეხლა ხმა ამოიღო და "მიყვარხარო" მითხრაო!_რა კარგ ხასიათზეა ეს გოგო, რაიმე სოკოსეული ხომ არ უჭამია ნეტა?! _იმდენი მიყვარხარო მითხრა შენ რომ არ დაგესიზმრება თამრო!_ვუთხარი ნიშნისმოგებით და დავამატე_მგონი ვინანო რომ დაგპატიჟე საზიზღარო _ეგ საზიზღრობა გადამდები ყოფილა, შენგან გადამედო მეეე!_რას ვერჩი მართალია ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მე და ზურა ერთმანეთს ისე ვექცევით, როგორც ნაცნობები. მტკივა ძალიან მე უიმისოდ. შეტყობინებებს მოგზავნიდა "მენატრები" "მტკივა რომ ვერ გეხები" "ეხლა დავთვრები და გაგიტაცებ" "შემომანათე რა შენი თვალები" "იმ პირობის დედას რომ შ...ი თორე ეხლავე ვიტყოდი ყველაფერს" "წამო ვიცეკვოთ" მეც ავდექი და მისკენ წავედი, მიმიხვდა და საცეკვაოდ გამოვიდა ვცეკვავდით და მე ისევ ისე ვეფერებოდი თითებით _თავი შეიკავე გთხოვ ნუ გამაგიჟებ ახლა, ნასვამი ვარ! _მეც ნასვამი ვარ! _ჰოდა წავიდეთ ეხლა და ვუთხრათ ყველას ყველაფერი! _არა, ჯერ მაგდენი არ დამილევია!_ხმამაღლა გავიცინე და თითები მოვუჭირე_ჩემი ძლიერი ხარ შენ! ვიცი გაუძლებ ამ ჩემს აჩემებას, მე ხომ შენი პატარა ვარ!_ვებურტყუნებოდი და ვეფერებოდი _არც იმდენად რომ ჩემივე სურვილებს გავუმკლავდე, ასე რომ თითები დაამოკლე!!! მელოდიაც დასრულდა და ჩვენც გავეცალეთ ერთმანეთს, ზურა სუფრის წევრებს დაემშვიდობა, თამროს თხოვა წავიდეთო და დამტოვა მარტო! .... აპრილი მშვიდად გავატარეთ, ბევრს ვსეირნობდით ახალგაღვიძებულ ბუნებაში და ვესიყვარულებოდით ერთმანეთს, ჩემი სწავლის პროცესს უფრო აკვირდებოდა ვიდრე თამროს. ხანდახან ეს ძალიან მაღიზიანებდა და ვკამათობდით კიდეც. მაისის შუა რიცხვები იყო, კარგად გამოიზაფხულა ბუნებამ და ახალგაზრდებმაც დავიწყეთ გალაღება. ზურას უნდა შევხვედროდი საღამოს, მოვემზადე და საკმაოდ ლამაზადაც მოვემზადე. ჰო მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა რომ, ცოტა-ცოტა ყველაფერი გამეზარდა და მომემატა. სულ ისეთი სიფრიფანაც აღარ მქვია, მაგრამ იდიალურ ფორმებამდე ძალიან ბევრი მაკლია. უნივერსიტეტიდან გამოსვლისას მეგობრებთან შევჩერდი და საუბარში გავერთე, ზურას ზარმა გამომიყვანა _პატარავ, იცი როგორ ვწუხვარ რომ დღეს ვერ გნახავ?! _რააა? ეხლა ვიცი ცოდვა უნდა დავიდო მითხარი?!_გავბრაზდი და ავფორიაქდი _სამსახურიდან მივდივართ, შეხვედრაა არაოფიციალური!_დამიკონკრეტა _არ მატყუებ?! _დაროოოოო! მაწყენინო გინდა?! _არა, მე შენთან მინდა!_დავდნი მობილურიანად _ხვალ შენთან ვიქნები მთალი დღე და თუ მოგინდება ღამეც! დავემშვიდობე, დამპირდა რომ ხშირად დამირეკავდა და მეც მომეკითხა ხოლმე შეტყობინებებით. მეგობრებმა გართობა გადავწყვიტეთ და შეკრება. ჩვენს უსაყვარლეს მყუდრო ბარ-რესტორანს მივაშურეთ შევედით თუ არა სახეში უსიამოვნო გრძნობა და ჰაერი ერთდროულად შემომეფეთა. "ღმერთო შენ დამიფარე" გავიფიქრე და გულში პირჯვარი გადავიწერე და ჩვენს საყვარელ მაგიდასაც მივაშურეთ. იქ შესვლამდე არც წინათგრძნობა მქონია რაიმის და არც უსიამოვნო ფიქრები. შესვლის მომენტიდან კი, რაღაც ცუდის და უსიამოვნოს მოლოდინში ვიყავი, თითქოს და კანი მიგრძნობდა ცუდს და საზარელს. ირგვლის ვიხედებოდი და ვეძებდი, მაგრამ რას არ ვიცი. რაღაც შეპყრობილივით ვიყავი. ბელას ჩემს კურსელსა და მეგობარს ვთხოვე გამყოლოდა გარეთ. გავედით თუ არა, ღრმად სუნთქვა დავიწყე, მაგრამ ვერ ვსუნთქავდი. ჰაერი მხოლოდ სულ ცოტას ჩავიდოდა ქვემოთ და მერე თითქოს ქრებოდა. ჩემს ფილტვებს მარწუხები შემოხვეოდა და კიდე უფრო მტკივნეულად უჭერდა. ბელას მაჯებზე ხელი ძლიერად მოვკიდე _ბელა, ჯადოქრობის გჯერა?! _დარინე, ნუ მაშინებ, გთხოვ მითხარი რა მოგდის!_ბელას შიში ჰქონდა თვალებში ჩამდგარი. მე კი სიცივე სხეულში ვგრძნობდი _არ ვიცი, და იმედი მაქვს ეს ყველაფერი მხოლოდ შეგრძნებაა ჩემში და არა წინათგრძნობა!_ისევ ვცდილობდი სუნთქვას_ჰაერი, ჰაერი არ მყოფნის! ჩემი ჰაერი, ზურა!_იმ წუთშივე ზურა გამახსენდა. კანკალმა ამიტანა. "ღმერთო, ოღონდ მას არაფერი მოუვიდოდეს და მე დამემართოს საშინელება" ვევედრებოდი ღმერთს და ისევ ვცდილობდი სუნთქვას. თითქოს და გარიგება შედგა და სუნთქვას ვუმატე, ჰაერი ღრმად ჩადიოდა და ტკივილმაც იკლო. ცოტა ხანი ისევ გარეთ ვიდექით და მერე შევედით. ისევე მოულოდნელად დავმშვიდდი, როგორაც ავფორიაქდი. ვერ გამეგო რა მოხდა, ან მოხდა კი?! არეული და შეშენებული ვიხედებოდი ირგვლივ "ნეტა რა მოხდება?!" ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ველოდი განაჩენს. არც ისე ძალიან არ დაუგვიანია, ფერადი მინებით გაწყობილი კარები ფართედ გაიღო და ჩემი სასჯელიც გამოჩნდა. ბარში მხიარული და მოკისკისე მარინე შემოვიდა, მერე კიდე ერთი ახალგაზრდა გოგო და უკან ზურა. გავარვარებულ ტვინში ცივი ლურსმანი ჩამაჭედენ, სახელად "ღალატი". სხვა არც აზრი მომდიოდა თავში და არც ფიქრი დაქროდა სადმე. სხეულის ყველა კუნთი და უჯრედი მხოლოდ დალურსმნულ ტვინს შესცქეროდა. ელოდნენ განაჩენს, განაჩენს რომელიც მტანჯველად იგვიანებდნენ. თვალები ცრემლებს ითხოვდნენ, ტუჩები კანკალს, ფილტვები ჰაერს და ბოლოს ბგერა ბღავილად ამოთქმას! ტვინი კი, აუტანელი ტკივილით მხოლოდ ღალატს გაიძახოდა. ბელას შეხება ვიგრძენი, თბილი და ფაქიზი _გაუძელი დარინე, შენ ძლიერი ხარ დარო!_მივხვდი, რაც დავინახე წარმოსახვა სულაც არ იყო, ბელამაც დაინახა და მამშვიდებს. მისი თბილი სხეული ახლოს მივიზიდე და მაგრად მოვეხვიე _ბელა, ეხლა გატკენ და შენ უნდა გაუძლო! გთხოვ ნუ გამწირავ სიცივისთვის! _შევევედრე და ისე რომ პასუხსაც არ დაველოდე მოვეხვიე, ისე ძლიერად მოვეხვიე, ზურა რომ მეხვეოდა. ბელას ხმაც არ გაუღია, გმირულად აიტანა ჩემი ესს სიგიჟე. ცოტა ხელები რომ შევუშვი, ვიგრძენი როგორ მორიდებით სუნთქავდა. არ უნდოდა შემემჩნია რომ მთელი ის დრო ჰაერი არ ჰყოფნიდა. ბელა იმ ცირერიცხოვან ადამიანთა რიცხვს მიეკუთნებოდა, რომელთაც ჩვენი საიდუმლო იცოდნენ. ბელა რომ ჩემს დამშვიდებას ცლიდობდა, ჩვენს სუფრაზე ხმაური შეიქმნა, ჩემს აღელვებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ყველა ჩემს დამშვიდებლად წამოდგა და თავს შემომეხვივნენ. მე კი ჩუმად ვიჯექი და რაღაც უჩვეულოდ ჩუმად. იქ მყოფთა ყურადღებაც მივიქციეთ ჩვენი აურზაურით და ზურამაც შემამჩნია. ათი მეტრის დაშორებითაც ვიგრძენი გული როგორ აუჩქარდა, სუნთქვა როგორ შეეკრა და თვალები როგორ გაუუფერულდა. ადგილიდან არ იძროდა, იდგა და მიყურებდა. მერე ჩემკენ წამოვიდა, ბელა შუაში ჩაგვიდგა _ზურა, ცუდად არის! ადროვე გონზე მაინც მოვიდეს!_ლამის შეევედრა ბელა _ბელა, ერთი სიტყვა და ვსიო!_"ვსიო" გულმა გამომძახა "ვსიო". _გარეთ გადი და გამოვიყვან!_ისიც გაბრუნდა და კარებში გავიდა, ბელამ ხელი მომკიდა და წამომაყენა. ვერ შევძელი_თავს ძალა დაატანე, ასე ვერ მოკვდები ახლა ვერ დაამთავრებ ამ ისტორიას დარინე!_ბელას ცრემლები მეცემოდნენ მხრებზე. მეც შევძელი და იქ არ მოვკვდი. კარებისკენ რომ მივდიოდი, ჩემი "სასჯელის" კიდე ერთხელ "შევიგრძენი".ზურა გარეთ იყო და სიგარეტს ეწეოდა, არადა ზაფხულზე წელიწადი გახდებოდა რაც არ თავა დაანება. დამინახა, სიგარეტს ღრმად მოქაჩა და მერე გადააგდო _მოგატყუე, მაგრამ .... _საოცარი სიტყვაა "მაგრამ"! მიყვარხარ მაგრამ ..... მოგატყუე მაგრამ .... მინდა მაგრამ .... _დარო, მაპატიე ეს ტყუილი, ხომ იცი როგორაც მიყვარხარ .... _კი ვიცი, ზეცამდე! უბრალოდ შენ და მე ზეცას სხვადასხვა სიმაღლით აღვიქვამთ! _დარო, გთხოვ მომისმინე და მერე გამოიტანე დასკვნები! _კარგი მოგისმენ, ოღონდ დღეს არა, ცუდად ვარ! მიდი გაერთე და მერე ვილაპარაკოთ! ხვალ ან ზეგ! არა ხვალ! ხვალ ვილაპარაკოთ!_უფრო ჩემთვის ვსაუბრობდი, ბელას ტაქსამდე გაყოლა ვთხოვე _მე გაგიყვან გთხოვ, ხმას არ ამოვიღებ, თუ გინდა ფულიც გადამიხადე რაც გინდა ის თქვი, ან არ თქვა ოღონდ გაგიყვან, გთხოვ! ტაქსს მაინც გამოვყვები უკან სულ ერთია ჩემთვის! _დარო, გაგვიყვანოს რა! სიტყვას თუ იტყვის მე მომანდე მისი მოკვლა!_შეწინააღმდეგების თავი ნამდვილად არ მქონდა და მანქანაში ჩავჯექით, ბელა ხელჩანთებისთვის შებრუნდა, ზურა კი ხმას არ იღებდა, მხოლოდ მიყურებდა. ვერ გამეგო რას გრძნობდა, ტკიოდა თუ ნანობდა. ბელა მალე გამოვიდა და მანქანაც დაძრა. სამივე ვდუმდით, არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი. მახსოვს სახეები: ბელას სახე ტკივილს რომ გამოხატავდა და ზურას სახე, სულ გათეთრებული! მე კი ისევ სიცივეს ვგრძნობდი! ქუჩებში უცებ დაზამთრებულიყო. სახლთან შეაჩერა და გადმოსვლაში დაგვეხმარა, სადარბაზოში შესულს დამეწია, ჩემეხუტა მტკივნეულად და მითხრა _მაპატიე გთხოვ, ხვალ დამელაპარაკე! ყველაფერს აგიხსნი გეფიცები! _კარგი!_ვუთხარი და კიბეებს ავუყევით. სახლის კარები მივხურე თუარა, იატაკზე დავარდი და ავტირდი, მსიამოვნებდა ცხელი ცრემლები და ცივი იატაკი, შეგრძნება იმისა რომ, სიცივე ჩემი კიარა იატაკის იყო. მერე ხელის შეხება ვიგრძენი, ბელა იყო. ატირებული და სახეწაშლილი. ვერ მივხვდი მას მაინც რა დაემართა _დარიკო, ადრე გთხოვ. საათზე მეტია იატაკზე იკუნტები დარო, მეშინია უკვე! _ბელა, ის ყველაფერი მართლა იყო თუ მომელანდა?! _მოგელანდა დარო! არაფერი ყოფილა! ახლა ადე და ოთახში შემოდი! _იყო, ვიცი რომ იყო! ის მასთან იყო! ეს ჩვენი გარიგების მეორე ნაწილია! "მას არფერი დაემართოს და მე მომივიდეს საშინელება!" ჰოდა ესეც ჩემი საშინელება ბელა! ოთახში შესვლას ვაპირებდი სუნთქვა რომ შევწყვიტე "აღარ მჭირდება "ბინძური" ჰაერი" გაიფიქრა დალურსმნულმა ტვინმა და ............ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.